სწორად მსჯელობ. საქმეც ისაა, რომ "კავშირი აქვს"- ნიშნავს რომ თვითონ არ არის ის, რასთანაც "კავშირი აქვს". ასეა, ხომ?
ახლა, როგორც ედგარ ვიბო იტყოდა(მიყვარს ეგ ბიჭი)მოკლე თვითანალიზი დავირტყათ- რა არის შიშის განცდა, რომელიც ყველა ადამიანშია ჩაბუდებული შიგნით. ძალიან ღრმად და ენერგიულად.
შიში არის ის, რაც არაცნობიერია, არაცნობიერადაა ადამიანში და შეუმეცნებელია მის მიერ!
საკმარისია მოხდეს შემეცნება რაღაცის,-როგორც ასეთის (რაღაც, როგორც კონკრეტულობა -"ეს") და მას სწორად მიეწეროს ცნება, რომ შიში ადგილს იკავებს მისი (შიშის ობიექტის) ცოდნა და მის წინააღმდეგ გამომუშავდება შესაბამისი დამოკიდებულება თავდაცვის მექანიზმის სახით. ეს მექანიზმი კი თვითობიექტივაციას მოახდენს სხვადასხვა მიმართულებით.
გაუგებრად ხომ არ ვამბობ?
საშინელება - პა ბალშომუ არის სწორედ ის მდგომარეობა, როცა ადამიანი მოულოდნელად გადააწყდება მის შემეცნებაში სრულიად არ მყოფ მოვლენას, რომელიც მას მტრულად უპირისპირდება (პა ბალშომუ ვამბობ რა, არსობრივად ვმსჯელობ).
და ამ საშინელებას ბოლო ეღება (ან ვერ ეღება
) მაშინ, როცა ადამიანი ახერხებს მის თანდათან შემეცნებას, ანუ მის გააზრებას, გამოაშკარავებას თავისი ცნობიერებისათვის და მის წინააღმდეგ აამუშავებს თავდაცვის მექანიზმს, რაც სხვა არაფერია თუ არა ამ ცოდნის პრაქტიკაში ამოქმედება, შიშის ობიექტის "დამარცხება"(ან ვერშემეცნება და ვერდამარცხება
)
საშინელებათა ჟანრი, ღირებულებრივი თვალსაზრისით გახლავთ მისტიკის ჟანრის "კიჩი" მისი კნინი სუროგატ-სტერეოტიპი(შეგიძლია არ დამეთანხმო),
რადგანაც:
მისტიკას საქმე აქვს გაცილებით ფართო რეალობასთან. ანუ იმ რეალობასთან, რომელიც ჯერ-ჯერობით ადამიანის ცნობიერების პირობითი ჰორიზონტის მიღმა "დებარეობს", მაგრამ ნამდვილად არსებობს. მისტიკა ამ სამყაროს წარმოადგენს სულის სამყაროს, მისი მოვლენების და არსებების სახით (მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების).
საშინელებათა ჟანრი, აპელირებს ფანტასტიკაზე, როგორც გამოგონლ, შეთხზულ სფეროზე და მის პერსონაჟებზე. შესაბამისია ამ ჟანრის ლიტერატურულ-გამომსახველობითი ხერხები, რომლებიც ბევრად ჩამორჩებიან მისტიკის ჟანრის ღრმა მხატვრულობას, ესთეტიკას. შეგიძლია არ დამეთანხმო.
ნუ, ეხლა ამ დაღლის მერე (თუ რა თქმა უნდა წაიკითხე
)კიდევ გაქვს კონკრეტული მაგალითების გარჩევის სურვილი?
მგონი არა