ჭკვიანურს ვაკეთებ რომ ცდუნების მიუხედავად,ფილმის ნახვამდე აქ თემას არ ვკითხულობ და შემდეგ ჩავუჯდები ხოლმე
ნახევარმა უბრალოდ შეიარა ალბათ და გამოვიდა გარეთ,არც დაფიქრებულა რაზე მივიდა ან რატო
საოცარი ფილმია,ახლაც ემოციებში ვარ და ჯერ კიდევ ვაანალიზებ თავში სიუჟეტებს და სცენებს.
სასწაული ალეგორიაა და საოცრებაა,არონოფსკი ათეისტია და ამის ფონზე ასმაგად გაკვირვებული ვარ.
საოცარი ბიბლიური და რელიგიური სცენებია
ძალიან ბევრი სიმბოლოები და ა.შ.
მთავარი გმირი რო ღმერთის ალეგორიაა,ეს ცხადია,ყველაფერს იტანს,ყველაფერს იღებს
ქალი ან დედის სიმბოლოა,ან ღვთისმშობლის,რადგან ჩასახვის სცენაც არის და ორსულობის,დედის თემაა აშკარად
იმ ძმების შემოცვენა და ის სცენა,რა თქმა უნდა კაენი და აბელია
მაგათი მშობლები კი ადამი და ევა ( ღმერთი უთმობს სახლს,მიიღებს და ესენი როგორ იქცევიან + აკრძალული ხილის პარალელი იყო იმ ოთახში შესვლა და იმ კრისტალის გატეხვა,თხოვნის მიუხედავად შევიდნენ მაინც და დაიმხეს იქაურობა + მათივე სექსის სცენა)
დანარჩენი ის სცენები რაც იყო,ყველაფერი გამოხატავდა რაც ხდებოდა და ხდება დედამიწაზე,ომები,სიკვდილი,დაპირისპირბები და ა.შ.
ის ღრეობის დროს წყლის ამოხეთქვა და გამოსხმა,ალბათ დიდი წყალდიდობის პარალელი იყო.ბავშვიც ქრისტეს დავამსგავსე შინაარსით
მოკლედ ჯერ კიდევ მინდა რამდენჯერმე ვნახო,კინოთეატრში მინდოდა უბრალოდ პირველად ნახვა,რასაც ველოდი იმაზე 100 ჯერ ძლიერი ნამუშევარია,ვგიჟდები ასეთ ფილმებზე,რო დაგაფიქრებს და ჩაგითრევს
This post has been edited by Dima Fan on 17 Sep 2017, 01:51