Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > პოლიტღალატის ანატომია


Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 01:39
სიტყვა ღალატი 
ყველაზე ხშირად ადიულტერთან ასოცირდება. 
ცოლქმრულ ღალატსა და ეჭვიანობაზე ოტელო და დეზდემონა გახსენდება. ღალატი იმდენად უღირსი საქციელია, რომ მასზე ეჭვიც კი შეიძლება საკმარისი იყოს ცოლის საკუთარი ხელებით დასახრჩობად. 
ერთ  ევროპულ ( ვერ ვიხსენებ ავტორს)მოთხრობაში სახელად ადიულტერი, ცოლი ქმარს ღალატობს მხოლოდ წამიერი მზერით. ტურისტად ალჟირში თუ ეგვიპტეში  მყოფი ისე შეხედავს ამაყი ნაბიჯების პატრონ თეთრებში მოსილ ამაყ  არაბ ბედუინს, რომ ავტორი ამას ღალატად უთვლის.

სინამდვილეში ეგ "ღალატი" წამიერი მზერითვე მორჩა. ნამდვილი ღალატი კი კონკრეტული რამაა - ერთი ადამიანი ( მოღალატე) მეორის ( ღალატის ობიექტის)  ნდობას გადახაზავს და მოატყუებს. ნაჩუქარ რეპუტაციასა და განდობილ ინფორმაციას იმ ადამიანის წინააღმდეგ იყენებს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა. 

ღალატი არის სამ ძირითად ფრონტზე: 
ქალსა და კაცს შორის, 
პოლიტიკოსებს შორის
ბიზნეს ან სამსახურებრივ პარტნიორებს შორის
  
მათ შორის ყველაზე დიდი, გეოგრაფიულ- ისტორიული მასშტაბების კვალის  მქონე პოლიტიკურ პირთა შორის ღალატია. 

მართალია მშვენიერი ელენე ტროელებს მთლად არ მოუტაცნიათ, ის აგამემნონს გაექცა ახალი სიყვარულისთვის და ამას ომი მოჰყვა, მაგრამ მას შემდეგ ომების მიზეზი კაცსა და ქალს შორის ღალატი არ გამხდარა, საბაბი კი, მიზეზი კი, არა.

ისტორიული მნიშვნელობის  ღალატები ყოველთვის პოლიტიკურ ფიგურებს შორის ხდება.
ქვეშევრდომი არ კმაყოფილდება თავს სტატუსს, იყენებს მეორე პირობისას დაგროვილ პლიუსებს და ერთხელაც თამაშის წესებს არღვევს - თვითონ ცდილობს ზემდგომის დაძირვას და კენწეროში ასვლას.  

კონსტანტინემ, როცა რომის იმპერიას ორნი მართავდნენ, ის და მისი ცოლის ძმა, იმ მეორეს მტრად გაუხდა, იმის გამო, რომ შეამჩნია - მისი ქვისლი მის (კონსტანტინეს) ძმასთან ურთიერთობდა, ეს ამბავი თავისთვის საფრთხედ მიიჩნია - ქვისლი ჩემს მოკვლას და ჩემი ძმის გამეფებას აპირებსო. გაიმართა დიდი ომი დღევანდელი სტამბულისი ტერიტორიაზე, კონსტანტინემ გაიმარჯვა და ქვისლი დაატყვევა, ერთი წელი ჰყავდა ციხეში და საკუთარი ცოლის ხვეწნის მიუხედავად, ჩემი ძმა შეიწყალეო, ერთი წლის შემდეგ მოკლა. 
ამ ისტორიაში 5 ღალატია და არა ერთი. 
ადრე 100 წელი საუკუნე იყო და ისტორიკოსები კარის ისტორიკოსები იყვნენ, მთავარია მოგეგო და ღალატის ამბავი დაიმალებოდა. ღალატი გამარჯვებით გადაიფარებოდა.  თუმცა  ღალატი ზოგჯერ იმდენად პიროვნული ნაძირალობის გამოვლინება იყო და არა პოლიტიკური ინტრიგის რაუნდი, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიას სუფთა ღალატის სახელით შემორჩა, მაგალითად ქსერქსესთვის 300 საპარტანელის წინააღმდეგ შემოვლითი გზის მისწავლება  ??? მიერ, რომელიც ლეონიდასზე იყო ნაწყენი.     
 



ისტორიაში პერსონაჟების ავკარგიანობა  ხშირად ძალიან მარტივი კრიტერიუმებით გაირჩევა. 
ყველა ქვეყნის ყველა ბავშვი საკუთარი სამშობლოს  ისტორიის სწავლისას აწყდება სახელოვან კარგ მეფეებსა და ბოროტ მოღალატეებს. 
ფაბულა მარტივია და ის გლობალურად მუშაობს - მეფეს ეკუთვნის მეფობა, ხოლო მოღალატე ფეოდალი ქვეყნის ნაწილს ეკალბარდით ისაზღვრავს და საერთო ქვეყანას ასუსტებს, მოსისხლე მტერს შეეკრება რათა მეფე დაამარცხოს. 
გიკვირს, როგორ შეუძლია მეფის კარზე პატივცემულ მხედართმთავარს აგდეს და ოსმალოს ჩაუგდოს თავისი საათაბაგო და მტრის მხარდამხარ საკუთარი მეფის წინააღმდეგ იბრძოლოს. 
ისტორიის სახელმძღვანელოებში აღარავინ  დაეძებს მოღალატის მოტივევს, იქ მოღალატე მოღალატეა, და მორჩა. ბოროტმა ადამიანმა ბოროტი საქმე ჩაიდინა, მაგრამ ბოლო კეთილია და მისი ბოროტი კვალის გამოსწორება თუ არა, ბოროტი გეგმისგან თავის დაღწევა წინაპრებმა მაინც შეძლეს.
კარგი, გიორგი ენდო და სარგისმა უღალატა, მაგრამ მართლა ეგრე მარტივად იყო საქმე? როგორ აიყოლა სარგისმა თავის გარშემო 50000 ადამიანი მეფის საღალატოდ? 
როგორ და ალბათ ასე: 
- იქ დედაქალაქში ჩვენ ფულებს ჭამენ
- იქ უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ
-მეფე ლხენაში ხარჯავს საერთო ფულს
- მე ვიცოდი და ვუთხარი მეფეს იმ ომში, სამი კოჰორტა წინ გაუშვი და ერთი ხეობაში ჩაასაფრე მეთქი, არ დამიჯერა, ორი წინ გაუშვა, ერთი მარცხნიდან და ერთი კი ხეობაში ჩაასაფრა, ამიტომ წავაგეთ, მეფეს ჩემთვის უნდა დაეჯერებინა და მოვიგებდით
-მეფემ საწყალი ფეხშუმისძე უსამართლოდ დასაჯა
-მეფე სულთანს შეეკვრება და ჩვენ წინააღმდეგობისთვის დაგვსჯის
- ჯობია სულთანს ჩვენ თვითონ 
შევეკრათ, სულთანი მდიდარია, მას ჩვენი ფული არ ჭირდება, თავისიც თავზესაყრელად აქვს, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას ის, რაც მას ომად უღირს.
 


ანუ ის მოღალატეც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა თავის ქვეშევრდომებს, თავის სამშობლოს მაგრამ არ გამოუვიდა. მან ბევრი სისხლი ღვარა და საერთო ქვეყანა დაასუსტა. მისი ცხოვრების რეზიუმე ერთ სიტყვაში შეიკუმშა - განუდგა, უღალატა. 

20 წელია ღალატების კალეიდოსკოპს გვიტრიალებს უახლესი ისტორია.  
გარბაჩოვმა პოლიტბიუროს უღალატა, შევარდნაძემ გარბაჩოვს, კიტოვანმა და სიგუამ გამსახურდიას, შევარდნაძემ კიტოვანს, სააკაშვილმა და ჟვანიამ შევარდნაძეს. სააკაშვილს ..უჰ, უამრავია, მერე ჩამოვთვლი.
პოლიტღალატების სიმრავლემ გაგვიქრო  ასეთ ღალატზე აღშფოთების უნარი. მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალა  ბოზია, მოღალატე ბიზნესპარტნიორი ნაძირალა კრიმინალია, მაგრამ პოლიტიკოსის მოღალატე რატომღაც არაა ნაძირალა, ის ახალი მძლავრი ფიგურაა, გუშინდელზე 10 ჯერ მნიშვნელოვანი.     
?? ბოლო 7 წელია გაძლიერებული ღალატის გიგანტურ სლალომს ვუყურებთ.??
ფაქტიურად სამეცნიერო შრომის სამყოფი მასალა გვაქვს პოლიტიკური ღალატის ფენომენის შესასწავლად.  

ღალატს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, 
1. ღალატობენ მას ვისგანაც პირადი ნდობა ჰქონდათ მოპოვებული
2. ღალატობს ის, ვინც წონა და რენომე იმით მოიპოვა, რომ თავისი ღალატის ობიექტმა ის მნიშვნელობანი გახადა
3.ღალატის აქტი ხდება იმ მომენტში, როდესაც ობიექტი რწმუნდება, რომ საღალატო ობიექტის საქმე წასულია და მას   პირადად გარანტირებულად მიუვა ახალი ძალა, რომელიც მანამდე ფორმირებას ცდილობდა და ლიდერი არ ჰყავდა
4. ღალატი მოულოდნელია. ღალატის დეკლარაციამდე მოღალატე ინარჩუნებს კარგ პოზიციას ღალატის ობიექტთან და მხოლოდ მაშინ ააშკარავებს თავს, როცა თვლის რომ ორი ჯოკერი აქვს, თუ მას სხვა კარტი მიუვა, ის დარჩება ღალატის ობიექტის გუნდში და დაელოდება უკეთეს რასკლადს საკუთარი პერსონის  მნიშვნელობის აღზევებისთვის. 
5. ღალატის შემდეგ მოღალატე კარგავს ღალატის ობიექტის თანამებრძოლობის სტატუსს და იმ ბრძოლების რეგალიებს ანულებს, ხშირად პირიქით, საკუთარ სივიში ჩასწერ მოგებული ბრძოლების თანამებრძოლობის დაფნის გვირგვინს წვავს და იმ ბრძოლებს მტრის რაკურსით უყურებს, აღიარებს, რომ თანამებრძოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ბუტაფორია იყო და გულში მეტოქეს გულშემატკივრობდა.
6. იმისათვის რომ Qვეშევრდომმა  უღალატოს, ღალატის ობიექტი ზემდგომი  იმდენად უნდა გაიხლართოს პრობლემებში და დასუსტდეს, რომ მანამდე პირმოთნე ქვეშევრდომმა ღალატი გაბედოს.  
6. მოღალატეს თავიდან ხალხი სკეპტიკურად უყურებს, მისი პოზიციას  ნათამაშებად თვლის, მაგრამ მოღალატე მანამდელ " ერთგულ მეგობარს და თანამებრძოლს" ყველა რადიკალზე უფრო რადიკალურად ებრძვის, ქამრის ქვემოთ ურტყამს და ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

შიდა პოლიტიკაშიც ასეეა, და ეს ჩვენს თვალწინ ათჯერ განმეორდა. 

ზვიადის ოპოზიცია კონგრესს, ედეპეს, ჭავჭავაძის საზოგადოებას მტრობაში გადაასწრო ზვიადის თანამებრძოლმა სიგუამ და კიტოვანმა. მათ ზვიადს უღალატეს. 

შევარდნაძეს.. ნუ ამაზე ქვემოთ, იმიტომ რომ შევარდნაძის მიმართ ღალატი განსხვავებული სცენარით და ანტურაჟით წარიმართა და ზოგი სიმპტომით ღალატი არცაა. 

მიშა. მიშას  მიმართ ღალატი 2004 წელსვე დაიწყო, პარლამენტში მიშას ორთქმავლობით შერიხინებული რესპუბლიკელები პირველივე საბაბისთანავე  ( მოჭიდავე რეკეტიორების დაჭერის საპროტესტო მღელვარება) ოფიციალურად განუდგნენ მიშას და დროშები საწინააღმდეგო მიტინგზე ააფრიალეს.
სალომე ზურაბიშვილი, ეს მანამდე უცნობი ადამიანი დღესაც რჩება მიშას ყველაზე ხანგრძლივი და გულითადი საჯარო ქების ობიექტად, ეს მოხდა მის მინისტრად წარდგენაზე, რასაც არ შეუშლია ხელი მისთვის, გამხდარიყო რადიკალური და სარკასტული ოპოზიციაში გადაბარგებისას.  
შემდეგი ღალატი იყო ოქრუაშვილი, კაცი, რომელიც მიშას პირად მეგობრად ითვლებოდა, ჭირში და ლხინში. მანამდე მიშას რამდენჯერმე მოუწია მისი დაცვა: პოლიციელთან ხულიგნობისას 2002 წელს,  შიგაპოლიტიკური მეტოქეობისგან ( ხაინდრავა) და საგარეოპოლიტიკური შეცდომების ( რუსებისთვის იმის თქმა - ჩვენი ფეკალიების მჭამელები ხართო) მოყრუება საკუთარი რეპუტაციის საზიანოდ.   ოქრუაშვილმა დაინახა რა საკუთარი რეიტინგი და ამ რეიტინგის ზრდის პერსპექტივა მოსახლეობის ოპოზიციურ სეგმენტში, განუდგა მიშას და ფეოდალური სისასტიკით და კატეგორიულობით დაუპირისპირდა. 
შემდეგ ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 
ალასანია. დაუმტკიცა რა ოპოზიციამ, რომ შენ მეტი რენომე გაქვს ვიდრე მიშას, წაგებულ მიშას დანძრეული აქვს და შენ ადვილად გახდები ჩვენი მზეთამზეო, ბევრი ყოყმანი არ დასჭირვებია და ოპოზიციის ტრიბუნიდან სიმღერა მიშა დაგამთავრეთს  შეუერთა ხმა. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი რადიკალურობა ამით დასრულდა, იმედია დასრულდა.  
ივანიშვილის გამობრწყინებამდე, იყო მოლოდინი რომ ახალი ძალა, რომელიც მიშას დაუპირისპირდებოდა, იგივე პრინციპით - მიშას ენძრევა, ახლა ჩემი რეპუტაცია მატულობს,  მე მოვაჯდები ტალღას ქიმზე. ვანო მერაბიშვილი იქნებოდა. არ გამართლდა, ივანიშვილმა მიშას ფლანგს  ერთიანობის გაძლიერება აიძულა.  
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

და მაინც, ივანიშვილს მიშას პირად მოღალატედ არ ვთვლი. ის უბრალოდ მიშას მტერია. მტრობის ისეთივე ხარისხით, რაც ნათელაშვილს აქვს.  

კოკასა შეგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების.
ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის მომენტისთვის ბევრ კარგ ადამიანს მიაჩნდა რომ საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს, და ივანიშვილის გამონათება მათთვისაც  იმავეწამს იმედის შუქად იქცა. მაგრამ, ამ კოკიდან ის წარმოდინდა რაც მასში არის, და სამწუხაროდ არა საქართველოსთვის უკეთესი, არამედ უარესი, და თანაც თითქმის ყველა ფრონტზე: 
-ომში აგრესორები ჩვენ ვიყავით
- ვაზაგაშვილი უდანაშაულო მსხვერპლი
- ასავალდასავალი საუკეთესო გაზეთი
- ქეთი დოლიძე საუკეთესო რეჟისორი
- ნატო არ არის ჩვენი " თვითმიზანი" ( ვირეშმაკობა)
- ჟურნალისტები მომზადებულები მოვიდნენ ( ოპონირების რეჟიმს ვერ იტანს)
- ჯურნალისტებო, ჩვენ მოვალთ და მოგიწევთ რიტორიკის გადახედვა
- ჯავახკის ლიდერი მაჟორიტარად ახალქალაქში, ქამარს ქვემოთ დარტყმა ამას ქვია, ოღონდ მიშას კი არა, საქართველოს დაარტყა
-პირობა მილიარდი დახარჯოს სოფელში, არარაციონალური სტრატეგია, სოფლის მეურნეობა არსად ვარგა სადაც არ არის მრეწველობა. და სადაც მოსახლეობის 48%_ ზე მეტი სოფელში ცხოვრობს. (ამერიკის აგრომოსახლეობა 2 %- ს შეადგენს მხოლოდ და მეოთხედ მსოფლიოს აჭმევს) 
- სრულიად მიამიტური იმედები საქართველოს გაერთიანებისათვის.
- საგარეოპოლიტიკური სიბეცე.  მისი სიტყვები საფრთხის შემცველია გაანულოს საქართველოს 20 წლიანი მარტვილობა და გლობალური მხარდაჭერა. 

და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 





ახლა შევარდნაძე გავიხსენოთ. მისმა ერთგულმა ლეღვის ფოთლებმა, როგორც მაღ გრიგალაშვილმა უწოდა, რადგანაც ეგ ახალგაზრდული ფრთა მაშინ შევარდნაძის მმართველობას პროგრესულ, დასავლეთზე ორიენტირებულ  ძალად ფუთავდა, ერთხელაც დაიწყეს თავისი როლის გადაჭარბება და რეალურად შეუტიეს კონსერვატორ სოვეტიკუსებს. 
ეს შიდა ჭიდაობა 2 წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ საჯარო გახდა და კიდევ შემდეგი 2 წელი საჯარო ბრძოლაში გადაიზარდა. 
კი, ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ პიროვნულად უღალატეს შევარდნაძეს, რომელმაც ეს უკანასკნელნი კარგ ვივესკად მოიწვია, დაენდო, მაგრამ მათ ოპოზიციონერობის წლების და საფეხურების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათთვის შევარდნაძის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი სათქმელი სიტყვები ჰქონდათ. 
მაგრამ თუკი ჟვანია და ბურჯანაძე დაელოდნენ იმ მომენტს, როცა ხელში თითო  ჯოკერი და გამარჯვების გარანტია ეგულებოდათ, სააკაშვილი კლასიკურ მოღალთეთაგან განსხვავებით არ დალოდებია საკუთარი პერსონისთვის საუკეთესო მომენტს, მან დაიწყო ყვირილი ყველაცერზე, რაც არ მოსწონდა, გადაიმტერა ათასთავიანი მაფია და პოლიტელიტა, დაარწმუნა ხალხი გულწრფელობაში ( ოღონდ მაშინ მაგ გულწრფელობას სულელის ფაფხური ერქვა ჩვენს აპათიურ საზოგადოებაში) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, შევარდნაძე პირადად უზრუნველყოფდა მაფიის სტაბილურობას, ღიად დაუპირისპირადა მას. 
ზოგი მახასიათებლის დამთხვევის მიუხედავად (შევარდნაძის ნდობის და იმედის, მიშა ყოფილიყო მისი ერთგული და მჯდარიყო თავის ნიშაში გაცრუება, ფიგურად შევარდნაძის კეთილგანწყობის შედეგად ქცევა ) , მე მიშას მოღალატის სახელს არ ვარქმევ, ის ერთიდაიგივე საჩხუბარს ჩხუბობდა 2003 წლამდე 4 წლის განმავლობაში და შევარდნაძესაც მის მიმართ  უკვე ახალი, მოწინააღმდეგის მოლოდინები ჰქონდა. 
ამ მოლოდინებს მიშა ენერგიული მეტნაკლები მასშტაბის ბრძოლებით ნერგავდა და გულში არ იხვევდა უკეთესი მომენტისთვის.
სააკაშვილის ღალატს არ ჰქონდა ღალატის მზაკვრობის მთავარი ელემენტი - მოულოდნელობა. მისი წლების ხანგრძლივობის  ბრძოლა მაფიასთან მხოლოდ უშედეგობის გამო გადაიზარდა შევარდნაძის საწინააღმდეგო ბრძოლაში.    
მეორე სომპტომი რომლითაც მე მიშას ღალატს ღალატად არ ვთვლი, ისაა რომ მიშამ თავისი ოპოზიციური ქმედებები დაიწყო არა მაშინ, როცა შევარდნაძე დაძაბუნდა ან ახალ პრობლემებში გაიხლართა, არამედ მაშინ, როცა თვითკმაყოფილი  თავისი კარიერის ზენიტში იყო და იგივე პოზიტივით ცხოვრობდა რითაც ასლან აბაშიძე, პლიუს სწორი გეოპოლიტიკს ( მხედრიონის და კიტოვანის დამარცხება, ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ბაქო- ჯეიხანი, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულება, პროგრესის მორცხვი მაგრამ მაინც  ნიშნები და სტატისტიკა) ბოლო არჩევნებში შევარდნაძემ დაამარცხა აღორძინება სადაც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილ იყო გაერთიანებული, ანუ 2001 წელს შევარდნაძე უალერნატივო იყო, მის და მისი სამომავლო ადგილმონაცვლის მარადის მმართველობას ვეღარავინ უშლიდა ხელს. 
ამ დროს აღმოცენდა სცენაზე მიშა, ჯერ ერთპიროვნულად, მხოლოდ სიტყვის ძალის ამარა. 
მესამე, რითაც განსხვავდება მიშას ღალატი სხვა ჩამოთვლილთაგან, ესაა ნაკლები აგრესია პიროვნების მიმართ, მიშამ თქვა ბოროტი სიტყვები შევარდნაძია მიმართ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი და შიგნიდან ნახა შევარდნაძის სამზარეულო. 




და ისევ უკუვდგეთ სურათისგან რომ უკეთესად დავინახოთ ღალატების კალეიდოსკოპი და მას მოყოლილი ჩვენი უბედურებები.
ღალატი ცუდია, მოღალატე ცუდია, ძმაკაცობაში ღალატი ცუდია, პოლიტიკური პარტნიორის ღალატი ცუდია, ბრძოლაში ღალატი ცუდია, ომში ღალატი ყველაზე უარესია, მატყუარასთვის და ქლესსთვის  ნდობის მოპოვება ადვილია, სხვისი ნდობის მის წინააღმდეგ გამოყენება არაკაცობაა, პიდადად არ უთხრა შენი განსხვავებული აზრი და ზურგსუკან გაჰკილო ან პირიქით, მხოლოდ ტელევიზოროდან გაბედო ზემდგომის გალანძღვა, აქაოდა ახლა მე უკვე სხვა ნავში ვზივარ, ახლა სხვა რეალობაა, ჩვენ ვერთ შენზე ძლიერებიო. 
მოღალატე ცუდი ადამიანია.    
 ჩვენ, ხალხი ვართ ამ პოლიტიკური ღალატების თანაავტორები და შემკვეთები. რითი? იმიტ რომ ადამიანის მიერ ადამიანის ღალატს მოღალატეს ვპატიობთ და იაფფასიანი  პათეტიკით , ჭეშმარიტება მიშაზე ძვირფასია, პოლიტიკოსებს თავს ვატყუებინებთ.
საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი გზა  არავინ იცის, და ჰიპოთეტური ჭეშმარიტება რომელიც სინამდვილეში პირადი ანგარებაა,  მეგობრობასა და ნდობაზე ძვირფასი არაა.


პ.ს. გია მაისაშვილზე მსმენია მიშა და ეგ კარგახანს ჩხუბობდნენ ერთმანეთში ინგლისურადო, მაშინვე რევოლუციის შემდეგ. ინგლისურად ჩვენ რომ ვერ გაგვეგოო, დაცვის ბიჭებმა მითხრეს. 
ამ ფაქტით ჩემს თვალში მაისაშვილს მოღალატის ეპითეტი ეხსნება. მის საჯარო ოპოზიციონერობას ერთიერთზე ცხუბი უძღოდა წინ და შესაბამისად მიშასთვის მოულოდნელი არ იყო. 
პ.პ.ს. მაგრა მაინტერესებს ეგ ჩხუბი, სიამოვნებით ვუყურებდი კინოდ, ჩხუბი იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. 

ასევე მაინტერესებს არშემდგარი ჩხუბი მიშასა და ალასანიას შორის. ალასანიამ ჩათვალა რომ მიშა უკვე ჩაძირული იყო და მის დონეზე ვეღარასოდეს ამოყვინთავდა, ძალიან შეცდა. 
ალასანია კლასიკური მოღალატე იყო, მერე ოპოზიციური ფიგურა გახდა, ეჭვი მაქვს, შეუძლია კლასიკურ მოღალატედ დაასრულოს. 
ის უკვე მეორედ  ღალატობს საკუთარ პრინციპებს დაფნის გვირგვინის სანაცვლოდ. 


მაგრამ, შევხედოთ კიდევ ახალი რაკურსით ჩვენს პოლიტსპექტრს. 
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული
აი, რომ ჩამოვყვე ღირსების კლების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიშას შემდეგ შევარდნაძეა ყველაზე ღირსეული ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის. 
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 
და ეს სამწუხაროა.
ერთადერთი რასაც ნაღდად უღალატა შევარდნაძემ, ეს სტალინის იდეალებით მოწყობილი მსოფლიო იყო. მისი და გორბაჩოვის გზები პუტჩმა გაყარა, ასე რომ გარბაჩოვისთვის არ უღალატია, მის ჩამომყვან ჯაბა- კოტოვანსაც არ უღალატა, 5 წელი ითმინა, მან დაუშვა ყველა შეცდომა, რაც არ უნდა დაეშვა პოლიტიკოსს და არ დაუშვა შეცდომები ადამიანურ ურთიერთობებში. 
დარწმუნებული ვარ 23 ნოემბერს, როცა გადაღლილმა და წაგებულმა გამოაცხადა გადავდექიო, ახალ ხელისუფლებას წარმატებებს უსურვებდა გულში.
სამწუხაროდ პოლიტმოთამაშეთა  ზოგად პოლიტიკურ დონეს შევარდნაძის 12 წელი არაფერში დაეტყო.

და ბოლოს, შემირცხვენია ქვეყანა, სადაც მონარქისტების ლიდერი იგორ გიორგაძის პარტნიორი და დასაყრდენი ხდება, 
სადაც ეროვნულ დემოკრატების დამაარსებლის ქვრივი იგორ გიორგაძის პრესსპიკერია
სადა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ
სადაც ნატოს მედროშე მთავრობის ექსპრემიერმინისტრი და ექს პარლამენტის თავმჯდომარე პაკლონნაია გარაზე რუსეთის ჰიმნზე იჯგიმება
სადაც ასეთი მწარე ღალატი მიღებულია იმით,  რომ გამარჯვების შანსი აქვს. 

ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს. 
როგორ? 
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.    
                   

Posted by: I SPY 8 Sep 2012, 01:44
OK


-------------------------------------------

Posted by: kaatinga 8 Sep 2012, 01:46
წაიკითხა ვინმემ ?

Posted by: ვიღაც 8 Sep 2012, 01:46
ეხა ვინმემ რო წაიკითხოს ეს : D

Posted by: Dedi Co 8 Sep 2012, 01:50


აფსუს, რა სცენარისტი დაკარგა მსოფლიო კინომ.

Posted by: Z@G@NTi 8 Sep 2012, 01:50
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

givi.gif

Posted by: markes 8 Sep 2012, 01:54
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

პოსტის კვინტესტენცია ფრაზაა

lol.gif

Posted by: Tom Brady 8 Sep 2012, 01:56
kaatinga

მე წავიკითხე ...

და უკვე მერამდენედ მიჩნდება კითხვა - რატომ იღლის თავს ფორუმის ეს მომხმარებელი ამხელა ფილარმონია ტექსტების წერით ...

მისი თემების 99%-ის არსი და დედააზრი ხომ მუდამ ერთია - მიშა მაგარია, დაე მუდამ იყოს მიშა .....

ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს user.gif

აი ეს დაეწერა პირდაპირ არ ჯობდა ?

QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

Posted by: SCO 8 Sep 2012, 01:58
axalirevolucia

წავიკითხე და მგონი ყველაზე სუსტი თემაა შენს თემებს შორის.
რომ აღარაფერი ვთქვათ ანალიზის და დაშვებების "ლოგიკურობაზე",
აზრის გამოსატანად ისიც კმარა, რომ დებ უზარმაზარ ინფორმაციულ მასა და
ბოლოში ფიქტიურ და ზერელე გამოსავლად წერ სასაცილო ლიტონის სიტყვებს:

QUOTE
ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს.
როგორ?
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.


smile.gif

პ.ს. თანაც მთავარი მოღალატეობრივი აქტი და მოღალატე გამოტოვე:
სააკაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა.


QUOTE
მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალაბოზია


პ.პ.ს. მოღალატე კაცის ბოზობაზეც გეთქვა ორიოდ სიტყვა,
მით უფრო ქართული ლანდშაფტი მოგცემდა ფრთების გაშლის საშუალებას.
თორემ მარტო ფემინისტები და გენდერისტები კი არა, "პოხუისტებიც" შეგრისხდებიან smile.gif



Posted by: kaatinga 8 Sep 2012, 02:04
Tom Brady
QUOTE
მე წავიკითხე ...

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

user.gif

markes
QUOTE
კვინტესტენცია

რა არის?

Posted by: Tom Brady 8 Sep 2012, 02:05
SCO

QUOTE
წავიკითხე და მგონი ყველაზე სუსტი თემაა შენს თემებს შორის.


ნელ ნელა უფუჭდება ხელწერა ...

რთულია გამუდმებით ერთი საკითხის ირგვლივ იტრიალო და იმავდროულად მაღალი დონე შეინარჩუნო ....

მაიკლ ჯორდანზე რომ წერო გამუდმებით მაიკლი მაგარიაო, იქაც კი გაგიჭირდება რაღაც მომენტში, ელემენტარულად თავს მოაბეზრებ მკითხველს და ბევრს აღარ დააინტერებს შენი მოსაზრებების კითხვა ჯორდანის განუმეორებლობაზე ....

ეს კი სააკაშვილზე წერს და თან მის სიდიადეში გვარწმუნებს ყველა თემაში ...

ხოდა სად ჯორდანი და სად სააკაშვილი ....

Posted by: mamuka-SRV 8 Sep 2012, 02:09
QUOTE (kaatinga @ 8 Sep 2012, 01:46 )
წაიკითხა ვინმემ ?

gigi.gif
ხუმრობთ?

--------------------------------------------------------------------------------

Posted by: Shurige 8 Sep 2012, 02:09
ღორონთუმე facepalm.gif


---------------------------

Posted by: Bettoro 8 Sep 2012, 02:10
QUOTE
ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

ეს კი მიკვირდა სულ, ქართულგვარიანები ახლაც ყველაზე დიდ სიძულვილს გამოხატავაენ, მათი "პარლამენტის" 2/3-ს რომ შეადგენენ.
QUOTE
ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 

რატომღაც მგონია, რომ ახალი ჰომოსოვეტიკუსები ჩამოყალიბდნენ უკვე, ოღონდ უკვე არა ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გაარშემო. მთელი პარტიული დაბალინტელექტუალური სტაფი კლასიკური ჰომოსოვეტიკუსია. იმედია არ შემეკითხები რომელპარტიული biggrin.gif
QUOTE
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

QUOTE
და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

ოჰ, როგორ გეზიზღება ბიძინა biggrin.gif

QUOTE
იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 

ვერ გახდებოდით სერ no.gif და იცით რატომ ... smile.gif


Posted by: mamuka-SRV 8 Sep 2012, 02:20
ეს თემა გასაგებია და ისიც გასაგებია აქ უმრავლესობა რისთვისაც პოსტავს, ამიტომ არანაირ პასუხს არც ველოდები და არც მჭირდება, მაგრამ ერთი კიითხვა კი მიტრიალებს თავში: ნუთუ თქვენ თავსაც უმალავთ მთავარ სათქმელს და ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ ეხლა მიშას დარჩენა და ქვეყნის კატასტროფა ერთი რამეა?

Posted by: r-evolution: 8 Sep 2012, 02:30
axalirevolucia
QUOTE
მართალია მშვენიერი ელენე ტროელებს მთლად არ მოუტაცნიათ, ის აგამემნონს გაექცა


მიშასავით კარგად ფლობ მხატვრულ ლიტერატურას givi.gif

ელენე მენელაოსის ცოლი იყო

Posted by: markes 8 Sep 2012, 02:44
kaatinga
QUOTE
markes
QUOTE
კვინტესტენცია

რა არის?

კვინტესენცია – ძირითადი აზრი
არ მაპატიო ახლა მექანიკური შეცდობა

lol.gif

Posted by: temotab 8 Sep 2012, 02:48
QUOTE
ეხა ვინმემ რო წაიკითხოს ეს : D


დაანებეთ თავი
უპრინციპო კაცია...

Posted by: aitola 8 Sep 2012, 02:52
axalirevolucia
ამდენი იმიტომ იწვალე და იმიტომ წერე ( სხვათაშორის შევარდნაძის თემა კარგად გაქვს ამოწეული ზვიადის საკითხში ვერ ხარ ბოლომდე მართალი აი სააკაშვილზე როგორც კი დაიწყე facepalm.gif ) რომ ეს დაგეწერა
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

საწყალი მიშა ყველამ უღალატა და ყველამ ეს გამოიყენა თავისი თავის წამოსაწევად როგორ მეცოდება .............ეჰ no.gif
* * *
QUOTE
მიშასავით კარგად ფლობ მხატვრულ ლიტერატურას

ელენე მენელაოსის ცოლი იყო

ხო გამოეკიდეთ ეხლა ყველა სიტყვაზე აბა ჰე tongue.gif უხვლაშქარიანი ყმიანი და გაზაფხულ მომტყვანიანი lol.gif lol.gif

Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 07:25
გულწრფელად გეტყვით.
ბოდიშს მოვითხოვ ამხელა ოქლოქი ტექსტისთვის.
შიზოფრენია რომ არ დამისვით, დაჟე მადლობასაც ვიტყვი.
აიპოდში ვკენკავ, თან ეს თემა მაგალიღად - ღალატი, სადღაც ერთი თვის წინ დავიწყე და დღემდე თანდათან რაღაცეები ვამატე. ბოლოს ეს გაუფილტრავი ბრონტოზავრი თქვენ დაგიდეთ.
მაგრამ, ახლა ძალიან პატარა აბზაცში, ან სულაც ერთ წინადადებაში შევეცდები თემა მოვაქციო -
აი ასე:
-
შეიძლება თუ არა რომ კარგი ადამიანი იყოს ის, ვინც შუა შუხურში გალახულ ძმაკაცს " ატაშორს" ( ატ სლოვა - ატაშოლ) აძლევს*?

* ატაშოლს აძლევს - მის ძმაკაცობას უარყოფს

ეგ სიტყვები მთლა ბავშვობიდან, დაახლოებით მოსკოვის ოლიმპიადის დროიდან მახსოვს.
ტიროდა ერთი გალახული პარალელურკლასელი " შუა შუხურში ატაშორის მიცემა მართებულიააა???" თავის ძმაკაცზე იყო გაბრაზებული, რომელმაც რაზბორკაზე იმის ძმაკაცობა უარყო და საცემრად მარტო დატოვა.

Posted by: 098 8 Sep 2012, 07:50
QUOTE (axalirevolucia @ 8 Sep 2012, 01:39 )
სიტყვა ღალატი 
ყველაზე ხშირად ადიულტერთან ასოცირდება. 
ცოლქმრულ ღალატსა და ეჭვიანობაზე ოტელო და დეზდემონა გახსენდება. ღალატი იმდენად უღირსი საქციელია, რომ მასზე ეჭვიც კი შეიძლება საკმარისი იყოს ცოლის საკუთარი ხელებით დასახრჩობად. 
ერთ  ევროპულ ( ვერ ვიხსენებ ავტორს)მოთხრობაში სახელად ადიულტერი, ცოლი ქმარს ღალატობს მხოლოდ წამიერი მზერით. ტურისტად ალჟირში თუ ეგვიპტეში  მყოფი ისე შეხედავს ამაყი ნაბიჯების პატრონ თეთრებში მოსილ ამაყ  არაბ ბედუინს, რომ ავტორი ამას ღალატად უთვლის.

სინამდვილეში ეგ "ღალატი" წამიერი მზერითვე მორჩა. ნამდვილი ღალატი კი კონკრეტული რამაა - ერთი ადამიანი ( მოღალატე) მეორის ( ღალატის ობიექტის)  ნდობას გადახაზავს და მოატყუებს. ნაჩუქარ რეპუტაციასა და განდობილ ინფორმაციას იმ ადამიანის წინააღმდეგ იყენებს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა. 

ღალატი არის სამ ძირითად ფრონტზე: 
ქალსა და კაცს შორის, 
პოლიტიკოსებს შორის
ბიზნეს ან სამსახურებრივ პარტნიორებს შორის
  
მათ შორის ყველაზე დიდი, გეოგრაფიულ- ისტორიული მასშტაბების კვალის  მქონე პოლიტიკურ პირთა შორის ღალატია. 

მართალია მშვენიერი ელენე ტროელებს მთლად არ მოუტაცნიათ, ის აგამემნონს გაექცა ახალი სიყვარულისთვის და ამას ომი მოჰყვა, მაგრამ მას შემდეგ ომების მიზეზი კაცსა და ქალს შორის ღალატი არ გამხდარა, საბაბი კი, მიზეზი კი, არა.

ისტორიული მნიშვნელობის  ღალატები ყოველთვის პოლიტიკურ ფიგურებს შორის ხდება.
ქვეშევრდომი არ კმაყოფილდება თავს სტატუსს, იყენებს მეორე პირობისას დაგროვილ პლიუსებს და ერთხელაც თამაშის წესებს არღვევს - თვითონ ცდილობს ზემდგომის დაძირვას და კენწეროში ასვლას.  

კონსტანტინემ, როცა რომის იმპერიას ორნი მართავდნენ, ის და მისი ცოლის ძმა, იმ მეორეს მტრად გაუხდა, იმის გამო, რომ შეამჩნია - მისი ქვისლი მის (კონსტანტინეს) ძმასთან ურთიერთობდა, ეს ამბავი თავისთვის საფრთხედ მიიჩნია - ქვისლი ჩემს მოკვლას და ჩემი ძმის გამეფებას აპირებსო. გაიმართა დიდი ომი დღევანდელი სტამბულისი ტერიტორიაზე, კონსტანტინემ გაიმარჯვა და ქვისლი დაატყვევა, ერთი წელი ჰყავდა ციხეში და საკუთარი ცოლის ხვეწნის მიუხედავად, ჩემი ძმა შეიწყალეო, ერთი წლის შემდეგ მოკლა. 
ამ ისტორიაში 5 ღალატია და არა ერთი. 
ადრე 100 წელი საუკუნე იყო და ისტორიკოსები კარის ისტორიკოსები იყვნენ, მთავარია მოგეგო და ღალატის ამბავი დაიმალებოდა. ღალატი გამარჯვებით გადაიფარებოდა.  თუმცა  ღალატი ზოგჯერ იმდენად პიროვნული ნაძირალობის გამოვლინება იყო და არა პოლიტიკური ინტრიგის რაუნდი, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიას სუფთა ღალატის სახელით შემორჩა, მაგალითად ქსერქსესთვის 300 საპარტანელის წინააღმდეგ შემოვლითი გზის მისწავლება  ??? მიერ, რომელიც ლეონიდასზე იყო ნაწყენი.     
 



ისტორიაში პერსონაჟების ავკარგიანობა  ხშირად ძალიან მარტივი კრიტერიუმებით გაირჩევა. 
ყველა ქვეყნის ყველა ბავშვი საკუთარი სამშობლოს  ისტორიის სწავლისას აწყდება სახელოვან კარგ მეფეებსა და ბოროტ მოღალატეებს. 
ფაბულა მარტივია და ის გლობალურად მუშაობს - მეფეს ეკუთვნის მეფობა, ხოლო მოღალატე ფეოდალი ქვეყნის ნაწილს ეკალბარდით ისაზღვრავს და საერთო ქვეყანას ასუსტებს, მოსისხლე მტერს შეეკრება რათა მეფე დაამარცხოს. 
გიკვირს, როგორ შეუძლია მეფის კარზე პატივცემულ მხედართმთავარს აგდეს და ოსმალოს ჩაუგდოს თავისი საათაბაგო და მტრის მხარდამხარ საკუთარი მეფის წინააღმდეგ იბრძოლოს. 
ისტორიის სახელმძღვანელოებში აღარავინ  დაეძებს მოღალატის მოტივევს, იქ მოღალატე მოღალატეა, და მორჩა. ბოროტმა ადამიანმა ბოროტი საქმე ჩაიდინა, მაგრამ ბოლო კეთილია და მისი ბოროტი კვალის გამოსწორება თუ არა, ბოროტი გეგმისგან თავის დაღწევა წინაპრებმა მაინც შეძლეს.
კარგი, გიორგი ენდო და სარგისმა უღალატა, მაგრამ მართლა ეგრე მარტივად იყო საქმე? როგორ აიყოლა სარგისმა თავის გარშემო 50000 ადამიანი მეფის საღალატოდ? 
როგორ და ალბათ ასე: 
- იქ დედაქალაქში ჩვენ ფულებს ჭამენ
- იქ უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ
-მეფე ლხენაში ხარჯავს საერთო ფულს
- მე ვიცოდი და ვუთხარი მეფეს იმ ომში, სამი კოჰორტა წინ გაუშვი და ერთი ხეობაში ჩაასაფრე მეთქი, არ დამიჯერა, ორი წინ გაუშვა, ერთი მარცხნიდან და ერთი კი ხეობაში ჩაასაფრა, ამიტომ წავაგეთ, მეფეს ჩემთვის უნდა დაეჯერებინა და მოვიგებდით
-მეფემ საწყალი ფეხშუმისძე უსამართლოდ დასაჯა
-მეფე სულთანს შეეკვრება და ჩვენ წინააღმდეგობისთვის დაგვსჯის
- ჯობია სულთანს ჩვენ თვითონ 
შევეკრათ, სულთანი მდიდარია, მას ჩვენი ფული არ ჭირდება, თავისიც თავზესაყრელად აქვს, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას ის, რაც მას ომად უღირს.
 


ანუ ის მოღალატეც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა თავის ქვეშევრდომებს, თავის სამშობლოს მაგრამ არ გამოუვიდა. მან ბევრი სისხლი ღვარა და საერთო ქვეყანა დაასუსტა. მისი ცხოვრების რეზიუმე ერთ სიტყვაში შეიკუმშა - განუდგა, უღალატა. 

20 წელია ღალატების კალეიდოსკოპს გვიტრიალებს უახლესი ისტორია.  
გარბაჩოვმა პოლიტბიუროს უღალატა, შევარდნაძემ გარბაჩოვს, კიტოვანმა და სიგუამ გამსახურდიას, შევარდნაძემ კიტოვანს, სააკაშვილმა და ჟვანიამ შევარდნაძეს. სააკაშვილს ..უჰ, უამრავია, მერე ჩამოვთვლი.
პოლიტღალატების სიმრავლემ გაგვიქრო  ასეთ ღალატზე აღშფოთების უნარი. მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალა  ბოზია, მოღალატე ბიზნესპარტნიორი ნაძირალა კრიმინალია, მაგრამ პოლიტიკოსის მოღალატე რატომღაც არაა ნაძირალა, ის ახალი მძლავრი ფიგურაა, გუშინდელზე 10 ჯერ მნიშვნელოვანი.     
?? ბოლო 7 წელია გაძლიერებული ღალატის გიგანტურ სლალომს ვუყურებთ.??
ფაქტიურად სამეცნიერო შრომის სამყოფი მასალა გვაქვს პოლიტიკური ღალატის ფენომენის შესასწავლად.  

ღალატს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, 
1. ღალატობენ მას ვისგანაც პირადი ნდობა ჰქონდათ მოპოვებული
2. ღალატობს ის, ვინც წონა და რენომე იმით მოიპოვა, რომ თავისი ღალატის ობიექტმა ის მნიშვნელობანი გახადა
3.ღალატის აქტი ხდება იმ მომენტში, როდესაც ობიექტი რწმუნდება, რომ საღალატო ობიექტის საქმე წასულია და მას   პირადად გარანტირებულად მიუვა ახალი ძალა, რომელიც მანამდე ფორმირებას ცდილობდა და ლიდერი არ ჰყავდა
4. ღალატი მოულოდნელია. ღალატის დეკლარაციამდე მოღალატე ინარჩუნებს კარგ პოზიციას ღალატის ობიექტთან და მხოლოდ მაშინ ააშკარავებს თავს, როცა თვლის რომ ორი ჯოკერი აქვს, თუ მას სხვა კარტი მიუვა, ის დარჩება ღალატის ობიექტის გუნდში და დაელოდება უკეთეს რასკლადს საკუთარი პერსონის  მნიშვნელობის აღზევებისთვის. 
5. ღალატის შემდეგ მოღალატე კარგავს ღალატის ობიექტის თანამებრძოლობის სტატუსს და იმ ბრძოლების რეგალიებს ანულებს, ხშირად პირიქით, საკუთარ სივიში ჩასწერ მოგებული ბრძოლების თანამებრძოლობის დაფნის გვირგვინს წვავს და იმ ბრძოლებს მტრის რაკურსით უყურებს, აღიარებს, რომ თანამებრძოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ბუტაფორია იყო და გულში მეტოქეს გულშემატკივრობდა.
6. იმისათვის რომ Qვეშევრდომმა  უღალატოს, ღალატის ობიექტი ზემდგომი  იმდენად უნდა გაიხლართოს პრობლემებში და დასუსტდეს, რომ მანამდე პირმოთნე ქვეშევრდომმა ღალატი გაბედოს.  
6. მოღალატეს თავიდან ხალხი სკეპტიკურად უყურებს, მისი პოზიციას  ნათამაშებად თვლის, მაგრამ მოღალატე მანამდელ " ერთგულ მეგობარს და თანამებრძოლს" ყველა რადიკალზე უფრო რადიკალურად ებრძვის, ქამრის ქვემოთ ურტყამს და ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

შიდა პოლიტიკაშიც ასეეა, და ეს ჩვენს თვალწინ ათჯერ განმეორდა. 

ზვიადის ოპოზიცია კონგრესს, ედეპეს, ჭავჭავაძის საზოგადოებას მტრობაში გადაასწრო ზვიადის თანამებრძოლმა სიგუამ და კიტოვანმა. მათ ზვიადს უღალატეს. 

შევარდნაძეს.. ნუ ამაზე ქვემოთ, იმიტომ რომ შევარდნაძის მიმართ ღალატი განსხვავებული სცენარით და ანტურაჟით წარიმართა და ზოგი სიმპტომით ღალატი არცაა. 

მიშა. მიშას  მიმართ ღალატი 2004 წელსვე დაიწყო, პარლამენტში მიშას ორთქმავლობით შერიხინებული რესპუბლიკელები პირველივე საბაბისთანავე  ( მოჭიდავე რეკეტიორების დაჭერის საპროტესტო მღელვარება) ოფიციალურად განუდგნენ მიშას და დროშები საწინააღმდეგო მიტინგზე ააფრიალეს.
სალომე ზურაბიშვილი, ეს მანამდე უცნობი ადამიანი დღესაც რჩება მიშას ყველაზე ხანგრძლივი და გულითადი საჯარო ქების ობიექტად, ეს მოხდა მის მინისტრად წარდგენაზე, რასაც არ შეუშლია ხელი მისთვის, გამხდარიყო რადიკალური და სარკასტული ოპოზიციაში გადაბარგებისას.  
შემდეგი ღალატი იყო ოქრუაშვილი, კაცი, რომელიც მიშას პირად მეგობრად ითვლებოდა, ჭირში და ლხინში. მანამდე მიშას რამდენჯერმე მოუწია მისი დაცვა: პოლიციელთან ხულიგნობისას 2002 წელს,  შიგაპოლიტიკური მეტოქეობისგან ( ხაინდრავა) და საგარეოპოლიტიკური შეცდომების ( რუსებისთვის იმის თქმა - ჩვენი ფეკალიების მჭამელები ხართო) მოყრუება საკუთარი რეპუტაციის საზიანოდ.   ოქრუაშვილმა დაინახა რა საკუთარი რეიტინგი და ამ რეიტინგის ზრდის პერსპექტივა მოსახლეობის ოპოზიციურ სეგმენტში, განუდგა მიშას და ფეოდალური სისასტიკით და კატეგორიულობით დაუპირისპირდა. 
შემდეგ ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 
ალასანია. დაუმტკიცა რა ოპოზიციამ, რომ შენ მეტი რენომე გაქვს ვიდრე მიშას, წაგებულ მიშას დანძრეული აქვს და შენ ადვილად გახდები ჩვენი მზეთამზეო, ბევრი ყოყმანი არ დასჭირვებია და ოპოზიციის ტრიბუნიდან სიმღერა მიშა დაგამთავრეთს  შეუერთა ხმა. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი რადიკალურობა ამით დასრულდა, იმედია დასრულდა.  
ივანიშვილის გამობრწყინებამდე, იყო მოლოდინი რომ ახალი ძალა, რომელიც მიშას დაუპირისპირდებოდა, იგივე პრინციპით - მიშას ენძრევა, ახლა ჩემი რეპუტაცია მატულობს,  მე მოვაჯდები ტალღას ქიმზე. ვანო მერაბიშვილი იქნებოდა. არ გამართლდა, ივანიშვილმა მიშას ფლანგს  ერთიანობის გაძლიერება აიძულა.  
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

და მაინც, ივანიშვილს მიშას პირად მოღალატედ არ ვთვლი. ის უბრალოდ მიშას მტერია. მტრობის ისეთივე ხარისხით, რაც ნათელაშვილს აქვს.  

კოკასა შეგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების.
ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის მომენტისთვის ბევრ კარგ ადამიანს მიაჩნდა რომ საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს, და ივანიშვილის გამონათება მათთვისაც  იმავეწამს იმედის შუქად იქცა. მაგრამ, ამ კოკიდან ის წარმოდინდა რაც მასში არის, და სამწუხაროდ არა საქართველოსთვის უკეთესი, არამედ უარესი, და თანაც თითქმის ყველა ფრონტზე: 
-ომში აგრესორები ჩვენ ვიყავით
- ვაზაგაშვილი უდანაშაულო მსხვერპლი
- ასავალდასავალი საუკეთესო გაზეთი
- ქეთი დოლიძე საუკეთესო რეჟისორი
- ნატო არ არის ჩვენი " თვითმიზანი" ( ვირეშმაკობა)
- ჟურნალისტები მომზადებულები მოვიდნენ ( ოპონირების რეჟიმს ვერ იტანს)
- ჯურნალისტებო, ჩვენ მოვალთ და მოგიწევთ რიტორიკის გადახედვა
- ჯავახკის ლიდერი მაჟორიტარად ახალქალაქში, ქამარს ქვემოთ დარტყმა ამას ქვია, ოღონდ მიშას კი არა, საქართველოს დაარტყა
-პირობა მილიარდი დახარჯოს სოფელში, არარაციონალური სტრატეგია, სოფლის მეურნეობა არსად ვარგა სადაც არ არის მრეწველობა. და სადაც მოსახლეობის 48%_ ზე მეტი სოფელში ცხოვრობს. (ამერიკის აგრომოსახლეობა 2 %- ს შეადგენს მხოლოდ და მეოთხედ მსოფლიოს აჭმევს) 
- სრულიად მიამიტური იმედები საქართველოს გაერთიანებისათვის.
- საგარეოპოლიტიკური სიბეცე.  მისი სიტყვები საფრთხის შემცველია გაანულოს საქართველოს 20 წლიანი მარტვილობა და გლობალური მხარდაჭერა. 

და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 





ახლა შევარდნაძე გავიხსენოთ. მისმა ერთგულმა ლეღვის ფოთლებმა, როგორც მაღ გრიგალაშვილმა უწოდა, რადგანაც ეგ ახალგაზრდული ფრთა მაშინ შევარდნაძის მმართველობას პროგრესულ, დასავლეთზე ორიენტირებულ  ძალად ფუთავდა, ერთხელაც დაიწყეს თავისი როლის გადაჭარბება და რეალურად შეუტიეს კონსერვატორ სოვეტიკუსებს. 
ეს შიდა ჭიდაობა 2 წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ საჯარო გახდა და კიდევ შემდეგი 2 წელი საჯარო ბრძოლაში გადაიზარდა. 
კი, ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ პიროვნულად უღალატეს შევარდნაძეს, რომელმაც ეს უკანასკნელნი კარგ ვივესკად მოიწვია, დაენდო, მაგრამ მათ ოპოზიციონერობის წლების და საფეხურების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათთვის შევარდნაძის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი სათქმელი სიტყვები ჰქონდათ. 
მაგრამ თუკი ჟვანია და ბურჯანაძე დაელოდნენ იმ მომენტს, როცა ხელში თითო  ჯოკერი და გამარჯვების გარანტია ეგულებოდათ, სააკაშვილი კლასიკურ მოღალთეთაგან განსხვავებით არ დალოდებია საკუთარი პერსონისთვის საუკეთესო მომენტს, მან დაიწყო ყვირილი ყველაცერზე, რაც არ მოსწონდა, გადაიმტერა ათასთავიანი მაფია და პოლიტელიტა, დაარწმუნა ხალხი გულწრფელობაში ( ოღონდ მაშინ მაგ გულწრფელობას სულელის ფაფხური ერქვა ჩვენს აპათიურ საზოგადოებაში) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, შევარდნაძე პირადად უზრუნველყოფდა მაფიის სტაბილურობას, ღიად დაუპირისპირადა მას. 
ზოგი მახასიათებლის დამთხვევის მიუხედავად (შევარდნაძის ნდობის და იმედის, მიშა ყოფილიყო მისი ერთგული და მჯდარიყო თავის ნიშაში გაცრუება, ფიგურად შევარდნაძის კეთილგანწყობის შედეგად ქცევა ) , მე მიშას მოღალატის სახელს არ ვარქმევ, ის ერთიდაიგივე საჩხუბარს ჩხუბობდა 2003 წლამდე 4 წლის განმავლობაში და შევარდნაძესაც მის მიმართ  უკვე ახალი, მოწინააღმდეგის მოლოდინები ჰქონდა. 
ამ მოლოდინებს მიშა ენერგიული მეტნაკლები მასშტაბის ბრძოლებით ნერგავდა და გულში არ იხვევდა უკეთესი მომენტისთვის.
სააკაშვილის ღალატს არ ჰქონდა ღალატის მზაკვრობის მთავარი ელემენტი - მოულოდნელობა. მისი წლების ხანგრძლივობის  ბრძოლა მაფიასთან მხოლოდ უშედეგობის გამო გადაიზარდა შევარდნაძის საწინააღმდეგო ბრძოლაში.    
მეორე სომპტომი რომლითაც მე მიშას ღალატს ღალატად არ ვთვლი, ისაა რომ მიშამ თავისი ოპოზიციური ქმედებები დაიწყო არა მაშინ, როცა შევარდნაძე დაძაბუნდა ან ახალ პრობლემებში გაიხლართა, არამედ მაშინ, როცა თვითკმაყოფილი  თავისი კარიერის ზენიტში იყო და იგივე პოზიტივით ცხოვრობდა რითაც ასლან აბაშიძე, პლიუს სწორი გეოპოლიტიკს ( მხედრიონის და კიტოვანის დამარცხება, ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ბაქო- ჯეიხანი, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულება, პროგრესის მორცხვი მაგრამ მაინც  ნიშნები და სტატისტიკა) ბოლო არჩევნებში შევარდნაძემ დაამარცხა აღორძინება სადაც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილ იყო გაერთიანებული, ანუ 2001 წელს შევარდნაძე უალერნატივო იყო, მის და მისი სამომავლო ადგილმონაცვლის მარადის მმართველობას ვეღარავინ უშლიდა ხელს. 
ამ დროს აღმოცენდა სცენაზე მიშა, ჯერ ერთპიროვნულად, მხოლოდ სიტყვის ძალის ამარა. 
მესამე, რითაც განსხვავდება მიშას ღალატი სხვა ჩამოთვლილთაგან, ესაა ნაკლები აგრესია პიროვნების მიმართ, მიშამ თქვა ბოროტი სიტყვები შევარდნაძია მიმართ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი და შიგნიდან ნახა შევარდნაძის სამზარეულო. 




და ისევ უკუვდგეთ სურათისგან რომ უკეთესად დავინახოთ ღალატების კალეიდოსკოპი და მას მოყოლილი ჩვენი უბედურებები.
ღალატი ცუდია, მოღალატე ცუდია, ძმაკაცობაში ღალატი ცუდია, პოლიტიკური პარტნიორის ღალატი ცუდია, ბრძოლაში ღალატი ცუდია, ომში ღალატი ყველაზე უარესია, მატყუარასთვის და ქლესსთვის  ნდობის მოპოვება ადვილია, სხვისი ნდობის მის წინააღმდეგ გამოყენება არაკაცობაა, პიდადად არ უთხრა შენი განსხვავებული აზრი და ზურგსუკან გაჰკილო ან პირიქით, მხოლოდ ტელევიზოროდან გაბედო ზემდგომის გალანძღვა, აქაოდა ახლა მე უკვე სხვა ნავში ვზივარ, ახლა სხვა რეალობაა, ჩვენ ვერთ შენზე ძლიერებიო. 
მოღალატე ცუდი ადამიანია.    
 ჩვენ, ხალხი ვართ ამ პოლიტიკური ღალატების თანაავტორები და შემკვეთები. რითი? იმიტ რომ ადამიანის მიერ ადამიანის ღალატს მოღალატეს ვპატიობთ და იაფფასიანი  პათეტიკით , ჭეშმარიტება მიშაზე ძვირფასია, პოლიტიკოსებს თავს ვატყუებინებთ.
საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი გზა  არავინ იცის, და ჰიპოთეტური ჭეშმარიტება რომელიც სინამდვილეში პირადი ანგარებაა,  მეგობრობასა და ნდობაზე ძვირფასი არაა.


პ.ს. გია მაისაშვილზე მსმენია მიშა და ეგ კარგახანს ჩხუბობდნენ ერთმანეთში ინგლისურადო, მაშინვე რევოლუციის შემდეგ. ინგლისურად ჩვენ რომ ვერ გაგვეგოო, დაცვის ბიჭებმა მითხრეს. 
ამ ფაქტით ჩემს თვალში მაისაშვილს მოღალატის ეპითეტი ეხსნება. მის საჯარო ოპოზიციონერობას ერთიერთზე ცხუბი უძღოდა წინ და შესაბამისად მიშასთვის მოულოდნელი არ იყო. 
პ.პ.ს. მაგრა მაინტერესებს ეგ ჩხუბი, სიამოვნებით ვუყურებდი კინოდ, ჩხუბი იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. 

ასევე მაინტერესებს არშემდგარი ჩხუბი მიშასა და ალასანიას შორის. ალასანიამ ჩათვალა რომ მიშა უკვე ჩაძირული იყო და მის დონეზე ვეღარასოდეს ამოყვინთავდა, ძალიან შეცდა. 
ალასანია კლასიკური მოღალატე იყო, მერე ოპოზიციური ფიგურა გახდა, ეჭვი მაქვს, შეუძლია კლასიკურ მოღალატედ დაასრულოს. 
ის უკვე მეორედ  ღალატობს საკუთარ პრინციპებს დაფნის გვირგვინის სანაცვლოდ. 


მაგრამ, შევხედოთ კიდევ ახალი რაკურსით ჩვენს პოლიტსპექტრს. 
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული
აი, რომ ჩამოვყვე ღირსების კლების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიშას შემდეგ შევარდნაძეა ყველაზე ღირსეული ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის. 
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 
და ეს სამწუხაროა.
ერთადერთი რასაც ნაღდად უღალატა შევარდნაძემ, ეს სტალინის იდეალებით მოწყობილი მსოფლიო იყო. მისი და გორბაჩოვის გზები პუტჩმა გაყარა, ასე რომ გარბაჩოვისთვის არ უღალატია, მის ჩამომყვან ჯაბა- კოტოვანსაც არ უღალატა, 5 წელი ითმინა, მან დაუშვა ყველა შეცდომა, რაც არ უნდა დაეშვა პოლიტიკოსს და არ დაუშვა შეცდომები ადამიანურ ურთიერთობებში. 
დარწმუნებული ვარ 23 ნოემბერს, როცა გადაღლილმა და წაგებულმა გამოაცხადა გადავდექიო, ახალ ხელისუფლებას წარმატებებს უსურვებდა გულში.
სამწუხაროდ პოლიტმოთამაშეთა  ზოგად პოლიტიკურ დონეს შევარდნაძის 12 წელი არაფერში დაეტყო.

და ბოლოს, შემირცხვენია ქვეყანა, სადაც მონარქისტების ლიდერი იგორ გიორგაძის პარტნიორი და დასაყრდენი ხდება, 
სადაც ეროვნულ დემოკრატების დამაარსებლის ქვრივი იგორ გიორგაძის პრესსპიკერია
სადა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ
სადაც ნატოს მედროშე მთავრობის ექსპრემიერმინისტრი და ექს პარლამენტის თავმჯდომარე პაკლონნაია გარაზე რუსეთის ჰიმნზე იჯგიმება
სადაც ასეთი მწარე ღალატი მიღებულია იმით,  რომ გამარჯვების შანსი აქვს. 

ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს. 
როგორ? 
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.    
                   

წავიღე ჩემთან FB-ზე...

Posted by: Gio100 8 Sep 2012, 07:58
QUOTE (Z@G@NTi @ 8 Sep 2012, 01:50 )
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

givi.gif

არა, ვერა.... smile.gif
-------------------------------------------------------

Posted by: Today 8 Sep 2012, 07:59
r-evolution:
QUOTE
ელენე მენელაოსის ცოლი იყო

yes.gif
აბა აგამემნონი ის კაცი იყო, ცოლი გაქცეოდა? ან ძმაკაცს ატაშორი დაედო.

Posted by: maransky 8 Sep 2012, 08:12
მარტო სამი ტიპის ღალატი რომ არსებობს, ამან შემძრა. რატომ აცვია გენიალობას ყოველთვის მარტივი ნიფხავი?

Posted by: anichqa 8 Sep 2012, 08:23
Tom Brady
QUOTE
აი ეს დაეწერა პირდაპირ არ ჯობდა ?

QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

არ ხართ თქვენ კაი მკითხველები.
ეგ კი არა, ამის დასაწერად გაისარჯა
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული
აი, რომ ჩამოვყვე ღირსების კლების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიშას შემდეგ შევარდნაძეა ყველაზე ღირსეული ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის. 
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 

ანუ ახალი რევოლუცია ახდენს პიროვნების დისტანცირებას ყველაფერი დანარჩენი იმისგან , რაც პიროვნებასტან არის კავშირში.
ეს იყო მთავარი სატქმელი (თუმცა ყველაზე მთავარი-არა) სწორედ დისტანცირებული შევარდნაძე და სააკაშვილი აღმოჩნდნენ გვერდიგვერდ smile.gif))

უცნაურია დამთხვევა.ზუსტად ორი დღის წინ, ჩემს პოსტზე ეგეტი გამოხმაურება ჰქონდა ერთ იუზერს:
-"თქვენ ისე მოგდით, როგორც რუს ინტელექტუალებს, ლენინის პიროვნებას რო აქებდნენო."
გამიკვირდა, ეს რომ გაუკვირდა და მიხვდი- ადამიანები ვერ ახერხებენ სწორედ ასეთ დისტანცირებას.

პ.ს.ეგ ტემა ჩემს სლოგანიში "ფასადებიდან- შიგნით" კარგად ჯდება smile.gif))

Posted by: VoK 8 Sep 2012, 08:28
QUOTE
იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა

biggrin.gif lol.gif
თემას შეიძლება ეწოდოს: "ვსე ვ გოვნე, ა ონ (მიშა) ვ ბელომ ფრაკე"...

Posted by: dylan 8 Sep 2012, 08:33
დემოკრატიას ვინ უღალატა?
ვინ შექმნა ახალი ერთპარტიული სისტემა?
ვინ აქცია სასამართლო უსამართლობის ბუდედ?
ვინ დაუშვა მონოპოლიები?
ვინ წამოეგო რუსების ხაფანგს?
ვის აქვს მიდრეკილება დიქტატორობისკენ? (ჩემს აშენებულ ქვეყანას ვერავის გადავცემო, რაღაც ამგვარი)
და როდესაც ამ ჩამოთვლილს და ჩამოუთვლელს დაალაგებ, მაშინ მოღალატეები გამოდიან "მოღალატეები", თუ ის, ვინაც უღალატა ჩვენს მთავარ იდეას, რომ - დაიშალა სსრკ და გავხდებით დემოკრატიული ქვეყანა, როგორი ქვეყნებიც ახლა ბალტიისპირეთში გაჩნდნენ. (არ არის საჭირო იმის კვლავ შეხსენება, რომ მათ სხვა მენტალობა გააჩნიათო) ჩვენთან ვინმე მუშაობს ამგვარი მენტალობის აღზრდაზე, თუ ერთპარტიულ და მიჩმორებული "პარლამენტის" კულტივაციაზე მუშაობენ?
როდისმე შესწრებიხართ ამ ერთპარტიულ პარლამენტში საქვეყნო საქმეების გამო გამართულ ცხარე დისკუსიებს და როდესმე შესწრებიხართ მცდელობას, რომ პარლამენტი წინ აღდგომოდა ყეყეჩი მინისტრების დამტკიცებას მინისტრის პოსტზე?
თუნდაც კვეზერელის მაგალითი ავიღოთ: დედალ-მამალი ძროხები რომ ჩამოჰყავდა ჰოლანდიიდან თუ გულანშაროდან და ბოლოს ღირსების ორდენით თუ რაღაც მაგდაგვარით გაისტუმრეს ღირსეულად?
ვინ ვერ მიხვდა ამდენჯერ, რომ ყველა, ვინც მის გვერდით რაღაც ინდივიდუალობას წარმოადგენდა, გახდებოდა მისი მოღალატე?

21- საუკუნის სოფიზმი!


QUOTE
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 


ეს უკვე სცდება სოფისტიკის სიმსუბუქეს და რაღაც მარაზმში გადადის.
Mით უფრო, რომ უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა გვაქვს ნანახი.

შევარდნაძეს ზუსტად იმას უწუნებ, რაშიც ის ასი თავით მაღლა იდგა შენს კერპზე, - სიმამაცეს! facepalm.gif

მახსოვს შენი ნათქვამი: სამი სამსახური მაქვსო ამ უმუშევრობით გაწამებულ ქვეყანაში.

ამ თემის მერე ალბათ მეოთხე სამსახურისთვის უნდა ემზადო. ან ეს თემა იყო მეოთხე და მეხუთესთვის ემზადები?!

Posted by: maransky 8 Sep 2012, 08:41
dylan
ეგ არის სწორედ... ამ ადამიანებს მიზეზის და შედეგის გარკვევის პრობლემა უდგათ და საუკუნეებიანი პროცესების ანალიზს ეჭიდებიან.
მაგრამ სამი ციფრის კომბინაციას სჯერა დაsmile.gif წაიღო ფეისბუკზე - ასე აგურ-აგურ აშენებს კედელსsmile.gif

Posted by: anichqa 8 Sep 2012, 08:50
dylan
QUOTE
დემოკრატიას ვინ უღალატა?

დემოკრატიის არსის უცოდინარობა და საზოგადოებისგან დემოკრატიის შიგნიდან მიუღებლობაა მთავარი მოღალატე დილან.
აქ სააკაშვილი და ერთი კაცი არაფერ შუაშია.
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის

Posted by: ziriro 8 Sep 2012, 09:04
რა დღეშია კაცი....
აი მესმის, შეყვარებული იყო ქალზე, დაჯდე და წერო სისულელეები და მიშაზე შეყვარებულს მუზა თავს არ განებებდეს, საოცარია.

Posted by: dylan 8 Sep 2012, 09:19
anichqa
QUOTE
dylan
QUOTE
დემოკრატიას ვინ უღალატა?

დემოკრატიის არსის უცოდინარობა და საზოგადოებისგან დემოკრატიის შიგნიდან მიუღებლობაა მთავარი მოღალატე დილან.
აქ სააკაშვილი და ერთი კაცი არაფერ შუაშია.
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის


მართალი ბრძანდებით!
ხალხის ამგვარმა უცოდინრობამ დამართა გერმანიას და იტალიას ჰიტლერი და მუსოლინი.
ვერ ერკვეოდა ეს ორი ჩამორჩენილი ერი დემოკრატიის არსში!
ამიტომაც სწორედ დემოკრატიისთვის ბრძოლის იდეალებით გასწირეს თავი ჰიტლერმაც და მუსოლინიმაც.
ისინი გახდნენ დიქტატორები და ამ მსხვერპლგაღებით შეაგნებინეს თავიანთ ერებს დემოკრატიის არსი.

ამის პასუხად ყველა სოფისტიკური გამწვან-გაპრავებები უკვე ვიცი და ნუ გაირჯებით.

Posted by: vens 8 Sep 2012, 09:19
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

მის მაგივრად მამამისს "ტაბურეტკა" რომ გაეკეთებინა, ხალხს მეტი სარგებელი ექნებოდა.

Posted by: qutaiseli teroristi 8 Sep 2012, 09:26
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

მოკლედ მაინც დაწეროს პირველი პოსტის დედა აზრი!

Posted by: Don2 8 Sep 2012, 09:28
sleep.gif drug.gif

Posted by: Lo Janko 8 Sep 2012, 09:32
დასკვნა ასეთია:
გვესაჭიროება axalirevolucia biggrin.gif

Posted by: anichqa 8 Sep 2012, 09:35
ziriro
QUOTE
რა დღეშია კაცი....
აი მესმის, შეყვარებული იყო ქალზე, დაჯდე და წერო სისულელეები და მიშაზე შეყვარებულს მუზა თავს არ განებებდეს, საოცარია.

შეხედე ზირირო ახლა სხვა მხრიდან ამ ამბავს:
ყველამ რო უგანა და მიშაზე ქილიკი გამოდურდა, სხვაგან რო არ წავიდეტ, თუნდაც ამ ფორუმზე, ეს ჩვენი ახალირევოლუცია მათგან განსხვავებით 'შუხურში' არ ტოვებს .
დაარქვი ამას უღალატო.
ზუსტად ეგ ითქმის და ძალიან მაგარია ეგ.

აი დააკვირდი, როგორც კი ვინმეს მიზანმიმართულ გამარგინალებას იწყებენ, შორს რო არ წავიდეტ, ამ ფორუმულ სივრცეშიც, მაშინვე შემოეცლებიან მაქებარ-მხარდამჭერები იმ გამარგინალების ობიექტ უსერს ან პირიქით უმრავლდება საწინააღმდეგოს შემთხვევაში.sad.gif((
ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც პიროვნულ ღირსებას ინარჩუნებს და ბეწვიც არ ერხევა 'ქართაგან ძლიერთა'.
ყოველჯერზე ასეთების აღმოჩენა მახარებს.. აი კარგი გვერდია ეგ- შენც ეგეთებტა რიცხვში მყავხარ პირადად მე, მარანსკიც, დილანიც, ვოკიც-თქვენ ჩემტვის ხარტ უღალატო, ისე როგორც ახალირევოლუცია მიშასთვის.
ის , რასაც შენს ტავს უტვლი ღირსებად, სხვაშიც ზუსტად ის დევს- ღირსება აწერინებს, რასაც უღალატობა ჰქვია და არ რალატობს იმას, ვის პოზიტივობაშიც დარწმუნებულია.
და თქვას ვინმემ, რო ეს ცუდია.
თუ კი რამ აკლია ამ საზოგადოებას, ღირსეული ადამიანები აკლია.
მოღალატე მოღალატეა- არ არსებობს თანამშრომლის მოღალატე და ქვეყნისთვის უღალატოsmile.gif))

Posted by: davidgure 8 Sep 2012, 09:53
QUOTE (dylan @ 8 Sep 2012, 08:33 )
დემოკრატიას ვინ უღალატა?
ვინ შექმნა ახალი ერთპარტიული სისტემა?
ვინ აქცია სასამართლო უსამართლობის ბუდედ?
ვინ დაუშვა მონოპოლიები?
ვინ წამოეგო რუსების ხაფანგს?
ვის აქვს მიდრეკილება დიქტატორობისკენ? (ჩემს აშენებულ ქვეყანას ვერავის გადავცემო, რაღაც ამგვარი)
და როდესაც ამ ჩამოთვლილს და ჩამოუთვლელს დაალაგებ, მაშინ მოღალატეები გამოდიან "მოღალატეები", თუ ის, ვინაც უღალატა ჩვენს მთავარ იდეას, რომ - დაიშალა სსრკ და გავხდებით დემოკრატიული ქვეყანა, როგორი ქვეყნებიც ახლა ბალტიისპირეთში გაჩნდნენ. (არ არის საჭირო იმის კვლავ შეხსენება, რომ მათ სხვა მენტალობა გააჩნიათო) ჩვენთან ვინმე მუშაობს ამგვარი მენტალობის აღზრდაზე, თუ ერთპარტიულ და მიჩმორებული "პარლამენტის" კულტივაციაზე მუშაობენ?
როდისმე შესწრებიხართ ამ ერთპარტიულ პარლამენტში საქვეყნო საქმეების გამო გამართულ ცხარე დისკუსიებს და როდესმე შესწრებიხართ მცდელობას, რომ პარლამენტი წინ აღდგომოდა ყეყეჩი მინისტრების დამტკიცებას მინისტრის პოსტზე?
თუნდაც კვეზერელის მაგალითი ავიღოთ: დედალ-მამალი ძროხები რომ ჩამოჰყავდა ჰოლანდიიდან თუ გულანშაროდან და ბოლოს ღირსების ორდენით თუ რაღაც მაგდაგვარით გაისტუმრეს ღირსეულად?
ვინ ვერ მიხვდა ამდენჯერ, რომ ყველა, ვინც მის გვერდით რაღაც ინდივიდუალობას წარმოადგენდა, გახდებოდა მისი მოღალატე?

21- საუკუნის სოფიზმი!


QUOTE
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 


ეს უკვე სცდება სოფისტიკის სიმსუბუქეს და რაღაც მარაზმში გადადის.
Mით უფრო, რომ უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა გვაქვს ნანახი.

შევარდნაძეს ზუსტად იმას უწუნებ, რაშიც ის ასი თავით მაღლა იდგა შენს კერპზე, - სიმამაცეს! facepalm.gif

მახსოვს შენი ნათქვამი: სამი სამსახური მაქვსო ამ უმუშევრობით გაწამებულ ქვეყანაში.

ამ თემის მერე ალბათ მეოთხე სამსახურისთვის უნდა ემზადო. ან ეს თემა იყო მეოთხე და მეხუთესთვის ემზადები?!

smile.gif up.gif

---------------------------------------------------------------

მაგრობებს წერ კიდევ დაწერე

Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 09:57
vens
არ გინდა რომ ეგ ცალკე თემად გახსნა?
მშვენიერი თემაა
ნიკა სააკაშვილს ტაბურეტკა უნდა გაეკეთებინა თუ მიშიკო?
რა შემთხვევაში ვიქნებოდით უფრო წინ ან რაში უკან
რაში, რამდენად და რატომ?
მშვენიერი თემა გამოვა.

anichqa
დაჟე მე და შენ ტანდემში ვერ ავქაჩავთ ამ თემას,
შეეშვი ერთი, ჩაიძიროს.
ყველაფერს რომ მიმიხვდი აღარც ვამბობ, დაჟე წვრილმანშიც ( უი, ვთქვი).

Posted by: Jodo 8 Sep 2012, 09:58
SCO
QUOTE
პ.ს. თანაც მთავარი მოღალატეობრივი აქტი და მოღალატე გამოტოვე:
სააკაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა.


ამაზე სიტყვაც არაა ნახსენები.... ამხელა ნაშრომში ???

Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 10:07
dylan
ანუ მე და შენ შევარდნაძისა და სააკაშვილს შორის ღირსეულობების გრადაციაში ვერ შევთანხმდით.
შენ ამბობ რომ შევარდნაძე აღემატება სააკაშვილს ვაჟკაცობაში.
მე არ გეთანხმები.
ვაჟკაცობა მოგება არაა, ვაჯკაცობა იქ დადგომაა, სადაც შენს პრინციპებს მიყევხარ, იმის მიუხედავად, ჯიბეში გიდევს თუ არა გამარჯვება.

შევარდნაძემ ვერ გაბედა კიტოვანისა და ჯაბას დაქნევა სანამ წლების განმავლობაში არ ახრევინა 5 მილიონი ქართველი და მხოლოდ მას შემდეგ რაც მხედრიონი და კიტოვან საომარი დუხით დაეცნენ და 5 მილიონმა ადამიანმა წყევლა დაუწყო, მხოლოდ მას შემდეგ მოიცილა.
იგივე სიტუაციაში მიშა ორ კვირაში გააიასნებდა საქმეს და ერთი საჯარო გამოსვლით მისვამდა კუთხეში.

მეზარებზ ჩამოთვლა.

ჩენთან კამათი მინდება, მაგრამ მერე მიაყოლებ რაღაც ასეთ შტერობას " მაგას სამი სამსახური აქვს და ახლა მეოთხეს დაიმსახურებს ამ თემით" და ხოშს მიკარგავ.

Posted by: masha 8 Sep 2012, 10:09
Tom Brady
QUOTE
ხოდა სად ჯორდანი და სად სააკაშვილი ....

ეს კი მაგრად შეცდა გიული, ბიჭი კალათბურთზე რომ არ შეიყვანა

Posted by: dylan 8 Sep 2012, 10:13
axalirevolucia
QUOTE
anichqa
დაჟე მე და შენ ტანდემში ვერ ავქაჩავთ ამ თემას,
შეეშვი ერთი, ჩაიძიროს.
ყველაფერს რომ მიმიხვდი აღარც ვამბობ, დაჟე წვრილმანშიც ( უი, ვთქვი).



მახინჯები ჩადგნენ თქვენს შორის:

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორნი
იყო საღამო - ლოცვები, ზარი
და ჩვენს საოცარ გზაზე ლენორა -
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.

ემატებოდათ ფრთებს სითამამე,
უზრუნველობის, შენი სიშორის,
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.

და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი....

აი, ყრუ საუბრით თემას გიწევთ მე და გალაკტიონი.....


Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 10:17
dylan
ორივეს მადლობა, შენც და გალასაც.
მარა, ლირიკა მირჩევნიან პოეზიას.


ჯორდანის ხსენებაზე აი ეს ნახე, მხეცი სიტყვები აქვს ნათქვანი მაიკს.

Posted by: aitola 8 Sep 2012, 10:17
QUOTE
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის

მალადეც !!!! ესეიგი ის უბედურება რაც დღეს ხდება და რასაც ეგენი აკეთებენ ყველაფერი დემოკრატიისთვის არის ხომ წართმევა გაკულაკება ჩახდა ცემა კვლა დევნა ტყუილი თვალებში ნაცრის შეყრა სრული მარაზმი და ა.შ. უსასრულოდ და ის ქვეყნები სადაც მართლაც დემოკრატიაა (ევროპა თუნდაც) სრულ ანარქიაში არიან ჩაძირულები არა? ხო და აი ეგრე რომ ფიქრობდნენ ზოგიერთები თუნდაც ეგვიპტეში თუნდაც რუმინეთში თუნდაც ლიბიაში თუნდაც ტუნისში და თუნდაც სირიაში იმიტომაც იმკიან მასეთი დემოკრატიის ტკბილ ნაყოფს ან მოიმკეს უკვე საპყრობილეებში ან კედელთან მიყენებულებმა ისე არ მოხდეს ბოლოს ოყლაყმაც მასეთი მოიმკოს !!!!!! yes.gif პ.ს. თქვენ მემგონი დემოკრატია კომუნიზმში გეშლებათ 70 წელი რომ მიდიოდნენ და ამ გზაზე დიადი მიზნისთვის ყველანაირი ხერხი რომ გამართლებული იყო!!!!!!

Posted by: anichqa 8 Sep 2012, 10:17
dylan
QUOTE
მახინჯები ჩადგნენ თქვენს შორის:

no.gif
აი დილან, მომკალი და შენ ჩემიანი ხარ.
უბრალოდ შენზე კაი ტიპი ვარ, მე რო ვხვდები ამას და შენ ვერაtongue.gif:

Posted by: Lo Janko 8 Sep 2012, 10:26
axalirevolucia
QUOTE
ვაჟკაცობა მოგება არაა, ვაჯკაცობა იქ დადგომაა, სადაც შენს პრინციპებს მიყევხარ, იმის მიუხედავად, ჯიბეში გიდევს თუ არა გამარჯვება.

ჭეშმარიტი სიტყვებია, გეთანხმები! smile.gif
შენ ფაქტიურად ამიხილე თავლები და ჩემს კონფორმისტულ გონებას სილა გააწანი.
კაი, არ დაგიკარგავ იმ ძალისხმევას, რაც შენ ამ თემაში გაწიე და მიუხედავად სამსახურის დაკარგვის შიშისა მაინც არ წავალ დღეს აქციაზე.

Posted by: mrpitkina 8 Sep 2012, 10:33
QUOTE
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის



რას არ გაიგებ ამ ფორუმზე გაგიჯდება კაცი რა

Posted by: dylan 8 Sep 2012, 10:42
anichqa
QUOTE
dylan
QUOTE
მახინჯები ჩადგნენ თქვენს შორის:


აი დილან, მომკალი და შენ ჩემიანი ხარ.


რევერანსების გარეშე: მეც ვხვდებ, რომ პოლიტიკური ხიდჩატეხილობის გამო მრავალნი ვართ "ჩვენიანები", ახალი რევკომიც biggrin.gif მათ შორის, მაგრამ ამის გამო პოლიტხიდებს ვეღარ გავდებთ.
ამაში ვერ შევთანხმდებით.
რევკომის ეს პოსტი კი სხვა არაფერია, თუ არა იგივე რობაქიძის ოდები ჰიტლერსა და მუსოლინიზე.

სამ სამსახურს რომ ვახსენებ და შტერი ხარო, (რევოლუციას მივმართავ), ორი კვირის წინ გაანთავისუფლეს 4 კაცი სასაზღვრო პოლიციიდან (ჩემი ნათესავები არიან და სიმართლე ვიცი), მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ახლობელს მიატანინეს "ოცნების" ოფისში რაღაც ფიცრები.
ახლა, რომ მოხდეს და გაიმარჯვოს "ოცნებამ", მერე მოგდგნენ შენ და გაგიშვან სამსახურიდან შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო, (მათ არ ჰქონიათ რაიმე პოლიტიკური შეხედულებები. მიხმარება ჩვეულებრივი საქმეა ჩვენთან და არავინ ეკითხება ერთმანეთს: რაიმე პოლიტიკური მიზნებით ხომ არ მიგაქვს ეს ფიცრებიო) მე ხმას ამოვიღებ და ღიად გავაპროტესტებ.
ამიტომ გიხსენებ იმ სამსახურებს.
და ამგვარი სიტყვის ხსენებაზე მოდერ-ზონდერი ხარონი ეგრევე ვორნს მომაკერებდა.
არ გასმენ, ისე ვამბობ.
რატომ შენ არ გიჩნდება პროტესტი ამგვარი პოლიტპრესინგის გამო?
ნუთუ შენს გარშემო მსგავსი არ გინახავს არასდროს?
ვიცი, რომ გინახავს და არ აპროტესტებ, რადგან შიშველ მეხოტბეობას ვერ ელევი და მხოლოდ მაშინ აპირებ პუშკინის სკვერში საპროტესტო ჯდომას, როცა ბიბი გაიმარჯვებს.
მე კი მაშინაც გავაპროტესტებ გასაპროტესტებელსაც და მაშინაც, თვით დემოკრატიის მამა "დემოკრატი" რომ გახდეს პრეზიდენტი.
მგონი გასაგებად ვლაპარაკობ არაშტერი გამგებისათვის.

Posted by: bum65 8 Sep 2012, 10:51
axalirevolucia
QUOTE
შეიძლება თუ არა რომ კარგი ადამიანი იყოს ის, ვინც შუა შუხურში გალახულ ძმაკაცს " ატაშორს" ( ატ სლოვა - ატაშოლ) აძლევს*?
* ატაშოლს აძლევს - მის ძმაკაცობას უარყოფს
ეგ სიტყვები მთლა ბავშვობიდან, დაახლოებით მოსკოვის ოლიმპიადის დროიდან მახსოვს.
ტიროდა ერთი გალახული პარალელურკლასელი " შუა შუხურში ატაშორის მიცემა მართებულიააა???" თავის ძმაკაცზე იყო გაბრაზებული, რომელმაც რაზბორკაზე იმის ძმაკაცობა უარყო და საცემრად მარტო დატოვა.


შენივე სიტყვებს ვეთანხმები 100 პროცენტით. yes.gif რა დონეზე განდონი და ლაჩარი უნდა იყო რო შენ დასახმარებლად, ცხრა მთას იქიდან ჩამოსული, კაცი, შუა ომში, გაღიმებული დატოვო და და დაცვიანად გაქუსლო.

იქ როგორაა? ტუტ პომნიუ, ტუტ ნი პომნიუ lol.gif

Posted by: ვიღაც 8 Sep 2012, 10:54
QUOTE (ziriro @ 8 Sep 2012, 09:04 )
რა დღეშია კაცი....
აი მესმის, შეყვარებული იყო ქალზე, დაჯდე და წერო სისულელეები და მიშაზე შეყვარებულს მუზა თავს არ განებებდეს, საოცარია.

gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: public_enemy 8 Sep 2012, 11:06
ვაზაგაშვილისგან რა გინდა დაანებეთ იმ ბიჭებს თავი. ნორმალურ ქვეყნებში სერიული მკვლელებს უშვებენ სასამართლოდან არასწორედ შევსებული ოქმის გამო და აქ თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავ მანქანას გაუფრთხილებლად გაუხსნეს ცეცხლი და დაადუღეს 3 ახალგაზრდა ერთმანეთზე ვინ უნდა ყოფილიყო რისი გამკეთებელი მსგავსი ოპერაცია რომ მოეწყოთ და ადეკვატურები გამოჩენილიყვნენ. სახელმწიფოს N1 მტერი?
იყავი ობიექტური არ შეგიძლია?

Posted by: benjamen glonti 8 Sep 2012, 11:09
მე წავიკითხე და მომეწონა.

-----------------------------------

Posted by: axalirevolucia 8 Sep 2012, 11:10
dylan
მოიცა, ეგ არ მიტქვამს და არც მიგულისხმია - შტერი ხარო.
ხო, ესე დავწერე - შტერობა თქვი მეთქი, მაგრამ შტერობის მთქმელი აპრუორ შტერი ხომ არაა?
მე მაგალითად შტერობების პროცენტული მოცულობით შენ აშკარად გისწრებ, მაგრამ მომიტევე და შტერი არ მგონია თავი. ჩემთვის ერთერთი პატივსაცემი მოპაექრე ხარ.
ის შენი ფრაზა კი, სხვანაირად ვიტყვი 100% არასწორია.
რაც შეეხება იმ ოთხ სამსახურდაკარგულს, თუ საქმე ზუსტად ისეა როგორც შენ მოჰყევი ( მიზეზშედეგობრივად) ჩემგან 100 დედისგინება იმ ადამიანებს, ვინც ეს (სამსახურიდან გათავისუფლება) გააკეთა.
არ მინდა რეპრესიული მთავრობა და არ მინდა ერთწილად რეპრესიული მანქანა 10 წილად რეპრესიულმა შეცვალოს. მარტივია.

Posted by: gradkrazi-geo 8 Sep 2012, 11:21
axalirevolucia
ე, რამტოლა დაგიწერვია, კაცოუ. წიგნად დასწერე შენი პოსტები და ანთოლოგია გამეეცი.

სააკაშვილს უღალატეს თუ სააკაშვილმა უღალატა ქართულ საქმეს, ზურგი აქცია დემოკრატიას, ავტორიტარად (მართალია უბადრუკ, მაგრამ მაინც ავტორიტარად. რუსები რომ იტყვიან, ჟალკოე პოდობიე ავტორიტარა) ჩამოყალიბდა . ავტორიტარიზმის ერთგულება კი საქართველოს ღალატია. ამდენად, შენს მიერ დასმული აქცენტები სათავეშივე მცდარია. ჩვენ თავის დროზე უდიდესი ნდობა გამოვუცხადეთ სააკაშვილს. მან გვიღალატა ჩენ, აბუჩად აიგდო ჩვენი ნდობა. მოღალატე მიშაა და არა ისინი, ვინც შენ ჩამოთვალე.

Posted by: dylan 8 Sep 2012, 11:39
axalirevolucia
QUOTE
dylan
მოიცა, ეგ არ მიტქვამს და არც მიგულისხმია - შტერი ხარო.
ხო, ესე დავწერე - შტერობა თქვი მეთქი, მაგრამ შტერობის მთქმელი აპრუორ შტერი ხომ არაა?
მე მაგალითად შტერობების პროცენტული მოცულობით შენ აშკარად გისწრებ, მაგრამ მომიტევე და შტერი არ მგონია თავი. ჩემთვის ერთერთი პატივსაცემი მოპაექრე ხარ.
ის შენი ფრაზა კი, სხვანაირად ვიტყვი 100% არასწორია.
რაც შეეხება იმ ოთხ სამსახურდაკარგულს, თუ საქმე ზუსტად ისეა როგორც შენ მოჰყევი ( მიზეზშედეგობრივად) ჩემგან 100 დედისგინება იმ ადამიანებს, ვინც ეს (სამსახურიდან გათავისუფლება) გააკეთა.
არ მინდა რეპრესიული მთავრობა და არ მინდა ერთწილად რეპრესიული მანქანა 10 წილად რეპრესიულმა შეცვალოს. მარტივია.


შტერობის მთქმელი იმ მომენტში მაინც ხომ არის შტერი, როდესაც შტერობას ამბობს?
კარგი, დავანებოთ შტერობას თავი და ჩავთვალოთ, რომ წინადადებაა არასწორად ჩამოყალიბებული.
რეპრესიული მთავრობა არ გინდაო და ვერ ხედავ ამ მანქანას?
ან რომ გკითხე, შენს ირგვლივ არ შეგიმჩნევია რაიმე პოლიტ-პრესინგი თქო, რატომ არიდებ კითხვას თვალს თუ ყურს?
ანდა ერთწილად რეპრესიულ მანქანას ბიბი 10 წილად რეპრესიულად გადააკეთებსო, როდესაც ამას ამტკიცებ, რა - ედიგარ ბნელმხილმხილველმა იბნელმხილველა თუ თვითონ ხარ ნათელმხილველი?
თუ ასეთი იქნება, გადავირჩიოთ!
მანამდე, სანამ რეპრესიულ მანქანას აამუშავებს, იქნებ როგორმე სამართლიანი საარჩევნო კანონები მივაღებინოთ!
ეს ხელისუფლება სიყალბეშია გაწვრთნილი და ამათ ვერ მოვაშლევინებთ ამ წესს.
და იქნებ სამუდამოდ ავაკრძალინოთ მარადიული ხელისუფლის და ერთპარტიულობის სინდრომი.

Posted by: forumeli64 8 Sep 2012, 11:39
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?



მაგხელა პოსტის წაკითხვის ნერვები რომ მქონდეს წიგნს დავუბრუნდებოდი biggrin.gif

Posted by: mamalo2 8 Sep 2012, 11:56
მსოფლიო ისტორია სავსეა ღალატის ფაქტებით, მაგრამ პატივცემული ავტორის მტკიცებით ყველაზე დაჩაგრული ამ ასპექტში საბრალო მიშაა, ნუ ყველამ უღალატა ვისაც არ დაეზარა, მან ხალხში გამოიყვანა ეს ნაძირალები და შემდეგ მათ მიატოვეს, უღალატეს, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის, საწყალი მიშა.
და ერთხელაც არ გაუჩნდა კითხვა, რატომ? რატომ არის რომ ძველმა თანამებრძოლებმა უღალატეს? იქნებ თვითონ უღალატა იმ იდეალებს რომლითაც ერთად იწყებდნენ? იქნებ თვითონ გადააგდო ფულის ამბავში სხვები? არა, მამა-მარჩენალი უმწიკვლოა, შეუცდომელი, ის არაფერს ცუდს არ იკადრება.
მართლა მეცოდებ ის ხალხი ვისაც გულწრფელად სწამს კიდევ მიშასი და ნაცმოძის (თუ ასეთები კიდევ დარჩნენ), მათი თვალსაწიერი მეტად ვიწროა და საშინელი იქნება მათი იმედგაცრუება როდესაც დამალული გაცხადდება, და ძალიან მალე, ხოლო ვინც ანგარებით არის ჯერ კიდევ მასთან ისინი პირველნი ესვრიან ქვას.
რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ავტორი არ ვიცი, დრო დაგვანახებს.

Posted by: re_vera 8 Sep 2012, 12:04

axalirevolucia
QUOTE
anichqa
დაჟე მე და შენ ტანდემში ვერ ავქაჩავთ ამ თემას,
შეეშვი ერთი, ჩაიძიროს.
ყველაფერს რომ მიმიხვდი აღარც ვამბობ, დაჟე წვრილმანშიც ( უი, ვთქვი).


ესოდენ ამაღლებულმა თემამ პოეზიის განწყობა მომგვარა და არ შემიძლია არ გაგიზიაროთchups.gif

მხოლოდ თქვენ 2-ს kiss.gif


Posted by: SCO 8 Sep 2012, 12:43
QUOTE
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის


smile.gif


Posted by: tenochtitlan 8 Sep 2012, 12:52

დასაძრახი პოლიტიკოსის მიერ დეკლარირებული პრინციპების ღალატია,
პიროვნული ღალატი კი სულ სხვა ოპერიდანაა ვგონებ.

მაგალითად ბურჯანაძე მოგვწონდა რუსეთში ჩასული რომ ახურავდა თავზე რუსულ პოლიელიტას,
როცა ამ პრინციპებს რომ უღალატა ( და არა მიშას) იმიტომ გახდა მიუღებელი.

Posted by: THH 8 Sep 2012, 13:08
QUOTE
და ბოლოს, შემირცხვენია ქვეყანა, სადაც მონარქისტების ლიდერი იგორ გიორგაძის პარტნიორი და დასაყრდენი ხდება,
სადაც ეროვნულ დემოკრატების დამაარსებლის ქვრივი იგორ გიორგაძის პრესსპიკერია
სადა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ
სადაც ნატოს მედროშე მთავრობის ექსპრემიერმინისტრი და ექს პარლამენტის თავმჯდომარე პაკლონნაია გარაზე რუსეთის ჰიმნზე იჯგიმება
სადაც ასეთი მწარე ღალატი მიღებულია იმით,  რომ გამარჯვების შანსი აქვს.
 


+1000000000000000000000000000000000000

Posted by: May21 8 Sep 2012, 14:23
QUOTE
შეეშვი ერთი, ჩაიძიროს

ძალიან კარგადაც ესმით რას წერთ...მაგაშია საქმე , რაც უფრო ესმით , მით მეტად აწუხებთ..თუმც აქ რითმისთვის სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა... biggrin.gif


Posted by: მართვის თეორია 8 Sep 2012, 14:54
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

პირველად არ წავიკითხე მაგისი თემა.
ვნახოთ გავუძლებ თუ არა ცდუნებას ბოლომდე biggrin.gif

Posted by: crocodile 8 Sep 2012, 15:55
წავიკითხე. მეც მიფიქრია ღალატის ფენომენზე. თურმე ამდაგვარი თემაც გამიხსნია.
http://forum.ge/?showtopic=34428498&f=&st=0&#entry32701863


* * *
აქვე დავამატებ - დიდხანს ვიყავი ამ ხელისუფლების მომხრე, არც შუხერში მიმიცია ატაშოლი, მაგრამ მოახლოვდა არჩევნები, გამოჩნდა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის შანსი
და აქ კი დავინახე ამ ხელისუფლების სახე.
პოლიტიკური ღალატი საკმაოდ ფარდობითია. ძნელია ცალსახად გარჩევა - ვინ ვის ღალატობს.
ასე მგონია, რომ არჩევნები არის სწორედ ის ერთადერთი გზა-გასაყარი, სადაც ამის დადგენა მიახლოებით მაინც შეიძლება.
ღალატია აწებო მოღალატის იარლიყები ყველას, ვინც შენს ხედვას არ (აღარ) იზიარებს,
მაგრამ - ჯანდაბას, ჩავთვალოთ, ეს შენი აზრია, მაგრამ როცა იწყებ მთელი სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენებას პოლიტიკური მეტოქის დასასამარებლად და მისთვის სამუდამოდ მოღალატის იარლიყის მისაკერებლად, ხალხს არჩევანის საშუალებას არ აძლევ ტერორით და დაშინებით - ეს უკვე ღალატია.
როცა ამკვიდრებ უზნეობას, როცა ამღვრევ პოლიტიკურ სიტუაციას საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და არ დაეძებ, ქვეყნისათვის ამას რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს, როცა ბინძურად ცრუობ, რომ ვითომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ფულებს ხარჯავს იმისათვის, რომ ქართული ღვინო საზღვარგარეთ არ გაიყიდოს და ყველას არწმუნებს, რომ ქართული ღვინო არის კატასტროფა - ეს ღალატია, ბინძური ღალატი.
თუ ვინმე ამას მართლა აკეთებს - იმას მოვუდღან დედის ღრძილები.
თუ არა და - ტყუილად დამბრალებელს.

Posted by: axalirevolucia 9 Sep 2012, 08:44
crocodile
QUOTE
მაგრამ როცა იწყებ მთელი სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენებას პოლიტიკური მეტოქის დასასამარებლად და მისთვის სამუდამოდ მოღალატის იარლიყის მისაკერებლად, ხალხს არჩევანის საშუალებას არ აძლევ ტერორით და დაშინებით - ეს უკვე ღალატია.
როცა ამკვიდრებ უზნეობას, როცა ამღვრევ პოლიტიკურ სიტუაციას საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და არ დაეძებ, ქვეყნისათვის ამას რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს, როცა ბინძურად ცრუობ, რომ ვითომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ფულებს ხარჯავს იმისათვის, რომ ქართული ღვინო საზღვარგარეთ არ გაიყიდოს და ყველას არწმუნებს, რომ ქართული ღვინო არის კატასტროფა - ეს ღალატია, ბინძური ღალატი.


ნამეტანი ხმამაღლა წერ.
ღალატზე ილაპარაკე. ღალატზე ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ადამიანმა ადამიანს რომ უღალატა.
შენ იმდეებისა/ მოლოდინების მსხვრევას და ღალატს აიგივებ.

იმედებზე და მოლოდინებზე სხვა თემებიც ოხრადაა.
აქ ღალატზე ვილაპარაკოთ.

Posted by: forumeli64 9 Sep 2012, 09:44
QUOTE
მსოფლიო ისტორია სავსეა ღალატის ფაქტებით, მაგრამ პატივცემული ავტორის მტკიცებით ყველაზე დაჩაგრული ამ ასპექტში საბრალო მიშაა, ნუ ყველამ უღალატა ვისაც არ დაეზარა, მან ხალხში გამოიყვანა ეს ნაძირალები და შემდეგ მათ მიატოვეს, უღალატეს, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის, საწყალი მიშა.



ვინც მონად (ლაქიად) არ ექცა ყველა ჩაძირა.
ვინს არ მიეყიდა, ყველა გასვარა!>..
რა ღალატზეა საუბარი.
ტიპიური ავტოკრატია არქიფო, და გასაქანი რომ ჰქონდეს ტირანიას დაამყარებდა....

PUKE

Posted by: narikuda 9 Sep 2012, 09:48
ნაციდეოლოგიის უსუსტესი მაგალითი. წერე წერე მსგავსი აბდაუბდა, შეგამჩნევენ პატარა მალე და წინ წაგწევენ. no.gif no.gif facepalm.gif facepalm.gif
შემოაგდე რაღაც ნაჯღაბნი და ახლა არჩევინებ ამ ხალხს.
მოდაში შემოვიდა დიდგორობა რა facepalm.gif facepalm.gif

შენი სახელმწიფო იქ იწყება და მთავრდება შენისთანების იდეოლოგიით გაბრუებული სპეცრაზმი და პოლიცია ბადრის რა დ.ტყ რომ იძახოდა.

პ.ს აღარ აპირებ იარაღის აღებას და ჩვენს დახოცვას?

Posted by: anichqa 9 Sep 2012, 10:58
narikuda
QUOTE
წერე წერე მსგავსი აბდაუბდა, შეგამჩნევენ პატარა მალე და წინ წაგწევენ.


და რატომ არ უნდა შეამჩნიონ- თუ ეგრე წავიდა საქმე.
რატომ არ უნდა იყოს ახალირევოლუციონერისნაირი ადამიანები შესამჩნევ ადგილას.
იმ სურვილების, იმ დამოკიდებულებების, იმ აზროვნების, პიროვნული თვისებების პატრონი შეუმჩნეველი.
აი გეკითხები რატომ.

პრობლემაც მაგაშია- ასეტები არ შეიმჩნევა და ცუდად უნდა მოგიხსენიო, ტქვენი ტვინი მაგასაც ვერ წვდება.
ასეტებს რო იმჩნევდნენ და ამჩნევდნენ, მაშინ გეკითხებით, რაღა უნდა დაგეწუნებინათ მიშას ხელისუფლებისთვის ზოგადად.

მოკლედ თქვენც და ყველა თქვენნაირი "ანალიტიკოსი" მაგრად იჭედება.

ახლა სხვა კითხვა:
ნაცების მხარდამჭერები თუ ყველა იმიტომ იჭაჭეება, რომ შეამჩნიონ, ოცნების მხარდამჭერებზე იგივე რატო არ ვრცელდება .
რა ლოგიკით, ერთი ეს გამაგებინეთ.

და მეორე კითხვაც.
რაკი ყველა ნაცის მხარდამჭერს ერთნაირი სურვილი ამოძრავებს,
რატომ არ ჰგავს მათი პოსტები ერთმანეთს.
თქვენი ლოგიკით- არსებობს გარკვეული შინაარსისი პოსტები აუცილებელი შემჩნევისთვის და წერ იმას- მოვა დრო და შეგამჩნევენ.biggrin.gif
რა საჭიროა, მაშინ უშველებელი დაღეჭილი პოსტები, პროსტინა პოსტები.. გეკითხებით
თუ გგონიათ, რომ ამდენს ვერ აზროვნებს ახალირევოლუცია რაღაც თუ უნდა, იმ მიზნისთვის ნაბიჯები ზუსტად გათვალოს?!
მაგაზე არ იდარდოთ.
ახალი რევოლუციას საკმარისზე მეტი ანალიტიკური გონება აქვს და რა წაადგება და რა არა ,მშუენივრად მიხვდება.
თუ გგონია ვინმეს ამ საზოგადოებაში მართლა იდეინობა მართლა ადგება ან გამოადგება იდეინობა, ძაან ცდება.
მინუსია ეგ , მინუსი
ასე ტვლის ერი და ბერი.
თორე კაი საზოგადოება ვიქნებოდით.
იცის ეს ახალმარევოლუციამაც.
ანუ არ მიდის იმ მიზნამდე, თქვენ რო მიზანი გგონიათ
ეჰჰჰ

Posted by: ziriro 9 Sep 2012, 11:02
anichqa
QUOTE
რატომ არ უნდა იყოს ახალირევოლუციონერისნაირი ადამიანები შესამჩნევ ადგილას.
იმ სურვილების, იმ დამოკიდებულებების, იმ აზროვნების, პიროვნული თვისებების პატრონი შეუმჩნეველი.


ვინც შეამჩნიეს, იმათზე უკეთესია?
კარდუ, , ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, ქეთა გაბიანი, მიშა თავხელიძე.
ესენი და სხვა მრავალი ხომ შემჩნევის შემდეგ დაწინაურდნენ?

Posted by: lanchkhutis guria 9 Sep 2012, 11:23
არ წამიკითხავს რადგან ეგზეპლარი არ მომაწოდეს,

გამყრელიძის დასკვნასაც კი არ ვეთანხმები..




lol.gif lol.gif lol.gif



* * *
anichqa
ანიჩკას ვეთანხმები!

Posted by: dylan 9 Sep 2012, 11:28
anichqa
QUOTE
ახლა სხვა კითხვა:
ნაცების მხარდამჭერები თუ ყველა იმიტომ იჭაჭეება, რომ შეამჩნიონ, ოცნების მხარდამჭერებზე იგივე რატო არ ვრცელდება .
რა ლოგიკით, ერთი ეს გამაგებინეთ.


სანამ ბიბი გამოჩნდებოდა, მანამდე არავითარი შანსი არ ჩანდა იმის, რომ ოპოზიცია რაიმეს გახდებოდა არჩევნებით.
და ვინაც მაშინაც ოპოზიციურად იყო განწყობილი, ისინი რა სარგებელს მოელოდნენ?

მე მგონია, რომ ნამდვილი ოპოზიციონერი ყოველთვის მაღლა დგას პოზიციონერზე, (იშვიათი გამონაკლისის გარდა) რომელიც მართლა ელოდება სარგებელს.

axalirevolucia
QUOTE
ღალატზე ილაპარაკე. ღალატზე ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ადამიანმა ადამიანს რომ უღალატა.
შენ იმდეებისა/ მოლოდინების მსხვრევას და ღალატს აიგივებ.


პიროვნებათა შორის ურთიერთობებს და ღალატებს რომანებში არ არჩევენ?
აქ პოლიტიკაზეა საუბარი და როდესაც ვინმე, ვისგანაც მაგალითად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ველოდით, - პირიქით, ავტოკრატიას გვთავაზობს, ეს ღალატია უფრო დიდი ღალატი, თუ ის, რომ ბურჯანაძე პიროვნულად ვინმეს (პრეზიდენტი იყოს) უღალატებს?

Posted by: May21 9 Sep 2012, 12:00
anichqa
ნუ ირჯები ანიჩქა ტყუილად, აზრი არ აქვს... 2kiss.gif
dylan
QUOTE
რომ ბურჯანაძე პიროვნულად ვინმეს (

საქმეც მაგაშია, რომ ვინმეს არა...თუ ნატოს მედროშეობიდან რუსეთის ჰიმნზე გაჯგიმვა საკუთარი პრინციპების არღალატია...მაშ დემოკრატიაც შესაძლოა პლავნად გადავიდეს ავტოკრატიაში...მოცემულ პირობებში....

Posted by: dylan 9 Sep 2012, 12:16
May21
პოსტებს აგროვებთ?

Posted by: anichqa 9 Sep 2012, 12:27
ziriro
ვიმედოვნებ, კითხვა პათეტიკურიაsmile.gif))dylan
QUOTE
რომელიც მართლა ელოდება სარგებელს.

სარგებელს ყველა ელოდება დილან
ოღონდ ეგ სარგებელი რაში იზომება და პირად ჯიბეს მიკერებულია ტუ არა, ან რამდენად მიკერებულია, ეგ განასხვავებთ.
დალაგებული რომ გგონია, იმ ქვეყანაში ცხოვრება ხოა სარგებელი.
ერთისთვის დალაგებული, მეორესთვის დაულაგებელი როა, ეგ სხვა ოპერიდანაა.
ადამიანები გამოდიან იმ უბრალო ჭეშმარიტებიდან, რო პროექტის წაკითხვა და რა დადგება სამომავლოდ ბევრს არ შეუძლია.
ამიტომ კამათობენ.
კამათს აზრი იმ ადამიანებს შორის აქვს პროექტების წაკითხვა რო შეუძლიათ და ძირშივე იწონებენ ,ან იწუნებენ
და ამტკიცებენ რატომაც.
ასეთი კამათის მონაწილეები ერტმანეტის ცოცხებს ხედავენ მხოლოდ. ჯიბე არ ჩანს

lanchkhutis guria
QUOTE
ანიჩკას ვეთანხმები!

ახლა იმაშიც დამეთანხმე ლანჩხუთის გურია,
ჩასადღეგრძელოება თუ არა, ჯანდაბას, წაჩაიება მაინც როა უცილებელი
გაფიჩინდა ყელი 2kiss.gif

May21
QUOTE
აზრი არ აქვს...

მეი აზრი ყოველთვის აქვს,
თუნდაც მხოლოდ იმისტვის, მერე, რო წელშიგამართულად ითქვას, აზრი არ ჰქონიაოbiggrin.gif
სხვანაირად , ცდის გარეშე ამ დასკვნას ფასი არ ექნებოდა.

თუმცა შენი თხოვნაც პათეტიკური იყო.
გიცნობ კარგად 2kiss.gif

Posted by: SCO 9 Sep 2012, 12:28


მიხეილ უღალატო I smile.gif



„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2000 წელი

მიხეილ სააკაშვილი:
ჩემის აზრით, შევარდნაძე უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც წარმატებული ქართული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი, იგი უნდა შეცვალოს არა პიროვნებამ, არამედ შევარდნაძის მიერ შექმნილმა სისტემამ, რომელშიც პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ საზოგადოების განვითარებას, არამედ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.

შევარდნაძის სახელი დარჩება ისტორიას, არა უმეცარი პასკვილანტების მლიქვნელური ხოტბა დიდებით, ასე უხვად რომ იღვრება ზოგიერთი ფსევდოეროვნული „მოღვაწის“ პირიდან - ეს მომავალ თაობებს მხოლოდ სამარცხვინო კურიოზად თუ შემორჩებათ. მისი სახელი დარჩება, როგორც ფუძემდებელი იმგვარი სახელმწიფოებრიობისა, სადაც პიროვნების ნებაზე მაღლა კანონი იდგება და თამაშის წესები წინასწარ განსაზღვრული, პროგნოზირებადი და გამჭირვალე იქნება. დღეს ეს მიზანი ბევრს მიუღწევლად მიაჩნია, მაგრამ თუ ახლავე ვიმოქმედებთ, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ სავსებით შეიძლება მივაღწიოთ ამ მოდელის პირველ სამუშაო ვარიანტს.

დღეს საქართველოს ხელისუფლება, მისი გუნდი და მთლიანად ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. მკვეთრი ცვლილებები უახლოეს პერიოდში აბსოლუტურად გარდაუვალია. თუ არასწორედ ვიმოქმედებთ და ძველებურად არხეინად ვიქნებით, ეს იქნება მკვეთრი ცვლილებები უარესობისკენ სახელმწიფოს დეზინტეგრაციისკენ, თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, მაშინ საქმეს კიდევ შეიძლება ეშველოს.

რეფორმის მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ მთელ ფრონტზე. მობილიზებულია უზარმაზარი ფინანსური და სხვა რესურსები, რათა გაუხანგრძლივდეს არსებობა იმ ძალებს, ვინც ქვეყნის ძარცვა-გლეჯაზე აფუძნებს საკუთარ კეთილდღეობას. ტრადიციული მეთოდებით მართვის გაგრძელება შეუძლებელია, მაგრამ შევარდნაძისნაირი დიდი პოლიტიკოსების, ძირითადი მახასიათებელი სწორედ გადამწყვეტ მომენტში არასტანდარტული ქმედების უნარია.


Posted by: 200000 9 Sep 2012, 12:34
user posted image

Posted by: May21 9 Sep 2012, 12:34
dylan
QUOTE
პოსტებს აგროვებთ?

აგროვების დრო დავამთავრე...ლიმიტირებული იყო სამწუხაროდ......ახლა უკვე ვთესავ, თუმც სიფრთხილით....

Posted by: Denmark 9 Sep 2012, 12:58
axalirevolucia
QUOTE
სიტყვა ღალატი 
ყველაზე ხშირად ადიულტერთან ასოცირდება. 
ცოლქმრულ ღალატსა და ეჭვიანობაზე ოტელო და დეზდემონა გახსენდება. ღალატი იმდენად უღირსი საქციელია, რომ მასზე ეჭვიც კი შეიძლება საკმარისი იყოს ცოლის საკუთარი ხელებით დასახრჩობად. 
ერთ  ევროპულ ( ვერ ვიხსენებ ავტორს)მოთხრობაში სახელად ადიულტერი, ცოლი ქმარს ღალატობს მხოლოდ წამიერი მზერით. ტურისტად ალჟირში თუ ეგვიპტეში  მყოფი ისე შეხედავს ამაყი ნაბიჯების პატრონ თეთრებში მოსილ ამაყ  არაბ ბედუინს, რომ ავტორი ამას ღალატად უთვლის.

სინამდვილეში ეგ "ღალატი" წამიერი მზერითვე მორჩა. ნამდვილი ღალატი კი კონკრეტული რამაა - ერთი ადამიანი ( მოღალატე) მეორის ( ღალატის ობიექტის)  ნდობას გადახაზავს და მოატყუებს. ნაჩუქარ რეპუტაციასა და განდობილ ინფორმაციას იმ ადამიანის წინააღმდეგ იყენებს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა. 

ღალატი არის სამ ძირითად ფრონტზე: 
ქალსა და კაცს შორის, 
პოლიტიკოსებს შორის
ბიზნეს ან სამსახურებრივ პარტნიორებს შორის
  
მათ შორის ყველაზე დიდი, გეოგრაფიულ- ისტორიული მასშტაბების კვალის  მქონე პოლიტიკურ პირთა შორის ღალატია. 

მართალია მშვენიერი ელენე ტროელებს მთლად არ მოუტაცნიათ, ის აგამემნონს გაექცა ახალი სიყვარულისთვის და ამას ომი მოჰყვა, მაგრამ მას შემდეგ ომების მიზეზი კაცსა და ქალს შორის ღალატი არ გამხდარა, საბაბი კი, მიზეზი კი, არა.

ისტორიული მნიშვნელობის  ღალატები ყოველთვის პოლიტიკურ ფიგურებს შორის ხდება.
ქვეშევრდომი არ კმაყოფილდება თავს სტატუსს, იყენებს მეორე პირობისას დაგროვილ პლიუსებს და ერთხელაც თამაშის წესებს არღვევს - თვითონ ცდილობს ზემდგომის დაძირვას და კენწეროში ასვლას.  

კონსტანტინემ, როცა რომის იმპერიას ორნი მართავდნენ, ის და მისი ცოლის ძმა, იმ მეორეს მტრად გაუხდა, იმის გამო, რომ შეამჩნია - მისი ქვისლი მის (კონსტანტინეს) ძმასთან ურთიერთობდა, ეს ამბავი თავისთვის საფრთხედ მიიჩნია - ქვისლი ჩემს მოკვლას და ჩემი ძმის გამეფებას აპირებსო. გაიმართა დიდი ომი დღევანდელი სტამბულისი ტერიტორიაზე, კონსტანტინემ გაიმარჯვა და ქვისლი დაატყვევა, ერთი წელი ჰყავდა ციხეში და საკუთარი ცოლის ხვეწნის მიუხედავად, ჩემი ძმა შეიწყალეო, ერთი წლის შემდეგ მოკლა. 
ამ ისტორიაში 5 ღალატია და არა ერთი. 
ადრე 100 წელი საუკუნე იყო და ისტორიკოსები კარის ისტორიკოსები იყვნენ, მთავარია მოგეგო და ღალატის ამბავი დაიმალებოდა. ღალატი გამარჯვებით გადაიფარებოდა.  თუმცა  ღალატი ზოგჯერ იმდენად პიროვნული ნაძირალობის გამოვლინება იყო და არა პოლიტიკური ინტრიგის რაუნდი, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიას სუფთა ღალატის სახელით შემორჩა, მაგალითად ქსერქსესთვის 300 საპარტანელის წინააღმდეგ შემოვლითი გზის მისწავლება  ??? მიერ, რომელიც ლეონიდასზე იყო ნაწყენი.     
 



ისტორიაში პერსონაჟების ავკარგიანობა  ხშირად ძალიან მარტივი კრიტერიუმებით გაირჩევა. 
ყველა ქვეყნის ყველა ბავშვი საკუთარი სამშობლოს  ისტორიის სწავლისას აწყდება სახელოვან კარგ მეფეებსა და ბოროტ მოღალატეებს. 
ფაბულა მარტივია და ის გლობალურად მუშაობს - მეფეს ეკუთვნის მეფობა, ხოლო მოღალატე ფეოდალი ქვეყნის ნაწილს ეკალბარდით ისაზღვრავს და საერთო ქვეყანას ასუსტებს, მოსისხლე მტერს შეეკრება რათა მეფე დაამარცხოს. 
გიკვირს, როგორ შეუძლია მეფის კარზე პატივცემულ მხედართმთავარს აგდეს და ოსმალოს ჩაუგდოს თავისი საათაბაგო და მტრის მხარდამხარ საკუთარი მეფის წინააღმდეგ იბრძოლოს. 
ისტორიის სახელმძღვანელოებში აღარავინ  დაეძებს მოღალატის მოტივევს, იქ მოღალატე მოღალატეა, და მორჩა. ბოროტმა ადამიანმა ბოროტი საქმე ჩაიდინა, მაგრამ ბოლო კეთილია და მისი ბოროტი კვალის გამოსწორება თუ არა, ბოროტი გეგმისგან თავის დაღწევა წინაპრებმა მაინც შეძლეს.
კარგი, გიორგი ენდო და სარგისმა უღალატა, მაგრამ მართლა ეგრე მარტივად იყო საქმე? როგორ აიყოლა სარგისმა თავის გარშემო 50000 ადამიანი მეფის საღალატოდ? 
როგორ და ალბათ ასე: 
- იქ დედაქალაქში ჩვენ ფულებს ჭამენ
- იქ უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ
-მეფე ლხენაში ხარჯავს საერთო ფულს
- მე ვიცოდი და ვუთხარი მეფეს იმ ომში, სამი კოჰორტა წინ გაუშვი და ერთი ხეობაში ჩაასაფრე მეთქი, არ დამიჯერა, ორი წინ გაუშვა, ერთი მარცხნიდან და ერთი კი ხეობაში ჩაასაფრა, ამიტომ წავაგეთ, მეფეს ჩემთვის უნდა დაეჯერებინა და მოვიგებდით
-მეფემ საწყალი ფეხშუმისძე უსამართლოდ დასაჯა
-მეფე სულთანს შეეკვრება და ჩვენ წინააღმდეგობისთვის დაგვსჯის
- ჯობია სულთანს ჩვენ თვითონ 
შევეკრათ, სულთანი მდიდარია, მას ჩვენი ფული არ ჭირდება, თავისიც თავზესაყრელად აქვს, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას ის, რაც მას ომად უღირს.
 


ანუ ის მოღალატეც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა თავის ქვეშევრდომებს, თავის სამშობლოს მაგრამ არ გამოუვიდა. მან ბევრი სისხლი ღვარა და საერთო ქვეყანა დაასუსტა. მისი ცხოვრების რეზიუმე ერთ სიტყვაში შეიკუმშა - განუდგა, უღალატა. 

20 წელია ღალატების კალეიდოსკოპს გვიტრიალებს უახლესი ისტორია.  
გარბაჩოვმა პოლიტბიუროს უღალატა, შევარდნაძემ გარბაჩოვს, კიტოვანმა და სიგუამ გამსახურდიას, შევარდნაძემ კიტოვანს, სააკაშვილმა და ჟვანიამ შევარდნაძეს. სააკაშვილს ..უჰ, უამრავია, მერე ჩამოვთვლი.
პოლიტღალატების სიმრავლემ გაგვიქრო  ასეთ ღალატზე აღშფოთების უნარი. მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალა  ბოზია, მოღალატე ბიზნესპარტნიორი ნაძირალა კრიმინალია, მაგრამ პოლიტიკოსის მოღალატე რატომღაც არაა ნაძირალა, ის ახალი მძლავრი ფიგურაა, გუშინდელზე 10 ჯერ მნიშვნელოვანი.     
?? ბოლო 7 წელია გაძლიერებული ღალატის გიგანტურ სლალომს ვუყურებთ.??
ფაქტიურად სამეცნიერო შრომის სამყოფი მასალა გვაქვს პოლიტიკური ღალატის ფენომენის შესასწავლად.  

ღალატს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, 
1. ღალატობენ მას ვისგანაც პირადი ნდობა ჰქონდათ მოპოვებული
2. ღალატობს ის, ვინც წონა და რენომე იმით მოიპოვა, რომ თავისი ღალატის ობიექტმა ის მნიშვნელობანი გახადა
3.ღალატის აქტი ხდება იმ მომენტში, როდესაც ობიექტი რწმუნდება, რომ საღალატო ობიექტის საქმე წასულია და მას   პირადად გარანტირებულად მიუვა ახალი ძალა, რომელიც მანამდე ფორმირებას ცდილობდა და ლიდერი არ ჰყავდა
4. ღალატი მოულოდნელია. ღალატის დეკლარაციამდე მოღალატე ინარჩუნებს კარგ პოზიციას ღალატის ობიექტთან და მხოლოდ მაშინ ააშკარავებს თავს, როცა თვლის რომ ორი ჯოკერი აქვს, თუ მას სხვა კარტი მიუვა, ის დარჩება ღალატის ობიექტის გუნდში და დაელოდება უკეთეს რასკლადს საკუთარი პერსონის  მნიშვნელობის აღზევებისთვის. 
5. ღალატის შემდეგ მოღალატე კარგავს ღალატის ობიექტის თანამებრძოლობის სტატუსს და იმ ბრძოლების რეგალიებს ანულებს, ხშირად პირიქით, საკუთარ სივიში ჩასწერ მოგებული ბრძოლების თანამებრძოლობის დაფნის გვირგვინს წვავს და იმ ბრძოლებს მტრის რაკურსით უყურებს, აღიარებს, რომ თანამებრძოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ბუტაფორია იყო და გულში მეტოქეს გულშემატკივრობდა.
6. იმისათვის რომ Qვეშევრდომმა  უღალატოს, ღალატის ობიექტი ზემდგომი  იმდენად უნდა გაიხლართოს პრობლემებში და დასუსტდეს, რომ მანამდე პირმოთნე ქვეშევრდომმა ღალატი გაბედოს.  
6. მოღალატეს თავიდან ხალხი სკეპტიკურად უყურებს, მისი პოზიციას  ნათამაშებად თვლის, მაგრამ მოღალატე მანამდელ " ერთგულ მეგობარს და თანამებრძოლს" ყველა რადიკალზე უფრო რადიკალურად ებრძვის, ქამრის ქვემოთ ურტყამს და ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

შიდა პოლიტიკაშიც ასეეა, და ეს ჩვენს თვალწინ ათჯერ განმეორდა. 

ზვიადის ოპოზიცია კონგრესს, ედეპეს, ჭავჭავაძის საზოგადოებას მტრობაში გადაასწრო ზვიადის თანამებრძოლმა სიგუამ და კიტოვანმა. მათ ზვიადს უღალატეს. 

შევარდნაძეს.. ნუ ამაზე ქვემოთ, იმიტომ რომ შევარდნაძის მიმართ ღალატი განსხვავებული სცენარით და ანტურაჟით წარიმართა და ზოგი სიმპტომით ღალატი არცაა. 

მიშა. მიშას  მიმართ ღალატი 2004 წელსვე დაიწყო, პარლამენტში მიშას ორთქმავლობით შერიხინებული რესპუბლიკელები პირველივე საბაბისთანავე  ( მოჭიდავე რეკეტიორების დაჭერის საპროტესტო მღელვარება) ოფიციალურად განუდგნენ მიშას და დროშები საწინააღმდეგო მიტინგზე ააფრიალეს.
სალომე ზურაბიშვილი, ეს მანამდე უცნობი ადამიანი დღესაც რჩება მიშას ყველაზე ხანგრძლივი და გულითადი საჯარო ქების ობიექტად, ეს მოხდა მის მინისტრად წარდგენაზე, რასაც არ შეუშლია ხელი მისთვის, გამხდარიყო რადიკალური და სარკასტული ოპოზიციაში გადაბარგებისას.  
შემდეგი ღალატი იყო ოქრუაშვილი, კაცი, რომელიც მიშას პირად მეგობრად ითვლებოდა, ჭირში და ლხინში. მანამდე მიშას რამდენჯერმე მოუწია მისი დაცვა: პოლიციელთან ხულიგნობისას 2002 წელს,  შიგაპოლიტიკური მეტოქეობისგან ( ხაინდრავა) და საგარეოპოლიტიკური შეცდომების ( რუსებისთვის იმის თქმა - ჩვენი ფეკალიების მჭამელები ხართო) მოყრუება საკუთარი რეპუტაციის საზიანოდ.   ოქრუაშვილმა დაინახა რა საკუთარი რეიტინგი და ამ რეიტინგის ზრდის პერსპექტივა მოსახლეობის ოპოზიციურ სეგმენტში, განუდგა მიშას და ფეოდალური სისასტიკით და კატეგორიულობით დაუპირისპირდა. 
შემდეგ ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 
ალასანია. დაუმტკიცა რა ოპოზიციამ, რომ შენ მეტი რენომე გაქვს ვიდრე მიშას, წაგებულ მიშას დანძრეული აქვს და შენ ადვილად გახდები ჩვენი მზეთამზეო, ბევრი ყოყმანი არ დასჭირვებია და ოპოზიციის ტრიბუნიდან სიმღერა მიშა დაგამთავრეთს  შეუერთა ხმა. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი რადიკალურობა ამით დასრულდა, იმედია დასრულდა.  
ივანიშვილის გამობრწყინებამდე, იყო მოლოდინი რომ ახალი ძალა, რომელიც მიშას დაუპირისპირდებოდა, იგივე პრინციპით - მიშას ენძრევა, ახლა ჩემი რეპუტაცია მატულობს,  მე მოვაჯდები ტალღას ქიმზე. ვანო მერაბიშვილი იქნებოდა. არ გამართლდა, ივანიშვილმა მიშას ფლანგს  ერთიანობის გაძლიერება აიძულა.  
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

და მაინც, ივანიშვილს მიშას პირად მოღალატედ არ ვთვლი. ის უბრალოდ მიშას მტერია. მტრობის ისეთივე ხარისხით, რაც ნათელაშვილს აქვს.  

კოკასა შეგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების.
ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის მომენტისთვის ბევრ კარგ ადამიანს მიაჩნდა რომ საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს, და ივანიშვილის გამონათება მათთვისაც  იმავეწამს იმედის შუქად იქცა. მაგრამ, ამ კოკიდან ის წარმოდინდა რაც მასში არის, და სამწუხაროდ არა საქართველოსთვის უკეთესი, არამედ უარესი, და თანაც თითქმის ყველა ფრონტზე: 
-ომში აგრესორები ჩვენ ვიყავით
- ვაზაგაშვილი უდანაშაულო მსხვერპლი
- ასავალდასავალი საუკეთესო გაზეთი
- ქეთი დოლიძე საუკეთესო რეჟისორი
- ნატო არ არის ჩვენი " თვითმიზანი" ( ვირეშმაკობა)
- ჟურნალისტები მომზადებულები მოვიდნენ ( ოპონირების რეჟიმს ვერ იტანს)
- ჯურნალისტებო, ჩვენ მოვალთ და მოგიწევთ რიტორიკის გადახედვა
- ჯავახკის ლიდერი მაჟორიტარად ახალქალაქში, ქამარს ქვემოთ დარტყმა ამას ქვია, ოღონდ მიშას კი არა, საქართველოს დაარტყა
-პირობა მილიარდი დახარჯოს სოფელში, არარაციონალური სტრატეგია, სოფლის მეურნეობა არსად ვარგა სადაც არ არის მრეწველობა. და სადაც მოსახლეობის 48%_ ზე მეტი სოფელში ცხოვრობს. (ამერიკის აგრომოსახლეობა 2 %- ს შეადგენს მხოლოდ და მეოთხედ მსოფლიოს აჭმევს) 
- სრულიად მიამიტური იმედები საქართველოს გაერთიანებისათვის.
- საგარეოპოლიტიკური სიბეცე.  მისი სიტყვები საფრთხის შემცველია გაანულოს საქართველოს 20 წლიანი მარტვილობა და გლობალური მხარდაჭერა. 

და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 





ახლა შევარდნაძე გავიხსენოთ. მისმა ერთგულმა ლეღვის ფოთლებმა, როგორც მაღ გრიგალაშვილმა უწოდა, რადგანაც ეგ ახალგაზრდული ფრთა მაშინ შევარდნაძის მმართველობას პროგრესულ, დასავლეთზე ორიენტირებულ  ძალად ფუთავდა, ერთხელაც დაიწყეს თავისი როლის გადაჭარბება და რეალურად შეუტიეს კონსერვატორ სოვეტიკუსებს. 
ეს შიდა ჭიდაობა 2 წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ საჯარო გახდა და კიდევ შემდეგი 2 წელი საჯარო ბრძოლაში გადაიზარდა. 
კი, ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ პიროვნულად უღალატეს შევარდნაძეს, რომელმაც ეს უკანასკნელნი კარგ ვივესკად მოიწვია, დაენდო, მაგრამ მათ ოპოზიციონერობის წლების და საფეხურების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათთვის შევარდნაძის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი სათქმელი სიტყვები ჰქონდათ. 
მაგრამ თუკი ჟვანია და ბურჯანაძე დაელოდნენ იმ მომენტს, როცა ხელში თითო  ჯოკერი და გამარჯვების გარანტია ეგულებოდათ, სააკაშვილი კლასიკურ მოღალთეთაგან განსხვავებით არ დალოდებია საკუთარი პერსონისთვის საუკეთესო მომენტს, მან დაიწყო ყვირილი ყველაცერზე, რაც არ მოსწონდა, გადაიმტერა ათასთავიანი მაფია და პოლიტელიტა, დაარწმუნა ხალხი გულწრფელობაში ( ოღონდ მაშინ მაგ გულწრფელობას სულელის ფაფხური ერქვა ჩვენს აპათიურ საზოგადოებაში) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, შევარდნაძე პირადად უზრუნველყოფდა მაფიის სტაბილურობას, ღიად დაუპირისპირადა მას. 
ზოგი მახასიათებლის დამთხვევის მიუხედავად (შევარდნაძის ნდობის და იმედის, მიშა ყოფილიყო მისი ერთგული და მჯდარიყო თავის ნიშაში გაცრუება, ფიგურად შევარდნაძის კეთილგანწყობის შედეგად ქცევა ) , მე მიშას მოღალატის სახელს არ ვარქმევ, ის ერთიდაიგივე საჩხუბარს ჩხუბობდა 2003 წლამდე 4 წლის განმავლობაში და შევარდნაძესაც მის მიმართ  უკვე ახალი, მოწინააღმდეგის მოლოდინები ჰქონდა. 
ამ მოლოდინებს მიშა ენერგიული მეტნაკლები მასშტაბის ბრძოლებით ნერგავდა და გულში არ იხვევდა უკეთესი მომენტისთვის.
სააკაშვილის ღალატს არ ჰქონდა ღალატის მზაკვრობის მთავარი ელემენტი - მოულოდნელობა. მისი წლების ხანგრძლივობის  ბრძოლა მაფიასთან მხოლოდ უშედეგობის გამო გადაიზარდა შევარდნაძის საწინააღმდეგო ბრძოლაში.    
მეორე სომპტომი რომლითაც მე მიშას ღალატს ღალატად არ ვთვლი, ისაა რომ მიშამ თავისი ოპოზიციური ქმედებები დაიწყო არა მაშინ, როცა შევარდნაძე დაძაბუნდა ან ახალ პრობლემებში გაიხლართა, არამედ მაშინ, როცა თვითკმაყოფილი  თავისი კარიერის ზენიტში იყო და იგივე პოზიტივით ცხოვრობდა რითაც ასლან აბაშიძე, პლიუს სწორი გეოპოლიტიკს ( მხედრიონის და კიტოვანის დამარცხება, ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ბაქო- ჯეიხანი, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულება, პროგრესის მორცხვი მაგრამ მაინც  ნიშნები და სტატისტიკა) ბოლო არჩევნებში შევარდნაძემ დაამარცხა აღორძინება სადაც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილ იყო გაერთიანებული, ანუ 2001 წელს შევარდნაძე უალერნატივო იყო, მის და მისი სამომავლო ადგილმონაცვლის მარადის მმართველობას ვეღარავინ უშლიდა ხელს. 
ამ დროს აღმოცენდა სცენაზე მიშა, ჯერ ერთპიროვნულად, მხოლოდ სიტყვის ძალის ამარა. 
მესამე, რითაც განსხვავდება მიშას ღალატი სხვა ჩამოთვლილთაგან, ესაა ნაკლები აგრესია პიროვნების მიმართ, მიშამ თქვა ბოროტი სიტყვები შევარდნაძია მიმართ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი და შიგნიდან ნახა შევარდნაძის სამზარეულო. 




და ისევ უკუვდგეთ სურათისგან რომ უკეთესად დავინახოთ ღალატების კალეიდოსკოპი და მას მოყოლილი ჩვენი უბედურებები.
ღალატი ცუდია, მოღალატე ცუდია, ძმაკაცობაში ღალატი ცუდია, პოლიტიკური პარტნიორის ღალატი ცუდია, ბრძოლაში ღალატი ცუდია, ომში ღალატი ყველაზე უარესია, მატყუარასთვის და ქლესსთვის  ნდობის მოპოვება ადვილია, სხვისი ნდობის მის წინააღმდეგ გამოყენება არაკაცობაა, პიდადად არ უთხრა შენი განსხვავებული აზრი და ზურგსუკან გაჰკილო ან პირიქით, მხოლოდ ტელევიზოროდან გაბედო ზემდგომის გალანძღვა, აქაოდა ახლა მე უკვე სხვა ნავში ვზივარ, ახლა სხვა რეალობაა, ჩვენ ვერთ შენზე ძლიერებიო. 
მოღალატე ცუდი ადამიანია.    
 ჩვენ, ხალხი ვართ ამ პოლიტიკური ღალატების თანაავტორები და შემკვეთები. რითი? იმიტ რომ ადამიანის მიერ ადამიანის ღალატს მოღალატეს ვპატიობთ და იაფფასიანი  პათეტიკით , ჭეშმარიტება მიშაზე ძვირფასია, პოლიტიკოსებს თავს ვატყუებინებთ.
საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი გზა  არავინ იცის, და ჰიპოთეტური ჭეშმარიტება რომელიც სინამდვილეში პირადი ანგარებაა,  მეგობრობასა და ნდობაზე ძვირფასი არაა.


პ.ს. გია მაისაშვილზე მსმენია მიშა და ეგ კარგახანს ჩხუბობდნენ ერთმანეთში ინგლისურადო, მაშინვე რევოლუციის შემდეგ. ინგლისურად ჩვენ რომ ვერ გაგვეგოო, დაცვის ბიჭებმა მითხრეს. 
ამ ფაქტით ჩემს თვალში მაისაშვილს მოღალატის ეპითეტი ეხსნება. მის საჯარო ოპოზიციონერობას ერთიერთზე ცხუბი უძღოდა წინ და შესაბამისად მიშასთვის მოულოდნელი არ იყო. 
პ.პ.ს. მაგრა მაინტერესებს ეგ ჩხუბი, სიამოვნებით ვუყურებდი კინოდ, ჩხუბი იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. 

ასევე მაინტერესებს არშემდგარი ჩხუბი მიშასა და ალასანიას შორის. ალასანიამ ჩათვალა რომ მიშა უკვე ჩაძირული იყო და მის დონეზე ვეღარასოდეს ამოყვინთავდა, ძალიან შეცდა. 
ალასანია კლასიკური მოღალატე იყო, მერე ოპოზიციური ფიგურა გახდა, ეჭვი მაქვს, შეუძლია კლასიკურ მოღალატედ დაასრულოს. 
ის უკვე მეორედ  ღალატობს საკუთარ პრინციპებს დაფნის გვირგვინის სანაცვლოდ. 


მაგრამ, შევხედოთ კიდევ ახალი რაკურსით ჩვენს პოლიტსპექტრს. 
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული
აი, რომ ჩამოვყვე ღირსების კლების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიშას შემდეგ შევარდნაძეა ყველაზე ღირსეული ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის. 
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 
და ეს სამწუხაროა.
ერთადერთი რასაც ნაღდად უღალატა შევარდნაძემ, ეს სტალინის იდეალებით მოწყობილი მსოფლიო იყო. მისი და გორბაჩოვის გზები პუტჩმა გაყარა, ასე რომ გარბაჩოვისთვის არ უღალატია, მის ჩამომყვან ჯაბა- კოტოვანსაც არ უღალატა, 5 წელი ითმინა, მან დაუშვა ყველა შეცდომა, რაც არ უნდა დაეშვა პოლიტიკოსს და არ დაუშვა შეცდომები ადამიანურ ურთიერთობებში. 
დარწმუნებული ვარ 23 ნოემბერს, როცა გადაღლილმა და წაგებულმა გამოაცხადა გადავდექიო, ახალ ხელისუფლებას წარმატებებს უსურვებდა გულში.
სამწუხაროდ პოლიტმოთამაშეთა  ზოგად პოლიტიკურ დონეს შევარდნაძის 12 წელი არაფერში დაეტყო.

და ბოლოს, შემირცხვენია ქვეყანა, სადაც მონარქისტების ლიდერი იგორ გიორგაძის პარტნიორი და დასაყრდენი ხდება, 
სადაც ეროვნულ დემოკრატების დამაარსებლის ქვრივი იგორ გიორგაძის პრესსპიკერია
სადა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ
სადაც ნატოს მედროშე მთავრობის ექსპრემიერმინისტრი და ექს პარლამენტის თავმჯდომარე პაკლონნაია გარაზე რუსეთის ჰიმნზე იჯგიმება
სადაც ასეთი მწარე ღალატი მიღებულია იმით,  რომ გამარჯვების შანსი აქვს. 

ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს. 
როგორ? 
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.    

პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა ანალიზისთვის. ამ მოსაზრებებიდან ნახევარს ვიზიარებ და ვეთანხმები, მეოთხედი საკამათო მგონია, მეოთხედი კი აბსოლუტურად მცდარი. არ მაქვს იმდენი დრო, რომ სათითაოდ ყველა წინადადება და მოსაზრება გავარჩიო (იმის დრო კი მაქვს, რომ თავიდან ბოლომდე ემპათიური ყურადღებით წავიკითხო).
ჩემი აზრი თქვენს ანალიზსა და დასკვნებზე ასეთია:
1) უდავოდ კარგად ინფორმირებული და ნიჭიერი პიროვნება ბრძანდებით, სიამოვნებით გაგიცნობდით და ვიდებატებდი თქვენთან ამგვარ საკითხებზე;
2) იგძნობა, რომ საქართველო გიყვართ;
3) იგრძნობა, რომ მიშა არ გიყვართ;
4) იგრძნობა, რომ 80% თქვენი ანალიზი სიამოვნებით გააკეთეთ, 20% კი მოვალეობის მოხდის მიზნით ანდა დაკვეთის შესასრულებლად;
5) იგრძნობა, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ ქვეყანაში არ იყოს ერთმმართველობა და თქვენც და თქვენნაირებსაც ეკითხებოდნენ აზრს. მსგავსი სიტუაცია რომ არ გვაქვს, ეს ქვეცნობიერად (შეიძლება არაქვეცნობიერად) გაღიზიანებთ;
6) აბსოლუტურად გაუგებარია, ვის მისცემთ ხმას არჩევნებზე, მიუხედავად ამხელა ანალიზისა;
7) აშკარად იგრძნობა, რომ დაგიკვეთეს იმუშაოთ საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომლებზეც "მიშა მაგარიას" ძახილი არ მოქმედებს, არც დაშინება არ მოქმედებს და ძირითადად ანდა მხოლოდ ანალიზზე ახდენენ რეაგირებას;
8) იგრძნობა, რომ არ ხართ საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი და ისიც იგრძნობა, რომ ეს თქვენც კარგად იცით.

დაბოლოს მინდა გთხოვოთ, მკაფიოდ გამიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკოსები და ქვეყანა. ამ ქვეყნის 100 საუკეთესო პოლიტიკოსი რომ ერთბაშად გაქრეს ამ ქვეყნიდან, არა მგონია, ამან ქვეყანაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედოს. თავად მიშაც ერთი ჩვეულებრივი ნიჭიერი, ამბიციური და იღბლიანი პოლიტიკოსია და არა "პრეზიდენტად დაბადებული". smile.gif
* * *
anichqa
QUOTE
დემოკრატიის არსის უცოდინარობა და საზოგადოებისგან დემოკრატიის შიგნიდან მიუღებლობაა მთავარი მოღალატე დილან.
აქ სააკაშვილი და ერთი კაცი არაფერ შუაშია.
სააკაშვილს ან დემოკრატიულად უნდა ემარტა და მიირებდა ანარქიას და არაფერს
ან არადემოკრატიულად , მაგრამ სწორედ დემოკრატიისათვის

დემოკრატია - ერთ-ერთი ღირებულებაა და პრინციპული პოლიტიკოსი ღირებულებას არ იცვლის. სხვა საკითხია, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ღირებულება, რომელმაც ამ ღირებულებაზე შეიძლება უარი გათქმევინოს. აშკარაა, რომ მიშა დღემდე დემოკრატიას იძახის მაგრამ არადემოკრატიულად იქცევა.
მეორე - პრინციპის საკითხია, პოლიტიკოსი რას დააყენებს ყველაფერზე წინ. როგორც ნებისმიერ ადამიანმა, შეიძლება პოლიტიკოსმაც საკუთარი ეგო დააყენოს ყველაფერზე წინ, ყველა პრინციპსა და ღირებულებას, ყველას და ყველაფერს ხაზი გადაუსვას და ყველანაირი მეთოდებით შეიძლება ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე გადავიდეს. რაც არ უნდა მოუმზადებელი იყოს საზოგადოება, პოლიტიკოსმა უპრინციპობა ანდა საკუთარი ღირებულებების მიმართ ღალატი არ უნდა გამოიჩინოს, თორემ ვერ მიიღებს გრძელვადიან დადებით შედეგებს. გრძელვადიანში არ ვგულისხმობ 10 წლიანს. ბოლშევიკები 10 წელზე მეტი ხნით იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს გრძელვადიანი პოზიტიური შედეგები, ანუ დღეს მათი პრინციპებიც და ღირებულებებიც კი უარყოფილია, არათუ მათი მეთოდები.
სააკაშვილს კი შეეძლო ემართა დემოკრატიულად და 2-3-ჯერ ნელა, ანდა არადემოკრატიულად, მაგრამ 2-3-ჯერ სწრაფად, მაგრამ გრძელვადიან შედეგზე მეორე ვარიანტი უფრო გავიდოდა.
პირადად გია მაისაშვილისგან ვიცი, რომ სწორედ ამაზე ჰქონდა მას მუდმივი კამათი მიშასთან.
ეს პრინციპული, თუმცა საკამათო საკითხია. შეიძლება მე ოპტიმისტი ვარ და ამიტომ ვფიქრობ ასე.
თავად გია მაისაშვილმა, როცა ცოტა უკეთ გაერკვა საქართველოში, დათმო პოზიციები და შეწყვიტა მიშას მძაფრი კრიტიკა. მანაც დაასკვნა, რომ არადემოკრატიული მმართველობა - ეს მიშასთვის იძულებითი არჩევანი იყო.
მე დღემდე არ გამიკეთებია მსგავსი დასკვნები.
რატომ? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში საკმარისია შექმნა ე.წ. ელექტრონული მთავრობა ანდა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან, თვითმმართველობასთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები, რომ მაშინვე მუშაობას იწყებს, როგორც დემოკრატიზაციის პროცესი, ასევე დემოკრატიის ძირითადი ფუნქციები.
კრიმინალის დამარცხების პარალელურად, განათლების რეფორმების პარალელურად კი სწორედ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართვის ტექნოლოგიური სისტემების აშენება უნდა მომხდარიყო.
მაგრამ არ ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას და პირადად მიშას ამის, არც პოლიტიკური ნება და, როგორც დავადგინე, სამწუხაროდ, არც კომპეტენცია...
შედეგად კი დღეს საქართველოში ინტერნეტიზაციის კოეფიციენტია 30%, ხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში 40-45%!
სასაცილოა, სატილარი რომ არ იყოს...

Posted by: anichqa 9 Sep 2012, 13:19
Denmark
QUOTE
7) აშკარად იგრძნობა, რომ დაგიკვეთეს იმუშაოთ საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომლებზეც "მიშა მაგარიას" ძახილი არ მოქმედებს, არც დაშინება

გამარჯობა.
კარგა ხანია არ სემხვედრიხარ და გამიხარდაsmile.gif))

აი რა მინდა გკითხო:
თავად უშვებთ, თუ არა ასეთი დამკვეთი საკუთარი ტავი იყოს და არაფერი იმის იქეთ.
თვლით, თუ არა დასაშვებად საკუთარი ტავის დაკვეთით ორ, სამ. ოთხ სვლიანი ხოდების გაკეთებას?
რატომ გეკითხებიტ, იციიით არიან აქ ჭკვიანი ადამიანები. ხვდებიან რა რაზეა გათვლილი, რა ფრაზა სად დაარტყამს, მაგრამ ყველას უკლებლივ ეგ ზემოდან, გვერდიდან, კაბინეტიდან და ა. შ. ნაჩალიჩები ჰგონია.
ვხედავ ტქვენც მათ რიცხვში ხართ.
ხოდა რატომ
თქვენი ვერსია კია ლოგიკური, მაგრამ თვითდაკვეტას რატომ არ უშვებთ.
შესაბამისად ზუსტად ეგრე რაღაც-რაღაცეები გაუგებარი იქნება თქვენთვის sad.gif(
* * *
Denmark
QUOTE
კრიმინალის დამარცხების პარალელურად, განათლების რეფორმების პარალელურად კი სწორედ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართვის ტექნოლოგიური სისტემების აშენება უნდა მომხდარიყო.

სრულიად გეთანხხმები და მაშინდელი ჩვენი საუბარი ამას წინათ გამახსენდა, როცა ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანის, (ვისი სიტყვაც ფასობს ხელისუფლებაში) კამათს შევესწარი- გონიერია, ლოგიკური, მარა სწორხაზოვანი. ძალიან სწორხაზოვანი.
სულაც არ მიკვირს რატომ არ აშენდა.
ამავდროულად მივდივართ სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემდე- რატომ არის სწორხაზოვნად მოაზროვნე ავტორიტეტული და ფასეული ხელისუფლებისათვის?
ან ვერ ზომავენ და ვერ ხვდებიან
ან არ აწყობთ
მე პირველი მგონია.

Posted by: Denmark 9 Sep 2012, 14:37
anichqa
QUOTE
გამარჯობა.
კარგა ხანია არ სემხვედრიხარ და გამიხარდა))

გაგიმარჯოს! მეც მიხარია თქვენთან შეხვედრა. smile.gif
ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან იშვიათად შემოვდიოდი ფორუმში.
სამწუხაროდ, პირისპირ დებატები ფორუმელების მონაწილეობით შეწყდა, თორემ აუცილებლად მოვიდოდი.

QUOTE
თავად უშვებთ, თუ არა ასეთი დამკვეთი საკუთარი ტავი იყოს და არაფერი იმის იქეთ.

ცხადია, ვუშვებ. პირადად მე ახლა დამკვეთი არ მყავს. ცხადია, ასეთი მარტო მე ვერ ვიქნები. smile.gif
QUOTE
თვლით, თუ არა დასაშვებად საკუთარი ტავის დაკვეთით ორ, სამ. ოთხ სვლიანი ხოდების გაკეთებას?
ხოდების, ანუ სვლების? ვუშვებ, რატომაც არა. smile.gif
QUOTE
რატომ გეკითხებიტ, იციიით არიან აქ ჭკვიანი ადამიანები. ხვდებიან რა რაზეა გათვლილი, რა ფრაზა სად დაარტყამს, მაგრამ ყველას უკლებლივ ეგ ზემოდან, გვერდიდან, კაბინეტიდან და ა. შ. ნაჩალიჩები ჰგონია.
მე არ მივეკუთვნები შეთქმულების თეორიის მიმდევრებს, ალბათ პირადი შეხვედრების დროს იგრძენით ეს. მაგრამ ამ თემაში ერთმანეთს არ ეთანადება თემის ავტორის ანალიტიკური გაქანება და ამ ანალიზიდან გაკეთებული დასკვნების სისუსტე. smile.gif
შეუძლებელია, თუ რაიმე გარე ფაქტორი არ მოქმედებს, ჭკვიანი ადამიანი ერთდროულად ასეთი ძლიერ და სუსტ მოქმედებებს ახორციელებდეს.
ეს მიმანიშნებს, რომ ამ თემის ფარგლებში მასზე ზემოქმედება, პირდაპირ ანდა ირიბად რაიმე გარე ფაქტორები ნამდვილად ახდენს გავლენას.
რა შეიძლება იყოს ეს გარე ფაქტორი? ვივარაუდე, რომ დაუკვეთეს ამგვარი მუშაობა. ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე, მაგრამ მე მგონია, რომ არ ვცდები. smile.gif
QUOTE
შესაბამისად ზუსტად ეგრე რაღაც-რაღაცეები გაუგებარი იქნება თქვენთვის (
უფრო მარტივადაა საქმე: როცა ვინმე ძლიერ ანალიზს აკეთებს, ძლიერი დასკვნებიც გააკეთოს და დავიჯერებ, რომ მასზე გარე ფაქტორები არ ზემოქმედებს. სხვანაირად კი გაუგებარი კი არაა რაიმე ჩემთვის, უბრალოდ, ვერ ვენდობი მას იმ დონეზე, რომ ვიფიქრო, მოუსყიდავია და თავისი თავის დამკვეთი თვითონაა მეთქი. smile.gif

Posted by: crocodile 9 Sep 2012, 15:59
axalirevolucia

QUOTE
ნამეტანი ხმამაღლა წერ.
ღალატზე ილაპარაკე. ღალატზე ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ადამიანმა ადამიანს რომ უღალატა.
შენ იმდეებისა/ მოლოდინების მსხვრევას და ღალატს აიგივებ.
იმედებზე და მოლოდინებზე სხვა თემებიც ოხრადაა.
აქ ღალატზე ვილაპარაკოთ.

მე მგონი, კარგად გიპასუხეს:
dylan
QUOTE
პიროვნებათა შორის ურთიერთობებს და ღალატებს რომანებში არ არჩევენ?
აქ პოლიტიკაზეა საუბარი და როდესაც ვინმე, ვისგანაც მაგალითად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ველოდით, - პირიქით, ავტოკრატიას გვთავაზობს, ეს ღალატია უფრო დიდი ღალატი, თუ ის, რომ ბურჯანაძე პიროვნულად ვინმეს (პრეზიდენტი იყოს) უღალატებს?


"შენ იმდეებისა/ მოლოდინების მსხვრევას და ღალატს აიგივებ."
რატომ არ უნდა გავაიგივო? ღალატი სხვა რაღაა?
ადიულტერიც კი იმედებისა და მოლოდინების მსხვრევაა, მძაფრ პირად შეურაცხყოფასთან გადაზელილი.

არ წაგიკითხავთ ისეთი პოსტები, სადაც ცხადად ჩანს, რომ ზოგიერთი ფორუმელი არაფრად დაგიდევს დემოკრატიას და ზნეობას და დაუფარავი ცინიზმით ადასტურებს, რომ დაიხ, კანონები შეიძლება იყოს უსამართლო, რომ თავად ეს უსამართლო კანონებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შერჩევით და დარღვევით, რომ იცის ეს დამაინც ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ხელისუფლება არ შეიცვალოს?
ამის საპირისპიროც წამიკითხავს, დაახლოებით ასეთი - "ეჰ, ნეტავ რუსები შემოვიდოდნენ, სხვანაირად ამ ნაძირალას თავიდან ვერ მოვიცილებთ".
ორი უკიდურესობაა და ასეთი ფიქრები, ერთიც და მეორეც, არის ქვეყნის ღალატი.
ამაზე უარესი ღალატი რაღა შეიძლება იყოს?
მაგრამ პირველი შობს მეორეს. ამის თქმას შევეცადე ჩემს თემაში.
კარგია მაღალი იდეალები, მაგრამ რეალობაში, არ არსებობს არცერთი ამბიციური ადამიანი (ასეთია ყველა პოლიტიკოსი), რომელიც შეეგუება იმას, რომ ისტორიაში ის და მისი შთამომავლობა მოღალატის იარლიყით შევიდეს, ვინც გადაყლაპავს ბინძურ შეურაცხყოფას ქვეყნის გულისათვის და დარჩება სამუდამო ლუზერი. მე არ მჯერა. ესაა რეალობა და ამას გვეუბნება ისტორია. ასეთია ორივე მხარე - პოზიციაც და ოპოზიციაც, პოტენციურად.
სხვათაშორის, ანიჩკამ გაიხსენა ერთი დამაფიქრებელი ისტორია, როცა მისი ახლობელი ზვიადისტი აღაფრთოვანა სოხუმის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით თამაშის ამბავმა - დედა ეტირათ პუტჩისტებსო. სხვა შემთხვევაში შეჭამდნენ ანიჩკას ამის გულისათვის - შეუძლებელია მსგავსი რამო, მაგრამ ისეთ კონტექსტში დაპოსტა, რომელშიც თანამოაზრეები იყვნენ და ყველამ თავი შეიკავა.
მე მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. უფრო მეტიც - არ მეგულება არცერთი პოლიტიკოსი გამსახურდიას ხელისუფლებიდან, რომელიც გულის სიღრმეში არ ელოდა ქართველების დამარცხებას აფხაზეთში, რადგან ეს ზრდიდა მათ შანსს შურისძიებისა უსამართლო შეურაცხყოფისათვის, დამცირებისათვის, დევნილობისათვის, აწიოკებისათვის, მკვლელობებისათვის.
ეს ფენომენი (ღალატი) უნივერსალურია და ყველას ახასიათებს თანაბრად.
მთავარია არ დადგეს სიტუაცია, როცა იძულებული ხარ გახდე მოღალატე.
ამისათვის კი საჭიროა ელემენტარული (თუმც, ვინ იცის... ) - ზნეობა, სამართლიანობა
კანონის უზენაესობა. დემოკრატია, ბლინ.
აქ კი საოცარ დინამიკას ვადევნებ თვალს. ამდენ გაპრავება-გაპრავებაში, ალბათ მისდაუნებურად, ზოგიერთი ფორუმელი დემოკრატიის საჭიროებამაც დააეჭვა. ეს მოსალოდნელიც იყო იმათგან, ვისთვისაც მიშა ეჭვგარეშეა. ამ დროს ზნეობის საჭიროებაც დადგება ეჭვქვეშ. ამის საპირისპიროდ, პარალელურად ხდება "ნეტავ რუსები შემოვიდოდნენ" ტიპის ფიქრებისა და ეჭვების შემოტევა. ეს არის გარდაუვალი და ისევე ცხადი ფაქტი ჩემთვის, როგორც ის, რომ 2*2 = 4.
ვიმეორებ, რომ ეს უკიდურესობებია. უმრავლესობა სადღაც შუაში ვართ.


Posted by: ilelagi 9 Sep 2012, 18:39
UP============UP=============UP===============UP===============UP

Posted by: dylan 10 Sep 2012, 00:53
crocodile
[quote]dylan
QUOTE



[quote]dylan
QUOTE
პიროვნებათა შორის ურთიერთობებს და ღალატებს რომანებში არ არჩევენ?
აქ პოლიტიკაზეა საუბარი და როდესაც ვინმე, ვისგანაც მაგალითად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ველოდით, - პირიქით, ავტოკრატიას გვთავაზობს, ეს ღალატია უფრო დიდი ღალატი, თუ ის, რომ ბურჯანაძე პიროვნულად ვინმეს (პრეზიდენტი იყოს) უღალატებს?



აქ კი საოცარ დინამიკას ვადევნებ თვალს. ამდენ გაპრავება-გაპრავებაში, ალბათ მისდაუნებურად, ზოგიერთი ფორუმელი დემოკრატიის საჭიროებამაც დააეჭვა. ეს მოსალოდნელიც იყო იმათგან, ვისთვისაც მიშა ეჭვგარეშეა. ამ დროს ზნეობის საჭიროებაც დადგება ეჭვქვეშ. ამის საპირისპიროდ, პარალელურად ხდება "ნეტავ რუსები შემოვიდოდნენ" ტიპის ფიქრებისა და ეჭვების შემოტევა. ეს არის გარდაუვალი და ისევე ცხადი ფაქტი ჩემთვის, როგორც ის, რომ 2*2 = 4.
ვიმეორებ, რომ ეს უკიდურესობებია. უმრავლესობა სადღაც შუაში ვართ.


[/quote]

გვერდით რაღაც დიდი თემაა გახსნილი შუაშისტობაზე და ამ თემის მთავარი გმირია ძალიან ლამაზი, მაგრამ არც თუ ძალიან ჭკვიანი ქალბატონი.
მას ჰგონია, რომ შუაშისტია, მაგრამ მისი სიტყვები კუდივით ჩანან ერთ მხარეს.
და ცხადა, რომ ერთ მხარეს კუდგამოჩრილი, ვერ იქნება შუაშისტი.
ქართველი შუაშისტი ამ ამაჭრებულ ქვეყანაში, სადაც არავინ იცის ამ მაჭრისაგან ღვინო დაიწმინდება თუ ძმარი.
და ის არის ინდივიდუალობა საქართველოში

არ არის ის ინდივიდუალობა.
სავსეა საქართველო ამ დონის ინტელექტუალებით, მაგრამ არა ამ დონის ქალური სილამაზით.
ის თემაც იმიტომ გაგრძელდა, რომ ქალური სილამაზე და შარმი გვიყვარს ქართველებს (და არა მარტო ჩვენ)
ყველანი ინდივიდუალები ვართ საქართველოში, - გადაცოხნილი ერთი და იგივე აზრებით.
ბევრია სათქმელი და ცოტაა გამგები....
ჩემი გამგები კი არა - ჭეშმარიტების.

აუჰ, ვერ დავაქვოუთე!
ჩემი ბრალია თუ პროგრამის?

მე, როგორც ქურდული გაგებ-გამოგების კაცი, ჩემს თავზე ვიღებ გრეხებს!
პროგრამას შეეშვით, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე.
ქურდი დილანი.

Posted by: axalirevolucia 10 Sep 2012, 04:00
SCO
კარგი მასალაა 2000 წლის.
კიდევ ერთი არგუმენტი რომ მიშას მიერ ედიკას ღალატი ღალატი არ იყო.
ეს წერილი ფაქტიურად საჯარო ულტიმატუმია.
მეზარება გაშიფვრა. თავიდან წაიკითხე.

Posted by: salamander_r 10 Sep 2012, 04:09
გორბაჩოვამდე წავიკითხე და შევეშვი მერე.

yawn.gif

სად სწავლობთ ისტორიას რა საინტერესოა.




Posted by: SCO 10 Sep 2012, 13:15
axalirevolucia

შენს გადასარწმუნებლად არ დამიდია რაც დავდე smile.gif
მე ვიცი რომ შენ ასეთი პოსტის მერე ასე მალე ვერ შეგაცვლევინებ აზრს, რადგან
პოლიტიკურ ანალიზში, ან თუ გინდ მრწამსში, არსებობთ ასეთ კლასი _ პოეტური ხალხი smile.gif
ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენას შეგიძლიათ შეხედოთ მიღმა სამყაროს თვალით,
სულიერების და ვითომდა არაპრაგმატულობის კუთხიდან, გათვალოთ გაუთვლელი სვლები,
ამოიცნოთ ის ჩანაფიქრები რომლებიც პოლიტიკოსს არც კი გაუფიქრია თავის დროზე, დაინახოთ რეჟისორის სათქმელში ის
რაზეც ფილმს საერთოდ არ აქვს პრეტენზია... მოკლედ რომ ვთქვათ და ცოტა ხისტად _ გააპრაოთ ჰაეროვნად, არაგამაღიზიანებლად;
და როცა ასეთ გაპრავებაში ჩართულია არა აგრესია, უწმაწურობა და ანგარება (როგორც ეს უმეტეს გაპრავებებშია ჩართული),
არამედ ჩართავთ ხოლმე შიდა გრძნობებს _ გულწრფელობას, განათლებას, ენამოსწრებულობას, გამოცდილებას (აქ ასაკისთვის ხაზგასმა მნიშვნელოვანი მომენტია),
პირდაპირობას, ერთგვარ თავმდაბლობასაც და ა.შ.... მკითხველთა უმეტესობა თქვენეულ გაპრავებებს ცოტა სხვა თვალით აღიქვამს, ზოგი სიმპატიითაც კი იმსჭვალება. smile.gif
რაც მთავარია, თქვენ ამას ნაძალადევად და ყალბად კი არა, მართლა სურვილით და ბუნებრივად აკეთებთ (რაც ალბათ არც პლიუსია და არც მინუსი).

ზოგადად პოეტურობაში შემეჯიბრეთ ვისაც გინდათ smile.gif მაგრამ პოლიტიკასთან არანაირი ხედვა უნდა ქონდეს მიღმა სამყაროებს.
აქ საქმე მარტივადაა:
ან ხარ დემოკრატიული, ან არ ხარ.
ან ხარ კარგი კაცი, ან არ ხარ.
ან უყვარხარ ხალხს, ან არა.
ან ეშიანიათ შენი, ან არა...

დანარჩენი, რასაც ზემოჩამოთვლილებს ამას მოაყოლებ ბონუსად, იმისთვის რომ უფრო გააფართოვო თვალსაწიერი ამ პოლიტიკოსის თუ მოვლენის ირგვლივ,
ჟამთააღმწერლის ნოუთბუქში ვერ მოხვდება, უკვალოდ წაიშლება. ისტორია იტყვის ან კის, ან არას.

მოვიდა თუ არა ბიძინა, ნაცებისადმი წინააღმდეგობის გამო, თავიდანვე გამოვუცხადე სიმპატია.
გავიდა ცოტა დრო და დავინახე რომ ეს კაცი არ იმსახურებს ჩემს ნდობას და დავახვევინე.
მიუხედავად იმისა, რო მისი ბევრი ქმედება თუ ნათქვამი დღესაც გაცილებით უფრო ლოგიკურად და მარტივად პრავდება, ვიდრე მიშასი,
და ხანდახან სურვილი ამქვს რაშიც მართალია ის მაინც გავუმართლო, მაინც არ ვიკლავ მის ნათქვამებში მიღმალოგიკების დაჭერასა და საქციელებში მიღმადემოკრატიის პოვნაზე თავს;
დღესაც რომ ვქომაგობდე მაინც იგივეს ვიზამდი.

თუმცა მიშას ვერ ელევით თქვენ ეტყობა smile.gif
ტექსტს ხელახლა აღარ ჩავუღრმავდები აქა-იქ რომ ლოგიკური ხოდებია და სიმართლე წერია, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს,
იმიტომ რომ ჯამში ჩემთვის სასაცილო და აბსურდულ მიზანს ემსახურება მთელი თქვენი პოსტი.

პ.ს. კიდევ ერთხელ წაიკითხე, პირველ ჯერზე ოპონენტის თვალით წაიკითხავდი შენო, რო იცით ხოლმე ასეთ დროს _ წავიკითხე მეორედაც...
მეტი ობიექტურობისათვის რამდენიმე ჩემზე ნაკლებად ემოციურ და უფრო პრაგმატულ (მაგრამ ჩემზე ჭკვიან) ადამიანსაც წავაკითხე
(მეტი ობიექტურობისათვის აქაც არაფორუმელები ავირჩიე)... და იგივე აზრზე ვდგავარ(თ).

თუმცა იმას არ ვამბობ, რომ თავად თემა ცუდია და დამიზნებულთან არ მიდის.

მიშა ჩემთვის მოღალატეა. კიდევ ძალიან ბევრისთვის.
ახლა წავედი, რამე ნაღდ პოეზიას გადავშლი : )

Posted by: Unlucky Jonathan 10 Sep 2012, 13:21
axalirevolucia
მადენი ხანია იუზერი ხარ და რა იცი რომ ამხელა პოსტს არავინ წაიკითხავს? smile.gif

Posted by: anichqa 10 Sep 2012, 13:36
Unlucky Jonathan
QUOTE
მადენი ხანია იუზერი ხარ და რა იცი რომ ამხელა პოსტს არავინ წაიკითხავს?

ის თუ იცი, კაცი რო პოლიტიკაში ბჭობისტვის შემოდის ,
ან 5 ან 41-იო- ნასკებიდან ხტება,
იმდენად ზარმაცი როა, კიტხვაც ეზარება
და წაიკიტხავად ურიკინებს,
ეგ სადაც ნორმად და კაი ტიპურად იტვლება, ის ქვეყანა რო უკანალში იქნება კიდე დიდი ხანი?
ცუდია, ტუ არ იცი.

Posted by: axalirevolucia 10 Sep 2012, 20:44
Denmark

საღამო მშვიდობისა.
QUOTE
მეოთხედი საკამათო მგონია, მეოთხედი კი აბსოლუტურად მცდარი. არ მაქვს იმდენი დრო, რომ სათითაოდ ყველა წინადადება და მოსაზრება გავარჩიო (იმის დრო კი მაქვს, რომ თავიდან ბოლომდე ემპათიური ყურადღებით წავიკითხო).
ჩემი აზრი თქვენს ანალიზსა და დასკვნებზე ასეთია:
1) უდავოდ კარგად ინფორმირებული და ნიჭიერი პიროვნება ბრძანდებით, სიამოვნებით გაგიცნობდით და ვიდებატებდი თქვენთან ამგვარ საკითხებზე;
2) იგძნობა, რომ საქართველო გიყვართ;
3) იგრძნობა, რომ მიშა არ გიყვართ;
4) იგრძნობა, რომ 80% თქვენი ანალიზი სიამოვნებით გააკეთეთ, 20% კი მოვალეობის მოხდის მიზნით ანდა დაკვეთის შესასრულებლად;
5) იგრძნობა, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ ქვეყანაში არ იყოს ერთმმართველობა და თქვენც და თქვენნაირებსაც ეკითხებოდნენ აზრს. მსგავსი სიტუაცია რომ არ გვაქვს, ეს ქვეცნობიერად (შეიძლება არაქვეცნობიერად) გაღიზიანებთ;
6) აბსოლუტურად გაუგებარია, ვის მისცემთ ხმას არჩევნებზე, მიუხედავად ამხელა ანალიზისა;
7) აშკარად იგრძნობა, რომ დაგიკვეთეს იმუშაოთ საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომლებზეც "მიშა მაგარიას" ძახილი არ მოქმედებს, არც დაშინება არ მოქმედებს და ძირითადად ანდა მხოლოდ ანალიზზე ახდენენ რეაგირებას;
8) იგრძნობა, რომ არ ხართ საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი და ისიც იგრძნობა, რომ ეს თქვენც კარგად იცით.

დაბოლოს მინდა გთხოვოთ, მკაფიოდ გამიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკოსები და ქვეყანა. ამ ქვეყნის 100 საუკეთესო პოლიტიკოსი რომ ერთბაშად გაქრეს ამ ქვეყნიდან, არა მგონია, ამან ქვეყანაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედოს. თავად მიშაც ერთი ჩვეულებრივი ნიჭიერი, ამბიციური და იღბლიანი პოლიტიკოსია და არა "პრეზიდენტად დაბადებული". 
* * *



QUOTE
2) იგძნობა, რომ საქართველო გიყვართ;
3) იგრძნობა, რომ მიშა არ გიყვართ;

ეს ორივე მომეწონა.
მეორე გამეხარდა კიდევაც. აქ სულ იმის მტკიცებაში არიან რომ მე მიშასადმი სუბიექტური ვარ – ანუ მისი ქარიზმის ტყვეობაში ეტქ.
სიყვარული არაფერ შუაშია, ხანდახან 3 თვე ისე გავა, მანქანიდან უკან არ გავიხედავ რომ დავინახო. არ მჭირდება, ტელევიზორშიც საკმარისადაა. სწორედ მისი ნათქვამი სიტყვებია ჩემი პოზიციის საფუძველი, და არა ის, რომ მე ვთქვათ, რაიმე თავგანწირვის თვითმხილველი ვარ ( არადა ვარ, მერვე წელი ზედიზედ 02: საათზე ადრე არ დაუმთავრებია საქმიანობა და დღეში 10 კაცზე ნაკლებს არ შეხვედრია და ალბათ დღეში 50 სატელეფონო საუბარზე ნაკლები არ ჰქონია)

QUOTE
5) იგრძნობა, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ ქვეყანაში არ იყოს ერთმმართველობა და თქვენც და თქვენნაირებსაც ეკითხებოდნენ აზრს. მსგავსი სიტუაცია რომ არ გვაქვს, ეს ქვეცნობიერად (შეიძლება არაქვეცნობიერად) გაღიზიანებთ;

ბრავო. ზუსტია.

მართლაც არ მინდა ერთმმარტველობა, მირჩევნია კარგი ოპოზიცია იყოს დამბალანსებლად ( ოღონდ დამბალანსებლად და არა რთულ სიტუაციაში ხრამში გადამჩეხავად) მე ასეთი ოპოზიცია ისევ მიშისტური მინდა – სუპერმიშისტური, ანუ რაც თქვა რომ უფრო პერმანენტული ჯიუტობით აკეთოს და გააკეთოს, და არა ფეოდალური დოღრიალა.
QUOTE
6) აბსოლუტურად გაუგებარია, ვის მისცემთ ხმას არჩევნებზე, მიუხედავად ამხელა ანალიზისა;

გაგიმხელთ, ხელისუფლებას – მე ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ომზე.

7) აშკარად იგრძნობა, რომ დაგიკვეთეს იმუშაოთ საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომლებზეც "მიშა მაგარიას" ძახილი არ მოქმედებს, არც დაშინება არ მოქმედებს და ძირითადად ანდა მხოლოდ ანალიზზე ახდენენ რეაგირებას;
შენი არ იყოს ( როგორც ეს თემა დაახასიათე) – ამ წინადადების პირველი ნაწილი ძაან სუსტია, მეორე კი ძაან ძლიერი.

QUOTE
8) იგრძნობა, რომ არ ხართ საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი და ისიც იგრძნობა, რომ ეს თქვენც კარგად იცით.

ვინც გაორებული არაა, იმან მესროლოს ქვა. კარგი?
QUOTE
სააკაშვილს კი შეეძლო ემართა დემოკრატიულად და 2-3-ჯერ ნელა, ანდა არადემოკრატიულად, მაგრამ 2-3-ჯერ სწრაფად, მაგრამ გრძელვადიან შედეგზე მეორე ვარიანტი უფრო გავიდოდა.
პირადად გია მაისაშვილისგან ვიცი, რომ სწორედ ამაზე ჰქონდა მას მუდმივი კამათი მიშასთან.
ეს პრინციპული, თუმცა საკამათო საკითხია. შეიძლება მე ოპტიმისტი ვარ და ამიტომ ვფიქრობ ასე.
თავად გია მაისაშვილმა, როცა ცოტა უკეთ გაერკვა საქართველოში, დათმო პოზიციები და შეწყვიტა მიშას მძაფრი კრიტიკა. მანაც დაასკვნა, რომ არადემოკრატიული მმართველობა - ეს მიშასთვის იძულებითი არჩევანი იყო.
მე დღემდე არ გამიკეთებია მსგავსი დასკვნები.

ძაან გამახარე ამ აბზაცით.
მომეწონა რომ ის არგუმენტი მოიტანე ჭეშმარიტების მოსაზებნად, რომელიც შენს პოზიციას არ ამყარებს, ეს შენ ჩემ თვალში მნიშვნელოვანს გხდის.
+ გამეხარდა გია მაისაშვილის პოზიციაც ამ სიტუაციაში. რომელიც გიასაც ამაღლებს ჩემს თვალში.


"ავტორიტარიზმი" თუ გინდა ძლიერი იერარქიული ვერტიკალი ჩემს თვალწინ დაიბადა და მისი აუცილებლობა სიტუაციამ მოიტანა. უფრო სწორედ შიშმა მოიტანა, დოღრიალა კატეგორიული ოპოზიცია რომ არა, ეს ვერტიკალიც არ იქნებოდა ასეთი ვეზდესუშჩიი.


QUOTE
რატომ? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში საკმარისია შექმნა ე.წ. ელექტრონული მთავრობა ანდა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან, თვითმმართველობასთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები, რომ მაშინვე მუშაობას იწყებს, როგორც დემოკრატიზაციის პროცესი, ასევე დემოკრატიის ძირითადი ფუნქციები.
კრიმინალის დამარცხების პარალელურად, განათლების რეფორმების პარალელურად კი სწორედ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართვის ტექნოლოგიური სისტემების აშენება უნდა მომხდარიყო.

მიყვარს პოზიტიური იმედიანი იდეალისტები.

ჩემი შეფასებით ჩვენი რეალობა შენს ელექტრონულ– ტექნოლოგიურ სისტემებს კიდევ ერთ უსარგებლო პიარ აბიორტკად აქცევდა.
ფრუმი ჰქონდატ ბერძნებს 22 საუკუნის წინაც, აღარ გაყვა მსოფლიო, მაინც იერარქიულ ვერტიკალს მისცა უპირატესობა.
QUOTE
შედეგად კი დღეს საქართველოში ინტერნეტიზაციის კოეფიციენტია 30%, ხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში 40-45%!
სასაცილოა, სატილარი რომ არ იყოს...

მართლა ჩამოვრჩებით სომხეთ–აზერბაიჯანს? ძაან მეწყინა, ჩვენგან მიდის კაბელი მათთან.
ანუ სადღაც მანდ მაფიაა, სხვა მიზეზი ვერ იქნება.


QUOTE
შეიძლება პოლიტიკოსმაც საკუთარი ეგო დააყენოს ყველაფერზე წინ, ყველა პრინციპსა და ღირებულებას, ყველას და ყველაფერს ხაზი გადაუსვას და ყველანაირი მეთოდებით შეიძლება ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე გადავიდეს. რაც არ უნდა მოუმზადებელი იყოს საზოგადოება, პოლიტიკოსმა უპრინციპობა ანდა საკუთარი ღირებულებების მიმართ ღალატი არ უნდა გამოიჩინოს, თორემ ვერ მიიღებს გრძელვადიან დადებით შედეგებს.

შენი შეფასებით ეს სააკაშვილს შეესაბამება?
* * *
SCO
QUOTE
სულიერების და ვითომდა არაპრაგმატულობის კუთხიდან, გათვალოთ გაუთვლელი სვლები,
ამოიცნოთ ის ჩანაფიქრები რომლებიც პოლიტიკოსს არც კი გაუფიქრია თავის დროზე, დაინახოთ რეჟისორის სათქმელში ის
რაზეც ფილმს საერთოდ არ აქვს პრეტენზია... მოკლედ რომ ვთქვათ და ცოტა ხისტად _ გააპრაოთ ჰაეროვნად,


შენ წარმოიდგინე ამის შისი მეც მაქვს – უცებ ყვარყვარეში კავსაძის პერსონაჟი რომაა ის არ აღმოვჩნდე.
სამუდამო დეპრესია ზედ მაქვს.
როგორც დანიელ პრინცს ვუთხარი გაორებული კი ვარ მაგრამ ვთვლი რომ თქვეზე ( ოპოზიციაზე) ნაკლებად, ვთვლი რომ მე ამ ქაოსში ნახატს ვხედავ. ფორუმზეც ამიტომ ვარ, მინდა თქვენც დაგანახოთ.



QUOTE
ან ხარ დემოკრატიული, ან არ ხარ.
ან ხარ კარგი კაცი, ან არ ხარ.
ან უყვარხარ ხალხს, ან არა.
ან ეშიანიათ შენი, ან არა...


მე სხვა კრიტერიუმით ვაფასებ. გითხრა?
4 იყოს.
– ან ინარჩუნებ ვერტიკალს, ან ვერა
–ან შეგიძლია მოიმტერო კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი საერთო მიზნისთვის, პერსპექტივისთვის, ან ვერა
–ან შევარდნაძისავით უძვლო უკონფლიქტო ხარ, ან ბრაზობ იფურთხები აკონტროლებ და იღრინები
– ან გწამს რომ შეძლებ და ხტუნავ ბაყაყი რძიან ვედროში, ან არა.


ღვედს რომ ვიკრავ მანქანაში, ყოველ ჯერზე ვიგესლები – სააკაშვილისსსს!
მაგრამ ვამაყობ რომ ქარტველებმა ეს მაიმუნის ტესტი დავძლიეთ – ღვედებს ვიკრავთ.


QUOTE
იმიტომ რომ ჯამში ჩემთვის სასაცილო და აბსურდულ მიზანს ემსახურება მთელი თქვენი პოსტი.

გაგიმეორებ ჩემი პოსტის აბსურდულ მიზანს – ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც ძმაკაცს ძმაკაცის ღალატი არ ეპატიება. სადაც ნდობას საპასუხოდ პატივისცემა და პასუხისმგებლობა მოყვება.

* * *
salamander_r
QUOTE
გორბაჩოვამდე წავიკითხე და შევეშვი მერე.



სად სწავლობთ ისტორიას რა საინტერესოა.


საკუთარ სავარძელში, ტელევიზორის წინ.

Unlucky Jonathan
QUOTE
axalirevolucia
მადენი ხანია იუზერი ხარ და რა იცი რომ ამხელა პოსტს არავინ წაიკითხავს?

არადა ქე აჩოჩდა მეექვსე გვერდზე. ყოფილან ჩემს გარდა მაზოხისტი კირკიტები.

anichqa
QUOTE
იმდენად ზარმაცი როა, კიტხვაც ეზარება
და წაიკიტხავად ურიკინებს,


ხო, მე მგონი ზოგს +30 კი არა, +90 ნიშანი უნდა დაუდო ბარიერად.

Posted by: SCO 10 Sep 2012, 21:48
axalirevolucia
QUOTE
– ან ინარჩუნებ ვერტიკალს, ან ვერა
–ან შეგიძლია მოიმტერო კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი საერთო მიზნისთვის, პერსპექტივისთვის, ან ვერა
–ან შევარდნაძისავით უძვლო უკონფლიქტო ხარ, ან ბრაზობ იფურთხები აკონტროლებ და იღრინები
– ან გწამს რომ შეძლებ და ხტუნავ ბაყაყი რძიან ვედროში, ან არა.


მე მჯერა, რო შენ უკეთესი ოთხი პუნქტის მოფიქრებაც შეგეძლო, smile.gif
განსაკუთრებით ბოლო ორზე უკეთესის მოფიქრება არ იქნებოდა ძნელი.

QUOTE
ღვედს რომ ვიკრავ მანქანაში, ყოველ ჯერზე ვიგესლები – სააკაშვილისსსს!

ეგ ერთხელ უკვე თქვი შენს რომელიღაც თემაში და იმ ერთ ჯერზე გულიანადაც გამეცინა და დაგილაიქე კიდეც,
მაგრამ შენ თუ მიშაზე ყოველ მეორე საუბარში ამ "შუტკას" ხმარობ და თუნდაც ხუმრობანარევად ამყარებ პატარა მაგალითით დიდ აზრს,
მაშინ ჩემი დისლაიქები შენს იდეოლოგიას და ერთფეროვნებას smile.gif

QUOTE
ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც ძმაკაცს ძმაკაცის ღალატი არ ეპატიება

აპოკალიპტური ლირიკა ზედმეტია, არ გინდა სოციალურ ასპექტებში ზერელა გადასვლა,
როცა ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში გაქვს თემა.

პოლიტიკური ღალატი სხვა ცნებაა და ეგრე ცალსახად ვერ განაზოგადებ.
რაც შეეხება ძმაკაცურ ღალატს, როგორი ზნედაცემული და დავრდომილი საზოგადოებაც არ უნდა ვიყოთ,
რა რა და ძმაკაცობის ღალატს იშვიათად თუ შეარჩენს ვინმე ვინმეს. ყოველშემთხვევაში მართლა სამოქალაქო საზოგადოებაში;
აი პოლიტკაში თუ მაგ მხრივ ვერა გვაქ საქმე ხუთიანზე, არც ეგაა ახალი ამბავი, იმიტომ რომ, ნაპოლეონის არ იყოს,
პოლიტიკას აქვს გონება და არა გული. სადაც გულია რაა, იქ არც ღალატია ტრაგედია და არც უღალატობაა გმირობის ტოლფასი;
უღალატო პოლიტიკოსი კი გამოდის ინდივიდი, რომელსაც უბრალოდ ჯერ არ დაუწერია აქტივში ღლაატის "პწიჩკა",
თორემ პირვლეივე საჭირო შესაძლებლობას გამოიყენებდა დაუფიქრებლად.
ასე რომ, ღალატი, გადაგდება, ცილისწამება, დაცინვა, დემაგოგია და ლიცემერობა მანდ ნორმალური მდგომარეობაა.
გამონაკლისები _ ერთეულებია. შენ კი ფაქტია ერთეულებზე არ გაგიხსნია თემა.
მეგობრულად გირჩევდი, რომ ტაკიმასხარა პოლიტიკოსების საქციელს მთელ საზოგადოებაზე ნუ განავრცობ.

QUOTE
ვამაყობ რომ ქარტველებმა ეს მაიმუნის ტესტი დავძლიეთ – ღვედებს ვიკრავთ.

როგორც მიშიკო იტყოდა _ ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა!
წინ, მეგობრებო, წინ! smile.gif


Posted by: axalirevolucia 11 Sep 2012, 01:08
SCO
QUOTE
არ გინდა სოციალურ ასპექტებში ზერელა გადასვლა,
როცა ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში გაქვს თემა.


არ გადავდივარ სოციალურსი, პოლიტიკოსებს შორის რალატზეა ეს თემა.

როგორც შევატყე, შენ მათ არგუმენტებს ( იმან უღალატა სამშობლოს, მე სამშობლოს ერტგული ვარ, ამიტომ განვუდექი მას თქვენი სიყვარულით) ღებულობ.

არადა ცრუარგუმენტებია ეგ.

99%-ში.

უბრალოდ გაბრექვის დიდი შანსი დაინახეს და ძველი მეგობრის/ლიდერის დამარცხების ალბათობა თავის სასარგებლოდ შეაფასეს.
QUOTE
ასე რომ, ღალატი, გადაგდება, ცილისწამება, დაცინვა, დემაგოგია და ლიცემერობა მანდ ნორმალური მდგომარეობაა.

არ უნდა იყოს მერე, ხალხმა უნდა გამოიტანოს ვერდიქტი - მოღალატე ლიდერადაც არ გვინდა.
QUOTE
მაშინ ჩემი დისლაიქები შენს იდეოლოგიას და ერთფეროვნებას

მივიღე ეს ლიტერატურული კრიტიკა, კაი.
* * *
http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=4834&lang=geo

პოლიტ ღალატს ეხება.
მიშა ბიძინას პირად მოღალატედ არ განიხილავსო.

მეც ეს მეწერა პირველ პოსტში. ბიძინა პირადი მოღალატე არ არის.

Posted by: re_vera 27 Jan 2013, 02:05
axalirevolucia
QUOTE
პოლიტ ღალატს ეხება.


რად დაგვივიწყე.....

user posted image

Posted by: dega 27 Jan 2013, 15:49
мартла сад даикарга ахали конституциа киарада револуциа хом ар ицит
??

Posted by: axalirevolucia 11 Jul 2013, 10:43
dega
re_vera




re_vera
არადა, დავბრუნდი და შენ მაინც არ მწყალობ თემებში.

დეგას 10-ანი.


мартла сад даикарга ахали конституциа киарада револуциа хом ар ицит



ვაააააააანალიზებდი.
და




გავააააააანალიზე.

Posted by: re_vera 11 Jul 2013, 16:59
axalirevolucia
QUOTE
re_vera
არადა, დავბრუნდი და შენ მაინც არ მწყალობ თემებში.


კარგია შენ მაინც რომ დაბრუნდი chups.gif :აბანაცებივეღარასოდესდაბრუნდებინდააა pop.gif

Posted by: Unlucky Jonathan 11 Jul 2013, 17:02
axalirevolucia
ვიზე გაქვს ეჭვი რომ წაიკითხავს ამხელა პოსტს მაინტერესებს.

ხალხი ტოლსტოის და დოსტოევსკის არ კითხულობს და. (ნუ ზოგი პატრიოტული მოსაზრებით smile.gif )

Posted by: re_vera 11 Jul 2013, 17:05
Unlucky Jonathan
QUOTE
ვიზე გაქვს ეჭვი რომ წაიკითხავს ამხელა პოსტს მაინტერესებს.


ჩონჩხის მზერა კითხულობს-ხოლმე ძირითადად wink.gif love.gif

Posted by: iakhsari 11 Jul 2013, 17:08
Tom Brady
QUOTE
და უკვე მერამდენედ მიჩნდება კითხვა - რატომ იღლის თავს ფორუმის ეს მომხმარებელი ამხელა ფილარმონია ტექსტების წერით ...

smile.gif))

თან როგორც ვიცი ექიმია.....

ხოდა მიხედოს ავადმყოფებს....ვფიქრობ ბევრად უკეთესი საქმეა, ვიდრე ამხელა პოსტების გამოცხობა smile.gif)))

axalirevolucia
QUOTE
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება,


რატომ...რატომ?
biggrin.gif

Posted by: Joker13 11 Jul 2013, 17:10
ამ კაცს წერის ნიჭი აქ

up.gif ........

Posted by: dzuku71 11 Jul 2013, 17:22
axalirevolucia
QUOTE
მოჭიდავე რეკეტიორების დაჭერის საპროტესტო მღელვარება).

ისე ისიც ჩაგემატებინა კარგი იქნებოდა: ეს მოჭიდავე რეკეტიორები ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალებზე,რომ მუშაობდნენ( რევაზიშვილი საგარეჯოში და დავითაშვილი ახმეტაში ზვიადაურის წინააღმდეგ,ანუ იმ კაცის წინააღმდეგ რომელიც გვერდში დაუდგა და ამით გადაიმტერა სააკაშვილი. იგივე იქნებოდა დემეტრაძეს კალაძის წინააღმდეგ რომ ემუშავა) გუშინდელი კაკოია ბობოხიძის საქციელი რას გაგონებს?

Posted by: MasterJC 11 Jul 2013, 17:31
axalirevolucia
კაცურად
შენ სიტყვებში გიხდიან, აბზაცებში, გვერდებში, თემების რაოდენობაში, ვიზიტორებშI, ზედ მოყოლილ კომენტარებში თუ არის კიდე რაიმე დათვლის ერთეული?

რა გაწერინებს ამდენ აბდაუბდას
სულ ორჯერ წავიკIთხე შენი ანწერი და იმისთანა რამეს წერ, ვორნლოგს და ნერვებს ვუფრთხილდები და მაგ სისულელეებს აღარ ვკითხულობ
არ გიდნა ბექსესასთან გადაბარგდე ან ყვარყვარესთან? მგონი მაგათ უკეთესი ანაზღაურება აქვთ
QUOTE

QUOTE (kaatinga @ 8 Sep 2012, 01:46 )
წაიკითხა ვინმემ ?


ხუმრობთ?

რა თქმა უნდა - არა

Posted by: pirdapiri 11 Jul 2013, 18:04
ნეტა რამდენმა ადამიანმა წერა??? wink.gif lol.gif
ფაქტია ენერგია და ელექტრო ენერგია biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 11 Jul 2013, 18:13
რიტორიკით ,კამუფლირებული" ლოგიკური ჩავარდნები.
თავისთავად საინტერესოა ასეთი ხედვაც.
(ცხადია, ბოლომდე ყურადღებით წავიკითხე) smile.gif

Posted by: Hallelujah 11 Jul 2013, 18:15
მე წავიკითხე
ბოლომდეეე bis.gif bis.gif bis.gif
-----------------------

Posted by: ushisha 11 Jul 2013, 18:17
რაო? რა მინდაო ბოდღო ამ კაცმა?!! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: mister gibbs 11 Jul 2013, 18:19
kaatinga
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

ეს რო წავიკითხო შვებულება უნდა ავიღო

Posted by: cx3gma 11 Jul 2013, 19:04
წავიკითხე და ვეთანხმები ავტორს. თუმცა უნდა ავღნიშნო რომ საჭიროა გაიმიჯნოს პირადი ღალატი პოლიტიკური პრინციპების ღალატისგან. ასევე, თუ ძლიერი ლიდერი ხარ არ უნდა მისცე მოღალატეს ღალატის შანსი.
მაგალითისთვის ავიღოთ გამსახურდია რომელიც ვერ იყო ძლიერი ლიდერი რის გამოც მას რეკორდული ტემპით უღალატეს. მიშას უფრო ნელი ტემპით მაგრამ ეს მისი ბრალია. მე იმოტომ არ მიმიცია მისთვის ხმა რომ მისი პრეზიდენტობის დროს ორი პრემიერი (ნინო და ნოღაიდელი) მტერს კარზე ეახლოს და ეალერსოს. უძახე მათ მოღალატეები თუ გინდა მაგრამ მოღალატის იარლიღის მიბმით კარგი ლიდერი ვერ მოიხსნის თავიდან პასუხისმგებლობას.

Posted by: kaatinga 11 Jul 2013, 23:28
mister gibbs
რა მაგარი ნიკი გაქვს მისტერ გიბს smile.gif

Posted by: Unlucky Jonathan 11 Jul 2013, 23:56
iakhsari
არა ციტატა წავიკიტხე და ეს მისა ტანკს როდის გადაეფარა გამაგებინეტ ერთი. smile.gif

აი სევარდნაძEზე ყველაფერს იტყვის კაცი მაგრმა მსისარააო ამგას ნაღადდა ვერა.

Posted by: erfiro 12 Jul 2013, 00:23
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

მეც კაი გამოქლიავებული ვარ, მარა ინტერესი ოხერი რამეა biggrin.gif
ნეტა ბიბინას ვისი ღალატი უნდა შესტენოს-თქვა და აჰა... lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს.


ბუჯო, ნიურევოლუშენ, პოლიკლინიკაში კაი ექიმი არავინ გყავთ? ეჩვენე რა... biggrin.gif

P.S. ფრანგი რო საქართველოს ვერ უღალატებს - თუ იცი შენ?! biggrin.gif

Posted by: dylan 12 Jul 2013, 00:33
axalirevolucia
ვერ წავიკითხე, მაგრამ ვფიქრობ ეს მოუხდება:



იქნებ ესეც...



და იქნებ ესეც?

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10200185595146546&set=a.1237833269914.2033974.1351711843&type=1&relevant_count=1

Posted by: BASKO 12 Jul 2013, 00:53
ჰოდა რა გასაკვირია ღალატის ასეთი მაშტაბურობის პირობებში იცოდე შენი თანამებრძოლების ფარული ძრახვების შესახებ. ანუ თვალტვალი გამართლებულია რათა სამშვიდობოს გახვიდე

Posted by: axalirevolucia 12 Jul 2013, 09:34
ხო, მეც კი ვერ წავიკითხე ჩემი დაწერილი, რაამბავია.





ღალატს რამდენიმე მახასიათებელი აქვს,
1. ღალატობენ მას ვისგანაც პირადი ნდობა ჰქონდათ მოპოვებული
2. ღალატობს ის, ვინც წონა და რენომე იმით მოიპოვა, რომ თავისი ღალატის ობიექტმა ის მნიშვნელობანი გახადა
3.ღალატის აქტი ხდება იმ მომენტში, როდესაც ობიექტი რწმუნდება, რომ საღალატო ობიექტის საქმე წასულია და მას პირადად გარანტირებულად მიუვა ახალი ძალა, რომელიც მანამდე ფორმირებას ცდილობდა და ლიდერი არ ჰყავდა
4. ღალატი მოულოდნელია. ღალატის დეკლარაციამდე მოღალატე ინარჩუნებს კარგ პოზიციას ღალატის ობიექტთან და მხოლოდ მაშინ ააშკარავებს თავს, როცა თვლის რომ ორი ჯოკერი აქვს, თუ მას სხვა კარტი მიუვა, ის დარჩება ღალატის ობიექტის გუნდში და დაელოდება უკეთეს რასკლადს საკუთარი პერსონის მნიშვნელობის აღზევებისთვის.
5. ღალატის შემდეგ მოღალატე კარგავს ღალატის ობიექტის თანამებრძოლობის სტატუსს და იმ ბრძოლების რეგალიებს ანულებს, ხშირად პირიქით, საკუთარ სივიში ჩასწერ მოგებული ბრძოლების თანამებრძოლობის დაფნის გვირგვინს წვავს და იმ ბრძოლებს მტრის რაკურსით უყურებს, აღიარებს, რომ თანამებრძოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ბუტაფორია იყო და გულში მეტოქეს გულშემატკივრობდა.
6. იმისათვის რომ Qვეშევრდომმა უღალატოს, ღალატის ობიექტი ზემდგომი იმდენად უნდა გაიხლართოს პრობლემებში და დასუსტდეს, რომ მანამდე პირმოთნე ქვეშევრდომმა ღალატი გაბედოს.
6. მოღალატეს თავიდან ხალხი სკეპტიკურად უყურებს, მისი პოზიციას ნათამაშებად თვლის, მაგრამ მოღალატე მანამდელ " ერთგულ მეგობარს და თანამებრძოლს" ყველა რადიკალზე უფრო რადიკალურად ებრძვის, ქამრის ქვემოთ ურტყამს და ამით საკუთარი გულწრფელობის აღიარებას შოულობს.
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი.

შიდა პოლიტიკაშიც ასეეა, და ეს ჩვენს თვალწინ ათჯერ განმეორდა.





ეს არდადეგებზე მაშინ, 1 სექტემბრამდე იკითხეთ.

Posted by: GEORGIA007 12 Jul 2013, 11:39
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

facepalm.gif

Posted by: Unlucky Jonathan 12 Jul 2013, 14:48
GEORGIA007


და ეს უცნაური ფრაზა - ძაღლი ადამიანის მეგობარია. smile.gif

Posted by: mister gibbs 14 Jul 2013, 13:29
kaatinga
QUOTE
რა მაგარი ნიკი გაქვს მისტერ გიბს

მადლობა smile.gif ერთხელ უკვე აღნიშნე smile.gif

Posted by: kaatinga 14 Jul 2013, 14:53
mister gibbs
არ მომბეზრდება biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)