forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არის თუ არა მედიცინა მეცნიერება?, რა კრიტერიუმებს უნდა აყმაყოფილებდეს მეცნიერება?
 
არის თუ არა მედიცინა მეცნიერება?
-მეცნიერებაა! [ 8 ]  [40.00%]
-გამოყენებითი მეცნიერებაა [ 8 ]  [40.00%]
-ჯერ შორს არის მეცნიერებიდან [ 3 ]  [15.00%]
-ხელოვნებაა [ 1 ]  [5.00%]
Total Votes: 20
Guests cannot vote 
Tornike Alashvili
Iberi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5369
წევრი No.: 28213
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 5 Jul 2019, 09:54  #54923117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მაშასადამე რატომ გავხსენი ეს თემა.
პირველი მიზეზი - 30 წელია მედიცინაში ვმუშაობ და მივედი იმ აზრამდე ( 15 წლის წინ) , რომ მედიცინა ჯერ კიდევ შორს არის იმ დროიდან, რომ ჭეშმარიტი მეცნიერება ეწოდოს. არ აინტერესებს გამოყოს შესწავლის მთავარი საკითხები, კანოზომიერი კავშირები აღწეროს არ საკითხებთან დაკავშირებით. ეყდნობა კი სხვა კერძო მეცნიერებების მონაცემებს და კანონებს( ბიოლოგია,ფიზიოლოგია,ანატომია,პათანატომია,პატფიზიოლოგია ,ბიოქიმია,ბიოფიზიკა ...),ტექნიკის მიღწევებს, დაირქვა რა გამოყენებითი მეცნიერების სახელი, დაიბყრო პლანეტა. შეიჭრა იქაც, სადაც უძველესი ტრადიციული სამედიცინო კერები იყო. აკრიბა გარკვეულ მიღწევებთან ერთად უამრავი შეცდომებიც და იმხელა მონსტრი-ინერციული სისტემა გახდა,რომ უჭირს საკუთარი ვე შეცდომების აღიარება და გადალახვა( მაგალითად თითქოს ქოლისტერინი სისხლში და ათეროსკლეროზი სისხლის ძარღვების პირდაპირ კავშირშია ერთმანეთდან,ონკოლოგიაში-იაპონია და მალე უკვე გერმანიამ საერთო დინებას ,ტრადიციულ ონკოლოგიას, გადაუხვიენ და სხვა მრავალი) . თერაპიის საკითხში დაისახა მიზნად არა რადიკალური მკურნალობა ქრონიკული დაავადებების,არამედ მართვა და ტკივილის გაყუჩება. ეგრეთწოდებული სიმტომატიური თერაპია. მწვავე დაავადებების დროსაც ხდება ცალკეული სიმპტომების დათგუნვა, რაც პროცესების ქრონიზაციას უწყობს ხელს ან სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებში გადაყვანას.
ფარმაცევტულმა კომპანიებმა უზარმაზარი ბიზნესი გააწყვეს ამ გაუთავებელ პალიატიურ მკურნალობაზე, აკეთებენ სამეცნიერი კვლევების ფალსიფიცირებას და კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყავთ დარგი. ამ ტყვილების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 20 საუკუნის 70-თიან წლებში შეიმუშავეს მტკიცებულებითი მედიცინის მეთოდოლოგია.მაგრამ ჯერ კიდევ 90% ხმარებაში არსებული მედიკამენტები არ არის გატარებული ამ კვლევებში და რაც გატარდა იქაც 5% თუ დაამტკიცა ეფექტიურობა (და იგიც პალიატიური როგორც ზემოდ ავღნიშნედ) . მიუხედავად ამისა დარგმა უკვე დაირქვა მტკიცებულებითი მედიცინის სახელწოდება. რაც ასევე სადაოა,როგორც საერთოდ *მეცნიერული*. ბევრი ავტორები აღნიშნავს, რომ 70-თიან წლებში შემუშავებული მტკიცებულებითი მედიცინის მეთოდოლოგია გადახედვას საჭიროებს,ვინაიდან შეიცავს შეცდომებს( თითქოს პლაცებო-ეფექტის პროცენტი სტატიურია და არ იცვლება და სხვა) , არ ითვალისწინებს მრავალფაქტორულ დინამიურ კვლევებს და ა.შ.
მეორე მიზეზი- როდესაც ვესაუბრები ფიზიკის და მათემატიკის სპეციალისტებს, ჩემგან დამოუკიდებლივ გამოუთქვამთ აზრი(წერილობით არც მიძებნია),რომ მედიცინა ეყდნოვა ავტორიტარიზმს და შორს არის მეცნიერული მიდგომიდან.
მესამე იმასაც დავამატებდი,რომ 18-19 სააკუზეების ზღვარზე სამუილ ფრიდრიხ ჰანემანმა აღმოაჩინა თერაპიული კანონზომიერება, ანუ კანონზომიერი კავშირი პათოლოგიურ პროცესებს და მათ სპეციფიურად სამკურნალო სამკურნალო საშუალებებს შორის. ამ ფუნდამენტალური მედიცინის კანონის აღწერას და პრაქტიკაში გამოყენებას მოჰყვა კიდევ სხვა კანონების აღმოჩენა და ფორმულირება( ჰერინგის, ჰიპერმგრძნობელობის) . მაგრამ ეს მონოპოლისტად ქცეულ დანარჩენ მედიცინას არც კი ათოკებს , არ აიმტერესებს და იმდენად ჩაყვინა მან ბიოქიმიაში და მიკროსამყაროში,საერთოდ დაკარგა ორიენტირები,თუ რა ხდება მთლიანი ორგანიზმის დონეზე.
მოკლედ ცოტა არ იყვეს სასაცილო სიტუაციაა .
რომ არ ეხებოდეს ბავშვების ჯანმრთელობას და მსგავს საკითხებს. კარგი იუმორისტული წიგნის თემა იქნებოდა

This post has been edited by Tornike Alashvili on 5 Jul 2019, 09:58


--------------------
საქრთველო –ევრაზიის შუაგული, ოქროს კვეთაა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0162 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]