forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფოტო-გამოფენები ფოტო-კონკურსები, მათი ანონსი და განხილვა
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14855
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 8 Jun 2015, 23:17  #44828210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გელით smile.gif

user posted image

This post has been edited by Ania on 8 Jun 2015, 23:21


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..

მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge
sanfol
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8088
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 10 Feb 2016, 17:41  #46970870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში გაიმართება ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება უცხოეთშიც, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1.დოკუმენტური სერია

2.რეპორტაჟი

3.კონცეპტუალური ფოტოპროექტი

4.ერთი კადრი/One shot/

5.მობილური ფოტო

საპრიზო ფონდი იქნება 6 000 აშშ დოლარი, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი - მობილური ტელეფონი iPhone-ის ბოლო მოდელი.

ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.. პრემიალური თანხა არის 500 €. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge

............

სად უნდა გავაგზავნოთ ფოტოები ხომ არ იცით?
Kattarina
V I O L E T


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2073
წევრი No.: 45963
რეგისტრ.: 7-November 07

გამოგზავნილია: 11 Feb 2016, 01:09  #46975064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ....

http://www.kolga.ge/#/rules/
პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ 10 თებერვლიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

ფოტო პროექტების თემატიკა შეზღუდული არ არის.

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. დოკუმენტური სერია
2. რეპორტაჟი
3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი
4. ერთი კადრი/Oneshot/
5. მობილური ფოტო

კითხვებით მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge



--------------------
If you lie to the computer, it will get you (Perry Farrar)

“The Internet? Is that thing still around?” (Homer Simpson)

Bazinga!!!
JorJe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7658
წევრი No.: 93380
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2016, 15:10  #47022193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"


--------------------
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta

მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX
JorJe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7658
წევრი No.: 93380
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2016, 15:14  #47022224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"
inamura7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 220001
რეგისტრ.: 18-June 16

გამოგზავნილია: 29 Jul 2016, 13:38  #48461948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, გალერეა "ვერნისაჟში" გაიმართება მზია ლეკვეიშვილის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ძველი, ასევე ფოტოგრაფის უახლესი ნამუშევრები. გამოფენა გაიხსნება 19:00 სთ-ზე.
მისამართი: კ. აფხაზის ქ.N49 (ყოფილი ლესელიძის ქ.)

მხარდამჭერები: გალერეა "ვერნისაჟი", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0181 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]