* * *
blossomაი ახლა ხარ ნამდვილი წუწუნა ჰაერი :დ
ერთი ძმა გყავს შოკოლადის კრუასანივით გემრიელი და ჩასაყლაპი და რა გაწუწუნებს ერთი ეს მაცოდინა ჰა? :დ
ტექნიკა და შეკეთება მე არ ვიცი,არც დაშლა -აწყობები :დ გაფუჭდა ნაგავში ,მაგის სქემებზე მაჭყლეტინე კიდევ ტვინი :დ
ისე ეს გადახერხვა რამ მოაფიქრა მე ვიცი,უკეთესს წამოიღებს მერე გენაცვალე რააა ,ამიტომ შეეშვი მაგ ადამიანს ,წარმომიდგენია რა დღეში გყავს :დ
აუ ექიმთან წაყვანაზე დიდი ამბავი კიდევ,ესეც რომ არ ჩამეკვეხებინა არ შეიძლებოდა :დ მეც მესინია მაგ ამბების,არადა აულ მანდ ვზივარ დღე და ღამეც :დ სხვაზე რეაქცია უდიდესი ნოლი,აი მე თუ მჭირდება ექიმი-დამთავრებულია იქ ყველაფერი
არც კი გეცოდება .
E madameბანკომატი დენს რანაირად გარტყავს ,კარგი რაა :დ
მე ბანკომატი არა მაგრამ სახელფასო ბარათი წამომარტყავს ხოლმე სადღაც შუა თვეში ტვინში და გონივრულად ქმედებებისკენ მომიწოდებს ხოლმე :დ
ისე რემონტი მეც მიყვარს ♡
ეს არის ის რაც არ მომბეზრდება არასდროს :დ
ორი წლის წინ მთელი ელიავა მოვიარე ,მერე იტალიურ შპალერის სახლში 4 დღე ვარჩევდი შპალერს,ავეჯის ყიდვა იყო საერტოდ საშინელება :დმცნობდნენ ბოლოს მემგონი უკვე :დ საწყალი ხელოსნები გიჟებივით დამზდევდნენ :დ წარმოიდგინე მე რომ რამეს ვარჩევ რა საშინელებააა :დ
მე ვტკბებოდი პროცესით .ჯერ ყველაფერს დავათვალიერებდი.მოვინიშნავდი სად რა მომეწონა,მერე ამ არჩეულებს დავუვლიდი,ბოლოდ გამოვრიცხავდი და დამრჩებოდა ორი ვარიანტი და მანდ მერხეოდა ზუსტად :დ
ეჰ ნოსტალგია :დ
მეორე სართული მაქვს გასარემონტებელი ახლა და უკვე ერთი სული მაქვს როდის მოხდება.თან იმხელაა , ჩემი ფანტაზია ბოლომდე ინებივრებს :დ
რა მაინტერესებს,ეს ლეპტოპო რამდენ ხანში ააწყე მერე? :დ
***
დღეს მოკლედ აღმოვაჩინე რომ ჩანთის პატარა კალენდარი სადღაც მივაკარგე .ეს ის ნივთია რომელიც ჰაერივით მჭირდება არადა.
წავედი საკანცელარიოში და ვარჩევ მოკლედ.აი როგორც იქნა მაქვს ორი ვუყურებ და ვერ ვწყვეტ რომელი მინდა.არადა იკეტებოდა უკვე .ეგრევე ესა მესა გადის ესა ,სხვანაირად არ გამოდიოდა და მივედი სალაროსთან და ეს მაღაზიისგან საჩუქრადო,უი მადლობათქო .თან ვუყვები გამყიდველს ამდენი ვიწვალე ვერ ვარჩევდი რომელი სჯობდა-თქო და ის მეორეც მაჩუქა
♡
This post has been edited by Windmühle on 20 May 2015, 22:41