გილოცავთ მე-17 თემას!
გადავწყვიტე ისევ მე გამეხსნა ახალი თემა, როგორც წინა ორი თემის ტოპ მპოსტავს და 17 კგ დაკლებულს
-17 უკვე 1 წელზე მეტია რაც ვარ. არ მომიმატია. 2017 წლისთვის ვგეგმავ კლება განვაგრძო და ჩამოვიდე საოცნებო და იდეალურ წონაზე. არ მეზარება. პირიქით, საინტერესო გამოწვევაა. სანამ დათბება და დილით სირბილს შევძლებ, სავარჯიშო პარალონს ვიყიდი და სახლში დავიწყებ ვარჯიშს. პარალონი ნამდვილად შემმატებს მოტივაციას.
ჰო. 5–7კგ–ს დაკლებასთან ერთად სპორტულ ფორმაში ყოფნაცაა ჩემი მიზანი. Fit მინდა ვიყოდა
დაახლ. მსგავსი განწყობა მაქვს
თქვენ რამდენი კგ–ს დაკლება გაქვთ გეგმაში?
როგორ აპირებთ? რომელიმე მოკლევადიანი დიეტით? თუ კვების წესების სამუდამოდ შეცვლით?
მე კვების წესების შეცვლას ვანიჭებ უპირატესობას. საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც მუშაობს, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია ძალიან გინდოდეს. შედეგი იმდენად მაგარია, ღირს. მე ეს სირთულე დიდი ხანია გადავლახე. ახლა უბრალოდ კალორიების ხარჯვაზე უნდა ვიზრუნო.
(გამიხარდება, თუ ჯანსაღი, დიეტური და გემრიელი მენიუს იდეებს გამიზიარებთ თემაში. )
---------
რამდენიმე ლინკს ჩამოვწერ, რომლებიც თავის დროზე გამომადგა წონის კლების პროცესის სწორად დაგეგვაში.
1. იდეალური წონის კალკულატორი. შეამოწმეთ რამდენად ემთხვევა თქვენი წარმოდგენა თქვენს იდეალურ წონაზე რამდენიმე ცნობილ ფორმულას. ძნ ზუსტიც არაა, რადგან მხოლოდ სიმაღლით, სქესით და ასაკით გამოითვლება, მაგრამ ღირს ნახვა
http://www.calculator.net/ideal-weight-calculator.html#2. BMI კალკულატორი, სხეულის მასის ინდექსი. შეამოწმეთ, ხართ თუ არა ჭარბწონიანი და რამდენი კგ–ს დაკლება გჭირდებათ ნორმალური წონის მისაღწევად. არსებობს მოსაზრებები, რომ BMI კალკულატორი სულაც არ წარმოადგენს ჯანსაღი წონის კალკულატორს. თუმცა, ჭარბი–ნორმალური წონის განსაზღვრა მაინც შესაძლებელია.
https://www.nhlbi.nih.gov/health/educationa...BMI/bmicalc.htm3. BMR კალკულატორი, კალორიების ოდენობა, რომელსაც იმ შემთხვევაშიც კი დახარჯავთ დღის განმავლობაში, თუ მთელი დღე ლოგინში იწვებით და არაფერს გააკეთებთ. ან უბრალოდ იძინებთ.
http://www.bmi-calculator.net/bmr-calculator/4. თქვენი სქესის, ასაკის, სიმაღლის, ახლანდელი წონის, სასურველი წონისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით გამოთვლი კალორიების დღიური ნორმა, რომელიც გჭირდებათ დასაკლებად. შეგიძლიათ მიუთითოთ თარიღი, როდისთვის გინდათ უკვე სასურველ წონაზე იყოთ. მიყვარს ეს პროგრამა. საკმაოდ ზუსტია იმისთვის, რომ დაიხმაროთ დაგეგმვაში
https://www.verywell.com/how-many-calories-...-weight-34956595. იოგა ჯის კალკულატორი მომწონდა კალორიებს როცა ვაქცევდი ყურადღებას
http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=6386. google – ყველაფერს ვგუგავდი)) ვისაც ეზარება გრამობით თვლა და არც სასწორი აქვს, გუგლით თვალის ზომითაც გაიგებთ კალორიების რაოდენობას. მაგ. საშუალო ზომის ბანანს რამდენი კალორია აქვს. ასე გაზომვაც საკმარისია შედეგის მისაღებად!
ასევე, ბევრ საინტერესო სტატიას მიაგნებთ თუნდაც მარტივი წონის კლების გზების ძებნით: how to lose weight without dieting
7. stay motivated. რთული ამოცანაა
) "how i lost weight" ტიპის ვიდეოებიც კი შეიძლება დაგეხმაროთ საწყის ეტაპზე. დაძებნეთ იუთუბზე.
...
გიყვარდეთ თქვენი თავი წონის კლების პროცესშიც! და დაკლებამდეც, როცა დაგეგმვას იწყებთ.
სხვანაირად არაფერი გამოვა
წინა თემის ლინკი
ექსპრეს–დიეტა16წინა თემის ტოპ 5:gramatikikina 169
ninc_lfc 162
naniko1122 160
charliXL 94
पूर्णपणे 78