Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ალუმინზე კალა როგორ მივარჩილო ?


Posted by: PNG 19 Apr 2014, 02:22
ალუმინის ღეროზე მინდა კალის მირჩილვა ვწვალობ და არ გამომდის არ იღებს პროსტა კალას და რამე ხერხი მასწავლეთ რა smile.gif

მითხრეს რომ არსებობს პაიანიკის ფლუსი ( Флюс ) ალუმინისთვის და თბილისში სად იშოვება და ფასი რა ღირს ? ვაგზალზე ან ელიავაზე ექნებათ ?
ან ტელე ატელიაში არ ექნებათ ?

ერთმა იუზერმა დაწერა საწამლავიაო და სახლის პირობებში რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება და საზიონა ხომ არ არის ადამიანის ჯამრთელობისთვის ?


ფლუსი თუ ვერ ვიშოვე რამე სხვა არ არსებობს ?

კალიფონის ნატეხებს ვუზავებ კალაში მაგრამ მაინც არ შვება

Posted by: koba1973 19 Apr 2014, 08:05
მშრალ ხიდზე ვხედავდი ხოლმე მაგ ფლუსს, თუმცა მე არ მიყიდია. ნახე იქნებ იყოს კიდევ.

Posted by: PNG 20 Apr 2014, 02:04
QUOTE (koba1973 @ 19 Apr 2014, 08:05 )
მშრალ ხიდზე ვხედავდი ხოლმე მაგ ფლუსს, თუმცა მე არ მიყიდია. ნახე იქნებ იყოს კიდევ.

ხო ვიყავი მშრალხიდზე და საკაიფო ფლუსის კისლოტა და კალა დდავითრიე და ალუმინს ცოტა წავუსვი და აიღო კალა ალუმინმა givi.gif

1 ლარიანი ფლუსი იყო lol.gif მაგარი ჯიგარი ბიძა იყო გამყიდველი lol.gif
* * *
მაგ კისლატას ორთქლი საშიში ხომ არ არის ჯამრთელობისთვის ?

ოდნავ მოვასხი მავთულზე კისლატა და პაიანიკის დადების დროს აორთქლდა და რავი მეშინია და იქნებ მითხრათ ვინმემ რამდენად უსაფრთხოა ეს კისლატა და მისი ორთქლი ?

სერიოზულად ვკითხულობ არ ვხუმრობ smile.gif

Posted by: koba1973 20 Apr 2014, 07:21
შემადგენლობა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ორთქლს თავი მოარიდე. სასარგბლო ნამდვილად არ იქნება.

Posted by: ბეჟანბეჟანი 23 Apr 2014, 19:39
PNG
QUOTE
ოდნავ მოვასხი მავთულზე კისლატა და პაიანიკის დადების დროს აორთქლდა და რავი მეშინია და იქნებ მითხრათ ვინმემ რამდენად უსაფრთხოა ეს კისლატა და მისი ორთქლი ?


რუსის ჯარში აკუმულიარტოშიკი ვიყავი და მიწევდა გოგირდმჟავას გახსნა წყალში, რომლის დროსაც ხსნარი (ელექტროლიტი) ცხელდებოდა და ორთქლდებოდა. მაშინ არც ვაქცევდი ყურადღებას და არც არავის უსწავლებია და მიწევდა მჟავის ორთქლის ჩასუნთქვა. მას მერე ქრონიკულად მახველებს, აგერ უკვე 30 წელია.

ნებისმიერი მჟავა ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, მით უმეტეს ისეთ სათუთ ორგანოზე, როგორიც ბრონქები და ფილტვებია.
ალბათ არც ღირს გაფრთხილებად, რომ თვალში მოხვედრისას სასწრაფონ და ხანგრძლივად უნდა ჩაიბანო გამდინარე წყლით. ნურც ხელის პეშვებზე დაისხავ wink.gif

Posted by: PNG 25 Apr 2014, 05:53
აფთიაქებში რომ იყიდება პირბადე ეგ რომ გავიკეთო არ გამოდგება კისლატას ოთქლის შესუნთქვის დასაცავად ?



http://www.radikal.ru


Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Apr 2014, 10:16
PNG
QUOTE
აფთიაქებში რომ იყიდება პირბადე ეგ რომ გავიკეთო არ გამოდგება კისლატას ოთქლის შესუნთქვის დასაცავად ?

სულ არარაობას, ჯობს. smile.gif
ყველაზე კარგია, ვენტილიაცია გქონდეს, გაიწოვებოდეს.
ან ოთახს გარეთ იმუშავე, ისე რომ ნიავს მჟავის ორთქლი შენსკენ არ მოქონდეს.

ერთჯერადი სამუშაო ალბათ ვერ დაგაზიანებს (თუ საგანგებოდ და ხარბად არ ჩაისუნთქე მჟავის ორთქლი), სისტემატური მუშაობისას კი გაითვალისწინე ზემოთ თქმული.

Posted by: ZAZAi 27 Apr 2014, 00:18


ფლუსად გამოიყენება йодистый литий არ ვიცი ქართულად როგორაა

Posted by: PANZERKOPF 28 Apr 2014, 00:25
ბეჟანბეჟანი
QUOTE
რუსის ჯარში აკუმულიარტოშიკი ვიყავი და მიწევდა გოგირდმჟავას გახსნა წყალში, რომლის დროსაც ხსნარი (ელექტროლიტი) ცხელდებოდა და ორთქლდებოდ

მოიცა და გოგირდმჟავა როდიდან ორთქლდება თუ მეშლება რაღაც?
სხვა რამე ხომ არ იყო ?
PNG
QUOTE
აფთიაქებში რომ იყიდება პირბადე ეგ რომ გავიკეთო არ გამოდგება კისლატას ოთქლის შესუნთქვის დასაცავად ?

არა, არანაირი აზრი არ აქვს.

ZAZAi
QUOTE
ფლუსად გამოიყენება йодистый литий არ ვიცი ქართულად როგორაა

ლითიუმის იოდიდი.

Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Apr 2014, 10:07
PANZERKOPF
QUOTE
მოიცა და გოგირდმჟავა როდიდან ორთქლდება თუ მეშლება რაღაც?
სხვა რამე ხომ არ იყო ?

ელექტროლიტს ვაკეთებდი.
გოგირდმჟავას ვასხავდი გამოხდილ (დისცილირებულ) წყალში. ხსნარი ცხელდებოდა და გამოყოფდა ორთქლს.
თუ პირიქით ვიზავდი და წყალს ჩავასხავდი გოგირდმჟავაში, კუთრი წონების სხვაობის გამო (გოგირდმჟავა მძიმეა წყალზე) წყალი მოექცეოდა მჟავის თავზე და დაიწყებოდა შხეფებიანი დუღილი.

Posted by: PANZERKOPF 28 Apr 2014, 18:02
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ელექტროლიტს ვაკეთებდი.
გოგირდმჟავას ვასხავდი გამოხდილ (დისცილირებულ) წყალში. ხსნარი ცხელდებოდა და გამოყოფდა ორთქლს.
თუ პირიქით ვიზავდი და წყალს ჩავასხავდი გოგირდმჟავაში, კუთრი წონების სხვაობის გამო (გოგირდმჟავა მძიმეა წყალზე) წყალი მოექცეოდა მჟავის თავზე და დაიწყებოდა შხეფებიანი დუღილი.

ეგ კი ვიცი, სხა რამეზეა საუბარი. "ორთქლიო" და ეგ წყლის ორთქლია და არა გოგირდმჟავას, რომელიც არ ორთქლდება (რამდენადაც მახსოვს). ამიტომ თეორიაში არ უნდა იყოს სახიფათო. პრაქტიკაში კი ცხადია რომ მაგით სუნთქვა არ ღირს და ყველანაირად თავი უნდა დაიცვა smile.gif





Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Apr 2014, 18:42
PANZERKOPF
QUOTE
ამიტომ თეორიაში არ უნდა იყოს სახიფათო. პრაქტიკაში კი ცხადია რომ მაგით სუნთქვა არ ღირს

"ბატონო მოსამართლევ, შორიდან მეც ეგრე მეგონა, აუპატიურებდა და ახლოს რომ მივედი, ნამდვილად თხნავდაო" biggrin.gif
თეორიულად არ ვიცი და პრაქტიკულად აქვს დამახასიათებელი სუნი (არა წყლის ორთქლისა).
როგორც ჩანს სითხიდან ამოსროლილი წყლის მოლეკულები H2SO4-ის მოლეკულებსაც წაიტაცებს და ჰაერში ატივტივებს მტვრის ნაწილაკების მსგავსად. ახლა ამას გინდა მჟავის ორთქლი დაარქვი და გინდა აეროზოლი. გაქტია, რომ სასუნთქ ორგანოში ხვდება და ლორწოვანს ამოჭამს.
ამ განყოფილებაში მრავლად გვყვანან ქიმიკოსები და ფიზიკოსები და მეცნიერულად და პოპულარული ენით აგვიხსნიან, თუ რა ხდება.

Posted by: PANZERKOPF 28 Apr 2014, 18:48
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ბატონო მოსამართლევ,

ღმერთმა დამიფაროს smile.gif
QUOTE
თეორიულად არ ვიცი და პრაქტიკულად აქვს დამახასიათებელი სუნი (არა წყლის ორთქლისა).
როგორც ჩანს სითხიდან ამოსროლილი წყლის მოლეკულები H2SO4-ის მოლეკულებსაც წაიტაცებს და ჰაერში ატივტივებს მტვრის ნაწილაკების მსგავსად

კი, შეიძლება.
QUOTE
ამ განყოფილებაში მრავლად გვყვანან ქიმიკოსები და ფიზიკოსები და მეცნიერულად და პოპულარული ენით აგვიხსნიან, თუ რა ხდება.

ამიტომაც დავწერე და დამაინტერესა, შენთან დავი კი არ მაქვს მიზნად.


Posted by: Muon 28 Apr 2014, 18:56
QUOTE
და წყალს ჩავასხავდი გოგირდმჟავაში

ქიმიაში გვასწავლიდნენ: არასოდეს წყალი არ ჩაასხათ მჟავაშიო! ჯერ ჩაასხით წყალი და მერე ნელ-ნელა დაამატეთ მჟავაო. ია თურმე რაში ყოფილა საქმე.

Posted by: davita-x 19 Nov 2020, 12:44
კალასთან ერთად რას ხმარობენ ხოლმე წებოვნებისთვის? და სად ვიყიდო?

Posted by: Red_Scorpion 22 Nov 2020, 03:28
PNG
QUOTE (PNG @ 19 Apr 2014, 17:04 )
QUOTE (koba1973 @ 19 Apr 2014, 08:05 )
მშრალ ხიდზე ვხედავდი ხოლმე მაგ ფლუსს, თუმცა მე არ მიყიდია. ნახე იქნებ იყოს კიდევ.

ხო ვიყავი მშრალხიდზე და საკაიფო ფლუსის კისლოტა და კალა დდავითრიე და ალუმინს ცოტა წავუსვი და აიღო კალა ალუმინმა givi.gif

1 ლარიანი ფლუსი იყო lol.gif მაგარი ჯიგარი ბიძა იყო გამყიდველი lol.gif
* * *
მაგ კისლატას ორთქლი საშიში ხომ არ არის ჯამრთელობისთვის ?

ოდნავ მოვასხი მავთულზე კისლატა და პაიანიკის დადების დროს აორთქლდა და რავი მეშინია და იქნებ მითხრათ ვინმემ რამდენად უსაფრთხოა ეს კისლატა და მისი ორთქლი ?

სერიოზულად ვკითხულობ არ ვხუმრობ smile.gif

შეგიძლია ფლუსის სახელი დაწერო? შევეცდები მოვიძიო შემადგენლობა და გეტყვი საშიშია ორთქლი თუ არა. Ф-61 А ხომ არ არის?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)