Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > მეუღლეების ფაქტიურად მუდმივად ერთად ყოფნა


Posted by: kodeqsi 18 Apr 2017, 03:23
სულ ერთად უწყვეტად ყოფნა, ანუ ყოველ საღამოს, ყოველ უიკენდზე, ყოველ შვებულებაზე სულ ერთად ყოფნა ერთმანეთის ატმოსფეროში, ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში მაგრა გღლის, ძალიან გაბეზრებს თავს, ფსიქიურად გძაბავს და ბოლოს ტანჯვადაც შეიძლება გექცესო, ამიტომ პერიოდულად, განსაზღვრული ვადით, საერთოდ უნდა მოწყდეთ ერთმანეთსო, ყოველ ადამიანს ჭირდება დრო და დრო მხოლოდ მისი პირადი სივრცეო, რომელშიც არავინ არ უნდა შეუშვასო...

ამასთანავე მდედრი მაინც უფრო ამტანიაო ასეთი ან მისი მოსაზღვრე ოჯახური ცხოვრების მიმართო, ვიდრე მამრიო...


პ.ს. ჰოდა, რადგან ასეა, ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ, ჩავაანალიზეთ მე და მმდეიმ და მივედით ერთადერთ ჭეშმარიტ დასკვნამდე, რომლის მიხედვით, რადგან მეუღლეების სულ ერთად ყოფნა არ შეიძლება, ყელში ამოუვათ ერთმანეთი და დამპუპველია მათი ფსიქიკური მდგრადობისთვის, ამიტომ მათ პერიოდულად ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა დაისვენონ, ოღონდ ოჯახის პატიოსნების დაურღვევლობის პრინციპით, ანუ _ ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში... yes.gif givi.gif

Posted by: Statham 18 Apr 2017, 04:35
kodeqsi
QUOTE
დაურღვევლობის პრინციპით, ანუ _ ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში...   

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ირაკლი17 18 Apr 2017, 04:51
QUOTE
დაურღვევლობის პრინციპით, ანუ _ ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში... 


მაგიტო აყენებენ კაი სუნებს კუხნაში


მეზობელმა რო გაიგოს

Posted by: ჯარჯი 18 Apr 2017, 05:04
ხო ისე კი ხდება ეგრეც რომ გაიჭედების ურთიერთობაი და ტაიმაუტი უებარ არს ვითარცა საშუალებაი კვლავ ერთობისაი biggrin.gif

კაცმა ბოზ თუ მაიყვანა გაუჭირდების მარტო დატოვებაი ვითარცა იწროი არს ბუნებაი დედთაიო როგორც ნათქვამი არს ოდითგანვე biggrin.gif

და აი მეგობრებო მეოტე ტაინმის პირველივე წუთებზე თამაშგარე სიტუაცია დააფიქსირა მსაჯმა თუმცა ალბათ სადაოა არის თუ არა სიტუაცია ნამდვილად თამაშგარე? rolleyes.gif kodeqsi ბატონო თქვნი კომენტარი ეგებ უებარ იყოს ვითარცა მალამოი სასაულმოქმედი smile.gif

Posted by: Luka251 18 Apr 2017, 11:22
ცოტა კრეატიული უნდა იყოს კაცი და ქალიც რა თქმა უნდა. თუ ოჯახის შენახვის ერთი ადგილი არ აქვს კაცს მაშინ საერთოდ არ უნდა მოკიდოს მაგ საქმეს ხელი.....

Posted by: carvera 18 Apr 2017, 12:06
როგორც ამბობენ, ადვილი ფაფის ჭამაა wink.gif

და ეგეც არაა ადვილი, თუ არ გიყვარს biggrin.gif

Posted by: kodeqsi 18 Apr 2017, 17:24
QUOTE (ჯარჯი @ 18 Apr 2017, 05:04 )
ხო ისე კი ხდება ეგრეც რომ გაიჭედების ურთიერთობაი და ტაიმაუტი უებარ არს ვითარცა საშუალებაი კვლავ ერთობისაი biggrin.gif

კაცმა ბოზ თუ მაიყვანა გაუჭირდების მარტო დატოვებაი ვითარცა იწროი არს ბუნებაი დედთაიო როგორც ნათქვამი არს ოდითგანვე biggrin.gif

და აი მეგობრებო მეოტე ტაინმის პირველივე წუთებზე თამაშგარე სიტუაცია დააფიქსირა მსაჯმა თუმცა ალბათ სადაოა არის თუ არა სიტუაცია ნამდვილად თამაშგარე?  rolleyes.gif  kodeqsi ბატონო თქვნი კომენტარი ეგებ უებარ იყოს ვითარცა მალამოი სასაულმოქმედი smile.gif

უსასიამოვნესი პოსტია, ნამდვილი პოემა პატრიარქატის განდიდების სამსახურში ამაყად მყოფი, რაც მის სტრიქონებს შორის უაშკარესად იგრძნობის!... up.gif

რაც შეეხება იმ საშიშროებას, რომ ბოზობისკენ მიდრეკადი და ამის გამო ორმაგად საკუხნე ცოლ-მაყვალაის მარტოდ დატოვებიდან რომ გამომდინარეობს ქართული ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდის მიმართა, ამისათვის არსებობს უუებარესი საშუალება დედამთილის კონტროლ-ზედამხედველობითი უმნიშვნელოვანესი მისიონერული როლითა ამ საქმეშია!... up.gif givi.gif

Posted by: ჯარჯი 18 Apr 2017, 17:28
kodeqsi

და თუ არა არს ახლოს შინა დედამილ არცა დედამთილმაგვარი იქნებ არს გაქირავებაი დედამთილმაგვარისა?
lol.gif ბიზნეს იდეაც იშვა წიღსა ფორუმისასა შინა lol.gif

Posted by: alesandra 18 Apr 2017, 17:34
ცოლ-ქმარი ურთიერთმობეზრებას ვერ აიცილებს თავიდან

Posted by: ჯარჯი 18 Apr 2017, 17:36
alesandra
QUOTE
ცოლ-ქმარი ურთიერთმობეზრებას ვერ აიცილებს თავიდან


ნწნწნწნწნ ანუ ყოველმიზეზგარეშე განწირულები ვართ? sad.gif

Posted by: alesandra 18 Apr 2017, 17:44
ჯარჯი

რატო განწირული. ეს ასეც უნდა იყოს. აბა 20-30-40 წელი რომ თავდაპირველი ინტერესი და ემოცია გქონდეს, ხო გაგიჟდი მასე.

Posted by: ჯარჯი 18 Apr 2017, 17:51
alesandra
QUOTE
რატო განწირული. ეს ასეც უნდა იყოს. აბა 20-30-40 წელი რომ თავდაპირველი ინტერესი და ემოცია გქონდეს, ხო გაგიჟდი მასე.


რატო გაგიჟდები? biggrin.gif

გულახდილად რომ ვთქვა მინახავს მე ასაკიანი წყვილი რომლებიც არც არასდროს ჩხუბობენ, არასდროს მიუციათ ერთმანეთისთვის შენიშვნა სხვისი თანდასწრებით და არასდროს არ დაუფიქსირებიათ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი. მგონი ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს და არ წყინდებათ ერთმანეთი. 70 წლისები არიან ახლა დაახლოებით და ჩემი მშობლები ჩემს დაბადებამდეც იცნობდნენ ზუსტად ეგეთებად smile.gif

ასე რომ არ მჯერა მე რომ თითქოს ადრე თუ გვიან ყველას წყინდება მეუღლე biggrin.gif





Posted by: alesandra 18 Apr 2017, 17:58
ჯარჯი

გამონაკლისები არსებობს.


Posted by: _nite_ 18 Apr 2017, 18:09
QUOTE
ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში...

კაცმა გკითხოს ღადაობ

მარა რო არ ღადაობ
რა გინდა რომ ქნა

Posted by: ჯარჯი 18 Apr 2017, 18:09
alesandra
QUOTE
გამონაკლისები არსებობს.


მე არ ვიცი ალბატ მოვწყინდები როცა იქნება და სხვა ცოლის მოყვანა მომიწევს biggrin.gif
უუფ რამხელა ხარჯები მელოდება ცხოვრებაში და მე კიდე რამდენ დროს ვკარგავ ამ ფორუმზე
sad.gif
* * *
_nite_
QUOTE
მარა რო არ ღადაობ
რა გინდა რომ ქნა


შენ კოდექსი ბიძიას ხო არ უმიზენებ შემთხვევით? biggrin.gif
გაგიმართლა კარგი გემოვნება გქონია, კაი თემებს ხსნის ეგ ადამიანი ნამდვილად საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებზე smile.gif

Posted by: TRACY 18 Apr 2017, 23:31
kodeqsi
QUOTE
ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში...   

ძაან ტენი შენ ამ ქალებს კუხნაში lol.gif


Posted by: kodeqsi 19 Apr 2017, 04:24
QUOTE (ჯარჯი @ 18 Apr 2017, 17:28 )
kodeqsi

და თუ არა არს ახლოს შინა დედამილ არცა დედამთილმაგვარი იქნებ არს გაქირავებაი დედამთილმაგვარისა?
lol.gif  ბიზნეს იდეაც იშვა წიღსა ფორუმისასა შინა  lol.gif

მშვენიერი იდეა კია, სრულად გეთანხმებით ამაში მე და მმდეი, მარა არ წაეპლაგიატონ ეხლა ამ უნიკალურ ბიზნეს-იდეასა აქაურნი ფემინომაყვალ სტატუსიანნი და იგივე უხსენებელ სიდედრზეც არ მეინდომიონ მომენტ, რაც სრულიად კოშმარის ტოლფასი იქნების ლამის მთელი ქმარ-სამამრეთისთვის... yes.gif gigi.gif


QUOTE (_nite_ @ 18 Apr 2017, 18:09 )
QUOTE
ცოლი კუხნაში, ქმარი ნაშებში...

კაცმა გკითხოს ღადაობ

მარა რო არ ღადაობ
რა გინდა რომ ქნა

ღადავის მწვერვალი სწორედ ღადავის წარმოჩენაა ზედამაჯერებელ რეალობად და ძაანაც კაი, ჭეშმარიტად თუ დაგაჯერე სინამდვილედ აგი ჩემი, ბატონი ჯარჯის და სრულიად მსოფლიო მურთაზთ უმთავარესი სურვილები... yes.gif

პ.ს. და ეს პოსტიც ღადავის კლასიკის პონტში გაატარე... ნუ თუ გინდა ნუ გაატარებ, ჩემთვის და მმდეისთვის კიდევ უკეთესი... yes.gif givi.gif

Posted by: kodeqsi 19 Apr 2017, 04:52
QUOTE (ჯარჯი @ 18 Apr 2017, 18:09 )

_nite_
QUOTE
მარა რო არ ღადაობ
რა გინდა რომ ქნა


შენ კოდექსი ბიძიას ხო არ უმიზენებ შემთხვევით? biggrin.gif
გაგიმართლა კარგი გემოვნება გქონია, კაი თემებს ხსნის ეგ ადამიანი ნამდვილად საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებზე smile.gif

ეგ მთელი მამროდემოკრატიის სინსილის გაწყვეტას უმიზნებს კაი ხანია... givi.gif და არ გაუმართლა მთავარში _ ფემინოა მაგარი, შედეგადა რისაცა მთელ ფემინოსამყაროსა სახითა და სახელითა ბრაზობს ნამეტანია ვითომცაო ღადავით გვინგრევს გენდერიზმსაო მისთვის თავგადადებულ ჩვენსა ამდენ შრომა-განცდებ ჩაქსოვილიანსაო... facepalm.gif givi.gif



QUOTE (TRACY @ 18 Apr 2017, 23:31 )

ძაან ტენი შენ ამ ქალებს კუხნაში  lol.gif

საუკეთესო, იდეალურ-იდილიური ადგილია მაგი მათთვის ქართული ტრადიციული ოჯახის ინსტიტუციის ფარგლებში... yes.gif givi.gif





პ.ს. ეს ზოგადად, სახალისოდ, კაი თბილი ფოტო... smile.gif

Posted by: t-90 19 Apr 2017, 09:41
პირად სივრცეს არათუ ცოლქმარი ბუდისტურ მონასტრებშიც კი უტოვებენ.

Posted by: papala 19 Apr 2017, 09:51
ერთმანეთისთვის ყველა დღის გალამაზებას და გახალისებას თუ ეცდებიან, არა მგონია მომაბეზრებელი გახდეს ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა...მთელი დღე რომ სამსახურშია ცოლი, ქმარიც რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ მოგენატროს და საღამოს რამოდენიმე საათით მასთან ყოფნა მოგბეზრდეს...არ ვიცი, ყველას თავისი შეხედულება და ცხოვრების სტილი აქვს..მე პირადად ერთი საღამოც კი სადმე რომ მიდის მეუღლე , ვერ ვძლებ.სიგიჟემდე მენატრება smile.gif

Posted by: Parabola 19 Apr 2017, 11:15


რამდენჯერ გამიგია ცოლებისგან სახლში დამჯდარ ქმარზე უარესი არაფერიაო, რამდენი მომდგომია კარზე ოღონდ ჩემს ქმარს სამსახური დააწყებინე და გარეთ იყოს და ხელფასის დედაცო..
ასე რო კაცისთვისაც და ქალისთვისაც აუცილებელია სხვა გარემო, თორე დაჭამენ ერთმანეთს ან გაიყრებიან )))
როცა 20-30 წლიან ქორწინებაზეა საუბარი ერთმანეთის მობეზრება გარდაუვალია, 30 წელი კი არა 7 წელი კისერში ამოგივა. მაგ დროს ფსიქოლოგები ღალატს გვირჩევენ, მივალთ ვინმე ნაშასთან, ქალიც მივა ვიღაც ###სთან და მერე ორივე მიხვდება თბილი კერა და ოჯახი ყველაფერს რომ ჯობია, აან რომელიმეს ჯანმრთელობის პრობლემა უნდა შეექმნას და მაშინაც ხვდებიან ხოლმე რომ ძვირფასი ყოფილა მეორე ნახევარი.
ოჯახი როგორც სოც მოვლენა თუ დიდად არ გეპიტავება და გეფასეულება უნდა განქორწინდე
არ უნდა ამას დიდი ფილოსოფოსობა და 377 თემის გახსნა მამენტ
სიმშვიდეს გისურვებთ მეგობრებო kiss.gif
პ.ს. მამაკაცებო იმაზე მეტს გაქვთ და გელოდებათ რქები ვიდრე წარმოგიდგენიათ, შეცვალეთ ქალებთან დამოკიდებულება თორე გაღიმებული მოკვდებით gigi.gif

Posted by: Miss_sinaze711 19 Apr 2017, 11:26

QUOTE
პ.ს. მამაკაცებო იმაზე მეტს გაქვთ და გელოდებათ რქები ვიდრე წარმოგიდგენიათ, შეცვალეთ ქალებთან დამოკიდებულება თორე გაღიმებული მოკვდებით


ყველაზე რეალურია, რაც წამიკითხავს biggrin.gif
რომ გინდა დაწერა, მაგრამ არ გიღირს, თუმცა სხვა დაწერს შენს მაგივრად biggrin.gif ^_^

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 12:35
kodeqsi
QUOTE
ეგ მთელი მამროდემოკრატიის სინსილის გაწყვეტას უმიზნებს კაი ხანია...  და არ გაუმართლა მთავარში _ ფემინოა მაგარი, შედეგადა რისაცა მთელ ფემინოსამყაროსა სახითა და სახელითა ბრაზობს ნამეტანია ვითომცაო ღადავით გვინგრევს გენდერიზმსაო მისთვის თავგადადებულ ჩვენსა ამდენ შრომა-განცდებ ჩაქსოვილიანსაო...   


დავთაგავ და სერიოზულ არგუმენტებს დავდებ ერთი კარგი და ჭკვიანი გოგოს მსჯელობებიდან და ვანახოთ როგორ მოიქცევა
biggrin.gif

_nite_

ნიტე გეთაყვა აქეთ გენცვალე აქეთ ვართ ჩვენები givi.gif მინდა ერთი ჩვენიანი გოგონა გაგაცნოთ, იცნობდეთ და გიყვარდეთ> ქეთევან ჯაყელი> ძლიან კარგი ადამიანი ,პიროვნება, კულტურულად მოაზროვნე პერსონა smile.gif
http://do.pup.ge/50--.html 2kiss.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 13:14
ჯარჯი
QUOTE
გაგიმართლა კარგი გემოვნება გქონია, კაი თემებს ხსნის ეგ ადამიანი ნამდვილად საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებზე smile.gif

ენას ვუწუნებ , თორე ისე არა უშავს

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 13:40
_nite_
QUOTE
ენას ვუწუნებ , თორე ისე არა უშავს



სულ ეს არის თქვენი კომენტარი? smile.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 13:58
ჯარჯი
QUOTE
სულ ეს არის თქვენი კომენტარი? smile.gif

მეტი რა გინდა?

პს. თუ გეცოტავა, შენ დაამატე

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 14:01
_nite_
QUOTE
მეტი რა გინდა?

პს. თუ გეცოტავა, შენ დაამატე



კაი



Posted by: t-90 19 Apr 2017, 14:10
Parabola
QUOTE
მამაკაცებო იმაზე მეტს გაქვთ და გელოდებათ რქები ვიდრე წარმოგიდგენიათ, შეცვალეთ ქალებთან დამოკიდებულება თორე გაღიმებული მოკვდებით

როგორ ფიქრობ კონკრეტულად მამაკაცებს წარმოუდგენიათ რო რქები აქვთ?
როგორც წესი კონკრეტული ტიპის ადამიანებს გაურბით ცოლები.

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 14:15
t-90
QUOTE
როგორც წესი კონკრეტული ტიპის ადამიანებს

და როგორც წესი ამ კაცმა არ იცის რომ ამ კონკრეტული ტიპისაა : )))

პს. იმჰო ტყუილია, არავინაა დაზღვეული ცოლის გაქცევისგან

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 14:19
t-90
QUOTE
როგორც წესი კონკრეტული ტიპის ადამიანებს გაურბით ცოლები.


მემგონი ტიპზე ნაკლებადაა დამოკიდებული. სხვადასხვა ტიპები ვიცი კონკრეტულად რომ გაუთხოვდათ ცოლები smile.gif

რქები მართლა არაფერია ყველაზე მაგრად ტეხავს ცოლი რო გაუთხოვდება და ბავშვებსაც წაიყვანს
lol.gif
არ შემეცოდნენ მაგათ თავზეც გავიარე givi.gif ორივეს ახალი ცოლები ყავთ უკვე. საერთო და მსგავსი ის იყო რომ ორივე თეთრები დადიოდნენ გარკვეული პერიოდი მუმიებივით იყვნენ გაშეშებული მიმიკებით.

ძალიან სხვადასხვა ტიპები არიან ამიტომ ვერ დაგეთანხმები

Posted by: mofefero_Finda 19 Apr 2017, 14:35
დაოჯახებულს კითხვა არ დაესმის...

იმიტორო ის ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნიდან გამომდინარე სცემს პასუხს...
და არა რეალობიდან...

ასერომ დაოჯახებულს არც ჭკუა უნდა კითხო...
არც რჩევა მიიღო მისგან...


დაოჯახებული ადამიანის ტვინი აბსოლიტურად სხვანაირად მუშაობს..
და მითუმეტეს სრულიად თავგზას უბნევს დასაოჯახებელ ხალხს...

არაფრად არ ვარგა დაოჯახებული ხალხის რჩევები..
ცხვირპირის მტვრევით ივლი მაგათ რო დაუჯერო...

Posted by: t-90 19 Apr 2017, 14:36
_nite_
QUOTE
და როგორც წესი ამ კაცმა არ იცის რომ ამ კონკრეტული ტიპისაა : )))

უმეტეს შემთხვევაში ასეა.
QUOTE
იმჰო ტყუილია, არავინაა დაზღვეული ცოლის გაქცევისგან

კონრეკტული ტიპაჟის ხალხია ის ხალხი ვინც სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
ზოგს ნიჭი აქვს ზოგი სწავლობს რა.
ნუ კიდე ცოლის ტიპაჟს გააჩნია.
ჯარჯი
QUOTE
ძალიან სხვადასხვა ტიპები არიან ამიტომ ვერ დაგეთანხმები

მასე ვერ გაიგებ.
ცოტა სხვა რაღაცა უნდა გაიტანო ფრჩხილებს გარეთ.
ხასიათის თვისება.

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 14:41
t-90
QUOTE
მასე ვერ გაიგებ.
ცოტა სხვა რაღაცა უნდა გაიტანო ფრჩხილებს გარეთ.
ხასიათის თვისება.


ხასიათებით ისინი გვანან ერთმანეთს ვინც ამათ ცოლები წაუყვანა biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 15:09
t-90
QUOTE
კიდე ცოლის ტიპაჟს გააჩნია.

კიდე კი არა, ცოლს გააჩნია, და არა კაცს.
სტატისტიკურად ალბათ გარკვეული ტიპის კაცებს უფრო მეტად გაურბით ცოლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა "ტიპაჟებს" სიმშვიდე უზრუნველყოფილი აქვთ

Posted by: t-90 19 Apr 2017, 15:19
_nite_
QUOTE
კიდე კი არა, ცოლს გააჩნია, და არა კაცს.
სტატისტიკურად ალბათ გარკვეული ტიპის კაცებს უფრო მეტად გაურბით ცოლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა "ტიპაჟებს" სიმშვიდე უზრუნველყოფილი აქვთ

გააჩნია რა.
კონკრეტული ტიპაჟის ცოლებს კონკრეტული "მომრჯულებლები" ყავთ.
სტატისტიკურად ეგ არის ათასი ერთზე.
ისე კი სიმშვიდე და კაი ცხოვრება სადაა? :დ
ჯარჯი
QUOTE
ხასიათებით ისინი გვანან ერთმანეთს ვინც ამათ ცოლები წაუყვანა

არა ხალხ გლობალურად ნუ უყურებთ.
კონრკეტული შაბლონია იმის გარანტია რო ცოლს წაართმევენ.
აი პატარა მოქმედების შაბლონი.

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 15:28
t-90
QUOTE
კონკრეტული ტიპაჟის ცოლებს კონკრეტული "მომრჯულებლები" ყავთ.



რას გაუგებ ამ ცხოვრებას ჩემო ოლღა biggrin.gif

Posted by: t-90 19 Apr 2017, 15:31
_nite_
QUOTE
რას გაუგებ ამ ცხოვრებას ჩემო ოლღ

დიდი ხანია ეგ ყველაფერი ფორმულირებულია. ჯერ კიდევ ძველ ბერძენ და ჩინელ ფილოსოფოსების ნაშრომებშI. biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 15:35
QUOTE
დიდი ხანია ეგ ყველაფერი ფორმულირებულია. ჯერ კიდევ ძველ ბერძენ და ჩინელ ფილოსოფოსების ნაშრომებშI. biggrin.gif

და ბოლომდე მაინც ვერავინ ჩამოყალიბდა

და ისე თემას რაც შეეხება, მართლა საშინლად მომაბეზრებელია ცოლი და ქმარი მუდმივად ერთად

Posted by: t-90 19 Apr 2017, 15:57
_nite_
QUOTE
და ბოლომდე მაინც ვერავინ ჩამოყალიბდა

როგორ გეკადრება. biggrin.gif
ჩინელ აგრიკულტურალისტებს აქვთ დეტალურად გაწერილი ეგეთი ამბები biggrin.gif
იაპონლებს ვაბშე ისეთი სახელმძღვანელო აქვთ რო მარტივად წერია ყველაფერი biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 16:01
t-90
QUOTE
ჩინელ აგრიკულტურალისტებს აქვთ დეტალურად გაწერილი ეგეთი ამბები biggrin.gif
იაპონლებს ვაბშე ისეთი სახელმძღვანელო აქვთ რო მარტივად წერია ყველაფერი biggrin.gif

რომ წერია და რომ აქვთ აღწერილი არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტებაა : )) ან შეიძლება არის კიდეც ჭეშმარიტება მაგრამ ნაწილობრივ და მხოლოდ გარკვეულ ჭრილში და ყველა წესი კი იმის წესია რომ ყოველთვის აქვს გამონაკლისები

ისე კი არ ვიცი რა ნაშრომებზე გაქვს საუბარი, სიას ხომ არ მოგვაწვდიდით, გეთაყვა? biggrin.gif

Posted by: Estrella 19 Apr 2017, 16:06
QUOTE
ადამიანს ჭირდება დრო და დრო მხოლოდ მისი პირადი სივრცეო, რომელშიც არავინ არ უნდა შეუშვასო...

ეს იყო ჩემი საფირმო ფრაზა, მაგრად მჯეროდა და სულ პირზე მეკერა. ახლა კი მეცინება, განსაკუთრებით გამუქებულ ნაწილზე. smile.gif

მეტად ინდივიდუალური საკითხია ოჯახის შიდა ინფრასტრუქტურა და მისი წარმატება პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული ამ სფეროში შესული მხარეების, ცოლისა და ქმრის, შეგნების სიმაღლეზე და ცნობიერების ძილ-ღვიძილზე, ასევე კონფიდენციალურობაზე, ე.ი. გარეშე პირების ჩაურევლობაზე. ოჯახი ერთგვარი ხელშეკრულება და გარიგება. არსებობენ საქმეში გაიძვერა პარტნიორები და კეთილსინდისიერებიც, მოაზროვნეებიც და ყუნგებიც, მოგზავნილებიც და საქმით გულწრფელად დაინტერესებულებიც.

უბრალოდ, ასე შეგნებულად შექმნილი მექანიკურია და მართლაც ხელშეკრულებას ჰგავს. ხომ არ სჯობია, იმიტომ აირჩიო, რომ არ იცოდე რატომ ირჩევ, უბრალოდ ის გინდოდეს და ვსო? რისკები მეტია, სამაგიეროდ გრძნობები, ემოციები და ურთიერთობა ნამდვილია, გრძნობ რომ ცოცხალი ხარ და არა მექანიკური, რომელიც რაღაცატო კვებავ ორის შექმნილ სივრცეს, სახელად ოჯახი. ამიტომ, ალბათ ოჯახი მარტო მაშინ უნდა შექმნა, თუ ირაციონალურად გადაირევით ერთმანეთზე. ან რავი, ესეც ინდივიდუალურია. ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოექცევინება და ალბათ, ამით ეს თემაც ამოწურულია. smile.gif

user posted image

ჰაჰ! ჩემს პოსტშივე ყოფილა პასუხი. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით, ეს ორი ერთად ქმნის მშვენიერ ტანდემს.
მეორე ნაწილს ანუ რაღაცატო იმენნო იმ ადამიანის არჩევას + პირველი ანუ იდეური ხელშეკრულება = ბედნიერ მგზავრობას, თუმცა ესეც:
QUOTE
პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული ამ სფეროში შესული მხარეების, ცოლისა და ქმრის,
შეგნების სიმაღლეზე და ცნობიერების ძილ-ღვიძილზე, ასევე კონფიდენციალურობაზე, ე.ი. გარეშე პირების ჩაურევლობაზე.

ვსო, მგონი გავაიასნე და ამოვწურე. თუ არადა, აღარ ჩავასწორებ, ერთი ამისიც. up.gif



ბოლო ჩასწორება და ამის შემდეგ მართლაც ერთი ამისიც! mad.gif ----> წარმატება, ამ შემთხვევაში, ნიშნავს, ნებისმიერი სცენარისა თუ ფინალის პირობებში,
ორივე მხარისათვის შინაგანი კომფორტის, ბედნიერების მოტანას, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობის შენარჩუნებას და არა რამე კონკრეტულ მდგომარეობას ან სტატუსს.
ან, პირნციპში შეიძლება ამას არ ნიშნავს და შეიძლება ეს ყველაფერი სრული სისულელეც კი იყოს, ამიტომ, დავტოვოთ საკითხი ისე, როგორცაა.
რადგან საბოლოოდ, ყველაფერი და არა მხოლოდ ეს თემა, დამოკიდებულია --->
QUOTE
შეგნების სიმაღლეზე და ცნობიერების ძილ-ღვიძილზე.

აი, ამით უკვე, მართლა ყველაფერი ითქვა. bis.gif

Posted by: ჯარჯი 19 Apr 2017, 16:08
t-90
QUOTE
არა ხალხ გლობალურად ნუ უყურებთ.
კონრკეტული შაბლონია იმის გარანტია რო ცოლს წაართმევენ.
აი პატარა მოქმედების შაბლონი.



შენი ნათვამიდან გამოდის რომ შაბლონურია მიდგომა და საპასუხოდ შაბლონურია ცოლების რეაციაც.
არ არის მასე. ქალებიც არ არიან ერთნაირები. სხვადასხვა რეაქციები აქვთ.ვერ ვიტყვი რომ ყველა ორიგინაურია და განსაკუტრებული მაგრამ კაცის ტიპი ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი და ერთადერთი მიზეზი.

Posted by: t-90 19 Apr 2017, 18:41
_nite_
QUOTE
რომ წერია და რომ აქვთ აღწერილი არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტებაა : )) ან შეიძლება არის კიდეც ჭეშმარიტება მაგრამ ნაწილობრივ და მხოლოდ გარკვეულ ჭრილში და ყველა წესი კი იმის წესია რომ ყოველთვის აქვს გამონაკლისები

მაგეებზე სწერია ზუსტად biggrin.gif
გამონაკლისებიც კი აღწერილია biggrin.gif

QUOTE
ისე კი არ ვიცი რა ნაშრომებზე გაქვს საუბარი, სიას ხომ არ მოგვაწვდიდით, გეთაყვა?

დაო დე ძინი, კონფუცის ანალექტები, დოგენ ზენჯის შობოგენძო, კუნოიტი-ნო-ძუცუ, ეს აღმოსავლური.
მერე დასავლურსაც მოგაწვდი თუ დაგაინტერესებს.
ჯარჯი
QUOTE
შენი ნათვამიდან გამოდის რომ შაბლონურია მიდგომა და საპასუხოდ შაბლონურია ცოლების რეაციაც.
არ არის მასე. ქალებიც არ არიან ერთნაირები. სხვადასხვა რეაქციები აქვთ.ვერ ვიტყვი რომ ყველა ორიგინაურია და განსაკუტრებული მაგრამ კაცის ტიპი ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი და ერთადერთი მიზეზი.

ის რაც შენ ორიგინალური გგონია როგორც წესი ათამდე კლასიფიკაციაში ხვდება.

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 18:59
t-90
QUOTE
დაო დე ძინი, კონფუცის ანალექტები, დოგენ ზენჯის შობოგენძო, კუნოიტი-ნო-ძუცუ, ეს აღმოსავლური.

ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ აემეების წამკითხველი ფორუმზე პოსტავდა, თან...
QUOTE
წერილები: 33955

givi.gif

Posted by: t-90 19 Apr 2017, 19:07
_nite_
QUOTE
ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ აემეების წამკითხველი ფორუმზე პოსტავდა, თან...

აბა შენ რას ფიქრობ ეხლა ამას წაიკითხავ და ეგრევე აღმოჩნდები რიუანძის ბაღში ლოტუსის პოზაში ფეხმორთხმული ბოდჰიდჰარმას მედიტაციის ამბებში? biggrin.gif
დოჩანასვილის კუჭის კანოის არ იყოს ისევ ის ბითური ხარ ამის წაკითხვის მერე რაც მანამდე იყავი biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 19:13
t-90
QUOTE
ლოტუსის პოზაში ფეხმორთხმული

ამას ცოტა მუშაობა სჭირდება თუ გენეტიკურად პლასტიკა არ მოგყვება ან ბავშვობაში ტანმოვარჯიშე არ იყავი
QUOTE
შენ რას ფიქრობ ეხლა ამას წაიკითხავ და

რა შუაში იყო ლოტუსთან ვერ მივხვდი biggrin.gif

Posted by: t-90 19 Apr 2017, 19:16
_nite_
QUOTE
ამას ცოტა მუშაობა სჭირდება თუ გენეტიკურად პლასტიკა არ მოგყვება ან ბავშვობაში ტანმოვარჯიშე არ იყავი

ცოტა კი არა კარგად ბლომად მუშაობა სჭირდება biggrin.gif
QUOTE
რა შუაში იყო ლოტუსთან ვერ მივხვდი

არაფერი პროსტო წარმოვადგინე სტერეოტიპი ამის წამკითხველისა რა biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 19:26
t-90
QUOTE
ცოტა კი არა კარგად ბლომად მუშაობა სჭირდება biggrin.gif

ვისთვის როგორ tongue.gif
QUOTE
არაფერი პროსტო წარმოვადგინე სტერეოტიპი ამის წამკითხველისა რა biggrin.gif

ანუ ჩემი? biggrin.gif თუ ჩემი სტერეოტიპი შენზე?

Posted by: t-90 19 Apr 2017, 19:30
_nite_
QUOTE
ვისთვის როგორ

ნუ ხო biggrin.gif
მე კაი ბლომად დამჭირდა, ასე სამი თვე biggrin.gif
მერე მივუშვი ხელი და ეხლა ვერც ვჯდები biggrin.gif
QUOTE
ანუ ჩემი?  თუ ჩემი სტერეოტიპი შენზე?

არა, ზოგადად ანუ ამით დაინტერესებულ ტიპებზე ხო გავრცელებული სტერეოტიპია რო ჩარგული უნდა იყიოს ეგეთ ამბებში biggrin.gif
აბა სხვანაირად წარმოიდგენდი რო ფორუმზე ამის წაკითხველი პოსტავს biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Apr 2017, 19:37
t-90
QUOTE
აბა სხვანაირად წარმოიდგენდი რო ფორუმზე ამის წაკითხველი პოსტავს biggrin.gif

არა მე ის ვთქვი სად გეცალა ამდენი პოსტის საწერად თქო.

QUOTE
მერე მივუშვი ხელი და ეხლა ვერც ვჯდები biggrin.gif

აი ხო მეც ეგრე sad.gif

Posted by: t-90 19 Apr 2017, 19:45
_nite_
QUOTE
არა მე ის ვთქვი სად გეცალა ამდენი პოსტის საწერად თქო.

სამუშაო მაქვს ეგეთი.
რაღაცას რო უნდა ველოდო შემოვირბენ და დავწერ რამდენიმე სტრიქონს biggrin.gif

Posted by: alesandra 19 Apr 2017, 21:21
mofefero_Finda
QUOTE
დაოჯახებულს კითხვა არ დაესმის...

იმიტორო ის ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნიდან გამომდინარე სცემს პასუხს...
და არა რეალობიდან...

ასერომ დაოჯახებულს არც ჭკუა უნდა კითხო...
არც რჩევა მიიღო მისგან...


დაოჯახებული ადამიანის ტვინი აბსოლიტურად სხვანაირად მუშაობს..
და მითუმეტეს სრულიად თავგზას უბნევს დასაოჯახებელ ხალხს...

არაფრად არ ვარგა დაოჯახებული ხალხის რჩევები..
ცხვირპირის მტვრევით ივლი მაგათ რო დაუჯერო...


ერთხელ დავუსვი დაოჯახებულს კითხვა, თუ რა იყო მისთვის ოჯახი. წლები რომ გადის და მეუღლეს ისე ეჩვევი, რომ ყოველგვარი რომანტიკა და ვნება ქრება.

კიო, ეს ქრებაო, მაგრამ მერე უკეთესი მოდისო, თითქოს შენ და შენი ცოლი ერთი სხეული ხართო. ყველაფერი რაც იყო მანამდე შენს ცხოვრებაში -
მშობლები, სხვა ოჯახის წევრები - უმნიშვნელო ხდებაო. მხოლოდ შენ და ის ხართ და სხვა არაფერი გაინტერესებსო.

მაშინ მივხვდი, რომ ასეთი სიმბიოზი და კოლექტიური ეგოიზმი ჩემთვის ძალიან უცხოა.

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 10:15
t-90
QUOTE
ის რაც შენ ორიგინალური გგონია როგორც წესი ათამდე კლასიფიკაციაში ხვდება.


მასებთან გქონია ძირითადად საქმე ისე მაგას არ იტყოდი smile.gif

* * *
alesandra
QUOTE
მაშინ მივხვდი, რომ ასეთი სიმბიოზი და კოლექტიური ეგოიზმი ჩემთვის ძალიან უცხოა.


მიდრეკილება თუ გაქვს მარტოობისკენ და ინტროვერტი თუ ხარ მაშინ რაც თქვი კოლექტიური ეგოიზმია მართლა, მაგრამ ინტროვერტობა თავის მხრივაც ხომ ეგოიზმის გარკვეული ფორმაა? biggrin.gif

Posted by: t-90 20 Apr 2017, 11:21
ჯარჯი
QUOTE
მასებთან გქონია ძირითადად საქმე ისე მაგას არ იტყოდი

მასებში რა იგულისხმება?
ადამიანების კლასიფიკაცია თვისებების მიხედვით არც ჩემი მოგონილია და არც ახალი მოგონილია.

Posted by: masha 20 Apr 2017, 11:34
kodeqsi
QUOTE
სულ ერთად უწყვეტად ყოფნა, ანუ ყოველ საღამოს, ყოველ უიკენდზე, ყოველ შვებულებაზე სულ ერთად ყოფნა ერთმანეთის ატმოსფეროში, ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში მაგრა გღლის, ძალიან გაბეზრებს თავს, ფსიქიურად გძაბავს და ბოლოს ტანჯვადაც შეიძლება გექცესო,

ცოტა მოძველებული შეხედულებაა
თუ მუშაობს რომელიმე? - 8 სთ გამოაკელი
მერე ძილი - (ერთად ძილი არაა ერთად ყოფნა)
საღამო- ბევრი ადამიანი ატარებს საღამოს სახლს გარეთ (მეგობრები, კაფე, ვარჯიში, რამე ჰობი)
ჰა დარჩა 2-3 სთ- ისიც შეიძლება ეს დრო დაეთმოს შვილებს, რაღაც ყოფითი საკითების მოგვარებას

უიკენდიც ასევე- ჰა-ჰა 2-3 სთ გავიდნენ სადმე ერთად
და შვებულება ხომ საერთოდ- სულ რამოდენიმე დღე

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 12:26
t-90
QUOTE
მასებში რა იგულისხმება?
ადამიანების კლასიფიკაცია თვისებების მიხედვით არც ჩემი მოგონილია და არც ახალი მოგონილია.


ძალიან არასწორი მოგონებაა ადამიანების კლასიფიკაცია რქიანების და არარქიანების ტიპებად smile.gif
შეიძლება ითქვას დისკრიმინაციული, არარელიგიური და ბოლობოლო არაჰუმანურიც smile.gif

არაჰუმანური იმიტომ რომ ვერ ითვალისწინებს ადმაიანის სულ ცოტა გენეტიკურ სინამდვილეს რომ ქონდეს მახსოვრობა თან განვითარდეს გონებრივად და სულიერად.

Posted by: t-90 20 Apr 2017, 12:56
ჯარჯი
QUOTE
ძალიან არასწორი მოგონებაა ადამიანების კლასიფიკაცია რქიანების და არარქიანების ტიპებად
შეიძლება ითქვას დისკრიმინაციული, არარელიგიური და ბოლობოლო არაჰუმანურიც

არაჰუმანური იმიტომ რომ ვერ ითვალისწინებს ადმაიანის სულ ცოტა გენეტიკურ სინამდვილეს რომ ქონდეს მახსოვრობა თან განვითარდეს გონებრივად და სულიერად.

ფაქტია რო იყოფა.
და ფაქტია რო ასეა.
ჰუმანიზმს და სოციალურ მეცნიერებებს საერთო არ აქვთ.
ზოგადად ჰუმანიზმს და მეცნიერებასაც არაფერი აქვთ საერთო.

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 13:29
t-90
QUOTE
ფაქტია რო იყოფა.
და ფაქტია რო ასეა.
ჰუმანიზმს და სოციალურ მეცნიერებებს საერთო არ აქვთ.
ზოგადად ჰუმანიზმს და მეცნიერებასაც არაფერი აქვთ საერთო.


რომელი ფაქტია ვინ დაყო რომელ ნაშრომებში? ვინმე ახალი სოცილოგია, ფსიქოლოგი თუ საზოგადო მოღვაწე ეგეთებს რომ ამტკიცებს? თუ დღემდე უცნობი გენიოსია? smile.gif
ჰომანოიდი და სოციუმი
ჰუმანიზმი და სოციალიზმი
მეცნიერებები და ნაშრომები

უნარების ტესტებშია შესატანი, სწორია და არსწორიას მეთოდით.

Posted by: არმეძებო 20 Apr 2017, 13:40
QUOTE
 მეუღლეების ფაქტიურად მუდმივად ერთად ყოფნა, ძაან მომაბეზრებელი და მერე სრულიად აუტანელიც ხდებაო

კი და ამიტომაც არსებობს საყვარლის მშვენიერი ინსტიტუტი.
საყვარელი რა არის?იგივე ცოლია,რომელიც არ გბეზრდება.
და რატომ არ გბეზრდება?იმიტომ რომ ცოლი არაა.

Posted by: masha 20 Apr 2017, 14:17
არმეძებო
QUOTE
კი და ამიტომაც არსებობს საყვარლის მშვენიერი ინსტიტუტი.

აი, პროგრესს ვერ აუწყვეთ რა ფეხი!
ადრე იყო ეგ ადრე!
ახლა არის საყვარლების ინსტიტუტი, რადგან საყვარელიც მოსაბეზრებელია.

Posted by: t-90 20 Apr 2017, 17:35
ჯარჯი
QUOTE
რომელი ფაქტია ვინ დაყო რომელ ნაშრომებში? ვინმე ახალი სოცილოგია, ფსიქოლოგი თუ საზოგადო მოღვაწე ეგეთებს რომ ამტკიცებს? თუ დღემდე უცნობი გენიოსია?
ჰომანოიდი და სოციუმი
ჰუმანიზმი და სოციალიზმი
მეცნიერებები და ნაშრომები

უნარების ტესტებშია შესატანი, სწორია და არსწორიას მეთოდით.

ვერ გავიგე რა გინდა? biggrin.gif

Posted by: zigmundi32 20 Apr 2017, 17:58
რა ვიცი პირიქითაც ხომ არ ხდება ხოლმე? ქმრები კუხნაში, ცოლები ნაშებშიbiggrin.gif

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 18:13
t-90
QUOTE
ვერ გავიგე რა გინდა? 


შევეცდები შენთვის გასაგებად აგიხსნა. მოკლედ რა მინდა და რაღაც ფაქტიაო რომ იტყვი ადამიანი სადაური ფაქტია და ვინ ადასტურებს მაგ ფაქტს შენს გარდა მაგის თქმაც უნდა შეგეძლოს.

რუსულად ხო გითხრა იგივე?

Posted by: ND&MG 20 Apr 2017, 18:15
კარგია როცა არ ჩხუბობენ, მაგრამ მე მგონია რომ ნორმის ფარგლებში ჩხუბიც სიყვარულის გამოხატულებაა,
მთავარია ერთმანეთი არ დაამცირონ, და ერთმანეთის ფასი იცოდნენ

Posted by: t-90 20 Apr 2017, 20:11
ჯარჯი
QUOTE
შევეცდები შენთვის გასაგებად აგიხსნა. მოკლედ რა მინდა და რაღაც ფაქტიაო რომ იტყვი ადამიანი სადაური ფაქტია და ვინ ადასტურებს მაგ ფაქტს შენს გარდა მაგის თქმაც უნდა შეგეძლოს.

რუსულად ხო გითხრა იგივე?

ქართულად ვერ ამბობ და...

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 21:05
t-90
QUOTE
ქართულად ვერ ამბობ და...


იტოგში პასუხი არ გაქვს.

Posted by: maxouni 20 Apr 2017, 21:07
QUOTE
კარგია როცა არ ჩხუბობენ, მაგრამ მე მგონია რომ ნორმის ფარგლებში ჩხუბიც სიყვარულის გამოხატულებაა,

როცა ორი ადამიანი წლების მანძილზე სულ ერთად არიან და ერთჯერაც არ უჩხუბიათ - დიდი ალბათობით მაგარად კიდიათ ერთმანეთი

Posted by: t-90 20 Apr 2017, 21:25
QUOTE (ჯარჯი @ 20 Apr 2017, 21:05 )
t-90
QUOTE
ქართულად ვერ ამბობ და...


იტოგში პასუხი არ გაქვს.

ვერ გავიგე რას კიტხულობ.
ანუ შენ იძახი რო ადამიანების კლასიფიკაცია არ უნდა მოხდეს?
ეგ ფსიქოლოგებს და ფილოსოფოსებს უთხარი.

Posted by: ჯარჯი 20 Apr 2017, 21:30
t-90
QUOTE
ვერ გავიგე რას კიტხულობ.
ანუ შენ იძახი რო ადამიანების კლასიფიკაცია არ უნდა მოხდეს?
ეგ ფსიქოლოგებს და ფილოსოფოსებს უთხარი.


კარგი გასაგებია შენი პოზიცია. biggrin.gif

Posted by: FocusMocus 20 Apr 2017, 22:38
ვფიქრობ ვისაც აქვს ცოლქმრული ურთიერთობის გამოცდილება ზუსტად გაიაზრებს იმ ფაქტს,რომ თუ წყვილს უყვარს ერთმანეთი და შეუძლიათ ურთიერთობაში რამე საინტერესო ცვლილებების შეტანა,ასეთი ურთიერთობა არასოდეს არის მოსაბეზრებელი. სამი წელია დაოჯახებული ვარ და არასოდეს მქონია მომენტი რომ მეუღლე მომბეზრდა,პირიქით.ეცადეთ დააფასოთ ყველა წუთი რომელსაც საყვრელ ადამიანთან გაატარებთ.იყავით საინტერესოები , სიყვარულით სავსე და ნახავთ არავის არავინ მობეზრდება.

Posted by: TRACY 20 Apr 2017, 23:06
kodeqsi
QUOTE
საუკეთესო, იდეალურ-იდილიური ადგილია მაგი მათთვის ქართული ტრადიციული ოჯახის ინსტიტუციის ფარგლებში...   

ცოლი გყავს?

Posted by: mofefero_Finda 20 Apr 2017, 23:12
QUOTE (alesandra @ 19 Apr 2017, 12:21 )
mofefero_Finda
QUOTE
დაოჯახებულს კითხვა არ დაესმის...

იმიტორო ის ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნიდან გამომდინარე სცემს პასუხს...
და არა რეალობიდან...

ასერომ დაოჯახებულს არც ჭკუა უნდა კითხო...
არც რჩევა მიიღო მისგან...


დაოჯახებული ადამიანის ტვინი აბსოლიტურად სხვანაირად მუშაობს..
და მითუმეტეს სრულიად თავგზას უბნევს დასაოჯახებელ ხალხს...

არაფრად არ ვარგა დაოჯახებული ხალხის რჩევები..
ცხვირპირის მტვრევით ივლი მაგათ რო დაუჯერო...


ერთხელ დავუსვი დაოჯახებულს კითხვა, თუ რა იყო მისთვის ოჯახი. წლები რომ გადის და მეუღლეს ისე ეჩვევი, რომ ყოველგვარი რომანტიკა და ვნება ქრება.

კიო, ეს ქრებაო, მაგრამ მერე უკეთესი მოდისო, თითქოს შენ და შენი ცოლი ერთი სხეული ხართო. ყველაფერი რაც იყო მანამდე შენს ცხოვრებაში -
მშობლები, სხვა ოჯახის წევრები - უმნიშვნელო ხდებაო. მხოლოდ შენ და ის ხართ და სხვა არაფერი გაინტერესებსო.

მაშინ მივხვდი, რომ ასეთი სიმბიოზი და კოლექტიური ეგოიზმი ჩემთვის ძალიან უცხოა.

რავი მე მგონია სხვადასხვა სახის ოჯახები იქმნება...

ოჯახის ერთი მოდელი არარსებობს...

მაგ. მერწყული და ტყუპის ოჯახი სხვანაირია..
კუროს და ლომის სხვანაირი...

და გააჩნია კიდე შვილები რა ზოდიაქოა...


ეს ზოდიაქო მაგალითად ვიძახი... როგორც ადამიანის სხვადასხვა ტიპები...
ფსიქოლოგიურად ინტროვერტი.. და რაღაცეები ქვიათ...

ასერომ ვერ მოერგება უბრალოდ ვიღაც ოჯახის გამოცდილება სხვებს..
შეიძლება მისი მეთოდი და გამოცდილება... თავის ზოდიაქოს... ტიპის სხვა ადამიანებს
გამოადგეს... მარა არა ყველას...

თუნდაც გოგოებისგან გამიგია კაცში ეძებენ დაცულობის შეგრძნებას...
მე პირადად არანაირად არ ვეძებ მაგას..

ჩემთვის კომუნიკაცია.. მეგობრობა .. კომპანიონობა..
დროის ერთად გატარებაა მთავარი...
და ვიღაც მცველი საერთოდ არ მჭირდება...

Posted by: SR-71 21 Apr 2017, 01:03
რავა ყველაფერზე ბჟუტურობთ, ელემენტარულზეც კი რომ ცოლქმრობა-სიყვარული-ღვთაება ერთიდაიგივეა და ერთადყოფნას ნიშნავს თორემ ახლა ავანდმყოფობის გამოვლინება იმგვარიცაა სასტავი საკუთარ ცოლებთან და ქმრებთან ერთად ორგიებს რომ აწყობს, სულიერმა დაშორებამ და ხორციელმა სიახლოვემ იცის ეს.

Posted by: whiskey 21 Apr 2017, 01:18
FocusMocus
QUOTE
სამი წელია დაოჯახებული ვარ და არასოდეს მქონია მომენტი რომ მეუღლე მომბეზრდა,

სამი წელი ძალიან ცოტაა თუნდაც მოსაბეზრებლად 13 ის მერე შემოიხედეთ და დაწერეთ აზრი smile.gif





Posted by: Augusto Pinochet 21 Apr 2017, 02:18
t-90
QUOTE
ის რაც შენ ორიგინალური გგონია როგორც წესი ათამდე კლასიფიკაციაში ხვდება.

givi.gif givi.gif
ჩამოთვალე აბა ეგ ათი კლასიფიკაცია.

Posted by: t-90 21 Apr 2017, 03:09
Augusto Pinochet
წადი რა ჩე გევარა ამოისვირინგე რა biggrin.gif

Posted by: Augusto Pinochet 21 Apr 2017, 10:11
t-90
და მაინც? მაგარ თეზისს ავითარებ, თან ფაქტიაო და მაინტერესებს ერთი. ეგ კლასიფიკაციებიც საინტერესოა biggrin.gif

პ.ს. ჩე გე ვარას დედაც მოვსდღან, თავისი ფიდელ კასტროთი biggrin.gif

Posted by: t-90 21 Apr 2017, 11:26
Augusto Pinochet
QUOTE
და მაინც? მაგარ თეზისს ავითარებ, თან ფაქტიაო და მაინტერესებს ერთი. ეგ კლასიფიკაციებიც საინტერესოა

მსგავსი კლასიფიკაციები ოხრად დაიწერა დაწყებული ჰიპოკრატეს ტემპერამენტებიდან დამთავრებული მაიერს-ბრიგსით. biggrin.gif
ჩემი გაგიკვირდა? biggrin.gif
QUOTE
ჩე გე ვარას დედაც მოვსდღან, თავისი ფიდელ კასტროთი

ტროცკი ბატონო
მარქსი
ენგელსი
ლენინი
ამეირჩიე biggrin.gif
წვეროსნების და ულვაშოსნების დასტაა biggrin.gif

Posted by: Augusto Pinochet 21 Apr 2017, 12:07
t-90
QUOTE
მსგავსი კლასიფიკაციები ოხრად დაიწერა დაწყებული ჰიპოკრატეს ტემპერამენტებიდან დამთავრებული მაიერს-ბრიგსით. 
ჩემი გაგიკვირდა? 

შენი ათეული მაინტერესებს მაინც biggrin.gif
QUOTE
ტროცკი ბატონო
მარქსი
ენგელსი
ლენინი
ამეირჩიე 
წვეროსნების და ულვაშოსნების დასტაა 

მარქსი და ენგელსი იყოს რაღაი არ იშლი.
ტროცკი და ლენინი საშენოა smile.gif

Posted by: ND&MG 21 Apr 2017, 12:16
whiskey
სამი წელი ზოგისტვის ბევრია, დაზოგისტვის 13 იც ცოტაა

Posted by: t-90 21 Apr 2017, 12:24
Augusto Pinochet
QUOTE
შენი ათეული მაინტერესებს მაინც

წადი მიდი მოდი გადი რა biggrin.gif
როდის იყო შენ ჩემი მსოფლმხედველობით ინტერესდებოდი? biggrin.gif
QUOTE
მარქსი და ენგელსი იყოს რაღაი არ იშლი.
ტროცკი და ლენინი საშენოა

საშენოა და მვიდობაშI მოიხმარე ოთხივე biggrin.gif
არ მტენის აქ ლევაკობას? biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 12:37
t-90
Augusto Pinochet
ვიფიქრე რამე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-ინწელექტუალურად გაშლიან მეთქი თემას და ესენი კინკლაობენ

...........................................
24 საათი, ერთ ადამიანს ჩემმა მტერმა უყურა.
და ისე ერთად რომ არიან არ ნიშნავს რომ ერთად არიან, ანუ არიან მხოლოდ ერთ ფიზიკურ სივრცეში და მასე აგერ ჩემს თანამშრომლებთან ვატარებ ყოველდღე სულ მინიმუმ 9 საათს და ჯერ არ მომბეზრებიან : )))

Posted by: t-90 21 Apr 2017, 13:12
_nite_
QUOTE
ვიფიქრე რამე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-ინწელექტუალურად გაშლიან მეთქი თემას და ესენი კინკლაობენ

კარქი რა biggrin.gif გამოცდილება მაქვს ამასთან ესეთი საუბრის. biggrin.gif
ეგრევე გადადის იიი შე უნიჭოს ძახილზე biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 13:21
t-90
QUOTE
ეგრევე გადადის იიი შე უნიჭოს ძახილზე biggrin.gif

რაში შეგატყო უნიჭობა? : ))

Posted by: gabro777 21 Apr 2017, 13:24
t-90
Augusto Pinochet
_nite_




Posted by: t-90 21 Apr 2017, 13:25
_nite_
ჩორტ ივო ზნაეტ biggrin.gif
ჭეშმარიტი ბოლშევიკია biggrin.gif
მაუზერი და კოჟანკა აკლია პროსტო biggrin.gif

Posted by: 381142 21 Apr 2017, 13:29
ადამიანს გააჩნია, ვისაც პირადი სივრცე სჭირდება, 24 საათი შვილთან ერთადაც კი ვერ იქნება, დღეში მინიმუმ 3 საათი თუ არ გავატარე მარტო, შეიძლება დეპრესია დამეწყოს.

არის ისეთი ოჯახები, ცოლ-ქმარი ერთად მუშაობენ და ფაქტიურად 24 საათი ერთად არიან, მაგრამ ბედნიერად,

ჩემს შემთხვევაში, ძალიან ნეგატიურად აისახა, მსგავს რეჟიმში გატარებული რამდენიმე წელი, მჭირდებოდა პირადი სივრცე და არ მქონდა და ისე დამიგროვდა დეფიციტი, ჯერაც ვერ ამომივსია.

თან დედისერთა ვარ, ბავშვობიდან ბევრ დროს ვატარებდი მარტო და როცა გავთხოვდი, ძალიან გამიჭირდა ისეთ ოჯახში ცხოვრება, სადაც ფაქტიურად მარტო არ ვრჩებოდი არასდროს.

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 13:34
t-90
QUOTE
ჩორტ ივო ზნაეტ biggrin.gif

მერე ჩაიცუცქეთ დაილაპარაკეთ გაარკვიეთ biggrin.gif

Posted by: t-90 21 Apr 2017, 13:41
_nite_
სეირის მაყურებელი ხარ? biggrin.gif
საინტერესოს მაინც ვერ ნახავ. biggrin.gif

Posted by: gabro777 21 Apr 2017, 13:46
t-90

ჩემია ეგ გოგო ბრად შეეშვი wink.gif


--------------------------------------

Posted by: inteZ 21 Apr 2017, 13:47
...........................................................

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 13:51
t-90
QUOTE
საინტერესოს მაინც ვერ ნახავ. biggrin.gif

შენ რა იცი რა არის ჩემთვის საინტერესო? : ))

Posted by: t-90 21 Apr 2017, 13:59
_nite_
QUOTE
შენ რა იცი რა არის ჩემთვის საინტერესო? : ))

ნუ ჩემი და პინოჩეტას კინკლაობა მეეჭვება ვინმესთვის საინტერესო იყოს.
არადა რომ არა ახირებულობა და ლევაკობა შეიძლება რამე გამოსულიყო. biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 14:30
t-90
QUOTE
შეიძლება რამე გამოსულიყო. biggrin.gif

ახ დაჟე ტაკ

იქნებ ყურძნის სიყვარულით ღობეს რომ ეფერებიან ეგაა?

Posted by: t-90 21 Apr 2017, 14:54
_nite_
QUOTE
ახ დაჟე ტაკ

იქნებ ყურძნის სიყვარულით ღობეს რომ ეფერებიან ეგაა?

რო არ მოგატყუო ვერ გავიგე ვერაფერი. biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 14:59
t-90
QUOTE
რო არ მოგატყუო ვერ გავიგე ვერაფერი. biggrin.gif

ჰაჰ : ))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: t-90 21 Apr 2017, 15:43
QUOTE (_nite_ @ 21 Apr 2017, 14:59 )
t-90
QUOTE
რო არ მოგატყუო ვერ გავიგე ვერაფერი. biggrin.gif

ჰაჰ : ))))))))))))))))))))))))))))))

ჰაჰ იძახე შენ და მართლა ვერ გავიგე biggrin.gif
რას მერჩი რა გინდა? biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 15:50
t-90
QUOTE
რას მერჩი რა გინდა? biggrin.gif

დრო გამყავს შენი არ იყოს და ვჟუჟუნებ
biggrin.gif

Posted by: t-90 21 Apr 2017, 15:58
QUOTE (_nite_ @ 21 Apr 2017, 15:50 )
t-90
QUOTE
რას მერჩი რა გინდა? biggrin.gif

დრო გამყავს შენი არ იყოს და ვჟუჟუნებ
biggrin.gif

ჟუჟუნი რამე ახალი ტერმინია ხო? biggrin.gif
-----------------------

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 16:01
t-90
QUOTE
ჟუჟუნი რამე ახალი ტერმინია ხო? biggrin.gif

ძველია ისეთივე ძველი როგორც ჟუჟუნა წვიმა

Posted by: Augusto Pinochet 21 Apr 2017, 17:00
t-90
QUOTE
როდის იყო შენ ჩემი მსოფლმხედველობით ინტერესდებოდი? 

შენი მსოფლმხედველობით კი არა, თეზისმა დამაინტერესა, რო ერთნაირ ადამიანებს გაურბიან ცოლები. და კლასიფიკაცებმა კიდე biggrin.gif
QUOTE
ეგრევე გადადის იიი შე უნიჭოს ძახილზე 

რაღაცა არ მახსენდება ეგეთი რამე მეთქვას.
უნიჭო ხართქო.
მე ვამბობ, უბნის ყველაფერჩიკები რო არიან, ელექტრიკოსობას, სანტექნიკოსობას, მალიარობას და კიდევ 10 მსგავს საქმიანობას ითავსებენ და სინამდვილეში არცერთი არ იციან, ეგრე ხარ შენ აქ ფორუმზეთქო.
QUOTE
ლევაკობა შეიძლება რამე გამოსულიყო. 

შენი არ ვიცი ძმოუ და მე 100 % სთრეით ვარ biggrin.gif
_nite_
სხვათა შორის ერთ დღეს ვართ დაბადებულები. იმიტომაც ვკინკლაობთ სულ. ალბათ biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 17:05
Augusto Pinochet
QUOTE
სხვათა შორის ერთ დღეს ვართ დაბადებულები.

რა დღეა ამისთანა სთქვი აბა

Posted by: t-90 21 Apr 2017, 17:31
_nite_
QUOTE
ძველია ისეთივე ძველი როგორც ჟუჟუნა წვიმა

ნუ ვჟუჟუნებ ეგრე არ გამიგია. თუმცა რას გაიგებ რატომაც არა პრინციპში biggrin.gif
Augusto Pinochet
QUOTE
შენი მსოფლმხედველობით კი არა, თეზისმა დამაინტერესა, რო ერთნაირ ადამიანებს გაურბიან ცოლები. და კლასიფიკაცებმა კიდე

კაი თუ ძმა ხარ. biggrin.gif ახლა მე ძენ ბუდიზმზე, იუნგის არქეტიპებზე და იაპონურ კუნოიტი ნო ძიუცუზე რო გებაზრო მაინც დადგები და დაცინვას დაიწყებ და სად მაქს შენი ნერვები biggrin.gif
QUOTE
მე ვამბობ, უბნის ყველაფერჩიკები რო არიან, ელექტრიკოსობას, სანტექნიკოსობას, მალიარობას და კიდევ 10 მსგავს საქმიანობას ითავსებენ და სინამდვილეში არცერთი არ იციან, ეგრე ხარ შენ აქ ფორუმზეთქო.

რავი.
თუ რამე არ ვიცი შეგიძლია კონკრეტულად ეგ თქვა biggrin.gif
მარა შენც კაი დემაგოგი ხარ biggrin.gif
QUOTE
შენი არ ვიცი ძმოუ და მე 100 % სთრეით ვარ

კამათიდან კაცო biggrin.gif
რანაიირ სთრეითი ხარ ეგრევე ეგ რო გაიფიქრე? biggrin.gif ყველა თავისი საზომით ზომავს არა? biggrin.gif
QUOTE
სხვათა შორის ერთ დღეს ვართ დაბადებულები. იმიტომაც ვკინკლაობთ სულ. ალბათ

კაი 3 წლით ყოფილხარ აცილებული biggrin.gif

Posted by: _nite_ 21 Apr 2017, 21:27
t-90
QUOTE
ნუ ვჟუჟუნებ ეგრე არ გამიგია.

არც თვალების ჟუჟუნი გაგიგია?

Posted by: t-90 21 Apr 2017, 22:12
_nite_
QUOTE
არც თვალების ჟუჟუნი გაგიგია?

ეგ კი.
პროსტო აქ რამდენად რელევანტურია ეგ საკითხავია biggrin.gif

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 16:32
t-90
QUOTE
პროსტო აქ რამდენად რელევანტურია ეგ საკითხავია biggrin.gif

ხო არა, თვალებით შეუძლებელია აქ

Posted by: t-90 22 Apr 2017, 16:41
_nite_
ზატო პოსტებითაა ფრიად შესაძლებელი. biggrin.gif
მშვნეიერი დროის გასაყვანია მამენტ.

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 17:08
t-90
QUOTE
მშვნეიერი დროის გასაყვანია მამენტ.

ხო აბა ტყუილად კი არ ვთქვი ვჟუჟუნებ-თქო biggrin.gif

Posted by: t-90 22 Apr 2017, 17:36
_nite_
QUOTE
ხო აბა ტყუილად კი არ ვთქვი ვჟუჟუნებ-თქო

თვალების ჟუჟუნი ისე ცოტა სხვა მნიშვნელობით გამოიყენება biggrin.gif

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 17:44
t-90
QUOTE
თვალების ჟუჟუნი ისე ცოტა სხვა მნიშვნელობით გამოიყენება biggrin.gif


ხო ვიცი
მახათის ყრა რომ დამეწერა მტკივნეულად აღიქმება ცოტა, ჩემთვისაც კი : ))

Posted by: annavita 22 Apr 2017, 17:58
alesandra
QUOTE
მაშინ მივხვდი, რომ ასეთი სიმბიოზი და კოლექტიური ეგოიზმი ჩემთვის ძალიან უცხოა.

ერთი სახის კოლექტიურ ეგოიზმს თუ თავს დააღწევ, გგონია მეორე სახის კოლექტიურ ეგოიზმში არ გადაიჩეხები?

QUOTE
 სხვა ანსვერი ეუღლება ჩემსა გონსა..

რა თქმა უნდა კოდექსჯან, სხვა ანსვერი კიარადა რეალობა. არა ის, თქვენ რომ რეალობა გგონიათ და მერე რომ გგონიათ ეს რა ილუზიას დავაღწიე თავიო და ახალ ილუზიაში შედიხართ smile.gif)

სანამ გისწორდებათ ილუზიონი, მანამ ცვალეთ ერთი მეორეთი. როცა ძაალიან მაგრად აღარ გაგისწორდებათ, და გეგონებათ რომ ილუზიები დამთავრდა და აჰა, იწყება რეალობაო, არც ეგ იქნება რეალობა. ეგ იქნება ილუზიების ჯამური შედეგი. biggrin.gif yes.gif


Posted by: t-90 22 Apr 2017, 18:05
_nite_
QUOTE
ხო ვიცი
მახათის ყრა რომ დამეწერა მტკივნეულად აღიქმება ცოტა, ჩემთვისაც კი : ))

biggrin.gif
არ გაქვთ მახათის საყრელი და biggrin.gif

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 18:47
t-90
QUOTE
არ გაქვთ მახათის საყრელი და biggrin.gif

ძაან კაი მერე
any problemz?
biggrin.gif

Posted by: t-90 22 Apr 2017, 18:57
_nite_
QUOTE
ძაან კაი მერე
any problemz?

აბა რატოა მტკივნეული biggrin.gif
z biggrin.gif

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 19:09
t-90
QUOTE
აბა რატოა მტკივნეული biggrin.gif

აი რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება მქონდეს და მახათი გავიყარო : )))))

Posted by: t-90 22 Apr 2017, 19:19
_nite_
QUOTE
აი რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება მქონდეს და მახათი გავიყარო : )))))

ზედმეტად ფანტაზიორი ყოფილხარ biggrin.gif

Posted by: _nite_ 22 Apr 2017, 19:27
t-90
QUOTE
ზედმეტად ფანტაზიორი ყოფილხარ biggrin.gif

არ თქვა biggrin.gif

Posted by: subterranean 22 Apr 2017, 23:20
ერთი 2-3 წელი ალბათ არაა ეგ პრობლემა და მერე გბეზრდება, ეგრე მგონია. მიკვირს, ათეულობით წელი როგორ ცხოვრობენ ერთად, ალბათ ბავშვების გამო. ან პირველივე შემხვედრს რომ მიყვებიან გოგოები ცოლად პატარა ასაკში და მთელი ცხოვრება ერთად რომ უნდა გაატარონ და სხვა არაფერი უნახავთ, მიჭირს მაგისი წარმოდგენა. იმჰო, ბიჭებს ნაკლებად აქვთ ეგ პრობლემა ქართულ რეალობაში.

Posted by: shavparosaniii14 23 Apr 2017, 20:18
ჩამოთვალეთ აბა, როგორი ტიპების ტიპებს გაურბით ქალები. საინტერესო იქნება, მე მაგაზე არასდროს წამიკითხავს კი არადა არასდროს გამიგია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)