ამერიკელი ჯიგარი რეჟისორია, ბევრი სისხლები, მკვლელობები და სასპენსები ევასება
ჯერჯერობით გადაღებული აქვს სამი ფილმი.
პირველი, Murder Party - კრედიტკარტების დაცარიელების და კიკსტარტერით დაფინანსებული ფილმი, gory ფილმები ვისაც უყვარს მოეწონება. ჯიგარი მარტოა ჰელოუინზე, იპოვის მოსაწვევს, წავა ფართიზე და ამბები დატრიალდება იქ.
მეორე Blue Ruin - ძალიან მაგარი ფილმი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. საკმაოდ ნელი, სერიოზული ატმოსფერული ტრილერია. კრიტიკები გაგიჟდნენ და გადაირივნენ ამ ფილმზე, 2014 წლის ბევრ ტოპ ათეულში მოხვდა.
წუხელ ვნახე ჯერჯერობით ბოლო - Green Room. აწ გარდაცვლილი ანტონ იელცინი თამაშობს. ესეც Murder Party-ს სტილშია, ოღონდ ბევრად უკეთესი. პანკ როკ კამანდა ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდება ნეო-ნაცისტების სასტავში. ძალიან მაგარი ფილმია ესეც, რეკომენდირებულია
აწი მისცემენ დიდ ბიუჯეტს ამ საკმაოდ ნიჭიერ ტიპს და მართალია ესეთ სისხლიან რაღაცეებს ვეღარ გადაიღებს, მაგრამ იმედებს არ გაგვიცრუებს.
ჰა აბა, გაქვთ ნანახი ვინმეს რამე?
This post has been edited by Metallica Loverman on 1 Jul 2016, 03:47