ვახ კარგად ვიცინე xDDD
ადამიანი/კომპანია აცხადებს რომ ქართული ბაზარი კიდევ უფრო იხვეწება, ახალი და ახალი კომპანიები შემოდიან, კონკურენცია ძლიერდება და ეს კრეტინი ნაროდი ნაცვლად თუნდაც უბრალოდ დაფასებისა, რეებს წერს? მე ასე ვფიქრობ - თქვენ საერთოდ არ უნდა დაგეწერათ და გაგეხსნათ ეს ტოპიკი, აქაურობა სავსეა კონკურენტებით მსგავს თემაში, რომლებიც თუკი თქვენს სერვისს ვერაფერს დააკლებს (კონკურენციის თვალსაზრისით), ასევე კონკურენციიდან გამომდინარე გრამატიკულ შეცდომას მაინც გიპოვით
მიხვდით ხომ რა დონის კონკურენციასთან გვაქვს საქმე?
ვნახე თქვენი საიტი, ფასები ნაღდად კარგია - ზემოთ ამ საქმის აშკარად არ მცდოდნე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, ფასები არც ისე კარგიაო, ის რომ უცხოური მზა კომპანიების რესელერები ქართულ ბაზარზე არიან და ის რომ მათ პარალელურად როგორც თქვენ თქვით "ჭეშმარიტად" ქართული ჰოსტინგებიც მოღვაწეობენ, ეს ფასების პოლიტიკას მართლაც ბუნდოვანს ხდის. უცხოურის გადამყიდველს ცენტებში აქვს ფასები, ქართულს, ქართული რეალობიდან გამომდინარე (ხარჯები ისა ესა) ზოგჯერ მართლაც გაბერილი აქვს ფასი. თქვენს ფასებში მართლაც ჩანს რომ ამაზე გიმუშავიათ. მადლობა ამისთვის.
მე ერთ-ერთი პროექტიდან გამომდინარე მჭირდებოდა ქართული ჰოსტინგი და ქონექთში ავიღე, დღემდე ნორმალურია, თუმცა საუკეთესო არა. ასევე სხვა პროექტებზე ვიყენებ უცხოურ ანალოგებს, ასე რომ ვიცი ჩვენი და მათი ფასების პოლიტიკა.
რა არ მომწონს თქვენი - არ მომწონს ის, რომ არ გაქვთ ონალინ დახმარება, ჩეთი აუცილებლად დაამატეთ, არ შემიძლია ამ ტელეფონის ყურმილზე ჩამოკიდება ხოლმე. მარტივად ჩეთი მიასვით სადმე. თუმცა ვფითვალისწინებ იმასაც რომ ახლა გაეშვით, ეჭვიც არ მეპარება რომ გეგმაში გექნებათ ონლაინ საპორტი, რადგან გიწერიათ.
ამ დღეებში ავიღებ თქვენს უფასო 1 თვიან ჰოსტინგს, დავტესტავ და თუკი ყველაფერი რიგზე იქნა, აუცილებლად გადმოვალ თქვენთან. მაქვს საინფორმაციო ტიპის დიდტრაფიკიანი საიტები, შესაბამისად, ჰოსტინგმა ყველანაირად უნდა შემიწყოს ხელი.
თან ისეთი პროექტებია, რომ 3 ლარიან რესელერ ჰოსტინგებს ნაღდად ვერ ვანდობ.
იმუშავეთ იმისთვის, რათა გაამართლოთ ნდობა.
და კიდევ, გილოცავთ, რაც მეტი ასეთი კომპანია შემოვა, მით უფრო დაიხვეწება ქართული ჰოსტინგ ბაზარი.
Que toute idée publique, toute convention reçue, est une sottise, car ella a convenue au plus grand nombre!