forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Apeirophobia – მარადიული არსებობის შიში, ფობიაც რომ არ შეგხვდება წესიერი
oqrialeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 295
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18

გამოგზავნილია: 20 May 2018, 14:29  #52747392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი სტატია რომ დავიწყე ბოლომდე ვერ დავასრულე,მოუთმნლობა,სიბრაზე სიშმაგე მეუფლება როცა ვიგებ ნათლად რა დღეშია ეს ქვეყანა.რატოა ტო ესე მნიშვნელოვანი მხოლოდ შენი თავი რატო არ ვზრუნავთ ბუნებაზე?გაიღონ ფული ბიზნესიდან მდიდრებმა მსოფლიომ გაიღოს მეტი ვიდრე კანონი თხოვს ან კანონი შეიცვალოს. HOME თუ იცი ფილმი,ლუკ ბესონია პროდუსერი.იქ არის მაგაზე რადღეში ჩავაგდეთ დედამიწა.(ჩვენი სახლი). სსსრ ზე ვიცი მაგრამ არც სხვები აკლებენ უბრალოდ მეტს აკეთებენ მაგრამ მეტი შეუძლიათ ბევრად და არ უღირთ

საიდან სად.უბრალოდ უსასრულო ცხოვრების შიშიდან სად წავედით და ადამიანზე უცნაური არსება არ არსებობს.შეილება მკრეხელობააა მაგრამ მიფიქრია აბსოლიტური მსოფლიო მეფე რომ გავხდე,რას ვიზამდი მეთქი.როგორ აღვზრდიდი თაობებს,რა ღირებულბებს გავარეკლამებდი,რას ავკრძალავდი.თითქოს რაღაც აზრები მომდის მაგრამ უმარილო და სუსტი მთლიანობაში.არადა თავს საკმაოდ ვაფასებდაარ ვთვლი რომ პასუხის გაცემა არ შემიძლია.ერთი ისაა რო მხოლოდ მიზანი:ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ კონკრეტიკას მოითხოვს.თან მხოლოდ ის როგორც მე ვხედავ ყველას მოვახვიო თავზე გარდა ძირითადი უკვდავი ღირებულბებისა,იქნება გარობოტება და არასასურველი.მაგაზ ნაღდად არ ვოცნებობ. შენ რა მიზანი გექნებოდა მაგ დროს?
ეგ არის პასუხი რა.როცა მიზანი გაქვს სამუდამო ცხოვრებაც შეიძლება რადგან ადამიანს მიზნების ასრულების მერე თვალთახედვა უფართოვდება და ახალი მიზანი უჩნდება.მთავარია თვითონ არ აირიოს თავის თავში და მიზანს ყოველთვის დაინახავს

This post has been edited by oqrialeli on 20 May 2018, 14:32
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 20 May 2018, 14:49  #52747487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
oqrialeli
QUOTE
შენ რა მიზანი გექნებოდა მაგ დროს?


ორი მთავარი ფილოსოფიური მსოფლმხედველობითი დაპირისპირება იცის მსოფლიომ.

ერთი ამტკიცებს რომ სიცოცხლე ღვთიური გონივრული წარმონაქმნია,მრავალ განზომილებიანია , მრავალსამყაროიანი და მარადიული.

პირველი ამტკიცებდა რომ სიცოცხლე შემთხვევითი მატერიალური წარმონაქმნია ,მხოლოდ ამ ქვეყნიური და დროებითი.

კვანტურმა ბიოლოგიამ დაამტკიცა მეორე თვალსაზრისის ჭეშმარიტება.


ჩემი მიზანი არის დღეს ამის სწავლება დაინერგოს სკოლაში.

This post has been edited by დათიკო on 26 May 2018, 21:15
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 20 May 2018, 18:45  #52748474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temart
QUOTE
ჩემი მიზანი არის დღეს ამის სწავლება დაინერგოს სკოლაში.

არის მასეთი სკოლებიც სადაც დანერგილია სულიერი სწავლებაც...
ვალდორფის სკოლა... საბავშვო ბაღიც კია მასეთი მაგ.
http://www.waldorfkindergarten.ge/


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 20 May 2018, 19:15  #52748637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
არის მასეთი სკოლებიც სადაც დანერგილია სულიერი სწავლებაც...
ვალდორფის სკოლა... საბავშვო ბაღიც კია მასეთი მაგ.


ჩვენთან საჯარო სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ,,კვანტური ბიოლოგია და თეოლოგიის'' გაკვეთილები

განათლების მინისტრთან განცხადების ფორმაც მოვიფიქრე.


საქართველოს განათლების და მეცნიერების
მინისტრს მ. ჩხენკელს

სახალხო პეტიცია
ბატონო მიხეილ თემა ჩვენ მომავალ თაობას ეხება. დღეს უკვე ფაქტია, რომ თეოლოგიის მოსაზრებას ღვთაების და იმ ქვეყნის არსებობის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერება, კვანტური ბიოლოგიაც შეუერთდა და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ სკოლებში არაფერს ასწავლიან ბავშვებს. არადა ღმერთისა და იმ ქვეყნის მეცნიერულად დამტკიცებული მოსაზრება მთლიანად შეცვლიდა ახალგაზრდების დამოკიდებულებას სიცოცხლის გააზრების მიმართ, შეცვლიდა მათ ურთიერთ დამოკიდებულებას,გაამტკიცებდა ქრისტიანულ ღირებულებებს. დამაჯერებლად მოგიწოდებთ სკოლებში შემოვიღოთ ახალი დისციპლინა ,,კვანტური რეალობა და თეოლოგია’’. ვფიქრობ ეს დისციპლინა გონიერებას შემატებდა ახალგაზრდების თეოლოგიურ მოსაზრებებს და მარადიული სიცოცხლის ღვთაებრივ სულს ჩაჰბერავდა მათ საბუნებისმეტყველო მეცადინეობას.
ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი თაობის აღზრდაში. გთავაზობთ გაეცნოთ ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოსაზრებას ამ თემაზე იუთუბიზე:
1. გია დვალი - ამტკიცებს, რომ არსებობს ზედამკვირვებელი (ღმერთი),რომელიც ქმნის ახალ სამყაროს და მოსაზრებას პარალელური სამყაროების შესახებ იხილეთ - გია დვალი ,,ბავშვი სამყაროები’’
2. მიხეილ მენსკი - ამტკიცებს რომ არსებობს ზედამკვირვებელი (ღმერთი) და ასევე იმას,რომ ადამიანი თავისი რწმენით გადადის სხვა სამყაროში გარდაცვალების შემდეგ. იხილეთ- ,,Квантовый Мир и сознание’’
3. რობერტ ლანცას - ბიოცენტრიზმში ყველა ზემოდ თქმული მოსაზრებაა გაერთიანებული. იხილეთ ,, Robert Lanza:The Theory of Biocentricm’’,,Биоцентризм''
გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე სინონიმებად გადაიქცნენ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,სამყაროს ზედამკვირვებელი’’კვანტურ ფიზიკაში და ,,ღმერთი’’ თეოლოგიაში. ,,მრავალგან-ზომილებიანი სამყარო’’ კვანტურ ფიზიკაში და ,,სასუფეველი’’ თეოლოგიაში. ,,ტელეპორტაცია’’კვანტურ ფიზიკაში და ,,გარდაცვალება’’ თეოლოგიაში.კვანტური მექანიკის ფუძემდებელი მაქს პლანკი წერდა: ,,რელიგია და მეცნიერება სრულიად არ გამორიცხავს ერთმანეთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს’’. ორივენი-რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცვიერება თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის(მეცნიერებისთვის)მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის-მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს’’.
დღეს სწორედ ეს დრო დადგა, როდესაც საჭიროა ამ ორი დისციპლინის გაერთიანება. საჭიროა მათი ერთობლივი ფუნდამენტური მონაპოვრები დროულად და გონივრულად ჩავაყენოთ მომავალი თაობის სამსახურში.

--------------------------------------

შემოუერთიდ ამ მოთხოვნას

world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 20 May 2018, 20:12  #52748890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temart
QUOTE
გია დვალი - ამტკიცებს, რომ არსებობს ზედამკვირვებელი (ღმერთი),რომელიც ქმნის ახალ სამყაროს და მოსაზრებას პარალელური სამყაროების შესახებ იხილეთ - გია დვალი ,,ბავშვი სამყაროები’’

ტყუილია. მაგის ლექციებს მეც ვუსმენ სისტემატიურად. მანდ სულ სხვა რამეა. კი არ ამტკიცებს, მსჯელობისთვის აკეთებს დროებით დაშვებას, პირობითად ....

ეგ ყველაფრი ვარაუდებია თეორიული ფიზიკის დონეზე....


temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 20 May 2018, 20:33  #52749004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle

ეს დაშვებები მტკიცებით ფორმაში აქვს.

world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 20 May 2018, 20:40  #52749039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temart
არა. როცა მსჯელობს ამბობს ,,დავუშვათ არის ზედამკვირვებელი, ან ამა და ამ ზედამკვირვებლისთვის ეს მოვლენა მიმდინარეობს ასეთნაირად და ა.შ

ზედამკვირვებელი სულაც არ ნიშნავს მის მსჯელობაში ღმერთს. ეს ზედმკვირვებელი შეიძლება იყოს უბრალოდ სუბიექტი ვინც ყოველივეს მიღმიდან იმზირება.
საერთოდაც ფიზიკის მეცნიერებები ვერც დაამტკიცებენ ღვთის არსებობას და ვერც უარყოფენ. იმიტომ რომ ფიზიკა ხილულს სწავლობს. ღმერთი კი უხილავია და ეს სამყარო ,,მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში" სადაც ვერაფერს დამზერენ ვერასდროს.
* * *
ბავშვი სამყაროების თეორიის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი სამყაროდან ერთ-ერთში; ყველა სამყაროში პირობები განსხვავდება, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის მიზანმიმართული ჩანაფიქრის შედეგი. ამ მსჯელობისა და ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, თუ არსებობს მრავალი სამყარო, სასიცოცხლო პირობები ერთ-ერთში მაინც უნდა იყოს. მაგრამ მრავალი სამყაროს არსებობის თეორია დღემდე მეცნიერულად დაუსაბუთებელია. ეს მხოლოდ ვარაუდია.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბიოქიმიკოსმა კრისტიან დე დიუვმა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ არ იზიარებდა ამ ჰიპოთეზას, აღნიშნა: „ჩემი აზრით, სიცოცხლე და ინტელექტი მატერიის იმდენად საოცარი ფორმებია, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი უმიზნოდ შექმნილიყო, თუნდაც არსებობდეს მრავალი სამყარო, სადაც არ არის სასიცოცხლო პირობები. ჩვენი სამყარო სხვა ტრილიონობით სამყაროშიც რომ იყოს ჩაკარგული, ეს არამც და არამც არ ამცირებს მის უნიკალურობას, რასაც იმ აზრამდე მივყავარ, რომ ამ ყველაფრის მიღმა აბსოლუტი დგას“.
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 20 May 2018, 20:44  #52749068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle
QUOTE
ზედამკვირვებელი სულაც არ ნიშნავს მის მსჯელობაში ღმერთს.


გეთნხმები რომ მის დაშვებაში არ ნიშნავს მაგრამ,ისევ მისი დაშვებით რახან ზედამკვირვებელი ქნის ახალ სამყაროს ღმერთი გამოდის თავისთვად. smile.gif

This post has been edited by temart on 20 May 2018, 20:45
world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 20 May 2018, 20:48  #52749091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეორე ამტკიცებდა რომ სიცოცხლე შემთხვევითი მატერიალური წარმონაქმნია ,მხოლოდ ამ ქვეყნიური და დროებითი.

კვანტურმა ბიოლოგიამ დაამტკიცა მეორე თვალსაზრისის ჭეშმარიტება.

და თქვენ ამ მეორეს ემხრობით/ გგონიათ რომ სიცოცხლე შემთხვევითი წარმონაქმნია?
* * *
ღმერთის არსებობაში კი არ შემაქვს ეჭვი. მე დვალზე ვსაუბრობ ვიცი რომ არასდროს ადასტურებს მაგას. თორემ რა თქმა უნდა არსებობს.
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 20 May 2018, 21:03  #52749183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle
QUOTE
და თქვენ ამ მეორეს ემხრობით/ გგონიათ რომ სიცოცხლე შემთხვევითი წარმონაქმნია?

უკაცრავად შეცდომა დავუშვი ,,პირველი'' უდა მეთქვა

QUOTE
მე დვალზე ვსაუბრობ



მესმის, მაგრამ დვალს უნებლიედ გამოსდის ღმერთის აღიარება.

world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 20 May 2018, 21:15  #52749241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temart
მივესალმები თუ მაგ დასკვნამდე მივა........ ჭკვიანი კაცია, ცოდოა ათეისტობისათვის smile.gif
oqrialeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 295
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18

გამოგზავნილია: 20 May 2018, 21:38  #52749411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე პირადად როდესაც ვფიქრობ ღმერთზე ვითრგუნები,თავისუფლება აზროვნება ფანტაზია ყველაფერი მიქრება და მიჩიავდება.არადა ვიცი რომ პირიქით როდესაც წამთ,მაღლდებიან მათივე სიტყვებით. მე არ ვიცი რატომ მემართება ასე.არც მხოლოდ ევოლუციის და აფეთქების დაჯერება მხდის ბედნიერს.არც გაურკვევლობა რათქმაუნდა..უბრალოდ ეს გაურკვევლობაჯერკიდ ვ იმდენად აუცილებელია ჩემთვის რამდენადაც ვერსად ვიხილე მისწრაფება და სიმართლე ჩემთვიდ
* * *
სამყაროს უსასრულბა და მარადისობა კიდევ აუცილებლობა მგონია.ვიდრე სასრულობა და დროებითობა.ადამიანური უფრო პირველია.გონება მაინც არ მოექცევა ჩარჩოში
world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 20 May 2018, 22:05  #52749592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oqrialeli
სამყარო უსასრულო და მარადიულია და შენც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებ თუ ირწმუნებ. შენ ღმერთს არ იცნობ. მე გთავაზობ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და თუ უკმყოფილო დარჩები წახვიდე შენს გზაზე. უბრალოდ სცადე.. გარწმუნებ სიმშვიდეს იპოვი და ბედნიერი იქნები.
oqrialeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 295
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18

გამოგზავნილია: 20 May 2018, 22:19  #52749697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle

მე მხოლოდ ახალი აღთქმა მაქვს წაკითხული მაგრამ მახსოვს რომ საოცრება იყო.მაშინ ვიქნებოდი 13-14ის. კი ვიცი აუცილებლად უნდა წავიკითხო ბიბოია,კითხვა ძლიერ მიყვარს ბოლოს და ბოლოს.უბრალოდ განწყობა არ მოვიდა.არადა საკითხავად სულ არ მჭირდება განწყობა ხოლმე.ეგრევე ვფქვავ მარშუტკაში თუ ფეხით მოსიარულესაც წამიკითხავს:,)
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20076
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2018, 07:46  #52757011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მივესალმები თუ მაგ დასკვნამდე მივა........ ჭკვიანი კაცია, ცოდოა ათეისტობისათვის


სხვა გზა აღარ დარჩათ დღეს ,უნდა მივიდნენ ღვთაებრივი დამკვირვებელის აღიარებამდე ყველა ფიზიკოსი და მეცნიერი.


1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0248 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]