ძიუდოს მასტერსის ახალი იდეა:
* მონაწილეობას იღებენ რეიტინგის პირველი 10 ჯუდოკა (იგივე პრინციპი, რაც მასტერსზე. თუ ვინმეს არ უნდა - რეიტინგით შემდეგი გამოვა)
* ძიუდოისტები ერთმანეთს გაეჯიბრებიან წრიული სისტემით და გამარჯვებული გამოვლინდება ისე, როგორც სუმოში - ვისაც მეტი მოგება ექნება
* ვინაიდან თითოეულს უწევს 9 შეხვედრა და ეს ერთი დღისთვის ძალიან ბევრია, მითუმეტეს სულ ტოპები, ერთი წონის შეჯიბრი გაიყოფა ორ დღედ
* სამშაბათი: ქალები -48 და -52 კაცები -60 --- 5-5 ტური ანუ 75 შეხვედრა
სამშაბათი: ქალები -57 და კაცები -66 4-4 ტური ანუ 40 შეხვედრა. - სულ 115 შეხვედრა სამ ტატამზე არაა ბევრი
* ოთხშაბათი: -63 და -73 --- 5-5 ტური -70 და -81 --- 4-4 ტური
* ხუთშაბათი: -78 და -90 --- 5-5 ტური +78, -100 და +100 4-4 ტური
* პარასკევს სამშაბათის დარჩენილი ტურები, შაბათს - ოთხშაბათის და კვირას - ხუთშაბათის
* გამარჯვებული გამოვლინდება მეტი მოგებით. თანაბარი მოგებების შემთხვევაში პირდაპირი იპონების რაოდენობა, ხოლო შემდეგ ურთიერთშეხვედრები. ასევე დაითვლება ვაზარებიც თუ რამდენიმემ დაასრულა თანაბრად.
* ბრინჯაო გადაეცემა მხოლოდ მესამე ადგილოსანს და სარეიტინგო ქულებიც შესაბამისად
დადებითი:
* აღარ იქნება ბადეზე წუწუნი, რეიტინგის პირველი პირველ ტურში შეხვდება ბოლოს, მერე ბოლოს წინას და ა.შ.
* ვნახავთ წონის ლიდერების საკაიფო ჯახებს
* ერთი წაგებით არ იკარგება ოქროს შანსი
უარყოფით:
* შეჯიბრი გაწელილია 6 დღედ და თითქმის სულ საინტერესო შეხვედრებია, გულშემატკივრისთვის დროის განაწილების პრობლემაა
* აღარ იქნება ფინალი
* შეიძლება ვინმემ ვინმეს უჯიგროს და დაუთმოს შეხვედრა
პ.ს. მსოფლიოს ჩაგდების ფონზე მასტერსზე მიპოვებული წარმატება ჩვენთვის ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ საერთაშორისო ძიუდომ რა დაგვიშავა.
კომენტარები შენიშვნები და ამხელა კაცს მეტი საქმე არ გაქვსები ქვემოთ
,,მაგის შემდეგ ცენტრთან იმათ ნახევარში კვარას ეუხეშენ, თითქმის 5 წუთი უქნია ორივე მსაჯს თითი მაგრამ არც იქ გაჭრა ცნობადობამ''