Hooligan11ფილიპსი კაია, განსაკუთრებით ფერები აქვს კარგ.
მაგრამ აქვს ბევრი მოუხერხებელი მომენტი, მაგალიტად მენიუ.
ნელია და თავისებური.
მე პირადად ფილიპსი მაქვს ამათი წინა მოდელი ასევე 4K ოღონდ ანდროიდზე და 3D
კმაყოფილი ვარ.
იოსებოვიჩი შემოვა და VA პანელზე გირჩევს ტელევიზორს ვიცი
მე პირადად IPS პანელს ვირჩევ ყოველთვის, ერთი სეხედვით VA პანელი უფრო კაშკაშა და თვალისმომჭრელი ჩანს მაგრამ რო დააკვირდები ნახავ რომ 10 ბიტიანი პანელი უფრო ღრმა და ნატურალურ ფერს გაძლევს და + თვალი ისვენებს.
8 ბიტიანი პანელი კი რახან ფერების გრადაცია არ ყოფნის სიმულაციით ავსებს მას.
თითქოს ადამინის თვალი ვერ არჩევს 16 მილიონ ფერსა და 4 მილიარდნ ფერის კომბინაციას შორის მაგრამ ასე არაა ჩემი აზრით.
ტვინი აღიქვამს და შესაბამისად იღლები ან არ იღლები ტელევიზორის ყურებისას.
თუმცა ინდივიდუალურია ეს ყველაფერი.
ყველაზე ნაღდი ყიდვისას უთხარი რომ გადაგირთონ სტანდარტზე ან კინოზე და შეამოწმე სამივე ტელევიზორი ამ მოდზე.
თუ რამე გასატესტ ფაილებს წაიღებ ფლეშკით მთლად უკეთესი.
მაღაზიაში ტელევიზორები როგორც წესი Presentation mode- ზეა ჩართული, თვალს იტაცებს მარა სახლში ბუნებრივია არავინ უყურებს ამ რეჟიმში ტელევიზორს, ნახევარ საათსი ტავს აგატკივებს.
ასე რომ ყველაზე ოპტიმალური, კინოს რეჟიმში დატესტე ყველა ტელევიზორი და ისე აირჩიე.
ან სტანდარტზე.