საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები აშენებდნენ ხის სახლებს და ცხოვრობდნენ ბედნიერად.
ცივილიზაციის განვითარებისა და სამშენებლო სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ხე რჩება ერთადერთ ეკოლოგიურად სუფთა სამშნებლო მასალად.
მისი გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ , ბუნებრივად მკურნალი თვისებების მქონე სახლის აშენებას... ბუნების ძალით ხის მორები, თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ატარებენ ჟანგბადს (სუნთქავენ) და ოთახში მუდამ შემოდის გაფილტრული სუფთა ჰაერი, რაც ქმნის ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნებას.
ხის სახლები არაჩვეულებრივად ინარჩუნებენ სითბოს და ამიტომაც ხე შეუცვლელ და სამშენებლო მასალად არის აღიარებული.
კომპანია ,,მაგჯორჯია'' გთავაზობთ ხის თბილი და ლამაზი სახლების, კოტეჯების, აგარაკების და საუნების მშენებლობას ხარისხის მაქსიმალური კონტროლით.
გამოცდილი სპეციალისტები ახორციელებენ სამუშაოების შესრულების პროცესს ტექნოლოგიური წესების სრული დაცვით.
დიზაინერთა ჯგუფი თქვენი გემოვნების მიხედვით უზრუნველყოფს ინტერიერ-ექსტერიერის დაგეგმარებას, რომ ჩვენს მიერ აშენებული ყოველი კვადრატული მეტრი ოპტიმალურად იყოს გამოყენებული თქვენს სასარგებლოდ.
მშენებლობის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
პირველი ეტაპი:
1. ხის მორებით კედლების დამზადება; 2. ხის კოჭების დამზადება 3. მორების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით (სოკოს და მწერების საწინააღმდეგო) ერთ ფენად 4. სახლის აწყობა და მორების დანომრვა ქარხანაში.
მეორე ეტაპი:
1. ფუნდამენტის მოწყობა ობიექტზე. 2. ხის სახლის კონსტრუქციის აწყობა გადახურვა (ტოლით). 3.საკონტროლო მაიაკების დაფიქსირება 2-4 თვით.
მესამე ეტაპი:
1. აშენებულ სახლში კარ-ფანჯრების ღიობების ამოჭრა. .2 კარ-ფანჯრების მონტაჟი. 3. იატაკის დაგება 4. ჭერის მოწყობა 5. .ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება. 6. ლაკის წასმა 2 ფენად. 7 ცეწცხლგამძლე სითხით დამუშავება სურვილის შემთხვევაში.
8. თბოსაიზოლაციო მასალების მოწყობა –მონტაჟი. 9. ელ.გაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა შენობის ფარგლებში.
ერთი სიტყვით, თქვენ გვიკვეთავთ პროექტს, ჩვენ გაბარებთ გასაღებს.
,,მაგჯორჯია’’ გისურვებთ ჰარმონიულ ცხოვრებას და სულიერ სიმშვიდეს!
P. S. რამდენიმე დღეში მოგეცემათ საშუალება კომპანიის ვებგვერდზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია...მანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ ქვემოთ მითითებული მობილურის ნომერზე.
მაგჯორჯიას’’ ხის სახლის მშენებლობის ახალი მიდგომა და ფასები
1. ხელით დამუშავებული ფიჭვის მორებისგან აშენებული სახლი
ა) შავი კარკასი მორებით–ფასი:490 ლარი
ბ) თეთრი კარკასი მორებით–620 ლარი
გ) სახლი გასაღების ჩაბარებით–830 ლარი
სამივე შემთხვევაში გათვალისწინებულია სახლების გადახურვა ე.წ.
,,ანდულინის’’ მასალით(ეს არის შიფერის ფორმის სხვადასხვა ფერის რეზინა–კაუჩუკის შენაერთისგან გაკეთებული მასალა, რომელიც საექსპლოატაციოდ უმჯობესია მეტალოკრამიტთან შედარებით...)
2.კარკასიანი ხის სახლი(ე.წ. ფინური ვარიანტი)
ა) შავი კარკასი(ანტისეპტიკურად დამუშავებული მასალისგან(ფიცრისგან) აწყობილი კარკასი, სადაც დამონტაჟებულია ,,სათბური’’(ბაზალტის ან პენოპლასტის 10 სმ. სისქის პლიტები, რომელიც ინარჩუნებს სითბოს და არ ატარებს სიცივეს; გარედან მოპირკეთებულია ე.წ. ,,ვაგონკით’’ (თხელი ფიცრის მოსაპირკეთებელი მასალა) ფასი 390 ლარი;
ბ) სახლი გასაღების ჩაბარებით(დაგჭირდებათ მარტო ავეჯის შეტანა)–620 ლარი
სახლის მშენებლობის საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება კომპანიასა და შემკვეთს შორის.
სახლის მშენებლობის ვადები საშუალოდ მერყეობს 2 თვიდან 6 თვემდე;
მაგ; 100 კვადრატული ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდება მაქსიმუმ 4 თვეში.
პ.ს. პირველი 10 კლიენტისთვის მოქმედებს ფასდაკლების 10%–იანი სისტემა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ეტაპობრივი გადახდა, რაც უშუალოდ მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემაა.
--------------------
მისამართი: თბილისი , რობაქიძის გამზირი#7
ტელ
+995 32) 477 844
მობ
+995 99) 188 093
მობ
+995 71)016 004
* * *
This post has been edited by Elguja on 11 Jul 2009, 15:37
მიმაგრებული სურათი