„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ (15) – 12 სერიაში მოქცეული დეტექტიური ისტორია ყოველ კვირას საქართველოს პირველი არხის ეთერშია. ის „დომინოს პრინციპით“ იქნება აგებული, მოვლენები ერთმანეთს მიეწყობა და კვანძი მხოლოდ ბოლო სერიაში გაიხსნება.
მიუხედავად წმინდა დეტექტიური ისტორიისა, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი დინამიზმისა და დაძაბულობისა, სერიალში გვხვდება რომანტიკული და მელოდრამული გადახვევებიც, თუმცა „სასპენსის“ მომენტი არც ერთ სერიაში არ დაიკარგება.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართული და რთულად პროგნოზირებადია, ის გასაგები იქნება ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.
მთავარ როლებში – ანა მატუაშვილი, გიორგი გრძელიძე
დამდგმელი რეჟისორი – ბესო სოლომანაშვილი
იდეის ავტორი – ილია ჯიბღაშვილი
სცენარის ავტორები – ილია ჯიბღაშვილი, მაია ბურჭულაძე
დამდგმელი ოპერატორი – თემურ მაჭარაძე
აღმასრულებელი პროდიუსერი – ბესარიონ ძანაშვილი, დევი რაზმაძე
კომპოზიტორი – ირაკლი ჩაჩუა
ხმის რეჟისორი – ნიკა ჭავჭავაძე
დამდგმელი მხატვარი – გურამ ნავროზაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – სოფიო იოსებიძე
ოპერატორები – გორგასლან ხაინდრავა, ვასილ დოლიძე
განათება – ბაჩო ფირცხალაიშვილი
კასტინგი – ეკა მჟავანაძე, თამარ სოლომანაშვილი
გრიმი – ლინა ჩიკვაიძე
როლებში: ივანე ქურასბედიანი, ანი იმნაძე, თემურ გოგიძე, ტიტე კომახიძე, დავით დარჩია, დავით გელაძე, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე შენგელია, გიორგი ცაავა, ანდრია გველესიანი, დავით ჯაყელი, დავით როინიშვილი, ნიკა გორდეზიანი, დავით ხახიძე, ვასილ ბახტაძე, დავით გიგოლაშვილი, ეკა მჟავანაძე, ბესო მეგრელიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ლინდა კიკოლაშვილი, დავით დოლიძე, ბადრი ტაბატაძე
ყველა სერია იუთუბ არხზე:
https://www.youtube.com/channel/UCkIgtu2SjJMxSqxfCpQoZOA