გამარჯობა. ბევრ ადამიანს აწუხებს უძილობა და ეს გავრცელებული პრობლემაა. თუმცა არსებობს ამის საპირისპირო - ნაადრევი ძილიანობის პრობლემა. ე.ი. გინდა რომ არ დაგეძინოს, მაგრამ მაინც გეძინება.
ზედმეტი ძილიანობის პრობლემა ნაკლებად მაქვს, უბრალოდ ნაადრევად მეძინება ხოლმე და ვერ ვერევი ვერაფრით. აი ღამის 12 გახდება თუ არა, ეგრევე ვითიშები. კი არ მეძინება, უბრალოდ ვითიშები, თითქოს კაბელი გამოაძრეს და გაითიშა გონება
ხოდა როგორ მოვერიო ამ პრობლემას, ძილის საწინააღმდეგო ან რამე ეგეთი წამალი არსებობს?
ფსიქოლოგიური პრობლემაა თუ რამე სხვა? დიდ პრობლემებს მიქმნის პირად ცხოვრებაში. შეყვარებულიც სუ მეჩხუბება, უპასუხისმგებლო ხარო და ღამე 1-2 საათი ვერ გაგიძლიაო, ეგრევე იძინებო. მიჭირს ახსნა რომ განგებ არ ვაკეთებ, უბრალოდ ვითიშები. ველაპარაკები ხოლმე მესენჯერით და უცებ ბრახ და მძინავს. აი მომენტალურად ითიშება ტვინი, ისე რო აზრზეც ვერ მოვდივარ, ისიც კი არ გამოდის რომ დავემშვიდობო და ძილინებისა ვუსურვო. ვერაფერს ვუხერხებ ამ პრობლემას. ნარკოზს რო გაგიკეთებენ და ნელნელა რო ითიშები, ეგრე ვარ. დღისით მაგარი ენერგიული ვარ, ღამე კი ეს მემართება და მაგრად მტანჯავს.
ვინმეს გაქვთ ეგეთი გამოცდილება?