Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > საბავშვო ლექსები და სიმღერები


Posted by: X-woman 14 Jan 2008, 17:26
აბა, დედიკოებო და მამიკოებო, აგრეთვე ბებიებო და პაპებო (ბაბუებო), გაიხსენეთ, თქვენს პატარებს რა ლექსები ასწავლეთ, კერძოდ, პატარ-პატარა, თითოკუპლეტიანი, ორსტროფიანი და ა.შ. ლექსები, რომლებიც თქვენმა პატარებმა პირველად წარმოთქვეს თქვენის დახმარებით თუ დამოუკიდებლად.
ჩემი პატარა, მაგალითად, ჯერ სიტყვებს ძლივს ამბობს, ისიც დედა, მამა, ბაბუა, სულ ეს არის მისი ლექსიკონი, მაგრამ, როგორც მზრუნველი დედიკო, მინდა, წინასწარ აღჭურვილი ვიყო საბავშვო ლექსებით, რათა ჩემს ბაიას ვასწავლო, როცა ამისი დრო დადგება.

P.S. შეიძლება ეს თემა უკვე სადმე გახსნილია და ან სხვაგან უნდა გამეხსნა ეს თემა, გთხოვთ, მოდერ, მიმითითოთ და წინასწარ გიხდით დიიიიიდ ბოდიშს.

Posted by: პერწკლი 14 Jan 2008, 18:24
კიკლი-კიკლი კიბესა
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს.
სტაფილო მაქვს ჩანთითO
აქეთ ჩამობრძანდითო
არ ჩამოვალთ არაო
მელა მატყუარაო



love.gif chups.gif

Posted by: LUCIANA 14 Jan 2008, 19:42
ფისუნია კატა,
მაგიდაზე ახტა ,
გადმოაგდო ვაზა ,
ბებო გააბრაზა. biggrin.gif

ჩემი აზრით ეს ლექსი არის ყველაზე მარტივი და ბავშვი ადვილად ისწავლის დასაწყისისთვის. yes.gif

Posted by: rezoneo 15 Jan 2008, 00:57
მზეო, მზეო ცხრათვალავ,
ვის უცინი, ვისა?
შენ გიცინი პატარავ
დილა მშვიდობისა.
* * *
ენძელა და ია
ფაიტონში ზიან
გადმოვარდა ია
კაბა დაეხია...

ნუ ტირიხარ ია
ახალს გიყიდიან

Posted by: ნასა 15 Jan 2008, 01:22
QUOTE (პერწკლი @ 14 Jan 2008, 18:24 )
კიკლი-კიკლი კიბესა
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს.
სტაფილო მაქვს ჩანთითO
აქეთ ჩამობრძანდითო
არ ჩამოვალთ არაო
მელა მატყუარაო



love.gif chups.gif

აჰ, ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ლექსი 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 15 Jan 2008, 01:25
"ზღარბო , ზღარბო ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია?
დამაკაწრეს ხელები,
მაგ ჩხუტუნა ეკლებმა.
ნეტა შენი დედიკო,
როგორ გეალერსება? "

Posted by: Re_Be 15 Jan 2008, 09:23
LUCIANA
QUOTE
ფისუნია კატა,
მაგიდაზე ახტა ,
გადმოაგდო ვაზა ,
ბებო გააბრაზა

ჩემმა შვილმა ისწავლა ეხლახანს და ისე საყვარლად იძახის ვგიჟდები ხოლმე.wink.gifმართლა ძალიან მარტივი ლექსია და ბავშვებიც ადვილად სწავლობენwink.gif

Posted by: L_T 15 Jan 2008, 10:16
"ყიყლიყოო მამალოო,
ოქროს დეზებიანო,
რატომ უფრთხობ პატარებს
ძილსა და დასვენებასა??"

თეთრი ლქსი lol.gif


* * *
და ეს კიდევ:

"ნაშა ტანია გრომკო პლაჩეტ,
ურანილა ვ რეჩკუ მიაჩეკ,
ტიშე ტანიჩკა ნე პლაჩ,
ნე უტონეტ ვ რეჩკე მიაჩ" biggrin.gif

Posted by: kato_Bato 15 Jan 2008, 16:50
"თითები მაქვს ლამაზი,
თვალები მაქვს ლამაზი
კატო, ვისი გოგო ხარ? lol.gif
ვისი ვარ და მამასი!"

lol.gif
"კატო" შეგიძლიათ შეცვალოთ biggrin.gif

ჩემს ბიჭს ვერ ვასწავლი, არადა როგორ მიყვარს lol.gif გოგოს დაველოდებით biggrin.gif

Posted by: muzabello 15 Jan 2008, 21:32
L_T
QUOTE
"ნაშა ტანია გრომკო პლაჩეტ, ურანილა ვ რეჩკუ მიაჩეკ, ტიშე ტანიჩკა ნე პლაჩ, ნე უტონეტ ვ რეჩკე მიაჩ"

ჩემი ბავშვის პირველი ლექსი
და კიდევ ეს
"მიშკა კასალაპი პო ლესუ იდიოტ
არეშკი საბირაეტ კარზინაჩკუ კლაძოტ
შიშკა უპალა პრიამა მიშკე ვლობ
მიშკა რასსერძილა ი ნაგოიუ ტოპ."
და ამ ყველაფერს ასახიერებვდა ხელებით და ფეხებით ძაან საყვარლად.

Posted by: tat 16 Jan 2008, 00:21
QUOTE
"თითები მაქვს ლამაზი,
თვალები მაქვს ლამაზი
კატო, ვისი გოგო ხარ?
ვისი ვარ და მამასი!"

უი რა კარგია! დანარცენს ყველას ვამბობთsmile.gif
მზეო ამოდი ამოდი ნუ ეფარები გორასა....მერე მკვდარი კაცის მაგივრაD ყოფილა ლაითი ვარიანტი ....................ხომ არ იცის ვინმემ?

Posted by: kato_Bato 16 Jan 2008, 15:40
კოპი-კოპი ტელესკოპი,
რატომ აზით ბელებს კოპი?
წაიჩხუბნენ სულელები
ვაშლი ჰქონდათ ერთადერთი.
"არა მეო, არა მეო "
გაულახავთ ერთმანეთი biggrin.gif

"
მზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი,
ნუ ჩაეშვები ზღვაში.
ზღვას ცეცხლი წაეკიდება,
ჩემი მამა ზის ნავში.
იმას რომ რამე შეემთხვეს,
რა მეშველება მაშინ?!
მზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი,
არც მე დაგრჩები ვალში,
დილით რომ ამობრძანდები,
შეგეგებები ტაშით."



"ბაყაყო, ბაყაყო
ჩამოდი როგორ დაგნაყო," lol.gif

დუმბაძის ლექსები მაგარია lol.gif
გავიხსენებ და დავწერ მთლიანად, ნაწილები მახსოვს biggrin.gif

"ისე იძახა ბებიკომ:
"მოვა და შეგჭამს ბუაო"
მგონი თვითონაც შეშინდა
და წნევამ გააბრუაო" lol.gif
* * *
გოჭები
დასდევს კუდში მურია
ლანძღვითა და გინებით,
მთელი ეზო დათხარეს
პაწაწინა დინგებით.

გუშინ დოქი გატეხეს,
ჩაიპარნენ ყანაში,
დაერივნენ წიწილებს,
მერე ჩაწვნენ ტალახში.

ამისთანა რა მოხდა,
ამის ფასი რა ნახეს!
ერთი ვაშლის გულისთვის
ერთმანეთი გალახეს.

არ ისმენენ არაფერს
ამოდენა ყურებით,
აღარც თხოვნა ესმით და
აღარც საყვედურები.

თუ არ გამოსწორდებით,
წნელით გაიტკიცებით,
არ გრცხვენიათ, გოჭებო?
ღორებივით იქცევით.

lol.gif

Posted by: X-woman 16 Jan 2008, 16:18
ლექსების გარდა სიმღერებსაც გვასწავლიდნენ და ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე მათგანს?
მე, მაგალითად, მაინტერესებდა ყოველთვის სიმღერა: კომში, კომში, კომარა...
ჩემის აზრით, არ იქნება ურიგო, თუ ჩვენი ბავშვები ჩვენი ბავშვობის სიმღერებსა და ლექსებს აითვისებენ. ახალი ხომ არ იქმნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. თუმცა ბევრი შეიძლება შემეკამათოს, რომ არ ვარ მართალი, მაგრამ ჩემის მხრიდან ვიტყვი, რომ ძველი ლექსები და სიმღერები უფრო ბავშვური იყო.

Posted by: rezoneo 16 Jan 2008, 20:26
მზე - დედაა ჩემი,
მთვარე - მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.


Posted by: პერწკლი 16 Jan 2008, 22:32
http://children.wanex.net/
..........................................

Posted by: tat 17 Jan 2008, 10:56
აუ კიდევ ეს იყო და ვერ ვპოულობsad.gif
სერზე მიდის 3 მგელი
ტუჩმოკლე და კუდაგრძელი
ერტმანეტს ეუბნებიან:
გაღმა არის ლურჯა ცხენი


მერე?sad.gif

Posted by: Satin 17 Jan 2008, 11:38
ჩემი გოგოების საყვარელი ლექსი იყო:

თამუნა და მინდია ზოოპარკში მიდიან,
ნიანგი არ უნახავთ
კი ნახავენ თუ დახვდათ,
ადიდებულ მდინარეს წაუღია მძინარე

Posted by: fashion 20 Jan 2008, 14:42
ჩემა პირველი ეს ლექსი ისწავლა და ესე იძახის
ფისუნია კატა
მაგიდაზე ატა
ჩამოაგდო ბაზა
ბებო გაა ბაზაააააააააააააააა bis.gif biggrin.gif
* * *
გუსი გუსი გაგაგა
ვლეს ხატიტე დადადა
ნუ ლეტიტე ფრიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: likaterine 20 Jan 2008, 19:12
QUOTE (L_T @ 15 Jan 2008, 10:16 )
"ყიყლიყოო მამალოო,
ოქროს დეზებიანო,
რატომ უფრთხობ პატარებს
ძილსა და დასვენებასა??"

თეთრი ლქსი lol.gif


* * *

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ძაან მაგარია, ჩემ ბიჭს ვასწავლი ლაპარაკს რომ ისწავლის lol.gif

Posted by: atinnati 24 Jan 2008, 21:19
რწყილი და ჭიანჭველა მეგონა მახსოვდა და დავიწყე მოყოლა, მაგრამ ზუსტად მუხასთან გავიჭედე რა სთხოვა მუხამ და შემდეგ რა რიგით, რას სთხოვენ ვეღარაფრით ვიხსენებ (დასწყევლოს ღმერთმა სკლეროზი...) ნეტავ სადმე არ წერია?

Posted by: irinka1983 24 Jan 2008, 22:23
atinnati

მუხამ ყვავის მოშორება, ყვავმა - წიწილა, კრუხმა - ქერი. ორმომ(სადაც ქერი ყრიაbiggrin.gif) - ვირთხის მოშორება, ვირთხამ - კატის მოშორება, კატამ - რძე, ძროხამ - ბალახი, ხოოოოოდა დაკრიფა რწყილმა ბალახი და მიუტანა ძროხას. მერე უკან გაყევი და ჩამოურიგე თითოეულს რაც უნდოდაbiggrin.gif

რა მაგრად მოვყევიbiggrin.gif

Posted by: atinnati 24 Jan 2008, 22:59
irinka1983
ძალიან დიდი მადლობა, ლოგიკურად დალაგდა ეს ყველაფერი
მარა ეს წიწილას მომენტი არ მომწონს კრუხი, რომ ქერის ნაცვლად მისცემს..... sad.gif საცკალი....

Posted by: Keso 25 Jan 2008, 05:07
QUOTE
თითები მაქვს ლამაზი,
თვალები მაქვს ლამაზი
კატო, ვისი გოგო ხარ?
ვისი ვარ და მამასი!"


ზუსტად ჩემს კატუშაზე გამოჭრილი smile.gif ეს ლექსი არ ვიცოდი smile.gif

აუუ საერთოდ რა მაგარი ლექსები გაიხსენეთ smile.gif
ბავშვობა გამახსენდა smile.gif

Posted by: kikito 26 Jan 2008, 20:34
გოგოეო მპ3 სიმღერები თუ გაქვთ დააგდეთ რა smile.gif

Posted by: kato_Bato 29 Jan 2008, 19:49
ვინმემ თუ იცის ამ სიმღერის ტექსტი:
"აჩუ აჩუ ჩემო ცხენო
საით უნდა გაგაჭენო,
იქით უნდა გაგაჭენო,
რომ სოფელში მივდივარ.

იაო უაო იაო უაო
მე სოფელში მივდივარ.
იაო უაო იაო უაო
ბებიასთან მივდივარ...
მერე?

მაგას ვმღერი და რიტმზე ვარწევ ბაიას, მარა ტექსტი არ ვიცი და რომ ჩავიხვევ ხოლმე, მერე მთლი ოჯახი მთელ დღეს აჩუ აჩუს გავიძახით lol.gif

Posted by: Breaky 29 Jan 2008, 20:44
რაღაც წიგნი გამოვიდა - საბავშვი ლექსების ანთოლოგიაო, თუ რაღაც მსგავსი ქვია. უამრავი საბავშვო ლექსია, თან სულ ძველი
ლექსებია. ჩემი და ჩემზე წინა თაობის ბავშვობის ლექსებითაა გატენილი.

Posted by: mtvareuli 1 Feb 2008, 01:32
ენძელა და ია
ფაიტონში ზიან
გადმოვარდა ია
კაბა გაიხია
-ნუ ტირიხარ ია
ახალს გიყიდიან
-მე ახალი არ მინდა
ძველი მირჩევნია


ჩემი ერთერთი საყვარელი ლექსი იყო... smile.gif

Posted by: baby-bobo 1 Feb 2008, 01:42
ძინ-დონ, ძინ-დონ
სპილო წავა თვითონ,
დონ-ძინ, დონ-ძინ,
დაუჯდება თაგვი წინ.

Posted by: cunculukebi 1 Feb 2008, 13:56
ჩემი ბავშვობა გამახსენდა,,

ბევრი ნაცნობი ლექსი რომელიც მეც ვიცოდი bis.gif biggrin.gif
lol.gif




Posted by: BaBajanka 1 Feb 2008, 14:29
Satin
QUOTE
თამუნა და მინდია ზოოპარკში მიდიან, ნიანგი არ უნახავთკი ნახავენ თუ დახვდათ, ადიდებულ მდინარეს წაუღია მძინარე



უიმეეეეე. ამეტირა biggrin.gif


"თუ თუ თუ " და სიმღერები მაგ ოჯახიდან smile.gif სადმე ნეტში მოიძიება თU იცის ვინმემ?

Posted by: Naomi 10 Feb 2008, 23:09
ეს ძველი თემა ნახეთ : )

http://forum.ge/?f=36&showtopic=33558398&st=0

Posted by: LUCIANA 14 Feb 2008, 20:46
ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
ყმაწვილსა კარგი სწავლითა
დედა გაუხარებია.
----------------------------------------

ნაძვის ხეო, ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.
----------------------------------------

ტყეში ბევრი სოკოა
ლამაზები, კარგები,
შორს ნუ წახვალთ, ბავშვებო,
თორემ დაიკარგებით.
----------------------------------------

ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ,
რამდენია ბაჭია?
არ დაიბნა ბაჭია,
ორი ყური ასწია.
-----------------------------------------

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები,
მიდიან და მიდიან,
მოვა დედა შეხედავს,
ცხრა საათი გამხდარა,
აბა ჩემო სანდრუკა (ეს ჩემს შვილზე გადავაკეთე smile.gif )
შენი ძილის დრო არის.
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ,
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.
----------------------------------

P.S. ჩემი შვილი სულ ლექსებს და ზღაპრებს მაკითხებს და ყველა ზეპირად იცის biggrin.gif

Posted by: maimai 6 Mar 2008, 14:31
დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

უცებ შეხდა ვირთხა _
არ უცდია დიდხანს,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერ და ხარბი,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!


გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

Posted by: აღასპერი 20 Mar 2008, 03:57
mtvareuli
QUOTE
ენძელა და ია ფაიტონში ზიან გადმოვარდა ია კაბა გაიხია -ნუ ტირიხარ ია ახალს გიყიდიან -მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია


user.gif

Posted by: ტანკე 20 Mar 2008, 04:05
ვარადა გამახსენეთ რა როგორ არის.
ვარადა ბიჭო ვარადა,უკვე აღარ ხარ ავადა...მერე?

Posted by: Anata 20 Mar 2008, 09:40
fashion
QUOTE
ჩემა პირველი ეს ლექსი ისწავლა და ესე იძახის
ფისუნია კატა
მაგიდაზე ატა
ჩამოაგდო ბაზა
ბებო გაა ბაზაააააააააააააააა

მე კი ბავშვობაში ასე ვყვებოდი
ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა
ჩამოაგდობებო
ბებო გააბრაზა;-))))))))))))))))



BaBajanka
ბასტი ბუბუს კასეტებზე, ფურცელი დევს სადაც ყველა სიმღერას ტექსტი წერია;-)

Posted by: ekageo 20 Mar 2008, 12:04
ტანკე
QUOTE
ვარადა გამახსენეთ რა როგორ არის. ვარადა ბიჭო ვარადა,უკვე აღარ ხარ ავადა...მერე?


ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა,
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.

კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა
ნოდარი მქვია სახელად
თოფურიძე ვარ გვარადა.

Posted by: Breaky 20 Mar 2008, 19:13
წითელი ვაშლი გაგორდა,
/სახელი/ სკოლაში გარბოდა,
ხელში წიგნები ეჭირა,
ხუთიანებზე სწავლობდა

biggrin.gif

Posted by: ტანკე 20 Mar 2008, 20:00
QUOTE (ekageo @ 20 Mar 2008, 12:04 )
ტანკე
QUOTE
ვარადა გამახსენეთ რა როგორ არის. ვარადა ბიჭო ვარადა,უკვე აღარ ხარ ავადა...მერე?


ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა,
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.

კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა
ნოდარი მქვია სახელად
თოფურიძე ვარ გვარადა.

აუუუ ჯიგარი ხარ biggrin.gif შენ ეხლა 22 წლით უკან დამაბრუნე დროში biggrin.gif
cry.gif

Posted by: ბასკუ 21 Mar 2008, 10:04
QUOTE
ბოლოს შეხდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

ცაცკალიიი weep.gif

Posted by: BaBajanka 21 Mar 2008, 18:32
Inessa


ინტერნეტშI არაა სადმე?
მე ვერსად ვერ ვნახე

Posted by: atinnati 21 Mar 2008, 23:24
ფისო, ფისო, ფისო
ფისო უსინდისო,
მე რომ თევზი მოგაბარე,
მითხარ, სად არისო?
შენ ხომ არ მოგიპარია (აქ თითი უნდა დაუქნიო biggrin.gif )
თევზის სუნი გდისო....

-----------------------


Posted by: X-woman 27 Mar 2008, 17:15
ამის წინათ გამახსენდა საბავშვო სიმღერა საწყალ კურდღელზე. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 კუპლეტი გამახსენდა და იქნებ იცოდეთ გაგრძელება.

ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა
არც სტაფილო ეამა
ჩამოდნა და გაგვიხდა.

მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და თამუნა
ოფლი მოადინეთო
დაარიგეს დათუნა.


სულ ეს არის და რაღაც მახსოვს, რომ ბოლოს happy end უნდა იყოს.

Posted by: fashion 27 Mar 2008, 18:35
იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი,
მაღალი უხვი მდაბალი,ლაშქარ მრავალი ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი
მერე როგორააა?გააგრძელეთ tongue.gif

Posted by: Please choose a Username 27 Mar 2008, 18:42
X-woman

მე როგორც მახსოვს კვდება კურდღელი,თუ ვცდები.... rolleyes.gif


მე ჩემს პატარას ამას ვუმღერი ხოლმე.... tongue.gif yes.gif და მაგრა მოწონს....

ისევ ჩემთან მოფრინდი,
შენი ბუდე აქ არის...
მომიყევი თუ როგორ გაატარე ზამთარი!

თითსაც ვერ დაგაკარებს,ვერც ფისო ვერც მურია,
მოდი ჩემთან ძვირფასო,ჩემი ნუ გეშინია...


ხოდა ეს სიმღერა ხომ არ გეგულებათ სადმეეეე??? user.gif

Posted by: likaterine 28 Mar 2008, 13:19
fashion
QUOTE
იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი,
მაღალი უხვი მდაბალი,ლაშქარ მრავალი ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი
მერე როგორააა?გააგრძელეთ 


თვით მეომარი უებრო, კვლავ მოუბარი წყლიანი
lol.gif მე მგონი ეგრეა

Posted by: ekageo 28 Mar 2008, 13:25
QUOTE
ამის წინათ გამახსენდა საბავშვო სიმღერა საწყალ კურდღელზე. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 კუპლეტი გამახსენდა და იქნებ იცოდეთ გაგრძელება.

ეს საწყალი კურდღელი ძლიერ ავად გაგვიხდა არც სტაფილო ეამა ჩამოდნა და გაგვიხდა.

მოვიწვიეთ ექიმად არჩილი და თამუნა ოფლი მოადინეთო დაარიგეს დათუნა.

სულ ეს არის და რაღაც მახსოვს, რომ ბოლოს happy end უნდა იყოს.


შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოუგეთ საბანი
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.

ახლა მალე მორჩები
არ გაინძრე საბანში
გელოდებით უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში.
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
* * *
საერთოდ გვიჟდები ნოდარ დუმბაძის ლექსებზე......

ჩემები ძალიან ადვილად სწავლობენ......

უფროსს ეს უყვარდა განსაკუთრებით

ბაბუაჩემს წიგნები
დავუხიე ამ დილით
დამსაჯეს და მთელი დღე
არ მაჭამეს სადილი.

რომ ვიტირე დედიკომ
დამაწიწკნა ქოჩორი
ბებიამ კი მიძახა
გაუზრდელი ჩოჩორი.

იმას კი არა ვტირი
რომ დავფხრიწე წიგნები
თურმე რომ გავიზრდები
დიდი ვირი ვიქნები...............

ბოლოში მაგრა იცინოდა და მოსწონდა...............

აი კიდევ ერთი ლექსი ნოდარ დუმბაძის კრებულიდან
ბებომ იმდენი მაშინა
მოვა და შეგჭამს ბუაო
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.

ნუ გეშინია ბებიკო
მაგას ვასწავლი ჭკუასო
და შენი შეშინებისთვის
მე თვითონ შევჭამ ბუასო.

Posted by: deditu 13 Apr 2008, 00:14
ნოდარ დუმბაძის ყველა ლექსი მაგარია ძაან! ძალიან კარგი კრებული იყიდება, "მზეო დაბრუნდი დაბრუნდი", 15 ლარი ღირს და ღირს! smile.gif
აი ამ ლექსით იწყება, ჩემ ანუცას უყვარს:
წერა კითხვა ვისწავლე
აი უკვე დიდი ვარ
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!

თვლა ხომ ვიცი ასამდე (ჩვენ ვამბობთ ოცამდე smile.gif)
თანაც 5 (თუ 6 არ მახსოვს, ჩვენ 2 ვამბობთ) წლისა ვარ
პატარა რომ ვიყავი
განა ისევ ისა ვარ?

სულ ხუთებზე ვისწავლი
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!!!

smile.gifენაცვალოს დედა რა საყვარლად ამბობს smile.gif

Posted by: X-woman 25 Apr 2008, 02:24
ხალხო, სათაურში წერია სიმღერებიცოოო და იქნებ ერთი-ორი სიმღერაც დაწეროთ, მაგალითაც, იავნანები.

Posted by: ninobeka 25 Apr 2008, 16:29
X-woman
QUOTE
ხალხო, სათაურში წერია სიმღერებიცოოო და იქნებ ერთი-ორი სიმღერაც დაწეროთ, მაგალითაც, იავნანები.






დაიძინე გენაცვალე იავნანინაო
ჯერ არ გათენებულაო იავნანინაო

ნანას გეტყვი ძილიწინა
შენი მოსვენებისთვინა

იამა გშობა შობითა
ვარდმა გაგზარდა ტრფობითა


Posted by: fashion 25 Apr 2008, 23:05
მაგარი სიმერა
დავშალოოოოთ დავშალოოოოოთ
ძვეეეეელი აბაზაააანა
და მის ნაცვლად ავაგოთ
შამპანის ქარხაააააანა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ninikoniniko 14 Dec 2008, 21:31
ფისუნია კატა,
მაგიდაზე ახტა,
გადმოაგდო ვაზა,
ბები\ო გააბრაზა.

Posted by: blblbl 14 Dec 2008, 21:38
QUOTE
წითელი ვაშლი გაგორდა, /სახელი/ სკოლაში გარბოდა, ხელში წიგნები ეჭირა, ხუთიანებზე სწავლობდა

აუუ ეს მაქვს კასეტაზე მოსმელ\ნილი ახლობლის ბავშვობის ჩაწერილი და გარბოდას ნაცვლად გამოზდას ამბოოობს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: TETISA 15 Dec 2008, 13:28
პერწკლი
კარგი ლინკია.
ჩემი შვილი მღერის იაო, უაოს. ბაღში ისწავლა ხოდა დავინტერესდი რა სიმღერაა. მე არ მაქვს მოსმენილი. იქნებ გაქვთ ვინმეს ლინკი.
კიდე მინდა ქართული საბავშვო სიმღერების ლინკი. ტუ ვინმემ იცით, მადლობელი დავრჩები smile.gif

Posted by: anuchia87 15 Dec 2008, 14:43
გოგოებო ისაა კიდე ძაან კაი დისკი ქეთინო დუმბაძე რომ კითხულობს ნოდარ დუმბაძის ლექსებს

Posted by: ლუდოვიჩი 15 Dec 2008, 15:11

QUOTE
საბავშვო ლექსები და სიმღერები

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

Posted by: macaco-fast65 4 May 2009, 14:36
.............................................

Posted by: kato_Bato 4 May 2009, 14:39
ლუდოვიჩი
ძალიან საბავშვო იყო biggrin.gif
პირდაპირ ბაგაში უნდა ასწავლო biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Anata 4 May 2009, 15:04
X-woman
QUOTE
ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა
.

ეს ნატალის საყვარელი სიმრერაა love.gif თავიდან ბოლომდე იცის bis.gif
კიდევ ძალიან უყვარს ფისუნია კატა love.gif და დათუნია დრუნჩაზე love.gif
maimai
გაიხარე 2kiss.gif მაგის სრულ ტექსტს ვეძებდი ზუსტად 2kiss.gif
ჩვენ მხოლოდ პირველი ნახევარი ვიცოდით baby.gif


deditu
QUOTE
წერა კითხვა ვისწავლე

ჩემი ანუშკიც გიჟდება ალ ლექსზე - თანაც ჩვენთვის ძალიან აქტუალურია, სკოლაში მიდის 2kiss.gif
kato_Bato
QUOTE
ძალიან საბავშვო იყო
პირდაპირ ბაგაში უნდა ასწავლო

lol.gif

Posted by: keti8181 5 May 2009, 09:26
გაიხარეთ გოგოებო ეს რა კარგი მარაგი შემძინეთ. არც კი მახსოვდა ბევრის არსებობა არადა უმეტესობა მცოდნია! biggrin.gif დროულად მომისწარით ჩიტო ჩიტო ნაცარასაგან გავაბრუე ბავშვი

Posted by: xatxat 30 Sep 2009, 23:26
მე პატარა გოგო ვარ
გამოვდივარ სცენაზე
რა დროს ჩემი ლექსებია
პატარა ვარ ყველაზე;

წი, წი, წი
ლექსი არ ვიცი
მოდი მასწავლებელო
ყური ამიწი:

Posted by: anabala 26 Jan 2010, 10:27
გამიწიე, მურია,
ძმური სამსახურია,
ჩემს მაგივრად შეჭამე
კარაქი და პურია.

და თუ ხვალაც შენ შეჭამ
ჩემს მაწონს და ქადასო,
მთელი დღე რომ გაწვალებს,
მე დაგიჭერ კატასო.

love.gif up.gif

Posted by: კორდელია 26 Jan 2010, 11:10
ჩემი პირველი ლექსი იყო "უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი..."
ნეტა ვინც ეს მასწავლა თავში ჭკუა ჰქონდა? biggrin.gif

Posted by: elizaveta 26 Jan 2010, 14:08
ვაიმე, რა კარგი თემაა biggrin.gif
ბავშვობა გამახსენდა, ნოდარ დუმბაძის და მაყვალა მრევლიშვილის ლექსები
გოჭი გოჭანჭური არავის გახსოვთ?
"ჩვენი ბიჭი ბიჭანჭური
სულ პატარა გოჭია
ისე ჩამრგვალებულა
თითქოს ლოტოს კოჭია... "

ერთი სული მაქვს როდის გახდება ჩემი შვილი იმხელა, რომ ერთად ვისწავლოთ ლექსები love.gif

Posted by: სექსტეტი 26 Jan 2010, 14:15
ჩემი უსაყვარლესი:

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
უცებ შეხვდა ვირთხა!
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო!-
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
-დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!-
წინ დაუხვდაზღარბი
მშიერი და ხარბი,
თქვა: -დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
-დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!-
გადმოუდგა მელია,
მელა კუდაგრძელია,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო!-
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა სამი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
-დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

გივი ჭიჭინაძე smile.gif)))

პ.ს. უიჰ, დაუწერიათ უკვე წინა გვერდზე user.gif

მაშინ ეს:

Мишка косолапый
По лесу идет,
Шишки собирает,
Песенки поет.
Шишка отскочила
Прямо мишке в лоб.
Мишка рассердился
И ногою - топ!

დათუნიები _ ჩემი სისუსტე biggrin.gif

Posted by: izabel 26 Jan 2010, 14:27
elizaveta
QUOTE
ერთი სული მაქვს როდის გახდება ჩემი შვილი იმხელა, რომ ერთად ვისწავლოთ ლექსები



მე საერთოდ დავიწყებული მაქვს და აქედან ამოვიგე რამოდენიმე ლექსი და ვუმეორებ და გადმომიყრის 2 კბილს და იკრიჭება(8 თვისაა).



იმდენს ვექაქანები და სულ ქართულად....მამამისს თარჯიმანი დასჭირდება. biggrin.gif

Posted by: elizaveta 26 Jan 2010, 14:28
izabel
QUOTE
ვუმეორებ და გადმომიყრის 2 კბილს და იკრიჭება

ყურს მიაჩვევს და მერე იოლად ისწავლის
ჩემი ჯერ 2 თვისაა, მაგრამ დაბადებიდან ვუმღერი იავნანას და დღეების რომ იყო, ყუჩდებოდა. ახლა მიცინის smile.gif დამცინის თუ რას შვრება, არ ვიცი ოღონდ biggrin.gif


Posted by: Nightmare_Industries 26 Jan 2010, 14:37
მაიმუნი პრანჭია
სახე დაუმანჭია
დარბის, დარბის, ქაქანებს
საქანელებს აქანებს
biggrin.gif

Posted by: addicted 26 Jan 2010, 18:30
სექსტეტი
ვაიმეე ჩემიც lol.gif მერე ვმღეროდი კიდეც :დ
კიდევ რა ვიცოდი: თოვლის ბაბუზე:
გადმოლახა მთები და გადმოლახა ზღვები,
მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი თმებით biggrin.gif მეტი აღარრ მახსოვს biggrin.gif

კორდელია
პირველი არა მაგრამ მეორე თუ მესამე: ჩემო ფრთმანათელი ჩემო სანატრელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო givi.gif

მე ზღაპრებს ვუყვები თან სხვადასხვა ინტონაციებით biggrin.gif მგელი და დათვი უყვარს იღრიჭება სულელივით ხოლ;მე smile.gif

Posted by: merkantil 26 Jan 2010, 18:44
მე რაც მახსოვს ყველა ლექსს და მოთხრობას ვუკითხავ. კიდე ანდერსენის ზღაპრები მახსოვს კარგად( მიყვარდა) და ვუყვებიbiggrin.gif მიყურებს ხოლმე გაშტერებულიbiggrin.gif
დათუნია დრუნჩა მეც მიყვარს love.gif

Posted by: კორდელია 27 Jan 2010, 10:30
addicted
QUOTE
მგელი და დათვი უყვარს იღრიჭება სულელივით ხოლ;მე

love.gif

Posted by: keto22 5 Feb 2010, 18:09
დამეხმარეთ რაა
ლოლია ლოლია იცის ვინმემ?
აი ხელზე რო უშვებიან ბავშვებს და რაღაც ლექსს რომ ამბობენ არ იცით ეგ?
ანასტასიას ასწავლეს და მაკეთებინებს ლლოლიას იძახის მეტი არ იცის
და გაგრძელებას მთხოვს biggrin.gif

Posted by: კორდელია 5 Feb 2010, 18:13
keto22
ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან მოიპარა ( )
ამან დაკლა (მოუკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს)

ბოლოს რავი მოუღუტუნე და გაიცინებს და ეგაა biggrin.gif

Posted by: merkantil 5 Feb 2010, 18:18
QUOTE (კორდელია @ 5 Feb 2010, 18:13 )
ამან დაკლა (მოუკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს)


vis.gif
........................................

Posted by: blblbl 5 Feb 2010, 18:19
კორდელია
ამან მოიპარა გამოგრჩა მაგით იწყება biggrin.gif

Posted by: Tako@Dato 5 Feb 2010, 18:19
კორდელია
QUOTE
ამან დაკლა (მოუკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს)

რა სადისტური ლექსია კიდე კაი ვეგტარიანელი არ კითხულობს ვინმე biggrin.gif

Posted by: კორდელია 5 Feb 2010, 18:21
blblbl
ჩავასწორე biggrin.gif
Tako@Dato
QUOTE
რა სადისტური ლექსია კიდე კაი ვეგტარიანელი არ კითხულობს ვინმე

biggrin.gif

Posted by: merkantil 5 Feb 2010, 18:22
keto22

არ მოუყვე ეგ ბავშვს, სხვა რამე მოიგონე შენით rolleyes.gif

ვინ იგონებდა ისე ესეთ რაღაცეებს.... ისე ბევრია ეს დაკვლა, მუცლის გაფატვრა და მსგავსი რაღაცეები ქართულ ხალხურ ზღაპრებში.

Posted by: tikope 5 Feb 2010, 18:23
კორდელია
QUOTE
ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან დაკლა (მოუკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერ


ესე არა?

ლოლია,ლოლია
ხბო წითელია,ძროხა ჭრელია
ამანა თქვა მშიაო,ამანა თქვა რომ არ არისო?
ამანა თქვა ღმერთი მოგვცემსო,ამანა თქვა რომ არ მოგვცესო?
ამანა თქვა მოვიპაროთო.
ამან მოიპარა,
ამან დაკლა
ამან მოხარშა
ამან მარილი მოაყარა (ან დაჭრა)
ამან შეჭამააააა lol.gif
რას ვიფიქრებდი თუ ამის დაწერა დამჭირდებოდა ოდესმე lol.gif


* * *
ბეკეკინა თხაო
აქ ვინ დაგაბაო
კაცმა დამაბაო
კაცი რა იქნაო?
ტყეში წავიდაო
ტყეში რა უნდაო?
ფიჩხისათვისაო
ფიჩხი რად უნდაო?
თონისათვისაო
თონე რად უნდაო?
პურისათვისაო
პური რად უნდაო?
ჩასაყლაპადაო
biggrin.gif

ეს არავის უნდა? lol.gif

Posted by: keto22 5 Feb 2010, 18:29
ვაი რამდენი ვიცინე lol.gif
წაუკითხე და გაუხარდა კიდე მაკეთებინებს lol.gif
დიდი მადლობა დახმარებისთვის
ისე რა არის ეს დაჭრა გამოჭრა

Posted by: algulga 6 Feb 2010, 10:37
ლოლია, ლოლია
ძროხა ჭრელია,
ხბო წითელია.
ამას მოუპარია,
ამას დაუკლია,
ამას გაუტყავებია,
ამას მოუხარშია
ამას შეუჭამიაააააააააა.

(და ცემ, ცერა თითს)

ეხლა გავიხსენე ბებიაჩემი ასე მიყვებოდა ბავშობაშI და რას გვერჩოდნენ ნეტა?

Posted by: Nuna 6 Feb 2010, 10:40
პრივეტ გოგონებო,ვინმეს ხომ არ გაქვთ "ვარსკვლავებს ეძIნებათ სიმღერააა? გიჟდება ჩემი შვილი და ვესრსად ვიპოვე, თU გაქვთ ამიტვირთეთ რააააააა

Posted by: algulga 6 Feb 2010, 10:43
tikope
QUOTE
ლოლია,ლოლია
ხბო წითელია,ძროხა ჭრელია
ამანა თქვა მშიაო,ამანა თქვა რომ არ არისო?
ამანა თქვა ღმერთი მოგვცემსო,ამანა თქვა რომ არ მოგვცესო?
ამანა თქვა მოვიპაროთო.




უი მასე მეორე ბებია მიყვებოდა

მოიცადე გავიხსენო..


ამანთქვა მშიაო
ამან თქვა რომ არ გვაქვსო
ამან თქვა ღმერთი მოგვცემსო
ამან თქვა რომ არ მოგვცესო
ამან თქვა მოვიპაროთო

ეგ რათქვიო და ცემეს, ცემეს, ცერა თითს და მაგიტომ დარჩა პატარაოოოოოოოოოოოოოო


პ.ს.

დედა რას გვერჩოდნენ არადა პატარა ბავშვები ვიყავით და რას გვიყვებოდნენ.
ეხლა კიდევ იახიან ჰარი პოტერი აგრესიულია და არ წააკითხით ბავშვებსო.
თვითონ ლოლია, ლოლიაზე და წიქარაზე გაგვზარდეს
lol.gif lol.gif

Posted by: elizaveta 6 Feb 2010, 11:39
კორდელია
QUOTE
ამან დაკლა (მოუკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს)

საჩვენებელი თითი რას შვრებოდა ამ დროს? biggrin.gif

Posted by: კორდელია 6 Feb 2010, 14:25
elizaveta
QUOTE
საჩვენებელი თითი რას შვრებოდა ამ დროს?

lol.gif lol.gif lol.gif კარგი კითხვაა... :რიავიცი:

Posted by: keto22 6 Feb 2010, 14:36
ჩემი ახლობლის ბავშვი ბაღიდან მოდის და ყვება ლექსს
თითებით
იწყებს ცერით და მიყვება
ეს თითია ბებია
ეს თითია ბაბუა
ეს თითია დედა
ეს თითია მამა
ეს პატარა მე ვარ
ჩამოვთვალე ყველა
lol.gif
ვეკითხები ვა ნიკუშ შენ მოიფიქრეეეე
არა ბაღში მასწავლებელმა მასწავლაო lol.gif

Posted by: algulga 22 Feb 2010, 10:06
keto22
QUOTE
არა ბაღში მასწავლებელმა მასწავლაო


თქვენ ჩვენი საბედისწერო ლექსი არ აცით.
ეგ ლექსი რომ მოიტანა ბაღიდან მეორე დღეს სხვა ბაღში გადავიყვანე
D)

ერთხელ სამსახურიდან დედას დააგვიანდა,
დატრიალდა მაიმიკო ....(მერე სიტყვებს ვერ ვარჩევ რას ამბობს, მგონი ტვიტონაც ვერ მიხვდა რას ასწავლიდნენ)
კარტოფილი შეწვა
კი არ შეწვა დაწვა
კარტოფილი კი არა
ყველა თითიც დაიწვა.
აქეთ დოქი წაიქცა
იქით წყალი დაიქცა,
შემოვიდა დედიკო.
რა იყო?
მამიკოს გასაჭირი მთელმა ეზომ გაიგო


ხოდა ასეთი მძიმე ბავშობა ქონია ჩემ შვილს და არ ვიცოდი
biggrin.gif

Posted by: Take_Off 4 Jun 2010, 16:39



გადმოვინაცვლოთ აქეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ smile.gif

Posted by: glamour23 5 Jun 2010, 17:18
ნუ მოკლედ ბაღში ბავშვებს ლექსებს ასწავლიან არ ვიცი რააა
აი ერთი ასეთი biggrin.gif

პატარა ბიჭი,პატარა გოგო
მიდიოდნენ ბაღში
ბიჭმა უთხრა პატარა გოგოს,
გამომყევი სახლში
უიი ბიჭო ეგ რა მითხარ
ამოდენა ხალხში?
მამაჩემმა რომ გამიგოს არ შემიშვებს სახლში!

Posted by: Take_Off 5 Jun 2010, 17:23
glamour23













lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: Please choose a Username 9 Sep 2010, 19:01
glamour23
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 12 Sep 2010, 22:04
algulga
QUOTE
ერთხელ სამსახურიდან დედას დააგვიანდა,
დატრიალდა მაიმიკო ....(მერე სიტყვებს ვერ ვარჩევ რას ამბობს, მგონი ტვიტონაც ვერ მიხვდა რას ასწავლიდნენ)
კარტოფილი შეწვა
კი არ შეწვა დაწვა
კარტოფილი კი არა
ყველა თითიც დაიწვა.
აქეთ დოქი წაიქცა
იქით წყალი დაიქცა,
შემოვიდა დედიკო.
რა იყო?
მამიკოს გასაჭირი მთელმა ეზომ გაიგო



რას ამბობ lol.gif ეს ლექსი მეც მასწავლეს ბაღშიი.. biggrin.gif biggrin.gif ვაიჰ აღარც კი მახსოვდა, არადა ზეპირად ვარაკრაკებდი მაგ შედევრს.. biggrin.gif:D

Posted by: Ni-L 12 Sep 2010, 22:38
დღეს ანასტასიას მამიდამ ლექსების წიგნი მოუტანა smile.gif
ძალიან გამახალისა რამდენიმე ლექსმა,თქვენც გაგიზიარებთwink.gif

მზეზე თბებოდა ენოტი
სტუმრად ეწვია ბუ-ჭოტი
გადაირია ენოტი
გაუმასპინძლდა ხენდროთი biggrin.gif

ჩიტმა წიწილას ერთხელ როცა,
დაბადება მიულოცა
არ დაიბნა მატრაკვეცა
გილოცავო ამ დღესა მეცა smile.gif


Posted by: T@K 27 Sep 2010, 16:02
საბავშვო მუსიკა მინდა რო გადმოვწერო ვერ ვიპოვე ვერსად დამეხმარეთ რა user.gif
მუსიკის გაგონებაზე სულ უკანალს იქნევს givi.gif

Posted by: tekla 27 Sep 2010, 16:08
T@K
სავსეა იუთუბი
კონკრეტულად რამეს ეძებ?


Posted by: T@K 27 Sep 2010, 16:18

tekla

QUOTE
T@K
სავსეა იუთუბი
კონკრეტულად რამეს ეძებ?

არა გადმოწერა მინდა იუთუბზე ვიცი მაგრამ ძირითადად ჭედავს და გადმოწერილი მინდა რო მქონდეს
უფრო ქართული მუსიკა მინდა მულტფილმებიდან და ა.შ.

Posted by: tekla 27 Sep 2010, 16:25
T@K
იუთუბიდან ვერ იწერ?

დაგუგლე და ამოგიყრის, სახლში რომ ვიყო დავდებდი რაღაცებს
გოლ-ზეც დევ

Posted by: khatia88 27 Sep 2010, 16:26
T@K
და მერე იუთუბს ხომ აქვს გადმოსაწერი, ეგ დააყენე და იწერე რამდენი ვიდეოც გინდა ის smile.gif

თომას ქართულებიდან გუდა-გუდა რომ მოსწონს ტყუილი, ეგრე არცერთ მულტფილმს არ უყურებს, არადა რა საინტერესოა, ხო არც ფერები აქვს მკვეთრი რომ ყურადღება მიიქციოს, მაგრამ 10 წუთი თვალს არ აშორებს.

Posted by: T@K 27 Sep 2010, 16:33
khatia88
QUOTE
და მერე იუთუბს ხომ აქვს გადმოსაწერი, ეგ დააყენე და იწერე რამდენი ვიდეოც გინდა ის

მუსიკა მინდა მუსიკაა აუდიო biggrin.gif ტელეფონშიც მინდა ჩვწერო smile.gif

Posted by: blblbl 27 Sep 2010, 17:03
T@K
გუნდა გუნდა მაქვს აუდიო გინდა?

Posted by: pipa 27 Sep 2010, 17:11
T@K
www.zaycev.net/

поиск музыки იპოვე და ჩაწერე
детские песни

Posted by: T@K 27 Sep 2010, 17:17
pipa
QUOTE
www.zaycev.net/

поиск музыки იპოვე და ჩაწერე
детские песни

მადლობა smile.gif


http://bards.pp.ru/Detskie/
აი კარგი რამე ვიპოვე bis.gif

Posted by: Nanuka444 27 Sep 2010, 18:12
rezoneo
QUOTE
ენძელა და ია
ფაიტონში ზიან
გადმოვარდა ია
კაბა დაეხია...

ნუ ტირიხარ ია
ახალს გიყიდიან 

მე ახალი არ მინდა,
ძველი მირჩევნია smile.gif

ასე მთავრდება ეს ლექსი smile.gif
* * *
BaBajanka
QUOTE
"თუ თუ თუ " და სიმღერები მაგ ოჯახიდან smile.gif სადმე ნეტში მოიძიება თU იცის ვინმემ? 


http://www.sizmara.ge/index.php?option=com_content&view=article&id=100:2010-01-16-20-09-57&catid=19:music&Itemid=18

აი აქ არის რამოდენიმე კარგი სიმღერა, თუმცა მე ვერ გადმოვწერე ვერაფრით, ისე ონლაინ ვასმენინებ ხოლმე ლივლივას smile.gif

Posted by: Ni-L 4 Oct 2010, 13:07
http://puphynuphy.ge
მომეწონა და გავერთეთ მე და ჩემი გიჟი biggrin.gif

Posted by: skyes 5 Oct 2010, 01:06
QUOTE (Nanuka444 @ 27 Sep 2010, 18:12 )
rezoneo
QUOTE
ენძელა და ია
ფაიტონში ზიან
გადმოვარდა ია
კაბა დაეხია...

ნუ ტირიხარ ია
ახალს გიყიდიან  

მე ახალი არ მინდა,
ძველი მირჩევნია smile.gif

ასე მთავრდება ეს ლექსი smile.gif
* * *
BaBajanka
QUOTE
"თუ თუ თუ " და სიმღერები მაგ ოჯახიდან smile.gif სადმე ნეტში მოიძიება თU იცის ვინმემ?  


http://www.sizmara.ge/index.php?option=com_content&view=article&id=100:2010-01-16-20-09-57&catid=19:music&Itemid=18

აი აქ არის რამოდენიმე კარგი სიმღერა, თუმცა მე ვერ გადმოვწერე ვერაფრით, ისე ონლაინ ვასმენინებ ხოლმე ლივლივას smile.gif

მოგეხმარო გადმოწერაში ? user.gif

PM მომწერე თორე აქ ან შემოვალ ან არა smile.gif

Posted by: keto22 5 Oct 2010, 01:23
T@K
მე მაქვს თუ გინდა ბასტი ბუბუს მუსიკები
ერთი 10 ამდე
გამოგიგზავნ თუ გინდა

Posted by: Kissie 10 Oct 2010, 12:37
აუ უნდა დავიზეპირო ახლა აქ რაც ლექსებია biggrin.gif

Posted by: tamo7779 15 Oct 2010, 18:56
keto22
მეც მინდაააააააააააააააააააააააააა

Posted by: upwave 21 Dec 2010, 21:35
გოგოებო, რამე კარგი ლექსი მინდა ახალი წლის თემაზე.
თუ არ გეზარებათ დამილინკეთ ან დამიწერეთ.
მე სამაგიეროდ მარიტას საყვარელ ლექსს დაგიწერთ:

ძილი ნების, ძილი ნების,
ძილი გულის საყვარელს.
ვარსკვლავებმა დაიძინეს, ეძინებათ პატარებს.

ცა ვარსკვლავებს აციმციმებს,
წყნარი ღამე იქნება.
ის ვინც ადრე დაიძინებს,
ადრე გაეღვიძება. smile.gif

Posted by: fermina 24 Dec 2010, 15:15
ეს პატარა პიანინო ჩვენი რუსიკოსია
რა პატარა გოგოა და უკვე მუსიკოსია
smile.gif

ონკანიდან წყალი მოდის,
ატალახდა მთელი ეზო
სულ ყველაფერს ხედავ გია,
სულ ყველაფერს ხედავს რეზო,
ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან,
ხომ არაფერს აშავებენ -
მაინც დანაშაულია!

ეს ლექსი სხვათაშორის საკმაოდ შემეცნებითია, გულგრილობის "დანაშაულებრივ" შედეგებზე მოგვითხრობს smile.gif

Posted by: arazam 24 Dec 2010, 15:39
keto22
მეც მინდა ბასტი ბუბუს მუსიკები რაა

Posted by: Darlunia 24 Dec 2010, 15:57
მე მინდა მზიურზე ფილმი რომ არის, იმის სიმღერები, სუყველა, ანუ ეს ფილმი თუ იცით ვინმემ სად არის დამილინკეთ რაა.

Posted by: Take_Off 24 Dec 2010, 15:59
Darlunia
http://forum.ge/?f=16&showtopic=33590275

Posted by: Darlunia 24 Dec 2010, 16:01
Take_Off

გაიხარე შენ! დიდი მადლობა, დიდი ხანია ვეძებ 2kiss.gif
დავიტანჯე და დავტანჯე ჩემი შვილი დაუმთავრებელი სიმღერებით.

Posted by: Please choose a Username 27 Dec 2010, 15:43
upwave
QUOTE
ცა ვარსკვლავებს აციმციმებს,
წყნარი ღამე იქნება.
ის ვინც ადრე დაიძინებს,
ადრე გაეღვიძება.


ეს ლექსი ვისწავლეთ ეხლახანს,თან ზუსტად ანიზეა: )) ხშირად ვუმეორებ რომ ადრე ვინც დაიძინებს ადრე გაიღვიძებსთქოოო,ლექსის ხათრით მაინც დაიძინოს ადრე biggrin.gif biggrin.gif

პატარა და საყვარელი ლექსი: ))

გაიღვიძებს ენძელა,
გაიღვიძებს ია.
ამ სითბოს და სიხარულს
გაზაფხული ჰქვია.

Posted by: 8TQ8 27 Dec 2010, 19:32
QUOTE (LUCIANA @ 14 Jan 2008, 19:42 )
ფისუნია კატა,
მაგიდაზე ახტა ,
გადმოაგდო ვაზა ,
ბებო გააბრაზა.  biggrin.gif

ჩემი აზრით ეს ლექსი არის ყველაზე მარტივი და ბავშვი ადვილად ისწავლის დასაწყისისთვის.  yes.gif

უიიიიიი! ჩემი საყვარელი ლექსი იყო ეგ! თან ბოლოს "გააბრაზა"-ს ვამბობდი ძალიან გამოკვეთილად, ჯერ პაუზას ვიღებდი, ღრმა ჩასუნთქვა და მერე მთელი ეშხით: გააბაზა!!!!!!! biggrin.gif ("რ" შემთხვევით არ გამომრჩენია wink.gif)
ნუ კიდევ რა... დუმბაძის კრებული მქონდა საბავშვი ლექსების და რა ვიცი... თითქმის ყველა მიყვარდა, კიდევ ერთი იყო... არ მახსოვს ვისი sad.gif :კარადისკენგაქცევისდაწიგნებისგადმოყრისსმაილი:
* * *
უფ, ვიპოვე! ნუნუ ლაღიძის ყოფილა, ასე ქვია: "ჭიკ-ჭიკ ჭიკ-ჭიკ" biggrin.gif

აი რამდენიმე:

კატათაგვობანა

წრე შეუკრავთ ამ პატარებს,
თაგვი არის ლელა,
მე ვიქნები ფისუნია -
დაიძახა გელამ,
გელა ლელას დასაჭერად
გაეკიდა ხელად.
დარბის ლელა,
დასდევს გელა,
ჟრიამულობს ყველა,
ლელა ყვირის: - ფისუნიავ,
ვერ დამიჭერ, ვერა!


ზამთარი
თოვლის ფიფქი მოფრიალებს
ფრი... ფრი... ფრი...
ცის საცერი ხორხოშელას
როგორც ფქვილსა სცრის.
მოზუზუნებს ცივი ქარი,
ქრის ქრის ქრის...
და ბეღურა ჩვენს ღობეზე
აბუზული თრთის.


ზამთარი (ეს სხვა ზამთარია, არ აგერიოთ biggrin.gif )

თოვლის თექა დაუგია
მინდორსა და ველს,
დაიფარა ოღროჩოღრო,
ვეღარ ვხედავ გზებს.
ყველა სახლის სახურავზე
თოვლის ქუდი დევს...
ფისო ღუმელს ვერ შორდება
და მთელი დღე თვლემს.


ცუგო და ნუკრი

"ჰამ, ჰამ" - ცუგო-ჰამუნიამ
შეუყეფა ნუკრის,
დაუგლიჯა ბალახი და
ნუკრი ცუგოს უყრის.
მიაჩერდა ცუგო ნუკრის:
"რას შვრებაო?!" - უკვირს.

Posted by: upwave 27 Dec 2010, 22:31
Please choose a Username
QUOTE
ეს ლექსი ვისწავლეთ ეხლახანს,თან ზუსტად ანიზეა: )) ხშირად ვუმეორებ რომ ადრე ვინც დაიძინებს ადრე გაიღვიძებსთქოოო,ლექსის ხათრით მაინც დაიძინოს ადრე 

ჩემსას არც მაგან უშველა biggrin.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 22:36
ზღარბო ზღარბო ქაცვია ეს რა ქურქი გაცვია
დამაჩხვლიტეს ხელები მაგ ჩხუტურა ნემსებმა
ნეტავ შენი დედიკო როგორ გეალერსება?


დიდი თოვლი მოსულა
სპილო იცვამს ბოტებს
2 ბოტი არ ყოფნის
ოთხით მიაბოტებს.


ცემი პატარა დისშვილის რეპერტუარიდან smile.gif

Posted by: anuka2009 27 Dec 2010, 23:14
უსაყვარლესი სიმღერა smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=-ISkFzb4X3M

ისე საყვარლად აცეკვებდნენ ამაზე ანიმატორები love.gif

Posted by: Please choose a Username 17 Feb 2011, 14:02
დღეს ეს ლექსი ვისწავლეთ <3

მზე პირს იბანს,პირს იბანს
თხუნელა და ზღარბი,
-წი-წი-წი-წი - წიწილაც
წყაროსაკენ გარბის...
მარტო ჩვენ ღორს არა აქვს
სისუფთავის დარდი,
არც რცხვენია,ეზოში
მოთხუპნული დადის : )

Posted by: tikk_2 17 Feb 2011, 14:44
Kissie
QUOTE
აუ უნდა დავიზეპირო ახლა აქ რაც ლექსებია 


მეც ძაან თან. ზოგი ნაცნობია და ზოგიც უცნობი.
* * *
ფისო

ფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის
ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს,
თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა.
არა, ფისო, ჯერ არა ვარ შენისთანას
მნახველი, ამდენ ძილში, ჩემო
კარგო, სულ გაგიტყდა სახელი. იცი,
რა თქვეს შენზე გუშინ თემურიმ და
გოგიამ? - ასეთ კატას, ჩვენო ნანა,
სათაგური სჯობია.




Posted by: niniko09 31 May 2011, 21:03
კახას ლექსები უნდა დავწერო. თქვენი აზრი მაინტერესებს. საბავშვოს სულ ძალის ძალად ვაწერინებ, ძირითადად ,,სადიდოს" biggrin.gif წერს ხოლმე. ეს ორი საჭესთან იყო რომ დაწერა, უფრო სწორად, იმან თქვა და მე ჩავწერე! მალე კრებული უნდა გამოუცენ და საკმარისი ლექსები არ აქვს და ძალით ვართმევ პირიდან მაჯაგანით sa.gif

დედიკოს და მამიკოს
ებუზღუნა თამუნა,
ვერ ხედავთ, რომ უფალმა
ხატვის ნიჭი მარგუნა?!

აბა, ახლა სასწრაფოდ
საღებავი მაჩუქეთ,
ფურცლები და ფანქრები
მზესავით რომ აშუქებს.

მინდა, ნაზად ჩავხატო,
ჭრელა-ჭრულა პეპლები,
ია, ვარდი, ენძელა,
მოჭიკჭიკე მერცხლები.

ჩემი ქვეყნის ფირუზებს
და ზურმუხტებს ჩავქარგავ,
შვილებს შემოვუნახავ
განა კიდევ დავკარგავ?!

წამიყვანეთ სოფელში
ციხე-გოჯი მაჩვენეთ,
მუზა თუკი აფეთქდა
ვეღარც კი გამაჩერებთ.

ბებოს გაუხარდება,
გამომიცხობს ნაზუქებს,
გემრიელი კი არის,
მაგრამ ძლიერ მასუქებს.

მერე ბაბუს ჩავხატავ
რომ თევზაობს წყაროზე
და სულ მწყობრად დავაწყობ
ჩემს ნახატებს თაროზე.


პაწაწინა კუდრაჭები

პაწაწინა კუდრაჭები
თამაშობენ სკოლობანას,
თან ერთმანეთს ასწავლიან
აი იას, ანაბანას.

ლელა მასწავლებელია,
გიორგი კი შეგირდი,
ვისწავლიო აი იას, _
გუშინ შენ არ შემპირდი?

კი, ვისწავლე, ოღონდ ცოტა
გამოწერა მიჭირსო,
ყველანი ხომ ვერ ვიქნებით
შენისთანა ნიჭისო?!

ლელამ უთხრა: ცუღლუტობას
დაანებე თავიო,
თუ გინდა, რომ ჩვენ ორს შუა
ჩამოვარდეს ზავიო.

Posted by: Annabel 31 May 2011, 21:31
niniko09
მე საბავშვო ლექსებს ბავშვზე ვამოწმებ biggrin.gif ანუ თუ დააინტერესა და გამეორება სცადა, ე.ი. ლექსი ასრულებს თავის მისიას.
თქვენი ლექსების შემთხვევაში კი მეორე ლექსის ბოლო ორი სტროფი ჩამოარაკრაკა უცებ.
მე ვიყიდდი მსგავსი ლექსების კრებულს.


Posted by: blblbl 31 May 2011, 21:40
niniko09
ძაალიან აკრიაშენს მეურლეს გადაეცი განაგრძოს წერა smile.gif

Posted by: niniko09 1 Jun 2011, 00:14
blblbl
Annabel
დიდი მადლობა biggrin.gif ამას არ ვეჩხუბები სულ? საბავშვო ლექსები სხვა სპეციფიკის არისო და სხვანაირად იწერებაო და შემიკლა ხელში. არადა ზოგიერთი ისეთი მაგარი გამოუვიდა - ასე ძალის ძალად დაწერილი. დავდო აქ კიდე ერთი ორი თუ ზედმეტია უკვე? chups.gif

Posted by: blblbl 1 Jun 2011, 00:17
niniko09
დადე yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Please choose a Username 1 Jun 2011, 00:23
niniko09
რა საყვარელი ლექსებიააა: ))ანის წავუკითხავ ხვალ,დარწმუნებ ვარ მოეწონება და სწავლის სურვილსაც გამოთქვამს <3 : )Annabel
QUOTE
ნუ თუ დააინტერესა და გამეორება სცადა, ე.ი. ლექსი ასრულებს თავის მისიას.

yes.gif : )))

Posted by: niniko09 1 Jun 2011, 01:13
ლექსების ძირითადი ნაწილი გაბრიელს ეძღვნება. ჰმ, რატომღაც biggrin.gif

აი, დადგა შემოდგომა,
ოქტომბერი ხვავრიელი,
სოფლისაკენ მიიჩქარის
ცელქი ბიჭი გაბრიელი.

პაპა უნდა გაახაროს,
შეაშველოს მარჯვენა.
აბა, რა ბიჭი იქნება,
თავი თუ არ აჩვენა?!

სოფლის კოშკის ნანგრევებში
შემოიკრებს ძმაკაცებს,
ჩოკინაზეც შემოჯდება,
ურემთან რომ ბარბაცებს.

შემოირბენს ატმის ბაღებს,
აუხდება ოცნება,
რა ბიჭია გაბრიელი,
სულ მალე გამოჩნდება.

***

ღმერთმა სამშობლო მიკურთხოს

ირიჟრაჟა,
სულში, გულში
გამობრწყინდა აღდგომა.
მინდა ყველას მოგილოცოთ
გაზაფხულის დადგომა.

ღმერთმა სამშობლო მიკურთხოს
მადლიანი ლოცვითა,
მეც არასდროს დავღლილიყავ
მისი კალთის კოცნითა.

სულ მშვიდობა ყოფილიყოს
ცისარტყელა ღვთიური,
გაბრწყინებული გვენახოს
საქართველო მზიური.

ატმის კვირტის სურნელება
და მთაწმინდის თილისმა
მთელ ქვეყანას მოაფრქვიოს
ჩემმა ძველმა თბილისმა.

იქ, არაგვის შესართავთან
მტკვარი რომ დაგუბდება,
სვეტიცხოვლის დედაზარი
მძლავრად აგუგუნდება.

ბანს მისცემენ ზედაზნის და
ჯვრის მონასტრის თაღები,
საქართველოს სიყვარულით
მეც ჯვრით დავიდაღები.


* * *
ზედა პოსტის ლექსი სააღდგომოდ დაუწერა გაბრიელს საბავშვო ბაღის ზეიმისთვის შარშან. ჰოდა, დიდი ამბით წავედით, სახლში ვასწავლეთ, ასჯერ გავამეორებინეთ და რომ გამოაცხადეს, გაბრიელი იტყვის მამიკოს ლექსსო, დაიბნა, შეეშინდა თუ რა დაემართა არ ვიცი და ეს თამამი გაბრიელი ორი ფრაზით შემოიფარგლა.მეტი ხმა ვერ ამოვაღებინეთ. 1 წელი ვერ ვპატიობდით მერე lol.gif

ჩემი საყვარელი ლექსი:

სიმღერა საქართველოზე

უმანკო ხელით ჩაფრენია შენს მკერდს ბავშვობა,
და გადაიფრენს თეთრი მტრედი ზურმუხტ იალაღს,
შეგეგებება დარიალთან დედა ქართლისა,
და გადმოგაწვდის სიყვარულით სავსე ფიალას.

ციხე ხერთვისის, ქსანი, თმოგვი, ნაქალაქევი,
შენს ბასტიონზე ერთგულების დგანან თავდებად,
და სამთავისი, ერთაწმინდა, სვეტიცხოველი
ცად აზიდულნი აღმართულან უფლის ხატებად.

რამდენ დიდოსტატას უმერია შენი ზეცისთვის,
ანდა ლექსები არწივებად დაბადებულან,
უცხოტომელნი, უდაბნოს და კერპთა შვილები,
შენი კალთის ქვეშ წმიდანებად ამაღლებულან.

სულ სხვა ხიბლი გაქვს, სხვანაირი ხელით ნაძერწი
და ცისფერ თაღებს მოგიხატავს ფერისცვალება,
ყველა წყარო და მყინვარწვერი კალმით ნახატი,
მაგ შენს ცის ნაგლეჯ ბრწყინვალებას ენაცვალება.


Posted by: eslkids 7 Jun 2011, 00:02
მოგესალმებით,

მგონი მეტნაკლებად გვიცნობთ, ვინც არ გვიცნობთ, აგერ საიტიც www.eslkids.ge

თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვს – შეგვიფასეთ საიტი, მართალია ბოლომდე დამუშავებული არაა, ახლაც ვმუშობთ წვრილმანებზე, მაგრამ შენიშვნებს და რჩევებს გავითვალისწინებთ.
განსაკუთრებით მინდა გთხოვოთ ბლოგის შეფასება . ეს ბლოგი www.eslkids.ge/blog თქვენთვის იქმნება, აქ გვინდა თავი მოვუყაროთ ყველა იმ სასარგებლო რესურსს, რომელიც მშობელს, მასწავლებელს და თავად ბავშვს გაუადვილებს ინგლისური ენის დაუფლებას და არა სწავლას. ჩვენი მიზანია ბავშვი ინგლისურს, როგორც მეორე ენას ისე ფლობდეს. დღეს ეს ნამდვილად საჭიროა. გვექნება გაკვეთილები (ონლაინ). გვაქვს რუბრიკა ფსიქოლოგის რჩევები, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ. ESL სამყაროში – ამ მეთოდს გაეცნობით.
კიდევ, რამეს ხომ არ ისურვებდით? რა შენიშვნა თუ სურვილი გაქვთ?

პატივისცემით,

Posted by: eslkids 25 Aug 2011, 15:32
მოგესალმებით, http://eslkids.ge/blog აუცილებლად დაგაინტერესებთ, გთავაზობთ ინლისური ენის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში, სრულიად უფასოდ, ასევე სწავლსასა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს.
იმედი გვაქვს მოგეწონებათ,

პატივისცემით,

Posted by: kozet 11 Jan 2012, 12:05
ე.ი. მინდა გურული სიმღერა "იაო-უაო" smile.gif

Posted by: niniko09 11 Jan 2012, 12:22
აჩუ, აჩუ ჩემო ცხენო,
საით უნდა გაგაჭენო
ბებიასთან მივდივარ! - ეეეეს?
kozet
biggrin.gif

Posted by: arazam 11 Jan 2012, 12:43
blblbl
QUOTE
ძაალიან აკრიაშენს მეურლეს გადაეცი

ძალიან აკლია შენს მეუღლეს--წავიკითხე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: blblbl 11 Jan 2012, 12:47
arazam
იმ კომპსი ვერ ვწერ ხოლმე და იქიდან დავწერე ეტყობა lol.gif

Posted by: kozet 11 Jan 2012, 16:20
niniko09
QUOTE
აჩუ, აჩუ ჩემო ცხენო,
საით უნდა გაგაჭენო
ბებიასთან მივდივარ! - ეეეეს?

ხო ეგ biggrin.gif

Posted by: kopela 10 Feb 2012, 15:53
გამიწიე, მურია,
ძმური სამსახურია,
ჩემს მაგივრად შეჭამე
კარაქი და პურია.
და თუ ხვალაც შენ შეჭამ
ჩემს მაწონს და ქადასო,
მთელი დღე რომ გაწვალებს,
მე დაგიჭერ კატასო.

Posted by: algulga 17 Feb 2012, 20:52
მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს,

ჩემ შვილს აქვს ჩუტყვავილა
და მითხრა რომ მუსიკის მასწავლებელმა გვითხრა ბატონებს უნდა ვუმღეროთ სიმღერა და არ ვიცით რა სიმღერაა.

ტირის ვერ ვაჩერებ.
არადა ვიცი რომ ნერვიულობა არ შეიძლება .

ვინმემ მიშველეთ რა
კითხეთ ბებიებს, დედებს იქნებ იცოდნენ

ჩემებმა არ იციან

Posted by: Annabel 17 Feb 2012, 22:04
algulga
http://www.alazani.ge/folkloruli-ansambli-Phazisi-Batonebo-simgeris-teqsti-sng533.html?qartuli-folklori

ეს ჩაურთე აბა.
ცისფერი ტრიოც მღეროდა მახსოვს.

კიდევ "იავნანა"–ში არის ბატონებზე სიმღერა.

Posted by: algulga 18 Feb 2012, 13:10
Annabel
QUOTE
algulga
http://www.alazani.ge/folkloruli-ansambli-...artuli-folklori

ეს ჩაურთე აბა.
ცისფერი ტრიოც მღეროდა მახსოვს.

კიდევ "იავნანა"–ში არის ბატონებზე სიმღერა.


ძალიან დიდი მადლობა

და კიდევ ეს ყოფილა

http://www.youtube.com/watch?v=5F3dRJa4170

Posted by: sosovika 19 Feb 2012, 09:22
დილა მშვიდობისა

-ჩიტო,ჩიტო,ნაცარა, ვის უგალობ, ვისა?
-შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა!
-მზეო,მზეო ცხრათვალა, ვის უცინი,ვისა?
-გაიღვიძე,პატარავ, დილა მშვიდობისა!
-პაწაწინა ყვავილო, რად გაშალე კვირტი?
- შენთვის მინდა,პატარავ, აბა დამაკვირდი!
-მეც ახლავე ავდგები, მეც დავიბან პირსა,
–ყველას მივესალმები: დილა მშვიდობისა!


კრუხი

ახლოს მისვლას არ დამაცლის,იკივლებს და იწივლებს,
თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს.
ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა!
ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა.
შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა.






ლიმონათი

დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი,
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთი ჭიქა ლიმონათი.
რამდენ წამალს ვსვამ და
ვყლაპავ მისი ეშხით
,მისი ხათრით,
თქვენ არ იცით,
რა კარგია გაზიანი ლიმონათი.

Posted by: ქინქლა 19 Feb 2012, 17:28

ჭიაყელა და ვაშლი

Vaso Guleuri
ვაშლში შეძვრა ჭიაყელა
- აქ მოვიწყობ ბინასო.
არც არავინ გამომაგდებს
და არც მომთხოვს ქირასო!

ოსტატი და ხელოსანი
არ ჰყავს საძიებელი...
გამოხრა და გამოჭამა
ერთი საძინებელი.

ერთიც – სტუმრის მისაღებად
უფრო დიდი ოთახი.
- იქნებ ვინმე მეწვიოს და
აქ გაჩერდეს ცოტა ხნით!

ჩაიზე რომ დამეწვიოს,
სასადილო ხომ მინდა!
მეგონა, რომ ერთი ვაშლი
ყველაფრისთვის მყოფნიდა.

როგორც ვატყობ, დამჭირდება
მოვამატო ფართობი.
აბაზანაც უნდა მქონდეს,
ცხელი წყლით და გათბობით!

მოვაშენებ ლოჯიას და
უფრო კაგრად ვიქნები!..
ამ დროს ქარმა ჭიაყელას
აურია ფიქრები.

ხე შეირხა. გაგონილა,
სამართალი ასეთი?
ვაშლიცა და ჭიაყელაც –
ხეს არ შერჩა არცერთი.



Posted by: Iris87 21 Feb 2012, 13:45
გამოცანები (სიმღერებია, მაგრამ ლექსადაც გამოდგება)

ზამთარში რო კანფეტივით
პირში უდევს თათი,
ბუზღუნა და დრუნჩა ცხოველს
რა ჰქვია და --- დათვი!

***
ტანად არის ჯუჯა ცხენი
გაგაოცებთ ღონით,
ბავშვებს ზურგით ასეირნებს
რა ჰქვია და --- პონი! smile.gif




Posted by: tamuska27 21 Feb 2012, 19:19
kozet
QUOTE
ე.ი. მინდა გურული სიმღერა "იაო-უაო"


http://www.youtube.com/watch?v=Pk0K7Acc6mE&feature=related

აჰაა შენ smile.gif

Posted by: xxx_boy 17 Mar 2012, 23:33
ასეთ თემას ვეძებდი და ვერ ვნახე...იმედია სწორად ვხსნი აქ..

დავდოთ ბავშვებს რა მუსიკებიც მოწონთ მხოლოდ ისინი,რამუსიკებზე იძინებენ,რა მუსიკები აყენებთ კარგ განწყობაზე...

გამოცდილებს უფრო გეცოდინებათ..

Posted by: my_love 17 Mar 2012, 23:41
http://www.youtube.com/watch?v=ea15NbUNvz8

გამოცდილი არ ვარ მაგრამ ბავშვობის ძილთან ეს ასოცირდება ჩემთვის smile.gif)

და კიდე რო ვერ ვიძინებდი ხოლმე დედა კლასიკას მირთავდა და ვიცოდი რო ყოველთვის საინტერესო სიზმარი უნდა დამსიზმრებოდა ..

Posted by: xxx_boy 17 Mar 2012, 23:45
my_love
სად ჩვენი და სად ახლანდელი ბავშვების ბავშვობა...



Posted by: tamo7779 17 Mar 2012, 23:48
ძილისწინ babyTV ვურთავ
......................................................

Posted by: eleven 18 Mar 2012, 01:06
მე ჩემსას ეს ჩავურთე რამდენჯერმე როცა გიჟივით მოძრაობდა, და გაჩერერდა http://www.youtube.com/watch?v=ta1NzqRiZ9U
ნუ ჩემი მუცელშია ოღონდ ჯერ biggrin.gif

Posted by: xxx_boy 19 Mar 2012, 20:46
http://fans.ge/pl_listen.php?action=6&artist=S2Vpa28gTWF0c3Vp&album=MjAwMSAtIERlZXAgQmx1ZQ==

ეს მუსიკებია კარგი/....


იაქტიურეთ ცოტა....

Posted by: ketketket 19 Mar 2012, 21:03
მე პირველ ბავშვზე სულ კლასიკას ვუსმენდი, ბეთჰოვენის სონატებს, ვაგნერს, შოპენს, ძალიან მოქმედებდა ბავშვზე და ისე უყვარს მუსიკა მეხვეწება დაკვრაზე მიმიყვანეო 4 წლისაა.ამ ორსულობაზეც ვცდილობ კლასიკას მოუსმინო ბეთჰოვენის 9 სიმფონიის მე 5 ნაწილი მიყვარს ძალიან კარაიანის შესრულებით საოცარიაა... მგონია რომ ყველაზე ჯანსაღი და სუფთა მუსიკაა ესაა.. თუმცა ისე ხშირადაც ვერ უსმენ მე სხვა რამეებსაც ვეპარები

Posted by: MovieStar 19 Mar 2012, 22:08
ჩემი ჭოხონელიძის იავნანაზე ითიშება მომენტალურად smile.gif ტფუი ტფუი ტფუი თვალი არ ეცეს biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 19 Mar 2012, 23:23
http://forum.ge/?showtopic=33913240&hl=დასაძინებელი

Posted by: l_i_l_u 20 Mar 2012, 11:03
GUMMY BEAR forever!!!!!!!!!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamuska27 22 Mar 2012, 16:10
xxx_boy
სადღაც აქ იყო თემა საბავშვო ლექსები და სიმღერები....
გაგიმართლა,რომ ჯერ არ მოუხურიათ ეს თემაbiggrin.gif
my_love
ჩვენი სსსრ ის ჯამინდელი ძილისპირული up.gif

ისე მე გან რომ მღერის ის უფრო მომწონს ვიდრე ამ გოგოს ნამღერი "ვაგონი" smile.gif

eleven
biggrin.gif ნახევრად ინდოელი მე მეჯდა მუცელში, მაგრამ ეგ არ ჩამირთავს biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=xbe-oIehMDM&feature=related
ამას ვასმენინებდიხოლმე smile.gif
* * *
xxx_boy
აი კეიკო დღემდე უყვარს ჩემ კაცას. მუცლიდანვე ვასმენინებდი თითქმის ყველა ალბომს....
ეს კარგი ლისტი დაგიდია

Posted by: niniko_022 22 Mar 2012, 16:19
QUOTE
GUMMY BEAR forever!!!!!!!!!!! 

ჩემიი შვილი შეყვარებულიაა love.gif love.gif


http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk
http://www.youtube.com/watch?v=mYnKlawa-iY
http://www.youtube.com/watch?v=4yHKX4wwKR0
http://www.youtube.com/watch?v=QIuM-g0_MyM
ესენი მე ამ საიტით მპ 3-ში გადავიყვანე წარამარა რო არ მეწვალ და ჩემსას მოსწონს
http://www.youtube-mp3.org/ka

Posted by: mocafe 24 Mar 2012, 01:04
ჩემი გიჟი გიჟდება ამ კლიპზეsmile.gif)))
http://www.youtube.com/watch?v=IU0FDkjdp4Y

Posted by: xatika 24 Mar 2012, 10:30
ჩემ ბარტყს ყველაზე მეტად ეს მოწონს
http://m.youtube.com/watch?v=gAioeWL1xaU ისეთი ლამაზი ანიმაციებია, მეც შემიყვარდა gigglebellies

Posted by: Tak 14 Apr 2012, 14:04
აბა გოგოებო, რა ასაკის ბავშვებს რა სიმღერები მოწონს, გავაკეთოთ ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ა.შ. ფლეილისთები, მე მაგალითად მანქანაში მაინტერესებს რეები ჩავწერო... smile.gif

სანდროს ჯერჯერობით უყვარს კრიჭიკრიჭი, ჩემო პატარა გუგულო, თუთუთუ, გოგი დოლიძის "გამახარე" და კიდევ პაროლეეე smile.gif))

Posted by: nikmaik 14 Apr 2012, 14:40
ნატო მეტონიძის და ბასტი ბუბუს თუ თუ თუ უყვარს მერიკუნას
ცეკვავს და მღერის(თავისებურად) biggrin.gif

Posted by: Clown 14 Apr 2012, 14:57
ეიბისი სონგ, კრიჭიკრიჭი, რატომ ბზუი ფუტკარო, მზის სიმღერა, საქათმეში შეპარულა მელა, პი პი მოდის ავტო, იაო უაო, ციცინათელა

Posted by: დოლორეს 14 Apr 2012, 19:25
QUOTE
ამ ორსულობაზეც ვცდილობ კლასიკას მოუსმინო ბეთჰოვენის 9 სიმფონიის მე 5 ნაწილი მიყვარს ძალიან კარაიანის შესრულებით საოცარიაა... მგონია რომ ყველაზე ჯანსაღი და სუფთა მუსიკაა ესაა.. თუმცა ისე ხშირადაც ვერ უსმენ მე სხვა რამეებსაც ვეპარები

help.gif
დედის მუსიკალური გემოვნება ასე მნიშვნელოვანი თუ იყო არ ვიცოდი ნამდვილად.ჩემი საყვარელი ჟანრი ბავშვისთვის კი არა ზრდასრულისთვისაცაა ზოგჯერ აკრძალული user.gif


ისე სახლში ძირითადად კლასიკური ჯაზია ხოლმე ჩართული და ალბათ ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს ხო მუცლადმყოფი არსების ნერვულ სისტემაზე? rolleyes.gif

Posted by: blblbl 14 Apr 2012, 20:05
დოლორეს
QUOTE
ისე სახლში ძირითადად კლასიკური ჯაზია ხოლმე ჩართული და ალბათ ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს ხო მუცლადმყოფი არსების ნერვულ სისტემაზე

არა რა თქმა უნდა,ბავშვს სიამოვნებს როცა დედა ნასიამოვნები და ბედნიერია შენ იმ მუსისიკიტ თუ იღებ სიამოვნებას ბავშვიც ნასიამოვნებია biggrin.gif

Posted by: khatia88 14 Apr 2012, 22:23
აი ჩემი შვილი რა სიმღერაზე იძინებს ყველაზე კარგად. პრინციპში ეს კი არა, ჩემზე გადასარევად მოქმედებს smile.gif)




თუმცა ჩემი ყროყინი მაინც ყველაფერს ურჩევნია. gigi.gif

Posted by: Vivo per Lei 15 Apr 2012, 00:49
მთელი ორსულობა კლასიკურ მუსიკას, საგალობლებს, ხალხურებს ვუსმენდი, ვეწეოდი შემეცნებით ცხოვრებას, ვკითხულობდი ხმამაღლა წიგნებს.
ჩემი შვილი რომ დაიბადა განზ ენ როუზისზე იძინებდა, პინკ ფლოიდებს პირდაფჩენილი უყურებდა და აღარ მოვყვები...
წიგნი დასანახავად სძულდა აქამდე, როგორ შევაყვარესავით, ჩემი გამკვირვებია, 4 წლის არის უკვე და.. ისევ გაგრძელება მეზარებაbiggrin.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:38
აფ--------------------------------------

Posted by: T@K 7 Nov 2012, 20:54
ეს თემა უნდა ამოვწიო love.gif



.............................

Posted by: november777 19 Nov 2012, 20:31
ღრუტუნიას ცხელოდა,
ვერ იშოვა მარაო,
შეეცოდა ...........
კუდით დაეხმარაო.

ვის შეეცოდა? ჩემი შვილი ფასასას ამბობს და მოგვიწყო სახლში ეკივოკი. ვინ იცის ეს ლექსი? biggrin.gif

Posted by: chaPPek 20 Nov 2012, 10:36
november777

ფარშევანგს? spy.gif

Posted by: Princess 20 Nov 2012, 10:48
november777
ჩიტუნას biggrin.gif

chaPPek
QUOTE
ფარშევანგს?

))))))

Posted by: chaPPek 20 Nov 2012, 10:59
Princess

ფასასა ფარშევანგს მივამსგავსე, როგორც წესი პირველ მარცვალს სწორად იმახსოვრებენ ხოლმე biggrin.gif

Posted by: Princess 20 Nov 2012, 13:02
chaPPek
QUOTE
ფასასა ფარშევანგს მივამსგავსე, როგორც წესი პირველ მარცვალს სწორად იმახსოვრებენ ხოლმე 


იყოს ფასასა რა მოხდა biggrin.gif

Posted by: november777 20 Nov 2012, 14:02
chaPPek
Princess
:DDDD იგიჟებს თავს ფარშევანგი არააო smile.gif ფარშევანგს ფაშალანგს ეძახის smile.gif))) ვიკითხავ დღეს ბაღში, მეც ფარშევანგს ვფიქრობ. ალბათ ძალით ამახინჯებს. იცის ხოლმე ასე biggrin.gif

Posted by: ninitini 24 Nov 2012, 11:08
თინის ერთი სიტყვა თუ ვუთხარით ამაზე ლექსი იციო?
დგას და ყვება რაღაცას თითქოს რითმავს კიდეც, თუ კარგად არ მოუსმინე იფიქრებ რომ ლექსი მოგიყვა, სინამდვლეში კი რაღაც სისულელეებს ყვება biggrin.gif biggrin.gif
მამა მოატყუა ამას წინათ ლექსების წიგნი ეჭირა და ყველა ნახატზე ყვებოდა ვითომ ლექსს. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ერთი ლექსიი ამოიჩემა განსაკუთებით, თავისი მოგონილია ესეც:

თოვლის პაპა მოვიდა
მოიტანა საჩუქრები
სად მიდიხარ დედიკო,
მალე მოვა დედიკო..

თვითონ ხომ ყვება და ბაღშიც ასწავლა ბავშვებს
lol.gif lol.gif

Posted by: niin_nii 27 Nov 2012, 17:52
Princess
იქნებ ესეა:
შეეცოდა ფისოს და კუდით დაეხმარაო smile.gif biggrin.gif

Posted by: areshidze 20 Dec 2012, 21:39
love.gif



http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk

Posted by: იასამანი 4 Feb 2013, 13:55
. . .

Posted by: ich-liebe-ihn 16 Feb 2013, 14:10
merkantil
QUOTE
ისე ბევრია ეს დაკვლა, მუცლის გაფატვრა და მსგავსი რაღაცეები ქართულ ხალხურ ზღაპრებში.


არამარტო ქართულში smile.gif

Posted by: komisia 27 Apr 2013, 01:25
აუ ამის გაგრძელება არავის გახსოვთ?

ცამპა-ცუმპა პამპარი,
თაგვებს მიაქვთ ლამპარი:
დავდგამ სახლის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.

წინ შემოხვდათ ვირთხა,
და თაგუნებს ჰკითხა:
-ეს რა მიგაქვს თაგუნა?
ბედმა ეს რა გარგუნა?

ძალიან მიყვარდა ეს ლექსი, მაგრამ დამაკვიწყდა baby.gif user.gif

Posted by: ტაბუ 1 May 2013, 13:51
komisia

თაგუნა და ლამპარი
იყო კუდაბზეკია,
მეტიჩარა თაგუნა,
მოდიოდა სიმღერით:
- ბედმა ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
წინ შემოხვდა ვირთხა
და თაგუნას ჰკითხა:
-ეს რა მიგაქვს თაგუნა?
- ძია ბედმა მარგუნა.
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
ვირთხამ გადიხარხარა:
- ეგ არა ჰქნა, პატარავ,
დაგიდგება თვალები,
არ ჰქნა, გენაცვალები.
გზა განაგრძო თაგუნამ.
- ბედმა, ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
საღამო ხანს სოროში
ლამპა დგას და ანათებს
და ლამპარის გარშემო
ბუქნა-ცეკვა გამართეს.
თაგვებს ბედმა უმტყუნა,
გაჩნდა ფისო კრუტუნა,
თათი მაღლა ასწია,
ატყდა გაწამაწია.
ფისომ თაგვი ნაცარა
სადღაც წააცანცალა…
არ ერწმუნა წრუწუნა
ბიძამისის სიმართლეს…
იმის შემდეგ თაგვები
გაურბიან სინათლეს.
ახლაც იქ დგას ლამპარი...
გაგვითავდა ზღაპარი.

პ.ს. ვენაცვალე გუგული დეიდას:
https://www.google.com/search?q=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%2C+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91+%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90&rls=com.microsoft:en-US&ie=UTF-8&oe=UTF-8&startIndex=&startPage=1
http://libofund.blogspot.com/2010_08_01_archive.html

Posted by: algulga 2 May 2013, 14:20
დედაჩემის ლექსები smile.gif
http://kids.ge/poesy-authors?author=%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

Posted by: komisia 6 May 2013, 23:05
QUOTE (ტაბუ @ 1 May 2013, 12:51 )
komisia

თაგუნა და ლამპარი
იყო კუდაბზეკია,
მეტიჩარა თაგუნა,
მოდიოდა სიმღერით:
- ბედმა ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
წინ შემოხვდა ვირთხა
და თაგუნას ჰკითხა:
-ეს რა მიგაქვს თაგუნა?
- ძია ბედმა მარგუნა.
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
ვირთხამ გადიხარხარა:
- ეგ არა ჰქნა, პატარავ,
დაგიდგება თვალები,
არ ჰქნა, გენაცვალები.
გზა განაგრძო თაგუნამ.
- ბედმა, ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
საღამო ხანს სოროში
ლამპა დგას და ანათებს
და ლამპარის გარშემო
ბუქნა-ცეკვა გამართეს.
თაგვებს ბედმა უმტყუნა,
გაჩნდა ფისო კრუტუნა,
თათი მაღლა ასწია,
ატყდა გაწამაწია.
ფისომ თაგვი ნაცარა
სადღაც წააცანცალა…
არ ერწმუნა წრუწუნა
ბიძამისის სიმართლეს…
იმის შემდეგ თაგვები
გაურბიან სინათლეს.
ახლაც იქ დგას ლამპარი...
გაგვითავდა ზღაპარი.

პ.ს. ვენაცვალე გუგული დეიდას:
https://www.google.com/search?q=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%2C+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91+%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90&rls=com.microsoft:en-US&ie=UTF-8&oe=UTF-8&startIndex=&startPage=1
http://libofund.blogspot.com/2010_08_01_archive.html

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუ 2kiss.gif

წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამიხარდა jump.gif შენ გაიხარე smile.gif

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Special_1 14 May 2013, 09:43
იცით რომელ სიმღერის ტექსტს ვეძებ? მუსიკის განგებიდან გადმოქართულებული რომ არის
დო ერთია დო პირველია
რე ნოტია მეორე

და მერე არ მახსოვს... იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Cecy Elliott 14 May 2013, 10:34
რამდენი წიგნიც არ ვნახე საბავშვო ლექსების დუმბაძის კრებულთან ვერცერთი ვერ მივა... არის წიგნები სადაც ერთი ორი ლექსი არაუშავს, დანარჩენები კი მხოლოდ რითმისა და სიტყვების ხროვაა... აი დუმბაძIს ლექსები კი შედევრია... smile.gif
ჩემი ბავშვობისდროინდელი ნაკრები მაქვს, საკმაოდ ბევრი ლექსია შეტანილი, ისე მიყვარდა მეც და ჩემმა გოგომაც სულ ზეპირად იცის იმხელა ლექსები..

Posted by: მარიამი 14 May 2013, 11:41
ჯანსუღ ჩარკვიანის (მგონი) "ბატონი ბატინი და ქალბატონი ბატისინა" მიყვარდა ბავშვობაში. ბიძაშვილმა დამიკარგა წიგნი და მას მერე ვერსაც ვპოულობ ამ ლექსს. ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: ტაბუ 20 May 2013, 17:43
Special_1
QUOTE
დო ერთია დო პირველია
რე ნოტია მეორე
"სი, ამით ვთქვათ სალამი,
ფა, შენც გაიმეორე,
სოლ, ჩვენ ვსწავლობთ გზა და გზა,
ლა, სიმღერით გავა დრო,
სი, ასრულებს გამას და
მერე ისევ მოდის დო"
smile.gif
ხო და კიდევ ეს სიტყვებიც:
"დო, სოლ, ლა, ფა, მი, დო, რე,
დო, სოლ, ლა, სი, დო, რე, დო;
სიმღერა რომ იცოდე,
ნოტებს უნდა იცნობდე"

ძალიან კარგი მიუზიკლი გამოუვიდათ (ქართულ ვერსიას ვგულისხმობ), სხვათა შორის smile.gif


მარიამი
QUOTE
ბატონი ბატინი და ქალბატონი ბატისინა
საჯარო ბიბლიოთეკაში ჰქონიათ. თუ მარტო ერთი ლექსი გინდა, მიდი და გადაწერე smile.gif
მე ერთი საბავშვო მოთხრობის წასაკითხად მივსულვარ საჯაროში wink.gif

Posted by: მარიამი 20 May 2013, 18:00
ტაბუ
მადლობა.
საჯარომდე თუ მივაღწიე, იქ ქსეროქსიც უნდა ჰქონდეთ და გადავიღებდი.

Posted by: ტაბუ 20 May 2013, 18:12
მარიამი
კი, აქვთ ქსეროქსიც. საშვის აღება უფასოა და ფოტოსაც (უფასოდ) ადგილზე გიღებენ. პირადობის მოწმობა დაგჭირდება მხოლოდ.

Posted by: Marronnier 27 Dec 2014, 04:34
გადავწყვიტე მაინც დამეპოსტა, მივფიქსირდები ამ თემაში.
მილიონჯერ მექნება გადაკითხული user.gif
ძალიან ძალიან მიყვარს ეს თემა, სითბო და იმედია.
love.gif

დაგიტოვებთ ამას.
მიყვარხართ.
cry.gif
love.gif


Posted by: nino25 25 Jan 2015, 11:15
ძალიან კარგი თემაა.ბავშობაში დამაბრუნა smile.gif

Posted by: bastuka 25 Jan 2015, 12:34
Marronnier

ძალიან საყვარლები არიან პატარა მეტიჩრები... love.gif

ბევრი ლექსი ამოვიწერე აქედან და ვუკითხავ ჩემს პატარას.. smile.gif

Posted by: მზე 28 Sep 2019, 22:55
აუ რა კარგი თემაა love.gif

რო მეგონა რო ყველა საბავშვო ლექსი უკვე ლამის ზეპირად ვიცი, არ ყოფილა მართალი biggrin.gif

QUOTE
მზეო, მზეო ცხრათვალავ,
ვის უცინი, ვისა?
შენ გიცინი პატარავ
დილა მშვიდობისა.

ეს არც ერთ წიგნში არ შენხვედრია არადა როგორ მიყვააარს love.gif

Posted by: POKERISBLUFF 22 Oct 2019, 05:30
QUOTE (ტაბუ @ 1 May 2013, 14:51 )
komisia

თაგუნა და ლამპარი
იყო კუდაბზეკია,
მეტიჩარა თაგუნა,
მოდიოდა სიმღერით:
- ბედმა ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
წინ შემოხვდა ვირთხა
და თაგუნას ჰკითხა:
-ეს რა მიგაქვს თაგუნა?
- ძია ბედმა მარგუნა.
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
ვირთხამ გადიხარხარა:
- ეგ არა ჰქნა, პატარავ,
დაგიდგება თვალები,
არ ჰქნა, გენაცვალები.
გზა განაგრძო თაგუნამ.
- ბედმა, ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
საღამო ხანს სოროში
ლამპა დგას და ანათებს
და ლამპარის გარშემო
ბუქნა-ცეკვა გამართეს.
თაგვებს ბედმა უმტყუნა,
გაჩნდა ფისო კრუტუნა,
თათი მაღლა ასწია,
ატყდა გაწამაწია.
ფისომ თაგვი ნაცარა
სადღაც წააცანცალა…
არ ერწმუნა წრუწუნა
ბიძამისის სიმართლეს…
იმის შემდეგ თაგვები
გაურბიან სინათლეს.
ახლაც იქ დგას ლამპარი...
გაგვითავდა ზღაპარი.

პ.ს. ვენაცვალე გუგული დეიდას:
https://www.google.com/search?q=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%2C+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91+%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90&rls=com.microsoft:en-US&ie=UTF-8&oe=UTF-8&startIndex=&startPage=1
http://libofund.blogspot.com/2010_08_01_archive.html

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ripsta 15 Nov 2019, 16:18
dryade
მიყვარხარ

Posted by: dryade 16 Nov 2019, 21:29
ripsta
მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ



Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:23
UP...............................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)