ჯერჯერობით რუსეთი მაგარი ჩაფლავებულია, პოლიტიკური გასხმაა და უძლეველობის მითი დამსხვრევის გზაზეა.
ძალიან აწიეს ტემპერატურა, ცალსახად და არაორაზროვნად ითხოვდნენ დოკუმენტს, რომ უკრაინა/საქართველო NATO-ში არ შევიდოდნენ, ხოლო
თვითონ NATO დაბრუნებოდა 1997 წლის პოზიციებს. სხვა შემთხვევაში იქნებოდა ომი ანუ ამ ყველაფერს მაინც მივიღებთ უკვე სამხედრო ძალითო.
სრული უარი მიიღეს. სრული იგნორი. არც ერთი პუნქტი არ იქნა გავალისწინებული
....და სასაცილოდ, ბირთვულ იარაღს არ დავდგავთ თქვენს საზღვრებთანო
და რაღაც ძალთა ბალანსს სთავაზობენ, ანუ არაფერს. ბოლოს ისიც უთხრეს რუსეთს რომ წერილობითი პასუხი არ იქნებაო, კომენტარებში გასაგებად ითქვა ჩვენი პოზიცია და ახლა რაიმე დოკუმენტის დაწერის სურვილი არ გვაქვსო:
https://netgazeti.ge/news/587240/?fbclid=Iw...SbtlewFCQ6xvKDMგარდა ამისა მძლავრი სანქციებით და უკრაინისადმი შეიარაღებაში გარკვეული დახმარებით დაიმუქრა დასავლეთი.
თუ ეს სანქციები ასეთი "სასაცილოა" და უკრაინის შეიარაღება არაფერს არ ნიშნავს რუსეთი ომზე უნდა წავიდეს.
თუ ომზე ვერ წავიდა ე.ი. ჩაფლავდა მაგრად (რაც ჩვენთვის ძალიან სასურველი სცენარია), თანაც დრო კიევის სასარგებლოდ მუშაობს, რამოდენიმე წელიწადში უკრაინის არმია გაცილებით ძლიერი, ხოლო სახელმწიფო გაცილებით კონსოლიდირებული იქნება, ომი აზრს დაკარგავს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე სოციალური - აღმოსავლეთ უკრაინაშიც აღარავინ "დაელოდება" რუსებს.
ჯერჯერობით მაგარი ფარჩაკდება რუსეთი. ვნახოთ რა იქნება.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)