(სიკვდილს ვაპირებ ეტყობა და ხელმეორედ დავიწყე რაღაც-რაღაცეების ყურება :/) ჰოდა, მთავარი შეკითხვა ჩემი სულ სხვანაირია ამ ფილმზე: რატომ იყო (დღიურის) ,,გასაღები" ტესლა? (რატომ სცემდა პატივს ბორდონი ტესლას ან საერთოდ არ სცემდა, აკი დანტონს თვითონ მისცა მისკენ მიმართულება, დღიურით მოტყუება არ უნდოდა მისი?)
ან რაზე დაყრდნობით გადაწყვიტა დანტონმა ტესლასთვის მიემართა? (ჰო მიხვდა, მოატყუა პროფესორმა და მაინც გადაწყვიტა ტესლასთვს მიემართა)
ესეც მაინტერესებს, ნოლანისთვის ედისონი დანტონია და ტესლა ბორდონი? (მე ასე გავიგე, ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ თვითგაიარებაში ედისონი იყო, თავის საქმეში ნამდვილი ოსტატი ტესლა და შესაბამისად ,,ფოკუზნიკებზეც" იგივე, აშკარად უკეთესი ,,ხელების და ტვინის" მქონე პროფესორი ტესლა გამოდის)
მე ის ,,მეორე ძმა" ეშმაკი მეგონა
ბულგაკოვურად, მას შემდეგ რაც კლონების თემა ვნახე რატომ ვარ დასაძრახი
(ფილმშიც ითქვა, ეგ დროის ამბავია და ვეთანხმები პრინციპში, მაგრამ ეშმაკის გაცხადების ამბავიც შეიძლება ასევე მომავლის ამბავია, თან უფრო შორსმჭვრეტელური, ასე რომ ,,ცალმხრივ გასაიფაებას" ვერ მოვუწონებ ნოლანს, აჯობოდა ჩაეხლართა ორმხრივ რეალური ან ფანტასტიკური გამოსულიყო რამეფრად, თუმცა ჰო რელატიურია ყოვლიფერეი იყვეს როგორც ქნა ფილმს ჭირდებოდა :/). გამიკვირდა დანტონის არ იყოს, ასე მარტივი რომ აღმოჩნდა და ძმა იყო ,,უბრალოდ"
მთავარი სადაო მაინც ისაა, ვინ უფრო ცუდი კაცია და ყველა თავისი ,,ნორმატივებით" აფასებს
ჩემთვის დანტონია ,,დადებითი", რადგან პროფესორის (ან მისი ძმის, სულ ერთია, ორივეს უნდა ჰქონოდა) სინდისის ქენჯნა ,,არ მაკმაყოფილებს" დახრჩობის შემდეგ
შურისძიების გამო მესმის კაცი ამაზე წახვიდე (და გცვლის როგორც პიროვნებას)...(კი ამბობს მერე ფეხებზე მკიდიაო ცოლი – შეიძლება შეიცვალა და ამიტომ, მაგრამ ფაქტია უყვარდა და ღნაოდა ა.შ. ბოლოს და ბოლოს სახელ დანტონს არ შეელეოდა არაფრის გულისთვის, არც პრესტიჟისთვის!)
და დანტონი ,,ჯადოქრობის" არსსაც უკეთ ჩაწვდა (მიუხედავად იმისა, რომ უარესი იყო როგორც ოსტატი) და ,,პრესტიჟისთვის" სიცოცხლე გაიღო, თან არა ერთი თავისი სიცოცხლე...როგორია ამდენჯერ მოგკლას საკუთარმა თავმა? ეს იყო ნამდვილი ჯადოქარი! აი ამაშია ჯადოქრობა
(თუმცა პროფესორმა ცოლი დათმო, ძმას აძლევდა
, მაინც ,,ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო", თუმცა ისევ: სახელ დანტონს არ შეელეოდა პრესტიჟისთვის, პროფესორი ალბათ შვილსაც კი დათმობდა ამისთვის რა იცი
, ეს ჩემთვის ნიშნავს უფრო ,,ავადმყოფურად აკვიატებული" ჰქონდა, გონებით და არა გულით...ფსიქოტიპი ,,გონება" იყო ჩემთვის პროფესორი და ,,გული" დანტონი)
და მესამეც, მგონი დანტონმა ,,მოიგო", რადგან როგორც მივხვდი იმ ბავშვის ,,მამა ჩამოახრჩეს" (ძმა ალბათ ასე არ განიცდიდა შვილის დაკარგვას და მის ბედს, არც ფოკუზის საიდუმლოს გაცემას). ბორდონმა დაკარგა სიცოცხლე, დაკარგა საყვარელი ქალი, შვილი ძმას დაუტოვა (ანუ ესეც რაღაც მხრივ დაკარგა, შვილმა დაკარგა მამა...). დანტონმა კიდევ ,,ბოლო კოპიაც მოისპო" (ჰო შეეძლო შემოენახა
, ბოლოს ისე მთავრდება იქნებ ცოცხალიც არის, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის ჩემთვის, უბრალოდ უფრო ადემონურებს ცოლის დამკარგავ დანტონს, უკვე შეცვლილს ,,რომელიც ხელს გაისვრიდა". მოკვდა თუ იცოცხლა, ორივეზე მოგებულია პროფესორთან. ერთში საკუთარ მორალთან აგებს, მაგრამ როგორც ,,ილუზიონისტი" იგებს და მეორეში ილუზიონისტად აგებს ზოგადად და პირადში აგებს ორმაგ პროფესრთან, მაგრამ ნებაყოფლობით და ზე-კაცური საქციელი გამოუდის)
მინდა ვთქვა, ცუდი კაცია პროფესორი, რადგან ბრძოლას ის იწყებს რეალურად (და თითების გამო რომ იწყებს, ეგ ადასტურებს, რომ სინდიდი არ ქენჯნიდა იმ ქალის დახრჩობის გამო)
თუმცა ცუდად 99% ძმამ შეუკრა და ვერ ვიტყვი რომ იმდენად ,,ცუდზე უარესია" პროფესორი, საკუთარი ცოლიც გაწირა რომ ძმის საიდუმლო არ გაემხილა და აქაც არ გაამხელდა, მე არ ვიყავი ძმა შეცდაო...(თუმცა ეს მგონი არც არაფერს წყვეტს, ერთმა იცის რომ მის გამო მოკვდა ქალი და არ ამხელს, მეორე არც ინტერესდება ამით და ორივეს ,,პრესტიჟი" ურჩევნია სხვისი ცოლის სიცოცხლეს)
პ.ს. აგენტი სმიტობა მოესურვებინა დანტონს
პ.პ.ს. რაღაც შეიძლება (სულ თავისუფლად) არასწორად გავიგე და ჩვენება ახალი ,,განათლების" შემდეგ შეეიცვლება ალბათ ჩემი, სიამოვნებით ვნახავდი ამ ფილმის ,,ახსნებს"
, სად დევს რამე ,,ესე"?
(თუმცა მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ბეილი ჩემი სიმპათიაა, ჯეკმენი ანტიპათია როგორც მსახიობები, ამ ფილმში მიანც ჯეკმენის უფრო ,,ადამიანური" პერსონაჟი მეტ სიმპათიას აღძრავს ჩემში, ვიდრე ,,ცივი პროფესიონალი" ბეილი...გავიმეორებ ,,სხვები გაწირა" პროფესორმა ,,საქმისთვის", მერე რა თუ ,,სიყვარული"...საკუთარი თავის გაწირვა მეტია, მითუმეტეს დანტონს მასზე დიდი ეგო ჰქონდა, მაინც გაწირა თავი...პროფესორი ისეთი ,,ცივი" იყო, ეგეც კი არ ტანჯავდა რომ თავი ჩამოიხრჩო ცოლმა, ეგეთი ტიპი იყო (ესს არ ნიშნავ ცუდსაც, უბრალოდ ეგეთი ტიპი რა...,,ქვისგულა"), დანტონი კიდევ ემოციებზე, ადამიანური იყო, ,,შეძრულს" შეეძლო მარტო ,,ცოლი გაეწირა" (,,ხელი გაესვარა", თუმცა ამ ,,ხელის გასვრასაც" უფრო ,,ადამიანურდ" აკეთებდა, უფრო განიცდიდა...მტრედის არ-მოკვლაც კი ახარებდა, განიცდიდა ,,სხვა დანტონების" სიკვდილს როგორც ადამიანს, მასში იყო ტკივილად ყველანაირად ჩანს. არ განიცდიდა პროფესორის ჩამოხრჩობას, ასე რომ მთლად ანგელოზიც არაა :დ, თუმცა პროფესორი საერთოდ არაფერს განიცდიდა და ნიშნს უგებდა, ამიტომ კაცმა რომ თქვას ,,ღირსია" კოპიამ შემონახულმა ბოლო მოუღოს
თუმცა ალბათ არ იზამდა მაგას დანტონი, რადგან ეგრეც არ დაცემულა ,,პირადში გადაეყვანა" აქაოდა მე შენ მოგკალი მე დავრჩი შენ წააგე მე მოვიგეო – ეს ძმებმა გააკეთეს.
ყველა დროის ყველაზე პათეტიკური ფილმია და მართლა ფსკერთან ვარ, ფილმებზე ყველაზე დიდი პოსტი ამაზე რომ დავწერე