გამარჯობა, შემექმნა ასეთი პრობლემა
- მაქვს ლენოვო B50-30 Intel Pentium N3540 Nvidia 820m ვიდეო კარტით. თამაშის დროს უცებ რაღაცნაირად აიჭრა ეკრანი და იმის მერე ყველა თამაში რომელიც ენვიდიათი ირთვება არის დაპიქსელებული და იჭრება (იხილეთ სურათები). ამ კომპს ერთი 5 წელია ვამუშავებ და შეიძლება თავისი მოჭამა მაგრამ მაინც იმედი მაქვს მცირედი.
Clean ინსტალაცია გავაკეთე დრაივერების, არ უშველა.
2 თვის წინ გავხსენი, გავწმინდე და თერმოპასტებიც განვაახლე. გადახურების პრობლემა არ იყო.
ამ თამაშებს ინტეგრირებული ვიდეოკარტით რომ ვრთავ ჩვეულებრივად სუფთა გამოსახულებას იძლება.
თუ დამაკვალიანებთ არის თუ არა რამე გზა ამის გამოსწორების ?