Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > დედა თუ

Posted by: sაlოmეa 21 Jan 2019, 16:16

21 საუკუნეშიც პრობლემაა საქართველოში ეს.

ქართველ კაცებს ხშირად უწევთ დედასა და ცოლს შორის "არჩევანის" გაკეთება.

ბევრი გოგოსგან გამიგია ქმარმა "ჩემი მხარე" დაიჭირა და ამას ამბობენ ძალიან ბედნიერები.

რატო უნდა სჭირდებოდეს ქმარს ასეთი პოზიციის დაფიქსირება.

რატომ ვერ ელევიან დედებს კაცები, ცოლის მოყვანის შემდეგაც?

რატომ უჭირთ სიტუაციის იმდგავრად წარმოართვა, რომ აარიდონ კონფლიქტს ეს ორი "დედა"? givi.gif

popcorn.gif

Posted by: Mazahacka 21 Jan 2019, 16:32
წადი ვინიგრედი მოხარშე

Posted by: K0lin 21 Jan 2019, 16:35
წადი ვინიგრედი მოხარშე.

----------

Posted by: sაlოmეa 21 Jan 2019, 16:37
წადი ვინიგრედი მოხარშე

----------------------

უი მე ვარ
lol.gif

Posted by: Anime-10 21 Jan 2019, 16:38
ვერ აარიდებსsmile.gif

ყოველთვის ვიქნები იმის მომხრე რომ წყვილმა უნდა იცხოვროს ცალკე
შეეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას
ასე რომ იქნება, არჩევანის წინაშეც არ დადგება საქმე
smile.gif

ყველა დედის სიყვარული შვილისადმი მცირე ეგოიზმითაა გაჟღენთილი როდესაც ასეთ საკითხს ეხება საქმე

უმჯობესია თავიდანვე დალაგდეს სიტუაცია ჩანასახშივე უნდა მოისპოს ეს პრობლემა, დედაც უნდა მიეჩვიოს შვილის ახალი ცხოვრების დაწყებას და შვილსაც ჰმართებს ამშემთხვევაში მეტი გონიერების გამოჩენა

კონკრეტული პასუხი ის იქნება რომ თუ წყვილს შორის დამოკიდებულება თბილია და მართ ერთმანეთი უყვართ აქ არანაირი არჩევანი არარსებობს,

თუ კი ცოლი იმნაირია და ანდაც ქმარი უწესო ცხოვრებით ცხოვრობს და ამას მშობელი ხედავს ბუნებრივია აქამდე მივიდეს საქმე.

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 16:39
sაlოmეa
QUOTE
რატომ ვერ ელევიან დედებს კაცები, ცოლის მოყვანის შემდეგაც?

უფრო დედები ვერ ელევიან შვილებს.
ჩვენთან სხვანაირი დედა-შვილობაა.
დედას ყველაფერი აქვს შეწირული შვილისთვის - ახალგაზრდობა, კარიერა, პირადი ცხოვრება...
და ხშირად ვერ ეგუებიან #1 ქალის სტატუსს რომ ართმევენ.
ერთ სახლში თუ ცხოვრობენ ხო საერთოდ...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 21 Jan 2019, 16:41
QUOTE (sაlოmეa @ 21 Jan 2019, 16:37 )
წადი ვინიგრედი მოხარშე

----------------------

უი მე ვარ
lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif

2kiss.gif
* * *
კაცს ცოლის მოყვანის დრო რომ დაუდგება, დედა უნდა გააციმბირონ ან დახვრიტონ, ბეზ სუდა ი სლედსტვია.. yes.gif chups.gif

1937 დედა.

Posted by: DORO 21 Jan 2019, 16:52
QUOTE
ბევრი გოგოსგან გამიგია ქმარმა "ჩემი მხარე" დაიჭირა და ამას ამბობენ ძალიან ბედნიერები.

რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს givi.gif

Posted by: LooLaa 21 Jan 2019, 16:53
~Annabelle°Haunting~
QUOTE
კაცს ცოლის მოყვანის დრო რომ დაუდგება, დედა უნდა გააციმბირონ ან დახვრიტონ, ბეზ სუდა ი სლედსტვია.. 

1937 დედა.

ჩემი ბიჭი როცა ცოლს მოიყვანს მაგ დროისთვის დედამიწაზე გლობალური დათბობა იქნება პიკზე, ციმბირი აღარ იარსებებს თავისი ამჟამინდელი სახით

გამოსავლის პოვნაზე დავდიოდი, ოღონდ წრეზე არა, სამკუთხედი იყო

smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 21 Jan 2019, 17:03
LooLaa

ეგ ჯერ დავხვრიტოთ და მერე გავაციმბიროთ, დამიჯერე, ვიცი რასაც გეუბნები. აპასნი ვინმეა.. მკვდარიც არ მოგასვენებს. user.gif

Posted by: LooLaa 21 Jan 2019, 17:07
LooLaa

ჩემი შვილის დედაზე ვამბობ mad.gif

Posted by: NinjaRacer 21 Jan 2019, 17:07
ბიჭის დედაზეა ლაპარაკი?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 21 Jan 2019, 17:14
QUOTE (LooLaa @ 21 Jan 2019, 17:07 )
LooLaa

ჩემი შვილის დედაზე ვამბობ mad.gif

უპს. gigi.gif სორი.. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tengiz@@ 21 Jan 2019, 17:14
sაlოmეa
უფულო კაცს თუ გაყვებოდითო იმ თემაში რო დამიპოსტე ხო გახსოვს რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს ვინ გაზრდისო
ბებია თუ ძიძაო
ხოდა ბებია იმ ბიჭის ვინ გამოდის კი იცი wink.gif
მარტო ცხოვრება შეიძლება უფრო კომფორტულია მაგრამ როცა დამხმარე გყავს ბიჭის დედა და ბავშვის აღზრდაში გეხმარება და საჭმელს აკეთებს და კიდევ სხვა რამე
შენთვის რამხელა შეღავათი გამოვიდოდი კი გეცოდინება

Posted by: karlsoni 21 Jan 2019, 17:19
QUOTE
დედა თუ, ცოლი

ლიმონათი. . . . . user.gif

Posted by: Mazahacka 21 Jan 2019, 17:20
LooLaa
QUOTE
ჩემი შვილის დედაზე ვამბობ

თუ ბებოზე?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 21 Jan 2019, 17:29
QUOTE (Mazahacka @ 21 Jan 2019, 17:20 )
LooLaa
QUOTE
ჩემი შვილის დედაზე ვამბობ

თუ ბებოზე?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ბებიებს შეეშვით.. mad.gif

.............

Posted by: kalekalebind 21 Jan 2019, 17:34
ცოტა და ბევრი

პატივისცემა

ცოტა და ბევრი

ღირსება

ცოტა და ბევრი

შეგნებულობა

ცოტა და ბევრი

პატიოსნება

არ არსებობს

ან ხარ იქ ან არ ხარ

ან იცი ეს ამბავი ან არ იცი

ან გამოგდის ან არა

5000 დოლარად იყიდები თუ 500 მილიონად ერთი პირშუშხაა ზუსტად

Posted by: Хельга 21 Jan 2019, 17:48
QUOTE (sაlოmეa @ 21 Jan 2019, 16:16 )

რატომ ვერ ელევიან დედებს კაცები

ფროიდ ტებე ვ პომოშჩ

Posted by: Mazahacka 21 Jan 2019, 17:50
~Annabelle°Haunting~
შენ არ გიცნობ და ვერ გაკადრებ მსგავს უხამსობებს მაპატიე sad.gif

Posted by: alesandra 21 Jan 2019, 19:20

QUOTE
ქართველ კაცებს ხშირად უწევთ დედასა და ცოლს შორის "არჩევანის" გაკეთება.

სინამდვილეში პრობლემა თვითონ კაცშია.
როცა ბიჭი იზრდება დედის აბსოლუტური დომინაციის პირობებში, ის ყოველთვის ჩავარდება ქალის(ქალების) გავლენის ქვეშ, რომლებიც მას შეხვდება ცხოვრებაში. არაცნობიერად ის ირჩევს კიდეც ისეთ ქალებს, რომლებიც დედის გავლენის საპირწონედ წარმოუდგენია. და ყველაზე თავისუფლად მაშინ გრძნობს თავს როცა ორი ქალი - დედა და ცოლი - ერთმანეთს ებრძვის მასზე გავლენის მოსაპოვებლად.

QUOTE
21 საუკუნეშიც პრობლემაა საქართველოში ეს.

სხვათა შორის არა მხოლოდ საქართველოშია ეგ პრობლემა.

Posted by: gen100 21 Jan 2019, 19:47
ჩემებთან 2 დღეზე მეტი რომ ვჩერდები მე მაგიჟებენ ხოლმე და ცოლს რაღას უზამენ. lol.gif

მამენტ ჩემ ჯინაზე შეიძლება იმას კარგად მოექცნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 3თვეში 2 დღეზე მეტხანს შანსი არაა ვერ გავჩერდები და ვერც ცოლს გავაჩერებ მაგათთან biggrin.gif

ვფიქრობ ყველას თავისი ადგილი თუ ეცოდინება კარგი იქნება. მე ცოლის მშობლების საქმეში არ ჩავერევი და ცოლი ჩემ მშობლების საქმეში ნუ ჩაერევა.

ნახვით კი მე არ დავაძალებ ჩემების ნახვას და ჯიგარი მშობლები თუარ ეყოლება ისიც ნუ დამაძალებს.

არამგონია ცოლთან ერთად საქართველოში ვიცხოვრო, ჩემი შვილები მაგ ჭაობ ქვეყანაში არმინდა გაიზარდნონ.

ასე რომ მე დაზღვეული ვარ მაგ პრობლებისგან biggrin.gif
alk.gif

Posted by: LooLaa 21 Jan 2019, 20:01
Mazahacka

ჩემთვის სულერთია.
შენ როგორც იტყვი.

Posted by: levaa 21 Jan 2019, 20:05
დაოჯახების მერე ცალკე უნდა გახვიდეთ რომ ოჯახის დიასახლისის ფუნქცია ცოლმა აIროს და იქ დედას უკვე აღარავინ ეკითხება

Posted by: Anime-10 21 Jan 2019, 20:18
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 21 Jan 2019, 16:41 )

* * *
კაცს ცოლის მოყვანის დრო რომ დაუდგება, დედა უნდა გააციმბირონ ან დახვრიტონ, ბეზ სუდა ი სლედსტვია.. yes.gif chups.gif

1937 დედა.

ვერ დაგეთანხმებიsmile.gif

არანაირი 1937 წელი

გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება

Posted by: lycan 21 Jan 2019, 21:25
sაlოmეa
QUOTE
დედა თუ, ცოლი

თავის ადგილი აქვს თითოეულ მათგანს მამაკაცის ცხოვრებაში და თუ მას ამის გამო პრობლემა ექმნება იქნებ დედის და ცოლის შეუგნებლობის ბრალია? იქნებ ისინი ვერ თმობენ და ვერ იოკებენ ამბიციებს - დიდი ალბათობით სისულელის გამო?
ვოტ

Posted by: aktrisa 21 Jan 2019, 21:30
ჩემი აზრით დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვთვლი რომ უნდა დაუთმოს მოედანი ცოლს.. და გაანალიზოს რომ შვილის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა მისი საყვარელი შვილის "კონკურენტად" . თუმცა ორივეს სხვადასხვა ადგილი უნდა ეკავოს, ეს უკანასკლელი კაცმა უნდა დაარეგულიროს

levaa
QUOTE
ცალკე

იდეალურია

Posted by: sაlოmეa 21 Jan 2019, 22:37
lycan
ლოგიკურია რომ ამ სამიდან რომელიმე ერთი შეუგნებელია
ან ორი
ან სამივე

იდეალურია ცალკე ცხოვრება
მარა
სამწუხაროდ ჩვენთან ეს კულტურა დიდი ხანი არ შემოვა
სხვადასხვა ფაქტირების გამო
ერთ-ერთი ფინანსების არ ქონაა

თენგო

მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამის კეთება მიწევს თვითონ
მაინც არ ვისურვებდი არც დედამისთან და არც დედაჩემთან ცხოვრებას
მირჩევნია სხვა რამეებზე გავაკეთო ეკონომია და გადავუხადო დამხმარე ქალს

ზოგი ისეთი დედამთილის
შვილს ურეკავს და ეკითხება მშიერი ხო არ ხარო

lol.gif

პს
დედის გაკეთებული კატლეტი რო ენატრება
იმ კაცებზეც დაწერეთ სამი ოთხი სიტყვა
დდდდ

Posted by: lycan 21 Jan 2019, 23:29
sაlოmეa
QUOTE
ლოგიკურია რომ ამ სამიდან რომელიმე ერთი შეუგნებელია
ან ორი
ან სამივე

კიბატონო, მამაკაცის დედიკოს კულტის არსებობა/არარსებობაში არარის მხოლოდ პრობლემა ამის თქმა მინდოდა smile.gif
QUOTE
ერთ-ერთი ფინანსების არ ქონაა

უმრავლეს შემთხვევასი ერთადერთი პრობლემაა ეგ.

QUOTE
დედის გაკეთებული კატლეტი რო ენატრება
იმ კაცებზეც დაწერეთ სამი ოთხი სიტყვა

ისიც ლოგიკურია მთელი ბავშვობა და ზოგ შემთხვევაში ზრდასრულობა რასაც ჭამდი და მიჩვეული იყავი ის მოგწონდეს და გენატრებოდეს. მე ვერ ვხედავ პრობლემას ამაში და ვერც იმაში თუ მეუღლე უკეთესს გააკეთებს ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად რეალისტი ხარ შენ და რამდენად ჯიუტი ან ნაკლებად რომ ეს აღიარო. )

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 00:48
QUOTE
დედა თუ, ცოლი

პირველ პოსტს თვალი გადავავლე და ვეცდები დავწერო ჩემი აზრი.

დედა არის აქსიომა, ა პრიორი მოცემულობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გვერდში მიდგას და არ მიმატოვებს.

ცოლი ასე არ იქნება, მიუხედავად იმისა რომ ვეყვარები. რა თქმა უნდა, ცოლთან ურთიერთობას დავაყენებ პირველ რიგში

Posted by: Sсооby 25 Jan 2019, 20:48
საყვარელი yes.gif

Posted by: Kandinskaia 26 Jan 2019, 02:45
ყველა დედა გიჟდება საკუთარ შვილზე, მაგრამ მე რაც შემხვედრია და მხვდება სულ მხოლოდ ბიჭების მიმართ აქვთ ეგოისტური სიყვარული და მართლა ბევრი მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ მაინც დღემდე ვერ მივმხდარვარ რა ფენომენთან გვაქვს საქმე :|
ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია გადაჭარბებული ეგოიზმი ბიჭი შვილის სიყვარულში და დიდი იმედი მაქვს, თუ ბიჭი მეყოლება ადეკვატური დედა ვიქნები...

Posted by: DORO 26 Jan 2019, 13:34
Kandinskaia
QUOTE
სულ მხოლოდ ბიჭების მიმართ აქვთ ეგოისტური სიყვარული და მართლა ბევრი მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ მაინც დღემდე ვერ მივმხდარვარ რა ფენომენთან გვაქვს საქმე :|

ბიჭი შვილის კულტია უბრალოდ .
იმ დროიდან ასეა და რაღა შეცვლის ახლა ..
ცოლებს ისღა დარჩენიათ ლავირება აითვისონ/გააუმჯობესონ biggrin.gif

არც კაცისთვისაა მარტივი დედიკოს ბიჭობასა და ცოლის მონობას შორის საშუალოს გამონახვა biggrin.gif

Posted by: გალე 26 Jan 2019, 13:42
QUOTE (sაlოmეa @ 21 Jan 2019, 16:16 )
21 საუკუნეშიც პრობლემაა საქართველოში ეს.

ქართველ კაცებს ხშირად უწევთ დედასა და ცოლს შორის "არჩევანის" გაკეთება.

ბევრი გოგოსგან გამიგია ქმარმა "ჩემი მხარე" დაიჭირა და ამას ამბობენ ძალიან ბედნიერები.

რატო უნდა სჭირდებოდეს ქმარს ასეთი პოზიციის დაფიქსირება.

რატომ ვერ ელევიან დედებს კაცები, ცოლის მოყვანის შემდეგაც?

რატომ უჭირთ სიტუაციის იმდგავრად წარმოართვა, რომ აარიდონ კონფლიქტს ეს ორი "დედა"? givi.gif

popcorn.gif

ორი ქალი. ერთ ოჯახში, რთული ამბავია...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 13:44
DORO
QUOTE
არც კაცისთვისაა მარტივი დედიკოს ბიჭობასა და ცოლის მონობას შორის საშუალოს გამონახვა 

არადა ძალიან მარტივია, კაცი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

ჩემმა ნათესავმა ცოლი რომ მოიყვანა, ცოლთან ერთად ცალკე ცხოვრების საშუალება არ ჰქონდა. პირველივე დღეს დასვა ცოლი და დედა და მშვიდად აუხსნა, რომ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს, რამე არაჯანსაღი განწყობა და "რძალ-დედამთილური" აურა თუ დახვდებოდა სახლში, არც კი დაიწყებდა მტყუან-მართალის გარჩევას და ორივესთან დაასრულებდა ურთიერთობას. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს ცოლმა და დედამ. იცოდნენ რომ სიტყვებს ჰაერზე არ ისროდა.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 13:48

ანუ შეიძლება ჰქონდათ ერთმანეთში კომფლიქტი, მაგრამ კაცი როდესაც მოდიოდა სახლში, ეს კომფლიქტი დროებით ჩერდებოდა...

მგონი არც მთლად სწორე გადაწყვეტილება აურჩევია...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 13:52
გალე

თუ რამე პრობლემა იყო, ქმრის მოსვლამდე გვარდებოდა ალბათ, ნუ შეგნებული გამოდგა ორივე, ესეც არის, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ არცერთს ჰქონოდა იმედი რომ მის "მხარეს" დადგებოდა ქმარი/შვილი.

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 13:55
~Annabelle°Haunting~
ასე ულტიმატუმებით საუბარი, მითუმეტეს ოჯახში ძალიან არასწორი მიდგომაა.
მე უფრო გამაღიზიანებდა ეგ და შეიძლება უმიზეზოდ მეჩხუბა givi.gif

Posted by: გალე 26 Jan 2019, 14:00
~Annabelle°Haunting~
QUOTE
თუ რამე პრობლემა იყო, ქმრის მოსვლამდე გვარდებოდა ალბათ, ნუ შეგნებული გამოდგა ორივე, ესეც არის, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ არცერთს ჰქონოდა იმედი რომ მის "მხარეს" დადგებოდა ქმარი/შვილი.

ან გვარდებოდა სამართლიანად და ან არა...
ერთერთი მისი საყვარელი ადამიანი იჩაგრებოდა შეიძლება..

ანუ აქ ვიღაცის ერთერთის მხარე დაიჭირო, არ არის სწორი. სიმართლის მხარე უნდა დაიჭირო. გადაწყვეტილება უნდა გამონახო რომ კომფლიქტი შეაჩერო...

Posted by: t-90 26 Jan 2019, 14:03
QUOTE (Kandinskaia @ 26 Jan 2019, 02:45 )
ყველა დედა გიჟდება საკუთარ შვილზე, მაგრამ მე რაც შემხვედრია და მხვდება სულ მხოლოდ ბიჭების მიმართ აქვთ ეგოისტური სიყვარული და მართლა ბევრი მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ მაინც დღემდე ვერ მივმხდარვარ რა ფენომენთან გვაქვს საქმე :|
ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია გადაჭარბებული ეგოიზმი ბიჭი შვილის სიყვარულში და დიდი იმედი მაქვს, თუ ბიჭი მეყოლება ადეკვატური დედა ვიქნები...

ოოო ეგ ძალიან საინტერესო მოვლენაა.
და საინტერესო ახსნაც აქვს.
ეს შეიძლება იყოს იოკასტას კომპლექსიც ანუ როცა დედა თავისი არასუბლიმირებული სექსუალური ენერგიის გამოცემას ცდილობს შვილზე გადაჭარბებული ზრუნვით.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 14:08
<casablanca>

ქაჯი არ იყო არცერთი, შეაბამისად წვრილმან კონფლიქტებში თვითონ გაერკვეოდნენ, მჩაგვრელი და ურჩხული არცერთი ყოფილა.

კაცის პოზიციიდან სწორია ჩემი აზრით, რადგან ქმართან მის დედაზე წუწუნი და პრეტენზიები, ყველაზე უაზრო და უმადური საქმეა ცოლისთვის, თუ არ უნდა ქალს დედამთილთან ცხოვრება მაშინ არც უნდა გაყვეს კაცს, რომელსაც ცალკე ბინა არ აქვს. ძირითადი უსიამოვნებები მაინც ყოფითი თემებით იწყება და ერთ სახლში ცხოვრების გამო.

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 14:14
~Annabelle°Haunting~
კი , შეგნებაზე ყველაფერი დამოკიდებული . ვერც ქმრის 'ტრაკიანი' საუბარი უშველიდა ქაჯებს.
მაგრამ თვითონ ფაქტი რომ წარმოვიდგინე ,ქმარი ან შვილი ასეთ რამეს მეუბნება . ანუ ულტიმატუმი იგრძნობა - (დავასრულებ ურთიერთობას .)
შეიძლება იმან სხვა სიტყვები უთხრა,შენ უბრალოდ აზრი გადმოეცი.
დრო უნდა კიდევ ყველაფერს. შეგუების დროს ცოლ-ქმარიც ძალიან უაზრობებზე კამათობს, მერე ხვდებიან რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი.

Posted by: H-8_Oil 26 Jan 2019, 14:15
.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 14:20
<casablanca>

რა თქმა უნდა შინაარსი გადმოვეცი, მე იქ არ ვყოფილვარ biggrin.gif , პატივს სცემდა დედასაც და ცოლსაც და სიტყვებიც და საუბრის ტონიც შესაფერისი იქნებოდა დარწმუნებული ვარ.

გამართლებაზეა მაინც საბოლოოდ, ზოგ დედას შეუძლია შვილის ოჯახი 3000 კმს სიშორიდანაც არ მოასვენოს.

ისეთებიც მინახავს დედამთილთან უკეთესი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, ვიდრე საკუთარ დედასთან.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 14:23
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ქაჯი არ იყო არცერთი, შეაბამისად წვრილმან კონფლიქტებში თვითონ გაერკვეოდნენ, მჩაგვრელი და ურჩხული არცერთი ყოფილა.

წვრილმანი თუ მსხვილი კომფლიქტი იყო, ეგ არც შენ იცი და არც მე...
QUOTE
კაცის პოზიციიდან სწორია ჩემი აზრით, რადგან ქმართან მის დედაზე წუწუნი და პრეტენზიები, ყველაზე უაზრო და უმადური საქმეა ცოლისთვის, თუ არ უნდა ქალს დედამთილთან ცხოვრება მაშინ არც უნდა გაყვეს კაცს, რომელსაც ცალკე ბინა არ აქვს. ძირითადი უსიამოვნებები მაინც ყოფითი თემებით იწყება და ერთ სახლში ცხოვრების გამო

რას ნიშნავს არ გაყვეს?! საიდან მოგაქვს ასეთი არგუმენტები?!
თუ გოგოს უყვარს ბიჭი და ბიჭს არ აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება, არ უნდა გაყვეს?! biggrin.gif
რომ გაყვეს და რატომ უნდა დაიჩაგროს ამ არგუმენტით "შენ იცოდი სადაც მოდიოდი". რატომ უნდა დაიჩაგროს ამ არგუმენტით?!
ან პირიქით. თუ ბიჭს არ აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება და მოიყვანა იმ სახლში სადაც დედა ცხოვრობს. დედა რატომ უნდა დაიჩაგროს გოგოს მეირ?!

საერთოდ შორს ხარ სამართლიანობსგან...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 14:26
გალე
QUOTE
ანუ აქ ვიღაცის ერთერთის მხარე დაიჭირო, არ არის სწორი. სიმართლის მხარე უნდა დაიჭირო. გადაწყვეტილება უნდა გამონახო რომ კომფლიქტი შეაჩერო...

მე კიდევ ვფიქრობ რომ ორ ზრდასრულ ქალს თუ ერთმანეთთან გარკვევა და პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად არ შეუძლია და მესამე პირის ჩარევას საჭიროებენ, არც ერთია მზად ცოლობისთვის და არც მეორე დედობისთვის.
* * *
გალე
QUOTE
თუ გოგოს უყვარს ბიჭი და ბიჭს არ აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება, არ უნდა გაყვეს?!

იმუშაოს ორივემ და იქირაონ სადმე გარეუბანში შედარებით იაფად. თუ არ უნდა ქმრის მშობლებთან ცხოვრება არ უნდა გაყვეს, სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ ექნებათ, ან ჩაისიძოს ბოლო-ბოლო, ამასაც არ მივესალმები მაგრამ..

Posted by: გალე 26 Jan 2019, 14:40
~Annabelle°Haunting~
QUOTE
მე კიდევ ვფიქრობ რომ ორ ზრდასრულ ქალს თუ ერთმანეთთან გარკვევა და პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და მესამე პირის ჩარევას საჭიროებენ, არც ერთია მზად ცოლობისთვის და არც მეორე დედობისთვის.

და ბიჭმა არ მოიყვანოს ცოლი?! biggrin.gif დაელოდოს როდის მოემზადებიან?! smile.gif
ისე შენ ისიც გეცოდინება როგორ შეამოწმოს მზად არიან თუ არა დედა და მისი საცოლე..

ყველას თავისი ტარაკნები ჰყავს თავში. ყველას თავმოყვარეობა გვაქვს და ყველას გვიყვარს საკუთარი თავი. ყველა ვიცავთ საკუთარ თავს და შეიძლება ვერც ვამჩნევდეთ იმას, რომ არ ვართ მართლები. ტვინია ეგრე მოწყობილი რო სხვადასხვა დამცავი ბარიერები აქვს აშენებული და მხოლოდ ფსიქოლოგს თუ შეუძლია დაგანახოს ეს ბარიერები.. თან 40 წელს ზევით რო არის გადაცილებული ადამიანი, უფრო რთულია რაიმე აუხსნა..

აი შენ მაგალითად ხო არ ხარ მართალი, მაგრამ თავგანწირვით იცავ შენს პოზიციას ჩემთან საუბარში..
მე მაქვს ის უნარი რო აგიხსნა და დავალაგო ყველაფერი, მაგრამ მე მინახავს როდესაც ორი ქალი კამათობს.. smile.gif
QUOTE
იმუშაოს ორივემ და იქირაონ სადმე გარეუბანში შედარებით იაფად. თუ არ უნდა ქმრის მშობლებთან ცხოვრება არ უნდა გაყვეს, სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ ექნებათ, ან ჩაისიძოს ბოლო-ბოლო, ამასაც არ მივესალმები მაგრამ..

მერე შვილი ეყოლებათ. შვილს ვინ უნდა მოუაროს?
ძალიან მარტივად უყურებ საკითხს..

ჩასიძების შემთხვევაში, შენი აზრით გოგოს დედა ადვილი ასატანი ობიექტი იქნება?! იქ უკვე ბიჭს ექნება პალაჟენია მოსაყვანი გოგოს დედასთან. ან იქედანაც წამოსვლა მოუწევთ და ან ბიჭმა უნდა იაროს დაჩაგრული. ჩასიძებულია ბოლოს და ბოლოს..

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 14:44
გალე
QUOTE
და ბიჭმა არ მოიყვანოს ცოლი?! დაელოდოს როდის მოემზადებიან?!

მოიყვანოს, უბრალოდ ის ორი უნდა დაყოს და იბატონოს biggrin.gif საკუთარი სიმშვიდისთვის.

QUOTE
აი შენ მაგალითად ხო არ ხარ მართალი,

მე ყოველთვის მართალი ვარ და კიდევ თუ დაწერ ამას, დაგარეპორტებ და ბანს დაგადებენ. biggrin.gif
* * *
გალე
QUOTE
მერე შვილი ეყოლებათ. შვილს ვინ უნდა მოუაროს?

შვილი უნდა გაზარდონ მშობლებმა.

როგორც ჩანს არასწორად გაიგე, ამოსავალი წერტილია ქალის სურვილი, თუ არ გინდა დედამთილთან ცხოვრება, ნუ გათხოვდები სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ გექნება, თუ გათხოვებაა პრიორიტეტული, მაშინ გათხოვდეს და მზად იყოს შესაძლო დისკომფორტისთვის. იმას კი არ ვამბობ არავინ უნდა დაოჯახდეს სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ ექნებათთქო.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 14:51
~Annabelle°Haunting~
QUOTE
მოიყვანოს, უბრალოდ ის ორი უნდა დაყოს და იბატონოს  საკუთარი სიმშვიდისთვის.

ერთი ლიდერი უნდა იყოს ოჯახში და ის ლიდერი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვინც არის ის უნდა იყოს. არ არის სავალდებულო ბიჭი იყოს ეს ლიდერი.
თუ გოგოა ბიჭზე ჭკვიანი, მაშინ გოგო უნდა იყოს. თუ დედაა, მაშინ დედა უნდა იყოს. უბრალოდ ლიდერი ვინც არის, ის უნდა სამართლიანობასაც უყურებდეს, რომ ოჯახში ვინმე არ დაიჩაგროს და ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც საჭიროა...
როგორი ლიდერიც ჰყავს ოჯახს, ისე წავა ოჯახის საქმეებიც.. smile.gif
როგორც წესი, ლიდერის უარყოფითი მხარეებიც ისახება ოჯახზე და დადებითის..
QUOTE
მე ყოველთვის მართალი ვარ და კიდევ თუ დაწერ ამას, დაგარეპორტებ და ბანს დაგადებენ.

მუქარა?! smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 14:55
გალე

კაცი უნდა იყოს ლიდერი, ურთიერთობაშიც და ოჯახშიც, სხვა შემთხვევაში ადრე თუ გვიან ან ურთიერთობა დაინგრევა და მხოლოდ ოჯახის ფასადი დარჩება, ან ოჯახიც ზედ მიჰყვება.

QUOTE
მუქარა?!

არა, მხოლოდ ხუმრობა. smile.gif

Posted by: გალე 26 Jan 2019, 15:00
~Annabelle°Haunting~
QUOTE
შვილი უნდა გაზარდონ მშობლებმა.

როგორ გაზარდოს თუ ორთავე მუშაობს?!
QUOTE
როგორც ჩანს არასწორად გაიგე, ამოსავალი წერტილია ქალის სურვილი, თუ არ გინდა დედამთილთან ცხოვრება, ნუ გათხოვდები სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ გექნება, თუ გათხოვებაა პრიორიტეტული, მაშინ გათხოვდეს და მზად იყოს შესაძლო დისკომფორტისთვის. იმას კი არ ვამბობ არავინ უნდა დაოჯახდეს სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ ექნებათთქო.

ხო და ვუბრუნდებით იმ საკითხს რომ შენმა მეგობარმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩემი შეხედულებით და გთხოვ ნუღარ წავალთ წრეზე და ისევ აღარ განვიხილით ის, რაც უკვე განვიხილეთ...
QUOTE
კაცი უნდა იყოს ლიდერი, ურთიერთობაშიც და ოჯახშიც, სხვა შემთხვევაში ადრე თუ გვიან ან ურთიერთობა დაინგრევა და მხოლოდ ოჯახის ფასადი დარჩება, ან ოჯახიც ზედ მიჰყვება.

მეც მაგ აზრზე ვიყავი ადრე, მაგრამ ახლა შემეცვალა შეხედულებები..
ყველაზე ჭკვიანი უნდა იყოს ოჯახის ლიდერი, რომ ოჯახი წინ წაიწიოს..

თუ მოქეიფე მამაა ოჯახის ლიდერი, რომელიც ადვილი მოსატყუებელია ხალხის მიერ, მაშინ ისე კარგად წავა ოჯახის საქმეებიც...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 15:04
გალე
QUOTE
გთხოვ ნუღარ წავალთ წრეზე და ისევ აღარ განვიხილით ის, რაც უკვე განვიხილეთ...

რახან ვერ შევთანხმდით, სხვა გზა არ არის.

QUOTE
თუ მოქეიფე მამაა ოჯახის ლიდერი, რომელიც ადვილი მოსატყუებელია

ასეთ კაცს ცოლი არ უნდა გაუჩერდეს, სამწყემსად შვილებიც საკმარისია.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 15:13
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რახან ვერ შევთანხმდით, სხვა გზა არ არის.

biggrin.gif
შეხე რა რთული ხასიათი გქონია. აი შენ და დედაჩემი რო ერთად ცხოვრობდეთ რას ლაპარაკობ კაცო?! ჰუუუუჰ... biggrin.gif

ანუ მაინც მეუბნები რომ მე მართალი ვარო და უბრალოდ ვერ შევთანხმდითო..

კარგი, გავაგრძელოთ საუბარი:
QUOTE
როგორც ჩანს არასწორად გაიგე, ამოსავალი წერტილია ქალის სურვილი, თუ არ გინდა დედამთილთან ცხოვრება, ნუ გათხოვდები სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ გექნება, თუ გათხოვებაა პრიორიტეტული, მაშინ გათხოვდეს და მზად იყოს შესაძლო დისკომფორტისთვის. იმას კი არ ვამბობ არავინ უნდა დაოჯახდეს სანამ ცალკე ცხოვრების საშუალება არ ექნებათთქო.

კარგი, მაშინ გოგოს უნდა გათხოვება და სხვა გამოსავალი არ აქვს. უნდა იცხოვროს დედამთილთან..
შენ ამბობ მზად იყოს შესაძლო დისკომფოტისთვისო. რატო როდესაც მეუღლეს(ოჯახის ლიდერს) შეუძLია ჩაერიოს და მოაგვაროს კომფლიქტი?
ამიხსენი რატომ..

ანუ მე ვამტყუნებ ოჯახის ლიდერს იმ გადაწყვეტილებაში რომელიც მიიღო...
QUOTE
ასეთ კაცს ცოლი არ უნდა გაუჩერდეს, სამწყემსად შვილებიც საკმარისია.

ყველა ქილას თავისი თავსახური აქვს..
უჩნდება ასეთ ხალხს ცოლები და ეგეც ფაქტია. მაშ ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა იყოს ლიდერი ოჯახში?
ყველაზე ჭკვიანი ვინც არის ის ხო?
ძირითადად ეგრეც ხდება. ბუნების კანონით ყველაზე ჭკვიანი ავტომატიურად ლიდერი ხდება...

შენ ამბობ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის ლიდერიო. მე გიმტკიცებ, რომ არ არის ეგრე. რა არგუმენტით გაამყარებ შენს შეხედულებას?
ძალიან ბევრ ოჯახში გოგოა ლიდერი და ეგრეც უნდა იყოს. სწორია ეგრე რადგან გოგო არის ყველაზე ჭკვიანი იმ ოჯახში. გენდერული თანასწორობაა დღეს საქართველოში. გოგო განა ვინმემ დანიშნა ლიდერად?! არა. ეს თავად ურთიერთობამ მოიტანა ისე, რომ ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა ლიდერობის პოზიციაზე. ბუნება შვრება ამას თავისით...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 15:21
გალე
QUOTE

შეხე რა რთული ხასიათი გქონია.

ვიცი, მითხრეს უკვე ამ კვირაში, ბევრჯერ biggrin.gif

(სად ხართ, მოდით givi.gif)

QUOTE
შენ და დედაჩემი რო ერთად ცხოვრობდეთ რას ლაპარაკობ . 

მე არ ვიცხოვრებ, არც დედამთილთან და არც რძალთან.

QUOTE
რატო როდესაც მეუღლეს(ოჯახის ლიდერს) შეუძLია ჩაერიოს და მოაგვაროს კომფლიქტი?
ამიხსენი რატომ..

იმოტომ რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ მსგავს კონფლიქტებზე და მათ მოგვარებაზე დახარჯო დრო, ნერვები და ენერგია.

QUOTE
ბუნების კანონით ყველაზე ჭკვიანი ავტომატიურად ლიდერი ხდება...

ბუნების კანონით ყველაზე ძლიერი ხდება ლიდერი, როცა ქალი კაცზე ძლიერია, ეს არის კატასტროფა და სტიქიური უბედურება ოჯახისთვის.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 15:30
~Annabelle°Haunting~
QUOTE
როცა ქალი კაცზე ძლიერია, ეს არის კატასტროფა და სტიქიური უბედურება ოჯახისთვის.

რატო?
QUOTE
იმოტომ რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ მსგავს კონფლიქტებზე და მათ მოგვარებაზე დახარჯო დრო, ნერვები და ენერგია.

ერთხელ როდესაც მოიყვან პალაჟენიას და დაულაგებ წესებს, რომელითაც უნდა იხელმძღვანელოს დედამაც და მეუღლემაც, ყველაფერი რიგზე იქნება..
ეს არ წაიღებს მთელ ცხოვებას..
QUOTE
მე არ ვიცხოვრებ, არც დედამთილთან და არც რძალთან.

შენი ცხოვრებაა და შენი გადაწყვეტილება..
არავის არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს..
QUOTE
ვიცი, მითხრეს უკვე ამ კვირაში, ბევრჯერ 

(სად ხართ, მოდით )

smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 15:41
გალე
QUOTE
ერთხელ როდესაც მოიყვან პალაჟენიას და დაულაგებ წესებს, რომელითაც უნდა იხელმძღვანელოს დედამაც და მეუღლემაც, ყველაფერი რიგზე იქნება..

ეს გააკეთა იმ ბიჭმა, სხვა კი არაფერი.

QUOTE
რატო?

იმიტომ რომ ყველა ქალს სჭირდება მასზე ძლიერი მამაკაცი, რომ ფსიქო-ემოციურად კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს თავი, სხვა შემთხვევაში ურევენ ხოლმე, ორიენტაციას კარგავენ ურთიერთობაში, ოჯახში და ზოგადად ცხოვრებაში.

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 15:49
გალე
დაუჯერე ანაბელს. კაცი უნდა იყოს ლიდერი . ეს უნდა იგრძნობოდეს შეყვარებულობის პერიოდიდან "დაჟე". ფსიქოლოგიური ლიდერობა და მოგვიანებით არანაკლებ მნივნელოვანია ფინანსურიც.
ოჯახში არის სფეროები სადაც ქალი უნდა იყოს გადამწყვეტი. მაგალითად სახლის მოწყობის და მოვლის რაღაც ასპექტები , სამზარეულოც თუნდაც , ბავშვის მოვლის საკითხები . ეს ქალში დევს ბუნებრივად.
მოკლედ კაცი ქმნის და ქალი ალამაზებს შექმნილს.

bis.gif

შვილებიც კი სხვანაირად უყურებენ არალიდერ და ლამის დაჩაჩანაკებულ მამას.
გაითვალისწინეთ ბიჭებო ეს.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 15:52
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ეს გააკეთა იმ ბიჭმა, სხვა კი არაფერი.

არა. ეს არ გაუკეთებია.
ვთქვი უკვე რომ დედამისსა და მის მეუღლეს შორის კომფლიქტი ხდებოდა. უბრალოდ მის დამოუკიდებლად..
ერთერთი ხო დაჩაგრული რჩება. ცოდოა. როგორ ვერ ხვდები, რომ ოჯახის ლიდერმა უნდა დაამშვიდოს კომფლიქტი და არა აარიდოს კომფლიკტს თავი..
QUOTE
იმიტომ რომ ყველა ქალს სჭირდება მასზე ძლიერი მამაკაცი, რომ ფსიქო-ემოციურად კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს თავი, სხვა შემთხვევაში ურევენ ხოლმე, ორიენტაციას კარგავენ ურთიერთობაში, ოჯახში და ზოგადად ცხოვრებაში.

რის საფუძველზე ამტკიცებ მაგას?
<casablanca>
QUOTE
დაუჯერე ანაბელს

რას ლაპარაკობ კაცო?! biggrin.gif
QUOTE
კაცი უნდა იყოს ლიდერი . ეს უნდა იგრძნობოდეს შეყვარებულობის პერიოდიდან "დაჟე". ფსიქოლოგიური ლიდერობა და მოგვიანებით არანაკლებ მნივნელოვანია ფინანსურიც.
ოჯახში არის სფეროები სადაც ქალი უნდა იყოს გადამწყვეტი. მაგალითად სახლის მოწყობის და მოვლის რაღაც ასპექტები , სამზარეულოც თუნდაც , ბავშვის მოვლის საკითხები . ეს ქალში დევს ბუნებრივად.
მოკლედ კაცი ქმნის და ქალი ალამაზებს შექმნილს.

შვილებიც კი სხვანაირად უყურებენ არალიდერ და ლამის დაჩაჩანაკებულ მამას.
გაითვალისწინეთ ბიჭებო ეს.

ანუ შენ ემხრობი იმ თეროიას, რომ კაცმა უნდა იპოვოს მასზე სუსტი ქალი და ქალმა მასზე ძლიერი კაცი...

კაცი თუ გამომზეებულია?! მასზე გამომზეებული ცოლი თუ ეყოლება, რა ოჯახი გამოვა მაქედან ერთი ამიხსენი და რა შვილები ეყოლებათ?

მსმენია კაცისგან მაგალითად, რომ ძლიერი ქალი მინდაო. მე გამომზეებული ვარო...

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 16:16
გალე
სუსტი და ძლიერი რა ასპექტში გააჩნია. ალბათ იცი რომ ქალები კაცებზე ძლიერები არიან ფსიქოლოგიურ ამბებში, ამტანობაში, გლოვაში, ტკივილშიც, მარტოობაშიც . ფიზიკური სიძლიერე კი 21-ე საუკუნეში აღარაა აქტუალური. მექანიზებულია სამყარო.
კაცი უნდა იყოს მიმართულების მიმცემი, უფრო შორს მხედველი, არამეწვრილმანე ( ქალები ხშირად დეტალებზე ვწრილმანდებით ), სიტუაციების და ადამიანების უკეთ შემფასებელი .
მოკლედ უფრო ჭკვიანი თუ არა , ცოლიც დონის მაინც აუცილებლად . აუცილებლად.

კონფლიქტია სწორი ფორმა .

Posted by: გალე 26 Jan 2019, 16:28
<casablanca>
QUOTE
სუსტი და ძლიერი რა ასპექტში გააჩნია. ალბათ იცი რომ ქალები კაცებზე ძლიერები არიან ფსიქოლოგიურ ამბებში, ამტანობაში, გლოვაში, ტკივილშიც, მარტოობაშიც . ფიზიკური სიძლიერე კი 21-ე საუკუნეში აღარაა აქტუალური. მექანიზებულია სამყარო.

მე არ მინახავს ქალი, რომელიც არის ჩემზე ძლიერი ფსიქოლოგიურ ამბებში, ამტანობაში, მარტოობის ატანაში. სხვა მამაკაცებზე ვერ დავდებ თავს...
გლოვას რაც შეეხება, ეგ არ არის ჩემი საქმე..
QUOTE
მოკლედ უფრო ჭკვიანი თუ არა , ცოლიც დონის მაინც აუცილებლად . აუცილებლად.

მე ვიცი ოჯახი, რომელშიც კაცი ძალიან გამომზეებულია და მეუღლე უარესი გამომზეებულია..
არაფერი კარგი არ ხდება მაგ ოჯახში...
უფრო მეტიც. ცუდი ხდება...
QUOTE
კაცი უნდა იყოს მიმართულების მიმცემი, უფრო შორს მხედველი, არამეწვრილმანე ( ქალები ხშირად დეტალებზე ვწრილმანდებით ), სიტუაციების და ადამიანების უკეთ შემფასებელი .

არ ვიცი ვინ როგორი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ორი ადამიანი უღლდება, ლიდერი იკვეთება ყოვლეთვის...

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 16:37
გალე
აი შენ ისეთი მოჯიუტო ტიპი ხარ, არამგონია ლიდერობა ვინმეს დაუთმო ოჯახში. დადებით შინაარსით ვამბობ war.gif

Posted by: გალე 26 Jan 2019, 16:50
<casablanca>
QUOTE
აი შენ ისეთი მოჯიუტო ტიპი ხარ, არამგონია ლიდერობა ვინმეს დაუთმო ოჯახში. დადებით შინაარსით ვამბობ

არამხოლოდ ოჯახში..
როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, იქ საუბარით და ურთიერთობით ეგრევე ვლინდება ლიდერი..
რაღაც ერთგვარი თამაში იწყება მაგ მომენტში. მომიგე მაგ თამაშში და შენი იყოს ლიდერობა, მაგრამ ძალიან ძალიან ძალიან გაიგიჭირდება დამიჯერე.. smile.gif

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 17:25
გალე
QUOTE
მომიგე მაგ თამაშში

მე არ დამრჩა ეგ შთაბეჭდილება. აქ უბრალოდ აზრების გაცვლაა.

წეღან დამეზარა დაწერა , მაგრამ უცებ დაგეთანხმე შენ თეორიაშიც. მერე გამახსენდა. ბებია-ბაბუას მაგალითზე ( დედის მხრიდან). ბებიაჩემი უფრო ჭკვიანი და მოაზროვნე ქალი იყო. ახლა რომ დავფიქრდი, მგონი ლიდერიც და მიმართულების მიმცემიც ეგ იყო, ოღონდ არ იგრძნობოდა გარეშესთვის.მშვენიერი ოჯახი ჰქონდათ. ოღონდ არავინ იცის ბებია როგორც ქალი რამდენად ბედნიერი იყო ამ დროს. იქნებ ამხელა ტვირთი არ უნდოდა. არაა მგონი ეგ ბუნებრივი ქალისთვის. შეიძლება ვცდები.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 17:45
გალე
QUOTE
ოჯახის ლიდერმა უნდა დაამშვიდოს კომფლიქტი და არა აარიდოს კომფლიკტს თავი..

ეს არ არის კონფლიქტისთვის თავის არიდება, ეს კონფლიქტის პრევენციაა. ომს თავს ვერ აარიდებ, საერთოდ არ უნდა დაუშვა ომის დაწყება.

QUOTE
რის საფუძველზე ამტკიცებ მაგას?

ცხოვრებაზე და ქალებზე დაკვირვების საფუძველზე.

Posted by: გალე 26 Jan 2019, 18:00
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ცხოვრებაზე და ქალებზე დაკვირვების საფუძველზე.

რავა მე შენზე ნაკლებ დაკვირვებებს ვაკეთებ?!
ეს არგუმენტად არ შეიძლება ჩაითვალოს და რაც იქნა დადგენილი მტკიცებულების გარეშე, მტკიცებულების გარეშე შეიძლება უარყოფილი იქნას..
QUOTE
ეს არ არის კონფლიქტისთვის თავის არიდება, ეს კონფლიქტის პრევენციაა. ომს თავს ვერ აარიდებ, საერთოდ არ უნდა დაუშვა ომის დაწყება.

პრევენცია მხოლოდ მის შემთხვევაში. ის აერიდა კონფლიქტს, მაგრამ კონფლიქტი არსებობს მაინც მის დამოუკიდებლად...
შენაც ხედავ ამას, მაგრამ არ გინდა რომ აღიარო უბრალოდ. გიჭირს ამის აღიერება ჩემთან საუბარში. ხასიათი გაქვს ეგეთი უბრალოდ..

მელ გიფსონს ვესაუბრები ბრეივ ჰართიდან.. smile.gif
<casablanca>
QUOTE
მე არ დამრჩა ეგ შთაბეჭდილება. აქ უბრალოდ აზრების გაცვლაა.

ხო. ცოცხლად ურთიერთობაში იგრძნობა ეს მომენტი..
QUOTE
წეღან დამეზარა დაწერა , მაგრამ უცებ დაგეთანხმე შენ თეორიაშიც. მერე გამახსენდა. ბებია-ბაბუას მაგალითზე ( დედის მხრიდან). ბებიაჩემი უფრო ჭკვიანი და მოაზროვნე ქალი იყო. ახლა რომ დავფიქრდი, მგონი ლიდერიც და მიმართულების მიმცემიც ეგ იყო, ოღონდ არ იგრძნობოდა გარეშესთვის.მშვენიერი ოჯახი ჰქონდათ. ოღონდ არავინ იცის ბებია როგორც ქალი რამდენად ბედნიერი იყო ამ დროს. იქნებ ამხელა ტვირთი არ უნდოდა. არაა მგონი ეგ ბუნებრივი ქალისთვის. შეიძლება ვცდები.

კარგი ლიდერია, ოჯახიც კარგია.. smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 18:12
გალე
QUOTE
რავა მე შენზე ნაკლებ დაკვირვებებს ვაკეთებ?!

რამდენი წლის ხარ?

QUOTE
მელ გიფსონს ვესაუბრები ბრეივ ჰართიდან

რას არ გაიგებ ადამიანი საკუთარ თავზე )))

Posted by: გალე 26 Jan 2019, 18:17
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რამდენი წლის ხარ?

29 წლის ვარ, მაგრამ ძალიან დაკვირვებული ვარ biggrin.gif ასე რომ ის არგუმენტი არ გაჭრის, რომ შენზე უფროსი ვარო.
მე შეიძლება 1 წელში იმდენ რაღAცას დავაკვირდე, რომ სხვამ ვერ დააკვირდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში... smile.gif
QUOTE
რას არ გაიგებ ადამიანი საკუთარ თავზე )))

biggrin.gif

Posted by: DustyKid 26 Jan 2019, 18:59
და თუ დედა არ გყავს და მამიდაა დაააბოტებს სახლში???????????

Posted by: DORO 26 Jan 2019, 20:27
~Annabelle°Haunting~
QUOTE
არადა ძალიან მარტივია, კაცი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

მოწოდების სიმაღლეზე ვისი გადმოსახედიდან გააჩნია ..

უბრალოდ უნდა გაგიმართლოს რომ ორივე მხარემ გაუგოს ერთმანეთს .
სხვანაირად ყველავარიანტში რომელიმე ერთ იარლიყს აირტყავ biggrin.gif

Posted by: LTC100 26 Jan 2019, 20:46
QUOTE
დედა , ცოლი

თუ საყვარელი? givi.gif

QUOTE
დედასა და ცოლს შორის "არჩევანის" გაკეთება.

ეს რაღაც სოფლურია აშკარად.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 20:47
LTC100
QUOTE
თუ საყვარელი?

ვისი?

givi.gif

Posted by: LTC100 26 Jan 2019, 21:17
~Annabelle°Haunting~

რა ვისი? ups.gif

ნუ ცოლის მაშინ lol.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 21:25
LTC100

დედის, ქმრის თუ ცოლისთქო??

lol.gif lol.gif

Posted by: LTC100 26 Jan 2019, 21:39
~Annabelle°Haunting~

ნუ თემიდან გამომდინარე ქმრის.

ყველას რომ პტენზია აქვს და შენ რომ შენასა უბერავ, მაგაზე კარგი არაფერია givi.gif

Posted by: alesandra 26 Jan 2019, 21:45
QUOTE
ყველას რომ პტენზია აქვს და შენ რომ შენასა უბერავ, მაგაზე კარგი არაფერია

მგონი, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი დაიდო givi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Jan 2019, 21:46
QUOTE (alesandra @ 26 Jan 2019, 21:45 )
QUOTE
ყველას რომ პტენზია აქვს და შენ რომ შენასა უბერავ, მაგაზე კარგი არაფერია

მგონი, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი დაიდო givi.gif

კარგით ეხლა, დაიჯერებს ვიღაც რომ მართლა გამოსავალია biggrin.gif

Posted by: LTC100 26 Jan 2019, 21:50
QUOTE
კარგით ეხლა, დაიჯერებს ვიღაც რომ მართლა გამოსავალია

ონლაინ კურსებს გავატარებ თუ ვინმეს უნდა :დ
~Annabelle°Haunting~

Posted by: David Bero 26 Jan 2019, 23:07
QUOTE (sაlოmეa @ 21 Jan 2019, 16:37 )
წადი ვინიგრედი მოხარშე

----------------------

უი მე ვარ
lol.gif

QUOTE
უი მე ვარ

lol.gif

Posted by: kea 26 Jan 2019, 23:15
QUOTE
დედა თუ, ცოლი

ფული.
ფული თუ გაქვს რაზე უნდა იჩხუბოს ორმა ქალმა ოჯახში?
მაცივარი სად დადგან?

აი უფულობისას იწყება მტვერს არ წმინდავს, რათ უნდოდა ახალი პალტო, მეზობლებთან მჭორავს, ძიძა მომინდომა ქალბატონმა.

Posted by: LooLaa 26 Jan 2019, 23:55
მამა love.gif

====================

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 27 Jan 2019, 00:01
QUOTE
მაცივარი სად დადგან?

ამის გამო ოჯახები დანგრეულა, ხო არ ღადაობთ..

Posted by: Anan100 27 Jan 2019, 00:37
IMHO კაცი საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი არჩევანის წინაშე.
თუ მაინც დადგება ესეიგი რაღაც არასწორად გაუკეთებია.

Posted by: siml11 27 Jan 2019, 00:47
QUOTE
დედა თუ, ცოლი

მემგონი ცოლს უფრო სჭირდება დაცვა, უცხო გარემოში ხვდება გათხოვების შემდეგ

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 27 Jan 2019, 01:02
QUOTE (siml11 @ 27 Jan 2019, 00:47 )
QUOTE
დედა თუ, ცოლი

მემგონი ცოლს უფრო სჭირდება დაცვა, უცხო გარემოში ხვდება გათხოვების შემდეგ

დედას ჰკითხე ერთი, უცხო ადამიანს რომ შემოგისახლებენ, როგორია? gigi.gif

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2019, 01:13
დედას და ცოლს მაშინ აქვთ ხშირი კონფლიქტები, როცა კაცი ვერ კაცობს ოჯახში...

ნუ ძალიან იშვიათი სხვა შემთხვევებიც არის ხოლმე...

დახურეთ თემა... givi.gif
* * *
აგერ დაუწერია უკვე პასუხი... Anan100-ს...

up.gif

Posted by: siml11 27 Jan 2019, 13:17
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 27 Jan 2019, 01:02 )
QUOTE (siml11 @ 27 Jan 2019, 00:47 )
QUOTE
დედა თუ, ცოლი

მემგონი ცოლს უფრო სჭირდება დაცვა, უცხო გარემოში ხვდება გათხოვების შემდეგ

დედას ჰკითხე ერთი, უცხო ადამიანს რომ შემოგისახლებენ, როგორია? gigi.gif

მერე ეგ ეგოისტობაა მაგრამ ისეთი დროა მოსული დედა დედას აღარ გავს და მამა მამას აღარ გავს და ბიცოლა ბიცოლას აღარ გავს და........

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)