forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გთხოვთ დამაკვალიანოთ
simato
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 716
წევრი No.: 150091
რეგისტრ.: 1-June 12

გამოგზავნილია: 12 Aug 2019, 18:02  #55102469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა! ესეიგი ჩემი ნაცნობია რუსეთიდან რომელსაც სურს 50000$ ოდენობის პროდუქციის შეძენა რუსეთში, საქართველოში ჩამოტანა და გაყიდვა.
ავტომობილის მოვლის საშუალებებია, ხოდა აინტერესებს აქ ჩვენთან საქონლის რეალიზაციამდე რა პროცედურების გავლა მოუწევს და რა დანახარჯები ექნება.
თუ არ ვცდები ბაჟის გადახდა მოუწევს, შემდეგ დღგ და მოგების შემოსავალი ხომ ?

თუ შეგიძლიათ იქნებ უფრო კონკრეტულად დამაკვალიანო? ან იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება ამ დეტალების გარკვევა ?
აპოლდა
ამაზონელი


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1015
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 11:10  #55108543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simato


პირველ რიგში საჭიროა აქ კომპანიის დაფუძნება - შეპესე ან ინდმეწარმე. ნუ რა თანხაც დაწერე, მე უფრო შეპესეს ავირჩევდი. საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში აქ ადგილზე კვლევაა ჩAსატარებელი, რამდენად მოთხოვნადია ეგ პროდუქტი საქართველოში. გულწრფელი რომ ვიყო, ცოტა ეჭვი მეპარება მაგ ბიზნესის მომგებიანობაში, თUმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდია და შეიძლება არაფერი ქონდეს საერთო რეალურ სურათთან.

ამის შემდეგ უკვე გამოგზავნა იქნება საჭირო, რაც მანქანით ხორცილედება (ტრაილერით სავარაუდოდ, გააჩნია რუსეთის რომელი ნაწილიდან მოგაქვს). გადამზიდ კომპანიას უნდა შუთანხმო დეტალები, რათა მანქანა რუსეთის ტერიტორიაზევე დაილუქოს და საქართველომდე არ გაიხსნას. საქართველოში შემოსვლისას დაიწყება წინასწარი განბაჟების პროცედურა. ამისათვის საჭიროა ძირითადად 2 დოკუმენტი - ინვოისი და ,,ფექინგ ლისტი". ინვოისში უნდა იყოს მითითებული პროდუქტი სრული დასახელება (თითოეული ნივთის), გამყიდველი (ვისგან შეიძინეთ) და ფასი. ფექინგი უფრო ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს ამ ყველაფერთან ერთად - ინფორმაცია ტვრთის გაბარიტების, მოცულობითი და რეალური წონის შესახებ.
სანამ ტვირთი ჩამოვაგადამზიდი კომპანია (როგორც წესი, თორემ ეს აუცილებლად უნდა დააზუსტო გადამზიდთან) ინფორმაციას აგზავნის გეზში - გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ან ამას აკეთებს ბროკერი - შუამავალი, რომელიც გამოგართმევს დოკუმენტაციას, ინვოისებს, დაადეკლარირებს წინასწარ ტვირთს და გაუშვებს ინფორმაციას გეზში. გეზიდან დაგირეკავენ და როცა შემოვა ტრაილერი დაიწყება შერჩევითი შემოწმება - წითელი ყვითელი და მწვანე. წითელი ნიშნავს რომ შენს ტვირთს გადაამოწმებენ (არ არის საშიში პროცედურა, უბრალოდ დაითვლიან, რამდენად სწორად გაქვს მითითებული წონა და რაოდენობა ინვოისში) ყვითელზე მებაჟე უყურებს თავად (თუმცა ეს ნაკლებად ხდება საკმაოდ, უფრო წითელი და მწვანე მუშAობს) და ბოლოს არის მწვანე - ამ შემთხვევაში უბრალოდ მიხვალ ტერმინალში და წამოიღებ უკვე განბაჟებულ ტვირთს.

რაც შეეხებ ფინანსებს - უშუალოდ პროდუქცია არ ვიცი კონკრეტულად, მატერია და ასე შემდეგ, ამიტომ ჯობია საფინანსოს დაურეკო და დეტალურად გადმოგცემენ ინფორმაციას.

პ.ს. მე უფრო მეტად გადამზიდის საშუალებით ჩამომაქვს და თუ მცირედი ტექნიკური შეცდომა დავუშვი პროცესის აღწერაში მომიტევეთ და შემისწორეთ.


--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !

simato
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 716
წევრი No.: 150091
რეგისტრ.: 1-June 12

გამოგზავნილია: 14 Aug 2019, 22:12  #55111549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აპოლდა

მადლობა გამოხმაურებისთვის!
ყველაზე მეტად იმაში დავიბენი ი.მეწარმე თუ შპს ჯობია ? სს- ს დაფუძნებას ალბათ აზრი არ აქვს ხომ ?

ბუღალტერი ორივეზე სავალდებულოა ვითომ ?
* * *
ეს საბაჟოს საკითხები ფაქტიურად შევისწავლე ყველაფერი.

ისე ის თუ იცით რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდებით?
ST1 სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში.

This post has been edited by simato on 14 Aug 2019, 22:16
აპოლდა
ამაზონელი


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1015
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 15 Aug 2019, 10:31  #55112927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simato

არაფრის, თუკი რაიმე შემიძლია, პირიქით...
მე თქვენს ადგილზე მაინც შპს - ეს დავაფუძნებდი. პასუხისმგებლობის ვარიანტში. მცირე ტვირთი რომ იყოს, მცირე მეწარმე აჯობებდა, მაგრამ მაგ თანხაზე მემგონი მცირე მეწარმე ვერ გაქაჩავს, ასე რომ მაინც შპს-ეს მივაწვებოდი.

იმპორტისგან გათავისუფლება სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ შემოსავლების სამსახური ყველაზე კარგი გამოსავალია, მიწერე ან დაურეკე და ძირითადად მართლა ნორმალურად და ამომწურავად პასუხობენ ხოლმე. ხუ ოპერატორს გააჩნია რათქმაუნდა.
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34452
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 13:33  #55118063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აპოლდა
აბა რა მიზეზით იმსახურებს ეს თემა დახურვას. smile.gif


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
აპოლდა
ამაზონელი


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1015
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 22:56  #55120269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიმი ლევი

უიჰ, ვერ მივხვდი biggrin.gif ანუ თემა ამოიწურა ალბათ ? rolleyes.gif
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34452
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 17 Aug 2019, 04:58  #55121108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აპოლდა
4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით
აპოლდა
ამაზონელი


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1015
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2019, 10:47  #55121422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიმი ლევი


უიჰ, მართალია rolleyes.gif არ მაწყენდა ფორუმის წესების გადამეორება boli.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]