#50733153 · 9 Jun 2017, 16:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgiii23
QUOTE | სესხი მაქვს 500 ლარიანი moneyman -ის, გადავაცილე 2 თვით და დამირეკეს თუ არ გადაიხდი 2 კვირაში სასამართლოში შევიტანთო, ხოდა უბრალოდ მაშინებენ ამით თუ მართლა შეუძლიათ და შემდეგ სასამართლო რას აკეთე |
არ გაშინებენ და შეუზლიათ. ერთის მხრივ ჯობია რომ შეიტანონ, როგორც ზემოთ აღინიშნა მთლად მასე არაა, მოსამართლე ზირს არ დაგაკისრებს, უბრლოდ გამოიტანს კონკრეტულ თანხაზე გადაწყვეტილებას და ამ თანხას მიკროსაფინანსოები ყოველდღიური ჯარიმებით ვეღარ გაზრდიან და გექნება სასამართლო გადაწყვეტილება სადაც წერია რამდენი გაქვს გადასახდელი და არა მსო-ს ზეპირი განცხადება დავალიანებაზე. გადაწყვეტილების გამოტანის მერეც თუ არ გადაიხდი გამოიცემ სააღსრულებო ფურცელი და აღსრულება დაიწყებს შენ წინააღმდეგ წრმოებას, რასაც მოყვება შენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაYადაღება, არსებობის შემთხვევაში თანხის ჩამოჭრა, არ არსებობის შემთხვევაში დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაცია და დავალიანების დაფარვა
--------------------
ჯობია ყველამ ვაშენოთ და ერთმა ანგრიოს, ვიდრე ერთმა აშენოს და ყველამ ვანგრიოთ
|