გუშინ წავიკითხე გოგი გვახარიას საკმაოდ ვრცელი სტატია ცხელ შოკოლადში იაპონური ფილმის "გრძნობათა იმპერიის" თაობაზე..ვიკითხე ვიკითხე და გოგის დამოკიდებულება საბოლოოდ ვერ გავიგე-shame on me
კინომანები ალბათ იცნობთ ამ ფილმს, ზალიან საინტერესოდ იყო აღწერილი თვითონ ფილმის მიმართ დამოკიდებულება: 1990 წელს როდესაც მოსკოვში კინოს მუზეუმში ანახეს ფართო პუბლიკას ეს ფილმი, რუსი ქალების ნაწილმა ბოხი ხმით ატეხა ყვირილი: жидо-массоны наступают на Велико Руукую империю"ო, ამაზე ვიღაცამ დარბაზში მჯდომთაგანმა უპასუხა რაღაც-რის შემდეგაც ატყდა დარბაზში ხელჩართული ბრძოლა, ну, умом Россию не понять! იქვე მჯდარა ფილმის პროდიუსერი გვარად დომანი, რომელმაც ზრდილობის გულისთვის(როგორც შემდეგ აღმოჩნდა) განაცხადა, რომ ეგ არაფერი-ვენეციაშიც ეგეთი რეაქცია ქონდათო..ფილმი ჩავარდა მოსკოვში, გარკვეული დროით რა თქმა უნდა.
ფილმში რა ხდება 2 სიტყვით: როგორც გოგი წერს, აღწერილია ქალის და მამაკაცის ურთიერთობა საკმაოდ გულახდილი სცენებით, რაც ბოლოს მტავრდება მამაკაცის კასტრირებით ახლო ხედით
(სუსტი გული მაქვს),შემდეგ გოგიმ (ზალიან პატივს ვცენ ამ ადამიანს ზოგადად) განიხილა ეს იაპონელი წყვილის ურთიერთობის კრახის დასასრულ აკორდად-რო ვერ გახსენს ერთმანეთი თუ რაღაც ამგვარი და როგორც შედეგი...ასე სისხლიანად დაასრულეს.
ნუ ეტყობა მე ვერ ჩავწვდი იდეას იმდენად ვიყავ შეძრწუნებული ბოლოთი, აბსოლუტურად ვერ ჩავწვდი..
შემდეგ ეს ფილმი აჩვენეს საქართველოში, სადაც აკვირდებოდნენ მაყურებლის რეაქციას..როგორც იაპონელმა კინომცოდნემ და ექსპერტმა უთხრა გოგის, ეს ფილმი თრგუნავს სექსუალურ ინსტინქტებს, და რა რეაქციაც ამას მოყვა საქართველოში-არსად არ მომხდარაო ეგეთი რამ (ნეტა რა გვჭირს ქართველებს?)_როდესაც დაიწყო ფილმი, ასე 15 წუთში აწითლებულმა ქალებმა დატოვეს დარბაზი..(ეს ვერ გავიგე, პატარა ქალიშვილ გოგოს შეიძლება მოერიდოს შეყვარებულტან სექსის ყურება, მაგრამ ქალს?-ვითომ არ უნახავს...თუ რა დამოკიდებულებაა?) დარჩნენ კაცები! ბოლოსკენ თურმე კაცები ყვიროდნენვ და სტვენდნენ: "არ მოაჭრა, არ მოაჭრა შენი" და ასე შემდეგ, როდესაც კადრი გაწითლდა და მოაახლოვეს-კაცებმა თავალეზე ხელი აიფარეს..და იჯდნენ გატრუნულებიო..არ ვიცი, მეტი რა რეაქცია უნდა ქონდეს ადამიანს,მით უმეტეს კაცს.
მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ გაქვთ ნანახი ეს ფილმი ...
Andy Warholშეგიძლია რამე ლამაზი-რასაც ქვია იაპონური ფილმი მირჩიო? ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი სადომაზოების გამორიცხვით
შენს სტატიას არ დადებ აქ?ლინკი მაინც ლინკია