http://bioenergy.ge/?page_id=51 ნახეთ რა კაი სათბურები გავჩითე
ასაწყობი სათბურები
ასაწყობი სათბური
ჩვენ ვამზადებთ სათბურებს რომელიც გამოსადეგია როგორც ეზოსა თუ გარემოში დასადგმელად ასევე მსხვილი სასათბურე მეურნეობის საწარმოებლადაც. სათბური ადვილად იწყობა და შესაძლებელია მისი შემდგომში გადაადგილებაც.
გამოსადეგია როგორც მცენარეების გასაზრდელად, ასევე სოკოს და თევზის საწარმოებლათაც.
სათბურის კარკასი წარმოადგენს რკინის ასაწყობ კონსტრუქციას და საფარად გამოყენებულია სასათბურე ფირი რომელიც 4-5 წელს ძლებს. ასევე ვამზადებთ პოლიკარბონატის მასალისგანაც რომელიც 30-35 წელს ძლებს.
სექციის ზომები: 3200მმ – 5400მმ – 3000მმ
სექციების მიხედვით შესაძლებელია სასურველი ფართობის აწყობა
ფასი: 1კვმ – 42 ლარი
სათბურის ადგილზე მონტაჟის ფოტორეპორტაჟი
თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითსი გელა დადუნაშვილის მეურნეობიდან.
ასაწყობ დასაშლელი სათბურის ძირითადი ნაწილებია:1.გუმბათის ფერმა, 2-ფეხი, 3-გრძივი მილი, 4- ფუნდამენტის მილი, 5-ფირის დამჭერი მილი, 6-კარები, 7- ფანჯრები, 8-ფირი. ყველა ეს ნაწილები საწარმოში მზადდება და ფერმერს მიეწოდება. ამ ნაწილებისგან სათბურის აწყობა ფერმერს მოკლე დროში შეუძლია ჭანჭიკებით. უკეთესია თუ აწყობა წარმოების სპეციალისტების მონაწილეობით მოხდება.
სურ.1 სათბურის ძირითადი ნაწილი გუმბათის ფერმაა. ის სპეციალური სამარჯვით მზადდება და ამიტომ ყველა ერთმანეთის იდენტურია.
სურ.2 სათბურის დასამონტაჟებელი ადგილის მონიშვნის შემდეგ გუმბათის ფერმას ფეხებთან და გამრბჯენებთან ჭანჭიკებით აერთებენ.
სურ.3 შემდეგი ოპერაცია არის გუმბათის ფერმების ერთმანეთთან გრძივი მილებით დაკავშირება
სურ.4 საკვანძო ადგილია გუმბათის ფერმის ფეხებთან მიერთება, ფეხებზე გრძივი მილის დამაგრება, გუმბათისა და ფეხების დამაკავშირებელი გამრბჯენი მილის დამაგრება. სათბურის მდგრადობისთვის ფეხები დახრილათ მონატაჟდებიან.
სურ.5 ყველა ფერმის ფეხებთან და გრძივ მილებთან მონტაჟის შემდეგ სათბურის კარკასი ძირითადად აწყობილია.
სურ.6 კარკასი ტორეცზე შემდეგ იწყობა კარები, ხოლო ფეხების შემაერთებელ გრძივ მილებზე ფანჯრები.
სურ.7 ყველა ფეხზე ფუნდამენტში დასაბეტონებელი მილია მიერთებული. კარკასის მთლიანად აწყობის შემდეგ ყველა ფეხთან ითხრება ორმო, რომელშიც შემდეგ ბეტონი ჩაისხმება.
სურ.8 პირველად სათბურის კუთხის ფეხისთვის ამოითხრება ორმო. ყველა ფეხისთვის ორმოს ამოთხრის შემდეგ ორმოებში ჩაყენდება აწყობილი კარკასის ყველა ფეხი. კარკასი გასწორდება და ფეხები დაბეტონდება. არ დაგავიწყდეთ ყველა ფეხის ძირში ბრტყელი ქვის დადება, რათა წლების განმავლობაში მიწაში არ ჩაიწიოს ფეხმა.
სურ.9 კარკასის დაბეტონების შემდეგ მასზე გადაიფინება სათბურის ფირი. ის ცელოფანი არ არის, რომელიც მხოლოდ 3-4 თვე ძლებს. ეს ფირი არის 5 ფენოვანი, მეტად მტკიცე, არ იკეთაბს ცვარს, გამძლეა ულტრაიისფერი სხივებისთვის, სათბურში შეღწეულ სითბოს კარგად იჭერს და 4-5 წელს ძლებს.
სურ10. სათბურის ფირი კარკასზე ერთი-ორი დღე უნდა იყოს გადაშლილი საბოლოოდ დამაგრებამდე, რათა ყველა ნაოჭი გასწორდეს და ფირი კარგად დამაგრდეს.
სურ11. ამის შემდეგ ფირი სპეციალური დამჭერებით მაგრდება სათბურის კარკასზე და სათბური მზადაა ექსპლოატაციისათვის.
ცხადია რომ თქვენ უკვე გაქვთ განსაზღვრული სათბურის გათბობის საშუალებები. ხოლო თუ არ იცით რით გაათბოთ მაშინ მოგვმართეთ ჩვენ გათბობის საშუალებებისთვის: ელექტრო ვენტილიატორით აღჭურვილი გაზზე, შეშაზე, ნახშირზე, საბურავებზე მომუშავე ღუმელები, მზით ჰაერის, ქარის აგრეგატით წყლის გამაცხელებლები, სხვადასხვა სიმძლავრის თბური ტუმბოები.
ჩვენ ასევე დაგეხმარებით სათბურში წვეთოვანი სისტემების მოწყობისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყლის მცირე რაოდენობით სისტემატიურად მორწყათ სათბურის მცენარეები.
თავისთავად ცხადია რომ სათბური არ არის იაფი სიამოვნება, მაგრამ ის არის აუცილებელი სოფლად მეურნეობის მომგებიანად და გარანტირებულად წამართვისთვის.
მინი სათბური:
ზომები: 7700 x 3000 x 2300
ფართობი: 23 კვმ
მინისათბურის ფასი: 1000 ლარი
მონტაჟი: 120 ლარი – (მოთხოვნის შემთხვევაში)
მოძრავი შიდა საფარი: 420 ლარი (მოთხოვნის შემთხვევაში)
აგრეთვე ვამზადებთ სათბურებს მოთხოვნილი ზომების მიხედვითაც
ფასი: 1კვმ – 42 ლარი
დანამატის სახით შესაძლებელია დამონტაჟდეს შიდა მოძრავი ფირის კონსტრუქციაც გასათბობი ფართობის შესამცირებლად (მცენარის სიმაღლის შესაბამისად). რომელიც ზამთარში გათბობაზე გაწეული ხარჯის 3-4ჯერ შემცირებას უზრუნველყოფს.
გამომდინარე იქიდან რომ სათბური მოითხოვს მუდმივ ტემპერატურას, მისი გათბობისთვის ჩვენ სხვადასხვა მეთოდებს და დამატებით მოწყობილობებს გთავაზობთ:
1. ბიოგაზის დანადგარი
2. ქარის გენერატორი:
ქარის გენერატორი მონტაჟდება სათბურის გარეთ, იგი სადენებითაა დაკავშირებული სათბურის გათბობის სისტემასთან, და მის მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიის ხარჯზე ტენების მეშვეობით თბება მიწაში ჩადგმული თბოიზოლირებული წყლის ავზი. რომელიც შემდგომ სითბოს სათბურს გადასცემს.
3. მზის ვაკუუმ კოლექტორი (ზამთრის პერიოდში მომუშავე)
ჩვენ აგრეთვე ვამზადებთ მზით წყლის გათბობის სისტემებსაც არსებული ვაკუუმ მილების გამოყენებით. ეს მოწყობილობა ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც უზრუნველყოფს წყლის გათბობას. რაც შემდგომში სათბურის გასათბობად გამოიყენება.
4. მაღალეფექტური შეშის ღუმელი
ბიოღუმელი არის ორმაგიეფექტურობის მქონე და წვავს 2-ჯერ უფრო ნაკლებ შეშას სხვა ანალოგებთან შედარებით, რაც წვის კამერაში კვამლის გარეთ გასვლამდე ცირკულირებით მიირწევა. ღუმელი სათბურის გასათბობად ნაკლებ შეშას მოიხმარს და თან მისის კვამლიც (ნახშიროჟანგი) მცენარის ზრდას უწყობს ხელს.
[Show as slideshow]
დაინტერესების შემთხვევაში შეგვატყობინეთ ტელეფონით ან საკონტაქტო ფორმის მეშვეობით
სახელი (მიუთითეთ)
ელ-ფოსტა (მიუთითედ)
ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)
თქვენი ტექსტი
მისამრთი:
ქ. თბილისი, გურამიშვილის 84ა (სარაჯიშვილის მეტროს წინ, წისქვილის გვერდით).
ტელეფონი:
899 152705
822 655331
ელ-ფოსტა: info@bioenergy.ge