#50585727 · 18 May 2017, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოიცა, თქვენ გინდათ რომ პატმანმა თავისი პირით აღიაროს პირამიდაა ქნეტიო? საქართველოშიც პირამიდაა და ბანგლადეშშიც. ეგ რო პირამიდა არ იყოს მაშინ მხოლოდ ქვემოთა ორი კაცის მოყვანისთვის გადაუხდიდნენ ფულს. აი იმის ქვემოთ კი მხოლოდ გაყიდული პროდუქციის შემთხვევაში ერგებოდა საკომისიო. თუ ქსელური მარკეტინგია გამოდის რომ როჟამ ქვემოთ მარტო ორი კაციც რომ მიიყვანოს და იმ ორმა მილიონ-მილიონი საათი გაყიდოს მაინც მილიონერი უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა რომ ორი კაცი მიიყვანა. ბალანსი საერთოდ რაღა შუაშია აქ? თითო-თითო კაციც რომ მიიყვანონ თავის ქვემოთ და იმათ პროდუქცია გაყიდონ მაინც უნდა დაერიცხოთ ფული. მანდ მთავარია პროდუქცია გასაღდეს. გაყიდა პროდუქცია უნდა აიღოს საკომისიო. პლუს ამას ქსელური მარკეტინგის შემთხვევაში ჯობია შენ თვითონ გაყიდო საქონელი და არა შენ მიერ მიყვანილმა ხალხმა. აქ კიდე სულ ყველა საგზურიც რომ გაყიდოს სექტანტმა ### ვიჯეი კაპიკს არ ჩაურიცხავს. იმიტომ რომ გიჟი კი არაა. ძალიან კარგად იცის რომ მაგ სასწაულმოქმედ ბიო დისკს არავინ არ იყიდის და ფულსაც ვერ იშოვის. ამიტომ მხოლოდ მიყვანილ ხალხში იხდის ფულს და არა რამის გაყიდვაში. ### პატმანი რას ამბობს სულ არაა საინტერესო მთავარია რეალურად რა ხდება.
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders Condemn their spirits to everlasting fire Overwhelming infernal desire Crucify their vanity witch they so much admire
|