shartikპროგრამირებაში ბევრი განხრა არის მეგობარო და უნდა აირჩიო საიდან გინდა დაწყება.
ყველაფრის ოსტატი თავიდანვე ვერ გახდები, რაღაც მიმართულებით უნდა დაიწყო და ამ მიმართულებას რო დაამხეცებ მერე უკვე სხვა მიმართულებაზე შეგიძლია გადახვიდე. ეს ჩემი პირადი რჩევაა თავისთავად და არა აუცილებელი აქსიომა
. რაღაც გარკვეულ დონეზე რო ისწავლი რომელიმე მიმართულებას თავისთავად პარალერულად შეგიძლია სხვა ენის სწავლას დაიწყო.
მაგალითად ფრონტი კარგია იმ მხრივ რომ ფრილანსერობის რეალური შანსი გაქვს მაგით და ჩვენთანაც ასაკის მიუხედავად დასაქმების შანსი მაინც არის რადგანაც მთავარია ცოდნა და შესაძლებლობები.
ადვილი თავისთავად არ არი, რაღაც ეტაპზე უფასოდაც შეიძლება მოგიწიოს რამოდენიმე საიტის გაკეთება უბრალოდ სვ ში ჩასადებად ასე ვთქვათ, მაგრამ სამაგიეროდ როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკმაოდ მომგებიანია.
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს - ესეც ჩემი პირადი მოკრძალებული აზრია, მგონია რო ჯობია HTML CSS ით დაწყება რომლის მშვენიერი კურსებიც დევს უდემიზე აგერ
https://www.udemy.com/course/design-and-dev...html5-and-css3/ . შემდეგ უკვე თავისთავად Javascr1pt
https://www.udemy.com/course/the-complete-javascr1pt-course/. ამ ყველაფრის კარგად ათვისების მერე აუცილებლად რომელიმე ბიბლიოთეკაც უნდა ისწავლო. ესეც ჩემი პირადი აზრია რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ამავე დროს მოთხოვნადიც არის React. აქ შეგიძლია ნახო განახლებული კურსი:
https://www.udemy.com/course/react-the-comp...ide-incl-redux/ . ამ ეტაპზე, პრინციპში აქამდეც თან რაიმე შენს პროექტზე უნდა იმუშაო, მარტივ საიტებს ვგულისხმობ პორტფოლიოს შესაქმნელად.
React საფუძვლიანად სწავლის შემდეგ უკვე თამამად შეგიძლია სვ ის დაგზავნა. რეალურად რომ ვთქვათ მანამდეც შეგიძლია, მაგრამ მე გირჩევდი აქ ან საახლობლოში შესთავაზო საიტების აწყობა და პირველი საცდელი საიტები ისე გააკეთო უაზრო სტაჟირებებზე ხეტიალს. თავისთავად რაიმე შედეგის მომცემი სტაჟირება თუ გამოჩნდება ეგეც არ უნდა გამოტოვო.
დანარჩენს რაც შეეხება შეგიძლია მერე ბექ ენდიც ისწავლო და ფულ სტაკ დეველოპერი გახდე, მაგისთვის იგივედა ჯავასკრიპტის Node ფრეიმვორკი შეგიძლია ისწავლო ან Ruby, ან რაც მე მეზიზღება მაგრამ ჩვენთან მოთხოვნაშია PHP. მოკლედ მაგ ეტაპზე უკვე შენც კარგად გარკვეული იქნები და შენითაც შეძლებ არჩევანის გაკეთებას.
რაც შეეხება სხვა ენებს აუცილებლად ვისწავლიდი Python -ს. თავიდან სწავლა მარტივია, მითუმეტეს სხვა პროგრამირების ენასთან რო გექნება გამოცდილება ამის სწავლა კიდე უფრო გაგიადვილდება. თან Python - ის გამოყენება ყველგან შეიძლება, იგივედა ვებში Flask ითაც შეგიძლია საიტების შექმნა და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო მე პირადად ერთ-ერთ ყველაზე კარგ და პერსპექტიულ ენად მიმაჩნია.
https://www.udemy.com/course/complete-python-bootcamp/ ესეც განახლებული კურსი.
თავისთავად იუთუბზე და ნეტში უამრავი მასალა არის უფასოდ მაგრამ ისევ ვაკონკრეტებ მე პირადად ეს კურსები ორგანიზებული და სწორი სტრუქტურის მქონედ მიმაჩნია.
მთავარი დაიმახსოვრე რომ ამ სფეროში მთავარი პრაქტიკა ანუ იგივედა კოდის წერაა რასაც დღეში სულ ცოტა 2 საათი მაინც უნდა დაუთმო.
წარმატებები მეგობარო და Keep Coding!