გამარჯობა,
მინდა გავხსნა ამერიკაში ოჯახის გაერთიანების შესახებ ცალკე თემა.
ვისაც გაქვთ ამ კუთხით გამოცდილება გთხოვ დაწეროთ აქ.
გრინ კარტის მფლობელს და ამერიკის მოქალაქეს შეუძლია ამერიკაში წაიყვანოს ოჯახის წევრი:
1) მეუღლე
2) 21 წლამდე შვილი, არ უნდა იყოს დაოჯახებული.
ყველაზე მთავარი არის საქმის წარმოების და მსვლელობის პროცესი რომელსაც დაახლოებით ორი წელი ჭირდება რომ გასაუბრებაზე დაგიბარონ საკონსულოში:
1) ოჯახის გაერთიანების საქმის დასაწყებად ამერიკაში უნდა აიყვანო ადვოკატი და შეავსო ფომრა I-130.
https://www.uscis.gov/i-1302) თუ USCIS-იმ მიიღო შენს მიერ შევსებული I-130 ფორმა, მაშინ მითითებულ ამერიკულ მისამართზე ფოსტით გამოგიგზავნის Form I-797C Reciept Notice ამ ფორმას
https://www.youtube.com/watch?v=BTcm7dye9vk&t=82s ამ ფორმაში არის მითითებული შენი Receipt Number ნომერი რომელიც მოგანიჭა USCIS.
3) თუ შენს Receipt Number ნომერს ჩაწერ აქ
https://egov.uscis.gov/casestatus/landing.do ამოგიგდებს ინფორმაციას რომ ყველაფერი კარგათ არის და უნდა დაელოდო, ჩემ შემთხვევაში ასეთ ინფოს:
On November 22, 2016, we received your Form I-130, Petition for Alien Relative, Receipt Number -------------, and sent you the receipt notice that describes how we will process your case. Please follow the instructions in the notice. If you do not receive your receipt notice by December 22, 2016, please call Customer Service at 1-800-375-5283. If you move, go to www.uscis.gov
ამის შემდეგ უკვე არ ვიცი რა ხდება.
https://www.youtube.com/watch?v=jDmauFjgla4&t=187sმგონი: USCIS შენი საქმე განსახილველად უნდა გადასცეს NVC და შემდეგ საკონსულოს თბილიში.
ამ ეტაპზე რა საბუთებია შესაგროვებელი და საკონსულოში გასაუბრებაზე რას გეკითხებიან არ ვიცი.
თუ ვინმეს გაგივლიათ ეს პროცესი აქ დაწერეთ, ჩემსავით მოლოდინის რეჟიმში ვინც არის ყველას გამოგვადგება
This post has been edited by manbg77 on 13 Nov 2017, 17:32