მოვიდა დრო, ეს თემა ზემოთ ამოიწიოს. ბოლოს და ბოლოს ზეგ დრაფტია
სემ ვინსენტია ახალი მწვრთნელი როგორც იცით. ვნახოთ, როგორ გაამართლებს. ისე დრაფთის workout-ებზე მაგრა იშრომა და ლამის ყველა პოტენციური რუქი ნახა საქმეში.
სავარაუდოდ მერვე ფიქად ეს 4 კანდიდატურაა: კორი ბრიუერი, ჯოუკიმ ნოა, ელ ტორნტონი და ტადიუს იანგი.
ჩემი აზრით ამ ოთხიდან საუკეთესო ბრიუერია და ალბათ მას ავიყვანთ, თუკი მინესოტა არ დაგვასწრებს. კორი სმოლ ფორვარდია და დაახლოებით ჯოშ სმიტის სტილის კალათბურთელია, აქვს მაღალი ვერტიკალური ნახტომი, დანქები, სთილები და ბლოკები. კარგი რეზერვი იქნება მობერებული ჯი-ფორსისთვის.
ნოა ეფექტური მძიმე ფორვარდ/ცენტრია. თან ჩემპიონიც გახდა და მოგებულის ფსიქოლოგია აქვს.
ოცდამეორე ფიქად სპლიტერი იქნებოდა საუკეთესო ფიქი, მაგრამ მას 1 წელი ევროპაში დარჩენა უწევს, შარლოტს კი ახლავე ჭირდება შევსება. ამიტომ ალბათ მაინც უფრო აფალოს, ტაკერს, ან მარკუს უილიამსს აიყვანენ.
ეს მხოლოდ მოსაზრებებია და შეიძლება, სულ სხვა სცენარით განვითარდეს დრაფტი.
ახლა workout-ების სურათების დადებას დავიწყებ და შემდეგ პოსტებში გავაგრძელებ.
ჯულიან რაიტი
ჯევერის კლიტენტონი ისვენებს
კლიტენტონი ისე მონდომებით ვარჯიშობდა, რომ ბოტასები დახია
კობი კარლს მწვრთნელის ასისტენტი დელი კარი ეთამაშება
ჯულიან რაიტი პრესას ესაუბრება
ჯეისონ სმიტი, შონ უილიამსი და ბრენდან რაიტი
ბრენდან რაიტი და ჩვენი მთავარი სკაუტი კობი უილიამსონი
ჯეისონ სმიტი, შონ უილიამსი და ბრენდან რაიტი
ბრენდან რაიტი
ი.ჯეი. დრეიტონი და კარლ ლენდრი