#53451312 · 19 Sep 2018, 01:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wolf-larsen
QUOTE | QUOTE ამათ უნდათ ბაზარზე შეუვარდნენ
ერთი ქვეყანა თუ რამეს აწარმოებს, მეორეს ეკრძალება იგივე პროდუქტის წარმოება?
სულ რამდენი ქვეყანაა მწარმოებელი?
რამხელა ბაზარია ასათვისებელი?
არანაირი შევარდნა არ სჭირდება მაგას, უბრალოდ შესვლა უნდა ბაზარზე.
|
ევროპა დაივიწყე, გერმანია ინგლისი, ისრაელია მანდ, აზიაში ექეთ მოგყიდიან ორჯერ უკეთასს ორჯერ იაფად, ისრაელს ჩინეთიიდან ჩააქვს ნედლეული. იმედია ავღანეთში არ გინდა გაიტანი, მალააზიაში თავსაც მოგკვეთენ. ჩრდილო ამერიკაში კანადა, სამხეთი არ ღირს, ხიხია მაი.
საინტერესოა !!! მეხოლამმა როგორც კანაფის მეცნიერების პატრიარქმა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ის ბულგარეთში დაიბადა. თავაზიანი მამაკაცია, თხელი ჭაღარა თმითა და წყლიანი თვალებით, ტვიდის პიჯაკში, აბრეშუმის შარფსა და სუფთად დაუთოებულ განიერ „შლაქსებში" გამოწყობილი; ისრაელის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ებრაული უნივერსიტეტის „ჰადასას" სამედიცინო სასწავლებლის საპატიო პროფესორი და ჯერ კიდევ ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ოთხასზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორმა და ოცდახუთამდე პატენტის მფლობელმა კეთილმა ბაბუამ, მთელი ცხოვრება კანაფის შესწავლას მიუძღვნა. კანაფს იგი უწოდებს „საგანძურს, რომელიც აღმოჩენას ელოდება". მისმა შრომამ ბიძგი მისცა კანაფის კვლევის სუბკულტურას მთელ მსოფლიოში. მეხოლამს, როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს გაუსინჯავს მცენარე, რომლის კვლევასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მისი აზრით, გართობის მიზნით მარიხუანას მოწევის ხშირად უპასუხისმგებლო და სულელური კულტურა მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს კანაფის, როგორც მკაცრად რეგულირებული და მუდმივი დაკვირვების ქვეშ მყოფი სამკურნალო ნივთიერების, სერიოზული მოხმარებით. „დღეს ადამიანებმა წესიერად არც იციან რას იღებენ, - უკმაყოფილოდ ამბობს მეცნიერი, - სამკურნალოდ გამოყენებისას, ის დოზირებული უნდა იყოს. თუკი ვერ ითვლით დოზას, ეს უკვე არ არის მეცნიერება".
This post has been edited by gagnia on 19 Sep 2018, 01:48
|