[/URL]
დასახელება: Los Angeles Lakersასევე გამოდიოდა სახელებით: Detroit Gems, Minneapolis Lakers
კონფერენცია: Western
დივიზიონი: Pacific
დაარსდა: 1946 წელს
ქალაქი: ლოს ანჯელესი
არენა: Staples Center
მფლობელი Dr. Jerry Buss
გენერალური მენეჯერი: Mitch Kupchak (Vice President & GM of Basketball Ops.)
მწვრთნელები:1. John Kundla, 1948–1957 - 5 გზის ჩემპიონი
2. George Mikan, 1957–1958
3. John Kundla, 1958–1959
4. John Castellani, 1959–1960
5. Jim Pollard, 1960
6. Fred Schaus, 1960–1967
7. Butch van Breda Kolff, 1967–1969
8. Joe Mullaney, 1969–1971
9. Bill Sharman, 1971–1976 - 1 ჩემპიონობა
10. Jerry West, 1976–1979
11. Jack McKinney, 1979
12. Paul Westhead, 1979–1981 - 1 ჩემპიონობა
13. Pat Riley, 1981–1990 - 4 ჩემპიონობა
14. Mike Dunleavy, 1990–1992
15. Randy Pfund, 1992–1994
16. Bill Bertka, 1994
17. Magic Johnson, 1994
18. Del Harris, 1994-1999
19. Bill Bertka, 1999
20. Kurt Rambis, 1999
21.
Phil Jackson, 1999–2004 - 3 ჩემპიონობა22. Rudy Tomjanovich , 2004–2005
23. Frank Hamblen, 2005
24.
Phil Jackson, 2005-2011 - 2 ჩემპიონობა25. Mike Brown 2011 -2012
26. Mike D'Antoni 2012-
Retired Jerseys:13 Wilt Chamberlain, C, 1968–197322 Elgin Baylor, F, 1958–71 (including team's last season in Minneapolis)
25 Gail Goodrich, G, 1965-68 and 1970-76
32 Magic Johnson, G, 1979-91 and 1995-96; Head Coach 1994
33 Kareem Abdul-Jabbar, C, 1975–89
42 James Worthy, F, 1982-94
44 Jerry West, G, 1960-74; Head Coach, 1976-79; General Manager, 1981-2002
52 Jamaal Wilkes 1977-1985
MICROPHONE Chick Hearn, Broadcaster, 1960–2002Hall of Famer-ები:* 33 Kareem Abdul-Jabbar
* 22 Elgin Baylor
* 13 Wilt Chamberlain
* 25 Gail Goodrich
* 42 Connie Hawkins
* 32 Magic Johnson
* 34 Clyde Lovellette
* 22 Slater Martin
* 11 Bob McAdoo
* 99 George Mikan
* 19 Vern Mikkelsen
* 17 Jim Pollard
* 42 James Worthy
* 44 Jerry West
*52 Jamaal Wilkes
* Coach John Kundla
* Coach Bill Sharman
* Coach Phil Jackson
* Coach Pat Rileyგუნდური და ინდივიდუალური მიღწევები:ჩემპიონი: 16 - 1949 • 1950 • 1952 • 1953 • 1954 • 1972 • 1980 • 1982 • 1985 • 1987 • 1988 • 2000 • 2001 • 2002 • 2009 - 2010
ფინალისტი: 30All-Star MVP:George Mikan - 1953
Elgin Baylor - 1959
Jerry West - 1972
Magic Johnson - 1990, 1992
Shaquille O'Neal - 2000, 2004
Kobe Bryant - 2002, 2007, 2009, 2011
NBA MVP:Kareem Abdul-Jabbar - 1976, 1977, 1980
Magic Johnson - 1987, 1989, 1990
Shaquille O'Neal - 2000
Kobe Bryant - 2008
NBA ფინალების MVPJerry West - 1969
Wilt Chamberlain - 1972
Magic Johnson - 1980, 1982, 1987
Kareem Abdul-Jabbar - 1985
James Worthy - 1988
Shaquille O'Neal - 2000, 2001, 2002
Kobe Bryant - 2009
Kobe Bryant - 2010
Coach of the Year:Bill Sharman - 1972
Pat Riley - 1990
Del Harris - 1995
ყველაზე მეტი ქულა დაგროვილი ერთ თამაშში:1. Kobe Bryant - 812. Elgin Baylor - 71
3. Wilt Chamberlain - 66
4. Kobe Bryant - 655. Elgin Baylor - 64
უმაღლესი ppg ერთ სეზონში:1. Elgin Baylor - 38.3
2. Kobe Bryant - 35.43. Elgin Baylor - 34.8
4. Elgin Baylor - 34.0
5. Kobe Bryant - 31.6ყველაზე მეტი მოხსნაElgin Baylor, 11,463
უმეტესი საშუალო პასების რაოდენობა სეზონში:
Magic Johnson - 13.1
უმეტესი სამმაგი დუბლის რაოდენობა:
Magic Johnson - 138 (!!!)
ლიდერი დაგოვილი ქულებით:
kobe brayant : 31,434 (მეოთხე შედეგი ლიგის ისტორიაში)
ლიდერი პასების საერთო რაოდენობით:Magic Johnson, 10,141
გუნდის ისტორია1947 – 1960: დასაწყისი, მინეაპოლისის ხანა, პირველი 5 ჩემპიონობა
ყველაფერი დაიწყო 1947 წელს როდესაც მინეაპოლის ლეიკერსი გაწევრიანდა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL). იმავე წელს გუნდმა მოიპოვა ლიგის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო წელს მინეაპოლისი და კიდევ სამი გუნდი შეუერთდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციას (BAA) სადაც კიდევ რვა ფრენჩაიზი მონაწილეობდა თუმცა თორმეტივე გუნდიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარული იყო ლეიკერსის ცენტრი ჯორჯ მიკანი, რომელსაც კალათბურთის პირველ ვარსკვლავად იცნობენ. პირველივე წელს მინეაპოლისმა მოიპოვა BAA-ს ჩემპიონის ტიტულიც დაამარცხა რა ფინალში ვაშინგტონ კაპიტოლზი რომლის მწვრთნელიც არნოლდ ”რედ” აუერბახი იყო.
1949-50 წლების სეზონის წინ მოხდა NBL-ისა BAA-ს გაერთიანება რის შედეგადაც შეიქმნა ერვონული საკალათბურთო ასოციაცია NBA. ასოციაციის პირველი ჩემპიონიც მინეპაოლისი გახდა რომელმაც გზად ჩამოიტოვა მუდმივი კონკურენტი როჩესტერ როიალსი ხოლო ფინალში სირაკიუზ ნეშნალზი დაამარცხა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდი კიდევ ორჯერ გახდა ჩემპიონი და 1953 წელს მინეაპოლის ლეიკერსი, რომელმაც დააგროვა 5 წელიწადში 4 ტიტული, აღიარებულ იქნა როგორც კალათბურთის პირველი დინასტია, გენიალური ჯორჯ მიკანის მეთაურობით. მომდევნო წელს ლეიკერსის აქტივს კიდევ ერთი ჩემპიონობა შეემატა, ფინალში ისევ სირაკიუზის დამარცხებით, ხოლო გუნდში უკვე მიკანთან ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდა ახალბედა კლაიდ ლოვლეტი.
შემდგომი რამდენიმე წელი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ყველაფერი დაიწყო იმით რომ კარიერა დაასრულა მიკანმა, ასევე ასაკი დაეტყოთ სხვა ლიდერებსაც ხოლ ლოველეტი მარტო ვეღარ ახერხებდა იმ შედეგების მიღწევას რასაც მიკანმა მიაღწია, მიუხედავად იმისა რომ გუნდი გაიოდა პლეიოფში შემდეგ უკვე სერიოზული მიზნებისთვის ვეღარ იბრძოდა, 1956-ში მიკანი დაბრუნდა კიდეც, ორი წლით, იგი შეცვლაზე შედიოდა თუმცა როგორც ამბობენ შესანიშნავ ფორმაში იყო და ძალიან წააგავდა ძველ ჯორჯ მიკანს... წარუმატებლობების მწვერვალი იყო 57-58 წლების სეზონი როდესაც გუნდმა მხოლოდ 19 თამაში მოიგო და დივიზიონში უკანასკნელ ადგილზე გავიდა. ამ წარუმატებლობას ერთი დადებით მხარე ის ქონდა რომ მომდევნო წელს გუნდმა მოიპოვა დრაფტის #1 არჩევნის უფლება და მათ ძალიან გაუმართლათ რადგან ეს არჩევანი შეჩერდა 6.5 ფუტის სიმაღლის ფორვარდ ელჯინ ბეილორზე, ამ კალათბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა პირველივე წელს და გუნდი NBA-ს ფინალში გაიყვანა რაც სრულიად მოულოდნელი იყო რადგან დასავლეთ დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი იმ პერიოდში სენტ ლუის ჰოქსი იყო, რომლის მთავარ მიზანს ფინალში ბოსტონის დამარცხება შეადგენდა, მაგრამ ფინალში ლეიკერსი გავიდა და როგორც აღმოჩნდა მათ იმდენი ძალა დაახარჯეს ამ მიღწევას რომ ბოსტონს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დათმეს სერია 4 თამაშში. 1959-60 წლების სეზონში გამეორდა წინა წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალი მაგრამ ამჯერად სენტ ლუისმა მოახერხა გამარჯვება 7 თამაშში და აიღო რევანში წინა წელს განცდილი მარცხისთვის.
1960-68 ლოს ანჯელესის ერის დასაწყისი, ყალიბდება ახალი ტენდენცია: ბოსტონი ჩემპიონი, ლეიკერსი დამარცხებული
1960-61 წლების სეზონის წინ მინეაპლოსის გუნდის პრეზიდენტმა ბობ შორტმა მრავალი ფაქტორის და მიზეზის გამო გუნდი გადაიყვანა ლოს ანჯელესში, ასე შეიქმნა ლოს ანჯელეს ლეიკერსი რომელმაც პირველ სეზონში, ახალბედა ჯერი ვესტის და ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი ელჯინ ბეილორის დახმარებით მოახერხა დასავლეთ დივიზიონში მეორე ადგილის დაკავება და კონფერენციის ფინალში გასვლა სადაც კვლავ სენტ ლუის ჰოქსს შეხვდა და კვლავ დამარცხდა 7 თამაშში. მომდევნო წელს გუნდი უკვე დასავლეთის ერთპიროვნული ლიდერი იყო, იგი ადვილად გავიდა NBA-ს ფინალში სადაც ეპიკურ 7 თამაშიან სერიაში დამარცხდა ბოსტონ სელტიქსთან. ამ სერიის მეხუთე თამაშში ბოსტონში, ელჯინ ბეილორმა დაამყარა პლეიოფის რეკორდი 61 ქულით რომელიც მომავალი 25 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. 1962-65 წლებში ლეიკერსი 2-ჯერ გახდა დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი, მისი ლიდერები - ბეილორი და ვესტი თამაშში საშუალოდ 25-27 ქულას აგროვებდნენ თუმცა გუნდისთვის გადაულახავი ზღვარი ფინალში ბოსტონ სელტიქსი იყო, რომელიც განაგრძობდა 13 ეპიკური სეზონისგან შემდგარ ხანას როდესაც გუნდი 11 ჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი. 1965-66 წლების სეზონის წინ ლეიკერსში შეიცვალა ბევრი რამ მფლობელმა ბობ შორტმა გუნდი 5 მილიონ დოლარად მიყიდა ჯეკ კენტ კუკს, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები ცენტრი დარელ იმჰოფი, ბობ ბუზერი და ნიჭიერი ახალბედა გეილ გუდრიხი. თუმცა არც ამ წელს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არ იცვლებოდა ერთი რამ ლეიკერსი გადიოდა ფინალში და მარცხდებოდა ბოსტონ სელტიქსთან, შედეგად 1968 წლის სეზონის ბოლოსთვის ეს გუნდები 6-ჯერ იყვნენ შეხვედრილი ფინალში და ექვსივეჯერ გამარჯვება ბოსტონს ერგო. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ამ წლების მანძილზე ხშირი და სერიოზული ტრავმების გამო ელჯინ ბეილორს და ჯერი ვესტს მრავალი თამაშის გამოტოვება მოუწიათ, მათ შორის ფინალურ სერიაშიც.
1968-71 სუპერცენტრი და სუპერტყორცნა
აშკარა იყო რომ გუნდში რაღაცის შეცვლა იყო საჭირო და ის რაც პირველ რიგში აკლდა გუნდს ეს იყო ძლიერი ცენტრ ფორვარდი. ამიტომ გუნდის მფლობელის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მან მოახერხა ფილადელფიისგან სუპერცენტრი უილტ ჩემბერლინის გადმობირება. ჩემბერლინის შედეგი სეზონში საშუალოდ 21 მოხსნა იყო, ხოლო ლეიკერსმა მოახერხა დასავლეთ კონფერენციის მოგება და ყველა მოუთმენლად ელოდა ტიტანების შერკინებას ჩემბერლინი - რასელის წინააღმდეგ. სერიის გამარჯვებულის გარკვევას ისევ 7 თამაში დასჭირდა სადაც კვლავ უძლიერესი ბოსტონ სელტიქსი იყო, ჯერი ვესტი კი გახდა ფინალის MVP, რაც არის თამაშის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა როდესაც ჯილდო დამარცებული გუნდის მოთამაშეს გადაეცა. 1969-70 წლების ტრავმებით გატანჯული სეზონი განსაკუთრებით გამოირჩა ამერიკის ორი უდიდესი ქალაქის გუნდის ფინალური შეხვედრით ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ, რომლის მესამე თამაშის ბოლო წამზე მოხდა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა, როდესაც ლეიკერსი ორ ქულას აგებდა ჯერი ვესტმა ჩააგდო ბურთი დაახლოებით 18 მეტრიდან და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა სადაც უილის რიდის მეშვეობით ნიქსმა მაინც მოახერხა ლეიკერსის დამარცხება 111-108 (ცნობისათვის დღევანდელი სტანდარტებით ეს ტყორცნა ჩაითვლებოდა სამ ქულად, ხოლო ლეიკერსი მოიგებდა თამაშს და სავარაუდოდ სერიასაც). საბოლოოდ ნიქსმა 7 თამაშში მოახერხა გამარჯვება და პირველად გახდა ასოციაციის ჩემპიონი. შემდეგ სეზონში აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო რომ ბეილორმა სულ ორი თამაში ითამაშა ტრავმების გამო (იგი ამ დროს უკვე 36 წლის იყო), რომ გუნდში მოთამაშედ პორტლენდიდან გადმოიყვანეს მომავალი მწვრთნელი პეტ რაილი და რომ კონფერენციის ნახევარფინალში დამარცხდნენ მილუოკი ბაქსთან და მის გენიალურ ლიდერ ლიუ ალსინდორთან
1971-79 33-დან ჯაბარამდე
სეზონის დასაწყისში ელჯინ ბეილორმა, გაცნობიერა რა რომ მისი ტერფები არ მისცემდნენ საშუალებას ეთამაშა სრული დატვირთვით გადაწყვიტა თამაშისთვის თავის დანებება, თუმცა ახალი მწვრთნელი ბილ შარმანი და მთლიანად გუნდი ამისთვის უკვე მზად იყო და საკმარისი გამოცდილება ქონდა. სეზონის დაწყებიდან ერთ თვეში, კერძოდ კი 5 ნოემბერს ლეიკერსმა დაამარცა ბალტიმორი 110-106 ამ გამარჯვებამ დასაბამი დაუდო ისტორიაში განუმეორებელ შედეგს, ზედიზედ 33 წაუგებელი თამაშიანი სერიისა, რომელიც მხოლოდ ორ თვეში დაასრულა მილუოკი ბაქსმა 9 იანვარს. ეს შედეგი დღემდე ამერიკული პროფესიული სპორტის რეკორდია. გუნდის ტრიუმფალური სვლა გაგრძელდა რეგულარულის ბოლომდე, რომელშიც მან რეკორდული 69 გამარჯვება მოიპოვა და პლეიოფშიც სადაც დასავლეთის ფინალში მილუოკის და ასოციაციის ფინალში ნიუ იორკის დამარცხებით ლოს ანჯელესი პირველად და ლეიკერსის ფრენჩაიზი მეექვსედ გახდა ლიგის გამარჯვებული. მომდევნო სეზონი აღსანიშნავია იმით რომ ის იყო დიდი ვილტის ბოლო სეზონი რომელშიც მან მოახერხა გამხდარიყო პირველი მოთამაშე ისტორიაში რომელსაც ქონდა საშუალო 70%-იანი FG, ლეიკერსი კი გავიდა ფინალში სადაც კვლავ ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და რომელთანაც დათმო ჩემპიონობა ხუთ თამაშში.
მომდევნო ორი სეზონი შეგვიძლია დავუთმოთ ლეიკერსის უდიდესი მოთამაშეების ვილტ ჩემბერლინის და ჯერი ვესტის გახსენებას, კარიერის დასრულების მომენტში მიღებული შედეგით ვილტი საშუალოდ აგროვებდა 30.1 ქულას თამაშში, 14 სეზონში მან დააგროვა 31 ათასზე მეტი ქულა და ფარიდან მოხსნა 23 ათასზე მეტი ბურთი(MR. CLUTCH) ჯერი ვესტმა ლეიკერსში გატარებული 14-ვე სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ყველა ვარსკვლავის თამაშში, დააგროვა 25,192 ქულა.... უდავოა რომ ამ ორმა მოტამაშემ თავის ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს გუნდის განვითარებაში!
1975-76 წლის სეზონს დასაწყისში გუნდმა დაიმატა დიდებული ცენტრი კარიმ აბდულ ჯაბარი რომელმაც ლეიკერსში გამოსვლის პირველ ოთხ სეზონში მოაღწია იმას რომ ორჯერ გახდა რეგულარული ჩემპიონატის MVP თუმცა გუნდს ამ პერიოდში სერიოზული წარმატებები არ ქონია, იგი ორჯერ დარჩა პლეიოფს მიღმა, ერთხელ გავიდა დასავლეთ კონფრენციის ფინალში (ამ დროს უკვე მთავარი მწვრთნელი იყო ჯერი ვესტი), და ერთხელ ნახევარფინალში... მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობებისა ყველასთვის ნათელი იყო რომ გუნდში მიდიოდა თაობათა ცვლა და ახლო მომავალში იგი სრულიად ტრანსფორმირდებოდა...
1979-92 ჯადოსნური ხანა
1979 წლის დრაფტის #1 არჩევანი ერგო ლეიკერსს და მან აირჩია განუმეორებელი, 210 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე მცველი ირვინ მეჯიქ ჯონსოსნი, რის შემდეგაც ხალხი ამბობდა რომ გუნდში, სიტყვასიტყვით რომ გავიმეოროთ - ”"Showtime" had arrived”! და მართლაც გუნდი გავიდა ფინალში სადაც იგი დოქტორ ჯეის ფილადელფიას დაუპირისპირდა... სერია გაგრძელდა 6 თამაში და სწორედ მეექვსე თამაშში მეჯიქმა ჩაიდინა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი გამორჩეული საქციელი როდესაც კარიმის არყოფნაში, მან გამთამაშებელმა დაიკავა ცენტრის პოზიცია, დააგროვა 42 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი და მოაგებინა გუნდს ჩემპიონობა, თავად კი გახდა პირველი და ერთადერთი ახალბედა NBA-ს მთელი ისტორიის მანძილზე რომელმაც მიიღო ფინალის MVP.
მომდევნო ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რომელიც მეჯიქმა გამოტოვა მუხლის ტრამვის გამო, 1981-82 წელმა ლეიკერსის სრული დომინირებით ჩაიარა, დაინიშნა რა მთავარ მწვრთნელად პეტ რაილიმ მოაგებინა გუნდს დივიზიონი, ასევე პლეიოფი და ჩემპიონობა ისე რომ პოსტსეზონში მათ 14-დან მხოლოდ ორი თამაში წააგეს! ლეიკერსი მეორედ სამ წელიწადში გახდა ლიგის გამარჯვებული. ამ გამარჯვების შემდეგ ორი წელი ზედიზედ გუნდი კვლავ გავიდა ფინალში, რასაც დამატებით ხელი შეუწყო ნიჭიერი რუქი ჯეიმს ვორთის და ბაირონ სკოტის გადმოსვლამ მაგრამ გუნდმა ორივე ფინალი წააგო ჯერ სიქსერსთან ხოლო შემდეგ კიდევ ერთი 7 თამაშიანი სერია ლარი ბერდის ბოსტონ სელტიქსთან.... უკვე მერვედ... სეზონის მიმდინარეობისას კარიმი გახდა ლიგის ყველა დროის ტოპ სკორერი როდესაც 31,420-ე ქულით მან გადაასწრო ვილტ ჩემბერლინს.
და აი ისიც, 1984-85 წლების სეზონი და ნანატრი პირველი გამარჯვება ბოსტონთან!!! ამ დიდ გამარჯვებამდე ლეიკერსმა მოიგო რეგულარი 62-20 შედეგით, პოსტსეზონში მოუგო ფინიქსს, პორტლენდს და დენვერს ჯამური შედეგით 11-2-ზე და გავიდა ფინალში სადაც თავისი 38 წლის ლიდერის და მომავალი ფინალის MVP-ს კარიმ აბდულ ჯაბარის მეშვეობით დაამარცხა იგი 6 თამაშში! ეს იყო მეცხრე შეხვედრა ამ გუნდებს შორის და პირველი გამარჯვება რომელიც მოიპოვა ლოს ანჯელესმა. ამ წარმატების მომდევნო წელს ყველა ელოდა ფინალის კიდევ ერთხელ გამეორებას მაგრამ მოხდა ისე რომ კონფერენიის ფინალში ლეიკერსი მოულოდნელად დამარცხდა ჰიუსტონ როკეთსთან სადაც დომინირებდნენ ”ტვინ ტაუერსად” წოდებული ფორვარდები ჰაკიმ ოლაჯუონი და რალფ სემპსონი. 1986-87 წლების სეზონს თამამად შეგვიძლია დავარქვათ ”A Very Magic Year” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით რადგან მეჯიქმა მიიღო, კარიერაში პირველად, რეგულარულის MVP-ს წოდება ასევე ფინალის MVP ხოლო გუნდმა მეორედ დაამარცხა ბოსტონი ფინალში. მომავალ ორ სეზონში ლოს ანჯელესი ორივეჯერ გავიდა ფინალში სადაც შეხვდა აიზია ტომასის, ჯო დუმარსის, ბილ ლეიბირის და დენის როდმანის დეტროიტ პისტონზს, პირველად ლეიკერსმა მისი სწრაფი შემტევი სტილით დაამარცხა მძიმე, ფიზიკურად ძლიერი პისტონზი, ხოლო მეორეჯერ უკვე დეტროიტმა იმარჯვა, რომლის შემდეგაც 41 წლის კარიმ აბდულ ჯაბარმა განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. თუმცა 1989-90 წლების სეზონში გუნდმა ადვილად აუღო ალღო კარიმის გარეშე თამაშს, რაშიც დიდი წვლილი იუგოსლავიიდან ჩამოყვანილმა ცენტრმა ვლადე დივაცმა შეიტანა, მეჯიქმა მესამედ მიიღო რეგულარის MVP-ს წოდება, ლეიკერსმა მეცხრედ ზედიზედ მოიგო წყნარი ოკეანის დივიზიონი, თუმცა კონფერენციის ფინალში ხუთ თამაშში დამარცხდა ფინიქს სანსთან. მომავალ სეზონში, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მქონე და ოთხგზის ჩემპიონი პეტ რაილი გადადგა თანამდებობიდან რომლის მაგივრადაც დაინიშნა მაიკ დანლივი, გუნდი გავიდა ფინალში სადაც დამარცხდა ჯორდანის ჩიკაგოსთან რომელმაც ამ მოგებით თავისი ლეგენდარული სვლა დაიწყო. შემდგომი 1991 წელი ითვლება მეჯიქის ხანის დასასრულად, აივ ინფიცირების გამო მან დეკემბერში განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მიუხედავად ამისა მეჯიქი მაინც არჩეულ იქნა ოლ სტარის შემადგენლობაში სადაც მან კიდევ ერთხელ მიიღო MVP-ს ჯილდო. ამის გარდა ჯონსონმა ლარი ბერდთან და მაიკლ ჯორდანთან ერთად 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადისთვის შექმნა ე.წ. Dream Team-ი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
მისი 12 წლიანი კარიერის დასრულების მომენტში მეჯიქის ჯილდოთა ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 5 გზის NBA-ს ჩემპიონი, 3 გზის რეგულარულის MVP, 3 გზის ფინალის MVP, ოლიმპიური ოქროს მედალოსანი, 12 გზის ოლ სტარის მონაწილე, 2 გზის ოლ სტარის თამაშის MVP და 9 გზის All-NBA პირველი გუნდის წევრი. ირვინ მეჯიქ ჯონსონი იყო ერთ ერთი ყველაზე დინამიური, სანახაობრივი და წარმატებული კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში. იგი იყო მოთამაშე რომლის მეშვეობითაც კალათბურთი მილიონობით ადამიანისთვის არა მარტო საყვარელი სპორტის სახეობა არამედ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი გახდა. მისი შემოქმედება და ღვაწლი ასევე ფასდაუდებელია ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის რის გამოც იგი არის გუნდის ისტორიის ერთ ერთი უდიდესი და უძვირფასესი მოთამაშე.
1992-99 ოთხმოცდაათიანები, road to the changes
ოთხმოცდაათიანი წლები ლოს ანჯელესისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, გუნდი საჭიროებდა ტრანსფორმაციას და ძირეულ განახლებას ამიტომ ამ პერიოდში აქტიურობდნენ სატრანსფერო ბაზარზე, იცვლებოდნენ მწვრთნელები, მოდიოდნენ ნიჭიერი ახალბედები. გუნდი პერიოდულად გადიოდა პლეიოფში სადაც მარცხდებოდა ან პირველ წრეში ან კონფერენციის ნახევარფინალში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სერიოზული ცვლილებისკენ იყო შაკილ ო’ნილის გადმოყვანა 1996 წელს, ამავე წელს გამოჩნდა 18 წლის კობი ბრაიანტი, რომელთა ეფექტურმა თამაშმა ათქმევინა ხალხს რომ ლოს ანჯელესში ”შოუთაიმი” დაბრუნდა. საბოლოოდ 1999-00 წლების სეზონს გუნდი შეხვდა შემდეგი სახით: შაკთს და კობის დაემატნენ დენის როდმანი და გლენ რაისი, დაინიშნა ახალი მწვრთნელი - ფილ ჯექსონი, ხოლო 32 წლიანი გამოსვლის შემდეგ გუნდმა შეიცვალა არენა და ფორუმიდან გადავიდა ახალაშენებულ სტეპლზ ცენტრში.
1999-2004 ახალი წარმატებების ერა
1999-00 წლების სეზონი ნამდვილად ლეიკერსის წელი იყო, რეგულარული მან მოიგო 67-15 შედეგით და მოიპოვა მოედნის უპირატესობა ყველა გუნდთან. შაკი გახდა რეგლარულის და ოლ სტარის MVP, სადაც იგი კვე მეორედ მონაწილეობდა თანაგუნდელ კობი ბრაიანტთან ერთად. მიუხედავად რეგულარულში დომინირებისა პლეიოფი საკმაოდ რთული აღმოჩნდა გუნდისთვის, კონფერენციის ფინალის მეშვიდე თამაშში იგი გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე იდგა როდესაც მესამე მეოთხედს აგებდა 17 ქულით თუმცა სასწაულებრივი ქამბექის შედეგად მაინც მოიპოვეს გამარჯვება პორტლენდზე (სხვათა შორის თემის ავტორი სწორედ ამ თამაშის შემდეგ გახდა ელეის დიდი გულშემატკივარი) და გავიდნენ ფინალში სადაც ექვს თამაშში დაამარცხეს რეჯი მილერი და მისი ინდიანა. შაკილ ო’ნილი გახდა ფინალის MVP და შეიქმნა თამაშის ისტორიაში მხოლოდ მესამე მოთამაშე რომელმაც მიიღო რეგულარულის, ოლსტარის და ფინალის უძვირფასესი მოთამაშის წოდება. კობი ბრაიანტი არჩეული იყო მეორე all defensive გუნდში და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რომლის დაცვითი უნარები ამგვარად იქნა დაფასებული.
2000-01 სეზონისთვის გუნდი გეგმავდა ზედიზედ მეორე ჩემპიონობას, თუმცა ფიშერის, ბრაიანტის და ონილის ხშირმა ტრავმებმა არ მიცეს მათ საშუალება რეგულარულის ისეთივე წარმატებით ჩატარებისა როგორც ეს წინა წელს იყო. თუმცა ყველა მოთამაშის გამოჯანმრთელების შემდეგ, მოყოლებული 3 აპრილიდან როდესაც მოუგეს იუტა ჯაზს გუნდმა პირველად მხოლოდ ფინალის გახსნით თამაშში წააგო, როდესაც მოულოდნელად დათმო თამაში ალენ აივერსონის ფილადელფიასთან. მომდევნო 4 თამაშის მოგებით ლოს ანჯელეს ლეიკერსი ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის გამარჯვებული. ო’ნილი კვლავ უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს დიდებული საშუალო შედეგით 33 ქულა, 16 მოხსნა.
2001-02 სეზონში შემადგენლობის ცვლილებების (გუნდიდან წავიდნენ ჰარპერი, გრანტი და სხვ.; მოვიდნენ ლინდსი ჰანტერი, ტავაკი უოლკერი, მიჩ რიჩმონდი), და შაკის და ფიშერის ხშირი ტრავმების გამო გუნდმა ვერ მოახერხა დივიზიონის და რეგულარულის მოგება, მისი 58-24 შედეგი მხოლოდ საკრამენტო კინგზს ჩამორჩა. ეს ორი გუნდი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს კონფერენციის ფინალში, რომლის შვიდი თამაშიც ბოლო წლების საუკეთესო სერიად შეიძლება მივიჩნიოთ, სერია დასრულდა საკრამენტოში ლეიკერსის გამარჯვებით ოვერტაიმში ანგარიშით 112-106. საპირისპიროდ შედარებით ადვილად, ოთხ თამაშში, მოხერხდა ფინალში ნიუ ჯერსის დამარცხება რის შედეგადაც ლეიკერსი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი, შაკილ ო’ნილი კი ფინალის უძვირფასესი მოთამაშე რითიც იგი გაუტოლდა მაიკლ ჯორდანს როგორც მხოლოდ ორი მოთამაშე რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ სამჯერ ფინალის MVP-ს ჯილდოს მიღება.
შემდეგ წელს კობი ბრაიანტი ყალიბდება ლიგის ერთ ერთ საუკეთესო მექულედ და შესაბამისად მოთამაშედ, გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც დააგროვა 10,000 ქულა მან კიდევ რამოდენიმე რეკორდი მოხსნა და ამ მიღწევებით დადგა ისეთი მოთამაშეების გვერდით როგორებიც იყვნენ ვილტ ჩემბერლინი და მაიკლ ჯორდანი, ყველა ფიქრობდა რომ კობის მიყავდა გუნდი მეოთხე ჩემპიონობისკენ, თუმცა კონფერენციის ნახევარფინალში სან ანტონიოსთან მეექვსე თამაშში მოხდა ის რასაც ლოს ანჯელესში დღემდე უწოდებენ In and Out, Heartbrrrrrrreak!-ს, როდესაც გუნდი აგებდა ორი ქულით და ბოლო წამს რობერტ ორის მიერ ნასროლი სამქულიანი, პრაქტიკულად ჩავარდნილი მოულოდნელად ამოვარდა ფარიდან... ლეიკერსი დაემშვიდობა პლეიოფს ხოლო სან ანტონიომ განაგრძო სვლა თავისი მეორე ჩემპიონობისკენ. 2003-04 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ლოს ანჯელესის ისტორიაში, გუნდში მოვიდნენ ლეგენდარული კარლ მალოუნი და გერი პეიტონი, შეუწყვიდნენ შაკს და კობის და შექმნეს კალათბურთის ყველაზე სახიფათო გუნდი. შაკმა მეორედ მოიგო ოლ სტარის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული, მიუხედავად იმისა რომ შეცვლაზე შევიდა მშობლიურ სტეპლზ ცენტრში, რეგულარი კი გუნდმა დაასრულა წყნარი ოკეანის დივიზიონის მეთვრამეტე ჩემპიონობით და 56-26 შედეგით, მათ მოიგეს დასავლეთ კონფერენცია და საბოლოოდ ლეიკერსი გავიდა ფინალში სადაც მხოლოდ ერთი თამაში მოუგეს დეტროიტ პისტონზს, მიუხედავად წარუმატებელი ფინალისა ეს სეზონი მაინც სავსე იყო დასამახოვრებელი და ისტორიული მომენტებით, ისეთით როგორიცაა კარლ მელოუნი და მისი სამმაგი დუბლი (როგორც ერთადერთო 40 წელს გადაცილებული მოთამაშე ვინც ეს შეძლო) ასევე კობის დაგვიანება სან ანტონიოსთან თამაშზე და მისი 42 ქულა და სხვა მრავალი.
2004-08 კვლავ ცვლილებები... 81
2004-05 სეზონს გუნდი სრულიად სახეშეცვლილი შეხვდა, მის ძირითადში წინა სეზონის მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო, წავიდა შაკი, გუნდში მოვიდნენ ლამარ ოდომი და კერონ ბატლერი და ვეტერანი ვლადე დივაცი, ასევე ორ გზის ჩემპიონი რუდი ტომიანოვიჩი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. რეგულარული ჩემპიონატი სავსე იყო წარუმატებლობებით ამიტომ შუა სეზონში მწვრთნელი გადადგა თანამდებობიდან და მისი ადგილი დროებით ასისტენტმა ფრენკ ჰამბლენმა დაიკავა. შედეგად ლეიკერსი პირველად 1994 წლის შემდეგ დარჩა პლეიოფს მიღმა. ცვლილებების სერია გაგრძელდა მომავალ წელსაც, დაბრუნდა მთავარი მწვრთნელი ფილ ჯექსონი, მოვიდნენ ახალგაზრდა ფორვარდები კვამე ბრაუნი და ენდრიუ ბაინამი (რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც კი ოდესმე დრაფტზე არჩეულა). თუმცა გუნდის მიმართ კრიტიკოსების დამოკიდებულება ზედმეტად ოპტიმისტური არ იყო, სეზონი გამოირჩა კობი ბრაიანტის ინდივიდუალური შოუებით, რომლის განმავლობაშიც მან ოთხჯერ ზედიზედ დააგროვა 45+ ქულა, ჩააგდო რეკორდული შვიდიდან შვიდი სამქულიანი ერთ თამაშში და ა.შ. თუმცა ის რაც 2006 წლის 22 იანვარს სტეპლზ ცენტრში მოხდა ცალკე ისტორიაა... სტუმარი ტორონტოს წინააღმდეგ კობიმ მეორე ნახევარში 55 ქულა დააგროვა რასაც დაემატა პირველი ნახევრის 26 და ერთ თამაშში დაგროვილი 81 ქულით იგი ისტორიაში შევიდა როგორც მეორე შედეგი ჩამორჩება რა მხოლოდ უილტ ჩემბერლინს და მის 100 ქულას. ლეიკერსმა კი მოახერხა რეგულარულის მეშვიდე ადგილზე დასრულება, პლეიოფის პირველ რაუნდში შეხვდა ფინიქს სანზს, რომელსაც უგებდა კიდეც 3-1 და ძალიან ახლოს იყო სენსაციურად გამოეთიშა ფავორიტი თუმცა სანზმა მოახერხა გარდატეხის შეტანა სერიაში და საბოლოოდ გაიმარჯვა შვიდ თამაშში. 2006-07 წლების სეზონი სავსე იყო სკანდალებით და კონფლიქტებით, თითქმის გადაწყვეტილი იყო კობის წასვლა, რასაც პუბლიკა დიდი უარყოფით შეხვდა, ამ არეულობების მიუხედავად გუნდმა მაინც საშუალო დონეზე ითამაშა კვლავ გავიდა პლეიოფში სადაც პირველ წრეში დამარცხდა ფინიქსთან. შემდეგი წელიც გარკვეული კონფლიქტებით დაიწყო, კობიმ ხმამაღლა განაცხადა რომ რჩებოდა მაგრამ იხოვდა ძირეულ ცვლილებებს, ამის მიუხედავად გუნდში სიტუაცია ნელ ნელა დალაგდა ხოლო მომავალი წარმატებების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მემფის გრიზლისიდან ესპანელი ფორვარდ-ცენტრის პო გასოლის გადმობირება 2007 წლის ბოლოს, ამ ტრანსფერით ლეიკერსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დასავლეთ კონფერენციის ლიდერი და უძლიერესი გუნდი თუმცა ლიდერობის ზღვარი ძალიან მცირე იყო რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს პირველ ადგილოსან ლეიკერსს (57-25) და მეექვსე ადგილოსან ფინიქს სანსს (55-27) შორის სხვაობა მხოლოდ ორი გამარჯვება იყო, საერთოდაც მერვე ადგილზე მყოფ დენვერს ლეიკერსმა მხოლოდ 7 გამარჯვებით აჯობა, აღნიშნული საპლეიოფო ”რბოლა” მიჩნეულია ყველაზე კონკურენტულად და tough შეჯიბრად დასავლეთ კონფერენციის ისტორიაში. გამარჯვება კობის დაუფასდა თავისი პირველი რეგულარულის MVP-ს ტიტულით, პლეიოფში გუნდმა შედარებიტ ადვილად დაამარცხა იუტა, ჰიუსტონი და სან ანტონიო თუმცა ვერ გაუწია წინააღმდეგობა სეზონის დომინანტ ბოსტონ სელტიქსს რომელთანაც დამარცხდა 6 თამაშში.
2008-2009 ნანატრი ჩემპიონობა!!!
უკვე ჩამოყალიბებული ლიდერი და ერთ ერთი უმთავრესი ფავორიტი ლეიკერსი რეგულარულ სეზონში აგრესიულად ჩაერთო, დაბრუნდა ენდრიუ ბაინამი რომელსაც თითქმის ერთი წელი გაუცდა ტრამვის გამო, მისი პო გასოლთან შეწყვილებით ხოლო ლამარ ოდომის ბექაფ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ერთ ერთი უსერიოზულესი წინა ხაზი, უკანა ხაზზე საიმედო ფიშერით და გენიალური ბრაიანტით. ძირითადში ასევე პერიოდულად ხვდებოდნენ ვლადიმერ რადმანოვიჩი, ლუკ უოლტონი თუმცა საბოლოოდ მცირე ფორვარდის პოზიციაზე არჩევანი შეჩერდა ტრევორ არიზაზე რომელმაც სრულიად გაამართლა იმედები და არათუ არ დაიკარგა ვარსკვლავურ შემადგენლობაში არამედ ხშირ შემთხვევაში ლიდერის ფუნქციებიც კი იკისრა. გუნდი გახდა დივიზიონის ჩემპიონი, დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი 65-17 შედეგით (მეორე მთელს NBA-ში), პლეიოფში დაამარხეს იუტა 4-0, ჰიუსტონი საკმაოდ რთულად 4-3, კონფერენციის ჩემპიონი ლეიკერსი გახდა დენვერზე გამარჯვების შემდეგ ანგარიშით 4-2 და პირველად 2004 წლის შემდეგ გავიდა ფინალში სადაც ახალგაზრდა და ამბიციურ ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა რომელმაც ვერაფერი გააწყო (მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ შანსები ქონდათ) ფავორიტის წინააღმდეგ და ლოს ანჯელეს ლეიკერმა მოიპოვა მეთხუთმეტე ჩემპიონობა, პირველად 7 წლის შემდეგ!!! კობი ბრაიანტი, მეოთხე ტიტულით, არჩეულ იქნა ფინალის უძვირფასეს მოთამაშედ......
2010 წელს ლეიკერსმა მე-16 ჩემიპონობაც იზეიმა, ფინალში ბოსტონის 4-3 დამარცხებით. კობის მეხუთე ბეჭედი და მეორე ფინალების მვპ-ის ტიტული.
მომდევნო 2 წელი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. რასაც მოყვა გუნდის მნიშვნელოვანი გადახალისება. მოვიდნენ ისეთი მეგა ვარსკვლავები როგორებიც არიან დუაით ჰოვარდი და სტივ ნეში და დაბრუნდა იმის იმედი, რომ კვლავ გახდება გუნდი ჩემპიონი.
იმედია ეს"იმედები", იმედებად არ დარჩება რადგან 2012 -13 სეზონის სტარტზე გაუშვეს გუნდიდან მრავარი მწვრთნელი ბრაუნი ვის ნაცვლადაც მოიყვანეს მაიკ დანტონი
როსტერი :
This post has been edited by pusho13 on 19 Apr 2013, 18:53
ყველა ადამიანს სწამს რომ თავის სურვილების ნაკრებზე მეტია , დაღლილი გონების შეჯახება სურვილსა და უცოდინარობასთან .
I love this game, NBA
ლოგიკა ბევრნაირი არსებობს!
ენბიეი ისე მომენატრა ნოვიცკიც მიყვარს ეხლა © Back_To_Back