forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (84) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Liverpool Football Club [VOL.110], fuck off haters
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7842
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

  გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 14:39  #54308185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 5 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასი


სრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.


user posted image

ოფიციალური საიტი
ინგლისურიფან-საიტი
ქართული ფან-საიტი

გუნდის დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

მერსისაიდული დერბი

დაძაბულობა დერბში ძირითადად მეგობრულ ხასიათს ატარებს და ამ ქალაქისთვის უცხო არ არის ერთი ოჯახის წარმომადგენელთა განსხვავებული საფეხბურთი გემოვნება, მაგრამ მათ საუკუნეზე მეტ ისტორიაში არსებობდა ნაპრალები რომელმაც მათ დაპირისპირებაში კვალი დატოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ევერტონში ირლანდიელი ფეხბურთელები მოვიდნენ, რის შემდეგადაც გუნდში 8 კათოლიკე ფეხბურთელი თამაშობდა. ლივერპულში კი ყველა ფეხბურთელი პროტესტანტი იყო. ამან ხელი შეუწყო დერბის დაძაბულობას, მაგრამ იმის და გათვალისწინებით, რომ ევერტონშიც თამაშობდნენ პროტესტანტი ფეხბურთელები ეს დერბი ისეთი არ გამხდარა როგორც რეინჯერსი-სელტიკი.

აგრეთვე 80-იან წლებში ხშრი გახდა გუნდის ფანებს შორის დაპირისპირებები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეიზელის ტრაგედიის გამო ინგლისური გუნდები 5 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ამ დროს კი ევერტონს ჩემპიონთა თასის მოგების მთავარი პრეტენდენტი გუნდი ჰყავდა. მაგრამ ჰილსბროში მომხდარმა ტრაგედიამ სადაც ფანები ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ისინი გააერთიანა. 2007 წელს კი ხულიგანთა დაპირისპირებას 11 წლის ევეტონის ფანის რუის ჯონსის სიცოცხლე შეეწირა, რამაც ფანებს შორის დაძაბულობა გაამძაფრა, მაგრამ 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში გარდაცვლილი ბიჭის მშობლები მიწვეული იქნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც რუისის ხსოვნას პატივი მიაგეს და ლივერპულის დროშაში გახვეული მთელი სტადიონი გასძახოდა რუის “შენ არასოდეს ხარ მარტო”.

ლივერპულის ყველაზე მძიმე პერიოდში 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ლივერპული ლიგიდან გავარდა, ქალაქში რამდენიმე გულშემატივარმა შეიცვალა საფეხბურთო გემოვნება და ევერტონის საკმაოდ სიმპათიური გუნდის გულშემატკივრებში ამოყო თავი. ამ დროისთვის ქალაქის უმეტესი ნაწილი ევერტონის ფანი იყო, რაც ყველაზე მეტად ლივერპულის ახალ მწვრთნელს ბილ შენკლის აღეზიანებდა. ისტორიამ შემოინახა მერსისაიდული დერბის შემდეგ მისი კომენტარები.
"როცა საქმე არაფერი მაქვს, ცხრილში ევერტონის პოზიციას ვუყურებ"
"ყოველთვის ვამბობდი და ამაყი ვარ, რომ ლივერპულს ორი დიდი გუნდი ჰყავს. ლივერპული და ლივერპულის რეზერვები"
"ევერტონის ფეხბურთელებმა რომ ჩემს ეზოში დაიწყონ თამაში, ბარდებს დავუშვებ"
"ეს ორი სხვადასხვა გუნდია. ლივერპული საოცრებაა, ევერტონი ტრაგედია"

Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!

user posted image

გუნდის შემადგენლობა (03.03.2019)

user posted image

გუნდის სტაფი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია)

მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი: პეტერ კრავეტცი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი: პეპინ ლინდერსი (ნიდერლანდები)

მეკარეების მწვრთნელი: ჯონ ახტერბერგი (ნიდერლანდები)
ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი: ანდრეას კორნმეიერი (გერმანია)
სამკურნალო საკითხებში ხელმძღვანელი: ფილიპ იაკობსენი (გერმანია)
სწორი კვების საკითხებში ხელმძღვანელი: მონა ნემერი (გერმანია)
მთავარი ექიმი: ენდი მეისი (ინგლისი)
მთავარი ფსიქოლოგი: ლი ნოუბსი (დიდი ბრიტანეთი)

user posted image

Standard Chartered: სპეციალური პრიზი ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის

აგვისტო: ვირჯილ ვან დეიკი
სექტემბერი: დანიელ სტარიჯი
ოქტომბერი: მოჰამედ სალაჰი
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი
დეკემბერი: მოჰამედ სალაჰი
იანვარი: სადიო მანე

user posted image

წინა თემის 10 აქტიური მპოსტავი

user posted image


წინა თემები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------
ხო ხვდებით რა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით ლივერპულმა თუ მოიგო პლ? იმენა გაქცევა მოგვიწევს ფორუმიდან ამიტომ გავერთიანდეთ უნდა © ინგლისური ფეხბურთის ფან-კლუბი
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21864
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 14:54  #54308244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისა ბიჭოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif


--------------------
CPU:Intel® Core™ i5-4670K
Motherboard:ASUS Z87M-PLUS
GPU:Radeon™ RX 480 GAMING X 4G
RAM:Corsair Vengeance 8GB (3x8GB) DDR3 1600 MHz
PSU:Zalman Dual Forward PSU 600W
HDD: Western Digital,300 GB
CASE: Zalman Z3
http://bin.ge/dl/237931/IPv4-Subnetting--tabel-subnet.png.html
Georgian92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3851
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 15:02  #54308271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვისა ბიჭოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
fuck off haters

up.gif
Tutika
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2382
წევრი No.: 162613
რეგისტრ.: 27-February 13

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 15:03  #54308275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mad.gif mad.gif jump.gif jump.gif mad.gif mad.gif
Badura



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13757
წევრი No.: 114534
რეგისტრ.: 24-April 10

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 15:20  #54308362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი

არნოლდის დედის სიყვარულით ფიქს up.gif


--------------------
მანჩესტერ იუნაიტედის დედას ###### :up:
Georgian92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3851
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 15:23  #54308374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არნოლდის დედის სიყვარულით ფიქს

კარგი ახალ თემაში მაინც დაივიწყეთ სირბავშვა biggrin.gif
Badura



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13757
წევრი No.: 114534
რეგისტრ.: 24-April 10

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 15:31  #54308405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა ზოგს როგორ გაუმართლა ამ ცხოვრებაში
არნოლდებს და გენდერსონებს
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7842
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 16:01  #54308552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თემის ყველაზე კოლორიტული წევრი ფორმაშია givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


love.gif 2kiss.gif

This post has been edited by Rammstein on 3 Mar 2019, 16:02
Badura



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13757
წევრი No.: 114534
რეგისტრ.: 24-April 10

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 16:17  #54308626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Rammstein @ 3 Mar 2019, 16:01 )
თემის ყველაზე კოლორიტული წევრი ფორმაშია givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


love.gif 2kiss.gif

2kiss.gif

..............................
ynwa12
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4890
წევრი No.: 155109
რეგისტრ.: 13-October 12

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 16:21  #54308647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ევერტონის სისხლი დაიდოს დღეს full HD-ში, სხვა გამოსავალი არ არსებობს
დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 40626
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 17:05  #54308790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვისაც ლივერპული არ გევასებათ გააჯვითო ამას გვეუბნები?


--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრე­ბონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტა­რებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღე­რები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
GAASVENE
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 247524
რეგისტრ.: 27-December 18

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 17:07  #54308802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რას იტყვით ბიჭებო დღეს იგებს ლივერპული? დადებას ვაპირებ და მაინტერესებს თქვენი აზრი


--------------------
T.GAASVENE
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7842
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 17:29  #54308893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (დავიდ ვილია @ 3 Mar 2019, 16:05 )
ვისაც ლივერპული არ გევასებათ გააჯვითო ამას გვეუბნები?

givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბახარხალა
მჟავე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13342
წევრი No.: 43735
რეგისტრ.: 11-October 07

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 17:35  #54308922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
fuck off haters


--------------------
• [1:21:26] Nika: romelze midixar xval?
• [1:21:33] ///Mჟავე: 8ze
• [1:21:36] ///Mჟავე: 0ze
• [1:21:43] ///Mჟავე: cxraze :|

• აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყლეოშჩცძწჭხჯჰ
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17774
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 3 Mar 2019, 17:51  #54308985      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბარემ ძველ თემაში მიგვეხრჩო ### მეზობელი


--------------------
♥♥ LFC - YNWA ♥♥

Money can buy us happiness!

იმ ქვეყნის დედა #####ან გიგა ნასარიძეს ღირსების ორდენი რომ ექნება აღებული. © ჩემთვითონ
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (84) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0314 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]