ეს დღეებია ძალიან დაკავებული ვარ და ხვალ დავწერ ვრცელ პოსტს და ვისაუბროთ ამ თემებზე.
* * *
dc120mmმე არ მივესალმები მაგას. გუნდები თუ შესაკვეცი იყო, აქამდე უნდა შეეკვეცათ. ამდენი მორაგბე ეხლა სად უნდა წაიყვანონ? გადააგდონ პირველ ლიგაში ესე უბოდიშოდ? თან იმ პირობებში, როცა რაღაცას ვხოდავთ და წინ მივდივართ, როგორ შეიძლება ეხლა მაგაზე ფიქრი? ამდენი ახალგაზრდა მოგვდის თან და ისედაც მაღალი დონის ტესტების სიმწირეს ვჩივით და კიდევ დავაქვეითოთ? თან იმავე პირობებში, როცა მივსტირით ერთი და იმავე პოზიციაზე ხარისხიანი მოთამაშეების ნაკლებობას და ასევე დაბალ კონკურენციას.
Mars_IKაბა კითხეთ: ეგ თუ ეგრეა - თქვენ რატომ არ განგივითარდათ, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე თქო და რატომ იფსავთ საქართველოსთან ტესტზე "დო ი პოსლე" რეჟიმში)) არავინ არ ამბობს აქ, რომ მაგათ კაგებეს ნაკრებს უნდა დავაჯახოთ ჩვენი გრუს გუნდი და ა.შ.)) მაგით თუ უნდათ ბრძოლისუნარიანობის ამაღლება - იცოცხლე ერთმენეთში ითამაშებენ
არ დაუშლით არავინ. მოკლედ უაზრობაა მაგ აზრის და რაგბით მაგათი ძალოვნების კვალიფიკაციის ამაღლება - იგივეს ამბობენ ხოკეიზე მაგრამ რა? რა "ბასიაკებიც" იყვნენ, იგივე დარჩნენ. ჩემის აზრით რუსული რაგბის კავშირის შემოგდებული პროპაგანდა უფროა: "7 კაცაში ჩვენ გჯობივართ". და რა? ისედაც შეზღუდულ რესურსს ვინმე ბეცი 7 კაცაში გადაისვრის, როცა 15 კაცასაც არ ყოფნის სახსარი?)) გვჯობდნენ 7 კაცაში არაა პრობლემა, მაგრამ მაგის საპასუხოდ მეც ვეტყვი ერთ რაღაცას: ვერც ოლიმპიადას, ვერც მსოფლიოს და ვერც ერთ სერიოზულ ტურნირს, ვერასოდეს ვერ მოიგებენ, ვერც 7 კაცაში და სულ რომ 15 კაცით ითამაშონ 7 კაცა, ვერც მაშინ))
OSTAPჩვენ რაც გვაკლია, უნდა ვიფიქროთ იმაზე. ნამდვილად არ ვფიქრობ რუსეთის ინტერესზე და ეხლა კიდე მაგათ ინტერესების დამცველად გამომიყვანეთ კიდე, აი ეგღა მაკლია ეხლა სრული ბედნიერებისთვის და საერთოდ გავსხივოსნდები))
რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს - მოდი არ ვიდაოთ, ეს ჩვენს რაგბს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე წყალივით სჭირდება.
რა უნდათ რუსებს ეს არის 1, რა გვინდა ჩვენ ეს 2: აქ ეხლა მაგათ საბჭოთა კავშირის სისტემასა და კოლექტივიზმის პრინციპით რაგბის ფორმის და ბუცების ხმარებას არავინ ითხოვს)) ხალხი მივიდა - ვორლდ რაგბს შეუთანხმდა და აქეთ ცალ-ცალკე მხარე სათითაოდ შეუთანხმდება. არის კონკრეტული მიზნები და კონკრეტული ამოცანები რაც უნდა დააკმაყოფილოს ყველა მხარემ, ნებისმიერი შეთანხმება არის ეს. აქ "სავეცკი საიუზი" არაა, მე მინდა და ესე იყოს - მთავარი სტანდარტი თუ ტურნირი შეიქმნა წამოვა ვორლდ რაგბისგან. წამალის რუსულ ფულთან გაიგივება მაშინაა სწორი, როცა არასამთავრობო ხარ და არაფრის კეთებაში ფულს გირიცხავენ
როცა შენი ქვეყნის კლუბში თამაშობ რანაირად გამოდის რუსულ ფულზე შესმა? არგენტინაში იაგუარს სულ სხვა ხელფასი აქვთ და ზელანდიაში რეიკო იოანე რომ 4 მილიონს აიღებს 4 წელიწადში ეგ მაგათ მოთამაშეებს ევროპაშიც არ დაესიზმრებათ. აქ უფრო სხვა მომენტია - მოთამაშეების გადინება შეიძლება გამოიწვიოს, რადგან იქ უფრო მაღალი ხელფასი იქნება თავისთავად ვიდრე აქ, მაგრამ სულ რომ არ მივიღოთ მაგ ჩემპიონატში მონაწილეობა ისედაც გავლენ მოთამაშეები მაგ ჩემპში, რადგან მოთხოვნა აუცილებლად იქნება, მითუმეტეს როცა ჩელენჯზე 6 თამაშის გამო მოთხოვნა უკვე არსებობს.
აქ ყველაზე მთავარი მაინც რაც არის, პირობების შეთანხმება და სარგებლის მიღებაა. ჩვენ, სულ ღლეზე გვკიდია მაგათი ესენგე და ევრაზია. პირობები დაიდოს მისაღები და ნორმალური კლუბები გამოუშვან, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირობებს თუ დაგირღვევს ძალიან წყნარად და ლეგიტიმურად შეგიძლია აიღო და 3 ასოზე გაუშვა მთელი მაგათი რაგბის კავშირი, მეტსაც გეტყვი და იქით სანქციებიც მოითხოვო
ჩვენც ჩვენი მხრიდან ხელშეკრულება და პირობები უნდა გააფორმოს იურისტმა და არა ძველმა მორაგბემ, როგორც ხდება ხოლმე. სანახევროდ საქმის გაკეთება და უტვინობა ღუპავს კაცს, თორემ რუსეთი კი არა, დრო იყო მთელი მსოფლიო გვებრძოდა, მაგრამ ტვინი როცა გვიჭრიდა ვის რა გადაუღუნეს?
საერთოდ გავუშვებდით თავიდანვე ბრიქზე, მაგრამ რა ვქნათ ჩვენც რომ გვჭირდება ესეთი ტურნირი? თუ მაინცდამაინც სუფთა მერკანტილიზმზე მიდგა საქმე - ვინც იწველება, ის უნდა მოიწველოს კიდევაც სანამ არის და გაწყობს
ჩვენ სულ არ ვიცით რას გვთავაზობენ და წინასწარ რა ვთქვათ? უბრალოდ თავიდანვე ერთი შენიშვნა მაგ ტურნირს - ესენგეს ქვეყნები ცუდად მომხვდა ყურში. მართლა ესენგეს ქვეყნები თუ იქნება მაგ ტურნირში - დედა დედაზე გასტყვნია იდეის ავტორს, შემოქმედს და განმხორციელებელსაც.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მაგათ შორის ყველაზე წარმატებულები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მოთხოვნები წავაყენოთ გინდაც. ასევე შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს ტურნირის მომწყობი პირისგან და ყველა დეტალი იურისტებთან ერთად უნდა იქნეს გავლილი. ხელშეკრულება თუ გაფორმდა, უნდა ზუსტად იცოდე რას მოგიტანს ეს შენ და რას მოუტანს ეს იმათ? მე ვფიქრობ, თუ ჩვენზე მეტ სარგებელს ისინი მიიღებენ, საერთოდ უნდა მივაპაშოლოთ. ესეა რაგბის სამყარო ჩამოყალიბებული და რა ჩვენ რა დავაშავეთ, რატომ უნდა ვიყოთ მშვიდობის პიონერები?
ძლიერი ყოველთვის მეტს ითხოვს, ხოდა დაგვაკმაყოფილონ, თუ არადა ეთამაშონ ყაზახებს, სომხებს, თურქმენებს და აზერებს თავიანთ ესენგეში თუ როგორცაა
მაგ ტურნირზე იაპონია თუ დაემატა და რუმინეთი, უკვე რაღაც აზრი ექნება. თუ ამთავითვე მხოლოდ ესენგეზე აქვთ ფსონი გაკეთებული - მაშინ ჯობია სახლებში წავიდნენ.
ეხლა რაც შეეხება კლუბებს და ლელოს. სადმე ქართული ფრანჩაიზი გახსოვთ კავკასიელების გარდა? თუ მსგავსი გუნდები გაკეთდა, სამხრეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი, დასავლეთი თუ როგორც იქნება, პირობითად, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, აი ეს მართლა რას აძლევს იმ მოთამაშეებს ვინც მანდ გამოვლენ? თამაშების რაოდენობა ძალიან მცირე, სადმე ჩემპზე გასვლა არა, ფინანსური ინტერესი - დიდი 10 დონე ყველაზე კარგ ვარიანტში.
წელს, რადგან ლელოს გათამაშება იწყება აღმოსავლეთ/დასავლეთს შორის, მაგავე ეგიდით რომ 4 გუნდი შევყაროთ და აი მაგალითად ორიჯინს როგორც თამაშობენ, ისე რომ ვითამაშოთ ვერ გაარტყავს პახტაგორში ესენგეს ტურნირს? ოღონდ შერკინების წესები დავარეგულიროთ, რომ მიწოლა და ჯაჯგური ნაკლები იყოს და ფაქტიურად იგივე წესები გავუშვათ რაც რაბგშია, ცუდი პროდუქტი იქნება? ჩემი აზრით, მარტო რაგბისთვის კი არა, საერთოდაც ძალიან მაგარი იქნება. ქვეყნის ცნობადობა გინდა, კომერცია თუ სხვა მიზნებისთვის
გავათამაშოთ წელიწადში ერთხელ - დიდი ათის ფინალის შემდეგ. ყველა ყველას ეთამაშოს, სულ გამოვა 3 ტური + ფარისთვის მატჩი. ნუ ეს პირობითად, ისე შეიძლება ამ იდეის "დანავაროტკება" დღევანდელი პირობების შესაბამისად. თუ ჩვენზეა კონკრეტულად საუბარი, ამაზე მაგარ პროდუქტს კონკრეტულად საქართველო ვერ შექმნის და თუ ეს გაკეთდა, ნებისმიერი თვალსაზრისით გავარტყი ყველა ესენგეს და ევრაზიულ ჩემპებს, ეს იქნება რაგბის ცნობადობის ბომბა საქართველოში
ფინანსებზე იკითხავთ ალბათ და თავიდან მოსაძიებელია, ამაზეა ზუსტად სამუშაო. მე არანაირად არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე საქ. რაგბის კავშირის დღევანდელი მოცემულობა და დღის წესრიგი. რაც შეეხება შედარებას, ორიჯინმა და ნრლ-მა რაც ქნეს ავსტრალიაში, ფაქტიურად 2 ჯერ უფრო დიდი ბიუჯეტის მქონე, რაგბის კავშირს ჩახადეს ხელფასების მიხრივ, მაგრამ დღეს ის მოცემულობაა, რომ ლიგის სპეცები იმდენი ყავს ავსტრალიას, 2 ნაკრებით მოიგებს მსოფლიოს, ხოლო კავშირს ნორმალური 10 და 9 ვერ უშოვია. ეს უბრალოდ ცნობადობის და ფინანსების შედარებითობაზე მაგალითი, თორემ იმაზე არ ვდაობ ეხლა ლიგა რომ სხვაა და რაგბი სხვა. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კონკურენტუნარიანი პროდუქტი შევქმნათ და ეს იქნება ძალიან ძალიან მაგარი. ინგლის ჯერ ეხლა იპუტავს თმას რაგბის სამშობლო ვარო და მაგათ წინაპრებს ლელო რომ ჰქონოდათ, დღეს რამდენ ფულს იშოვიდნენ იცით მარტო მაგით?
ღმერთმა ყველაფერი მოგვცა ქართველებს, მაგრამ გამოყენების უნარი არა, სამწუხაროდ.