Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ოსტეოქონდროზი


Posted by: mako_auh 20 Feb 2006, 22:43
ვინც რა იცით, მითხარით რა. ან რუსულად როგორ იქნება ეგ თუ იცით. მადლობა წინასწარ... smile.gif

Posted by: kuna 20 Feb 2006, 22:44
mako_auh
რუსულადაც ასე გამოითქმის.

Posted by: mako_auh 20 Feb 2006, 22:45
kuna
მადლობთ. და ისე რა დაავადებაა თუ იცი?
* * *
el tanke
გასაგებია... შენ ექიმი ხარ? და მკურნალობას საჭიროებს თუ თავისით გაივლის? biggrin.gif თუ კი, ხომ არ იცი რა სახის

Posted by: ტანკე 20 Feb 2006, 22:55
უფრო მარტივად რომ ვთქვა ხრტილის დაცილება ხდება ძვლისაგან
ოსტეოქონდროზი არის ძვლის(ძირითადად ეპიფიზის) სისხლმომარაგების დარღვევა და ლოკალური ნეკროზი,ძვლის შემდგომი ზრდით და დეფორმაციით.

Posted by: kuna 20 Feb 2006, 22:57
QUOTE
მკურნალობას საჭიროებს თუ თავისით გაივლის?

საჭიროებს, განსაკუთრებით გამწვავების დროს.

Posted by: PFU 20 Feb 2006, 23:06
QUOTE
ვინც რა იცით, მითხარით რა. ან რუსულად როგორ იქნება ეგ თუ იცით. მადლობა წინასწარ... 

მიდი ექიმთან... მაგასთან ხუმრობა და სუჯუკ ტაი ხალხური მკურნალობები არ შეიძლება!!! რუსულად ოსტეოხონდროზი ქვია wink.gif biggrin.gif...

Posted by: Trulala 11 Sep 2006, 22:10
მოკლედ რა... მჭირს ზემოთხსენებული დაავადება თან კარგა ხანია.... თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე უფრო და უფრო შემაწუხა და მაშინ გავიგე რომ კისრის ქვედა მალებსი ტკივილი დაავადება ყოფილა. ვწუხდები მცირე დატვირთვაზეც კი, დიდხანს ფეხზე დგომა და სიარულის შემდეგაც მტკივდება ეს მალები... ზამთარი კი ჯოჯოხეთია, კურტკა და 5 ჯემპრი რომ მაცვია საშინელი ტკივილები მეწყება ფეხით სიარულისას.
მირჩიეთ ამ დარგში სპეციალისტი და მკურნალობა რა სახისაა? მასაჟები და რამე?

Posted by: daitio 11 Sep 2006, 22:13
Trulala
მოდი...wink.gif
-----------------------------------
-------------------------------------
------------------------------------

Posted by: tikusha 20 Sep 2006, 20:53
QUOTE (Trulala @ 11 Sep 2006, 23:10 )
მოკლედ რა... მჭირს ზემოთხსენებული დაავადება თან კარგა ხანია.... თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე უფრო და უფრო შემაწუხა და მაშინ გავიგე რომ კისრის ქვედა მალებსი ტკივილი დაავადება ყოფილა. ვწუხდები მცირე დატვირთვაზეც კი, დიდხანს ფეხზე დგომა და სიარულის შემდეგაც მტკივდება ეს მალები... ზამთარი კი ჯოჯოხეთია, კურტკა და 5 ჯემპრი რომ მაცვია საშინელი ტკივილები მეწყება ფეხით სიარულისას.
მირჩიეთ ამ დარგში სპეციალისტი და მკურნალობა რა სახისაა? მასაჟები და რამე?

რა ქენი იმკურნალე??? ხომ არ იცი ეს ოსტეოქონდროზი კონკრეტულად რა არის??კისრის მალების ტკივილია?? შეიძლება თუ არა წელის არეშიც გამიწვიოს ტკივილი??

Posted by: ბაჩუკი 20 Sep 2006, 21:12
QUOTE
შეიძლება თუ არა წელის არეშიც გამიწვიოს ტკივილი??

რა თქმა უნდა,შეიძლება.

Posted by: tikusha 20 Sep 2006, 22:14
QUOTE (ბაჩუკი @ 20 Sep 2006, 22:12 )
QUOTE
შეიძლება თუ არა წელის არეშიც გამიწვიოს ტკივილი??

რა თქმა უნდა,შეიძლება.

მე მაინც ვერ გავიგე ოსტეოქონდროზი რა დაავადებაა, რა სიმპტომებით ხასიათდება

ერთი ნევროპათოლოგი მეუბნება რადიკულიტი გაქვსო, მეორე მეუბნება ოსტეოქონდროზიო

Posted by: xevi 22 Sep 2006, 03:28
QUOTE (tikusha @ 20 Sep 2006, 22:14 )
QUOTE (ბაჩუკი @ 20 Sep 2006, 22:12 )
QUOTE
შეიძლება თუ არა წელის არეშიც გამიწვიოს ტკივილი??

რა თქმა უნდა,შეიძლება.

მე მაინც ვერ გავიგე ოსტეოქონდროზი რა დაავადებაა, რა სიმპტომებით ხასიათდება

ერთი ნევროპათოლოგი მეუბნება რადიკულიტი გაქვსო, მეორე მეუბნება ოსტეოქონდროზიო

ისე რადიკულიტი ჯობია ოსტეოქონდროზს gigi.gif

Posted by: BEKO 23 Sep 2006, 20:50
Trulala

მიდი ექიმთან !!!!
ცუდი რამეა დამიჯერე
და თვითმკურნალობა კიდევ - დაუშვებელი.

მთავარია ფიზიკური აქტივობა - ცურვა, ყოველდღიური ვარჯიში, მოძრაობა.....ნუ, გამწვავბის პერიოდში არა, რა თქმა უნდა.

ისე მე რაღაც კუზნეცოვის იპლიკატორი მშველის ხოლმე ძაან.
ოღონდ ეგეც ექიმმა უნდა დაგინისნოს.

Posted by: tikusha 24 Sep 2006, 14:19
xevi
QUOTE
ისე რადიკულიტი ჯობია ოსტეოქონდროზს 

რატომ???

BEKO
QUOTE
მთავარია ფიზიკური აქტივობა - ცურვა, ყოველდღიური ვარჯიში, მოძრაობა

რა სახის ვარჯიში?? ნუ, ცურვა გამორიცხე სხვა??

Posted by: BEKO 24 Sep 2006, 17:57
tikusha
რა ვიცი, ჩვეულებრივი ვარჯიშები.
ჩართავ მუსიკას და აყვები, აერობიკის პონტში
smile.gif

Posted by: tikusha 24 Sep 2006, 20:15
BEKO
ვარჯიშს გააჩნია, ზოგი პირიქით ამწვავებს ტკივილს

Posted by: lizi11 23 Oct 2006, 14:56
BEKO
QUOTE
ისე მე რაღაც კუზნეცოვის იპლიკატორი მშველის ხოლმე ძაან.
ოღონდ ეგეც ექიმმა უნდა დაგინისნოს.

კუზნეცოვის იპლიკატორი რა არის?

Posted by: Aksynia 23 Oct 2006, 16:02

tikusha
QUOTE
ერთი ნევროპათოლოგი მეუბნება რადიკულიტი გაქვსო, მეორე მეუბნება ოსტეოქონდროზიო

აუცილებლად რენტგენი უნდა გადაიღო, ისე არ გამოჩნდება.

ვარჯიშებს რაც შეეხება თვითონ ექიიმა უნდა დაგინიშნოს, შენით არ ივარჯიშო. არ შეიძლაბა. მე პირადად დავდიოდი მე 9 საავადმყოფოსთან რეაბილიტაციის ცენტრში. იქ ვვარჯიშობდი და მასაჟებს ვიკეთებდი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ისე კი ეგ დაავადება არ იკურნება მე მგონი. თავს უნდა მოუარო მთელი ცხოვრება. sad.gif

Posted by: Lotosi 23 Oct 2006, 19:47
tikusha
QUOTE
მე მაინც ვერ გავიგე ოსტეოქონდროზი რა დაავადებაა, რა სიმპტომებით ხასიათდება

ვერც გაიგებ, იმიტომ რომ თავად ექიმები არიან გაურკვევლობაში მსგავსი დიაგნოზის დასმის დროს
QUOTE
ერთი ნევროპათოლოგი მეუბნება რადიკულიტი გაქვსო, მეორე მეუბნება ოსტეოქონდროზიო

სხვას ნურაფერს მოსთხოვ wink.gif

Aksynia
QUOTE
აუცილებლად რენტგენი უნდა გადაიღო, ისე არ გამოჩნდება


რენტგენზე არ ჩანს, თუ განსაკუთრებული დაზიანება არ არის.
ჩემს რენტგენს,რომ ნახულობენ სუფთაა ყევლაფერი, მაგრამ რადიკულიტის მსგავსი მემართება-ხოლმე.
ЯМР-ი უნდა გადაიღო, თუ გინდა, რომ დაწვრილებით გამოჩნდეს დაზიანებული მალა
ЯМР-ის რენტგენი 240 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვარჯიშებს - ყველა სახის ვარჯიში არ შეიძლება.

Posted by: tikusha 23 Oct 2006, 21:07
რენტგენი გადავიღე, ისეთ არაფერი იყო, უბრალოდ ზედა მალებს შორის დაცილება შედარებით უფრო ცოტა იყო ვიდრე ქვედა მალებს შორის

ვფიქრობ უბრალოდ წელის გაცივების ბრალი იყო და არა მალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილება

თუმცა მის მერე წელი უფრო იოლად მეღლება და მტკივდება

Posted by: quant 20 Nov 2006, 00:56
მე მგონი მაქვს ოსტეოჰონდროზი.... მოკლედ მთელი მარცხენა მხარე მტკივა ხოლმე ბეჭი, ხელი,კისერი,.... თავშიც ზოგჯერ ირტყმევინება ეს ოხერი.... იმედია გული არ არის და ფილტვის კიბო არ მაქვს და ოსტეოჰონდროზი უნდა იყოს( თან როცა დიდხანს ვზივარ მაშინ მიმატებს ხოლმე) რა კვლევები უნდა ჩავიტარო? ან რომელ ექიმთან უნდა მივიდე?

Posted by: ლაბუ 20 Nov 2006, 15:14
მეც მაგრა მაინტერესებს, გამოგვეხმაურეთ, რა 2kiss.gif

Posted by: revolucioneri 21 Nov 2006, 19:21
დიდ ხანია? ეგებ, უბრალოდ, გაციებული ხარ? ექიმს უნდა მიაკითხო , ძამა, მასე როგორ შეილება, აქ რომ კიტხულობ.

Posted by: pulsar 23 Nov 2006, 19:11
quant
ნებიმიერ საავადმყოფოში მიდი და ნევროპათოლოგი იკითხე!
სიმძიმეებს ერიდე და ორპირ ქარში არ მოხვდე!


Posted by: Trulala 23 Nov 2006, 20:03
quant
მეც ეგ მჭირს თუმცა ცოტა სხვანაერად. დიდხანს დგომისას ან სიატულისას ხერხემალი მტკივდება, კისრის ქვედა მალები ჰქვია მგონი მაგას. სიმძიმეებს ვერ ვატარებ მაგის გამო და ზამთარში უფრო მიჭირს, რადგან ტანსაცმელიც მამძიმებს.

Posted by: forever`s_NEVER 30 Nov 2006, 15:22
ეს ოსტეოხონდროზი და რადიკულიტი ერთია?
თუ არა, რა განსხვავებაა?

შეიძლება რომ მათით გამოწვეული ტკივილი დაუყუჩებლად 7 დღე გრძელდებოდეს ბარძაყის არეში?

Posted by: tikusha 30 Nov 2006, 17:36
forever`s_NEVER
რადიკულიტი უფრო ნერვის ანთებაა, გამოწვეული გაცივებისგან ან დისკის ზეწოლისგან

ოსტეოხონდროზი კიდე მალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილება, მალების დაახლოება, ხშირად იწვევს ხანგრძლივი ჯდომა

QUOTE
ეიძლება რომ მათით გამოწვეული ტკივილი დაუყუჩებლად 7 დღე გრძელდებოდეს ბარძაყის არეში?

კი, შეიძლება 2 კვირაც გაგიგრძელდეს, ფეხშიც იცის ტკივილის გადასვლა, ეგ რადიკულიტია

Posted by: aladini 21 May 2009, 13:34
გამარჯობა
ეგება რამე მირჩიოთ
მოკლედ გამიჩნდა ოსტეოქონდროსთან დაკავშირებული პრობლემა

გასულ ზაფხულში ფეხბურთის ემრე ნაბანი მივუჯექი კონდიციონერს და მხარზე ნერვი გაივცივე
ხოდა კაი ხნაი მოვუნდი მკურნალობას

ამ 4 კვირის უკან ისევ დამეწყო ტკივილები, ვიფიქრე ნერვია თქო და იგივე მეთოდით დოკლოფეროლის და ვურდონის ნემსები, მაზები, ტაბლეტებიდ ა ეგეთები ვიკეთე და ვსვი (ნუ ტკივლი განსხვავებულია, ამშინ განძრევაზე მეგონა დამიწყდა კუნთები თქო და ეხლა კისრის და ბეჭის მკდამოში მხტკივა , მჩხვლეტს და თითქოს სიმძიმეა , და ეს ყველაფერი მარჯვენა მხარს, სახსარ და ხელის თიოტებსაც კი აგდაეცემა)
მერ ემივედი ექიმთან
დმაინIშნა რაღაც ბლოკადა (გორმონის ნემსები), მარ აშეედეგი სიევ ნული
მერე გადავიიღე რენტგენი
კისრის ფიზიოლოგიური ლორდოზი ფასწორებულია, მე-4-5-6 მალთშორისი სივრცეები შევიწროებუილი (განსაკუთრებით მე-4-5), რაღაც ოსტეოფიტები, ფიზიოლოგიური ყიფოზი,მალების სუბქონდრალური ჩამკეტი ფირფიტები გამკვრივებულია, და ასეტები დამიწერეს, დიაგნოზი - კისრის და გულმკერდის მალთაშუა დისკების ოსტეოქონდროზი

ხოდა შაბათს უდნა მივიდე დაზღვევის ნერვოპათოლოგთან
როგორც ვიცი ეგენი არ ანაზღაურებენ ასეთ რამეებს, ქრონიკულიაო-ეგრევე ასკვნიან
მარა ის მრტ თუ მრი თუ რაღაც მასეთი თუ არ გადამიღეს, ზუსტი დიაგნოზი როგორ უნდა დასვან და წინაწსარ როგორ საზღვრავენ-ქრონიკულია თუ არა
არადა ეგ პროცედურა კაი ძვირი ღირსო
რას მირჩევთ,ს ად წავიდე, ვის მივმართო, რა ფასებია, როგორ მოვიქცე?
სამსახური სიეთი ამქვს ძირითადად ჯდომა მიწევს და მაგან გაამწვავა ალბათ
მოკელდ შარში ვარ მაგარში რა

Posted by: AMERIGO 21 May 2009, 17:38
aladini
დიაგნოსტირება შედის, არ შევა მკურნალობის ღირებულების დაფარვა (იდეაში ჯობია თქვა რომ რაღაც ტრავმა მიიღე და მოულოდნელად ტკაცუნი იგრძენი კისრის მიდამოებში) და ნუ ჩამოუთვლი შენს ანამნეზსsmile.gif) ამ შემთხვევაში დიაგნოსტირებას მაინც ჩაიტარებ ემერაის ან კატეს მეშვეობით. წელის მალები რომ იყოს, არის საშუალებები რომ ცხოვრების ბოლომდე დაივიწყო ტკივილი, კისერზე კი რისკის ფაქტორი იზრდება. თუ გარისკავ ოპერაცია ჯობია

Posted by: aladini 22 May 2009, 10:56
AMERIGO
QUOTE
aladini
დიაგნოსტირება შედის, არ შევა მკურნალობის ღირებულების დაფარვა (იდეაში ჯობია თქვა რომ რაღაც ტრავმა მიიღე და მოულოდნელად ტკაცუნი იგრძენი კისრის მიდამოებში) და ნუ ჩამოუთვლი შენს ანამნეზს) ამ შემთხვევაში დიაგნოსტირებას მაინც ჩაიტარებ ემერაის ან კატეს მეშვეობით. წელის მალები რომ იყოს, არის საშუალებები რომ ცხოვრების ბოლომდე დაივიწყო ტკივილი, კისერზე კი რისკის ფაქტორი იზრდება. თუ გარისკავ ოპერაცია ჯობია


მადლობა smile.gif
ანუ რენტგენიც არ მივუტანო? თითონ დასვან დიაგნოზი თავიდან ბოლომდე?

აქ კსიერია აშკარად
და გარისკვა რას ნIშნავს, ანურ აღაც რისკების შემცველია ოპერაცია?
და მაშინ რაღას ჯობია ოოპერაციის გაკეთება და რითი?




Posted by: aladini 23 May 2009, 13:04
დღეს ვიყავი ნერვოპათოლოგთან
დამინიშნა ემ-ერ-აი
მერე ოჯახის ექიმმა ძვირიანი პოროცედურაა და სათაომ უნდა გადაწყვიტოს აფინანსებენ თუ არაო
ისინი კდიე ორშაბათამდე არ მUშაობენ და მოკლედ ისევ უდნა გავუძლო ტკივილს რა

Posted by: ი ო გ ი 23 May 2009, 13:10
tikusha

იოგა საუკეთესო საშუალებაა ოსტეოხონდროზისთვის

Posted by: zazazaza 26 May 2009, 09:40
დამიდგინდა ოსტეოქონდროზი, მთელი ზურგი და კისერი მაქვს დაჩიმული და თავის მოჭერითი ტკივილები მაქვს, ასევე ცოტა თავბრუს ხვევებიც მაწუხებს, 12 წელია რაც მჯდომიარე მუშაობას ვეწევი და წონაც დიდი მაქვს 120 კილო, შეკითხვა რაში მდგომარეობს, ასეთ თავის ტკივილებს რომრლი გამაკუჩებელი უმკლავდება და როგორ დავიწკო მკურნალობა, ანუ როგორი დიეტა და ვარჯიში გავაკეთო, თან ძველი სპორცმენი ვარ და დიდი ხანია რაც უმოძრაოთ ვარ, ხო მართლა კისრის ოსტეოქონდროზს რა სიმპტომები ახასიათებს

Posted by: Romina 26 May 2009, 12:07
b]zazazaza[/b]
QUOTE
დამიდგინდა ოსტეოქონდროზი,

ვინ დაგიდგინა და როგორ? ექიმთან იყავი თუ უბრალოდ სიმპტომების გამო ამბობ?

Posted by: zazazaza 26 May 2009, 19:49
QUOTE (Romina @ 26 May 2009, 12:07 )
b]zazazaza[/b]
QUOTE
დამიდგინდა ოსტეოქონდროზი,

ვინ დაგიდგინა და როგორ? ექიმთან იყავი თუ უბრალოდ სიმპტომების გამო ამბობ?

კი ლეჩ კომბინატში გადამიგეს კისერზე, და იქ მიტხრეს . თითქოს ქვიშა მიყრიაო კისერში ისეთი შეგრძნება მაქვს , სულ შხარუნი და ტკაცუნი გაუდის

Posted by: Romina 27 May 2009, 19:48
zazazaza

გირჩევ რომ რევმატოლოგთან მიხვიდე. კომპლექსურად უნდა იმკურნალო, როგორც წამლებით, ისე მასაჟებით, ვარჯიშით. კიდე ცოტა უნდა გახდე, იმიტომ რომ მსგავსი ცვლილებები იმ სახსრებშიც წავა, რომელზეც დიდი დატვირთვა მოდის (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხერხემლის გულმკერდის და წელის ნაწილი).

Posted by: DA-DU-DI 7 Sep 2009, 14:19
იქნებ ვინმეს გქონდეთ ინფორმაცია ამ ადამიანზე?

ვაჟა კახიანი - (ოფისი გამსახურდიას ქუჩაზე)

მოკლედ, ძალიან გაჭირვებული ჩემი ახლობელი, რომელსაც სჭირს სპონდილოზი და ოსტეოქონდროზი და რომელსაც ექიმებმა იმედები ფაქტიურად გადაუწურეს, ამ ადამიანმა დააიმედა, რომ ის მოარჩენდა მას უოპერაციოდ
მაინტერესებს რამდენად სერიოზულ ადამიანთან გვაქვს საქმე
თუ გავს ეს აფერისტობას იქნებ მითხრათ???
ძალიან ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Romina 7 Sep 2009, 19:20
მაგ ადამიანზე არაფერი მსმენია, მაგრამ თავისთავად ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი ოპერაციას რატომ საჭიროებს ვერ მივხვდი
smile.gif

Posted by: levani777 7 Sep 2009, 19:50
Romina
იმიტომ რომ მანუალისტია..
მეც ვარჩენ გრიპს უოპერაციოდ!!! smile.gif

Posted by: makauka 15 Mar 2010, 21:34
ვეცადე ინეტში მომეძებნა რამე ამ დაავადებასთან დაკავშირებით ,მაგრამ ვერაფერი ვნახე.ვერც თემა ვნახე ამის შესახებ აქ გახსნილი .
მაინეტერესებს რა სახის მკურნალობები არსებობს ოსტექონდროზის და რომელია ყველაზე ეფექტური .რამდენდაც მე ვიცი არსებობს ხვადასხვა სახის ოქტეოქონდროზი ,მე უფრო ხერხემლის მაინეტერესებს,დედას აქვს როგორც ექიმმა გვითხრა და იკეთებდა ნემსებს დანიშულებისამებრ ,ცოტა ხნით შეუჩერდა ტკვილები და ისევ დაეწყო რამოდენიმე თვეში.
თუ ვინმემ იცით, განათლება გაქვთ ამ სფეროში ან უბრალოდ გამოცდილება ,ყველას აზრი მაინტერესებს 2kiss.gif

Posted by: Thandrus 15 Mar 2010, 21:37
ასეთი თემა არსებობს კატალოგში, ამიტომ - ვაერთებ smile.gif

Posted by: daitio 15 Mar 2010, 21:48
მე ამ მეთოდს გირჩევთ:

დისკოზების და მალთაშუა თიაქრების არაოპერაციული მკურნალობის ახალი მეთოდი http://www.radikal.ru

თბილისში ჩამოტანილია ახალი სამედიცინო ტექნოლოგიური მიღწევა სპინალური დეკომპრესიის აპარატი DRX 9000.

სპინალური პათოლოგიების მკურნალობის არაოპერაციული მეთოდი პირველად რამდენიმე წლის წინ დაინერგა ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში და დღემდე უალტერნატივო არაოპერაციული მკურნალობის მეთოდად ითვლება. "ჭკვიანი" სამედიცინო აპარატის AXIOM DRX9000TM მეშვეობით უოპერაციულად კურნავენ: დისკოზებს, მალთაშუა თიაქრებს (არასეკვესტრირებული ფორმები), ხერხემლის ოსტეოქონდროზებს (რადიკულიტი), მალათა კომპრესიას, ქრონიკულ წელის ტკივილს, ოპერაციის შემდგომ რეციდივებს და სხვადასხვა დისკოგენურ პათოლოგიებს. ოპერაციებისგან განხვავებით აღნიშნული მეთოდით მკურნალობა მნიშვნელოვნად იაფია, რისკის შემცველობა 0-ის ტოლია და წოლით რეჟიმს არ საჭიროებს.

DRX9000TM-ის სისტემაში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის ძირითადი უპირატესობა გამოიხატება გამქაჩავი ძალის ნელ-ნელა ზრდაში, რაც უზრუნველყოფს კუნთების წინააღმდეგობის ძალის მინიმუმამდე დაყვანას და პროცედურის სრულ უმტკივნეულობას. DRX9000TM თანდათანობითი მიმართული ზემოქმედებით ხსნის ზეწოლას თიაქრისაგან მიჭ###ტილ ნერვებზე. პროცედურების მსვლელობისას თანდათანობით იზრდება (დიდდება) მალთაშუა სივრცე, შესაბამისად, მცირდება თიაქრის ზომა, ძლიერდება გარეთა იოგები და კუნთები, იზრდება დისკის ჰიდროფილურობა და მასა, რასაც მის აღდგენამდე მივყავართ. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს დისკის მტკივნეული ნაწილის მობილიზება ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ხერხემალს.

ამერიკული მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ერთმანეთთან მიახლოებული მალის ლოკალური დაშორიშორების დროს წარმოიქმნება სივრცე, რომელშიც დისკის დიფუზურად მკვებავი სითხე შედის. შედეგად, დისკის მოცულობა აღდგება. დაშორიშორების დროს იქმნება გარკვეული ვაკუუმ-ეფექტიც, რომელიც "შეისრუტავს" თიაქრის გამობერილობას. თიაქარი აღარ აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ტკივილი ქრება.



Posted by: makauka 15 Mar 2010, 22:05
Thandrus
QUOTE
ასეთი თემა არსებობს კატალოგში, ამიტომ - ვაერთებ 

დიდი მადლობა
daitio
ხომ ვერ მეტყვით საქართველოში რომელ კლინიკაში მკურნალობენ ამ აპარატით?

Posted by: daitio 16 Mar 2010, 14:29
makauka
მორკინალის გვერდითაა. ტელ: 47 96 39

Posted by: bancala 28 Mar 2010, 19:39
მგონი ოსტეოქონდროზი მაქვს sad.gif
ე.ი მარცხენა მხარეს ბეჭის ქვედა მხარეს ერთი წერტილით დამეწყო, ჯერ რაღაცნაირად მეწვოდა, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წყალი მესხმებოდა, დაბუჟების შეგრძნებაც მქონდა, ეს დაახლოებით 2 თვე გამიგრძელდა, ეხლა უკვე ბეჭების ქვედა მხარე მთელ სიგრძეზე მტკივა და წელის არეც მაწუხებს sad.gif მითხრეს ივარჯიშეო, მაგრამ მარტო ვარჯიში რას მიშველის??! http://www.SmileS.Ge არა და ძალიან მაწუხებს http://www.SmileS.Ge
* * *
http://www.SmileS.Ge

Posted by: _Scav_ 23 Apr 2010, 05:43
გამარჯობათ

ერთხელ და სამუდამოდ გამარკვიეთ ინკურნება ეს დაავადება თუ არა?!
ზოგმა წამლებითო, ზობმა ვარჯიშითო, ზოგმა წამლებით ვარჯიშით და მასაჟით ერთადო...
რადიკულიტამდე მისული ოსტეოქონდროზი არ იკურნება ბოლომდე როგორც ვიცი და დამწყებითი თუ ინკურნება მაინტერესებს? რითი ინკურნება და რამდენი ხანი სჭირდება?
და კიდევ ერთი რამ, შეუძლია თუ არა ადამიანს რომელსაც ქონდა ოსტეოქონდროზი გამოვიდეს ათლეტი? ანუ რამენაირად ხელს შეუშლის ეს?

Posted by: luna 23 Apr 2010, 14:27
ოსტეოხონდროზი არ ინკურნება, შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით, დიეტით, ვარჯიშით, ბევრი სიარულით და ცურვით, დაარეგულიროთ ის რომ შეტევები არ გქონდეთ ხშირად.

ეს პრობლემა პირველ რიგში ჯდომისგან ვითარდება (კომპებს ვინც ვუზივართ მათ გვეხება უფრო).

იოგა დაუშვებელია, ისევე როგორც პილატესი. არის ვარჯიშების ნაირსახეობა, რომელიც ამოკრებილია იოგისა და პილატესიდან, ძალიან მსუბუქია და მიზანმიმართული ხერხემლის ფუნქციის აღდგენისაკენ.

ასევე დაუშვებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების სიარული (ქალებს გვეხება რა თქმა უნდა).

მე ძალიან სერიოზული გამოკვლევები ჩავიტარე ინგლისში, გავიარე სპეციალური სავარჯიშო სესია (სტაბილითი ქლასეზ stability classes), ასევე ფიზიოთერაპია (უფრო მასაჟების სახით) პროფესიონალ ექიმთან, რომელსაც ჩემი MRI ჰქონდა და სულ იმას უკირკიტებდა, რომ სწორად გაეკეთებინა მასაჟი.

როდესაც მწვავე ტკივილებია ტკივილგამაყუჩებლები უნდა დალიო, ეცადო ფეხით იარო ძალიან კომფორტული ფეხსაცმელებით პატარა პლატფორმაზე, ან ბოტასებით. არავითარი ვარჯიში და ცურვა ტკივილების დროს. როგორც წესი ტკივილები ყუჩდება 2-3 კვირის განმავლობაში. აი მაგის შემდგომ უკვე შეიძლება ცურვა, სპც ვარჯიშები და ასე შემდეგ.

დამანგრეველია ამ პრობლემისთვის ასევე ზედმეტი წონა. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ და არ უნდა მოიმატოთ, რადგან ყველა კილოგრამი ხერხემალს აწვება და უფრო ამწვავებს და ახშირებს ტკივილებს.

ახლა მძიმეების აწევას რაც შეეხება. არასოდეს არ უნდა აწიოთ 2კგზე მეტი წონის არაფერი აბსოლუტურად. არც ტკივილის და არც ჯანსაღ პერიოდში.

როგორც წესი მალები ზოგჯერ ნერვებს ეხება ან მალები ეხება ერთმანეთს და ზუსტად მაშინ არის საშინელი ტკივილები. ტკივილები გადადის კიდურებზე, გააჩნია რომელი მალა გაქვთ დაზიანებული/დეფორმირებული.

უუჰ რამდენი დავწერე.

ახლა შეკითხვა, ქართველი მკურნალი ექიმი მჭირდება რომელიც მომხედავს როდესაც ძალიან მწვავე ტკივილები მაქვს.. ერთთან მივედი და რაღაც ბლოკადა უნდა გაიკეთოო (სპეც ნემსებია), ეს ბლოკადა უშედეგოა, და ჩემთვის არავის არასდროს არ ურჩევია. უბრალოდ ცოტა ადამიანური ექიმი მჭირდება, რომელიც როგორც გამოსაცდელ ცხოველს არ მომექცევა, არამედ ადამიანს, რომელსაც არ უნდა რომ სტკიოდეს. პერიოდულად ასეთ ექიმთან კონტაქტი აუცილებელია...

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სრულყოფილად იარსებო.

Posted by: _Scav_ 23 Apr 2010, 16:10
მადლობ დაწვრილებით ახსნისTვის smile.gif

კიდევ 1 კითხვა მაქვს. გინდ დამწყებითი იყოს გინდ ბოლომდე მისული, მაინც არ ინკურნება?

Posted by: luna 23 Apr 2010, 16:11
არ ინკურნება. უბრალოდ სწავლობ, როგორ შეამცირო ტკივილი და სხვა უარყოფითი ზეგავლენა ჯანმრთელობისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

Posted by: daitio 23 Apr 2010, 16:17
_Scav_
ყველაზე სერიოზული ეფექტი დიერექსზე მკურნალობას აქვს ამ შემთხვევაში. რეკლამასავით გამომდის, მაგრამ მალების იდეალურ დეკომპრესიას მანდ თუ გაგიკეთებენ

Posted by: _Scav_ 24 Apr 2010, 05:21
QUOTE (daitio @ 23 Apr 2010, 16:17 )
_Scav_
ყველაზე სერიოზული ეფექტი დიერექსზე მკურნალობას აქვს ამ შემთხვევაში. რეკლამასავით გამომდის, მაგრამ მალების იდეალურ დეკომპრესიას მანდ თუ გაგიკეთებენ

ეგ რა არის?

ეხლა ვკურნალობ ტერაფლექსით ბენევრონთან ერთად და ვარჯიშებით.

Posted by: admin urologycenter 26 Apr 2010, 12:18
QUOTE
ახლა შეკითხვა, ქართველი მკურნალი ექიმი მჭირდება რომელიც მომხედავს როდესაც ძალიან მწვავე ტკივილები მაქვს.. ერთთან მივედი და რაღაც ბლოკადა უნდა გაიკეთოო (სპეც ნემსებია), ეს ბლოკადა უშედეგოა, და ჩემთვის არავის არასდროს არ ურჩევია. უბრალოდ ცოტა ადამიანური ექიმი მჭირდება, რომელიც როგორც გამოსაცდელ ცხოველს არ მომექცევა, არამედ ადამიანს, რომელსაც არ უნდა რომ სტკიოდეს. პერიოდულად ასეთ ექიმთან კონტაქტი აუცილებელია...

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სრულყოფილად იარსებო.



მეც მაინტერესებს ესეთი ექიმი, იქნებ ვინმემ იცოდეს.

daitio
QUOTE
Scav_
ყველაზე სერიოზული ეფექტი დიერექსზე მკურნალობას აქვს ამ შემთხვევაში. რეკლამასავით გამომდის, მაგრამ მალების იდეალურ დეკომპრესიას მანდ თუ გაგიკეთებენ



რეკლამა ცუდი არაა,კარგია, მაგრამ დიაგნოსტიკა ,როგორ კეთდება ან ვინ აკეთებს, მოკლე ინფო ყველას წაადგება ვისაც ეს პრობლემა აქვს.



Posted by: daitio 26 Apr 2010, 12:52
admin urologycenter
ეს დიაგნოსტიკა არაა, დიაგნოსტიკა რადიოლოგებს მოვკითხოთ.smile.gif)
სამკურნალო პროცესია
www.mkurnali.ge აქ დევს ინტერვიუ მაგათ ერთ ერთ ექიმთან

DRX9000tm - ხერხემლის თიაქრის უოპერაციო მკურნალობის მეთოდი 10.11.09

რამდენიმე ხნის წინ "ოჯახის მკურნალმა" დაბეჭდა სტატია საქართველოში არსებული სიახლის - DRX9000tm-ის შესახებ, რომელიც ამ აპარატის დახმარებით ხერხემლის გავა-წელის მიდამოს მალათაშუა თიაქრის უოპერაციო მკურნალობას ეხებოდა. სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველთა დაჟინებული თხოვნით, "ოჯახის მკურნალი" კიდევ ერთხელ ეწვია კლინიკას, სადაც DRX9000tm სასწაულებს ახდენს და ექიმ ნევროლოგს, ვერტებროლოგ ვასილ პეტრიაშვილს უფრო დაწვრილებით ესაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს მკითხველებს განსაკუთრებით აინტერესებდათ.

- ბატონო ვასილ, ხერხემლის თიაქარი, უფრო სწორად, ხერხემლის გავა-წელის მიდამოს თიაქარი რა სიხშირით გვხვდება საქართველოში?
- ზუსტ მონაცემებს ვერ მოვიყვან, რადგან, სამწუხაროდ, სტატისტიკური აღრიცხვა საქართველოში აღარ ტარდება. სამაგიეროდ, შემიძლია, შემოგთავაზოთ მსოფლიო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ეს დაავადება ძალიან გახშირდა, თითქმის გაუტოლდა და ზოგიერთი მონაცემით გადააჭარბა კიდეც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.


- მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას?
- დიახ, ზოგიერთი მონაცემით მართლაც ასეა, ბოლო ხანს კი ხერხემლის თიაქარმა საქართველოშიც იმატა. როცა დაავადების მასობრივ მატებაზეა ლაპარაკი, ძნელი სათქმელია, რა არის ამის უშუალო მიზეზი. სავარაუდოდ, ეს ცხოვრების წესის ბრალია - არასწორად ჯდომამ, არანორმირებულმა ფიზიკურმა დატვირთვამაც შეიძლება ხერხემლის თიაქარი გამოიწვიოს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, დაავადება ერთჯერად უხერხულ მოძრაობას მოჰყვეს.


- იქნებ დააზუსტოთ, რას ნიშნავს არანორმირებული ფიზიკური დატვირთვა.
- ამ შემთხვევაში ტვირთის სიმძიმეს არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. თიაქარი შესაძლოა საკუთარი ტორსის სიმძიმემაც კი გამოიწვიოს, თუ, რა თქმა უნდა, კუნთოვანი სისტემა ნორმალურად არ არის განვითარებული ან თავად დისკს გარკვეული პრობლემები აქვს. თუ ამ ყველაფერს დაერთო უხერხული მოძრაობა, დიდი ხნის განმავლობაში არასწორად ჯდომა, წოლა და სხვა მსგავსი ფაქტორები, ხერხემლის თიაქარი გარანტირებული გაქვთ. ჰიპოდინამიაც (ნაკლები მოძრაობა) ამ დაავადების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. მოკლედ, ხერხემალზე დაწოლის ძალას იმოდენა მნიშვნელობა არ აქვს, რამოდენაც დაწოლის ძალის დისკზე განაწილებას. ხერხემლის მალებსა და დისკებზე დაწოლის ძალას, წესისამებრ, კუნთები იღებენ საკუთარ თავზე და სწორედ ისინი ანაწილებენ თანაბრად ამ ძალას ხერხემლის სვეტზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კუნთოვანი სისტემის დამსახურებაა, რომ მალათაშუა დისკებზე სიმძიმის ძალა სიმეტრიულად არის მოდებული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტსმენებიც ხშირად მოდიან ჩვენთან. მართალია, მათ კუნთოვანი სისტემა კარგად აქვთ განვითარებული, მაგრამ ასიმეტრიულად. მაგალითად, შესაძლოა, მუცლის პრესის კუნთები განვითარებული იყოს, ზურგის კუნთები კი სუსტი. ეს ძალის არასიმეტრიულ განაწილებას უწყობს ხელს და შედეგად ხერხემლის თიაქარი ვითარდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტსმენები ექიმი სპეციალისტების ზედამხედველობით ვარჯიშობდნენ. სამწუხაროდ, ქართულ სპორტში ბოლო ხანს ექიმების ნაკლებობაა, სპორტსმენებიც სწრაფი შედეგისთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, ეს კი მხოლოდ კუნთთა იმ სისტემების განვითარებას იწვევს, რომლებიც ამა თუ იმ სახის სპორტისთვის გახლავთ საჭირო. შედეგად კუნთთა განვითარების ასიმეტრიას ვიღებთ, საიდანაც ხერხემლის თიაქრამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

- რა სახის დაავადებაა გავა-წელის მიდამოს თიაქარი და როგორ წარმოიშობა ის?
- ხერხემლის მალებს შორის დისკებია მოთავსებული, რომლებიც ერთგვარ ამორტიზატორებს წარმოადგენენ. დისკი აგებულებით ხრტილია, მაგრამ მის შიგნით მოთავსებულია ჟელესებრი მასა - პულპოზური ბირთვი. მალები იოგებითა და ფასციებით (საფარველი ქსოვილით) არის გარშემორტყმული, მათ გარეთ კი კუნთოვანი მასაა. დისკი მოცულობას ვერ იცვლის, სამაგიეროდ, იცვლის ფორმას. ხერხემლის აგებულების, მისი ფორმის თავისებურების გამო შედარებით ხშირია დისკის გასვლა თიაქრის უკანა მხარეს. გამოვარდნილი დისკი იქვე მყოფ ნერვთა ფესვებს აწვება და ტკივილს იწვევს. როცა დისკის ტრავმირება დიდხანს გრძელდება, ხდება მისი გაუწყლოება. მალათაშუა ნაპრალიც თანდათან მცირდება. ასეთი მალათაშუა თიაქრის მკურნალობა შედარებით ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წელის ტკივილი და გადაცემითი ტკივილები ფეხში ზოგიერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, ამიტომ ტკივილის გაჩენისთანავე აუცილებელია გაესინჯოთ კვალიფიციურ ექიმს.
- ბატონო ვასილ, როგორ გამოიგონეს აპარატი?
- ეს აპარატი მეცნიერთა ჯგუფმა გამოიგონა. დისკის დაზიანების მექანიზმი თავადვე წარმოშობს იდეას, რომ საჭიროა მის საწინააღმდეგოდ ძალის მიმართვა - მალების ერთმანეთისგან დაშორება, რათა დისკს უკან დაბრუნების საშუალება მიეცეს. გაჭიმვის მეთოდები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ის გახლავთ, რომ ხდება ძალის ერთბაშად მოდება, ამას კი კუნთის საკუთარი რეფლექსის ამოქმედება და კუნთის წინააღმდეგობა მოჰყვება - რაც უფრო მეტ ძალას მოვდებთ ერთბაშად, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებით კუნთის მხრიდან. სხვათა შორის, წყალქვეშა გაჭიმვა უფრო ეფექტური იმიტომ არის, რომ თბილ წყალში კუნთის ეს რეფლექსი შედარებით დაქვეითებულია, თუმცა მაინც მოქმედებს, თანაც წყლიდან ამოსვლის, ანუ ტემპერატურული ცვლილების შემდეგ მძაფრდება. გარდა ამისა, როცა გაჭიმვა მშრალად ხდება ერთბაშად მოდებული ძალით, ძალის მოხსნის შემდეგ კუნთის ტონუსი იმატებს, რის შედეგადაც გაწეული მალები შესაძლოა ისევ დაუახლოვდეს ერთმანეთს ან კუნთი დაზიანდეს. დამეთანხმებით, ამ დროს ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდება. დიახ, მრავალი ავადმყოფი განკურნებულა ამ მეთოდებით, მაგრამ მათი გამოყენებისას დასაჭიმი ძალის გათვლა ძალიან ძნელია. ზოგ ადამიანს ძლიერი კუნთოვანი სისტემა აქვს, ზოგს - გაცილებით სუსტი და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ძნელია. ამიტომ შეიძლება ითქვას, ალბათობა, რომ ყველაფერი ზუსტად მოხდება, საუკეთესოდ წარიმართება, ძალიან მცირეა. რაც შეეხება DRX9000tm-ს, ამ აპარატში ძალის მოდება ფაქტობრივად ნულიდან იწყება და ძალა ნელ-ნელა იმატებს მოცემულ პარამეტრამდე, რის შემდეგაც ცოტა ხნით ეშვება, რათა არ მოხდეს გადაჭიმვა, მერე კი ისევ ნელ-ნელა იწყებს ზრდას... აი, ასეთი ზამბარისებური პრინციპით მუშავდება ხერხემალი. დავუშვათ, მოხდა ძალის გადამეტება, კუნთის გადაჭიმვა; ამ აპარატს აქვს ფუნქცია, გაზომოს კუნთის ტონუსი, რის წყალობითაც DRX9000tm მყისიერად აგდებს მოდებულ ძალას და შემდეგ ისევ ნელ-ნელა იწყებს ხერხემლის დამუშავებას. ამგვარად პაციენტის უსაფრთხოება გარანტირებულია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გაჭიმვის დროს დისკში იქმნება უარყოფითი წნევა, რის გამოც ხდება ქსოვილური სითხის, ასე ვთქვათ, შიგნით შეწოვა და ბირთვის ნელ-ნელა გაწყლოვანება, ანუ დისკი პრაქტიკულად აღდგება. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ დისკი მართლაც აღდგება. DRX9000tm-ით მკურნალობისას სრული გაჯანსაღების ალბათობა დიდია - 86%-ზე მეტი.

- თუ შეიძლება, დაგვისახელეთ ის ჩვენებები თუ უკუჩვენებები, რომლებიც აქვს ამ აპარატით მკურნალობას. კიდევ ერთი: მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თუ არა მომზადება ან წინასწარი კვლევა?
- DRX9000tm-ით მკურნალობის ჩვენებაა გავა-წელის მიდამოს ნებისმიერი სახის თიაქარი. ეს ყველაზე თანამედროვე აპარატი მხოლოდ გავა-წელის მიდამოს თიაქრის სამკურნალოდ არის მოწოდებული. აქვე გეტყვით, რომ 16 წლამდე, ვიდრე ძვალ-სახსართა სისტემა ბოლომდე არ ჩამოყალიბდება, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუმცა ხერხემლის ასეთი დაზიანებები ამ ასაკშიც გვხვდება. დაავადების ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია, რაც თავისთავად დიდ პრობლემას ქმნის. სხვა ასაკობრივი ზღვარი კი არ არსებობს. უკუჩვენებებია ოსტეოპოროზი და სიმსივნე.
- DRX9000tm-ით დაავადების მწვავე ფორმის დროსაც შეიძლება მკურნალობა? მოგეხსენებათ, ადამიანები პირველად კონსერვატიულ მკურნალობას ამჯობინებენ და მხოლოდ მისი უშედეგობის შემთხვევაში აკითხავენ სპეციალისტს. როდის უნდა მოგმართოთ ავადმყოფმა, როცა ტკივილი შეაწუხებს თუ როცა მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება?
- ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მანამდეც მკურნალობდა თუ არა. ჩვენ შეგვიძლია, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ეტაპზე დავიწყოთ მკურნალობა. სხვათა შორის, დაავადების მწვავე ეტაპზე არაჩვეულებრივი შედეგები გვაქვს. ბევრი მინახავს საკაცით მოყვანილი, პროცედურის დამთავრების შემდეგ აქედან საკუთარი ფეხით რომ წასულა. სასურველია, პაციენტმა თან იქონიოს მაგნიტურ-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფზე გადაღებული სურათი. ისიც უნდა გითხრათ, რომ პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ზოგიერთ პაციენტს მანიპულაციის დროს ეძინება კიდეც. ოპერაციისშემდგომი გართულებები DRX9000tm-ით მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა, ოღონდ სასურველია, ოპერაციიდან 5-6 თვე მაინც იყოს გასული. პროცედურა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. ისე რომ, ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულმა გაიაროს პროცედურა და ისევ სამსახურს დაუბრუნდეს. საგანგებო მომზადება აუცილებელი არ არის. კიდევ ერთი: პირველივე დაჭიმვაზე ტკივილის მოხსნა პრობლემის მთლიანად მოგვარებას არ ნიშნავს. მკურნალობა, რომელიც 10-20 პროცედურას მოიცავს, დისკის დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინც უნდა ჩატარდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

სამედიცინო ინოვაციების ცენტრი
მის. მიროტაძის ქ. #1 (სპორტის სასახლესა და სავაჭრო ცენტრ "მორკინალს" შორის)
ტელ: 47-96-39

Posted by: _Scav_ 13 Aug 2010, 07:18
გამარჯობათ
მაინტერესებს კარგია თუ არა ტურნიკზე ჩამოკიდება ფეხებით, ანუ უკუღმა იმათთვის ვისაც წელის ოსტეოხონდროზი აქვს.

Posted by: _Scav_ 14 Aug 2010, 19:50
უპ..................................................................................

Posted by: Natuka NGN 14 Aug 2010, 21:16
_Scav_
გთხოვთ სანამ თემას გახსნით, მანამდე დაათვალიეროტ გზამკვლევი: http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33673936
მეორეც, სათაური გიწერიათ შეცდომით. ცოტა ხანი ავცოცხლებ და შემდეგ შევაერთებ ძირითად თემასთან.

Posted by: tavisupali 12 Dec 2010, 19:20
daitio
QUOTE
ამერიკული მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ერთმანეთთან მიახლოებული მალის ლოკალური დაშორიშორების დროს წარმოიქმნება სივრცე, რომელშიც დისკის დიფუზურად მკვებავი სითხე შედის. შედეგად, დისკის მოცულობა აღდგება. დაშორიშორების დროს იქმნება გარკვეული ვაკუუმ-ეფექტიც, რომელიც "შეისრუტავს" თიაქრის გამობერილობას. თიაქარი აღარ აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ტკივილი ქრება.


ვითომ აღნიშნული პრცესების დროს ხერხემალი სკოლიოზისგან განთაისუფლდება?


და კიდე - თუ არის მიშა სანდლერის აკუ წყლის დაჭიმების ეფექტური ქედაზურგის მკურნალობა?

Posted by: daitio 14 Dec 2010, 12:17
tavisupali
სქოლიოზის მკურნალობისთვის არაა განკუთვნილი ეს აპარატი.

წყალქვეშა დაჭიმვა გამოიყენება მხოლოდ მცირე პროტრუზიებზე (2-3 მმ), თუმცა უარყოფითიც ბევრი აქვს- ტემპერატურული ცვლილება წყლიდან ამოსვლის შემდეგ იწვევს კუნთის დაჭიმვას და მეორე და მთავარი ჰიგიენური დისკომფორტი ვიღაცის დაწოლში ჩაწოლა, გაარკვიე მერე ვის რა სჭირს..smile.gif)

Posted by: tavisupali 20 Dec 2010, 17:45
QUOTE
daitio
QUOTE
ამერიკული მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ერთმანეთთან მიახლოებული მალის ლოკალური დაშორიშორების დროს წარმოიქმნება სივრცე, რომელშიც დისკის დიფუზურად მკვებავი სითხე შედის. შედეგად, დისკის მოცულობა აღდგება. დაშორიშორების დროს იქმნება გარკვეული ვაკუუმ-ეფექტიც, რომელიც "შეისრუტავს" თიაქრის გამობერილობას. თიაქარი აღარ აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ტკივილი ქრება.



ვითომ აღნიშნული პრცესების დროს ხერხემალი სკოლიოზისგან განთაისუფლდება?


მადლობ პასუხის გაცემისათვის.

ერთ რამეში მინდა ძირეულად გავერკვე თუ ზურგისხერხემალი გადახრილია რაღაც ზომით და კომპრესირებულია L3, L4, L5, შორის, მანძილი თვით SI სახსარი მაგალითად ესეთი ფორმით. იხილე ნახაზი 1.


მაშინ ხომ შეიძლება დეკომპრესიის დროს DRX9000tm-ით როდესაც აღგდგენითი პროცესი წავა, ხერხემალმა ფორმა აღიდგინოს გასწორდეს და სკოლიოზი აღმოიფხვრას. სხვანაირად მანძილი კომპრესირებულ მალებს შორის, როგორ არადგენს მალთა შორის მანძილს თუ სკოლიოზი (გვედზე გაღუნული ხერხემალი) არგასწორდა. ასევე დააკვირდი მეორე სურათს თუ როგორ აირის ხეხემალის მალები მარცხნივ გარსნილი, ეს მიანიშნებს იმას რომ მალთა შორის დისკი გასულია მარცხნივ, მაგ ადგილში მანძილი მალებს შორის რომ აღდგეს მალებსშორისდისკმა საწყისი ფორმა უნდა მიიღოს, ხეხემალი გასწორდება რომ დატვირთვა სრულად მიიღოს მთელზურგზე.
წარმოვიდგინოთ მერე სიტუაცია - დეკომპრესიის დროს აღდგა მალებს შორის მანძილი დისკის ფორმის არდგენით და სკოლიოზე დარჩეს ისე გაგრეხილი როგორც იყო, მაშინ მივიღებთ უფრო გრძელ ხერხემალს და უფრომეტი გრადუსით გადახრილ ხერხემალს.

აბა დააკვირდი ნახაზს...

Posted by: Gmiri 25 Dec 2010, 19:41
tavisupali

QUOTE
QUOTE daitioQUOTE ამერიკული მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ერთმანეთთან მიახლოებული მალის ლოკალური დაშორიშორების დროს წარმოიქმნება სივრცე, რომელშიც დისკის დიფუზურად მკვებავი სითხე შედის. შედეგად, დისკის მოცულობა აღდგება. დაშორიშორების დროს იქმნება გარკვეული ვაკუუმ-ეფექტიც, რომელიც "შეისრუტავს" თიაქრის გამობერილობას. თიაქარი აღარ აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ტკივილი ქრება.ვითომ აღნიშნული პრცესების დროს ხერხემალი სკოლიოზისგან განთაისუფლდება?მადლობ პასუხის გაცემისათვის. ერთ რამეში მინდა ძირეულად გავერკვე თუ ზურგისხერხემალი გადახრილია რაღაც ზომით და კომპრესირებულია L3, L4, L5, შორის, მანძილი თვით SI სახსარი მაგალითად ესეთი ფორმით. იხილე ნახაზი 1.მაშინ ხომ შეიძლება დეკომპრესიის დროს DRX9000tm-ით  როდესაც აღგდგენითი პროცესი წავა, ხერხემალმა ფორმა აღიდგინოს გასწორდეს და სკოლიოზი აღმოიფხვრას. სხვანაირად მანძილი კომპრესირებულ მალებს შორის, როგორ არადგენს მალთა შორის მანძილს თუ სკოლიოზი (გვედზე გაღუნული ხერხემალი) არგასწორდა.  ასევე დააკვირდი მეორე სურათს თუ როგორ აირის ხეხემალის მალები მარცხნივ გარსნილი, ეს მიანიშნებს იმას რომ მალთა შორის დისკი გასულია მარცხნივ, მაგ ადგილში მანძილი მალებს შორის რომ აღდგეს მალებსშორისდისკმა საწყისი ფორმა უნდა მიიღოს, ხეხემალი გასწორდება რომ დატვირთვა სრულად მიიღოს მთელზურგზე. წარმოვიდგინოთ მერე სიტუაცია - დეკომპრესიის დროს აღდგა მალებს შორის მანძილი დისკის ფორმის არდგენით და სკოლიოზე დარჩეს ისე გაგრეხილი როგორც იყო, მაშინ მივიღებთ უფრო გრძელ ხერხემალს და უფრომეტი გრადუსით გადახრილ ხერხემალს.



რავიცი აბა, აქ რაღაც მიკიდულ-მოკიდული წერია სკოლიოზზე, ლინკიც აქვეა მაგალითისათვის


лечение грыж межпозвоночных дисков и болей в спине: Эндоскопическая хирургия, Лазерные технологии. Помогите!!!Кто знает как можно вылечить межпозвоночную грыжу без операции . Стоит ли делать операцию по удалению межпозвоночной грыжи ? как избавиться от межпозвоночной грыжи без хирургического вмешательства. Что это за спайки такие, как они себя проявляют, как их избежать, если появились, то как от них избавиться? Можно, ли от них избавиться без операции , например с помощью... Лечение грыжи межпозвоночного диска без операции вполне возможно. Компенсаторные механизмы человеческого организма позволят ему самостоятельно... Лечение межпозвоночной грыжи в Санкт-Петербурге на высшем уровне проводится в клинике «Ортомед». Не стоит опасаться, если вам или близкому человеку показана операция грыжи межпозвоночной для ее лечения . Современная медицина успешно оперирует микрохирургическими и эндоскопическими методиками лечения межпозвоночной грыжи . Лечение межпозвоночной грыжи . Лечение грыж межпозвоночных дисков одна из трудно решаемых задач в современной медицине. Мы лечим почти все болезни позвоночника с ГАРАНТИЕЙ и особенно грыжи межпозвоночных дисков, остеохондрозы, радикулиты, сколиозы... Традиционно межпозвоночные грыжи лечат с помощью мануальных техник или операции . И тот, и другой способ может дать осложнения. Но, оказывается, от грыжи можно избавиться без крови и сложной коррекции



http://kinoglobal.ru/lechenie-mejpozvonochnoi-gryji-bez-operacii-307902.php3

Posted by: maxmmm2007 10 Jan 2011, 14:59
გამარჯობათ! ერთი შეკითხვა მეც მექნება, უფრო იმ კლინიკის შესახებ სტატიის ავტორთან...
თიაქარი და ოსტეოქონდროზი ერთიდაიგივეა? მოკლედ მითხრეს ოსტეოქონდროზი, ჯერ ტომოგრაფია არ გადამიღია...ფიზიოთერაპია ჩავიტარე 5 კურსი...მწვავე ტკივილები არ მაქვს, უფრო უსიამოვნო შეგრძნება და მცირე ტკივილი შეიძლება დავარქვათ ამას...
ვიცი უმოძრაობის ბრალია..მალე დავიბრუნებ ძველ ფორმას, მაგრამ რამდენად მისაღებია ვარჯიში და საერთოდ კვალიფიციური ადამიანის რჩევა კარგი იქნებოდა...
წინასწარ მადლობა!
პ.ს.ფიზიკურად ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე ზემოთაღნიშნულ მისამართზე მისვლას, თორემ აქ არ დავსვადი შეკითხვას...

Posted by: SweetGirl 28 Apr 2011, 17:22
მე არანაირი ტკივილი არ მაქვს კისრის არეში, მარტო ყურის წუილი დამეწყო ეს 1 თვეა. მივედი ლარინგოლოგთან და ყურშI არაფერი გჭირს, კისრის ვარჯიშები აკეთეო. ჩემმა ექიმმა კიდე ეტყობა ოსტეოქონდროზი გაქვსო, აქტიურად იმოძრავეო და ეგააო რა
რაღAცნაირად დავიგრუზე. რადროს ჩემი ოსტეორაღაცეებია, მითუმეტეს რომ ბევრს ვმოძრაობ ისედაც

და რა ვარჯიშები არ შეძლება?

Posted by: Qetucha 28 Apr 2011, 20:43
მე კიდე ესე ვიცი რო ოსტეოქონდროზის დროს აკრძალულია მასაჟებით მკურნალობა
აქ საპირისპიროები წავიკითხე ვეღარ გავიგე რომელია მართალი იქნებ გამარკვიოთ?

Posted by: katokato 29 Aug 2011, 02:18
რამდენიმე დღის წინ ტრამვის შედეგად დარჩენილი ტკივილის გამო გადავიღე რენტგენი კისერზე . რენტგენოლოგმა მითხრა ოსტეოხონდროზის საწყისი სტადია გაქვსო, თან თავი მოიკლა, შენს ასაკში ძალიან ადრეაო... გამომიწერა წამალი ნერმო პლუსი.
მაინტერესებთ, თუ იცით მედიკამენტოზურის გარდა სხვა მეთოდები მკურნალობის? ან ვარჯიშები, ან ხალხური მედიცინიდან რამე?
ადრეულ სტადიაზე თუ არის შესაძლებელი შეჩერება, რომ არ განვითარდეს?

Posted by: tatusia 29 Aug 2011, 11:39
katokato
კი არის შანსი შეაჩერო, სისტემატური ვარჯიშით და პერიოდულად მასაჟებით,
პლეხანოვზე ორთოპედიის ინსტიტუტია. მანდ არიან კარგი ორთოპედები და მასაჟისტები. თუ დაინტერესდები ჩემი შვილის მასაჟისტის კოორდინატებს მოგცემ პმ-ში

Posted by: katokato 29 Aug 2011, 21:51
tatusia
QUOTE
კი არის შანსი შეაჩერო, სისტემატური ვარჯიშით და პერიოდულად მასაჟებით,
პლეხანოვზე ორთოპედიის ინსტიტუტია. მანდ არიან კარგი ორთოპედები და მასაჟისტები. თუ დაინტერესდები ჩემი შვილის მასაჟისტის კოორდინატებს მოგცემ პმ-ში

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Natuka NGN 30 Aug 2011, 00:14
არის უზარმაზარი თემა. გადახედეთ ხოლმე გზამკვლევს,
http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33673936

Posted by: katokato 30 Aug 2011, 00:53
Natuka NGN
QUOTE
არის უზარმაზარი თემა. გადახედეთ ხოლმე გზამკვლევს,
ოსტეოქონდროზი

ვეძებე გუშინ და ვერ ვიპოვნე, ჩავთვალე, რომ არ იყო. უკაცრავად user.gif
* * *
luna
QUOTE
სპც ვარჯიშები და ასე შემდეგ.

ეს ვარჯიშები როგორია დაახლოებით, შეგიძლიათ ახსნათ?
ალბათ ერთი კვირა მაინც ვერ მოვახერხებ ექიმთან მისვლას და მანამდე სახლში წავივარჯიშებდი.
თან ტრამვის გამო უკან გადაწევისას მტკივა კისერი .... ალბათ ამან უნდა გამიაროს სანამ ვარჯიშს დავიწყებ, ხო?
და თუ გსმენიათ პრეპარატი ნერმო პლუსი. დამინიშნა ავერსის ექიმმა , ალბათ ავერსის წარმოებისაა და შეიძლება იგივე პრეპარატი სხვა დასახელებით არის უკეთესი...

Posted by: *WTF* 16 Sep 2011, 15:18
პირველი წამალი საწყის ეტაპზე არის ცურვა - პრევენცია სრული მასშტაბის ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებისთვის. ზოგადად ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი კვება და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი smile.gif))

მე ეს რჩევა მომცა ექიმმა yes.gif




Posted by: Ordu 19 Sep 2011, 15:42
კისრის ოსტეოქონდროზი
23.01.2009

ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადებაა, რომელსაც ამერიკელმა პროფესორმა ჯ. ჰუიტმა ზურგში ჩასახლებული ჭინკა უწოდა. ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.
ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ხარისხის, ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო


ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცების ხვედრია. ოპერაციული ჩარევაც მათ უფრო ხშირად სჭირდებათ. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. აქვეა ფარისებრი ჯირკვალი, სასულე. კისერი იჭერს თავს.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ზოგიერთს პალტოს ჩაცმაც კი არ შეუძლია, რადგან ის უსაშველოდ მძიმე ეჩვენება.
ტკივილი ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად - ჯანსაღ მხარეს გადახრისას. მოსალოდნელია მოძრაობის (განსაკუთრებით - ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის) დარღვევა. როგორც წესი, ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილის ქვედა 2-3 ფესვი. ზოგჯერ ყოველივე ამას ერთვის ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი, ჩხვლეტა, ქვედა ან ზედა კიდურთა მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა. კისრის შაკიკის განვითარება ხერხემლის არტერიის დაზიანებაზე მიუთითებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის (მაგალითად, ტელევიზორის ყურების, მაგარ და მაღალ სასთუმალზე ძილის) შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.
ხანში შესული ადამიანები ხშირად კარგავენ გონებას თავის მკვეთრი მობრუნებისას, რასაც წინ უძღვის თავბრუხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება. ის შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი და სტენოკარდიას წააგავდეს. დიფერენცირებისთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, რომ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ არ გაივლის.
კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით - ხანში შესულ და ხანდაზმულ ასაკში, აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება. გამკვრივებული ადგილები შეიმჩნევა კისრის კუნთებში, კისრის მალების მორჩების მიდამოში, სხივ-მაჯის, იდაყვის სახსრებში, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოებში. ასაკთან ერთად ჩნდება ხელისგულების ნაწიბუროვანი შემსხვილებები, რომლებსაც მყესების სტრუქტურის ცვლილება იწვევს.

როგორ ვუმკურნალოთ კისრის ოსტეოქონდროზს
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.
ოსტეოქონდროზის მკურნალობისას მიზნად არ უნდა დავისახოთ ”მარილების დაშლა ან გაწოვა” - ამ დროს ხდება არა ”მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ბუნებრივია, ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს ”მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს.
სწორედ ასეთ ვარჯიშებს (მათ იზომეტრიულ ვარჯიშებს უწოდებენ) ძალუძს კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა (რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი). სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).


როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილის სინდრომი
• ერიდეთ გაციებას და ორპირ ქარს - ამან შესაძლოა კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად.
• თავის ტკივილისას მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორ-ორი წუთის განმავლობაში. შესაძლოა, ამან ტკივილი შეგიმსუბუქოთ.
• ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია - ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს.
• სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე ნუ ისარგებლებთ კისრის მალების დამჭიმავი მოწყობილობით. კისრის მალები ძალზე მგრძნობიარეა ძალისმიერი დატვირთვის მიმართ. მცირედმა გაუფრთხილებლობამაც კი შეიძლება მალების ცდომა გამოიწვიოს და ზურგის ტვინის დაზიანების მიზეზად იქცეს.
• ნუ დატვირთავთ მტკივან ხელს დაავადების მწვავე პერიოდში. მცირე ტვირთის აწევასაც კი ერიდეთ.
• საწოლი უნდა იყოს მკვრივი, ბალიში - კვადრატული და დაბალი.
• კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუნაჩვენებია. ასე წოლას რომ გადაეჩვიოთ, ღამით კისრის დამჭერი გაიკეთეთ.
• კისრის დამჭერი გაიკეთეთ ისეთი სამუშაოს დროსაც, რომელიც თავის დახრას და კისრის კუნთების დაჭიმვას მოითხოვს (კითხვა, ავტომობილით მგზავრობა და ა.შ.).
• ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ბრასის სტილით და ზურგზე ცურვა.
• ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც.
• თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება.
• რეგულარულად შეიმოწმეთ მხედველობის სიმახვილე. თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს.
• იარეთ თავაწეულმა. მაგიდასთან დიდხანს თავდახრილი ნუ დაჯდებით.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:
მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი.
1. შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
2. ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
3. არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
4. მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
5. იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით.
ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
• ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
• ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
• სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ.
• ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).
• თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ).
• თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).
კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ. ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად - 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ.



Posted by: BOY-911 17 Jan 2012, 09:36
საკმაოდ საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, დიდი მადლობა Ordu რომ შეწუხდით და მოგვაწოდეთ ეს ინფო, მე მიწევს მთელი დღე კომპთან ჯდომა და რაღაც ოსტეოქონდროზული ნიშნები მაქვს და ვეცდები შეძლებისდაგვარად შევასრულო ხოლმე ეს ვარჯიშები
up.gif

Posted by: Raven 18 Jan 2012, 12:53
ოლფენი
ნეირორუბინი
რეიტოილი
ტერაფლექსი
დიმექსიდი 50მლ
ხონდროქსიდ გელი


ეს წამლები გამომიწერეს მხარზე მჭირს რაღაც და რომლიოს ამოგდება შეიძლება მაყუთის ამბავში ძვირი გამოდის და თან ვიცი რო ყველა არ იქნება აუცილებელი

Posted by: sanduxa 10 Feb 2012, 17:14
ძალიან საინტერესო თემაა!

აქ სწორადაა მითითებული, რომ ოსტეოქონდროს ძირითადად იწვევს უმოძრაობა და შესაბამისად მისი შეჩერების ძირითადი საშუალება აქტიური ცხოვრების წესია.

სპეციალისტის მიერ შერჩეული სწორი ვარჯიშები (და არა თვითნებური).
თუ ექიმი არ გასწავლის როგორი ვარჯიშები უნდა გააკეთო, ჩათვალეთ, რომ 2-3 თვეში ისევ მასთან მოგიწევს მისვლა სამკურნალოდ

Posted by: elene2011 13 Feb 2012, 12:35
მე ვიცი ძალიან კარგი მასაჟისტი, 45 წლის კაცია, პროფესიონალი,ძალიან ყურადღებიანი, მთელი ჩემი ოჯახი (მეუღლე,ბავშვები) მისი კლიენტები ვართ...უცხოეთში მუშაობდა 10 წელი და ახალი დაბრუნებულია თბილისში...ასწავლის კიდეც მასაჟებს, მასტერკლასებზეც ეძახიან სხვადასხვა სპა–ში...თან ტყუილად არაფერს დაგპირდებათ. სამკურნალო მასაჟზე, თუ მისი პაციენტი არ ხართ, ხელს არ მოგკიდებთ,ვარიანტი არაა...ჩვენთან სახლში მოდის ხოლმე კვირაში ერთხელ (4 მასაჟში 100 ლარს ვაძლევთ),ისე მგონი მის ბინაშიც იღებს (ნაძალადევის მეტროსთან ცხოვრობს მგონი) და კაბინეტი მარჯანიშვილზე აქვს...თუ ვინმეს აინტერესებს მართლა ძლიერი და პროფესიონალი მასაჟისტი (+ სამკურნალო და გასახდომი ფიტნესი იცის უმაღლეს დონეზე) ყველასთვის: ბავშვები, ქალები,მამაკაცები, შემიძლია, პმ–ში მოგწეროთ მისი ტელეფონი...

Posted by: rusudani7 14 Feb 2012, 10:22
რამდენ ხანს შეიძლება მივიღო კალცი 3-დ, ხარ 53 წლის , ჩემს ძვლებს ტკაცატკუცი გაუდის......
* * *
4 მასაჟში 100 ლარი ზალიან ძვირი სიამოვნებააააააააა........

Posted by: elene2011 14 Feb 2012, 16:58
QUOTE (rusudani7 @ 14 Feb 2012, 10:22 )
რამდენ ხანს შეიძლება მივიღო კალცი 3-დ, ხარ 53 წლის , ჩემს ძვლებს ტკაცატკუცი გაუდის......
* * *
4 მასაჟში 100 ლარი ზალიან ძვირი სიამოვნებააააააააა........

გეთანხმები ფასთან დაკავშირებით. თუმცა, დამეთანხმები ალბათ,რომ თბილისში დღეს კარგი და შედეგიანი მასაჟები გაცილებით ძვირიც ღირს...როგორც ვიცი,მის კაბინეტში პაციენტებს უფრო იაფადაც უკეთებს...მთავარი მაინც ისაა,რომ პაციენტმა მკურნალი ექიმისგან დაადგინოს დაავადების ზუსტი დიაგნოზი და მასაჟების აუცილებლობა...

Posted by: sanduxa 27 Mar 2012, 17:27
QUOTE
rusudani7 Super Member

**** ჯგუფი: Registered წერილები: 129 წევრი No.: 141725 რეგისტრ.: 18-January 12

გამოგზავნილია: 14 Feb 2012, 10:22#29708177 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა რამდენ ხანს შეიძლება მივიღო კალცი 3-დ, ხარ 53 წლის , ჩემს ძვლებს ტკაცატკუცი გაუდის......


კალცი 3დ არ ვიცი, მაგრამ კალცემინის მიღება შეგიძლია დიდი ხნის განმავლობაში, ახალი თაობა ყოფილა კალციუმის პრეპარატებში. დაღეჭვა არ ჭირდება. ძალიან მიქეს, გერმანული ყოფილა!!

Posted by: elene2011 16 Aug 2012, 13:22
QUOTE (luna @ 23 Apr 2010, 14:27 )
ოსტეოხონდროზი არ ინკურნება, შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით, დიეტით, ვარჯიშით, ბევრი სიარულით და ცურვით, დაარეგულიროთ ის რომ შეტევები არ გქონდეთ ხშირად.

ეს პრობლემა პირველ რიგში ჯდომისგან ვითარდება (კომპებს ვინც ვუზივართ მათ გვეხება უფრო).

იოგა დაუშვებელია, ისევე როგორც პილატესი. არის ვარჯიშების ნაირსახეობა, რომელიც ამოკრებილია იოგისა და პილატესიდან, ძალიან მსუბუქია და მიზანმიმართული ხერხემლის ფუნქციის აღდგენისაკენ.

ასევე დაუშვებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების სიარული (ქალებს გვეხება რა თქმა უნდა).

მე ძალიან სერიოზული გამოკვლევები ჩავიტარე ინგლისში, გავიარე სპეციალური სავარჯიშო სესია (სტაბილითი ქლასეზ stability classes), ასევე ფიზიოთერაპია (უფრო მასაჟების სახით) პროფესიონალ ექიმთან, რომელსაც ჩემი MRI ჰქონდა და სულ იმას უკირკიტებდა, რომ სწორად გაეკეთებინა მასაჟი.

როდესაც მწვავე ტკივილებია ტკივილგამაყუჩებლები უნდა დალიო, ეცადო ფეხით იარო ძალიან კომფორტული ფეხსაცმელებით პატარა პლატფორმაზე, ან ბოტასებით. არავითარი ვარჯიში და ცურვა ტკივილების დროს. როგორც წესი ტკივილები ყუჩდება 2-3 კვირის განმავლობაში. აი მაგის შემდგომ უკვე შეიძლება ცურვა, სპც ვარჯიშები და ასე შემდეგ.

დამანგრეველია ამ პრობლემისთვის ასევე ზედმეტი წონა. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ და არ უნდა მოიმატოთ, რადგან ყველა კილოგრამი ხერხემალს აწვება და უფრო ამწვავებს და ახშირებს ტკივილებს.

ახლა მძიმეების აწევას რაც შეეხება. არასოდეს არ უნდა აწიოთ 2კგზე მეტი წონის არაფერი აბსოლუტურად. არც ტკივილის და არც ჯანსაღ პერიოდში.

როგორც წესი მალები ზოგჯერ ნერვებს ეხება ან მალები ეხება ერთმანეთს და ზუსტად მაშინ არის საშინელი ტკივილები. ტკივილები გადადის კიდურებზე, გააჩნია რომელი მალა გაქვთ დაზიანებული/დეფორმირებული.

უუჰ რამდენი დავწერე.

ახლა შეკითხვა, ქართველი მკურნალი ექიმი მჭირდება რომელიც მომხედავს როდესაც ძალიან მწვავე ტკივილები მაქვს.. ერთთან მივედი და რაღაც ბლოკადა უნდა გაიკეთოო (სპეც ნემსებია), ეს ბლოკადა უშედეგოა, და ჩემთვის არავის არასდროს არ ურჩევია. უბრალოდ ცოტა ადამიანური ექიმი მჭირდება, რომელიც როგორც გამოსაცდელ ცხოველს არ მომექცევა, არამედ ადამიანს, რომელსაც არ უნდა რომ სტკიოდეს. პერიოდულად ასეთ ექიმთან კონტაქტი აუცილებელია...

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სრულყოფილად იარსებო.

ყველაზე სწორი შეფასება(პოსტი), რაც აქ წავიკითხე-აბსოლუტურად გეთანხმებით...დიახ,ოსტეოხონდროზი არ იკურნება,მაგრამ იგი იმდენად იხევს უკანს სწორი და სისტემური მკურნალობით, რომ დაავადების არსებობა ფაქტიურად შეუმჩნეველი ხდება ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში...გადახედეთ რუსულ საიტებს,ინგლისურენოვან საიტებს, ყველგან ოსტეოხონდროზის მკურნალობის ძირითად გზად მიჩნეულია მასაჟები და სპეციალური-იზომეტრიული ვარჯიშები. მასაჟების მიზნად ოღონდ არ უნდა დავისახოთ ე.წ.მარილების დაშლა და ამის გამო არაპროპორციული ძალით მასირება კონკრეტულ სამასაჟე უბანზე. მასაჟი კეთდება პროფესიონალის მიერ, მთელ სხეულზე...მოკლედ, მასაჟის და ვარჯისების მნიშვნელობაზე ამ ლინკზეც მახავთ საინტერესო ინფორმაციას:
http://massagetbilissi.wordpress.com/category/%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98/
ვინაიდან ოსტეოხონდროზი და ხერხემლის სხვა მსგავსი დაავადებები ძირითადად მალთაშორის მდებარე დისკების დეგენარაციის შედეგადაა წარმოშობილი, გაუმართლებლად მიმაჩნია საკმაოდ რეკლამირებული ე.წ. ხერხემლის აპარატული გაჭიმვები,რაც არ უნდა მოზომილად კეთდებოდეს ეს...პირადად ვიცი რამდენიმე თანამოქალაქე ჩვენი, რომლებმაც 70 ლარი გადაიხადეს ასეთ გაჭიმვაში და 2-3 სეანსს ძლივს გაუძლეს, ფაქტიურად 200 ლარი წყალში გადაყარეს და იმ თანხით ძალიან კარგ მანუალისტ-მასაჟისტთან 10 სეანსი ჩაიტარეს და ოსტეოხონდროზით შექმნილი დისკომფორტი დიდი ხნით მოიხსნეს...სხვათაშორის ის მანუალისტი არასდროს არავის პირდება ასი პროცენტით განკურნებას, თან ძალიან თავმდაბალია და თბილისში აღიარებს მრავალ კარგ მანუალისტს თუ მასაჟისტს. გასაოცარი შედეგები აქვს და სულ მოუცლელია... ეგაა მხოლოდ, როცა ოსტეოხონდროზის მკურნალობას იწყებთ, ეგრევე უარი უნდა თქვათ ცხოვრების მავნე ჩვევებზე...ჩემს მეუღლეს ოსტეოხონდროზის მესამე სტადია დაუდგინდა...მასაჟისტმა იმდენი შეძლო, რომ სიგარეტი საბოლოოდ გადააგდებინა...ყოველ შემთხვევაში, ერთი წელია უკვე, რაც სიგარეტს არ ეწევა...იკეთებს ტვეში ერთხელ საკონტროლო მასაჟებს,ყოველდღე-იზომეტრიულ ვარჯიშებს და ...ცხოვრობს, მუშაობს ჩვეულებრივი რიტმით...მინდობილი ვართ ორგანიზმის უნარზე, შინაგანი რესურსებით მოახდინოს დაზიანებული დისკოს რეგენარცია...ვნახოთ,რა იქნება.ამჟამად კი არანაირი ტკივილი,არანაირი დისკომფორტი...ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას...

Posted by: Feel_For_You 12 Jun 2013, 09:42
მოკლედ მიშველეთ ვინმემ მსგავს საკითხზე თემა ვერ ვნახე და იმიტო ვხსნი user.gif

კისრის მალასთან მტკივა საშინლად 1 წერტილი
ხოდა 1მა ახლობელმა მასაჟისტმა მნახა და მითხრა ოსტეოხონდროზი გაქვსო და ამას შველის რომ ყოველ ღამე 1 წუთი ტურნიკზე უნდა დაეკიდოო. კი ვაკეთებ ამას მაგრამ არამგონია მშველიდეს. დიდი არ ვარ ასაკით ახალგაზრდა ვარ მძიმე ჩანთა მაქვს ხოლმე როცა სალაშქროდ დავდივარ და ისე მტკივა ამ დროს ეს ადგილი რომ ლამისაა მოვკვდე ხოლმე sad.gif


ხოდა რა ექიმს მივმართო არ იცით? ან ვინმე კაი ექიმი არ იცით?
ან იკურნება საერთოდ და რამდენი ხანი დასჭირდება sad.gif
help.gif help.gif

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2013, 10:05
Feel_For_You
რა ვერ ნახე? http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33673936
ანა ეს რა არის?

Posted by: Feel_For_You 12 Jun 2013, 10:09
Natuka NGN
უი მადლობა კარგი ქენი რომ მიუერთე 2kiss.gif

კისრის მალასთან მტკივა საშინლად 1 წერტილი
ხოდა 1მა ახლობელმა მასაჟისტმა მნახა და მითხრა ოსტეოხონდროზი გაქვსო და ამას შველის რომ ყოველ ღამე 1 წუთი ტურნიკზე უნდა დაეკიდოო. კი ვაკეთებ ამას მაგრამ არამგონია მშველიდეს. დიდი არ ვარ ასაკით ახალგაზრდა ვარ მძიმე ჩანთა მაქვს ხოლმე როცა სალაშქროდ დავდივარ და ისე მტკივა ამ დროს ეს ადგილი რომ ლამისაა მოვკვდე ხოლმე


ხოდა რა ექიმს მივმართო არ იცით? ან ვინმე კაი ექიმი არ იცით?
ან იკურნება საერთოდ და რამდენი ხანი დასჭირდება

help.gif
* * *
მოკლედ თემას გადავხედე, მაგრამ რავი ასეთი ბრუტალი სიმპტომები არ მაქვს არც მტკივა ჯდომისა ან სახლში ყოფნისას საერთოდ არ მაწუხებს.

უბრალოდ ნებისმიერ დროს როდესაც თუნდაც პატარა ჩანთას ვიკიდებ ზურგზე აი მაშინ მეწყება საშინელი ტკივილი 1 პატარა წერტილის ოღონდ კისერთან მეტგან არსად არაფერი გადადის


მითხარით რომ იკურნება და ჩანთით სიარულს კვლავ შევძლებ cry.gif

ხო ისა 22 წლის ვარ

Posted by: INKOINKO 15 Jun 2013, 06:22
QUOTE (Feel_For_You @ 12 Jun 2013, 10:09 )
Natuka NGN

კისრის მალასთან მტკივა საშინლად 1 წერტილი
ხოდა 1მა ახლობელმა მასაჟისტმა მნახა და მითხრა ოსტეოხონდროზი გაქვსო და ამას შველის რომ ყოველ ღამე 1 წუთი ტურნიკზე უნდა დაეკიდოო. კი ვაკეთებ ამას მაგრამ არამგონია მშველიდეს. დიდი არ ვარ ასაკით ახალგაზრდა ვარ მძიმე ჩანთა მაქვს ხოლმე როცა სალაშქროდ დავდივარ და ისე მტკივა ამ დროს ეს ადგილი რომ ლამისაა მოვკვდე ხოლმე


ხოდა რა ექიმს მივმართო არ იცით? ან ვინმე კაი ექიმი არ იცით?
ან იკურნება საერთოდ და რამდენი ხანი დასჭირდება

help.gif
* * *
მოკლედ თემას გადავხედე, მაგრამ რავი ასეთი ბრუტალი სიმპტომები არ მაქვს არც მტკივა ჯდომისა ან სახლში ყოფნისას საერთოდ არ მაწუხებს.

უბრალოდ ნებისმიერ დროს როდესაც თუნდაც პატარა ჩანთას ვიკიდებ ზურგზე აი მაშინ მეწყება საშინელი ტკივილი 1 პატარა წერტილის ოღონდ კისერთან მეტგან არსად არაფერი გადადის


მითხარით რომ იკურნება და ჩანთით სიარულს კვლავ შევძლებ cry.gif

ხო ისა 22 წლის ვარ

შესაძლოა შენი ახლობელი მასაჟისტი მართალიც იყოს მაგრამ ჩემი აზრით პირველ რიგში გამოკვლევა უნდა ჩაიტარო: კარგი იქნება თუ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ) გადაიღებ - 150 ლარი ღირს, თუ საშუალება არ გაქვს რენტგენის სურათი მაინც გადაიღე და კარგ რევმატოლოგთან მიდი.

სამწუხაროდ ოსტეოქონდროზი ძალიან ახალგაზრდებსაც ემართებათ, როგორც მე წამიკითხავს გერმანულ და რუსულ საიტებზე, მისი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არა უმოძრაობა, როგორც ამ თემაში არის აღნიშნული (მერე კიდევ გადავამოწმებ და წყაროსაც მოვიხსენიებ).

სანამ დიაგნოზს არ გაიგებ, მძიმე ჩანთების ტარებას და აღმართებზე სიარულს მოერიდე: ოსტეოქონდროზი ძალიან სერიოზული დაავადებაა და თუ მართლაც ის გჭირს სერიოზულად უნდა მიუდგე, რომ არ გაგირთულდეს.

Posted by: Feel_For_You 16 Jun 2013, 16:26
INKOINKO
QUOTE
სამწუხაროდ ოსტეოქონდროზი ძალიან ახალგაზრდებსაც ემართებათ, როგორც მე წამიკითხავს გერმანულ და რუსულ საიტებზე, მისი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არა უმოძრაობა, როგორც ამ თემაში არის აღნიშნული (მერე კიდევ გადავამოწმებ და წყაროსაც მოვიხსენიებ).

უმოძრაობა? მე მოძრაობისგან დამემართა ეგ რაღაც
user.gif


მადლობა პასუხისთვის

არ ვიცი შეიძლება არც არის ოსტეოჰონდროზი და სხვა რამეა

არ მაწუხებს არანაირად, მხოლოდ 1ადერთ შემთხვევაში მაწუხებს როდესაც ჩანთით დავდივარ mo.gif


Posted by: INKOINKO 17 Jun 2013, 12:03
Feel_For_You
QUOTE
არ მაწუხებს არანაირად, მხოლოდ 1ადერთ შემთხვევაში მაწუხებს როდესაც ჩანთით დავდივარ

არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ოსტეოქონდროზი თავიდან სწორედ ასე ამჟღავნებს თავს: სიმძიმის აწევისას, წელში მოხრისას, ზედმეტი დატვირთვის შემდეგ და ა.შ. ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა, რადგან ჩუმად მიმდინარეობს: თავიდან იშვიათი და სუსტი ტკივილებით მჟღავნდება და შემდეგ ტკივილი ხშირდება და ძლიერდება.
QUOTE
არ ვიცი შეიძლება არც არის ოსტეოჰონდროზი და სხვა რამეა

შესაძლოა, ღმერთმა ქნას სულაც არაფერი აღმოგაჩნდეს, მაგრამ სანამ გამოკვლევას არ ჩაიტარებ, როგორ გაიგებ ? არ სჯობს ზუსტად იცოდე გჭირს თუ არა რამე ?
საწყის ეტაპზე ყველა დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა გაცილებით იოლი და იაფია !!!
რენტგენის სურათი მაინც გადაიღე, მგონი 20 ლარი ღირს

Posted by: Feel_For_You 18 Jun 2013, 22:40
INKOINKO
მადლობა რჩევებისთვის
ხო ალბათ მასე დავიწყებ user.gif

Posted by: elene2011 20 Jun 2013, 10:37
http://massagetbilissi.wordpress.com/2013/01/10/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98/

Posted by: Metal_Mania 12 Aug 2013, 13:02
ესეი მაქვს ოსტეხონდროზი და მაინტერესებს ამის გამო ჯარში მაინც წამიყვანენ?

Posted by: INKOINKO 10 Sep 2013, 20:18
Metal_Mania
არა მგონია ჯარში წაგიყვანონ, რომელი სტადია გაქვს ? რამდენადაც ვიცი ოსტეოქონდროზის დროს 3კგ-ზე მძიმე ტვირთის აწევა აკრძალულია ავადმყოფისთვის და რა ჯარზე იქნება ლაპარაკი. თავდაცვის სამინისტროში ეცოდინებათ ზუსტად და მაგათ დაურეკე.
* * *
დიაგნოზი ვინ დაგისვა ? ექიმებსაც ეცოდინებათ ეს ინფორმაცია ზუსტად.

Posted by: kaxanoza 21 Oct 2013, 15:26
სალამი ყველას...

მოკლედ ახლახან დამიდგინეს ოსტეოხონდროზი... მაწუხებს კუდუსუნის ძვალთან, ხერხემალი რომ მთავტდება, განივი ძვალი რომაა იმის ყრუ ტკივილს ვგრძნობ და მაგ ადგილას დაბუჟებას, სამსახურიც მჯდომიარე მთელი დღე, პლიუს 2 კვირი წინ ძალიან მძიმე ავწიე და მაქედან დამეწყო ეს ჩივილები ბეჭების ტკვილით, რომელმაც გაიარა, მარა ეს ყრუ ტკივილი და დაბუჟება ქვემოთ დარჩა. სურათებიც გადავიღე ბლომად და
ანალიზებიც.. ანალიზები კარგია.... სურათებით კი მითხრა ექიმმა რომ ოსტეოხონდროზიაო...


მადლობა წინასწარ

Posted by: doktor Ybolit 29 Oct 2013, 13:08
QUOTE (kaxanoza @ 21 Oct 2013, 15:26 )
სალამი ყველას...

მოკლედ ახლახან დამიდგინეს ოსტეოხონდროზი... მაწუხებს კუდუსუნის ძვალთან, ხერხემალი რომ მთავტდება, განივი ძვალი რომაა იმის ყრუ ტკივილს ვგრძნობ და მაგ ადგილას დაბუჟებას, სამსახურიც მჯდომიარე მთელი დღე, პლიუს 2 კვირი წინ ძალიან მძიმე ავწიე და მაქედან დამეწყო ეს ჩივილები ბეჭების ტკვილით, რომელმაც გაიარა, მარა ეს ყრუ ტკივილი და დაბუჟება ქვემოთ დარჩა. სურათებიც გადავიღე ბლომად და
ანალიზებიც.. ანალიზები კარგია.... სურათებით კი მითხრა ექიმმა რომ  ოსტეოხონდროზიაო...


მადლობა წინასწარ

თუ კარგ ნერვოპათოლოგთან მიხვალთ, სწორ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად (საწყის ეტაპზე მედიკამენტები არცაა აუცილებელი) აუცილებლად დაგინიშნავთ სამკურნალო მასაჯებს და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას (თბილისში ასეთი მკურნალობის რამდენიმე ძალიან მაგარი ცენტრია), ფარმაცევტულ კომპანიებთან შეკრული ნერვოპათოლოგი კი- გაგბერავთ უამრავი წამლებით, ”შეგაჯენთ” ტრანკვილიზატორებზე და ოსტეოხონდროზიც მხოლოდ დროებით დაიხევს უკან! დოქტორი აიბოლიტი გირჩევთ, მკურნალობა დაიწყოთ პროფესიონალ მასაჟისტ-ფიზიოტერაპევტთან, ვინც იცის, რა არის ”ხერხემლის ოსტეოხონდროზი” და ამმხრივ გარკვეული გამოცდიელბაც გააჩნია....

Posted by: pumpuliko 13 Feb 2014, 23:58
მოკლედ რა მაინტერესებს დიდად აქტიური თემა არ არის , მაგრამ მაინც დავსვამ კითხვას , რა ვიცი , ვის როდის მოუნდება შემოსვლა smile.gif)
მაქვს 4, 5 მალებს შორის დიკოპათია , მგობნი სწორად დავწერე . ხო და თუ შეგიძლიათ ასე ზეპიად მირჩიოთ რა სახის ვარჯიშები შეიძლება გავაკეთო სახლში ან ტრენაჟორებზე თუ შეიძლება სიარული და ვარჯიში

Posted by: doktor Ybolit 20 Feb 2014, 11:12
QUOTE (pumpuliko @ 13 Feb 2014, 23:58 )
მოკლედ რა მაინტერესებს დიდად აქტიური თემა არ არის , მაგრამ მაინც დავსვამ კითხვას , რა ვიცი , ვის როდის მოუნდება შემოსვლა smile.gif)
მაქვს 4, 5 მალებს შორის დიკოპათია , მგობნი სწორად დავწერე . ხო და თუ შეგიძლიათ ასე ზეპიად მირჩიოთ რა სახის ვარჯიშები შეიძლება გავაკეთო სახლში ან ტრენაჟორებზე თუ შეიძლება სიარული და ვარჯიში

დისკოპათიის და საერთოდ ხერხემლის დაავადების დროს სამკურნალო ვარჯიშების დანიშვნა ხდება დოზირებულად-ეტაპობრივად კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. ვარჯიშებს კი წინ უნდა უძღოდეს სპეციალური სამკურნალო მასაჟები ეს აუცილებელია ინტენსიური ვარჯიშების დაწყების წინ...კუნთების ვარჯიშების წინ უნდა იყოდეს თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში (ტონუსის და მოჭიმულობის თვალსაზრისით), ეს კი მხოლოდ მასაჟითაა შესაძლებელი.წინააღმდეგ შემთხვევაში,ვარჯიშებმა შეიძლება ,გაგირთულოთ მდგომარეობა.

Posted by: khatia_s 20 Feb 2014, 22:59
ვერტებროლოგ შალვა გაბადაძეზე გსმენიათ რამე ? ოსტოქონრდროზის დიაგნოზი დამისვა დ კომპლექსური მკურნალობა დამინიშნა

Posted by: scarletohara 19 Mar 2014, 00:23
მაქვს თავბრუს ხვევა (საშინელი შეგრზნებაა), თავის ტკივილები, ყურებში შუილი, აშკარად სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმტომები. გადავიგე მრტ. დამიდგინდა კისრის ოსტეოქონდროზი და ც4 და ც5 დისკების პროტრუზია, მოვიარე ნერვოპატოლოგები და ვერტებროლოგები (ზაზა აზმაიფარაშვილი)როგორც ჩანს საოპერაციო არ არის და შესაბამისად ექიმებიც გულგრილად უკურებენ , მართალია კისრის ტკივილები არ მაქვს მაგრამ საშინლად ვიტანჯები ამ სიმტომებით. იქნებ გამომეხმაუროთ თუ ვინმეს აქვს იგივე პრობლემა, ან რითი უშველო თუ ვინმემ იცის, კისრის ვარჯიშებს ვაკეთებ ყოველდგე და მასაჟებიც გაკეთებული მაქვს, შედეგი არანაირი.. ხარაშუხინზე მსმენია და თუ ვინემემ იცის მისამართი?

Posted by: nia4u 19 Mar 2014, 12:59
scarletohara
სადღაც პლეხანოვზე იყო,მაგრამ ზუსტად არ მახსოვს მისამართი.
თუ ვიპოვე,დაგიწერ smile.gif
აქებდნენ ძალიან,მე არ ვყოფილვარ.
* * *
scarletohara
QUOTE
ხარაშუხინზე მსმენია და თუ ვინემემ იცის მისამართი?

აქ ნახე აბა
http://forum.ge/?f=43&showtopic=33612959
პოსტი #2720421

და აი აქ სულ სხვა მისამართი წერია
http://surgerycom.net/ge/offices/samkurnalo/tbilisi/tbilisi_spec.htm
"ვლადიმერ ხოროშუხინი"
მანუალური თერაპიის კაბინეტი
მისამართი: თბილისი, ინგოროყვას ქ.22
ტელეფონი: 999490

რა ვიცი აბა
smile.gif

Posted by: kaxa-lom 8 May 2014, 05:26
აგერ წერია...............................

http://postimg.org/image/lnali7kgf/

Posted by: doktor Ybolit 20 Jul 2014, 10:31
კისრის და ზოგადად ოსტეოხონდროზის მკურნალობა შეუძლებელია ერთჯერადი აქტებით (მანუალისტის მიერ "მალების" ჩასმით)-ასეთ ანკესებზე არ უნდა წამოეგოთ, მითუმეტეს თუ არა ერთი, არამედ-რამდენიმე მალა გაქვთ დაზიანებული....კომპლექსური მკურნალობა დამინიშნესო, წერთ და მიდიხართ მანუალისტთან, რომელიც ე.წ. დისკების ჩასმით გკურნავთ...ესაა კომპლექსურობა? მანუალური თერაპია საჭირო პროცედურაა,მაგრამ მხოლოდ როგორც შემადგენელი ნაწილი კომპლექსური მკურნალობის, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებენ თბილისის რამდენიმე კლინიკაში (მაგ: "შაინი", "ხერხემალი")...თუ ასეთი კლინიკების ფასები თქვენთვის ხელმისაწვდომი არაა, საბჭოს მოედანზე ჯაბა კოხრეიძეს მიმართეთ-ოღონდ ერთი თვით ადრე მოგიწევთ ჩაწერა....ერთ-საათიან პროცედურას აკეთებს და ამ ერთ საათში შედის: მანუალური თერაპიაც, ფიზიოთერაპია, ლაზერიც...მხოლოდ 30 თუ 35 ლარი ღირს...თან ექიმი ფიზიოთერაპევტია...დაგუგლეთ და მონახავთ ინტერნეტში....კარგი მანუალისტი ჰყავთ "ავერსის" კლინიკაშიც-იქაცაა კომპლექსური მკურნალობა...ნუ გადაყრით ფულს (თან არც თუ მცირეს) ერთჯერად აქტებში....

Posted by: ფორთო 21 Jul 2014, 14:00
ხაააალხოო

კისრის ოსტეოქონდროზმა შეიძლება საფეთქლების ტკივილი გამოიწვიოს?????
დატანჯული ვარ წლებია. თავზე გადავიღე კატე მარა ყველაფერი კარგად მაქვს. არადა ეს საფეთქლები მტკივა, თითქოს მომიჭირა რაღაცამ და რამდენიმე წმაის მერე გადის. მკვეთრ მოძრაობებზე მემართება ძირითადად

მირჩიეთ რამეე

Posted by: doktor Ybolit 24 Jul 2014, 12:41
QUOTE (ფორთო @ 21 Jul 2014, 14:00 )
ხაააალხოო

კისრის ოსტეოქონდროზმა შეიძლება საფეთქლების ტკივილი გამოიწვიოს?????
დატანჯული ვარ წლებია. თავზე გადავიღე კატე მარა ყველაფერი კარგად მაქვს. არადა ეს საფეთქლები მტკივა, თითქოს მომიჭირა რაღაცამ და რამდენიმე წმაის მერე გადის. მკვეთრ მოძრაობებზე მემართება ძირითადად

მირჩიეთ რამეე

კი,შეიძლება გამოიწვიოს....თუმცა ვიდრე დადასტურდებოდეს, რომ კისრის ოსტეოხონდროზის ბრალია ეს ყველაფერი, უნდა სრულყოფილად გამოიკვლიოთ თავი....კისრის მალების პირველი ორი მალა (ცე 1 და ცე2) პასუხს აგებს თავის ტკივილზე, მხედველობაზე ...თუ ამას ყურებში შუილი და თავბრუც ერთვის, მაშინ სხვა მიკროსეგმენტებიცაა დაზიანებული და დროულად უნდა დაიწყოთ მკურნალობა...მარტო მედიკამენტური თერაპია შედეგს ვერ გამოიღებს...აუცილებლად დაგჭირდებათ: მსუბუქი სამკურნალო მასაჟი, ფიზიოპროცედურები...

Posted by: ფორთო 1 Aug 2014, 11:46
doktor Ybolit
თავზე კატე გადავიღე და არ გამოჩნდებოდა თუ რამეა? შუილი და თავბრუც მაქ ხოლმე. მარა ყველაზე აუტანელი ეს საფეთქლებია. რა გამოკვლევით დადგინდება რომ ოსტეოქონდროზია? რენტგენით?

Posted by: doktor Ybolit 8 Aug 2014, 23:21
თქვენ კატე თავზე გადაიღეთ- კისერზე ხომ არა? ამიტომ აუცილებლად უნდა გადაიღოთ რენტგენი კისრის სეგმენტზე.თუმცა მეტი სიზუსტისთვის მრტ სჯობია...

Posted by: gramatikikina 18 Aug 2014, 00:06
doktor Ybolit
ლაზერით რა ხდება? წანაზარდები მაქვს მარილების ხერხემლის შიგნითა მხარეს გულ-მკერდის არეში, მაგრამ წელიც მტკივა. დილით დამტვრეული ვიღვიძებ ხოლმე და ისედაც მტკივა, თუ გამართული ვდგავარ ან ვზივარ. ოსტეოხონდროზიაო და ვისთან უნდა მივიდე?:/ ცურვა არ მშველის.

Posted by: lika_law 10 Sep 2014, 15:29
დედას აქვს კისრის მალების ოსტეოქონდროზი უკვე წლებია, თავიდან მსუბუქ ფორმებში ჰქონდა, მერე და მერე უფრო გაუმწვავდა და რაც სამსახურს თავი დაანება და სახლში ,,ჩაჯდა" უფრო ცუდადაა... თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, წნევა ახლო-ახლო ნიშნულებით (100/80-ზე და ა.შ.), ზემოთ ვერ იხედება, თავბრუ ეხვევა, ხშირად გარეთაც რომ გადის და ტრანსპორტის და ხალხი მოძრაობას უყურებს ინტენსიურად, მაშინაც ანალოგიური ემართება...
მოკლედ ძალიან გაწვალდა, მასაჟებს იკეთებდა ადრე, ბოლო ერთი წელია აღარ გაუკეთებია, მისი ნევროპათოლოგი საქართველოში აღარ მუშაობს და იქნებ გვირჩიოთ ვის მივმართოთ (ექიმი პმ-ში) ან სხვა რა საშუალება გამოვიყენოთ სამკურნალოდ?

მადლობა წინასწარ

Posted by: ninachka900 30 Sep 2014, 01:57
მოგესალმებით მოკლედ არ ვიცი აქ სურატი როგორ ჩავაგდო და გაჩვენოთ ჩემი გასაჭირი მოკლედ კისერსა და მხარს სჰუა კუნტი გამისივდასავით და შესაძლებეია ეს ოსტეოქონდროზი იყოს? facepalm.gif და კიდევ რამდენად სწრაფად მზარდია?

Posted by: kaxanoza 16 Oct 2014, 20:18
მოკლედ მეც შემოგჩივლებთ და იქნებ მირჩიოთ რამე...
უკვე 7-8 თვეა , წელი, უფრო ზუსტად, დუნდულების ზემო ორივე არე მიბუჟდება, აი ისე დიხანს სკამზე ჯდომისას რომ შეგაწუხებთ ხოლმე, მაგრამ მე მთელი დღე-ღამე ასე მჭირს, შემაწუხებელიაძალიან, თან სკამზე ჯდომაც მიწევს დიდხანს სამსახურის გამო, 8 თვის უკან ვიყავი ექიმთან ლადო (საბურთალოზე, სამხედრო ექიმიაო), რენტგენის და სისხლის ანალიზის შემდეგ დამიდგინა ოსტეოქონდროზი კისრის, მაგრამ ეს გავა-წელი რა შუაშია ვერ გავიგე, მაგისგან არისო......

მირჩიეთ რამე სად და ვისთან შეიძლება კიდევ გარკვევა-მკურნალობა?????

პ. ს. მეორე ექიმიც მირჩიეს, მიხეილ კალეჩნიკოვი, მოსკოვის პროსპექტზე, ჯერ იქამდე ვერ მივაღწიე, ისიც სამხედრო ექიმიაო, გაგიგიათ რამე მასზე?

ხელპ.....

Posted by: sabas 19 Oct 2014, 22:24
სხვადასხვა ორთოპედიული ნივთების დიდი არჩევანია

http://forum.ge/?f=57&showtopic=34646274

Posted by: nia4u 14 Nov 2014, 18:59
მაინტერესებს, რამდენად რეალურია მხოლოდ ჩივილების საფუძველზე ოსტეოქონდროზის დიაგნოზის დასმა?
რენტგენი ან სხვა რაიმე სახის კვლევა არ არის საჭირო?

Posted by: aura 19 Nov 2014, 17:17
გამარჯობა, ხომ არ იცით ბათუმში კარგი ნერვაპათოლოგი, ვისთან მივიდე აღარ ვიცი უკვე იქნებ მირჩიოთ ვინმე..ოსტეოხონდროზი მაქვს, ორი კვირაა ვსვამ წამლებს არანაირი შედეგი არ მაქვს...

Posted by: doktor Ybolit 21 Nov 2014, 09:12
QUOTE (gramatikikina @ 18 Aug 2014, 00:06 )
doktor Ybolit
ლაზერით რა ხდება? წანაზარდები მაქვს მარილების ხერხემლის შიგნითა მხარეს გულ-მკერდის არეში, მაგრამ წელიც მტკივა. დილით დამტვრეული ვიღვიძებ ხოლმე და ისედაც მტკივა, თუ გამართული ვდგავარ ან ვზივარ. ოსტეოხონდროზიაო და ვისთან უნდა მივიდე?:/ ცურვა არ მშველის.

ოსტეოხონდროზის სამკურნალოდ მიმართეთ კვალიფიციურ ექიმ-ფიზიოთერაპევტს....დარწმუნდით იმაში, რომ მას შეუძლია,შემოგთავაზოთ კომპლექსური მკურნალობა: მასაჟი+ფიზიოთერაპია+ვარჯიშები. ცალკ-ცალკე ეს პროცედურები შედეგბს არ იძლევა. კომპლექსურად ასეთი მომსახურების მიღწევა შესაძლებელია მაგალითად აქ: https://massagetbilissi.wordpress.com/

Posted by: Mrs Raycher 7 Dec 2014, 19:20
mako_auh
ზურგის საშინელი ტკივილი და დაჭიმულობა იცის, მასაჟი და ვარჯიში ყველაზე კარგი საშუალებაა ტკივილის მოსახსნელად.

წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტარო მასაჟის კურსები smile.gif

Posted by: Meine18 24 Dec 2014, 16:12
https://www.facebook.com/DoctorBubnovsky

აქ კურნავენ ოსტეოქონდროზს და სხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს

Posted by: doktor Ybolit 19 Jan 2015, 11:58
QUOTE (nia4u @ 14 Nov 2014, 18:59 )
მაინტერესებს, რამდენად რეალურია მხოლოდ ჩივილების საფუძველზე ოსტეოქონდროზის დიაგნოზის დასმა?
რენტგენი ან სხვა რაიმე სახის კვლევა არ არის საჭირო?

ანამნეზით დიაგნოზის დასმა შესაძლებელია,მაგრამ რენტგენის სურათი აუცილებელია სწორი დიაგნოზისთვის.მეტიც, დღეს ისე გაახალგაზრდავდა ოსტეოზონდროზის შემდგომი გართულებანი (მაგ.თიაქარი), რომ სჯობს მრტ კვლევა ჩაიტაროთ იმთავითვე. რენტგენზე არ ჩანს დისკოგენური დაავადებები....რაც შეეხება, წამლები არ მშველისო...ოსტეოხონდროზი წამლებით სულაც არ იკურნება. აუცილებელია: სამკურნალო მასაჟები, ფიზიოთერაპია და სპეციალური ვარჯიშები.
მაგალითად: https://massagetbilissi.wordpress.com/category/%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98/

Posted by: nia4u 19 Jan 2015, 15:17
doktor Ybolit
მადლობა, ჩემო კარგო smile.gif

Posted by: lika50 19 Jan 2015, 19:46
ტიბეტური ფარადოთერაპიული ქამარი რომელიც აკეთებს 5 სახის ფიზიოთერაპიას შველის თითქმის ყველა სახის დაავადებას ხერხემლის არეში. ჩვენებები:
რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, ტრავმები ხერხემალზე, ართრიტები, ართროზები თირკმლის უკმარისობა კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესება
გასტრიტი, ენტერიტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციასა და ნივთიერებათა ცვლას ამცირებს ცხიმოვან დაგროვებებს წელის არეში
შარდსასქესო ორგანოთა დაავადებები (ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, იმპოტენცია, უშვილობა. ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებები)
კეთილთვისებიანი ახლადწარმოქმნილი (მიომა, ფიბრომა, სარძევე ჯირკვლის ფიბრომა) ნერვული დაავადებები: იშიაზი, ნევრალგია, ნევრიტი, ლუმბაგო
შეხორცებითი დაავადებები აღადგენს ენერგიის ცირკულაციას და აქტიურ წერტილთა მუშაობას.
http://fohowtibetianmedicine.blogspot.com/2014/12/fh-01.html ტელ 593105829 2921256 ლია

Posted by: ტატო 6 Feb 2015, 17:05
გამარჯობა,
ყურების წუილი (ხან ერთის, ხან მეორესი, ხან ორივე) შეიძლება რომ კისრის ოსტეოქონდროზმა გამოიწვიოს? ამ თემაში შემთხვევით მოვხვდი. რამოდენიმე კვირაა დამეწყო წუილი და ვესტიბულომეტრიით დიაგნოზი არის ტინიტუსი, რაღაც არ მჯერა რომ ეგ მჭირს და სულ ვეძებ ჩემით იქნებ მივაგნო : ). არ გამიკეთებია არასდროს კისერზე რენტგენი.. ყურების წუილთან ერთად მაქვს თავის გაბრუება ერთ ადგილზე ჯდომის დროს (კომპიუტერთან)

მადლობა


Posted by: Terapevti-Pertaia 8 Feb 2015, 14:13
QUOTE (ტატო @ 6 Feb 2015, 17:05 )
გამარჯობა,
ყურების წუილი (ხან ერთის, ხან მეორესი, ხან ორივე) შეიძლება რომ კისრის ოსტეოქონდროზმა გამოიწვიოს? ამ თემაში შემთხვევით მოვხვდი. რამოდენიმე კვირაა დამეწყო წუილი და ვესტიბულომეტრიით დიაგნოზი არის ტინიტუსი, რაღაც არ მჯერა რომ ეგ მჭირს და სულ ვეძებ ჩემით იქნებ მივაგნო : ). არ გამიკეთებია არასდროს კისერზე რენტგენი.. ყურების წუილთან ერთად მაქვს თავის გაბრუება ერთ ადგილზე ჯდომის დროს (კომპიუტერთან)

მადლობა

კისრის მალების ოსტეოქონდროზი იწვევს თუ არა თქვენს სიმპტომებს რომ დაადგინოთ , ამისთვის საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, იგივე პრობლემა მაქვს უკვე 10 წელია და დიაგნოზია ვესტიბულური
ლაბირინთიტი

Posted by: ტატო 8 Feb 2015, 16:13
Terapevti-Pertaia
გმადლობთ პასუხისთვის. ესეიგი გამოროცხული არ არის რომ კისრის ოსტეოქონდროზის გამო მქონდეს მსგავსი სიმპტომები? კტ-ს აუცილებლად გავიკეთებ. გაიხარეთ

Posted by: toi toto 10 Feb 2015, 12:41
კლინიკა "ხერხემალი"-ზე რას იტყვით?

მუხლებში მარილების წანაზარდებს სად შEიძლება ვუმკურნალოთ? ან რა მეთოდით?

Posted by: Meine18 16 Feb 2015, 17:27
ტატო
კისრის ოსტეოქონდროზმა იცის ეგ.


Posted by: Solveig 16 Feb 2015, 19:07
Meine18


მერამდენე ადგილას უნდა არეკლამო ეგ ცენტრი. თან ერთი და იგივე ტექსტით? გავიგეთ, რომ მანდ მუშაობ.

პოსტი ჩასწორდა და შენ-ვორნი 20%

Posted by: makitamari 22 Jul 2015, 20:50
გამარჯობა, ნორმალურ მასაჟისტს ვეძებ მთაწმინდასთან ახლოს, 15-ად თუ იცით ვინმემ მომწერეთ)

Posted by: sabas 9 Jan 2016, 18:33
https://forum.ge/?f=57&showtopic=34646274

Posted by: makitamari 10 Jan 2016, 14:28
ორთოპედიული ბალიშები სად იყიდება?

Posted by: ñmñnnn 26 Feb 2019, 00:31
............. .... ......................

Posted by: BanhaRt 11 Mar 2019, 11:06
გამარჯობა, მაწუხებს დაბუჟებები, და სიმძიმის შეგრძნება მუხლებშიბსისტემატიურად, გადატვირთვის მერე ტკივილი მუხლებში, იშვიათად მენჯებშიც, წელზე გადავიღე და ოსტეოქონდროზი გეწყებაო ერთ მალაზე და შეიძლება აქედან იყოს? ნაწილიბრივ ბრტელტერფიანიც ვარ, კალცის ნაკლებობაც მაქვს, სავარაუდოდ სხვა ვიტამინებისაც, და რევმატოლოგთან ვიყავი მითხრა რომ რევმატიული არაფერი მჭირს, დიდხანს დგომა მაწუხებს, დდიხანს ჯდომაც, იშვიათად დაბალი წნევებიც მაქვს, და შეიძლება კისრის მალებში უარესი მდგომარეობა იყოს და მანდედან მოდიოდეს? თუ ჯობია სისხლძარღვები გამოვიკვლიო, წელის ტკვილი არ მაწუხებს თან, დაა ერთიანად დამეწყო ყველა ძვალი მიტკაცუნებს, მკერდი , ხელები, ფეხები, ასე ერთი წელია უკვე ამ მდგომარეობაში ვარ, თავიდან უფრო მაწუხებდა ტკივილები, ეხლა ძირითადად გაბუჟებები და სიმძიმის შეგრძნება მაქვს სულ, მირჩიეთ რამე, სტრესიც უსწრებდა წინ ამ ყველაფერს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)