ამ პოეტის ლექსები ვინ იცის ?
მაღაზიაში ვიყიდე კრებული 20 თეთრად
კრებულს ჰქვია - "დაგელოცოს ნაფეხური"
რამოდენიმე ლექსს დავწერ
მომეწონა
+++
გავიარ გამოვიარე
ლექსს ვუწოდე "ნაფეხური",
სველი ცოცხი დავიკავე,
ჩამოვწმინდე ნაფეხური,
დამლაგებელი.
+++
ყველაფერმა იცის ძღომა,
თვალია გაუმაძღარი,
ორივე თვალის გამძღომი
მიწა გამოდგა მაგარი.
-გამოდით, შემეჭიდეთ,
ვინა ხართ ჩემზე მაგარი ?
მე ვერ მაშინებს მცხარე მზე,
ვერც სეტყვა და ვერც ავდარი,
ჩემს ზურგზე დადის სუყველა;
ვეფხვი, ლომი და აფთარი,
უჩემოდ ვერა აკეთოთ,
ვერ აწარმოოთ დაფთარი,
მე უნდა შეგატყობინოთ
შემოდგომაც და ზამთარიც,
მე ვარ ნეფე-დედოფალი,
ნათლიაცა და მაყარიც,
ჩემი ლუკმა ხართ სუყველა
მშიერიცა და მაძღარიც.
ამ ყურმა უნდა ისმინოს
იგავიცა და ზღაპარიც,
ახალი სახლი დაგიდგით,
რა ფანჯრებით და რა კარით
გამოიტანეთ დაყარეთ
ნაქურდალი და ნაპარი,
მიჩვენეთ თქვენი ნაშრომი
ნათოხნ-ნახნავი-ნაბარი.
+++
წყეული.
წყეული საქართველო ვარ, ოთხი მხრიდან დაწყევლილი,
შემომეხა ტანსაცმელი და საკინძზეც ამწყდა ღილი.
უშვილძირო, უქმარშვილო, გულგაშლილი, სულგაშლილი, მშალეს.
მშალეს ვერ წამშალეს.
კვალი დარჩა სულ წაშლილი.
წყეული საქართველო ვარ, ოთხი მხრიდან გათელილი,
წყევლა აღარც მაწყევარსა,
სიკეთით ვარ გატენილი.
სიკეთე ვარ საქართველო, უახლესი სამმართველო,
მე ვერავინ ვერა მმართავს,
შენც მე გმართავ, თვით, მმართველო,
ჩემო სულო, ჩემო გულო, ჩემო თავო,
ფეხ-ხელო, უახლესო სამმართველო,
საქართველოს მთავ და მდელო, სამშობლო
და საგამზრდელო, უახლესო სამმართველო.
+++
ლოცვა სტალინიძისა
ცივი წყალი წამლად მექცეს, ჩემმა რწმენამ განმკურნოს,
ლომისის ჯაჭვი შემეხოს, ბოროტება დათრგუნოს, გველი
თავისთვის გახოხდეს, მგელ ვერ შემეხოს ქონითა, გრძნობა
დამშვიდდეს ცივითა, მზესა ვწვდებოდე გონითა, გადმოხდეს
ზეცით ღვთის მადლი, მადლი შურსა სწონისა, გული
გონებით დამშვიდდეს, ენაა სასწორისა, პირჯვარს
გამოვისახავდე, თავს დამადგეს ლომისა, გამირჩიოს
სამართალი მშვიდობის და ომისა, ჯანმრთელობა
დამიბრუნდეს, გზა გავხსნა ჩაკეტილი. აღარ ვიყო კრიჭა
შეკვრით სახლში გამოკეტილი, ვარძიის დედა მიძღვოდეს
კლდეში გამოკვეთილი, ოთხი კუთხის ანგელოზი მთის და
ბარის ერთად, ყველა მწყალობელი იყოს, რაც ვირწმუნოდ
ღმერთად. ხელი ჩემი ძალა ღვთისა, კალთა დედა
ღვთისმშობლისა, იესო ქრისტე მაცხოვარისა, წმინდა
გიორგისა, წმინდა ნინოსი წმინდა შუშანიკისა, აბო
თბილელისა, დავით აღმაშენებლისა, თამარ მეფისა, შოთა
რუსთაველისა, წმინდა ქეთევანისა, იოსებ სტალინისა და
სხვა წმინდანებისა, რომელთაც დღემდე მოიტანეს მოწინავე
საკაცობრიო იდეები ამინ!
+++
რა უნდა მოხდეს?
რა უნდა მოხდეს, რომ
მიწავ გაგყიდო,
რა უნდა მოხდეს, რომ
დაგაგირაო,
რა უნდა მოხდეს, რომ
გაგაქირაო,
დღეს პარასკევია, ხვალ
ზეგ კვირაო
სული მომიცია სტალინს
გირაოდ.
ფული იქნას ჩადებული ბინაში, და
არა ბინა ვალში _ ფულში.