Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ


Posted by: The DoctoR 24 Apr 2018, 09:57
წინა სერიები:

I ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33573306
II ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33930779
III ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34015350&st=0
IV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34055381
V ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34094488&st=0
VI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34163034&st=0
VII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
VIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
IX ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34325688
X ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34361074
XI ნაწილი: http://forum.ge/?showtopic=34393449&hl=
XII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34450336&st=0
XIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34508813&st=0
XIVნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34542886&st=0
XV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34573712&st=0
XVI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34605413&st=0
XVII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34640203&st=0
XVIII ნაწილი: https://forum.ge/?f=41&showtopic=34709799&st=0
XIX ნაწილი: https://forum.ge/?f=41&showtopic=34834654&st=0


წინა თემი ტოპ-10:

ZZZ777 116
levvani 70
Lady_Bird 62
BESTER 47
bususuxuna 45
Red Hot Chili Peppers 35
TikitaLomos 27
ნათია_ბათია 27
anuuuki 27
LZau 21

საკანონმდებლო ბაზა:

საქართველოს საგადასახადო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702
საქართველოს შრომის კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567
ფინ. მინისტრის ბრძანება 996 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167887
ფინ. მინისტრის ბრძანება 994 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835



ამ სერიაში თქვენ ნახავთ...

Posted by: BESTER 24 Apr 2018, 12:14
The DoctoR
QUOTE
ამ სერიაში თქვენ ნახავთ...

მომეწონა ეს)))

Posted by: uno e due 24 Apr 2018, 20:05
საქმის წარმოების სფეროში (ადმინისტრაციაში) ხომარ მუშაობთ რომელიმე?

Posted by: Red Hot Chili Peppers 25 Apr 2018, 10:33
ორგანიზაციაში თანამშრომელმა სამუშაო პერიოდში მიიღო ტრამვა, სამედიცინო ხარჯები აიღო ორგანიზაციამ და გადაურიცხა კლინიკას.
დაიბეგრება თუ არა ანაზღაურებული თანხა?

Posted by: fataqend 25 Apr 2018, 11:03
გამარჯობა მეგობრებო,

მაინტერესებს ვის გაქვთ ორის ბუღალტერიის პროგრამასთან შეხება?
უფრო ზუსტად მაინტერესებს რამდენად დახვეწილია ბანკის ამონაწერისა და სასაქონლო ზედნადებების იმპორტი პროგრამაში.

მადლობა წინასწარ, ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: mariolusi 26 Apr 2018, 15:58
მოგესალმებით

მყავს სპეცტექნიკა რომელსაც ვაქირავებ ხელშეკრულებებს როგორც ფიზიკური პირი ისე ვდებ
რამდენიმე კომპანიასთან გავკეთე ასე უკვე და თანხასაც მირიცხავენ

ბოლოს ვიმუშავე უფლისციხის მუზეუმში თანხა რომ უნდა გადმოერიცხა მითხრეს რომ ინდმეწარმე ვიყავი
და დღგ ვერ გადამიხდიდნენ მე უნდა გადამეხადა სხვა კომპანიებს არაფერი უთქვიათ როგორც ფიზიკური პირი
ისე მირიცხავდნენ ფულს ჩემს ანგარიშზე დღგ თანხას თვითონ იხდიდნენ

ინდმეწარმედ რამდენიმე წლის წინ დავრეგისტრირდი ერთხელ გადავიხადე რაგაც წლიური გადასახადი და შემდეგ ნულოვანი
გავაგზავნე და მის მერე აღარც მისარგებლია დახლოებით 3 წელია

რამე პრობლემა შემექმნება სახელმწიფოსთან ან როგორ მოვიქცე

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 16:15
Red Hot Chili Peppers
კი უნდა დაბეგრო საშემოსვლოთი
დღგ-თი ( თუ გადამხდელი ხარ)
და მოგების გადასახადითაც (არაეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯია)


mariolusi
რაღაც არასწორად გაიგე ან ვერ ხსნი კარგად
შენ ხარ დღგ-ს გადამხდელი? თუ კი მაშინ საფასურს 18% უნდა დაარიცხო და ის იქნება მიწოდების ფასი
შესაბამისად მომსახურების მიმღებმაც ის უნდა გადაიხადოს
მაგრამ რადგან მუზეუმია, სსიპ არის და შეიძლება დღგ-ზე რამე შეღავათები ქონდეთ
და ეგ აგიხსნეს

Posted by: Top-Gun 26 Apr 2018, 16:20
HurricaneKat.
სამედიცინო მომსახურება გათავისუფლებული არ არის დღგ-სგან?

და ასევე მოგების ახალ რეჟიმზე თუ არის მაშინ არ მოუწევს მოგების გადასახადით დაბეგვრა...
* * *
mariolusi
სავარაუდოდ საშემოსავლო გადასახადს გულისხმობ?

თუ ნამდვილად ინდ. მეწარმე ხარ (აქ შეგიძლია გადაამოწმო: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search), მაშინ შენ გაქვს ვალდებულება რომ დაადეკლარირო და გადაიხადო საშემოსავლო გადასახადი და არა იმ კომპანიებს რომლებიც გიხდიან მომსახურების სანაცვლოდ თანხას.

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 16:26
QUOTE (Top-Gun @ 26 Apr 2018, 16:20 )

და ასევე მოგების ახალ რეჟიმზე თუ არის მაშინ არ მოუწევს მოგების გადასახადით დაბეგვრა...

რატომ არ მოუწევს ახლით? ------------------

Posted by: Top-Gun 26 Apr 2018, 16:30
HurricaneKat.
რადგან საშემოსავლოთი რაც იბეგრება, ის აღარ იბეგრება ახალი მოგებით smile.gif

მუხლი 98​ პრიმა 3-ის, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი:

QUOTE
"მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:
უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;"


Posted by: mariolusi 26 Apr 2018, 17:31
QUOTE
რაღაც არასწორად გაიგე ან ვერ ხსნი კარგად
შენ ხარ დღგ-ს გადამხდელი? თუ კი მაშინ საფასურს 18% უნდა დაარიცხო და ის იქნება მიწოდების ფასი
შესაბამისად მომსახურების მიმღებმაც ის უნდა გადაიხადოს
მაგრამ რადგან მუზეუმია, სსიპ არის და შეიძლება დღგ-ზე რამე შეღავათები ქონდეთ
და ეგ აგიხსნეს


მე არაფერს ვიხდი კომპანიები იხდიან კომპანიებთან როგორც ფიზიკური პირი ისე ვმუშაობ

QUOTE
სავარაუდოდ საშემოსავლო გადასახადს გულისხმობ?

თუ ნამდვილად ინდ. მეწარმე ხარ (აქ შეგიძლია გადაამოწმო: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new...x&state=search), მაშინ შენ გაქვს ვალდებულება რომ დაადეკლარირო და გადაიხადო საშემოსავლო გადასახადი და არა იმ კომპანიებს რომლებიც გიხდიან მომსახურების სანაცვლოდ თანხას.

კი საშემოსავლოს კარგად ვერ ვერკვევი ამ ტერმინებში

ეხლა როგორ მოვიქცე წლების წინ ვიყავი ინდმეწარმე და თავისით როგორც გავარკვიე არ გაუქმდებოდა

მეორე ის რომ მე მაქვს სურვილი და კომპანიებიც მთხოვენ რომ მე ვიყო გადამხდელი საშემოსავლოსი
როგორ სჯობია ინდმეწარმედ დავრჩე მიკრო მეწარმედ თუ შპს. გავაკეთო თან მომავალში გაფართოებაზე
ვფიქრობ



Posted by: Top-Gun 27 Apr 2018, 08:59
mariolusi
მიკრო მეწარმე გადასახადს არ იხდის, მაგრამ 30,000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი არ უნდა გქონდეს;

მცირე მეწარმე 5%-ს იხდის საშემოსავლოს, ამ შემთხვევაში შეზღუდვა 100,000 ლარია წლიურ შემოსავალზე, მაგრამ ამ ზღვრის აწევას გეგმავენ მომავალში. ხოლო თუ წარადგენს შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (სულ მცირე ხარჯების 60%-ზე) მაშინ სულაც 3% იქნება საშემოსავლო გადასახადი.

უბრალოდ ინდ. მეწარმე თუ იქნები ზემოხსენებული სტატუსების გარეშე, მაშინ 20% არის საშემოსავლო.

შპს-ს თუ დაარეგისტრირებ, მაშინ შპს-ს მოუწევს გადასახადების გადახდა. მოგების განაწილებაზე არის 15% მოგების გადასახადი და 5% დივიდენდის, ანუ დაახლოებით 20% ეგეც.

ეს არის ზოგადი, მოკლე მიმოხილვა....

Posted by: Red Hot Chili Peppers 30 Apr 2018, 10:20
HurricaneKat.

განაცემთა ინფორმაციაში როგორ ჩაიწერება (ხელფასი თუ მომსახურება) და ვინ უნდა ჩაიწეროს

Posted by: PLAYer_1 30 Apr 2018, 11:12
გამარჯობათ,

საშემოსავლო 1 % როდიდან ხდება და იქნებ გამარკვიოთ როგორ უნდა მოვიქცე?

ანუ ინდ მეწარმე ვარ წინა წლის საშემოსავლო დეკლარაცია ჩავაბარე 4500 ლარზე ეხლა ხომ მიწევს საავანსო მეოთხედი და რამე შემეცვლება თუ ისევ უნდა გაადავიხადო მეოთხედი?


იქნებ გამარკბვიოთ რა ეხლა როგორ უნდა წავმართო ბუღალტერია sad.gif

Posted by: BESTER 30 Apr 2018, 11:32
uno e due
QUOTE
საქმის წარმოების სფეროში (ადმინისტრაციაში) ხომარ მუშაობთ რომელიმე?

დაწერე რა გაინტერესებს, იქნებ გიპასუხოთ, ბუღალტრები ყველაფრის მცოდნეები ვართ ზოგადად biggrin.gif გვინდა არ გვინდა გვითავსებენ))

fataqend
QUOTE
უფრო ზუსტად მაინტერესებს რამდენად დახვეწილია ბანკის ამონაწერისა და სასაქონლო ზედნადებების იმპორტი პროგრამაში.

ძალიან კარგად არის მორგებული და არანაირი შეფერხება არ გექნებათ, მთავარია ყურადღებით ჩამოტვირთოთ

mariolusi
ვფიქრობ ვერ გაიგე მაგათ რაც გითხრეს კარგად, ისინი იქნებიან დღგ-ს გადამხდელები და ალბათ გითხრეს, რომ რადგან შენ არ ხარ დღგ-ს გადამხდელი, ისინი ვერ ჩაითვლიან შენი მომსახურების დღგ-ს ბუნებრივია და ამიტომაც უნდა დაუკლო დღგ-ს თანხა, მაგალითად, თუ შენი მომსახურება ღირს 100 ლარი, უნდა მოემსახურო 100-18%-ში. აბა იმას კი არ გაიძულებდნენ ცვენს გამო დღგ-ს გადამხდელად დადექიო

Posted by: HurricaneKat. 30 Apr 2018, 11:33
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 30 Apr 2018, 10:20 )

განაცემთა ინფორმაციაში როგორ ჩაიწერება (ხელფასი თუ მომსახურება) და ვინ უნდა ჩაიწეროს

მაგ თანამშრომლის ხელფასს დაამატებ რა თანხის მომსახურებაც აანაზღაურეთ და ხელფასის სახით განაცემში ჩაწერ

Posted by: BESTER 30 Apr 2018, 11:36
Red Hot Chili Peppers
უნდა დაბეგრო რათქმაუნდა

Top-Gun
QUOTE
სამედიცინო მომსახურება გათავისუფლებული არ არის დღგ-სგან?

სამედიცინო დაწესებულებები არის გათავისუფლებული დღგ-სგან და არა ყველა კომპანია, ვინც რაღაც წამალს შეიძენს :დდ



* * *
PLAYer_1
QUOTE
საშემოსავლო 1 % როდიდან ხდება და იქნებ გამარკვიოთ როგორ უნდა მოვიქცე?

ივლისიდან უნდა ამოქმედდეს კანონპროექტი წესით და მოესწრება თუ არა კაცმა არ იცის, ანუ ისე წარმართე შენი ბუღალტერია როგორც აქამდე)))

Posted by: Top-Gun 30 Apr 2018, 14:03
BESTER
QUOTE
სამედიცინო დაწესებულებები არის გათავისუფლებული დღგ-სგან და არა ყველა კომპანია, ვინც რაღაც წამალს შეიძენს :დდ

რომელი ჩანაწერის მიხედვით?

კოდექსში წერია რომ სამედიცინო მომსახურების გაწევა არის გათავისუფლებული დღგ-სგან და არა სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევა.

იმას თუ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი კომპანია ვერ იქნება სამედიცინო მომსახურების გამწევი, კი ბატონო, შეიძლება მაგაზე მსჯელობა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ გამოდის დღგ-ით დასაბეგრი, რადგან ეგ იქნება ხარჯის ანაზღაურება, რაც დღგ-ით საერთოდ არ იბეგრება.

Posted by: gufy 1 May 2018, 13:46
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ თუ ვინმეს გაქვთ FMG დისტრიბუცია პროგრამის ინსტრუქციები რაიმე ან სად მოვებნო ?

Posted by: HurricaneKat. 1 May 2018, 14:54
Top-Gun
გადავიკითხე
მართალი ყოფილხარ
http://taxinfo.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8880&Itemid=105

Posted by: BESTER 4 May 2018, 00:05
The DoctoR
ეს თემა ზემოდან აქ რატო ჩამოაგდე?

Posted by: Clubmaster717 4 May 2018, 07:27
გამარჯობა,
მეწარმე ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებს შენობას რომელიც მის შვილზეა გაფორმებული. იჯარა უნდა გაკეთდეს უეჭველი?

Posted by: The DoctoR 4 May 2018, 10:11
BESTER
ის დავხურე და ახალი გავხსენი. აპინვა (ზემოთ ატანა) მოდერის პრეროგატივაა და ის აქ პრაზნიკებზე შემოდის მარტო ეტყობა smile.gif

Posted by: Clubmaster717 4 May 2018, 11:50
The DoctoR

გამარჯობა ექიმო,
ხომ არ იცი?

QUOTE
მეწარმე ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებს შენობას რომელიც მის შვილზეა გაფორმებული. იჯარა უნდა გაკეთდეს უეჭველი?


Posted by: The DoctoR 4 May 2018, 12:21
Clubmaster717
საგადასახადო მიზნებისთვის დიდად აუცილებელი არაა, თუ იჯარის საბაზრო ღირებულება არ აღემატება წელიწადში 100 ათას ლარს.
ასეთ დროს უკვე საჭიროა იმდენად, რამდენადაც დარიცხვის მეთოდის დღგ-ს გადამხდელად არ მოუწიოს რეგისტრაცია შვილს.

Posted by: Clubmaster717 4 May 2018, 12:57
The DoctoR

ანუ საგადასახადო ვერ გამიტრაკებს ხო მაგაზე?

Posted by: The DoctoR 4 May 2018, 13:07
Clubmaster717
მამას ფისკალური ეფექტი არ ექნება და შვილს კიდევ მიუღებელ შემოსავალს არ დაარიცხავენ.

Posted by: Clubmaster717 6 May 2018, 11:38
The DoctoR

გაიხარე მეგობარო, ბარემ 2 კითხვას კიდევ დაგისვამ
ავანსად მიღებული თანხა დღგ-ს დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა ავსახო?
და მეორე
დაუშვად რეალიზაცია მქონდა 1000 ლარი, აქედან 600 ლარი უკვე დაბეგრილი მქონდა 2 თვის წინ ავანსად მიღებული თანხის გამო, დღგ-ს დეკლარაციაში ალბათ 400 ცალკე და 600 ცალკე უნდა ვაჩვენო ხო? ხოდა რომელ უჯრებში?

მადლობა წინასწარ

Posted by: The DoctoR 7 May 2018, 00:57
Clubmaster717
პირველ გვერდზე მეორე უჯრაში უნდა ასახო დაბეგრილი ავანსი, ხოლო უკვე დაბეგრილი რომ გაქვს, ის ბოლოს გვერდის 4პრიმა უჯრაში

Posted by: Clubmaster717 7 May 2018, 08:38
The DoctoR

გაიხარე. მადლობა
* * *
დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციის ჩაბარება მინდა
პირველადში დავაკავშირე ავანსის და მიწოდების ფაქტურები და დაზუსტებულში რომ ვწერ ავანსის ფაქტურას არ მიგდებს არაფერს. როგორ უნდა მოვიქცე?

Posted by: _Lali_ 7 May 2018, 13:49
დავფიქსირდები. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მეხმარება ძლიერ

Posted by: Clubmaster717 8 May 2018, 11:32
QUOTE
დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციის ჩაბარება მინდა
პირველადში დავაკავშირე ავანსის და მიწოდების ფაქტურები და დაზუსტებულში რომ ვწერ ავანსის ფაქტურას არ მიგდებს არაფერს. როგორ უნდა მოვიქცე?


* * *
ამ განყოფილების მოდერატორს სძინავს?
ჩამოპინე ძველი თემა და ეს აპინე შე კაი ადამიანო

Posted by: Red Hot Chili Peppers 9 May 2018, 13:22
1.ჩემს მიერ ავანსად გადახდილი ხარჯი ხო არ იბეგრება?
2.ინვენტარიზაციით (არასაგადასახადო) გამოვლენილი ზედმეტობა შემოსავლში ხო უნდა ავიყვანო? და რო ავიყვან მოგების გადასახადით იბეგრება?

Posted by: Lady_Bird 10 May 2018, 17:35
Krusty_the_Clown

ბალანსის პროგრამაში წარმოება როგორ კეთდება შეგიძლია მარტივად მითხრა? დემო ვერსიაში ვერ გავაკეთებ საცდელად?

Posted by: Clubmaster717 11 May 2018, 10:25
Red Hot Chili Peppers

ავანსში რას გულისხმობ? თუ მომწოდებელს გადაუხადე შენი მხრიდან არ იბეგრება. თუ თანამშრომელს მიეცი ხელფასი ავანსად ეგ კი.

მეორე კითხვაზე პასუხს ვერგაგცემ. ალბათ დაიბეგრება რეალიზაციის დროს

Posted by: The DoctoR 14 May 2018, 10:33
Red Hot Chili Peppers
QUOTE
2.ინვენტარიზაციით (არასაგადასახადო) გამოვლენილი ზედმეტობა შემოსავლში ხო უნდა ავიყვანო? და რო ავიყვან მოგების გადასახადით იბეგრება?

არ იბეგრება.

Posted by: giglurta 18 May 2018, 23:37
გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ ესეთი რაღაცა მაინტერესებს. მაქვს შპს. ვყიდი სანტექნიკას და სარემონტო მასალებს. მჭირდება პროგრამა მოლარისთვის.პროგრამა გაყიდვის მომენტში ნაშთს გამოაკლებს გაყიდული საქონლის რაოდენობას,ანუ ზუსტად ისეთი რაღაც მინდა როგორიც სუპერმარკეტებში აქვთ, როცა შტრიხკოდების საშუალებით ატარებენ საქონელს და მარტივად ფასს აჯამებს და ასე შემდეგ. მაინტერესებს http://www.fina.ge/ ამ კომპანიას აქვს თუ არა ამისი შესაძლებლობა და რომელი პროგრამა უნდა შევიძინო ამისთვის, მოკლედ დაკვალიანება მჭირდება და მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარებით ან მეტყვით ვის უნდა მივმართო კონსულტაციისთვის.

Posted by: magi_ 22 May 2018, 17:11
გამარჯობაა.

საავანსოები მხოლოდ შპსებზე გაუქმდა ხომ??
ინდ მეწარმეები ჩვეულებრივად იხდიან სანამ ახალ მოდელზე არ გადავლენ...


Posted by: _Lali_ 22 May 2018, 17:18
magi_
დიახ. პირველი საავანსო იხდება 15 მაისამდე

Posted by: magi_ 23 May 2018, 09:16
_Lali_

მადლობაა

<3

Posted by: GoldenSky 24 May 2018, 10:49
გამარჯობა, ერთ-ერთი ორგანიზაცია ახლა არ არის დღგ გადამხდელი ვიცი, მაგრამ როგორ შემიძლია გავარკვიო იყო თუ არა ადრე დღგ გადამხდელი.

Posted by: dezdemona123 24 May 2018, 21:04
გამარჯობა. ქეშფლოყს გაკეთებას მასწავლის ვინმე დაჩქარებულად? გადავიხდი

Posted by: MasterJC 25 May 2018, 13:39
სალამი

მაინტერესებს, რამდენად შეიძლება, რომ კომპანიას კუთვნილი ორი ობიექტი იყენებს საერთო ექაუნთს RS.GE-ზე?

ველა მომმარაგებლისგან ყველა ზედნადები მოდის საერთო ექაუნთზე და რიგ შემთხვევებში რთული გასარჩევია რომელი ზედნადები რომელი ობიექტისაა. ხან მომწოდებელს ეშლება მისამართები ერთმანეთში, ხან არარსებულ მისამართებზეა საბუთი გამოწერილი და სხვა

მე მინდა რომ ეს ორი ობიექტი მომავალში გავამიჯნინო ერთმანეთისგან. ერთ-ერთის საბუთების მოწესრიგება მთხოვეს და გადავიღალე იმ ზედნადებების სათითაოდ გადამოწმებით, რომლებიც საერთო დისტრიბუტორებისგანაა მიღებული

იქნებ რჩევები და გამოცდილება გამიზიაროთ.
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: dato_sisauri 25 May 2018, 15:03
giglurta

კი აქვს ეგ მხარდაჭერა, შტრიხკოდებიც დაამატეს სკანერზე რო გაატარო მაგასაც ასახავს, საკმაოდ მარტივია ძვირიც არ ღირს 2 ეტაპად შეგილია გადახდა
(ჩემი არავინ არი პროსტა 5 წელია ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციებში და ვიცი )

GoldenSky

ამონაწერში თუ ნახავ არ ვიცი enreg.reestri.gov.ge

MasterJC

QUOTE
მაინტერესებს, რამდენად შეიძლება, რომ კომპანიას კუთვნილი ორი ობიექტი იყენებს საერთო ექაუნთს RS.GE-ზე?


საერთო ექაუნთს გამოიყენებენ, უბრალოდ საწყისი მისამართი იქნება სხვადასხვა, თუ სწორად მივხვდი რაც იკითხე.
შენთან მოაქვთ 1 კომპანიისგან სხვადასხვა პროდუქცია სხვადასხვა ადგილიდან ხო ?


Posted by: MasterJC 25 May 2018, 23:45
dato_sisauri
საწყისი მისამართი,გამოსვლისა ყველა დისტრიბუტორს თავისი აქვს
მოტანისაა წესით სხვადადხვა
ერთი ჩემი ობიექტის. მეორე კი სხვა ობიექტის

მაგრამ დისტრიბუტორები ურევენ ერთმანეთში მისამართებს
და ხან სწორად აგზავნიან ხან სხვა მისამართზე

Posted by: anona 27 May 2018, 21:47
ბოდიშით ერთი კითხვა მაქვს და ვინც იცით მიპასუხეთ, ვინ ეხმარება ახლად დაწყებულ კომპანიებს. უამრავი რამეა რაც ახალდამწყებს არ და ვერ ეცოდინება. არადა კითხავ რს.ს და არასდროს გიპასუხებენ ისე რომ გაიგო, მუდამ ბრძანებულებებს და დოკუმენტებს აკოპირებენ და ისე გპასუხობენ თავად რომ არ ესმით სავარაუდოდ.
უცხოეთში თავად ვაჭრობის პალატაში გპასუხობენ ნებისმიერ კითხვაზე გასაგებად და ამომაწურავად, აქაც თუ არის მსგავსი დაწესებულება გთხოვთ მიმითითოთ, მადლობა

Posted by: PLAYer_1 28 May 2018, 23:11
Red Hot Chili Peppers
QUOTE
2.ინვენტარიზაციით (არასაგადასახადო) გამოვლენილი ზედმეტობა შემოსავლში ხო უნდა ავიყვანო? და რო ავიყვან მოგების გადასახადით იბეგრება?

The DoctoR
QUOTE
არ იბეგრება.



ეს ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ? sad.gif ძალიან დავინტერესსდი ((
შემოავალში თუ აიყვან რატომ არ იბეგრება?
მაშინ არც უნდა აიყვანო ხომ შემოსავალში თუ არ დაბეგრი ((( (რახან არასაგადასახადოა)



anona

კერძო ძლიერი აუდიტები....
ან ლოგიკური დასკვნებით უნდა მიხვიდე სავარაუდო სწორ ქმედებამდე :დდდდ
ჩვენ გვყავს აუდიტები და რაღაც რთულ შეკითხვას რომ მოისმენენ კაი 5-10 წუთი ფიქრობენ ))
საშემოსავლოში კითხვას აქრი არ აქ...

Posted by: The DoctoR 29 May 2018, 10:19
QUOTE (PLAYer_1)
ეს ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ?  ძალიან დავინტერესსდი ((

მარტივია ძალიან smile.gif

ინვენტარიზაციით გამოვლენილ ზედმეტობას აიყვან არასაოპერაციო შემოსავლში და დაბეგრავ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ აქტივს ან მისგან მიღებულ თანხას გაიტან; ანუ დაბეგვრა ხდება ზოგადი პრინციპებით.
კითხვის ავტორი კი კითხულობდა (მე ასე გავიგე), რომ ინვენტარიზაციის გამოვლენის მომენტში იბეგრება თუ არაო. დანაკლისი ხომ იბეგრება და ეს ზედმეტობის შემთხვევასაც კითხულობდა.

Posted by: safar1981 31 May 2018, 01:15
გამარჯობათ მირჩიეთ სად შევისწავლო FMG ის ბუღალტრული პროგრამა საფუძვლიანად. უმჯობესია მასწავლებელი ერკვეოდეს ბუღალტერიაში. მადლობა წინასწარ

Posted by: Red Hot Chili Peppers 31 May 2018, 15:07
QUOTE (The DoctoR @ 29 May 2018, 10:19 )
QUOTE (PLAYer_1)
ეს ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ?  ძალიან დავინტერესსდი ((

მარტივია ძალიან smile.gif

ინვენტარიზაციით გამოვლენილ ზედმეტობას აიყვან არასაოპერაციო შემოსავლში და დაბეგრავ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ აქტივს ან მისგან მიღებულ თანხას გაიტან; ანუ დაბეგვრა ხდება ზოგადი პრინციპებით.
კითხვის ავტორი კი კითხულობდა (მე ასე გავიგე), რომ ინვენტარიზაციის გამოვლენის მომენტში იბეგრება თუ არაო. დანაკლისი ხომ იბეგრება და ეს ზედმეტობის შემთხვევასაც კითხულობდა.

კი სწორად გაიგე, გამოვლენის მომენტში იბეგრება თუ არა ეგ მაინტერესებდა

Posted by: angelozistvaleba 6 Jun 2018, 23:48
გამარჯობა ჩემს სიტუაციას აგიხსნით და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ. მინდა გავხსნა შპს ანგარიში ერთჯრრადად მინდა გამოყენება ამ შემთხვევაში. ფიზიკურმა პირმა მანქნა უნდა გაასხვისოს შპსზე და ჩემი შპს რეექსპორტს გააკეთებს სხვა ქვეყნის შპსზე ამ მოზნით მინდა გავაკეთო და რაიმე დამატებით გადასახადთან არის დაკავშირებული ? ან საგადსახადოს შეუძლია რამეში მომედაოს ? გთხოვთ დახმარებას

Posted by: Rioka1984 28 Jun 2018, 12:49
გამარჯობა კოლეგებო, აპექსის პროგრამაში ვინ მუშაობთ ორი სიტყვით დაწერეთ როგორია

Posted by: MasterJC 28 Jun 2018, 15:46
დაბარებულივით არ ამოხტა ეს თემა? აქ ვაპირებდი დამეპოსტა smile.gif

"სუფრაში" მუშაობის გამოცდილება ვისაც გაქვთ, როგორ ვნახო გაყიდვები? დღეების, კერძების და საათების მიხედვით. თუ აქვს ამგვარი ფუნქცია.
მემგონი უნდა ჰქონდეს

Posted by: Desmond Miles 28 Jun 2018, 15:50
MasterJC

რა პროგრამა გაქვთ?

Posted by: Rioka1984 28 Jun 2018, 16:10
სუფრა თვითონ პროგრამაა თუ სუფრის გაშლა იგულისხმეთ?

Posted by: ნათია_ბათია 28 Jun 2018, 16:31
რატომ არ არის ცალკე თემა საგადასახადო კანონმდებლობაზე ამდენი ცვლილებების ფონზე sad.gif


აქ ვიკითხავ, 996-ს ახალი თავი რომ დაემატა XXIV​ პრიმი საქმის კურსში ხართ?


"2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით."

Posted by: INKOINKO 28 Jun 2018, 18:24
როცა მაისის თვეში გაიცა ერთდროულად აპრილის და მაისის ხელფასი, მაშინ განაცემების შესახებ დეკლარაციაში რეალურად რაც გაიცა ის უნდა ჩაიწეროს ? მაგ. თუ ხელფასი არის 200, და მაისში გაიცა 400, განაცემების დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს 400 ხომ ?

Posted by: otikosi 28 Jun 2018, 18:25
INKOINKO

კი აუცილებლად.

Posted by: INKOINKO 28 Jun 2018, 18:26
მაისის განაცემების შესახებ დეკლარაციას ვგულისხმობ

* * *
otikosi
მადლობა, გაიხარე !

Posted by: otikosi 28 Jun 2018, 18:39
INKOINKO

განაცემში იგულისხმება რაც გაეცი, არ კითხულობს კოდექსი რატო არ გაეცი აპრილში, აინტერესებს თუ გაეცი დაადეკლარირე.

Posted by: INKOINKO 28 Jun 2018, 19:45
ნულოვანი დეკლარაცია იყო გადაგზავნილი და თავიდან გადავგზავნე შევსებული მონაცემებით და ამის შემდეგ ნულოვანი ხომ შემიძლია წავშალო ?
* * *
როდესაც საშემოსავლო გადასახადს არ იხდის ორგანიზაცია შეღავათების გამო, ხომ მარტო ნულოვანი დეკლარაცია უნდა გაიგზავნოს ?

* * *
განაცემების შესახებ დეკლარაციაში იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხებიც უნდა მივუთითოთ ?

Posted by: ნათია_ბათია 29 Jun 2018, 14:08
INKOINKO
დეკლარაციას ვერ წაშლი და არც არის საჭირო ხომ გადაგზავნე ახალი.

რას ქვია საშემოსავლო გადასახადს არ იხდის? ხეფასებზე საშემოსავლოს არ აკავებს?

არა იურიდიულ პირებს არ უთითებ თუ რეზიდენტები არიან, არარეზიდენტების შემთხვევაში კი და საშემოსავლოთიც ბეგრავ.

Posted by: MasterJC 29 Jun 2018, 14:33
QUOTE (Desmond Miles @ 28 Jun 2018, 15:50 )
MasterJC

რა პროგრამა გაქვთ?

სუფრა 3
-------------------------------
smile.gif

Posted by: Desmond Miles 29 Jun 2018, 14:51
QUOTE (MasterJC @ 29 Jun 2018, 14:33 )
QUOTE (Desmond Miles @ 28 Jun 2018, 15:50 )
MasterJC

რა პროგრამა გაქვთ?

სუფრა 3
-------------------------------
smile.gif

არ ვიცოდი ეგ პროგრამა თუ არსებობდა. მე პირდაპირი გაგებით სუფრა ვიგულისხმე. :დ

ალბათ, ეს არის ხო?
არ მქონია შეხება. ((

http://www.restaurant.ge/readart.php?rest=suphra

Posted by: INKOINKO 30 Jun 2018, 21:06
ნათია_ბათია
მადლობა პასუხებისთვის, გაიხარე !
QUOTE
რას ქვია საშემოსავლო გადასახადს არ იხდის? ხეფასებზე საშემოსავლოს არ აკავებს?


დიახ, საშემოსავლოს არ აკავებს იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი შეღავათით სარგებლობს მაღალმთიან რეგიონში ცხოვრების გამო. და ასეთ შემთხვევაში ხომ მხოლოდ ნულოვანი უნდა გაიგზავნოს ?

Posted by: Gio_m 2 Jul 2018, 12:06
QUOTE (INKOINKO @ 30 Jun 2018, 21:06 )
ნათია_ბათია

დიახ, საშემოსავლოს არ აკავებს იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი შეღავათით სარგებლობს მაღალმთიან რეგიონში ცხოვრების გამო. და ასეთ შემთხვევაში ხომ მხოლოდ ნულოვანი უნდა გაიგზავნოს ?


ნულოვანი არა, დეკლარაცია უნდა შეავსო, არის გრაფები "განაცემის ოდენობა", "შეღავათის ოდენობა"

Posted by: ნათია_ბათია 3 Jul 2018, 13:26
ლოზინგის ხელშეკრულების შაბლონი არავის გაქვთ?

Posted by: ChicagoBullls 10 Jul 2018, 18:41
ბუღალტერია ხარისხიანად ისწავლება საქართველოს უნივერსტეტში

Posted by: ნათია_ბათია 11 Jul 2018, 12:55
ხალხი ცვლილება რომ შევიდა ძალაში ივლისისდან, მცირე ბიზნესები დეკლარაციას თვიურად ივლისიდანვე აბარებენ? (ვგულისხომ ივლისის პერიოდიდან)

Posted by: _Lali_ 11 Jul 2018, 15:17
ნათია_ბათია
15 აგვისტომდე უნდა გააგზავნო ივლისის თვის დეკლარაცია

Posted by: Smurf13 12 Jul 2018, 18:40
გამარჯობა, როდესაც შპს-ს დამფუძნებელი დირექტორიცაა ხელფასის დარიცხვა აუცილებელია თუ მხოლოდ დივიდენდის გაცემაა საკმარისი?

Posted by: Pinturico 20 Jul 2018, 16:25
ასეთი კითხვა მაქვს:

დამფუძნებელი თუ კაპიტალში შეიტანს ფულს და გაზრდის კომპანიის კაპიტალს, იმ კაპიტალის გატანა უკან ხო შეუძლია გადასახადების გადახდის გარეშე?

რამით იბეგრება კაპიტალში შეტანილი თანხის უკან გატანა?

Posted by: Top-Gun 20 Jul 2018, 17:12
Smurf13
ეგ კომპანიის გადასაწყვეტია, ორივეც შეიძლება და არცერთიც

Pinturico
კი ბატონო, შენატანის ფარგლებში კაპიტალის გატანა არ ითვლება დივიდენდის გაცემად და არ იბეგრება არაფრით

Posted by: -anano- 25 Jul 2018, 10:36
ორი კითხვა მაქვს smile.gif ინდმეწარმე გადავიდა მცირე მეწარმეზე გუშინ , პასუხი მოვიდა დადებითი და გუშინდელი დღიდანვე ითვლება მცირე მეწარმედ და მე როგორც ვიცი დეკლარაციის გადაგზავნის ვალდებულბა აგვისტოდან მიჩნდება ანუ ეხლა ივლისის დეკლარაცია არ უნდა გადავაგზავნო ხო ? და მეორე კითხვა სერთიფიკატი მოვიდა პასუხად განცხადებისა და რო ვბეჭდავ ლათინური ასოებით წერია შიგ ყველაფერი და ქართულად რო იყოს როგორ ამოვბეჭდო ? ექსფლორერიდან ვცადე და იქაც ლათინურად ამოვიდა

Posted by: MasterJC 25 Jul 2018, 13:25
ნაჩუქრობა როგორ კეთდება?
როცა პიროვნება ჩუქნის რაღაცას კომპანიას, რომ მერე კომპანიამ ეს რაღაცა გაყიდოს
ან უსასყიდლოდ გასცეს

Posted by: gtuuser 25 Jul 2018, 22:59
მეგობრებო, თუ გქონიათ შეხება ორის მენეჯერთან იქნებ დამეხმაროთ.. ძველი ვერსიაა და მინდა ჩაწერა სხვა კომპიუტერში და ბაზების გადატანა მაგრამ რაღაც არ გამომდის... "შეუძლებელია ბაზასთან დაკავშირება როდესაც ორის დატა ობჯექთ არის ლოკალური" შეიძლება ეს ბევრს არაფერს გებნებოდეთ მაგრამ თუ იცით დაყენება იქნებ დამეხმაროთ

Posted by: gelako123 30 Jul 2018, 18:12
გამარჯობათ, ვმუშაობ დისტრიბუციაში, ფმჯ-ის პროგრამაში და ხშირად მიწევს კორექტირების ა/ფ გამოწერა. ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ბრუნდება რაღაც საქონელი და მიწევს ძალიან ბევრი ა/ფ დაკორექტირება. ვიყენებ ექსელის ფილტრს და ა.შ. ხომ არ იცით რაიმე მარტივი ხერხი ამ პროცესის გასამარტივებლად?

Posted by: ninicool 31 Jul 2018, 14:13
MasterJC
QUOTE
ნაჩუქრობა როგორ კეთდება?

აქტი უნდა შედგეს, სადაც მჩუქებელი იტყვის, მე - ესა და ეს, ვჩუქნი ამა და ამ კომპანიას ამას და ამას.

რავიცი, უნივერსიტეტს ეგრე ვაჩუქე წიგნები ადრე.

Posted by: MasterJC 31 Jul 2018, 16:57
ninicool
ჰო. გავაკეთე

აღმოჩნდა რო ბუღალტრები ექსკურსიაზე იყვნენ მთაში
რო ვურეკავდი ერთმანეთთან მამისამართებდნენ ქალაქში არ ვარ და იმას დაურეკეო..
ჩამოვიდნენ და აქტიც გამოგზავნეს და გავამზადე smile.gif


ისე რა ტყუილად მყვანან რა
რაც გასაკეთწბელია მე ვაგვარებ და გადაგზავნას და შედარებას როგორმე მოვახერხებდი ჩემითაც :/

Posted by: tamuna89-tamuna89 1 Aug 2018, 10:33
მოგესალმებით, დამწყებ ახლადგახსნილ პიცერიაში რამდენი უნდა გადავუხადოთ ბუღალტერს საშუალოდ? რას ფიქრობთ?

Posted by: gugusha-l 2 Aug 2018, 00:36
QUOTE (tamuna89-tamuna89 @ 1 Aug 2018, 10:33 )
მოგესალმებით, დამწყებ ახლადგახსნილ პიცერიაში რამდენი უნდა გადავუხადოთ ბუღალტერს საშუალოდ? რას ფიქრობთ?

რამდენი ხნის გახსნილია არ აქვს მნიშვნელობა.
ამ შემთხვევაში საჩალიჩოა მაგის ბუღალტერია და ალბათ მინიმუმ 350 ლარი

Posted by: don tomi 8 Aug 2018, 04:18
განცხადება გადავაგზავნე ელექტრონული ფორმით და შემდეგ უზუსტობა აღმოვაჩინე, მოკლედ რაღაცეები არ მივუთითე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია...
ხოდა, ძალიან სერიოზულად დამერხა თუ მაქვს შანსი შეცდომის გამოსწორების?

Posted by: anona 8 Aug 2018, 15:12
ბუღალტრები შემეხმიანეთ პმში გეთაყვა
მჭირდება მომსახურება
* * *
-anano-
QUOTE
ინდმეწარმე გადავიდა მცირე მეწარმეზე გუშინ , პასუხი მოვიდა დადებითი და გუშინდელი დღიდანვე ითვლება მცირე მეწარმედ და მე როგორც ვიცი დეკლარაციის გადაგზავნის ვალდებულბა აგვისტოდან მიჩნდება ანუ ეხლა ივლისის დეკლარაცია არ უნდა გადავაგზავნო ხო ?

რა განაცხადი უნდა შეიტანო ამაზე? აკი ეწერა რომ ვისი მოგებაც 500 000 არ აღემატება ის მცირე მეწარმეში გადისო

Posted by: ooo,girl,girl 11 Aug 2018, 17:00
QUOTE (anona @ 8 Aug 2018, 15:12 )
ბუღალტრები შემეხმიანეთ პმში გეთაყვა
მჭირდება მომსახურება
* * *
-anano-
QUOTE
ინდმეწარმე გადავიდა მცირე მეწარმეზე გუშინ , პასუხი მოვიდა დადებითი და გუშინდელი დღიდანვე ითვლება მცირე მეწარმედ და მე როგორც ვიცი დეკლარაციის გადაგზავნის ვალდებულბა აგვისტოდან მიჩნდება ანუ ეხლა ივლისის დეკლარაცია არ უნდა გადავაგზავნო ხო ?

რა განაცხადი უნდა შეიტანო ამაზე? აკი ეწერა რომ ვისი მოგებაც 500 000 არ აღემატება ის მცირე მეწარმეში გადისო

მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ საგადასახადო ორგანოს განცხადებით. გაითვალისწინეთ, რომ სტატუსის მქონედ ითვლებით განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ანუ, დღეს, 11 აგვისტოს რომ შეიტანოთ განცხადება მცირე ბიზნესის სტატუსის მონიჭებაზე და დადებითი პასუხი მიიღოთ, 1 სექტემბრიდან ითვლებით სტატუსის მქონედ და 1 სექტემბრიდან გეხებათ მთელი ეს შეღავათები და მოთხოვნები, რაც მცირეს აქვს. თუ მანამდე ჩვეულებრივი ინდ.მეწარმე იყავით, რაიმე სპეციალური სტატუსის გარეშე, იმ პერიოდზე დეკლარაციას გაგზავნით ძველი წესით. ანუ, მომდევნო წლის 1 აპრილამდე გადააგზავნით წლიურ საშემოსავლო დეკლარაციას 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდზე და დაიბეგრებით 20%-ით. სექტემბრიდან უკვე მცირეს წესები იმოქმედებს და 15 ოქტომბრამდე გადააგზავნით პირველ ყოველთვიურ დეკლარაციას, 1%-იანი დაბეგვრით.

თქვენი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში თუ არ აღემატება 500 000 ლარს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მცირეში გადიხართ და შესაბამისი პირობებით დაიბეგრებით. განცხადება უნდა შეიტანოთ სტატუსის მონიჭებაზე და გადმოგცემენ სერტიფიკატს. ამის მერე იქნებით მცირე ბიზნესი.

Posted by: პანჩო 14 Aug 2018, 02:50
მცირე მეწარმეზე მაქვს რამდენიმე ჩარიცხვა სულ, არ ვიცი დეკლარაცია როგორ შევავსოთ, ვინმეს შეუძლია დამხარება ? sad.gif ექაუნთიც მაქვს ერესზე უბრლდ აზრზე არავარ როგორ შევავსო და კომპიუტერიც არ მაქვს რომ დავაკვირდე, ტელეფონით კი ვერაფრი გავიგე. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება მომწერეთ რა, 15 მდე მაქვს ვადა როგორც მითხრეს

Posted by: ბუღალტერი 16 Aug 2018, 21:37
QUOTE (MasterJC @ 25 Jul 2018, 13:25 )
ნაჩუქრობა როგორ კეთდება?
როცა პიროვნება ჩუქნის რაღაცას კომპანიას, რომ მერე კომპანიამ ეს რაღაცა გაყიდოს
ან უსასყიდლოდ გასცეს

ჩუქების შემთხვევაში კომპანისთვის მიღებული საჩუქარი არასაოპერაციო შემოსავალია.
გაჩუქების შემთხვევაში დაიბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოგების გადასახადის ესტონური მოდელით.

Posted by: General Bachelor 21 Aug 2018, 18:22
ორი კითხვა მაქვს:

1. გერმანიაში გაწეული მომსახურებისთვის, გერმანიიდან გადმორიცხული ანაზღაურება როგორ იბეგრება?
უფრო დეტალურად: გერმანიაში გაგზავნილი გვყავს ქართველი თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ სამუშაოს. ამაში გერმანული კომპანია ჩვენ, ქართულ კომპანიას გვიხდის თანხას, რომლიდანაც ჩვენ უნდა გადავუხადოთ ხელფასი ამ თანამშრომლებს. საშემოსავლოს ნაწილი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი რა არის კიდევ საჭირო?

2. საქართველოში გერმანელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება როგორ იბეგრება?
უფრო დეტალურად: გერმანიიდან საქართველოში ჩამოდის გერმანელი, რომელმაც უნდა შეასრულოს გარკვეული სამუშაო, რაშიც ხელზე უნდა გადავუხადოთ თანხა. რადგან არარეზიდენტია, რაიმე განსხვავებული რეჟიმი აქვს თუ ჩვეულებრივად საშემოსავლოთი დაიბეგრება მისი ხელფასი?

Posted by: dragonglass 24 Aug 2018, 02:08
მეგობრებო აუდიტორულ კომპანიაში თუ მუშაობთ ვინმე რაღაცეები მაინტერესებს და იქნებ დაწეროთ smile.gif))

Posted by: ooo,girl,girl 28 Aug 2018, 11:20
QUOTE (General Bachelor @ 21 Aug 2018, 18:22 )
ორი კითხვა მაქვს:

1. გერმანიაში გაწეული მომსახურებისთვის, გერმანიიდან გადმორიცხული ანაზღაურება როგორ იბეგრება?
უფრო დეტალურად: გერმანიაში გაგზავნილი გვყავს ქართველი თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ სამუშაოს. ამაში გერმანული კომპანია ჩვენ, ქართულ კომპანიას გვიხდის თანხას, რომლიდანაც ჩვენ უნდა გადავუხადოთ ხელფასი ამ თანამშრომლებს. საშემოსავლოს ნაწილი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი რა არის კიდევ საჭირო?

2. საქართველოში გერმანელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება როგორ იბეგრება?
უფრო დეტალურად: გერმანიიდან საქართველოში ჩამოდის გერმანელი, რომელმაც უნდა შეასრულოს გარკვეული სამუშაო, რაშიც ხელზე უნდა გადავუხადოთ თანხა. რადგან არარეზიდენტია, რაიმე განსხვავებული რეჟიმი აქვს თუ ჩვეულებრივად საშემოსავლოთი დაიბეგრება მისი ხელფასი?

კითხვა 1: მოგების გადასახადის კუთხით, გერმანიიდან გადმორიცხული ანაზღაურება ჩვეულებრივად შედის კომპანიის ერთობლივ შემოსავალში (მუხლი 100 - რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან) და განაწილებული მოგების სახით დაიბეგრება, როცა დივიდენდს გასცემ.

დღგ-ს კუთხით, თუ გათავისუფლებული არაა ეს ოპერაცია დღგ-სგან, დასაბეგრი ოპერაციებია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. თქვენს შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილად გერმანია ჩაითვლება თუ საქართველო, დამოკიდებულია იმაზე, რა მომსახურებას უწევთ. 166-ე მუხლში შეგიძლიათ ამის ნახვა. თუ გერმანია ჩაითვლება მომსახურების გაწევის ადგილად, მაშინ დღგ არ გეხებათ ამ ოპერაციაზე, ვინაიდან დღგ-ით მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება იბეგრება.

თანამშრომლების ხელფასები ჩვეულებრივად დაიბეგრება 20%-ით.

კითხვა 2. დღგ-ს კუთხით, საქართველოში გერმანელის მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრება დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით, თუ გათავისუფლებული არაა დღგ-ისგან ეს ოპერაცია და თუ ზემოთხსენებული 166-ე მუხლით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ითვლება ეს მომსახურება. (მუხლი 176 - დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება: არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება). თქვენ რომ არ იყოთ დღგ-ს გადამხდელი, მაინც უნდა დაბეგროთ უკუდაბეგვრით. თუ დღგ-ს გადამხდელი ხართ, თან ჩაითვლით გადახდილ უკუდაბეგვრის დღგ-ს.

საშემოსავლოს კუთხით, არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრის განაკვეთები 134-ე მუხლში შეგიძლიათ ნახოთ. 10%-იანი განაკვეთი შეგეხებათ, სავარაუდოდ.

Posted by: Mrkesha 28 Aug 2018, 11:41
ვინ ეძებთ ბუღალტერს???????????????????????????????????????????????????????????????????????

Posted by: boon 28 Aug 2018, 14:11
გამარჯობათ,

თქვენი დახმარება მჭირდება. როგორც ვიცი დღგ-ს უკან დაბრუნების პროცედურა გაამარტივეს თუ შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ წარმოებს აღნიშნული პროცედურა, ვის ეხება და ვინმეს თუ გისარგებლიათ? rs-ზე ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე დეტალურად. მადლობა წინასწარ.

Posted by: Red Hot Chili Peppers 30 Aug 2018, 09:48
მოგესალმებით, გთხოვთ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ
ე.ი. ი/მეწარმე დეკემბერში დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად, მაინტერესებს ყოველწლიურ საშემოსავლოს დეკლარაციაში როგორ აისახება ბრუნვები და ნაშთები, დღგ-ს გარეშე თუ დღგ-ს ჩათვლით?

Posted by: s-n-r 30 Aug 2018, 10:04
გამარჯობა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ნამდვილად შედის ძალაში პირველი სექტემბრიდან?
ყველა ჩუმად არის, არც შემოსავლების სამსახურის გვერდზე მოსულა შეტყობინება ან ინსტრუქცია (შეიძლება მე ვერ ვპოულობ).

Posted by: kusi20 5 Sep 2018, 16:52

* * *
ბუღალტრებო რჩევა მჭირდება ♡ ბიზნესსზე ვსწავლობ და მინდა ბუღალტრად ვიმუშავო ,თან სწავლას რო შევუთავსო და ყოველთვიურად მინ. თანხა გამოვიმუშავო რას მირჩევთ, რა კურსები გავიარო? ორისი? თუ პრაქრტიკული ბუღალტერია სხვადასხცა ცენტრებში რომ ისწავლება?

Posted by: Mr.Jano 6 Sep 2018, 15:25
გამარჯობა. იქნებ დამეხმაროთ. საგადასახადო კოდექსის შესწავლლა მინდა და სად მირჩევთ ? ინდივიდუალურად მირჩევნია და ვინმეს ხომ ვერ გაუწევდით რეკომდენდაციას? ან ტრენინგ ცენტრებსაც თუ მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით. მადლობა წინასწარ.

Posted by: The DoctoR 7 Sep 2018, 15:34
boon
QUOTE
თქვენი დახმარება მჭირდება. როგორც ვიცი დღგ-ს უკან დაბრუნების პროცედურა გაამარტივეს თუ შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ წარმოებს აღნიშნული პროცედურა, ვის ეხება და ვინმეს თუ გისარგებლიათ? rs-ზე ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე დეტალურად. მადლობა წინასწარ.

რს.ჯი-დან გააკეთებ განაცხადს ტანხის დაბრუნებაზე (განცხადებები>ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება). მერე მომსახურების დეპარტამენტი შეისწავლის შენს მონაცემებს - რამდენად სწორად გაქვს დეკლარაციები შევსებული, შესაბამისობაში არის თU არა ერთმანეთთან (მაგ. დღგ და მოგების დეკლარაცია, საშემოსავლო და მოგების დეკლარაცია და ა.შ.) და 10 დღეში გაგცემენ პასუხს. თუ დადებითი იქნება ჩაგირიცხავენ, თუ უარყოფითი, უარის მიზეზსაც მოგწერენ. მერე გამოასწორებ იმ ხარვეზებს და თYავიდან გააგზავნი განცხადებას და ა.შ.

s-n-r
QUOTE
გამარჯობა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ნამდვილად შედის ძალაში პირველი სექტემბრიდან?
ყველა ჩუმად არის, არც შემოსავლების სამსახურის გვერდზე მოსულა შეტყობინება ან ინსტრუქცია (შეიძლება მე ვერ ვპოულობ).

1 იანვრიდან ამოქმედდება უშუალოდ სქემა. ახლა კანონი ამოქმედდა, რომ ორგანიზაციული საკითხები დარეგულირდეს

Posted by: PLAYer_1 10 Sep 2018, 16:03
გამარჯობათ....

ინდ. მეწარმის განახლება მომთხოვეს და რას ნიშნავს განახლება?))))

Posted by: mr.geouser 16 Sep 2018, 18:02
მოგესალმებით!

ახალი ფორუმელი ვარ და თუ არასწორ ადგილას ვსვამ კითხვას მაინცდამაინც კრიტიკის ქარცეცხლში ნუ გამატარებთ.

რაც შეეხება კითხვას, მაინტერესებს ავტოსახელოსნოს(პროფილაქტიკა) რა იურიდიულ სამართლებრივი ფორმით მირჩევთ რეგისტრაციას, ამასთან რომელი სტატუსი უფრო მოსახერხებელია მიკრო, მცირე თუ ფიქსირებული?? სახელოსნო 4 ე.წ. "ბოქსისს" მოიცავს (დაახლოებით 60-70 კვ.მ)

ბუღალტრებო მირჩიეთ ვისაც გაქვთ შეხება ავტოსახელოსნოს ბუღალტერიასთან...

მადლობა წინასწარ...

Posted by: x_bratva 20 Sep 2018, 14:28
გამარჯობა.ბუღალტერიის კურსები სად შეიძლება გავიარო ხარისხიანად? ვის გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: x_bratva 22 Sep 2018, 18:46
Oris,Info,superfin,1C ამ პროგრამებს შორისრა განსხვავებაა და რომელი სად გამოიყენება? მსურს ვისწავლო ბუღალტერია და საიდან დავიწყო ვერ მირჩევთ?

Posted by: qondara 28 Sep 2018, 12:18
მოგესალმებით,

სსკ-ის 168 მუხლის გადასახადისგან გათავისუფლება 2 პუნქტის ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა;

აღნიშნული მუხლი ეხება თუ არა კერძო საბავშვო აუზს?

მადლობა

Posted by: chuvak_lexo 28 Sep 2018, 12:22
როგორც წესი ბუღალტრებს გვეტენება ხოლმე ესეთი თემები და არ გამოგეპაროთ, ბოლო ვადაა დღეს

https://forum.ge/?f=29&showtopic=35051399

Posted by: Bent 28 Sep 2018, 13:37
გამარჯობა ხალხო. თუ არ დამზარდებით რაღაც კითხვები მაქვს და დამეხმარეთ თუ შეიძლება. მოკლედ ბიზნეს საქმიანიბის დაწყებაა ვაპირებ და ვარ შეიძლება ითქვას სრულიად უცოდინარი ვარ ამ საკითხებში. იურიდიულ პირად რომ ჩავითვალო აუცილებლად შპს უნდა მქონდეს?? და კიდევ იმ ელემენტარულ ბუღალტერიას რაც საჭირო იქნება ჩემით ვერ მოვახერხებ???

Posted by: qondara 28 Sep 2018, 15:08
Bent

QUOTE
იურიდიულ პირად რომ ჩავითვალო აუცილებლად შპს უნდა მქონდეს??

არა სხვა იურიდიული ფომრბიც არსებობს მაგ: სააქციო საზოგადოება მაგრამ ოპტიმალური შპს-ა. კანონი მეწარმეთა შესახებ ჩახედე და დეტალურად იქ ნახავ

QUOTE
და კიდევ იმ ელემენტარულ ბუღალტერიას რაც საჭირო იქნება ჩემით ვერ მოვახერხებ???

ელემენტარული ბუღალტერია არ არსებობს, ბუღალტერია იცი ან არ იცი შესაბაბმისად საგადასსახადო კანონმდებოლობა ასე რომ სულ
QUOTE
სრულიად უცოდინარი
ხარ ჯერ კომპეტენტური ადამიანს თხოვე დახმარება

Posted by: TaiSha_Abelar 29 Sep 2018, 11:35
სალამი, ვარ მცირე მეწარმე, მაღაზიისთვის მინდა რამე "მსუბუქი" კომპიუტერული პროგრამა, ვერ ვერკვევი მასეთ რამეებში და რას მირჩევთ?
რომელია ყველაზე light-weight ? ჯერ-ჯერობით მხოლოდ საწყობის აღწერის და გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვისთვის მინდა, შემდგომ რომ იყოს შესაძლებელი ბარკოდის წამკითხველის დამატებაც...


Posted by: _Lali_ 1 Oct 2018, 11:40
TaiSha_Abelar
ყველაზე კარგია FINA
http://fina.ge/

Posted by: mindo90 1 Oct 2018, 14:29
ბუღალტწრიის სწავლების დროს..პროგრამას თვითონ ვირჩევთ?????????

Posted by: dragonglass 2 Oct 2018, 11:00
რელიგიური ორგანიზაციები როგორ იბეგრება? გადასახადებს არ იხდიან ხო პირიქით სახელმწიფო აფინანსებს

Posted by: qondara 2 Oct 2018, 11:31
dragonglass

არაფერს არ იხდიან საერთოდ და ბიუჯეტიდან 25მლნ-ს იღებენ და ფლობენ მიწებს და ქონების გადასახადსაც კი არ იხდიან. საპატრიარქოში თუ გყავს კრიშა შეგიძლია ნებისმიერი ბიზნესი მიაბა და წილის სანაცვლოდ არაფერს გადაიხდი

Posted by: dragonglass 2 Oct 2018, 12:15
qondara
ძაან დიდი მადლობა, ამ მუხლმა დამაბნიია მაგიტო ვიკითხე
ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

რა იგულისხმება ამ მუხლში რო არასამეწარმეო პირად რეგისტრირდნენ და დამატებით სამეწარმეო საქმესაც ეწეოდნენ? დავიბენი იმიტო რო სანთლების გაყიდვა და სხვადასხვა სახიით შემოსავალს რო იღებენ ხო არ იბეგრებიან თქო ამ დროს

Posted by: qondara 3 Oct 2018, 10:37
dragonglass

ანუ ყველა საეკლესიო მაღაზია საპატრიარქოს ეკუთვნის შესაბამისად ამ მაღაზიაბში რაც იყიდება არაფერი იბეგრება არც დღგ-ით და არც მოგება იბეგრება.
რაც შეეხება რელიგიურ ორგანიზაციად რეგისტრირებას ეგ უკვე სამეწარმეო კანონმდებლობის საქმეა შესაბამისად კანონი მეწარმეთა შესახებ ნახე. ასევე 995 ბრძნებაა ფინანსთა სამინიტროსი და ისიც ნახე.

Posted by: mako.khuts 15 Oct 2018, 15:44
არასამთავრობო ორგანიზაციის ბუღალტერიაში დამეხმარებით? დეკლარაციები და ყველაფერი მაინტერესებს. ან სად მოვიძიო ინფორმაცია დაწვრილებით

Posted by: xonski2 20 Oct 2018, 03:10
მოგესალმებIტ . ესეთი შემთხვევა მაქვს.

მაქვს შპს. ამ ფირმის ანგარიშზე არსებული თანხით, მინდა ვიყიდო (შევუკვეთო) ერთგვარი ნედლეული უცხოეთში., შემდეგ ეს ნედლეული გადამზიდ კომპანიას უნდა გადავატანინო სხვა ქვეყანაში, და იქ მოხდება რეალიზაცია..

ბუღალტრულად ეს ოპერაცია როგორ მოვაქციო (ქართულ ) კანონის ფარგლებში?








Posted by: qondara 22 Oct 2018, 13:45
xonski2

გადამზიდი კომპანია არარეზიდენტი თუა უკუდაბეგვრის დღგ და არარეზიდენტის საშემოსავლო გადაიხადო. რაც შეეხება რეალიზაციას ვინ ახორციელებს პარტნიორი უცხოური კომპანია თუ შენი კოპანიის წარმომადგენლობა? მოკლედ დღგ-ის ოოპერაციის ადგილის თავი წაიკითხე და უკეთ მიხვდები.

* * *
დანაკლისი რო აღმოაჩინოს კომპანიამ საკუთარი ძალებით და ასახოს საბუღალტრო ბაზაში, როგორ დაიბეგრება?

Posted by: BESTER 23 Oct 2018, 12:05
mindo90
QUOTE
ბუღალტწრიის სწავლების დროს..პროგრამას თვითონ ვირჩევთ?????????

თვითონ სასწავლო დაწესებულებებს აქვთ პროგრამა, რის ფარგლებშიც გასწავლიან მათივე პროგრამის ფარგლებში არჩეული საბუღალტრო პროფგრამით, ასე, რომ თქვენ არ ირჩევთ პროგრამას, ირჩევთ სასწავლო ცენტრს)))

qondara
QUOTE
დანაკლისი რო აღმოაჩინოს კომპანიამ საკუთარი ძალებით და ასახოს საბუღალტრო ბაზაში, როგორ დაიბეგრება?

ჩვეულებრივად რეალიზაციაში ჩაგითვლიან და დაგბეგრავენ

Posted by: qondara 23 Oct 2018, 12:59
BESTER

მადლობა და ზედმეტობის შემთხვევაში რა ხდება?

Posted by: mr-gio 28 Oct 2018, 19:50
გამარჯობა, შპს რომელიც ახალი გახსნილია იყიდა 60000 დოლარად შეფასებული შენობა ნაგებობა, უნდა დარეგისტრირდეს დღგს გადამხდელად?

Posted by: Bond007 31 Oct 2018, 20:10
გამარჯობა, შ.პ.ს. როგორ დავარეგისტრირო და რა საბუთებია საჭირო?

Posted by: qondara 1 Nov 2018, 09:54
Bond007

პირადობა დაგჭირდება მხოლოდ,მიხვალ იუსტიციის სახლში და იქ შეავსებ წესედებას, ასევე დაგჭირდება დირექტორი თუსხვა პიროვნება უნდა იყოს და თან უნდა იქონიოს პირადობა. მერე წახვალ შემსოავლების სამსახურში და იქ აიღებ საინდეტიფიკაციოს და პორტალის იუზერს და პაროლს.

Posted by: Lady_Bird 5 Nov 2018, 15:38
ირანიდან იმპორტის გამოცდიკება ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება რომ გამიზიაროთ

Posted by: Scharfschutze 14 Nov 2018, 14:57
გამარჯობათ, ესეთი შემთხვევა მაქვს და იქნებ გამარკვიოთ როგორაა სწორი:

მე ვაკეთებ ესე, სექტემბრის თვეში კომპანიამ წაიღო 50000-ის პროდუქცია, ჩარიცხა 150000, ანუ 50000 გაიქვითა და 100000-ზე გადავაგზავნე ავანსის ფაქტურა და ჩვეულებრივ დღგც გადავიხადე მაგ თანხაზე იმავე თვეში, ოქტომბერში წაიღეს 60000-ის პროდუქცია და კიდევ დამატებით ჩარიცხეს 50000 თვის ბოლოს( მეტის უნდა წაეღოთ და რაღაც პრობლემები შეიქმნა), ჰოდა ეხლა დეკლარაციაში მე ვაკეთებ ესე: წინა თვის 100000-იან ავანს ვაკლებ ამ 60000 და არ ვიხდი დღგს, მრჩება კიდევ 40000 რომელსაც კიდევ გავაკლებ შემდეგ თვეს რომ წაიღებენ იმას და კიდევ ჩარიცხულ 50000-ზე ვაგზავნი ავანსის ფაქტურას და დღგ-ს ვიხდი ოქტომბერშივე მაგ თანხაზე. ჰოდა იმათ ბუღალტერს ვერ ვაგებინებ მაგას... რატომ მიგზავნი მაგ 50000-ზე ავანსის ფაქტურას 60000-ის ხომ წავიღეთ მაგ თვეშიო, ეგ 50000 გაქვითე ოქტობრის წაღებებითვეო მაგრამ წესით მე როგორც ვაკეთებ მასე არაა სწორი? თუ არ აქვს მნიშვნელობა?

Posted by: samkhara 16 Nov 2018, 18:53
ვინმეს წიგნი არ მოგეპოვებათ საბუღალტროსთვის ნორმალური ?

Posted by: spichuka 18 Nov 2018, 18:14
აბა გამოცდილებო თქვენი აზრი მაინტერესებს..

უნივერსიტეტის დამთავრების გარეშე ანუ დიპლომის გარეშე რამდენად რეალურია წარმატებული ბუღალტერი გახდე ადამიანი?

P.ს თუ კი რა ეტაპები(კურსები თუ სხვა) იქნება გასავლელი ეგეც ჩამომიწერეთ..

არ დაგეზაროთ პასუხის გაცემა ^_^ <3

Posted by: qondara 19 Nov 2018, 15:11
spichuka

ჩემი აზრით ბუღალტერს უმაღლესი განათლება არ ჭირდება, მაგრამ მთავარ ბუღალტრად ბაკალავრის დიპლომის გარეშე არ ავიყვანდი.

Posted by: spichuka 19 Nov 2018, 16:13
qondara
ACCA და მსგავსი საერთაშორისო სერთიფიკატების ასაღებად და დონის ასამაღლებლად საჭიროა ბაკალავრის დიპლომი ? თუ არ აქვთ შეხება საერთოდ?

Posted by: qondara 19 Nov 2018, 17:51
spichuka

სამწუხაროდ ითხოვენ დიპლომს ან ცნობას სასწავლებლიდან

http://accatraining.ge/site/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90.html

Posted by: spichuka 19 Nov 2018, 23:51
qondara
ცნობა სასწავლებლიდან რა იგულისხმება? ანუ უბრალოდ სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა?

Posted by: qondara 20 Nov 2018, 10:07
spichuka

კი რო სწავლობ, უნივერსიტეტი მოგცემს ცნობას

Posted by: nicholas93 26 Nov 2018, 16:33
გამარჯობა,

რასაც გადავხედე წინა პოსტებს, კონკრეტულ საბუღალტრო კურსებს აქ არავინ არ გირჩევს, როგორც მივხვდი.
მაინტერესებს რამდენად ღირს საბუღალტრო კურსების გავლა, ლიდერ გრუპი ვნახე მაგალითად, 4 თვიანი კურსებია, იაფიც არ ღირს სხვებთან შედარებით (500 ლარი თვეში). და ვინმეს ხომ არ გქონიათ მაგათთან შეხება ?

ზოგადად ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურაზეც ვსწავლობ და გამიჩნდა სურვილი საბუღალტრო კურსები გავიარო (მრავალწლიანი და ა.შ არ მინდა ამ მომენტში), რითიც რამდენიმე თვეში მოვახერხებ მცირე საქმიანობების ბუღალტერიის ჩატარებას (ტურისტულები მაგალითად - ამ სფეროსთან მაქვს შეხება და გაგებულიც მაქვს რომ საკმაოდ მარტივია სხვებთან შედარებით ) .

ღიირს მაგ კურსების გავლა ? ახლობელი, რომელიც ლექტორიცაა და ამ სფეროში ბევრი გაეგება, მითხრა, რომ ფულის ყრა უფროა ის კურსები და კონკრეტული საბუღალტრო (ფინანსური) წიგნებია (მგონი 7, თუ არ ვცდები), რისი გავლაც აუცილებლად მჭირდება. (უნდა შევხვდე და წესიერად დაველაპარაკო, ავუხსნა რა მინდა და გავაგებინო, რომ ეხა გრძელი - რამდენიმე წლიანი სწავლა (სანამ არ დაამთავრებ - უშედეგო ) , არ მინდა, რადგან ამ სფეროთი მინდა დამატებითი შემოსავალი გავიჩინო და თუ დავინახავ, რომ მომწონს მერე დავფიქრდე სწავლის გაღრმავებაზე .

ისევ დავკონკრეტდები და ვისაც ზემოთ დაწერილის წაკითხვა დაეზარება, კითხვას გავიმეორებ -
პატარა და საშუალო ტურისტული კომპანიისთვის ბუღალტერიის ჩატარებისთვის საბუღალტრო კურსები (2-4 თვიანი) საკმარისი იქნება ?

Posted by: gurabe 27 Nov 2018, 09:34
დამეხმარეთ...
რაიმე მასალა ხომ არ გაქვთ სტატიკურ და მოქნილ ბიუჯეტზე

Posted by: FDA 1 Dec 2018, 12:40
ბუღალტრებს სალამი

მჭირდება ბუღალტერი, ფასი მომწერეთ, მადლობა

Posted by: thestranger1 4 Dec 2018, 05:14
ახალი კანონმდებლობით მიკრო ბიზნესი საერთოდ არ იხდის არანაირ გადასახადს?

Posted by: Gia_Gia 10 Dec 2018, 09:51
გამარჯობა,
29 ნოემბერს დავარეგისტრირე შპს როგორც დღგ-ს გადამხდელი, ნოემბრის დარჩენილ დღეებში არანარი ბრუნვა არ მქონია, საჭიროა თუ არა, ამ თვის 15 რიცხვამდე ნულოვანი დეკლარაციის ჩაბარება? და საერთოდ როგორ ხდება ნულოვანი დეკლარაციის ჩაბარება? სადმე ხომ არ არის რესურსი ინტერნეტში ნულოვანის შესახებ, რომ გადავხედო

Posted by: qondara 10 Dec 2018, 17:47
Gia_Gia

საგადასახადო კოდექსი და 996 ბრძანება

Posted by: Gia_Gia 10 Dec 2018, 19:40
qondara

მარტივად რომ მითხრათ, კოდექსში ძრომიალის გარეშე, საჭიროა თუ არა 15 რიცხვამდე ნულოვანის გადაგზავნა? თუ არ გადავაგზავნი კოდექსის მიხედვით როგორც მახსოვს ჩAითვლება რომ ნულოვანი მაქ ჩაბარებული და ასეა თუ მაინც საჭიროა გადაგზავნა?>

Posted by: qondara 11 Dec 2018, 11:41
Gia_Gia

თუ დასაბაგრი ბაზა ნულია შეგიძლია არ გადაგზავნო, როგორც მახსოვს. მაგრამ მთალდ ჩემ მეხსიერებას რო არ დაეყრდნო მაგიტო მიგითითე წყაროები სადაც შეგიძლია დააზუსტო

Posted by: Gia_Gia 11 Dec 2018, 13:57
qondara

მადლობა
და თვითონ გადაგზავნა როგორ ხდება რს.ჯი-დან ეს მაინტერესებს, ავდგები და ნულოვანს გადავაგზავნი თავი რომ არ ავიტკიო

Posted by: MasterJC 11 Dec 2018, 19:31
სალამი

აღწერის დროს რამდენჯერმე მოხდა ისე,რომ პერსონალს გამორჩა პროდუქტის რაოდენობა და დაფიქსირდა დანაკლისი. მომდევნო აღწერისას დაფიქსირდა ზედმეტობა. პროდუქტი იპოვეს. სხვაგან ჰქონდათ შენახული. თავად პროგრამა (სუფრა III) არ იძლევა საშუალებას რომ უკვე დახურული აღწერა გაიხსნას და რაიმე სახის კორექცია განხორციელდეს. საბუთებიც უკვე გაგზავნილია ბუღალტერთან.
მაინტერესებს თუა შესაძლებელი რაიმე სახის მოქმედების განხორციელება (განცხადების დაწერა. შენიშვნის მითითება და ა.შ.) რომლითაც შეიძლება აღწერაში დაფიქსირებული შეცდომის გამოსწორება

მივუთითო რომ წინა აღწერის დანაკლისი არ ყოფილა და შესაბამისას არც მომდევნო აღწერაში ფიწსირდება იგივე პროდუქტზე ზედმეტობა

Posted by: qondara 12 Dec 2018, 11:43
MasterJC
აუცილებლად უნდა გასწორდეს ნაშთები საბუღალტრო ბაზაში. ანუ ფაქტიური და საბუღალტრო ნაშთი უნდა იყოს ერთი. პროგრამის მომწოდებელ კომპანიას დაუკავშირდით და დაამატებიეთ ჩასწორების ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებისას დაგეკისრებათ სსკ-ის მიხედვით გათავალისწინებული სანქციები.

Posted by: donrobita 14 Dec 2018, 12:00
გამარჯობა,
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ
ამ თვეში დავრეგისტრირდი ინდ.მეწარმედ (ღვინოს ვაწარმოებ და შემაქვს ობიექტებში, უფრო სწორედ უნდა შევიტანო, ჯერ არ შემიტანია biggrin.gif)
ხოდა ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნა მინდა. თითქოს ყვეალფერს სწორად ვავსებ მაგრამ ბოლოს მიწერს "გამყიდველი არ არის დღგ-ს გადამხდელი" (კი ვიცი რომ არ ვარ, მაგრამ მერე?) და არ იგზავნება, რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, სადმე რამეს არასწორად ვწერ? მიმღები დღგ-ს გადამხდელია
პ.ს. პირველი ანგარიშ-ფაქტურაა და მაპატიეთ ესეთი ელემენტარული კითხვის გამო



Posted by: qondara 14 Dec 2018, 12:28
donrobita

ნახე რა ხდება: დღგ-ის გადამხდელი ავტომატურად ხდება თუ შენი წლიური ბრუნვა გადააჭარბებს 100 000 ლარს, ასევე შეგიძლია ნებაყოფლობით დარეგისტრირდე დღგ-ის გადამხდელად, რაც თავის გულისხმობს რომ შენ გასაყიდ ფასს უნდა დააამატო დღგ 18%. მაგ: თუ შენი ღვინის გასაყიდი ფასი დაადგინე და არის 10 ლარი (აქციზის ჩათვლით, აქციზის გადასახადი დიფერენცირებულია და მარკებს შემოსავლების სამსახურში იყიდი და თვითღირებულებას ამატებ) ამ შემთხვევაში შენი სარელაზიაციო ფასი დღგ-ის ჩათვლით იქნება 10*1,18=11,8. თუ დღგ-ის გადამხდელი არ ხარ შესაბამისად არც დღგ-ის ამატებ და შესაბამისად არც ფაქტურას გამოწერ.

Posted by: donrobita 14 Dec 2018, 12:34
qondara
გასაგებია, დღგ-ს გადამხდელი არ ვარ და 100000 ნაღდად ვერ მექნება ბრუნვა ერთ წელში. მყიდველიმთხოვს ზედნადებს და ვიფიქრე ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნაც იქნებოდა საჭირო. დავურეკე მერე და მარტო ზედნადები მთხოვა. მაგის გამოწერა ხო შემიძლია?
პ.ს. აქციზზეც მაქ კითხვა. მე როგორც გაგებული მაქვს ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე აქციზის გადასახადი არაა, და არც მაღაზიებში შემხვედრია ბოთლებზე აქციზური მარკები. ვცდები? არის გადასახადი რამე? ადრე ძველ ინფორმაციებს რო ვნახულობ გუგლში 70 თეთრი იყო ლიტრზე და ახლანდელ აქციზის გადასახადებში არსად წერია ღვინოზე sad.gif არაყი, ვისკი, ბრენდი და ა.შ. ყველას აქვს აქციზი და ღვინო ვერ ვიპოვე

Posted by: qondara 14 Dec 2018, 13:02
donrobita

QUOTE
მარტო ზედნადები მთხოვა. მაგის გამოწერა ხო შემიძლია?
კი შეგიძლია.
QUOTE
ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე აქციზის გადასახადი არაა
მე რო ვმუშაობდი აქციზურ მარკებს ვყიდულობდით, ახლა ზუსტად არ ვიცი 2014 წლის მერე შეხება არ მქონია ნახე კოდექსში ან დარეკე შემოსავლებში, მეც გადავხედე და აქციზის განაკვეთებში ღვინო ვერ ვნახე

Posted by: solomona_111 16 Dec 2018, 16:30
გამარჯობა მეგობრებო. ორისის ყიდვა მინდა და ვინმე ხომ არ ყიდის? რათქმაუნდა გონივრულ ფასად.

Posted by: MasterJC 16 Dec 2018, 21:04
qondara
დიდი მადლობა




QUOTE
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: piqsira 18 Dec 2018, 19:13
მოკლედ ასეთი რამ მაინტერესებს.საქონელი ვიყიდე დღგ-ს გადამხდელისგან და გავყიდე დღგს არ გადამხდელზე 2 დღის წინ. დღეს მეუბნება მყიდველი რომ უკან უნდა დამიბრუნოს საქონელის ნაწილი, რადგან მოხდა ყუთების გახსნა და იმ ნაწილის დაბრუნებას არ ვაკეთებთ. მე დავწერ უკან დაბრუნების სასაქონლოს , მაგრამ დღგ-ს არ გადამხდელი რომაა რეალიზაციის დროს გადახდილი დღგს უკან როგორ ვიბრუნებ, ანუ ფაქტურა რომც გამოვწერო ამ არ გადამხდელზე (სხვათაშორის მოითხოვა მაინც) შევძლებ ამ ფაქტურის კორექტირების საფუძველზე დღგს უკან დაბრუნებას?
მე ეს საქონელი უნდა დავუბრუნო მერე საიდანაც ვიყიდე იმას და ის დღგს- გადამხდელია, იქ ფაქტურა არსებობს და დაკორექტირდება , მაგრამ ეს დღგ-ს არ გადამხდელი მაბნევს? რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში იქნება მითხრათ.

Posted by: qondara 19 Dec 2018, 11:18
piqsira

გააჩნია დღგ-ის არგადამხდელი იმიტო არ იხდის დღგ-ის რო 100 000 არ აცილებია თუ არ იბეგრება იმიტომ რომ გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით თუ ჩათვლის უფლების გარეშე.

1 და 2 შემთხვევაში არანაირი პრობლემა არაა, თუ ჩათვლის უფლებითაა და ჩაითვალა მაშინ იმან უნდა მოხსნას ჩათვლიდან ჯერ და მერე შენ უნდა დააკორექტირო

Posted by: Gam3Master 25 Dec 2018, 13:27
გამარჯობა. ავანსი როგორ იბეგრება?

ანუ შემოსული თანხა რომელზეც საბუთი არ გაწერილა?

Posted by: neo> 3 Jan 2019, 18:26
qondara
მოგების გადასახადს ხო ვიხდით 20%-ს და 100 000 რომ აცდება +18% ვამატებთ გასაყიდ პროდიქციაზე რომელსაც მომხმარებელი იხდის
და რა უნდა ვქნათ, თუ ეს 18% ის გაძვირებით არა კონკურენტუნარიანი ვხდებით და შეილება გავკოტრდეთ ?
არ არსებობს რამე შეღავათი?

100 ლარიანი ნითი (100 000 ლარის ბრუნვის შემდეგ) რომ გახდეაბ 118 , და კონკურენტი 101 ლარად ყიდის წავლენ და იქ იყიდიან

Posted by: ooo,girl,girl 5 Jan 2019, 15:40
neo>

ორივე სიტუაცია განვიხილოთ, როცა არ იყავით დღგს-ს გადამხდელი და როცა გახდით:

1. არ იყავით დღგ-ს გადამხდელი.
ყიდულობდით საქონელს, ვთქვათ, 90 ლარად და ყიდიდით 100 ლარად. თქვენი მოგება იყო 10 ლარი, საიდანაც 20%-ს - 2 ლარს იხდიდით ბიუჯეტში. წმინდად გრჩებოდათ 8 ლარი.

2. გახდით დღგ-ს გადამხდელი.
ამიერიდან, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ საქონელი შეიძინოთ დღგ-ს გადამხდელებისაგან. ის, ვისგანაც 90 ლარად ყიდულობდით საქონელს მანამდე, შეიძლება იყო კიდეც დღგ-ს გადამხდელი, მაგრამ თქვენთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ, რადგან თქვენ არ იყავით დღგ-ს გადამხდელი.
საქონელს იყიდით ისევ 90 ლარად დღგ-ს ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ ამ 90 ლარიდან 13.73 ლარს - დღგს უკან დაიბრუნებთ, ჩაითვლით. თუ საქონელს კვლავ 100 ლარად გაყიდით დღგ-ს ჩათვლით, ეს ნიშნავს, რომ 15.25 ლარი დღგ გექნებათ გადასახდელი ბიუჯეტში. მაგრამ 13.73 ლარით იმცირებთ გადასახდელ დღგ-ს და ბიუჯეტში შეგაქვთ 15.25-13.73=1.52 ლარი. რაც შეეხება მოგებას, გრჩებათ 8.48 ლარი (84.75-76.27), საიდანაც 20%-ს - 1.70 ლარს იხდით ბიუჯეტში. ჯამში ბიუჯეტში შეგაქვთ 1.52+1.7=3.22 ლარი. 1.22 ლარით მეტი, ვიდრე მანამდე, სანამ დღგ-ს გადამხდელი გახდებოდით.

მოკლედ, თუ გასაყიდ ფასს დატოვებთ 100 ლარს, წმინდა მოგება დაგრჩებათ 1.22 ლარით (15,25%-ით) ნაკლები, ვიდრე მანამდე გრჩებოდათ. 102 ლარად რომ გაყიდოთ, წმინდა მოგება ისევ 8.14 ლარი დაგრჩებათ, ანუ რაც დღგ-ს გადამხდელობამდე გრჩებოდათ. ასე რომ, არაა აუცილებელი 118 ლარამდე გაზარდოთ ფასი, რომ ძველი მოგება შეინარჩუნოთ

Posted by: neo> 5 Jan 2019, 20:13
ooo,girl,girl
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ
QUOTE
ამიერიდან, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ საქონელი შეიძინოთ დღგ-ს გადამხდელებისაგან

უცხოეთიდან როცა ხდება პროდუქციის შემოტანა , და 18% ვიხდით განბაჟებას, (თუ გინდათ დღგ დავარქვათ, მაინც იგივე %-ია) ამ შემთხვევაში საქმე ცუდად გვექნება ხომ?
რადგან ჩათვლის უფლება არ გვექნება

Posted by: ooo,girl,girl 5 Jan 2019, 21:27
neo>

საქონლის იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი 18% დღგ შეგიძლიათ ჩაითვალოთ საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე. იმ შემთხვევაში ვერ ჩაითვლით, თუ შეძენილ საქონელს იყენებთ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში.

Posted by: neo> 5 Jan 2019, 22:38
ოოო,გოგონი,გოგონი
QUOTE
იმ შემთხვევაში ვერ ჩაითვლით, თუ შეძენილ საქონელს იყენებთ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში.

ანუ იმ შემთხვევაში ვერ ჩავითვლი, მაგალითად თუ ვიყენებ სამედინო მომსახურებაში, ? რომელიც გათავისფლებულია ჩათბლის უფლებისგან ?
http://www.rs.ge/default.aspx?sec_id=4439&lang=1
აქ რა სიაც დევს
ესე კარგად მგონი არავის აუხსნია biggrin.gif

Posted by: ooo,girl,girl 6 Jan 2019, 10:19
QUOTE (neo> @ 5 Jan 2019, 22:38 )
ოოო,გოგონი,გოგონი


biggrin.gif biggrin.gif

კი, სწორს ბრძანებთ. მაგალითად, სამედიცინო მომსახურებას თუ ეწევით, გათავისუფლებული ხართ დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ დღგ-ს არ იხდით ბრუნვიდან და ვერც ჩაითვლით იმ საქონლის შეძენისას გადახდილ დღგ-ს, რომელსაც ამ მომსახურების გაწევისთვის იყენებთ.

Posted by: neo> 6 Jan 2019, 14:01
ooo,girl,girl
ყველაფერი გასაგებია, გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: ooo,girl,girl 6 Jan 2019, 22:19
neo>

არაფრის alk.gif 2kiss.gif

Posted by: Gio_m 7 Jan 2019, 11:54
გამარჯობათ, Marginal revenue ან Маржинальная прибыль ქართულში რა ტერმინია შესატყვისი?

Posted by: ooo,girl,girl 8 Jan 2019, 20:28
Gio_m

"სამარჟო მოგება" არა?

Posted by: collar777 9 Jan 2019, 08:53
გამარჯობათ. ინდ მეწარმედ მინდა დავარეგისტრირო ჩემი ბიზნესი. ტურისტული მომსახურება მექნება ანუ შიდა ტურები რა საქართველო რო დავათვალიერებინო ხოლმე. შეილება დროდადრო გიდი ვიქირავო. ერთჯერადად ხოლმე. და დამარეგისტრებენ ინდ მეწარმედ? და კიდე რა მაინტერესებს, დაზღვევა და საპენსიო უნდა გავუკეთო ხოლმე ? ანუ შეილება ერთ ტურზე სხვა გიდი ავიყვანო მეორეზე საერთოდ სხვა. ყველა ახალს ასე უნდა ვუხსნა დაზღვევა და საპენსიო?

Posted by: Gia_Gia 9 Jan 2019, 11:09
მჭირდება დახმარება,
შპს რეგისტრირებულია გადამხდელად ნოემბრის თვის ბოლოს, ნოემბერში მოძრაობა არ ქონია (გადაგზავნილი გვაქ დღგ-ს ნულოვანი დეკლარაცია), დეკემბრის თვეში მოძრაობა იყო მხოლოდ ხარჯების ნაწილში, 9-10 შეძენა იყო, როგორც ფიზიკური პირისგან (გაფორმებული ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე) ისე დღგ-ს გადამხდელ და განთავისუფლებულ ორგანიზაციებისგან და ასევე მომსახურების გაწევა. ამის ასახვა გვინდა ბუღლტრულად და ასევე დეკლარაციის გადაგზავნა რს.ჯიდან. თუ არის ვინმე მსურველი რომ დამეხმაროს გთხოვთ შემეხმიანეთ.

დიდი მადლობა

Posted by: qondara 9 Jan 2019, 12:11
collar777
გიდებს მომსახურების ხელშეკრულება გაუფორმე, ანუ თანამშრომლად არ გააფორმო და არ მოგიწევს დაზღვევის გაკეთება.

Posted by: Bulbusa 9 Jan 2019, 12:37
გამარჯობა. შპს მ რომელიც ესტონურ მოდელზეა შეიძინა სასაჩუქრე ყუთები სასაჩუქრე შიგთავსით და გააჩუქა, კონკრეტულად ვის აჩუქა სხვადასხვა პირებს. მაგრამ ამის დამადასტურებელი რამე საბუთი არ გვაქვს. გთხოვთ დაწერეთ ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები. მადლობა...

Posted by: qondara 9 Jan 2019, 18:32
Bulbusa

უნდა დაბეგრო როგორც მიწოდება და ჩამოწერ ხარჯებში

Posted by: HurricaneKat. 9 Jan 2019, 19:50
ხალხო, ხელფასს არასრულ თვეზე როგორ ითვლით ?
მაგ. თანამშრომელი ვერ ასრულებს თვეს, რამდენიმე დღე მუშაობს
სამუშაო დღეებზე ყოფთ მთლიან თვეს თუ თვის დღეთა რაოდენობაზე ?

Posted by: Gia_Gia 11 Jan 2019, 00:10
QUOTE
მჭირდება დახმარება,
შპს რეგისტრირებულია გადამხდელად ნოემბრის თვის ბოლოს, ნოემბერში მოძრაობა არ ქონია (გადაგზავნილი გვაქ დღგ-ს ნულოვანი დეკლარაცია), დეკემბრის თვეში მოძრაობა იყო მხოლოდ ხარჯების ნაწილში, 9-10 შეძენა იყო, როგორც ფიზიკური პირისგან (გაფორმებული ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე) ისე დღგ-ს გადამხდელ და განთავისუფლებულ ორგანიზაციებისგან და ასევე მომსახურების გაწევა. ამის ასახვა გვინდა ბუღლტრულად და ასევე დეკლარაციის გადაგზავნა რს.ჯიდან. თუ არის ვინმე მსურველი რომ დამეხმაროს გთხოვთ შემეხმიანეთ.

დიდი მადლობა


Posted by: BESTER 11 Jan 2019, 16:25
HurricaneKat.
QUOTE
ხალხო, ხელფასს არასრულ თვეზე როგორ ითვლით ?მაგ. თანამშრომელი ვერ ასრულებს თვეს, რამდენიმე დღე მუშაობსსამუშაო დღეებზე ყოფთ მთლიან თვეს თუ თვის დღეთა რაოდენობაზე ?

მაგ: ხელფასი შეადგენს 450 ლარს, იმუშავა 10 დღე, კონკრეტული თვის დღეთა რაოდენობა შეადგენდა 30 დღეს. 450-ს ვყოფთ 30-ზე და ვამრავლებთ ნამუშევარ დღეთა რაოდენობაზე, ანუ 10ზე. ასაღები ხელფასი გამოვიდა 150 ლარი

Gia_Gia
QUOTE
მჭირდება დახმარება, შპს რეგისტრირებულია გადამხდელად ნოემბრის თვის ბოლოს, ნოემბერში მოძრაობა არ ქონია (გადაგზავნილი გვაქ დღგ-ს ნულოვანი დეკლარაცია), დეკემბრის თვეში მოძრაობა იყო მხოლოდ ხარჯების ნაწილში, 9-10 შეძენა იყო, როგორც ფიზიკური პირისგან (გაფორმებული ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე) ისე დღგ-ს გადამხდელ და განთავისუფლებულ ორგანიზაციებისგან და ასევე მომსახურების გაწევა. ამის ასახვა გვინდა ბუღლტრულად და ასევე დეკლარაციის გადაგზავნა რს.ჯიდან. თუ არის ვინმე მსურველი რომ დამეხმაროს გთხოვთ შემეხმიანეთ.დიდი მადლობა

ერთჯერადად გინდათ თუ?....

Posted by: HurricaneKat. 11 Jan 2019, 16:45
BESTER
ბესწ როგორ ხარ smile.gif)
ეგ გათვლა კი არის კომპანიის სასარგებლოდ
მაგრამ შრომის ინსპექცია რომ დაგადგეს რას შვები ?
რეალურად იმ 8 საათს უნაზღაურებ და არა შაბათ კვირას ხო ?
მაგრამ ვინ იცავს ჩვენტან მაგას

მეორე კითხვა
2 %ზე გამაგებინე ერტი
ხელფას რომ გავცემ 4%უნდა გადავრიცხო კომპანიის სახელიტ, როგორც საშემოსავლო ?
თუ როგორ მოხდება მისი დაკავება
ორი უკავდება თანამშრომელს
ორი კომპანიას
გადახდა როგორ ხდება

Posted by: BESTER 11 Jan 2019, 17:46
HurricaneKat.
კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? წიგნი აღარ გინდა?))))
QUOTE
მაგრამ შრომის ინსპექცია რომ დაგადგეს რას შვები ?

ეგეთი რამე თუ სადმე მართლა გამოჩნდა გამომიგზავნე, აქეთ უნდა ვუქნა რაღაც...
QUOTE
რეალურად იმ 8 საათს უნაზღაურებ და არა შაბათ კვირას ხო ?

რეალურადაც და ფიქტიურად დასაქმებული გასამრჯელოს ღებულობს თავის ნამუშევარ საათებში, მაგრამ თუ ვინმე არასამუშაო საათებსაც ამინაზღაურებს მე პირადად მოხარული ვიქნები))).

QUOTE
2 %ზე გამაგებინე ერტი

მოკლედ,დარიცხული ხელფასის 2% ირიცხება საპენსიო ფონდისანგარიშზე, დარჩენილი თანხის 20% ირიცხება ჩვეულებრივად ერთიან სახაზინო კოდზე, როგორც აქამდე. ჯერ კომპანია უნდა დაარეგისტრირო საპენსიო ფონდის საიტზე: https://agency.pensions.ge/ge/login
საპენსიო ფონდის ანგარიშები, სადაც ხდება 2% გადარიცხვა:
საქართველოს ბანკი
GE03BG0000000131131564
თიბისი ბანკი
GE88TB7458336020100010
ხალიკ ბანკი საქართველო
GE52HB0000000000023609
ლიბერთი ბანკი
GE20LB0113112569633000
ვითიბი ბანკი
GE76VT6600000000253609
ბაზისბანკი
GE28BS0000000000134004
სილქ როუდ ბანკი
GE97BT0360001162110001



Posted by: PANTALONE 11 Jan 2019, 18:19
HurricaneKat.
BESTER
თქვენ კაცო ურთიერთალტერები არ ხართ?

Posted by: BESTER 11 Jan 2019, 18:26
PANTALONE
QUOTE
თქვენ კაცო ურთიერთალტერები არ ხართ?

QUOTE
ურთიერთალტერები

ანუ ერთმანეთის ალტერები? ვერასოდეს ვერკვეოდი ამ ალტერცნებებში რავქნა? biggrin.gif

Posted by: Gia_Gia 12 Jan 2019, 12:33
BESTER

მადლობა გამოხმაურებისათვის,
ჯერ ჯერობით ერთჯერადად მინდა, შპს-ს მიმდინარე შემოსავალი 0-ია, მხოლოდ ხარჯებია, ამოქოქვას ველოდებით ნელ ნელა. 1 საათის ამბავია ბუღალტერისთვის, არც კი.

Posted by: HurricaneKat. 12 Jan 2019, 12:43
BESTER
მეც კარგად
გამიგარტმევ მერე smile.gif)


მეორე 2 პროცენტს როგორ ვრიცხავ
ანუ რაც ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს
სულ 4 % უნდა გადავრიცხო როგოც კი ხელფასს გავცემ გამოდის

Posted by: BESTER 14 Jan 2019, 12:39
HurricaneKat.
QUOTE
მეორე 2 პროცენტს როგორ ვრიცხავანუ რაც ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოსსულ 4 % უნდა გადავრიცხო როგოც კი ხელფასს გავცემ გამოდის

ერთი 2% აკლდება თანამშრომელს ხელფასიდან, და მეორე 2 % ამატებს კომპანია და ერთიანად უშვებ ამ 4 პროცენტს საპენსიო ფონდის ანგარიშზე.
გაცემა ხდება ხელფასის გაცემისთანავე

Posted by: -anano- 14 Jan 2019, 17:54
ბუღალტეებო ეს ელექტრონული ხელმოწერა რამე ახალია ? ეხლა მომთხოვეს და სად უნდა გავაკეთო ან როგორ და სავალდებულოა ?

Posted by: buenos 14 Jan 2019, 22:45
ბუღალტერებს უფრო გეცოდინებათ, ადამიანი ინდმეწარმე რომ არის და ხმარობს რს.გე-ს, ავსებს საშემოსავლოს და რაღაც ფორმებს იქიდან.
მერე ტელევიზორს რომ იყიდის ელიტელექტრონიკსში ან ჩაიდანს სმაილში, რს.გე-ზე რატო ხედავს ამ შენაძენებს?

Posted by: BESTER 14 Jan 2019, 22:49
buenos
კაი იყო biggrin.gif
არ აატვირთვინო...
უკუღმა წავიკითხე :დ

Posted by: Gia_Gia 15 Jan 2019, 01:32
QUOTE
BESTER

მადლობა გამოხმაურებისათვის,
ჯერ ჯერობით ერთჯერადად მინდა, შპს-ს მიმდინარე შემოსავალი 0-ია, მხოლოდ ხარჯებია, ამოქოქვას ველოდებით ნელ ნელა. 1 საათის ამბავია ბუღალტერისთვის, არც კი.



Posted by: _Lali_ 15 Jan 2019, 10:09
buenos
ინდ. მეწარმე არის იგივე ფიზიკური პირი, ამიტომ ყველაფერი ერთი აქვს რს-იც და ყველაფერი. როცა ეგეთი სიტუაციაა, სხვაზე აწერინებენ ხოლმე, რომ არ გამოჩნდეს ან საერთოდ არ ატვირთინებენ, თუ ეს შესაძლებელია

Posted by: Lady_Bird 15 Jan 2019, 10:36
ორისში რს თან კავშირი თქვენით ვინც ააწყვეთ შემომეხმიანეთ რა. მიწერს რომ ენის პარამეტრებია შესაცვლელი, თითქოს ყველგან ისე მაქვს როგორც ითხოვს და ვერ გავუგე, თანხლება აღარ მაქვს და ერთჯერადაც არ მეუბნევიან რა გავაკეთო


buenos
როცა საგარანტიოს აფორმებენ ავტომატურად ტვირთავენ ხშირად ზედნადებს, წესით არც ჩაიდანზე და არც ისეთ ნივთებზე არ უნდა წერდნენ რასაც შენი ძალებით უწევ გადაადგილებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ ვალდებულება დაწერის როცა თავიანთი ტრანსპორტით მოაქვთ შენს მიერ მითითებულ ადგილზე. შეგიძლია დაბეგვრის მიზენბისთვის გამიჯნო პირადი სარგებლობისთვის ნაყიდი ნივთები რაც სარეალიზაციოდ არ გინდა. მგონი არავინ გახდის სადაოდ თუ დიდი რაოდენობით არ გაქვს ნაყიდი. მთავარია არასწორად არ დაგიწერონ და შენ პირად ნომერს არ იყენებდნენ ბოროტად, ამის მაგალითიც მინახავს ახლობელთან. ან უარყოფა მიეცი ზედნადებებს
* * *
და აქაც დავწერ ბარემ სამართალში არავინ გამომეხმაურა ერთი დამფუძნებლის შემთხვევაში გადაწყვეტილების ნიმუში ან დრაფტი ხომ არ გაქვთ? ან მოკლედ რომ მითხრათ როგორ დგება

Posted by: buenos 15 Jan 2019, 12:14
_Lali_
Lady_Bird
მადლობა smile.gif
ანუ ეგ იმიტომ ხდება, რომ ვიტომ მერე არ გავყიდო მაღაზიაში? ))
მანქანა რომ ვიყიდო ან რაღაც ძვირადღირებული ტექნიკა სახლისთვის (მაგალითად 50 ლარიანი)), მერე ხომ არ აისახება ეს "მაღაზიის" შემოსავალ-გასავლის ამბავში?

Posted by: Gio_m 15 Jan 2019, 12:21
QUOTE (ooo,girl,girl @ 8 Jan 2019, 20:28 )
Gio_m

"სამარჟო მოგება" არა?

მადლობა, და კიდევ თუ იცით Gross profit, Валовая прибыль ქართული შესატყვისი? smile.gif

Posted by: Moor 15 Jan 2019, 12:27
Gio_m

საერთო მოგება


...........




Posted by: BESTER 15 Jan 2019, 13:09
15ში რატო აგზავნიან მაინცდამაინც ამ დეკლარაციებს და სულშეხუთულები რატომ არიან მთელი დღე არ მესმის. თან მომაბეზრებელია უკვე ეს "15 რიცხვვი მეზიზღება" ფრაზები.
უბრალოდ ერთმა გამაღიზიანა და აქ ამოვანთხიე, სორით :დ

Posted by: Gia_Gia 15 Jan 2019, 15:06
მეგობრებო, შპს -ს დეკლარაცია მინდა გადავაგზავნო, რეალიზაცია და მომსახურების გაწევა არ მქონია, მქონდა მხოლოდ ხარჯი, ანუ ნაწილი I - დღგ-თ დასაბეგრი ოპეაციები მექნება 0-ი, უკუდაბეგვრა ნაწილი II მექნება 0-ი, მე-3-ე ნაწილი მექნება მხოლოდ შესავსები ასე გამოდის ხო?

Posted by: BESTER 15 Jan 2019, 15:56
Gia_Gia
კი, ასე გამოდის, ჩაწერე მე-3 ნაწილშიმხოლოდ ჯამურად რამდენი გქონდა ხარჯი და გაუშვი
თუ ფაქტურები გაქვს, მიბმა არ დაგავიწყდეს

Posted by: Gia_Gia 15 Jan 2019, 16:55
BESTER

ფიზიკური პირისგან შეძენილი ინვენტარის დღგ ცალკე გადავრიცხეთ საერთო ანგარიშზე და ესეც მანდ უნდა ავრრიცხო მე-3-ში?
* * *
ერთი კითხვა მაქვს კიდევ, შესაძლებელია შენაძენზე მხოლოდ ზედნადები იყოს გამოწერილი და ფაქტურა არა?? ელიავას ბაზრობის მაღაზიაში შეძენილ ნივთზე მხოლოდ ზედნადები აქვთ ატვირთული

Posted by: HarrisonHill 15 Jan 2019, 18:52
საქართველოში რეგისტრირებული შპს თუ ახდენს საქონლის ექსპორტს ჩინეთიდან ამერიკაში და შემდგომ რეალიზაციას ამერიკაში ისე, რომ საქონელი საქართველოს საზღვარს არასდროს კვეთს, რა სახის დასაბეგრი ოპერაციები წარმოიშვება ამ დროს?

Posted by: Gia_Gia 15 Jan 2019, 21:34
რას არ ვაკეთებ სწორად?
არც ფაქტურებს მაბმევინებს, რაღაც მაქ არეული დავიჯერო? ეა-სერიას რომ ვუთითებ მეუბნება სერია არასწორიაო

ნულოვანი რომ გავუშვა დღეს და მედე დაზუსტება გავაკეთო რომ გავერკვევი არის რამე პრობლემა?

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 08:27
buenos
პირადი სარგებლობისთვის ნაყიდი ტექნიკა ავეჯი და ყველა ის ნივთი რაც რეალიზაციისთვის არ გინდა შეგიძლია გამიჯნო ეკონომიკურის აარგებლობისთვის შეძენილისგან. რაოდენობები არ უნდა იყოს დიდი თორემ საეჭვო გაზდება. მაქსიმალურად შეეცადე შეძენის დროს გააფრთხილო ხოლმე რომ არ ატვირთონ ზედნადებები
* * *
იმ საქონელზე რაც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გჭირდება
* * *
Gia_Gia
ფაქტურები მიბმული გაქვს დეკლარაციაზე?

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 09:45
Lady_Bird

საქმე იმაშია რომ როცა ვუთითებ ფაქტურის ეა- სერიას, მეორე გრაფაში 16-ს და ნომერს მისაბმელად მეუბნევა რომ სერია არასწორიაო

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 10:06
ასეთ რამეს მიკეთებს
.........................................

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 10:25
Gia_Gia
ხელით წერ ფაქტურებს? ფაქტურების რეესტრიდან უნდა მიაბა
* * *
მოკლედ შედი ანგარიშ ფაქტურებში . მყიდველის გრაფაზე ნახე ცისფრად რაც არის ზედ ციფრიც ეწერება , მონიშნე ეგ. შემდეგ დეკლარაციაზე მიბმა რომ წერია მაგის გასწვრივ თარიღის ცარიელი გრაფა ჩამოშალე და მიუთითე პერიოდი და დაგიტოვებს მხოლოდ ბოლო დეკლარაციაზე მისაბმელ ფაქტურებს ანუ იანვრის თუ გაქვს რამე აღარ გამოჩნდება შემდეგ მონიშნე ,,პწიჩკები დაუსვი ყველას და დეკლარაციაზე მიბმას დააჭირე, შემდეგ დეკლარაციაში შედი 5 გრაფაში და ქვემოტ დაჯამებული თანხა გადაიტანე მაგ მესამე დანართში. თუ რომელიმე ავანსის ფაქტურაა აკონტროლე მერე რომ როცა მოწოდება მოხდება იმ თვის დეკლარაციაში რომ მაგ ავანსის ფაქტურის თანხით შეიმცირო ჩასათვლელი თანხა

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 10:35
Lady_Bird
მადლობა დახმარებისთვის,

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 10:38
Gia_Gia
smile.gif smile.gif


*******************************************************************************************************************************

Posted by: _Lali_ 16 Jan 2019, 10:43
buenos
მე როდესაც რაღაცას ვყიდულობ და მაღაზია მეუბნება, რომ აუცილებელია ატვირთვა, ისე ვერაო, მაგ დროს კომენტარში ვაწერინებ ხოლმე "პირადი მოხმარებისთვის" და პრობლემაც მოგვარებულია

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 10:45
Lady_Bird

ფიზიკური პირისგან შევიძინეთ ნივთი, ანგარიშსწორება დღგ-ს გარეშე, გადახდილი თანხის დღგ გადავრიცხეთ ხაზინის საერთო ანგარიშზე და ეს გადარიცხული დღგ სად უნდა აღირიცხოს დეკლარაციაში? იგივე 5 გრაფაში? და ასევე დღგ-სგან განთავისუფლებულისგან მიღებული მომსახურება, რომლის ფასში დრგ-ც შედის ეს სად აღირიცხება დეკლარაციაში 5-ში გრაფაში?? ინდ მეწარმესგან შეძენილი ნივთი, რომელზეც მხოლოდ ზედნადებია გამოწერილი ამის დღგ?
მოკლედ ბევრი კითხვა დავსვი და ამ ერთხელ მაპატიეთ

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 11:01
Gia_Gia

QUOTE
ფიზიკური პირისგან შევიძინეთ ნივთი, ანგარიშსწორება დღგ-ს გარეშე, გადახდილი თანხის დღგ გადავრიცხეთ ხაზინის საერთო ანგარიშზე და ეს გადარიცხული დღგ სად უნდა აღირიცხოს დეკლარაციაში?


ფიზიკური პირსგან შესყიდულ საქონელზე დღგ შენ რატომ გადაიხადე? შეგიძლია დადო ერთჯერადი ხელშეკრულება ნასყიდობაზე და ნივთის გადმოცემაზე მიღება ჩაბარების აქტი, თანხის გადახდაზე გასავლის ორდერი ანდ შესყიდვის აქტი გასავლის ორდერთან ერთად და არაფერს არ გადაიხდიდი. ეგ თანხა თუ დღგ გადაიხადე არსად არ უნდა აჩვენო ბარათზე დაგიჯდება ზედმეტობაში და შემდგომში გამოიყენებ. იმედია სწორად გავიგე შინაარსი რაც დაწერე

QUOTE
და ასევე დღგ-სგან განთავისუფლებულისგან მიღებული მომსახურება, რომლის ფასში დრგ-ც შედის ეს სად აღირიცხება?

თუ დღგსაგ განთავისუფლებულია მაშინ დღგ არ შევიდოდა ფასში, მაგრამ თუ დასაბეგრი ოპერაციაა და შენ როგორც დღგს გადამხდელი გადაყიდი ამ მომსახურებას შენ დაბეგრავ დღგ თი , მაგრამ განთავისუფლებულისგან ვერ შეიძენდი დღგ-თი

QUOTE
ინდ მეწარმესგან შეძენილი ნივთი, რომელზეც მხოლოდ ზედნადებია გამოწერილი ამის დღგ?

მოკლედ ინდ მეწარმის კოდი და სახელი და გვარი ზედნადებში თუ დღგ-ს გადამხდელია ეწერება რომ დღგ-ს გადამხედლია და შეგიზლია მოთხოვო ანგარიშ ფაქტურის გამოწერა როცა გამოგიგზავნის მერე მიაბავ დეკლარაციას და ჩაითვლი/. თუ არ არის გადამხდელი ვერ ჩაითვლი და ეგ იქნება

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 11:29
QUOTE
ფიზიკური პირსგან შესყიდულ საქონელზე დღგ შენ რატომ გადაიხადე? შეგიძლია დადო ერთჯერადი ხელშეკრულება ნასყიდობაზე და ნივთის გადმოცემაზე მიღება ჩაბარების აქტი, თანხის გადახდაზე გასავლის ორდერი ანდ შესყიდვის აქტი გასავლის ორდერთან ერთად და არაფერს არ გადაიხდიდი. ეგ თანხა თუ დღგ გადაიხადე არსად არ უნდა აჩვენო ბარათზე დაგიჯდება ზედმეტობაში და შემდგომში გამოიყენებ. იმედია სწორად გავიგე შინაარსი რაც დაწერე


ხელშეკრულებასი გაწერილია თანხა დღგ-ს გარეშე, მაგრამ შეცვლა პრობლემა არ არის, გასავლის ორდერად ბანკის ანგარიშიდან გამოტანილი თანხაა


QUOTE
თუ დღგსაგ განთავისუფლებულია მაშინ დღგ არ შევიდოდა ფასში, მაგრამ თუ დასაბეგრი ოპერაციაა და შენ როგორც დღგს გადამხდელი გადაყიდი ამ მომსახურებას შენ დაბეგრავ დღგ თი , მაგრამ განთავისუფლებულისგან ვერ შეიძენდი დღგ-თი


ხელშეკრულებაში წერია, რომ გადასახდელი თანხა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ეს ხომ მოიცავს დღგ-ს? გადაყიდვა ვერ მოხდება რადგან ტრენინგის საფასურია.


QUOTE
მოკლედ ინდ მეწარმის კოდი და სახელი და გვარი ზედნადებში თუ დღგ-ს გადამხდელია ეწერება რომ დღგ-ს გადამხედლია და შეგიზლია მოთხოვო ანგარიშ ფაქტურის გამოწერა როცა გამოგიგზავნის მერე მიაბავ დეკლარაციას და ჩაითვლი/. თუ არ არის გადამხდელი ვერ ჩაითვლი და ეგ იქნება


არაფერი არ უწერია, ესეიგი გადამხდელი არაა და ამის დღგ სადმე უნდა ვაჩვენო დეკლარაციაში?

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 12:18
Gia_Gia
QUOTE

QUOTE
ფიზიკური პირსგან შესყიდულ საქონელზე დღგ შენ რატომ გადაიხადე? შეგიძლია დადო ერთჯერადი ხელშეკრულება ნასყიდობაზე და ნივთის გადმოცემაზე მიღება ჩაბარების აქტი, თანხის გადახდაზე გასავლის ორდერი ანდ შესყიდვის აქტი გასავლის ორდერთან ერთად და არაფერს არ გადაიხდიდი. ეგ თანხა თუ დღგ გადაიხადე არსად არ უნდა აჩვენო ბარათზე დაგიჯდება ზედმეტობაში და შემდგომში გამოიყენებ. იმედია სწორად გავიგე შინაარსი რაც დაწერე


ხელშეკრულებასი გაწერილია თანხა დღგ-ს გარეშე, მაგრამ შეცვლა პრობლემა არ არის, გასავლის ორდერად ბანკის ანგარიშიდან გამოტანილი თანხაა



მოკლედ ამ თანხის დღგ შენ არ უნდა გადაგეხადა, რაც შეეხება ბანკის გასავლის ორდეს ეგ ორდერი არ ნიშნავს გამყიდველზე თანხის გადახდას, ეგ თანხა დააფიქსირეთ სალაროში და ახალი სალაროს გასავლის ორდერი მიუთითეთ სადაც იქნება ამ ფიზიკური პირის პირადი ნომერი, სახელი გვარი და ა.შ და საფუძველი რისთვის გადაუხადეთ ეს თანხა



QUOTE
ხელშეკრულებაში წერია, რომ გადასახდელი თანხა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ეს ხომ მოიცავს დღგ-ს? გადაყიდვა ვერ მოხდება რადგან ტრენინგის საფასურია.


ამ შემთხვევაში ეს პირი თუ არ არის დღგ-ს გადამხდელი პირი მაშინ არ მოიცავს რადგან კანონით არ ეკუთვნის დღგ-თი თავისი მომსახურებისა და საქონლის გაყიდვა, ასე რომ ჩათვლას ვერ გაიკეთებ და ვერც ფაქტურას მოთხოვ.



QUOTE
არაფერი არ უწერია, ესეიგი გადამხდელი არაა და ამის დღგ სადმე უნდა ვაჩვენო დეკლარაციაში?

არსად არაფერი არ უნდა აჩვენო, საქონელს გაატარებ პროგრამაში ზედნადების ფასებით და დღგს არ გამოყოფ რადგან გადამხდელი არ არის და შენ ვერ ითვლი

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 12:49
Lady_Bird

როგორც მივხვდი, დეკლარაციაში მხოლოდ ატვირთული ფაქტურების თანხა უნდა დავაფიქსირო, დანარჩენს არსად არ ვაჩვენებ, ჩემს მიერ გადარიცხული დღგ დამიჯდება პლიუსში (ხელშეკრულებიდან ამოვიღებ საერთოდ სიტყვა დღგ-ს) და შემდეგომში გამოვიყენებ.


უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.
დამწყებისთვის მემგონი ყველაფერი გავიგე სრულად.

დამფუძნებლის მიერ შპს-ს ანგარიშზე შემოტანილი თანხა რომელიმე დეკლარაციაში აისახება?
მინიმალური ოპერაციების მქონე შპს-სთვის რომელ პროგრამას მირჩევთ? ძვირიც რომ არ იყოს და შემოსავალ-გასავალი და ძირითადი საშუალებები ავღრიცხო.

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 13:39
Gia_Gia
დამფუძნებლის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა დეკლარაციაში არ აისახება

ბუღალტრულ პროგრამებში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ორისში ვმუშაობ, მაგრამ დიდად გულზე არ მეხატება, 1С დანერგვა მინდოდა და შევეშვი , ეხლა დროებით ბალანსის ქლაუდ ვერსია მაქვს საცდელად ერთ ახლადგახსნილ ორგანიზაციაზე და მომწონს ჯერჯერობით. შეიძლება ქლაუდ ვერსიიდან ლიცენზირებულზეც გადავიდე, შენი საქმიანობის სპეციფიკიდან უნდა აიღო პროგრამა, ფინაც ძალიან პოპულარულია ეხლა. ბევრ პროგრამას აქვს დღევანდელ დღეს სადემონსტრაციო ვერსიები და პრეზენტაციებსაც გაგიკეთებენ.
კიდევ ფეისბუქზე არის ჯგუფები ფორუმი საგადასახადო საკითხებზე და ბუღალტერთა კლუბი ფორუმი, დაემატე ბევრი კითხვები ისმება და პასუხებსაც უფრო სწრაფად სცემენ. თუმცა პასუხები გადაამოწმე ხოლმე, ხშირად არა მარა ზოგჯერ სისულელე პასუხებიც წამიკითხავს. დაგეხმარება ეგ ჯგუფებიც რადგან დამწყები ხარ

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 16:22
Lady_Bird

მადლობა რჩევებუსთვის, აქ ვიკითხავ ხოლმე თუ რამე დამჭირდება, თქვენთან სრულ პასუხებს ვიღებ და ადამიანურად ახსნილს smile.gif

გუშინ ნულვანი ავტვირთე დეკლარაცია და დღეს თქვენი რჩევებით ახალი შევავსე და რომ თAვიდან ავტვირთო დაზუსტებული პრობლემა ხომ არ უნდა იყოს?
მადლობა

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 17:18
Gia_Gia
არა როცა ნულოვანს აგზავნი დაზუსტებაზე პრობლემა არ არის ჯარიმის დარიცხვის კუთხით. უბრალოდ როცა გადახდა გიწევთ და ვერ ავსებთ დეკლარაციას და ნულოვანს აგზავნით მაინც გადათვალეთ რა მოგიწევთ გადასახადი და 15 ში გადაიხადეთ ხოლმე რომ მერე თუნდაც იმ 1 დღეზე საურავი არ დაგერიცხოთ.
* * *

QUOTE
მადლობა რჩევებუსთვის, აქ ვიკითხავ ხოლმე თუ რამე დამჭირდება, თქვენთან სრულ პასუხებს ვიღებ და ადამიანურად ახსნილს


ფეისბუქი იმიტომ გირჩიეთ რომ აქ ბევრი იუზერი არ შემოდის და თქვენ რაც დაგაინტერესებთ იმის გამოცდილება თუ არავის აქვს შეიძლება არ გამოგეხმაუროთ არავინ, იქ კი აუცილებლად ვინმე გაგცემთ პასუხს .

Posted by: Gia_Gia 16 Jan 2019, 20:31
Lady_Bird
QUOTE
მაინც გადათვალეთ რა მოგიწევთ გადასახადი და 15 ში გადაიხადეთ ხოლმე რომ მერე თუნდაც იმ 1 დღეზე საურავი არ დაგერიცხოთ


გადასახადი რა შემთხვევაში მექმნება, როდესაც დღგ-ს დარიცხვა მიფიქსირდება ხო დეკლარაციაში? ჩემს შემთხვევაში შემცირებაა 98 ლარით.

Posted by: Lady_Bird 16 Jan 2019, 22:17
Gia_Gia

გადასახდელი გექნება როცა დასაბეგრი შემოსავალი გაგეზრდება და რეალოზაციიდან გადასახდელო დღგ გადააჭარბებს ჩასათვლელ დღგს

Posted by: Gia_Gia 17 Jan 2019, 00:46
Lady_Bird

რეალიზაცია/მომსახურება ალბად ამ თვის ბოლომდე არც მექნება.

მადლობა

Posted by: SamaraT 20 Jan 2019, 14:28
შეკითხვა:
რამოდენიმე წლის წინ, დავარეგისტრირე შპს, რომელიც არც არასდროს გამომიყენებია.
ახლა გავიგე რომ თურმე მიუხედავად ბრუნვის, ყოველ წელში ერთხელ (თუ სხვა პერიოდში ?) რაღაც სააღრიცხვო ანგარიში უნდა წარმედგინა საგადასახადოში. რამდენად მართალია? რა უნდა ვქნა ახლა? რო დავხურო შპს საერთოდ? (არ ვიყენებ მაინც)

Posted by: s-n-r 21 Jan 2019, 16:17
საპენსიო რეფორმის თანახმად, თუ ვთქვათ დარიცხული ხელფასი არის 1000 ლარი, დამსაქმებლის საპენსიო შენატანი იქნება 1000*2% = 20 ლარი, საშემოსავლო გადასახადი იქნება (1000 - 20)*20% = 196 ლარი, ხოლო დასაქმებულის ხელზე ასაღები ხელფასი 1000 - 20 - 196 = 784 ლარი, ხომ სწორია?

და ასევე, დასაქმებულმა თავისი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს მისი წილი 2% (20 ლარი)?

Posted by: ooo,girl,girl 25 Jan 2019, 21:31
s-n-r

სწორია, კი. დასაქმებული ხელზე აიღებს 784 ლარს (800 ლარის ნაცვლად). ეს დანაკლისი არის სწორედ დასაქმებულის წილი 2%. დამსაქმებელმა ცალკე უნდა მოიტანოს საიდანღაც და გადაიხადოს თავისი წილი 2%.

1000 ლარს რომ 20 ლარი აკლდება, ისაა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით გადახდილი საპენსიო შენატანი და ის 20 ლარი, რომელიც კომპანიამ თავისი "ჯიბიდან" უნდა გადაიხადოს დამატებით, ესაა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ გადახდილი საპენსიო შენატანი.

Posted by: MegaBit 26 Jan 2019, 18:47
გამარჯობათ.

მაინტერესებს ორისი თუ ყენდება mac-ზე?
macOs-ზე შემექმნება ინსტალაციის პრობლემა? ორისის საიტზე ვერ ვიპოვე ამაზე ინფორმაცია

Posted by: druides2000 27 Jan 2019, 18:20
ინტერნეტ მაღაზიით თუ ვყიდი საქონელს, აუცილებელია თუ არა რომ ვიქონიო სალარო აპარატი ?

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 19:37
?. .

Posted by: ilia05 29 Jan 2019, 14:50
გაცემული ხელფასიდან როგორ ხდება საშემოსავლოს და საპენსიოს გამოთვლა?
ვთქვათ 1000 ლარი აქ ხელზე აღებული, რამდენი იქნება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი
245 საშემოსავლო და 25 საპენსიო?

Posted by: Arien 29 Jan 2019, 22:25
ilia05

ხელზე თუ აიღო 1000 ლარი
250 ლარი საშემოსავლოა,
25,51 - საპენსიო სააგენტოში გადასახდელი,ამდენივეს დამსაქმებელი ამატებს და ჯამში 51,02 ირიცხება.
დარიცხული 1275,51 ლარია.

Posted by: keen 30 Jan 2019, 10:21
Arien
QUOTE
დარიცხული 1275,51 ლარია.

ეს დარიცხული რას ნიშნავს? თუ 250 საშემოსავლო გადასახდია, დარიცხული ხელფასი 1250 არ გამოდის?

Posted by: Arien 30 Jan 2019, 10:58
keen
QUOTE
თუ 250 საშემოსავლო გადასახდია, დარიცხული ხელფასი 1250 არ გამოდის?


არა არ გამოდის.საპენსიო შენატანიდან არ ვიხდით საშემოსავლოს.

1275,51 დარიცხულია, ამას - 2%,დარჩენილ თანხას - 20% და ხელზე გასაცემი რჩება 1000 ლარი.

Posted by: keen 30 Jan 2019, 11:01
QUOTE (Arien @ 30 Jan 2019, 10:58 )
keen
QUOTE
თუ 250 საშემოსავლო გადასახდია, დარიცხული ხელფასი 1250 არ გამოდის?


არა არ გამოდის.საპენსიო შენატანიდან არ ვიხდით საშემოსავლოს.

1275,51 დარიცხულია, ამას - 2%, დარჩენილ თანხას - 20% და ხელზე გასაცემი რჩება 1000 ლარი.


საშემოსავლოს დეკლარაციაში ეგ თანხა რომ ჩაწერო, მაგის 20% დაგითვლის...

Posted by: Arien 30 Jan 2019, 12:22
keen
QUOTE
საშემოსავლოს დეკლარაციაში ეგ თანხა რომ ჩაწერო, მაგის 20% დაგითვლის...


საშემოსავლო დეკლარაციაში უნდა იყოს ველი დაუბეგრავი 2%-ის მისათითებლად.
ვნახოთ,წესით უნდა დაამატონ.

Posted by: keen 30 Jan 2019, 12:36
QUOTE (Arien @ 30 Jan 2019, 12:22 )
keen
QUOTE
საშემოსავლოს დეკლარაციაში ეგ თანხა რომ ჩაწერო, მაგის 20% დაგითვლის...


საშემოსავლო დეკლარაციაში უნდა იყოს ველი დაუბეგრავი 2%-ის მისათითებლად.
ვნახოთ,წესით უნდა დაამატონ.

რავიცი, რავიცი... აქამდე რას ელოდნენ? უკვე თვე დამთავრდა...

Posted by: Bulbusa 8 Feb 2019, 22:42
ფიზიკურმა პირმა გაყიდა შენობა ნაგებობა. ქარხანა მიწაზე მიმაგრებული შენობა ნაგებობა. რა გადასახადით დაიბეგრება? ღირებულება 200 000 უსდ

Posted by: x_bratva 9 Feb 2019, 11:38
გამარჯობა,მინდა მაღაზიის გახსნა და მინდა ვისწავლო ორისი სად ასწავლიან ხარისხიანად ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: mshvidi 11 Feb 2019, 11:12
კითხვები მაქვს მოგების გადასახადის დეკლარაციასთან დაკავშირებით. შპს-ები წლიურს აღარ ავსებენ? ყოველთვიური უნდა შეავსონ? ამ ყოველთვიურებში უნდა აისახოს გასული პერიოდის მოგება-ზარალი? რაღაც ვერ გავერკვიე და ვინც იცით ამიხსენით. მადლობთ.

Posted by: s-n-r 12 Feb 2019, 10:15
იანვრის საშემოსავლო/განაცემთა დეკლარაციებში, დარიცხულ ხელფასში მთლიანი თანხა (დაუბეგრავი 2% - ის ჩათვლით) უნდა ვაჩვენოთ და შეღავათში 2%, თუ მხოლოდ 20% - ით დასაბეგრი თანხები?

Posted by: Gia_Gia 14 Feb 2019, 23:02
მეგობრებო 2 შეკითხვა მაქვს,
გეზ-ის მომსახურების გადასახადი შეცდომით გადავრიცხე ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. მააქვს რამე შანსი რომ ეს თანხა გადავატანინო "ხაზინის ერთიანი ანგარიში. სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახური" -ის ანგარიშზე (707017021)?

და მეორე შეკითხვა: ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000 ჩემი შპს-ს მიერ გადარიცხული თანხები სადმე აისახება რომ ვნახო?
* * *
იმპორტის დროს დარიცხული დღგ-ს დაფარვა შესაძლებელია ზედმეტობიდა? ანუ რომ არ გადავრიცხო დღგ და რაც ზედმეტობა მაქ დღგ-სი იქიდან რომ დაიფაროს?
* * *
QUOTE
მეგობრებო 2 შეკითხვა მაქვს,
გეზ-ის მომსახურების გადასახადი შეცდომით გადავრიცხე ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. მააქვს რამე შანსი რომ ეს თანხა გადავატანინო "ხაზინის ერთიანი ანგარიში. სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახური" -ის ანგარიშზე (707017021)?

და მეორე შეკითხვა: ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000 ჩემი შპს-ს მიერ გადარიცხული თანხები სადმე აისახება რომ ვნახო?


ეს ორი გავარკვიე

დარჩ მესამე კითხვა:

იმპორტის დროს დარიცხული დღგ-ს დაფარვა შესაძლებელია ზედმეტობიდა? ანუ რომ არ გადავრიცხო დღგ და რაც ზედმეტობა მაქ დღგ-სი იქიდან რომ დაიფაროს?


Posted by: tata_tato 24 Feb 2019, 01:32
გამარჯობა, იქნებ ვინმემ იცოდეს ზუსტად და დამეხმაროთ. 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შემთხვევაში რომ არ მოხდეს დეკლარირება, შემოსავლების სამსახური დამაჯარიმებს?
ზოგადად პრაქტიკა როგორია, რამდენად მოწმდება მსგავსი შემოსავლები? ან დეკლარირების დროს ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის მაგივრად სხვა თანხა რომ
დავაფიქსირო მსგავსი ფაქტების გადამოწმება თუ ხდება. ყიდვის დროს ძალიან მცირე თანხა იყო მითითებული ხელშეკრულებაში, მაგრამ
გაყიდვის დროს ზუსტი თანხის ჩაწერა გახდა საჭირო და რეალურად არარსებულ შემოსავალზე მიწევს გადასახადის გადახდა. ეხლა ხელშეკრულებაში თანხას ვეღარ ჩავასწორებ

Posted by: ninikia777 28 Feb 2019, 22:11
მოგესალმებით.თქვენი დახმარება მჭირდება)როგორ ხდება საპენსო გადარიცხვის ბუღალტრულად აღრიცხვა,გთხოვთ დაწეროთ ამასთან დაკავშირებული ყველა ბუღალტრული გატარება )

Posted by: PANTALONE 3 Mar 2019, 13:32

იურისტებმა აქ გამომიშვეს ვალერა იკითხეო
კიარადა.
სუფთა ნიკოტინი მინდა გამოვიწერო .. ხოლმე.
პროპილენგლიკოლში გახსნილი. 100 გრამი. ან თუნდაც პოლიტრა/
რამდენი მექნება გადასახდელი აქციზია თუ რაც ქვია გრამზე?

პირადი მოხმარებისთვის მინდა

https://www.nicotineriver.com/products/purnic-100mg-smooth-nicotine-salts?variant=38177351950

Posted by: SoNiK 3 Mar 2019, 22:15
გამარჯობათ, საჰოთდოგეს გახსნას ვგეგმავთ მე და მეგობარი. გვანიტერესებს რა ტიპის ბუღალტერია დაგვჭირდება და არის ვარიანტი რომ ჩვენით ვისწავლოთ, თუ აუცილებლად ბუღალტერი უნდა დავიქირავოთ?

Posted by: Davion 4 Mar 2019, 10:54
Arien
2ALL
QUOTE
ხელზე თუ აიღო 1000 ლარი
250 ლარი საშემოსავლოა,
25,51 - საპენსიო სააგენტოში გადასახდელი,ამდენივეს დამსაქმებელი ამატებს და ჯამში 51,02 ირიცხება.
დარიცხული 1275,51 ლარია.

დავუშვათ და 1000 ლარი ხელფასი დავრიცხე თანამშრომლებზე რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია, მე (ფირმამ) მაინც უნდა გადავრიცხო ამ თანხის 2% საპენსიო ფონდში?

Posted by: Ad_Boy 6 Mar 2019, 19:36
გამარჯობათ,
სიტყვაზე 200 ლარად ვიყიდე რაღაც X ნივთი და გავყიდე 300ლარად. ამის გატარება როგორ იქნება ზუსტად.
დ 1610 169.49
დ 3340 30.51
კ 3110 200

გაყიდვა?

მადლობა წინასწარ.

Posted by: skiper000256 6 Mar 2019, 21:14
არ ვიცი თემა სად გავხსნა უმეტესად კომპების ყიდვა გაყიდვებში ვარ. გვაქვს ასეთი კითხვა

კითხვა მაქვს პასუხისათვის დიდი მადლობელი ვიქნები.

მსურს ფიზიკური პირისაგან შევიძინო გასაყიდად/სარეალიზაციოთ საქონელი.
1)შემიძლია შევავს შესყიდვის აქტი
2) პირადობის ქსერო ასლები
3) დავდო ნებისმიერი ხელშეკრულება ფიზიკური პირი თანახმა არის

საქონელს ვყიდი დღგ-ს გარეშე, არ ვარ დღგ-ს გადამხდელი, ანუ საქონელი მხოლოდ მომხმარებლამდე მიდის.

ვარ ინდ მეწარმე
მინდა ამ ფიზიკური პირიდან შეძენილი საქონლის ღირებულება ვაჩვენო ხარჯებში==>ან სად მივუთითო რომელ ხარჯში გავითვალისწინო წლიური საგადასახადო დეკლარაციის შევსების დროს
ასევე მაინტერესებს საბუთით ან ზედნადებით (ანგარიშ ფაქტურას ისეც არ ვუგზავნით) რო გავყიდოთ რა მოხდება?

მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ

Posted by: shotanarikashvili 11 Mar 2019, 17:48
გამარჯობა. ვტაქსაობ და არც განვადებას მაძლრვენ არც სესხს და არც არაფერ მსგავსს. ხოდა ვიფიქრე ინდ მეწარმე რო დავარეგისტრირო ჩემს სახელზე თქო... ამის მერე იქნებ დამიმტკიცონ... თვეში გამომდის მინ. 600 ლარი .

Posted by: geodarknet 15 Mar 2019, 19:20
..................................................................

Posted by: Freestyle 16 Mar 2019, 22:45
გამარჯობა, მაღაზიისთვის რომელ პროგრამას მირჩევთ? ღვინის მაღაზიაა. რამე უფასო თუ იქნება , ბევრი გასავალი მაქვს biggrin.gif

Posted by: Gio_m 25 Mar 2019, 12:31
QUOTE (Freestyle @ 16 Mar 2019, 22:45 )
გამარჯობა, მაღაზიისთვის რომელ პროგრამას მირჩევთ? ღვინის მაღაზიაა. რამე უფასო თუ იქნება , ბევრი გასავალი მაქვს biggrin.gif

გამარჯობათ, და რა მაინტერესებს ღვინის მაღაზიაში უფასოდ ღვინო თუ გაქვთ?

Posted by: NIKI. 26 Mar 2019, 11:06
წლიური დეკლარაციის გადაგზავნა მინდა, შეგიძლიათ გადამიგზავნოთ , რაც ჯდება თანხას გადმოგირიცხავთ.

Posted by: ნაკო 26 Mar 2019, 18:02
QUOTE (Freestyle @ 16 Mar 2019, 22:45 )
გამარჯობა, მაღაზიისთვის რომელ პროგრამას მირჩევთ? ღვინის მაღაზიაა. რამე უფასო თუ იქნება , ბევრი გასავალი მაქვს biggrin.gif

დემო ვერსიებს იპოვნი უფასოდ მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ვერ გააკეთებ სრულყოფილ გატარებებს, რამდენი დასახელების პროდუქციას აწარმოებ და სააღრიცხვო პოლიტიკა გაქვს გააჩნია.
* * *
QUOTE (Gio_m @ 25 Mar 2019, 12:31 )
QUOTE (Freestyle @ 16 Mar 2019, 22:45 )
გამარჯობა, მაღაზიისთვის რომელ პროგრამას მირჩევთ? ღვინის მაღაზიაა. რამე უფასო თუ იქნება , ბევრი გასავალი მაქვს biggrin.gif

გამარჯობათ, და რა მაინტერესებს ღვინის მაღაზიაში უფასოდ ღვინო თუ გაქვთ?

უეჭველი ექნება
* * *
QUOTE (Ad_Boy @ 6 Mar 2019, 19:36 )
გამარჯობათ,
სიტყვაზე 200 ლარად ვიყიდე რაღაც X ნივთი და გავყიდე 300ლარად. ამის გატარება როგორ იქნება ზუსტად.
დ 1610 169.49
დ 3340 30.51
კ 3110 200

გაყიდვა?

მადლობა წინასწარ.

ანუ 300 ლარში დაანგარიშებული გაქვს დღგს შემავალი?


რეალიზაციას ორი გაატერება სჭირდება :
1) დ.1410 (იმ შემთხვევაში თუ დებიტორი გყავს ) 300
კ. 6110 შემოსავალი რეალიზაციიდან 300

2) დ.7210 (გაყიდული/შეძენილი საქონელი) 200
კ. 1610 (საქონელი) 200
მეორე გატარება საქონლის ჩამოწერაა, რომ გაიგო რა თვითღირებულების საქონელი მოგაკლდა და შემოსავალი რამდენი დაგრჩა.

Posted by: daniretaxe 28 Mar 2019, 11:40
წლიური dეკლარაციის თნხა პირველ აპრილამdე უნdა გაdავიხაdო dა საd dამეხმარებიან გაკეთებაში?

Posted by: GPS navigation 1 Apr 2019, 10:22
ჩემი ბუღალტერი გარდაიცვალა და ბოლო დღის შედარების აქტს ვერ ვაკეთებ ერესზე. რომელი დამეხმარებით?

Posted by: tat21 9 Apr 2019, 14:50
გამარჯობა, ბანკის მძღოლები მცირე მეწარმეებად რომ დარეგისტრირდნენ მაგის დეკლარაციაზე მაინტერესებს თუ შეგიძლიათ დახმარება, მცირე ბიზნესის დეკლარაცია უნდა გადაიგზავნოს ყოველთიურად ხო

Posted by: levvani 10 Apr 2019, 21:01
tat21
დიახ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით გაქვთ დეკლარაციის წარდგენის ვადა.

Posted by: tat21 14 Apr 2019, 13:40
შევსებული ვნახე და როგორც მივხვდი შემოსავლები უნდა დაჯამდეს რაც ბანკში ირიცხება და ეს თანხა ჩაიწერება მარტო ? კიდე რამე არის საჭირო ?

Posted by: levvani 14 Apr 2019, 17:46
ჯობია ერთჯერადად დეკლარაციის შევსების კურსი გაიარო ან სთხო ვე ვინმეს გასწავლოს

Posted by: maria-ana 15 Apr 2019, 21:57
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება, გავხსენით მაღაზია რომელიც ვაჭრობს თუთუნით და სიგარეტის აქსესუარებით მხოლოდ (თვითონ სიგარეტი არ იყიდება) , იურიდიულად არის ი/მ და სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით, პრობლემა ისა რომ ეს სტატუსი აქვს მიღებული 2015 წელს , და საქმიანობის სფერო საერთოდ სხვა ქონდა ამ ი/მ, ქვის ჭრა და დამუშავება, არასოდეს არ გაუგზავნიათ დეკლარაცია, და არასოდეს არაფერი გადაუხდია, დღეს პირველად შევედით ამის რს/ზე და ვნახეთ რომ 2015 წლიდან -2018 წლამდე უამრავი რაღაც არის ნაყიდი, და ზედნადბეით გადმოგზავნილი, ვერ ვხვდები რა მოვუხერხო ამ ყველაფერს, ვერ ვერკვევი კარგად მცირე მეწამის სტატუსში, და პრობლემა ხომ რომ არასოდეს დეკლარაცია არა გადაგზავნილი ?? ან ამ ი/მ სტატუსით საქმიანობის გაგრძელება ჭკვიანურია თუ ახალი დავარეგიტრიროთ,

Posted by: Rioka1984 16 Apr 2019, 22:02
ჯერ ერთი როგორც ჩანს აქ ფორუმი აღარ არის ისეთი აქტიური რადგან ფეისბუქზეა აქტიური ფორუმი და მოგესალმებით ყველას

გააჩნია რამდენი რა არის ნაყიდი, გადასაყიდად თუ დადგინდება რომ აქვს ნაყიდი რათქმაუნდა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს, თუ რაღაც ისეთი რაოენობებია რომ სახლისთვისაც გამოიყენებს ადამიანი მაშინ ნუ მიაქცევ ყურადღებას

პირველ ვარიანტში სხვა მეწარმე ნახეთ და მეორე ვარიანტში შეგიძლიათ მაგითი გააგრძელოთ

Posted by: Gia_Gia 19 Apr 2019, 19:21
"გადამხდელთა საყურადღებოდ !
მოგესალმებით! შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარმოგეშვათ 2019 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 აპრილისა. გთხოვთ, წარადგინოთ დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება თქვენი რისკების მაჩვენებელი საგადასახადო მონაცემთა ბაზაში. "

ასეთი შეტყობინება მომივიდა დღეს რს.ჯიზე და არანაირი რეალიზაცია და მოგება არ მქონია, ერთადერთი შლანგები ჩამოვიტანე და სატვირთო მანქანაზე დავამონტაჟეთ (შლანგები შესაბამისად გავაფორმეთ გეზ-ში და დღგ-ც გადავიხადე). და რისი დეკლარაცია უჯნდა გადავაგზავნო ვერ ვხვდები

იქნებ დამეხმაროთ

Posted by: david999 24 Apr 2019, 02:27
გამარჯობა, შპს-სთან დაკავშირებით მაინტერესებს რა გადასახადების გადახდა მიწევს თუ მაგალითდ უცხოეთიდან შემომაქვს პროდუქცია და აქ ონლაინ ვყიდი?

Posted by: PLAYer_1 24 Apr 2019, 10:38
გამარჯობათ,
გთხოვთ მირჩიოთ
ეს ხელშეკრულება დაუდეს ი.მ შამილას.. ი.მ სტატუსი ამ ხელშკრულებაში არ არის ნახსენები..

იმ. შამილამ უნდა დაბეგროს ეს შემოსავალი ... ?!! ე.წ ზარალის ანაზღაურება?

იქნებ დამეხმაროთ ((


user posted image

Posted by: Beatleman 25 Apr 2019, 13:39
ვყიდი ინფო-ბუღალტერის პროგრამას.
უახლესი ქსელური ვერსია. 5 მომხმარებლიანი.
ბანკების ამონაწერის იმპორტის ფუნქციით.
თავსებადია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდთან.

ფასი - 1900 ლარი

2500 ლარი ღირს საიტზე ბანკის ამონაწერის იმპორტის ფუნქციის გარეშე, რომელიც დამატებით 250 ლარი ჯდება.

http://www.iberinfo.ge/?lng=ge_&page=prices

Posted by: ARMINDA 26 Apr 2019, 22:02
ბლოგს, რომლის შემოსავალის წყაროც იქნბა რეკლამები (ედსენსი და ბანერები) ჭირდება დარეგისტრირება და ბუღალტრული აღრიცხვა?

Posted by: ragazza39 30 Apr 2019, 16:03
მოგესალმებით , ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, ვქირაობ სახლს რომელიც მინდა გადავაკეთო პატარა ჰოსტელათ ( 8-10 კაციანი) წლიური შემოსავლის მიხედვით შემიძლია დავრეგისტრირდე როგორც მიკრო მეწარმე , დამჭირდება ბუღლტერი? სალარაო აპარატი? და რა გადასახხადები მომიწევს? თუ საერთოდ არ დავრეგიგსტრირდე? უბრალოდ სასტუმროს საიტებზე მინდა დავარეგისტრირო და რას მირჩევთ???? smile.gif მადლობა

Posted by: Essiittaaa 7 May 2019, 16:29
გამარჯობა, მჭირდება უფასო ან დაბალბიუჯეტიანი პროგრამა, სადაც შევძლებ ნაშთების შეყვანას, ფასების დადებას, ასევე გაყიდვების გატარებას და ამის ექსელად ამოღებას. აუცილებელია პროგრამა თავსებადი იყოს MACOS-ზე და WINDOWS-ზე, ასევე მჭირდება რომ ეს პროგრამა არ იყოს ოფლაინში.

თუ ვინმემ იცით მსგავსი პროგრამა გთხოვთ მირჩიოთ. მივიღებ ნებისმიერი სახის რეკომენდაციას

Posted by: Zotz 10 May 2019, 20:27
გამარჯობათ. იქნებ ვინმე დამეხმაროს. მოკლედ, როცა შპს ბანკში სესხს აკეთებს, შემდეგ ბანკში გადახდილი პროცენტი გადახდის წყაროსთან, ან მოგებით უნდა დავბეგრო?!

Posted by: slavik123 10 May 2019, 20:45
david999
შპს-ს გაუქმება როგორ ხდება ?.......

Posted by: qet1989 14 May 2019, 11:35
კი,სჭირდება,მაგრამ თუ მცირე მეწარმედ დარეგისტრურდფებით თვეში ერთხელ იგზავნება დეკლარაცია და რეალიზებულის 1%-ს იხდით ბიუჯეტში,ბუღალტრული აღრიცხვა სჭირდება,დეკლარაციას 20 ლარად გადაგიგზავნით

Posted by: Zotz 19 May 2019, 13:14
მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობა შეუძლიათ მათ ვისაც 500000 ლარამდე წლიური შემოსავალი აქვთ. აქედან გამომდინარე თუ 1% -ით იბეგრება, ხომ ვალდებულია ასევე დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს და 18% გადაიხადოს ბიუჯეტში? ანუ რა გამოდის 18,% -საც იხდის და +1%-ს?

Posted by: XazarOrient 24 May 2019, 02:01
Можете ли вы предложить любого доверчивого бухгалтера в Тбилиси, который знаком с транзакциями PayPal и говорит по-английски ? Спасибо

Posted by: ARMINDA 26 May 2019, 01:05
dropshipping საიტს ჭირდება დარეგისტრირება ?

Posted by: mariamiiiiiii 6 Jun 2019, 12:40
თუ გსურთ ფინანსური ანგარიშგების მომზადება ან დახმარება დამიკავშირდით 599714411

Posted by: saba9993 10 Jun 2019, 19:54
გამარჯობათ

ვარ პროგრამისტი, ვმუშაობ ამერიკაში საქართველოდან.
არის ესეთი კომპანია http://toptal.com რომელიც აკავშირებს პროგრამისტებს და კლიენტებს. მაქვს შემოსავალი საათობრივად ფიქსირებული.

ამ კომანიასთან toptal.com-თან, შემიძლია როგოცრ ფიზიკური პირი, როგორც ინდ-მეწარმე ან როგორც შპს (შპს ვირტუალურ ზონაში) - ისე დავრეგისტრირდე (კონტრაქტი გავაფორმო). მათ შეზღუდვა არ აქვთ.

მაინტერესებს მეკუთვნის თუ არა შაშემოსავლო გადასახადის გადახდა (იმის გამო რომ შემოსავლის მიღების წყარო არ არის საქართველო) თუ მათთან გავაფორმე კონტრაქტი როგორც ფიზიკურმა პირმა.

Posted by: Moor 10 Jun 2019, 20:01
saba9993

არ გეკუთვნის



-----------------

Posted by: saba9993 10 Jun 2019, 23:12
Moor მადლობა.

მეც ვნახე მსგავსი ინფორმაცია: "რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან (სსკ მუხლი 82 / 1 ფ )"

მაგრამ, მიუხედავად ამისა ასევე არის https://www.mof.ge/5127 -> ეს ინფორმაცია ორმაგი დაბეგვრის შესახებ, რაც, როგორც აქ წერია, ფიზიკურ პირებსაც ეხება. და ჩემი კომაპია ჩემთვის არაფერ გადასახადს არ იხდის, ანუ მე უნდა გადავიხადო, თორემ რატომ არსებობს ცნება "ორმაგი დაბეგვრა" საერთოდ :დ

Posted by: Moor 10 Jun 2019, 23:35
saba9993


კაია, რო შენით გადაამოწმე.

ვიცი ეგ კანონი და ეგეთი შეთანხმება, მარა მეგონა, რომ ამერიკაც შედიოდა მაგ მემორანდუმში. რავი, მე რა ამერიკულ კომპანიებთანაც მქონია საქმე, ყველა თვითონ იხდიდა.

პს. არ ვარ ბუღალტერი, მაინცდამაინც პროფესიონალი ბუღალტერის პასუხი თუ გინდა )

Posted by: GioKama 12 Jun 2019, 23:44
გამარჯობაა. მაინტერესებს ბიზნესი შპს-დ რომ დავარეგისტრილო დღგ-ის გადახდა თავიდანვე მომიწევს?

Posted by: Gio_m 13 Jun 2019, 10:33
QUOTE (saba9993 @ 10 Jun 2019, 23:12 )
Moor მადლობა.

მეც ვნახე მსგავსი ინფორმაცია: "რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან (სსკ მუხლი 82 / 1 ფ )"

"სსკ მუხლი 82 / 1 ფ" ამის შემდეგ 104 მუხლს გადახედეთ "საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი", გ.ზ) და გ.თ) პუნქტებს.

Posted by: ცოტნე2015 3 Jul 2019, 12:32
მოგესალმებით ყველას,

გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია საბუღალტრო პროგრამა Quick books -ის შესახებ, თუ გიმუშავიათ, ან სადმე თუ მუშაობენ ამ პროგრამით, მოკლედ რაც გსმენიათ.

დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Gia_Gia 9 Jul 2019, 20:50
მეგობრებო,

დღEს დეკლარაციები გავუშვი, ხოდა გადარიცხული დღგ ჯერ ასახული არ იყო შემოსავლებში (არც გადამიმოწმებია, მეგონა იჯდებოდა უკვე) და საურავი დამაკისრა, რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ამ საურავის გამო და რამდენად საშიშია ეს საურავები?

Posted by: tarsinho 15 Jul 2019, 23:29
როდესაც ჩამომაქვს რაიმე საქონელი და განბაჟებას ვაკეთებ და ვიხდი 18%, გაყიდვისას შემიძლია ჩავითვალი ეს თანხა ???

10.000 თუ დამიჯდა და ამას პლიუს 18%განბაჟება

თუ გავყიდი 13.000 მაშინ როგორ ხდება ?

ფასნამატის 18% ვიხდი ? ანუ დღგ-ებს შორის სხვაობას ?183 ლარს ?

მრჩება მოგების სახით 1017 ლარი ?

მადლობა


Posted by: tat21 6 Aug 2019, 22:10
გამარჯობა, მცირე ბიზნესის საშემოსავლოს დეკლარაციას ვგზავნი ყოველთვე და ამ თვეში ჩაირიცხა უკან დაბრუნებული საპენსიო, მაინტერესებს ეს თანხაც უნდა ჩავთვალო შემოსავალში ?

Posted by: f57 11 Aug 2019, 16:02
გამარჯობა,

ბუღალტერის მომსახურება დაახლოებით რა ჯდება?
თუ მცირე ონლაინ ბიზნესი მაქვს, სადაც საშუალოდ 500-1000 ლარი არის ბრუნვა.

Posted by: Bent 21 Aug 2019, 10:40
up.gif .

Posted by: x_bratva 24 Aug 2019, 10:20
გამარჯობა ბუღალტერის პრაქტიკული კურსი სად შეილება გავიარო? ბიზნესის დაწყება მინდა და მაინტერესებს ბუღალტერის საქმიანობის გაცნობა თუ შევძლებ

Posted by: Bianconero 11 Sep 2019, 11:42
მოგესალმებით, ესეთი შეკითხვა მაქ. შეძენილია უძრავი ქონება თებერვლის თვეში და ეხლა რეალიზაცია რომ მოვახდინო ხომ მარტო ნამატს საშემოსავლოთი_თი?

Posted by: BESTER 14 Sep 2019, 14:24
Bianconero
კითხვა დასვი წესიერად ვერ გავიგე. აკანკალებული ხელით დაწერე ეტყობა :დ

დაიბრუნდით და გამომრჩით ეხლა)))))

Posted by: int 17 Sep 2019, 17:08
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: FDA 1 Oct 2019, 17:55
აქ ვხედავ მხოლოდ კითხვებია, პასუხები არა, ბუღალტერი მჭირდება მომწერეთ პმში

Posted by: ნაკო 3 Oct 2019, 14:40
საბიუჯეტო ორგანიზაციების შესახებ პრაქტიკული მაგალითების წიგნი (ბუღალტრული გატარებები) პდფ ვერსია თუ მოგეპოვებათ მომაწოდეთ ელექტრონულ ფოსტაზე : nakoactor@gmail.com

პ.ს გრიგალაშვილის ავტორობით უკვე მაქვს ))

Posted by: s@h@a@k@o 8 Oct 2019, 09:47
გამარჯობათ, როგორ ვნახო rs.ge ძე დღის ბოლოს ამოღებული,z ანგარიში?

Posted by: papala 8 Oct 2019, 09:52
s@h@a@k@o

ზოგადი ინფორმაცია--->სალარო აპარატები---> სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებლები.



Posted by: s@h@a@k@o 8 Oct 2019, 10:27
papala
მადლობა ყურადღებისთვის გაიხარე

Posted by: t-90 16 Oct 2019, 21:44
სუპერფინის ქსელური ვერსია თუ აგიმუშავებიათ VPNით?

Posted by: MONTY 28 Oct 2019, 03:31
ინდივიდიალურ და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას შორის რა სხვაობაა ?
კომპანიას ორივე აქვს შევსებული და შემოსავლებში სხვადასხვა უწერია და რომელია საბოლოო ?


Posted by: ნაკო 23 Nov 2019, 16:46
QUOTE (MONTY @ 28 Oct 2019, 03:31 )
ინდივიდიალურ და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას შორის რა სხვაობაა ?
კომპანიას ორივე აქვს შევსებული და შემოსავლებში სხვადასხვა უწერია და რომელია საბოლოო ?

კონსოლოდარებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაერთიანებულია სათაო და შვილობილი საწარმოს ყველა აქტივი და ვალდებულება, როგორც ერთი ეკონომიკური ერთეული. მისი წარდგენის ვალდებულება აქვს სათაო საწარმოს და აგრეთვე სათაო საწარმო კონსოლიდირებულს ანგარიშგებასთან ერთად წარადგენს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას(მხოლოდ ძრითადი საწარმოს ფინანსური ანგარიშგება).

Posted by: simato 18 Dec 2019, 12:47
გამარჯობა! სადისტრიბუციო კომპანიები რომელ პროგრამას იყენებენ ხომ არ იცით? ანუ დავუშვათ მანდ ბუღალტერს ხომ უნდა პროგრამა ასევე პრისელერს ოპერატორს და საწყობის მენეჯერს, ხოდა მე როგორც მითხრეს ჯობია ერთი ფირმის პროგრამული უზრუნველყოფა ქონდეს ყველასო, მაგალითად აპექსი ქონდეს ყველას და არა ისე რომ ბუღალტერს ქონდეს სიტყვაზე ორისი და დანარჩენებს აპექსი ან ფინა. ეგრეა რეალურად ცომ ვერ მეტყვით?
ისე თუ ეგრეა რომელი პროგრამა იქნება უფრო ეკონომიური ვარიანტი? აპექსში დავრეკე და 8000 დოლარი მითხრეს ბუღალტერზე ოპერატორზე საწყობის მენეჯერეზე და სამ პრისეილერზე.

Posted by: Adventurer 24 Dec 2019, 14:58
დავწერ ჩემს კითხვას, იქნებ ვინმემ იცოდეთ..პარტნიორი მყავს რომელიც საკვები დანამატების, ვიტამინების ევროპასა და დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი დისტრიბუტორია. ვიფიქრე საქართველოში გავხსნი ინდ. მეწარმის სტატუსით ინტერნეტ-მაღაზიას თქო. და აქედან დაიწყო გაურკვევლობა..საფოსტო გზავნილებს რომ ემსახურებიან მაგათმა მითხრეს 32% -ით იბეგრებაო (საქონლის ღირებულება + ტრანსპორტირება +18%+12%+ნამატი%) ხოდა იქნებ ამიხსნათ ვინმემ ჩვენი ანალოგიური მწვანე აფთიაქები და ვიტამინების ინტერნეტ მაღაზიები როგორ ყიდიან იგივე პროდუქციას რაც მე უნდა გავყიდო მე რაც დამიჯდება შემოტანის ღირებულება იმაზე ნაკლებად? ეს მაშინ როდესაც მე საბითუმო ფასში ვყიდულობ ..გამოდის რომ მათ დაბეგვრაში რაღაც შეღავათები გააჩნიათ . კერძოდ რა ეს ვერ დავადგინე! იქნებ ვინმემ იცით? დამაკვალიანეთ

Posted by: -L-E-Q-S-O- 31 Dec 2019, 10:17
გამარჯობათ,
superfin ან fina ლიცენზირებული ვერსიის საინსტალაციო ხომ არ გაქვთ?

Posted by: gugusha-l 2 Jan 2020, 17:12
QUOTE (Adventurer @ 24 Dec 2019, 14:58 )
დავწერ ჩემს კითხვას, იქნებ ვინმემ იცოდეთ..პარტნიორი მყავს რომელიც საკვები დანამატების, ვიტამინების ევროპასა და დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი დისტრიბუტორია. ვიფიქრე საქართველოში გავხსნი ინდ. მეწარმის სტატუსით ინტერნეტ-მაღაზიას თქო. და აქედან დაიწყო გაურკვევლობა..საფოსტო გზავნილებს რომ ემსახურებიან მაგათმა მითხრეს 32% -ით იბეგრებაო (საქონლის ღირებულება + ტრანსპორტირება +18%+12%+ნამატი%) ხოდა იქნებ ამიხსნათ ვინმემ ჩვენი ანალოგიური მწვანე აფთიაქები და ვიტამინების ინტერნეტ მაღაზიები როგორ ყიდიან იგივე პროდუქციას რაც მე უნდა გავყიდო მე რაც დამიჯდება შემოტანის ღირებულება იმაზე ნაკლებად? ეს მაშინ როდესაც მე საბითუმო ფასში ვყიდულობ ..გამოდის რომ მათ დაბეგვრაში რაღაც შეღავათები გააჩნიათ . კერძოდ რა ეს ვერ დავადგინე! იქნებ ვინმემ იცით? დამაკვალიანეთ

1. რაც მთავარია ეგეთი საკითხები არ უნდა კითხო - საფოსტო გზავნილებს რომ ემსახურებიან მაგათმ -ს უნდა კითხო სპეციალისტებს
2. იაფად რომ აქვთ კონკურენტებს ეგ არაა აუცილებელი რომ საგადასახადო შეღავათებია. ეგ შეიძლება იმის გამოა რომ უფრო იაფ წყაროზე არიან გასულები
3. წამლები რეგისტრირდება და საკვები დანამატებსი რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ დაარგისტრირებ აცდები დღგ-ს/ ისე რეგისტრაცია ფასიანია.

Posted by: MasterJC 12 Jan 2020, 22:41
simato
1C (ამას რამდენიმე მოდული აქვს), FINA (ამაში დარწმუნებული არ ვარ), კიდევ რაღაც პროგრამებია, სამწუხაროდ არ ვიცი ყველას ჩამონათვალი


იმედია ვინმე უკეთეს პასუხს გაგცემს smile.gif

Posted by: user24 14 Jan 2020, 20:09
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუკავე საშემოსავლო და შესაბამისად საპენსიოშიც გადავრიცხე.
საპენსიოს საიტზე როგორ უნდა შევავსო მონაცემები?
განაცემთან ინფორმაციაში თუ შეგივსიათ ?

Posted by: Kobalty 23 Jan 2020, 11:27
გამარჯობა

მინდა Fina-დან აღებული გატარებების ბაზის Oris-ში იმპორტი.
ვინმეს თუ შეუძლია ამის გაკეთება, ანაზღაურების სანაცვლოდ?

Posted by: ნინა 3 Feb 2020, 00:03
ახალ დეკლარაციას არ ხსნის რს და რა ხდება ხომ არ იცით?

Posted by: _thunderstorm_ 6 Feb 2020, 12:05
ბუღალტერიის კურსები სადაც rs.ge ზე მუშაობას ასწავლიან, არსებობს ?

Posted by: საბისაბი85 12 Feb 2020, 15:44
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ შპს შვილობილი კომპანია რომ შექმნას ამისთვის რაა საჭირო და ფასიანია თუ არადა და ასე შემდეგ თუ იცით რამე ინფო მომაწოდეთ გთხოვთ

Posted by: svanch1ka 17 Feb 2020, 08:35
გამარჯობათ,
2-4 კოტეჯის გაქირავებას ვაპირებ და მაინტერესებს რა გადასახადების გადახდა მომიწევს და იქნებ გამარკვიოთ ზოგადად... იჯარის 5%იანი საშემოსავლო უნდა გადავიხადო თუ როგორც სასტუმრომ 20%იანი + დღგ?
მცირე მეწარმედ დარეგისტრირების შემთხვევაში როგორ და რა მომიწევს ...
გმადლობთ.
----------------
ხომ, მხოლოდ airbnb და bookingზე ვაპირებ გაქირავებას,ეს თუ ცვლის რამეს..

Posted by: Bianconero 17 Feb 2020, 12:43
გამარჯობა, საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება რომლის თანხაც რეზიდენტ კომპანიას ქართულ ანგარიშზე ერიცხება დღგ_თი იბეგრება?

Posted by: kuki24 17 Feb 2020, 22:07
ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი სრულად

გამარჯობა ამ კოდს მთხოვს და სად შეიძლება ვნახო ჩამონათვალი?


ვიპოვე yes.gif


Posted by: bezzar 20 Feb 2020, 14:45
ბუღალტერიის კურსები სადაც rs.ge ზე მუშაობას ასწავლიან, არსებობს ?

Posted by: bainderi 24 Feb 2020, 18:06
მოგესალმებით. ვინაიდან საბუთებთან გიწევთ ურთიერთობა, თქვენ ან თქვენ კომპანიას შეიძლება დააინტერესოს:
იყიდება ბაინდერები, ახალი და მეორადი. "მეორადი ბაინდერი" პირობითი მცნებაა, და განსაზღვრისთვის ვიყენებ, ვინაიდან ერთხელ უკვე იყო გამოყენებული დოკუმენტების შესანახად. რეალურად სუფთა და გამოსაყენებლად მისაღები ბაინდერებია. არის მაღალი ხარისხის user posted image user posted image
შესაკრავი აქვს სხვადასხვანაირი, ფერების არჩევანიც დიდია. იყიდება იაფად და რაოდენობის მიხედვით ფასზე შეთანხმებაც შეიძლება. საწყობში სულ 400 ცალია.
შემეხმიანეთ ნომერზე: 599329331

Posted by: charliXL 10 Mar 2020, 23:51
გამარჯობა, მიშველეთ, სადაც ვნახე ისეა ახსნილი ვერ ვიგებ და ცოტა შინაურულად რომ ამიხსნათ ან რაიმე მაგალითებით რას ნიშანვს შპს და სს, და კიდევ მსგავსი რამე თუ არის გამარკვიოთ გთხოვთ

Posted by: _thunderstorm_ 11 Mar 2020, 11:15
bezzar
მეც ეგ ვიკითხე და მგონი არაა
ვიდეოდახმარებაა და ინსტრუქციები, იქედანაც შეიძლება სწავლა

Posted by: nino_koo 14 Mar 2020, 18:36
გამარჯობა. ძაან ელემენტარულ რაღაცას ვკითხულობ მაგრამ იქნებ გამარკვიოთ, ბუღალტერიისაგან ძაან შორს ვარ ... ყვავილების მაღაზიის გახსნა მინდა, მიკრო ბიზნესის სტატუსზე განაცხადი დამიკმაყოფილეს. როგორც ვიცი, ამ სტატუსის მქონე პირები სალარო აპარატის გამოყენებისგან თავისუფლდებიან, მაშინ როგორც ხდება შემოსავლების კონტროლი , ვინ აკონტროლებს მე წლიური 30 ათასზე მეტი მქონდა შემოსავალი თუ ნაკლები?

Posted by: kanian_U 20 Mar 2020, 21:29
1 ჯერადად დეკლარაციის შევსებაში რამდენს იღებენ ბუღალტრები?

Posted by: nikato-nikato 30 Mar 2020, 16:58
BESTER

გეთანხმები 1C წარმოებისთვის ძაან კაია, მომსახურებისთვისაც სხვათაშორის, უბრალოდ პირველად რო ახსენე - ბალანსი, ეგ 1C პროგრამაა და ყველა სიკეთე აქვს რაც 1C-ზე ჩამოთვალე. ერთადერთი დისტრიბუცია არ აქვს პოკეტებით, ქსელურისთვის და დისტრიბუციისთვის - 1C ERP ჯობია.

ორისი რავიცი მგონი ძაან მოძველებულია და ორის მენეჯერი ცოტა ძვირია, მაგ ფასად ბევრად ახალ და უკეთეს პროგრამას იყიდი.

Posted by: დამწყებიბუღალტერი 4 Apr 2020, 00:48

ღამემშვიდობის მეგობრებო, დღეს შემოვუერთდი პირველად ფორუმს, და თუ რამე ტექნიკური შეცდომები დავუში, იქ არ დავწერე სადაც საჭიროა ან რამე მსგავსი, მომიტევეთ, ნელნელა ავითვისებ ყველაფერს :)
თუ ხართ ახლა აქ ვინმე ვინც ამ კითხვაზე გამცემთ პასუხს, ძალიან გამახარებთ.
კერძო პიმა შპს - ს დაუკვეთა სახლის მშენებლობაზე რაღაც სამუშაო, მაგალითად გადახურვა.
რა საბუთების წარმოება ხდება მაგდროს? მაგ, იურიდიულ პირს თუ უკეთებ რამეს ფაქტურას წერ და ამ შემთხვევაში?

Posted by: bususxuna 4 Apr 2020, 14:34
დამწყებიბუღალტერი
ფორმა 2 და სხვა სამშენებლო ფორმები რაცააა ეგ თავისთავად დაგჭირდება,მიღება-ჩაბარება, და დეკლარაციაში ბრუნვას დაბეგრავ ჩვეულებრივად

Posted by: iloilo603 6 Apr 2020, 12:22
გამარჯობა
რომელ კომპანიას მირჩევთ საშუალო ბიზნესისთვის?

რამოდენიმემ მირჩია ენთების ბუღალტერია https://ants.ge/

Posted by: Unknown232324 7 Apr 2020, 11:55
გამარჯობა! ფინას ვიდეო ტრენინგი ხომ არ გაქვთ ვინმეს მენჯერის მოდულის ?
3,4,5 ლექციების მაქვს და პირველი ორი წაიშალა ავტომატურად 2 კვირის მერე იშლებაო ჩანაწერები.

Posted by: Sean 7 Apr 2020, 17:29
QUOTE
გამარჯობა
რომელ კომპანიას მირჩევთ საშუალო ბიზნესისთვის?


ახალი პროექტი აქვს ნექსიას შეიძლება გამოგადგეს დაუკავშირდი

„ბუღალტერია მარტივად“

Posted by: Levani787 5 May 2020, 02:50
გამარჯობათ მეგობრებო. თქვენი დახმარება მჭირდება გადასახადებთან დაკავშირებით.

ვაპირებ შევქმნა ონლაინ პლათფორმა სადაც მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ თავიანთი განცხადებები. მომსახურების მიმღებ ფიზიკურ პირებს კი ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ეს მომსახურება. ჩვენი კომპანია ამ ორი მხარის დაკავშირებაში მიიღებს საკომისიოს. მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების შემძენი მოახდენს ბარათის მეშვეობით ჩვენი პლატფორმის გავლით. სრული თანხა ჩაირიცხება ჩვენი კომპანიის ანგარიშზე და ჩვენ ჩვენი საკომისიოს გამოკლებით თანხას ჩავურიცხავთ მომსახურების გამწევს.

მაგალითად მომსახურების შემძენი ყიდულობს 100 ლარის მომსახურებას მომსახურების გამწევისგან (ორივე არის ფიზიკური პირი). ბარათის მეშვეობით თანხა ჩამოეჭრება მყიდველს და დაჯდება ჩვენი კომპანიის ანგარიშზე. 90 ლარი მეორე დღესვე გადაერიცხება მომსახურების გამწევს. ჩვენი კომპანიის შემოსავალი არის 10 ლარი საკომისიო სახით.

კითხვები
1. თანხის რა ნაწილი უნდა დაიბეგროს დღგ-თი? ჩვენი აზრით, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ კომისიონერს, ჩვენ უნდა დავბეგრით დღგთი 10 ლარი მიღებული საკომისიო და შესაბამისი დღგ გადავიხადოთ ბიუჯეტში. როგორ ფიქრობთ სწორი ეს?

2. 90 ლარი, რომელსაც ჩავურიცხავთ მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირს უნდა დაიბეგროს თუ არა საშემოსავლო გადასახადით? ვინაიდან ჩვენ შუამავალი ვართ ჩვენი აზრით ამ თანხას არ ვბეგრავთ და თვითონ ფიზიკური პირია ვალდებული დაადედკლარიროს თავიში შემოსავალი და დაბეგროს ის.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: banker 17 May 2020, 21:41
გამარჯობა

თუ იცით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი არაინდმეწარმე და მიკრობიზნესის სტატუსის არმქონე ფიზიკური პირის მიერ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის ქონა იბეგრება თუ არა ქონების გადასახადით?
პირი რეგისტრირებულია ფერმერად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაში.

Posted by: Wisemаn* 19 May 2020, 14:41
გამარჯობათ, ბუღალტერი დამჭირდა რაღაც მაღაზიის თემაში, ხოდა მირჩიეს https://ants.ge/ge/ ხოდა ვინმეს გქონიათ შეხება? როგორი კმაყოფილები დარჩით? კარგად ვიყენებთო მაგათ მომსახურეობასო მითხრეს მარა მაინც ვარკვევ.

Posted by: ბუღალტერი 19 May 2020, 15:34
Wisemаn*
გამიგია, რომ ფინანსებში ძლიერები არიან და საგადასახადო საკითხებში მოიკოჭლებენ.
* * *
Wisemаn*
გააჩნია რა დონეზე გჭირდება, რა ბიზნესია და რა სპეციფიკა.
თუ მხოლოდ ბუღალტერია გინდა შეგიძლია მიმართო.
თუ სდაგადასახდო კუთხითაც გჭირდება მიმართულებებისა და რისკების განსაზღვრა ეგ ცალკე თემაა.

Posted by: TT-KK 2 Jun 2020, 15:04
ი/მ რომელიც დააჯარიმეს 2010 თუ 2011 წელს და ვერ გადაიხადა ჯარიმა, ადევს გირავნობა დღემდე, "მთელი ქონება" აქვს დაყადღებული, მაგრამ ქონება არ გააჩნია, ი/მ-ის საქმიანობა შეჩერებული მაქვსო ამბობს, რეესტრში აჩვენებს რომ აქტიურია. ეშველება რამე? შეგვიძლია დავეხმაროთ? რისი გაკეთება შეგვიძლია? მარტოხელა დედაა და ყოფილმა ქმარმა ჩააგდო ამ მდგომარეობაში. გთხოვთ, ურჩიეთ რისი გაკეთება შეუძლია.

Posted by: Wisemаn* 5 Jun 2020, 14:36
ბუღალტერი

https://ants.ge/ge/

QUOTE
გამიგია, რომ ფინანსებში ძლიერები არიან და საგადასახადო საკითხებში მოიკოჭლებენ.
გააჩნია რა დონეზე გჭირდება, რა ბიზნესია და რა სპეციფიკა.
თუ მხოლოდ ბუღალტერია გინდა შეგიძლია მიმართო.
თუ სდაგადასახდო კუთხითაც გჭირდება მიმართულებებისა და რისკების განსაზღვრა ეგ ცალკე თემაა.


ჩვეულებრივი მარკეტის თემაში მჭირდება, კორპუსის პირველ სართულზე ფართი ჩამივარდა იაფად და
სხვა ვარიანტებსაც განვიხილავ და ჯერ არ ვჩქარობ, გავარკვევ ყველაფერს და მერე დავუკავშირდები თუ გამომადგებიან
მადლობა პასუხისთვის yes.gif

Posted by: ბუღალტერი 5 Jun 2020, 21:50
Wisemаn*
მომწერე დეტალები პირადში და მოვილაპარაკოთ>

Posted by: Nightmаre 6 Jun 2020, 23:30
Wisemаn*
https://ants.ge/ge/
ჩემ ახლობელს დაჭირდა ტანსაცმლის მაღაზიაზე ბუღალტერი და მაგ საიტიდან დაეხმარნენ.
ყველაფერი წესრიგში აქვს რამდენადაც ვიცი და კმაყოფილია yes.gif up.gif

Posted by: Wisemаn* 6 Jun 2020, 23:31
ბუღალტერი
ჯერ არ გადამიწყვეტია მაღაზიის ამბავი, თუ რამე მოგწერ პირადში, მადლობა.

Nightmаre
მე უფრო სურსათის მარკეტს ვფიქრობ მაგრამ სპეციფიკა იგივე იქნება მიახლოებით ალბათ biggrin.gif
მადლობა yes.gif

Posted by: ldg 12 Jun 2020, 11:37
შპს-ს საცხოვრებელი სახლის მისამართზე რომ დაარეგისტრირებ ტარიფები კომერციულზე გადადის?

ან სხვა რამე ვალდებულება ხომ არ წარმოეშვება ამ საცხოვრებელ მისამართს, თუ იქედან არ ეწევი საქმიანობას და უბრალოდ გაფორმებულია მხოლოდ მაგ მისამართზე.
* * *
QUOTE (Nightmаre @ 6 Jun 2020, 23:30 )
Wisemаn*
https://ants.ge/ge/
ჩემ ახლობელს დაჭირდა ტანსაცმლის მაღაზიაზე ბუღალტერი და მაგ საიტიდან დაეხმარნენ.
ყველაფერი წესრიგში აქვს რამდენადაც ვიცი და კმაყოფილია yes.gif up.gif

რა ღირს ამათი სერვისი ტანსაცმლის მაღაზიაზე?

Posted by: MAST_WEB 13 Jun 2020, 00:55
მეგობრებო, ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან:

შპს-მ რაღაც ფართის ნაწილი უნდა იქირაოს ფიზიკური პირისგან, ამ ფართზე დამონტაჟებულია ელექტრო მრიცხველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
როგორ შეიძლება ნაკლები დანახარჯით გაკეთდეს ისე რომ გამქირავებელმაც შეძლოს დენის გამოყენება და შპს-მაც?
დენის ტარიფები და პირობები ხომ განსხვავდება ფიზიკური / იურიდიული პირისათვის და შესაბამისად შიდა დამატებითი მრიცხველის დაყენება მგონი არ გადჭრის პრობლემას sad.gif
როგორ მოვიქცე მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: leprekon 13 Jun 2020, 14:38
გამარჯობა, მჭირდება ფინას სპეციალისტი ვინც გამართავს კვების ობიექტის პროგრამას.
თითქმის ბოლომდე წესრიგშია რაღაც ნიუანსებია რომლის დამატებაც ჭირდება
ანაზღაურებაზე წინასწარ შევთანხმდებით თუ ვინმე იცით დამეხმარეთ

Posted by: ბუღალტერი 14 Jun 2020, 14:30
QUOTE (ldg @ 12 Jun 2020, 11:37 )

რა ღირს ამათი სერვისი ტანსაცმლის მაღაზიაზე?

ასე კონკრეტულად ვერავინ გეტყვის რა ღირს სერვისი ტანსაცმლის მაღაზიაზე.
ბევრი ფაქტორია ფასის განსასაზღვრად.
*მნიშვნელოვანია ბრუნვის ოდენობა.
*მნიშვნელოვანია ადგილობრივი საქონელია თუ იმპორტი.
*მნიშვნელოვანია დასაქმებულთა რაოდენობა
*მნიშვნელოვანია შპს არის თუ ინდ. მეწარმე
*მნიშვნელოვანია რამდენი ობიექტია
*მნიშვნელოვანია ისიც კლიენტს რა უნდა, მხოლოდ დეკლარაციების გადაგზავნა, თუ პლიუს ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამაში.
ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საგადასახადო კუთხით რისკების შეფასება, ვაჭრობას და ამ შემთხვევაში ტანსაცმლის მაღაზიას სტანდარტულ ოპერაციებზე არ სჭირდება საგადასახადო კუთხით რისკების შეფასება, ან რამე საკითხის გადაწყვეტა. ბუღალტერი თავიდანვე აიღებს მიმართულებას და იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ. მაგრამ მეწარმე პირებს ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ ხოლმე, რომ ყველაფერი ბუღალტერმა უნდა აკეთოს. ასე არ არის.
ბუღალტრის საქმე არის აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვა და დეკლარაციების მომზადება.
სხვა დანარჩენი უკვე დამატებითი პირობებია და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დამსაქმებელს ცალ ფეხზე ჰკიდია ხოლმე.

Posted by: MAKIAVELI_ 15 Jun 2020, 00:38
ყოჩაღ თქვენ ხალხო!
დღეს ბუღალტერის ნაცვლად მომიწია ცოტა წამუშავება.

მართლა ალალი ყოფილა თქვენზე ის გასამჯელო,რასაც იღებთ.
აწი ჩემს ბუღალტერს ყავაზე და ენერგეტიკულ სასმელებზე საყვედურს აღარ ვეტყვი

up.gif


Posted by: bada_bing 20 Jun 2020, 15:33
მეგობრებო, საშემოსავლოს რომ არ რიცხავთ, ფულს იტოვებთ თუ ხელფასებად გასცემთ? gigi.gif (750 ლარამდე ხელფასს რომ ეხება)
ანუ, ჩემს ეკთილ ნებაზეა ხო? (ვაპირებ გაცემას)

Posted by: Lolipopebi 6 Jul 2020, 01:02
მიკრო მეწარმე ვარ და მეტალოს ფანჯრები რო გადამაქ, ტრანსპორტირების ატვირთვა აუცილებელია ერესზე?

Posted by: theodous 23 Jul 2020, 14:10
ხალხო ფრლანსერმა გადასახადები უნდ ადგავხადო?

Posted by: Krusty_the_Clown 26 Jul 2020, 00:04
გამარჯობა. აქ როგორც ვხედავ, ბუღალტრები (და არა მხოლოდ) პოსტავენ და ინტერესდებიან სხვადსხვა საკითხებით, მათ შორის, საბუღალტრო პროგრამებით. შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ძალიან მოქნილ ბუღალტრულ-მენეჯერულ პროგრამას: ბალანსი. ბალანსი დაფუძნებულია 1C მოდულზე (8.3 ვერსია) და პასუხობს თითქმის ყველა თანამედროვე გამოწვევას ბუღალტერიის სფეროში. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც მინი ERP სისტემას, რომელიც მოერგება თქვენი კომპანიის სფეროს და ინტერესებს. დაინტერესებულ ადამიანებს შემიძლია დეტალური კონსულტაცია გავუწიო და დავეხმარო პროგრამის შეძენასა და დანერგვაში. სურვილის შემთხვევაში, მომწერეთ აქვე smile.gif

Posted by: vakhmaka 1 Aug 2020, 00:19
გამარჯობა
ინდ მეწარმეს უნდა შეწყვიტოს საქმიანობა ამ ფორმით და დარეგისტრირდეს შპს-დ, რა პროცედურები არის ამისათვის საჭირო? და ინდ მეწარმის დარჩენილი საქონელი როგორ უნდა გადაეწეროს შპს-ს?

Posted by: გა-ნი 6 Sep 2020, 11:54
მოგესალმებით
* * *
მოგესალმებით

Posted by: Red Hot Chili Peppers 10 Sep 2020, 23:34
მოგესალმებით კოლეგებო,
გთხოთ დამეხმაროთ, help.gif
არარეზიდენტისგან ქონების შეძენისას რა ღონისძებები არის გასატარებელი საგადასახადო კუთხით?

Posted by: Krusty_the_Clown 17 Sep 2020, 16:26
QUOTE
გამარჯობა. აქ როგორც ვხედავ, ბუღალტრები (და არა მხოლოდ) პოსტავენ და ინტერესდებიან სხვადსხვა საკითხებით, მათ შორის, საბუღალტრო პროგრამებით. შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ძალიან მოქნილ ბუღალტრულ-მენეჯერულ პროგრამას: ბალანსი. ბალანსი დაფუძნებულია 1C მოდულზე (8.3 ვერსია) და პასუხობს თითქმის ყველა თანამედროვე გამოწვევას ბუღალტერიის სფეროში. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც მინი ERP სისტემას, რომელიც მოერგება თქვენი კომპანიის სფეროს და ინტერესებს. დაინტერესებულ ადამიანებს შემიძლია დეტალური კონსულტაცია გავუწიო და დავეხმარო პროგრამის შეძენასა და დანერგვაში. სურვილის შემთხვევაში, მომწერეთ აქვე

გავაგრძელებ ბალანსის შესახებ თხრობას. განსაკუთრებით მომხიბლავია ბალანსის ღრუბლის (cloud) ვერსია. მწარმოებლურობის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, ვიღებთ აბსოლუტურად დაცულ სისტემას, სადაც ბექაფირება ხდება თქვენი დეველოპერების მიერ ყოველდღიურად დაცულ სერვერებზე. ასევე სხვადასხვა სახის ადმინისტრირებადი სამუშაოებიც გადადის აუთსორსზე და ამას თქვენს მაგივრად აკეთებენ პროფესიონალები. ძალიან მომხიბლავია წვდომა ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია და ეს ხდება თქვენი პირადი სამუშაო გარემოდან, სადანაც აკონტროლებთ მიმდინარე საკითხებს და იქიდანვე გადადიხართ ბაზაშიც.

Red Hot Chili Peppers
2 299 299
მარტივი შემთხვევაა, არ მგონია რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. დარეკე, არ დაგზარდებიან და გაგარკვევენ.

Posted by: MasterJC 17 Sep 2020, 17:45
jump.gif კვების ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება ვის გაქვთ?
პროფესიული შეკითხვა მაქვს და გამომეხმაურეთ რა, ვარაუდის გადამოწმება მინდა jump.gif
კაფე, რესტორანი, ნახევარფაბრიკატების საწარმო და ა.შ. ნებისმიერი გამოდგება. კალკულაცია-დანაკლისი-ჩამოწერა და ა.შ> ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს

Posted by: kurt. 17 Sep 2020, 17:55
მინდა ბუღალტერიის საბაზისო ცოდნას მაინც დავეუფლო up.gif
რამე სასარგებლო ლინკები გააძრეთ რა


Posted by: Red Hot Chili Peppers 18 Sep 2020, 12:10
მოგესალმებით,
თუ შპს მარკეტი არ ახორცილებს სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების წარმოებას, რა სანქციები შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: masha 21 Sep 2020, 09:27
დავინტერესდი ამ გამოთვლებით.

ანუ დამქირავებელი, როგორც ჩანს იღებს ყველა ხარჯს თავის თავზე- იხდის საპენსიოსაც და საშემოსავლოსაც,
როგორ არის მიღებული საბოლოო ხარჯი, ვერ გავიგე:

Posted by: Sandro 21 Sep 2020, 12:46
masha
მოკლედ, 10 000 ხელზე ასაღებია net თანხა ანუ.
10 000 / 0.8 = 12 500; 12 500 - 10 000 = 2 500 - ანუ საშემოსავლო გადასახადი (gross თანხის 20%)

რადგან დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანსაც შესაბამისად უნდა დაერიცხოს გროსი თანხის 2% - 12 500 / 0.98 = 12 755.1; 12 755.1 - 12 500 = 255.1
დამსაქმებელი იხდის როგოც თავის საპენსიო შესატანს, ასევე დასაქმებული საპროცენტო შესატანსაც. (ორივე მათგანი 2%-ს შეადგენს) შესაბამისად ჯამური შენატანი იქნება - 255.1 * 2 = 510.20

დანარჩენებზეც ასეა

ხო, ბოლოში კიდევ დამატებული აქვს დ.ღ.გ-ს 18%.

(10 000 + 2 500 + 510.20)*1.18 = 15 352.04

Posted by: masha 21 Sep 2020, 13:25
Sandro
მადლობა!
დღგ-ს ვერ მივხვდი ამ სიტუაციაში.
კერძო შემთხვევაა?

Posted by: Sandro 21 Sep 2020, 13:44
masha
QUOTE
კერძო შემთხვევაა?

ამ შემთხვევაში დამსაქმებელი დღგ-ს გადამხდელია, რადგან წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი ექნება. შესაბამისად დღგ-საც არიცხავს ჯამურ თანხას

Posted by: masha 21 Sep 2020, 21:02
Sandro
QUOTE
ამ შემთხვევაში დამსაქმებელი დღგ-ს გადამხდელია, რადგან წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი ექნება. შესაბამისად დღგ-საც არიცხავს ჯამურ თანხას

მაგრამ თანამშრომლებზე ხომ არ იხდის დღგ-ს ან თუნდაც ერთჯერადი მომსახურების გამწევ პირებზე.

Posted by: MasterJC 22 Sep 2020, 09:51
QUOTE (MasterJC @ 17 Sep 2020, 17:45 )
jump.gif კვების ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება ვის გაქვთ?
პროფესიული შეკითხვა მაქვს და გამომეხმაურეთ რა, ვარაუდის გადამოწმება მინდა jump.gif
კაფე, რესტორანი, ნახევარფაბრიკატების საწარმო და ა.შ. ნებისმიერი გამოდგება. კალკულაცია-დანაკლისი-ჩამოწერა და ა.შ> ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს

აბა, გამოჩნდა კვებასთან მუშაობის მცოდნე ბუღალტერი?


ჩამოწერები მაინც რომ იცოდეს, ისეთი

Posted by: ბუღალტერი 22 Sep 2020, 17:35
QUOTE (MasterJC @ 22 Sep 2020, 09:51 )
QUOTE (MasterJC @ 17 Sep 2020, 17:45 )
jump.gif კვების ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება ვის გაქვთ?
პროფესიული შეკითხვა მაქვს და გამომეხმაურეთ რა, ვარაუდის გადამოწმება მინდა jump.gif
კაფე, რესტორანი, ნახევარფაბრიკატების საწარმო და ა.შ. ნებისმიერი გამოდგება. კალკულაცია-დანაკლისი-ჩამოწერა და ა.შ> ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს

აბა, გამოჩნდა კვებასთან მუშაობის მცოდნე ბუღალტერი?


ჩამოწერები მაინც რომ იცოდეს, ისეთი

დაწერე შეკითხვა და ვეცდებით დაგეხმაროთ.

Posted by: MasterJC 23 Sep 2020, 00:37
QUOTE (ბუღალტერი @ 22 Sep 2020, 17:35 )
QUOTE (MasterJC @ 22 Sep 2020, 09:51 )
QUOTE (MasterJC @ 17 Sep 2020, 17:45 )
jump.gif კვების ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება ვის გაქვთ?
პროფესიული შეკითხვა მაქვს და გამომეხმაურეთ რა, ვარაუდის გადამოწმება მინდა jump.gif
კაფე, რესტორანი, ნახევარფაბრიკატების საწარმო და ა.შ. ნებისმიერი გამოდგება. კალკულაცია-დანაკლისი-ჩამოწერა და ა.შ> ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს

აბა, გამოჩნდა კვებასთან მუშაობის მცოდნე ბუღალტერი?


ჩამოწერები მაინც რომ იცოდეს, ისეთი

დაწერე შეკითხვა და ვეცდებით დაგეხმაროთ.

ოკ
პირობითად ავიღოთ კარტოფილი
იფცქვნება და ნაგავში მიდის ნაფცქვენი

ვარიანტი ა.
კალკულაციაში შეგვყავს კარტოფილის ბრუტო წონა და გამოსავლიანობას ვწერთ მზა კერძის (გაუთლელი კარტოფილი არის 1კგ. გათლა-შეწვიანად რაც მიიღება ის არის 1 ულუფა ფრი/250გ ფრი)

ვარიანტი ბ.
კარტოფილს ვთლით. კალკულაციაში ვწერთ გათლილი კარტოფილის წონას. ნათალს ავღრიცხავთ და ჩამოწერაში ვატარებთ. გამოსავლიანობას ვითვლით გათლილი კარტოფილიდან (200გ ნათალი
.800გ ნეტო კარტოფილი. გამოვიდა 1 ულუფა ფრი)


რომელ ვარიანტს იყენებთ?


მე პირველ ვარიანტს ვაწვები.
შესყიდვა ხდება ბრუტოთი. და პროგრამულად ვატარებ კალკულაციაში ბრუტო წონებს. ასე ნაფცქვენის ჩამოწერას რაც აბსურდად მიმაჩნია, თავიდან ვირიდებ და რეალურ თვითღირებულებას ვხედავ კერძის

მქონდა შემთხვევა სადაც მეორე ვარიანტს აწვებოდნენ
და საგადასახადოს აწერინებდნენ ხორცის "ატხოდს". თვიურად რამდენიმე ათეული კგ იყო ეს ატხოდი.


Posted by: Hellio 24 Sep 2020, 13:33
გამარჯობა,

ორგანიზაციამ ინდ. მეწარმეს უნდა ჩაურიცხოს გროსი თანხა და თვითონ გადაიხდის საშემოსავლოს
საპენსიოზე როგორ ხდება?
4% ინდ. მეწარმემ უნდა გადარიცხოს საპენსიო ფონდში?

Posted by: ბუღალტერი 26 Sep 2020, 10:55
MasterJC
ჩემი აზრით ,,ვარიანტი ბ" არის სწორი.
ეს არის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი. ნედლეულისა და მასალების დანაკარგები მიმდინარე სხვა ხარჯებში გადის.
* * *
Hellio
ინდ. მეწარმეს საპენსიო გადასახადის გადახდის ვალდებულება არ აქვს.
საგადასახადო კოდექსით დაკისრებულ სხვა საგადასახადო ვალდებულებებს გადაიხდის ჩვეულებრივ.

Posted by: iko-iko 28 Sep 2020, 16:18
მოგესალმებით,

კითხვა მაქვს ასეთი. შპს-დან მინდა ქეშად თანხა იმისთვის, რომ მოვახდინო ბაზარზე გარკვეული პროდუქტის (ნედლეულის) შეძენა.
პროცესუალურად როგორ უნდა მოვიქცე სწორად და გამართულად? ფული პირდაპირ ბანკომატიდან ავიღო ბიზნესქარდით? წავედი ვიყიდე მარა სად უნდა გამოჩნდეს რო ვიყიდე და რა?

მოკლედ გამართულად რო გავაკეთო პროცესი მე გლეხ კაცს ამიხსენით რა ვინმემ პლიზ.

Posted by: gugusha-l 28 Sep 2020, 17:40
QUOTE (iko-iko @ 28 Sep 2020, 16:18 )
მოგესალმებით,

კითხვა მაქვს ასეთი. შპს-დან მინდა ქეშად თანხა იმისთვის, რომ მოვახდინო ბაზარზე გარკვეული პროდუქტის (ნედლეულის) შეძენა.
პროცესუალურად როგორ უნდა მოვიქცე სწორად და გამართულად? ფული პირდაპირ ბანკომატიდან ავიღო ბიზნესქარდით? წავედი ვიყიდე მარა სად უნდა გამოჩნდეს რო ვიყიდე და რა?

მოკლედ გამართულად რო გავაკეთო პროცესი მე გლეხ კაცს ამიხსენით რა ვინმემ პლიზ.

იღებ თანხას საქვეანგარიშოდ.

ყიდვის შემთხვევაში ქეშად თუ ყიდულობ ართმევ ჩეკს და ატვირთინებ ზედნადებს.

Posted by: Brian Griffin 28 Sep 2020, 19:27
გამარჯობათ.
ასეთი კითხვა მაქვს.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში,როდესაც საკომისიო და "მოგება" ასე ვთქვათ, არის კრიპტოვალუტაში. შემდეგ მაგის განაღდება ლარში ან დოლარში. როგორ იბეგრება ეგ?ან საერთოდ თუ იბეგრება? როგორ შეიძლება საშემოსავლოს ან მოგების გადასახადის გადახდა?

Posted by: iko-iko 29 Sep 2020, 21:09
ჩგდ სად უნდა ავიღო, ფიზიკურად ვის მივმართო?

Posted by: MasterJC 30 Sep 2020, 15:58
ბუღალტერი
მადლობა''მე პირველ ვარიანტს ვამჯობინებდი ყოველთვის
რეალურ თვითღირებულებას ვხედავდით ასე

Posted by: ბუღალტერი 30 Sep 2020, 16:29
MasterJC
რეალური თვითღირებულების დანახვა გჭირდება შიდა აღრიცხვისთვის. ეგ ფინანსური ანალიზის თემაა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტის მიხედვით მეორე ვარიანტია აუცილებელი.
iko-iko
შემოსავლების სამსახურს მიმართეთ.

Posted by: MrPenguin 1 Oct 2020, 01:09
QUOTE (Brian Griffin @ 28 Sep 2020, 19:27 )
გამარჯობათ.
ასეთი კითხვა მაქვს.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში,როდესაც საკომისიო და "მოგება" ასე ვთქვათ, არის კრიპტოვალუტაში. შემდეგ მაგის განაღდება ლარში ან დოლარში. როგორ იბეგრება ეგ?ან საერთოდ თუ იბეგრება? როგორ შეიძლება საშემოსავლოს ან მოგების გადასახადის გადახდა?

აპ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: ბუღალტერი 2 Oct 2020, 22:23
QUOTE (MrPenguin @ 1 Oct 2020, 01:09 )
QUOTE (Brian Griffin @ 28 Sep 2020, 19:27 )
გამარჯობათ.
ასეთი კითხვა მაქვს.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში,როდესაც საკომისიო და "მოგება" ასე ვთქვათ, არის კრიპტოვალუტაში. შემდეგ მაგის განაღდება ლარში ან დოლარში. როგორ იბეგრება ეგ?ან საერთოდ თუ იბეგრება? როგორ შეიძლება საშემოსავლოს ან მოგების გადასახადის გადახდა?

აპ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

კრიპტოაქტივთან დაკავშირებით არსებობს საჯარო გადაწყვეტილება.
გაეცანით:
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10694

Posted by: iko-iko 4 Oct 2020, 13:32
მინდა შპს-სთვის შევიძინო ხორბალი, მცირე რაოდენობის. თუ ეს არ არის იურპირი და ფოზპირია, როგორ უნდა ვიყიდო რო სწორი იყოს ბუღალტერიასთან/სახელმწიფოსთან....

Posted by: ბუღალტერი 4 Oct 2020, 22:00
QUOTE (iko-iko @ 4 Oct 2020, 13:32 )
მინდა შპს-სთვის შევიძინო ხორბალი, მცირე რაოდენობის. თუ ეს არ არის იურპირი და ფოზპირია, როგორ უნდა ვიყიდო რო სწორი იყოს ბუღალტერიასთან/სახელმწიფოსთან....

შესყიდვის აქტი გააფორმეთ. გუგლის საშუალებით ნახავთ შაბლონს.

Posted by: iko-iko 5 Oct 2020, 10:47
ბუღალტერი
მადლობა და კიდევ ერთს გკითხავ, ჩაინიკი ვარ და მინდა რომ არაფერი შემეშალოს.
გავაფორმებ შესყიდვის აქტს და ტრანსპორტირება მაგალითად გორიდან თბილისამდე შემიძლია რო მე თვითონ გავაკეთო ზედნადები? თუ როგორ უნდა ვიქონიო ტრანსპორტირებისას საბუთი?
ანუ მე თვითონ ვარ მყიდველი თან ვარ იურპირი და ვყიდულობ ფიზპირთან. . . . .

Posted by: ბუღალტერი 5 Oct 2020, 12:08
iko-iko
შიდა გადაზიდვის ზედნადები შეგიძლია გაწერო.

Posted by: iko-iko 5 Oct 2020, 17:37
ბუღალტერი
ძალიან დიდი მადლობა. იხარე!!!

Posted by: bususxuna 13 Oct 2020, 17:10
საწარმოს ბალნსზე არის შენობა რომელსაც არანაირ საქმიანობაში არ იყენებს, უნდა მეორე სართულის დაშენება და გაყიდვის მიზნით, საინვესტიციო არაა, გასაყიდად გამიზნულია , მარაგში გადავა თუ რა მოხდება rolleyes.gif

Posted by: leoliza 14 Oct 2020, 17:37
QUOTE (fataqend @ 25 Apr 2018, 11:03 )
გამარჯობა მეგობრებო,

მაინტერესებს ვის გაქვთ ორის ბუღალტერიის პროგრამასთან შეხება?
უფრო ზუსტად მაინტერესებს რამდენად დახვეწილია ბანკის ამონაწერისა და სასაქონლო ზედნადებების იმპორტი პროგრამაში.

მადლობა წინასწარ, ინფორმაციისთვის smile.gif

გამარჯობა.მე ვმუშაობ ორისში. გადმოაქვს ჩვეულებრივ.
* * *
QUOTE (iko-iko @ 5 Oct 2020, 10:47 )
ბუღალტერი
მადლობა და კიდევ ერთს გკითხავ, ჩაინიკი ვარ და მინდა რომ არაფერი შემეშალოს.
გავაფორმებ შესყიდვის აქტს და ტრანსპორტირება მაგალითად გორიდან თბილისამდე შემიძლია რო მე თვითონ გავაკეთო ზედნადები? თუ როგორ უნდა ვიქონიო ტრანსპორტირებისას საბუთი?
ანუ მე თვითონ ვარ მყიდველი თან ვარ იურპირი და ვყიდულობ ფიზპირთან. . . . .

შიდა გადაზიდვის სზ უნდა ატვირთო

Posted by: MONTY 17 Oct 2020, 18:57
გამარჯობა
საქართველოში ნაყიდ პროდუქტს რომლის ტარიფშიც შედის დღგ , შემდეგ ექსპორტზე გატანისას, არის შესაძლებელი ქართული დღგ ს დაბრუნება ?
ანუ ორმაგი დღგ ს გადახდა რომ არ მოხდეს ( საქართველოში ყიდვისას ქართული ) და უცხოეთში გატანისას


Posted by: keen 18 Oct 2020, 09:50
QUOTE (MONTY @ 17 Oct 2020, 18:57 )
გამარჯობა
საქართველოში ნაყიდ პროდუქტს რომლის ტარიფშიც შედის დღგ , შემდეგ  ექსპორტზე გატანისას, არის შესაძლებელი ქართული დღგ ს დაბრუნება ?
ანუ ორმაგი დღგ ს გადახდა რომ არ მოხდეს ( საქართველოში ყიდვისას ქართული ) და უცხოეთში გატანისას

კითხვა ცოტა გაურკვეველია... ექსპორტზე გატანილი პროდუქტი დღგ-თი ისეც არ იბეგრება smile.gif

Posted by: ბუღალტერი 18 Oct 2020, 10:56
QUOTE (MONTY @ 17 Oct 2020, 18:57 )
გამარჯობა
საქართველოში ნაყიდ პროდუქტს რომლის ტარიფშიც შედის დღგ , შემდეგ ექსპორტზე გატანისას, არის შესაძლებელი ქართული დღგ ს დაბრუნება ?
ანუ ორმაგი დღგ ს გადახდა რომ არ მოხდეს ( საქართველოში ყიდვისას ქართული ) და უცხოეთში გატანისას

საქართველოში ნაყიდ პროდუქტზე, ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ხო ჩაითვალეთ ისედაც დღგ? შესაბამისად ეგ თქვენი აქტივია, ხოლო ექსპორტირებულზე ისედაც არ იხდით დღგს.

Posted by: MONTY 18 Oct 2020, 15:49
keen
QUOTE
კითხვა ცოტა გაურკვეველია... ექსპორტზე გატანილი პროდუქტი დღგ-თი ისეც არ იბეგრება

აქ ვყიდულობ ჩვეულებრივად და ტარიფში არის დღგ
უცხოეთში რო გავიტანო გასაყიდად , იქაც ხო მომიწევს იქაური დღგ ს გადახდა
ეს ორმაგი გამოდის

ბუღალტერი
QUOTE
საქართველოში ნაყიდ პროდუქტზე, ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ხო ჩაითვალეთ ისედაც დღგ? შესაბამისად ეგ თქვენი აქტივია, ხოლო ექსპორტირებულზე ისედაც არ იხდით დღგს.


ექსპორტის გადასახადს არ ვგულისხმობ
ორივეგან რო არ მომიწიოს დღგ ს გადახდა ანუ აქ როდესაც ვყიდულობ და უცხოეთში სადაც ვყიდი
TAX FREE ს ვარიანტი რო გავრცელდეს

Posted by: ბუღალტერი 19 Oct 2020, 08:51
MONTY
უცხოეთში რა გადასახადები მოგიწევს ეგ იქაურ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული და აქ დღგ- ს რასაც იხდი საქონლის შეძენისას, ჩაითვლი კიდეც. უცხოეთში კი გააჩნია, სად გაგაქვს, რა გაგაქვს და რა ფორმით მონაწილეობს პირი იქაურ ბაზარზე.
ცოტა ვრცლად თუ დაწერ და უკეთ გაგვარკვევ, ვეცდები გავშალო პასუხი.

Posted by: MONTY 19 Oct 2020, 18:53
ბუღალტერი
QUOTE

უცხოეთში რა გადასახადები მოგიწევს ეგ იქაურ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული და აქ დღგ- ს რასაც იხდი საქონლის შეძენისას, ჩაითვლი კიდეც. უცხოეთში კი გააჩნია, სად გაგაქვს, რა გაგაქვს და რა ფორმით მონაწილეობს პირი იქაურ ბაზარზე.
ცოტა ვრცლად თუ დაწერ და უკეთ გაგვარკვევ, ვეცდები გავშალო პასუხი.

სხვა რამეს ვამბობ

საქართველოში პროდუქტს რომ ყიდულობ მაღაზიაში , ტარიფში ხომ არის დღგ smile.gif
ეს ნაყიდი პროდუქტი სხვა ქვეყანაში რომ შევიტანო და გავყიდო , ხო უნდა გადავიხადო იქაური დღგ
ანუ საქართველოში ვიყიდე 100 ლარად ( დღგ ს ჩათვლით )
ევროპაში მინდა 100 ევროდ გაყიდვა ( დღგ ს ჩათვლით )
საბოლოო ტარიფში/ხარჯში გამოდის 2 ქვეყნის დღგ
არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში როდესაც ვიყიდი (დღგ ს ჩათვლით) ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანისას დავიბრუნო გადახდილი ქართული დღგ







Posted by: ბუღალტერი 20 Oct 2020, 09:18
MONTY
საქართველოში შეძენილ პროდუქტზე, დღგ რომ ჩაითვალე, უკან დაბრუნებული არ გამოდის? smile.gif
თუ ფაქტურას არ გიწერენ და ვერ ითვლი, ეგ სხვა პრობლემაა უკვე.
ჩათვლილი დღგს დაბრუნება კი ავტომატურად შეიძლება, შენივე პორტალზე ატვირთავ განცხადებას, მიუთითებ ანგარიშის ნომერს და დაგისვამენ თანხას.

Posted by: dream_catcher 20 Oct 2020, 17:27
ვინმემ გამარკვიეთ რა

ბუღალტერი ამბობს კონტრაქტით გათვალისწინებული შვებულება არ გეკუთვნის, იმიტომ რომ 4 წლის წინ, როცა სამსახურში აგიყვანეთ, წლის შუა პერიოდი იყოო
და ჩვენო ვინ რომელ თვეს მოვიდა სამსახურში იმის მიხედვით ვითვლით შვებულებებსო drug.gif

რა ჯანდაბაა? პირველად გავიგე ასეთი რაღაც

Posted by: ბუღალტერი 21 Oct 2020, 12:08
dream_catcher
და გაეცანით კონტრაქტს, ნამდვილად ასე წერია?

Posted by: dream_catcher 21 Oct 2020, 12:20
ბუღალტერი
კონტრაქტში წერია: შვებულება 24 სამუშაო დღე.

და ამ დროს 10 დღეს გიწერენ, იმიტომ რომ თურმე რაღაც სხვანაირი გამოთვლის სისტემა აქვთ facepalm.gif

რანაირად ითვლიან, იქნებ თქვენ მაინც გამარკვიოთ

Posted by: ბუღალტერი 21 Oct 2020, 12:21
გირჩევთ იურისტთან გაიაროთ კონაულტაცია. სისულელეა. ასეთი რამ არ გამიგია.

Posted by: dream_catcher 21 Oct 2020, 12:32
ბუღალტერი
ჰო. გავარკვევ.

კიდე თავიდან, 4 თვის მუშაობის შემდეგ ანაზღაურებადი შვებულება არ გეკუთვნისო, მხოლოდ 11 თვის შემდეგო და გასაგებია
მაგრამ მეორე ახალ თანამშრომელს 3 თვის მუშაობის მერე 1 თვიანი ხელფასიანი შვებულება გამოუწერეს
facepalm.gif

რამე მოგება აქვთ? ვერაფერს ვხვდები

Posted by: shadowkiru 21 Oct 2020, 12:45
QUOTE
ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ

ბუღალტერია ნერვების მტერია

Posted by: Citizen* 21 Oct 2020, 12:54
გამარჯობა,

ვმუშაობ ერთ ევროპულ კომპანიაში, რომელსაც აუთსორსინგს აკეთებს საქართველოში.
აქამდე, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ჩვეულებრივად ქართული კომპანია მირიცხავდა ფულს
ეხლა გადავდივართ ინდიუვიდუალურ კონტრაქტებზე, აქაური კომპანია აღარ იარსებებს და პირდაპირ ევროპიდან ჩაგვირიცხავენ ფულს
დღეს გადავუგზავნეთ intermediary bank-ის მონაცემები

კითხვა:
რა შედეგი მოყვება თუ საშემოსავლოს არ გადავიხდი? ვიცი რომ არასწორია, მაგრამ მაინც მაინტერესესბს გამოცდილი ადამიანების აზრი

Posted by: ბუღალტერი 21 Oct 2020, 13:43
Citizen*
ისინი არ იხდიან თავიანთ ქვეყანაში გაცემულ ხელფასზე საშემოსავლოს?

Posted by: Citizen* 21 Oct 2020, 14:16
ბუღალტერი
არ ვიცი.. არამგონია
ანუ აქამდე, სანამ ქართული კომპანიაც არსებობდა, კომპანიას ერიცხებოდა მთლიანი ფული და გვირიცხავდა მოჭრილ ხელფასს

ეხლა ჩვენს პირად ანგარიშზე ჩაგვიირცხავენ უცხოეთიდან ფულს და იდეაში ჩვენთვითონ უნდა გადავიხადოთ საშემოსავლო.. (საპენსიო აღარ იქნება სავალდებულო)

Posted by: bususxuna 21 Oct 2020, 17:04
Citizen*
QUOTE
ვმუშაობ ერთ ევროპულ კომპანიაში, რომელსაც აუთსორსინგს აკეთებს საქართველოში.

ნუ რამდენიმე თუ ხართ, შეიძლება იმ კომპანიას მოხვდეს ადგილობრივი წარმომადგენლობის არქონის გამო ,მარა ეგ შენ არ გეხება იმან იდარდოს
QUOTE
კითხვა:
რა შედეგი მოყვება თუ საშემოსავლოს არ გადავიხდი? ვიცი რომ არასწორია, მაგრამ მაინც მაინტერესესბს გამოცდილი ადამიანების აზრი

ანუ შეიძლება დიდხანს და ბედნიერად იცხოვრო რომ ვერავინ ამოაგდოს ეგ, როცა ნახავენ მერე ჯარიმა საურავები წამოვა ჩვეულებრივად

Posted by: Ibeer 8 Nov 2020, 10:49
სალამი ყველას დიდი ხანი არშემოვსულვარ აქ და მიხარია რო კიდევ ცოცხალია აქაურობა)) დღგს დეკლარაციასთან დაკავშირებით მაქვს ეგეთი კითხვა თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები, მოკლედ: დეკლარაციაზე მისაბმელი ანგარიშფაქტურების მიხედვით მაქვს 64 ლარია ჩასათვლელი დღგ მაგრამ როგორც კი მივაბამ დეკლარაციას 5 გვერდზე ჩასათვლელ დღგს თანხაში მიჩვენებს 51 ლარს. ერთი ანგარიშფაქტურა არის დაკორექტირებული შეიძლება მაგის გამო. და როგორ უნდა შევიტანო დეკლარაციებში მონაცემები რომელ გრაფაში რაჩავწერო რო ჩავითვალო 64 ლარი? წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: bususxuna 8 Nov 2020, 14:52
Ibeer
კორექტირების ფაქტურა რა პერიოდშიცაა იმაში ჩაგასმევინებს მხოლოდ, ასე მახსოვს rolleyes.gif



უსაააღრიცხვოესი პოლიტიკა თუ გაქვთ ვინმეს კარგად გაწერილი ვიჩუქებდი yes.gif

Posted by: goldenfish 15 Nov 2020, 11:56
გამარჯობა, პირველად ვწერ ამ განყოფილებაში
- დღგ-ს დეკლარაციის გაგზავნა მიწევს და კითხვა მაქვს ასეთი:
დღგ-ს გადამხდელმა კომპანიამ(გამყიდველი) პროდუქცია მიაწოდა ფიზიკურ პირს(მყიდველი), გავწერეთ ფიზიკურ პირზე ა/ფ; ფიზიკური პირი არ შედის თავის რს-პორტალზე და შესაბამისად ვერ ადასტურებს ამ ანგარიშ-ფაქტურას; როგორ უნდა მივაბა ეს ფაქტურა დეკლარაციას და ვაჩვენო დეკლარაციაში დღგს თანხის მიღება? თუ ეს დღგ-ს თანხა დეკლარირების გარეშე გადავოხადო ბიუჯეტში?
მადლობა წინასწარ

Posted by: letedindrao 16 Nov 2020, 02:50
goldenfish
გამარჯობა,
დაუდასტურებელ ფაქტურას ვერ მიაბამთ, მაგრამ დეკლარაციის პირველ გვერდზე პირველივე გრაფაში (საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა კომპენსაციით) უნდა მიუთითოთ სარეალიზაციო თანხა (დღგ-ს გარეშე).

Posted by: _Lali_ 16 Nov 2020, 11:30
goldenfish
ფიზიკურ პირზე როცა ყიდით რამეს, დღგ-ს საერთოდ რატომ აგზავნით, რა საჭიროა? მე არასდროს არ ვაგზავნი. სარეალიზაციო თანხაში აჩვენებთ მაგ თანხას და მორჩა.

Posted by: busines 17 Nov 2020, 16:38
გამარჯობა. ხელფასების გაცემისას თვის პირველი რიცხვიდან ითვლიან ნამუშევარსო თუ რაღაც ვის შეუძლია გამარკვიოს? ანუ თუ საქმე დამემატა 20 რიცხვში, და ხელფასს ვიღებ 5 რიცხვში ამ 15 დღის ნამუშევარს არ მომცემენ რადგან თვის პირველი რიცხვიდან ითვლიან ნამუშევარს და 5 დღე გამომდის ნამუშევარი და 5 დღე რაღაარის ბარემ არ ჩავრიცხავთ ვაბშეს პონტია ??? და შემდეგი თვიდან გადამიხდიან მომატებულს?
* * *
ხოდა კიდე რა მაინტერესებს თუ იცის ვინმემ. ვთქვათ ადამიანი მუშაობს დღეში 4 საათი წლების განმავლობაში. მოდის დამსაქმებელი და ეუბნება ამიერიდან დღეში 6 საათი უნდა იმუშაო თუ არგინდა წადი. ამ შემთხვევაში რა უფლებები აქვს დასაქმებულს? არ უნდა 6 სთ და უნდა წავიდეს?

Posted by: tatiana123 3 Dec 2020, 22:45
გამარჯობათ, ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა: შპს-დან თანხა გადაირიცხა თანამშრომლებისათვის ვირუსის ტესტის გასაკეთებლად, ეს თანხა რითი დაიბეგრება? თუ შეიძლება პირდაპირ ხარჯებში გავატარო

Posted by: Gio_m 7 Dec 2020, 19:54
tatiana123
საშემოსავლოთი, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, მსგავსად როგორც არასავალდებულო დაზღვევა.

Posted by: carachangren 23 Dec 2020, 14:40
მეგობრებო,ერთი ძალიან კარგი,პროფესიონალი, დაუზარელი ახალგაზრდა, ეძებს ახალ სამსახურს შესაბამისი ანაზღაურებით. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში,აქვს ბაფის სერტიფიკატი, მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის მოადგილედ, Oris და rs.ge ზე მუშაობის გამოცდილება, excel - ში მუშაობის გამოცდილება,მსს ფასს სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით cv-ს.

Posted by: lockedd 24 Dec 2020, 02:53
ონლაინ მაღაზიის გაკეთებას ვაპირებ და მაინტერესებს ინდმეწარმის გაკეთება აუცილებელია ?
ასევე მაინტერესებს საქონლის შემოტანას ვაპირებ ჩინეთიდან და მაინტერესებს დღგს გადახდა რა შემთხვევაში მომიწევს ?

Posted by: Lady_Bird 24 Dec 2020, 10:48
lockedd
დიახ აუცილებელია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. ან ინდ მეწარმედ ან შპს-დ

დღგ თი ყველა შემთხვევაში იბეგრებით თუ კონკრეტულად იმ საქონლის იმპორტი არ არის გათავისუფლებული დღგს გადასახადისგან. გარდა ამისა გარკვეული საქონელი იბეგრება იმპორტის გადასახადით 5 ან 12 პროცენტით გააჩნია რა HS code აქვს საქონელს

Posted by: Wisemаn* 30 Dec 2020, 16:06
მოკლედ მაღაზიის ბუღალტერიაზე მჭირდებოდა დახმარება, აქაც ვიკითხე ადრე.
ონლაინ ბუღალტერიის თემა აქვთ ბიჭებს, ძალიან დამეხმარნენ. დამილაგეს ყველაფერი გამარკვიეს, ვინმეს თუ დაგჭირდებათ ვუწევ რეკომენდაციას up.gif

https://ants.ge/services/%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90/?fbclid=IwAR3Cp3JtRql1NrVNnaUSOlOhNjBMtMZMKGZmGyRAsgIJjBUW1H9hDIg4vXo

Posted by: Genada 9 Jan 2021, 23:14
გამარჯობა მეგობრებო,

პატარა ბიზნესი დავიწყე და ჯერ არ მაქვს იმხელა შემოსავალი რომ ბუღალტერი ვიქირავო და მთელი ეს დეკლარაციების ამბავი გადავაბარო, ხოდა ვცდილობ რამენაირად მე თვითონ გავაკეთო პირველ ეტაპზე ეს თემა.

ვარ ინდ. მეწარმე და მონიჭებული მაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად ეხლა ვავსებ პირველ ყოველთვიურ დეკლარაციას ონლაინ და ორიოდე კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ დამაკვალიანოს რა:

1) "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი" - აქ რა იწერება? ანუ თუ თბილისში ვაკეთებ საქმეს უნდა ჩავწერო თვითმართველი ქალაქი თბილისი და მივუთითო ჯამური საშემოსავლო გადასახადი?
2) როგორ გადავიხადო საშემოსავლო გადასახადი? - ან რა ანგარიშზე უნდა გადავრიცხო? ან რა კოდით ან დანიშნულებაში რა მივუთითო?

პლიზ დამეხმარეთ თორემ ვსერჩავ მთელი დღეა და ვერ ვიპოვე რამე ნორმალური სტატია სადაც ახსნილი იქნებოდა კარგად ეს ყველაფერი.

Posted by: ბუღალტერი 10 Jan 2021, 10:10
Genada
კი, თბილისი უნდა ჩაწეროთ და გამოანგარიშებული გადასახადი (ბრუნვის 1%).
საშემოსავლოს გადაიხდი ერთიან სახაზინო კოდზე. 101001000 არის სახაზინო კოდი.
დანიშნულებაში საშემოსავლო გადასახადს მიუთითებ.

Posted by: Lady_Bird 12 Jan 2021, 07:41
Wisemаn*
ტარიფები როგორ აქვთ და რა დროში რა პერიოდის ბუღალტერია გაგიკეთეს? თუ შეგიძლია რომ ცოტა დეტალურად მომწერო. ახლობელს აქვს ახალ შპს ზე გასაკეთებელი რამდენიმე თვის ბუღალტერია, მე არ მცალია ვერანაირად ვერ ვეხმარები და საინტერესოა აუთსორსის გამოცდილება

Posted by: Dedmoroz 23 Jan 2021, 16:20
მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვისთვის პერიოდული ანაზრაურება საშუალოდ რა თანხას შეადგენს ?

Posted by: MrPenguin 25 Jan 2021, 14:34
ვეძებ ბუღალტერს ახაგაზდა ენერგიული , სახლიდან იმუშაოს , სტარტ აპისთვის
დიდი გამოცდილება არაა აუცილებელი
მომწერეთ პირადში

Posted by: tatiana123 28 Jan 2021, 13:44
მოგესალმებით
საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობა უნდა ავიღო ძირითად საშუალებაში, რომელსაც დავარიცხო უნდა და თან ჩავითვალო დღგ.
ხომ არ იცით, ამ ოპერაციას ეხება თუ არა ის ცვლილებები, რაც ამ წელიწადს შევიდა ძალაში? ვკითხულობ და კარგად ვერ გავიგე.
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Pepelac 29 Jan 2021, 15:23
საქონლის მიწოდებად ძველი კანონმდებლობით დადგენილი დასაბეგრი ოპერაციების გარდა ასევე ითვლება:
- დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

ცვლილებამდე ეს უკანასკნელი იბეგრებოდა განურჩევლად იმისა მოხდებოდა თუ არა ასეთი ჩათვლის მიღება.

Posted by: аnderson 29 Jan 2021, 21:53
ვინმეს შეგიძლიათ ინდმეწარმეობაში გამარკვიოთ?


ვარ მთარგმნელი და ორგანიზაცია მთავაზობს რომ მასალას მოგცემო, ოღონდ დაბალი გადასახადის გამო ინდმეწარმედ დარეგისტრირდიო. ჰოდა მე გარტყმაში ვარ ამის.


რას ნიშნავს და აი ფიზიკურად, რა უნდა ვქნა და ვაკეთო ვინმეს შეუძლია რომ ამიხსნას? ან წერია სადმე?

მადლობა წინასწარ.


____

თან სხვა ორგანიზაციებთან უკვე მიდევს კონტრაქტები და ვდებთ ხოლმე რაღაც ვადიან ან ერთჯერად მიღება-ჩაბარებებს. ჰოდა იმათი კონტრაქტების გადასხვაფერებაც მომიწევს მერე, ალბათ, არა?

Posted by: ბუღალტერი 29 Jan 2021, 23:56
аnderson
დამიკავშირდით და გაგარკვევთ.

Posted by: Krusty_the_Clown 2 Feb 2021, 23:39
tatiana123
ეხება კი, აღარ მოგიწევს დარიცხვა/ჩათვლა.

Posted by: f57 6 Feb 2021, 19:23
შპს რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადოში დეკლარაციის შევსება ყოველ თვე არის საჭირო?

Posted by: Pepelac 10 Feb 2021, 22:32
ბუღალტრებო მოგესალმებით
ინდ მეწარმისთვის ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა, პლუს სხვადასხვა კონსულტაცია თვეში რა ჯდება იქნებ მითხრათ ან პირადში მომწეროთ.
მადლობა

Posted by: David-F4X 11 Feb 2021, 06:18
მოგესალმებით,

გთხოვთ ამიხსნათ ტერმინი: ''ბუღალტრული ჩანაწერები არ ბალანსდება'' რას ნიშნავს?

ასეთი ზოგადი ფრაზა გამოიყენეს აუდიტის დასკვნაში რომელიც ჩაატარა კომპანია BDO-მ საქართველოს რაგბის კავშირისთვის 2014-2015 წლის პერიოდში. სამწუხაროდ მეტი დეტალი არ არის ცნობილი, ლაპარაკია 23 მილიონი ლარის თანხაზე. ანუ ეს ოდენობა თანხის არ ბალანსდება.

ყველა ჟურნალისტს უჩნდება კითხვა თუ როგორ შეიძლება გაქრეს 23 მილიონი 1 წლის მანძილზე მითუმეტეს რომ ამხელა ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირს ფაქტიურად არ აქვს.

გარდა მაგისა ტერმინი არ ბალანსდება ნიშნავს თუ არა ამ თანხის მოპარვას? გაფლანგვას?
თუ შეიძლება დისბალანსის თანხა იყოს მაგალითად სიმბოლურად 50 ლარი?

Posted by: akaki_77 12 Feb 2021, 13:01
David-F4X
მაგას ესე ადვილად ვერ იტყვი
QUOTE
''ბუღალტრული ჩანაწერები არ ბალანსდება''

გააჩნია რა რასთან არ ბალანსდება. ზოგადად ამ ფრაზით, ვერავინ ვერაფერს გეტყვის, თუ ტექსტის შინაარსი არ იცი.

Posted by: bususxuna 13 Feb 2021, 20:29
David-F4X
QUOTE
ასეთი ზოგადი ფრაზა გამოიყენეს აუდიტის დასკვნაში რომელიც ჩაატარა კომპანია BDO-მ საქართველოს რაგბის კავშირისთვის 2014-2015 წლის პერიოდში. სამწუხაროდ მეტი დეტალი არ არის ცნობილი, ლაპარაკია 23 მილიონი ლარის თანხაზე. ანუ ეს ოდენობა თანხის არ ბალანსდება.

ეგ 23 მილიონი ხომ იყო ბალანსში ასახული ფულის მხარეს, ხოდა მაგგით რომ გეყიდათ ძითითადი საშუალება მაგალითან შენობა ნიშნავს რომ
ფული გავიდა 23 მილიონი და შემოვიდა შენობა 23 მილიონით ანუ აქტივების ბალანსი დაცულია, ხოდა ეს ფული ისე თუ გავიდა არ ჩანს ამით რამე ვიყიდე,დავალიანება გადავფარე თუ უბრალოდ სალაროდან ჯიბეში გავაქანე , ვეცადე გლეხურად ამეხსნა ))

Posted by: David-F4X 17 Feb 2021, 00:01
QUOTE (bususxuna @ 13 Feb 2021, 20:29 )
David-F4X
QUOTE
ასეთი ზოგადი ფრაზა გამოიყენეს აუდიტის დასკვნაში რომელიც ჩაატარა კომპანია BDO-მ საქართველოს რაგბის კავშირისთვის 2014-2015 წლის პერიოდში. სამწუხაროდ მეტი დეტალი არ არის ცნობილი, ლაპარაკია 23 მილიონი ლარის თანხაზე. ანუ ეს ოდენობა თანხის არ ბალანსდება.

ეგ 23 მილიონი ხომ იყო ბალანსში ასახული ფულის მხარეს, ხოდა მაგგით რომ გეყიდათ ძითითადი საშუალება მაგალითან შენობა ნიშნავს რომ
ფული გავიდა 23 მილიონი და შემოვიდა შენობა 23 მილიონით ანუ აქტივების ბალანსი დაცულია, ხოდა ეს ფული ისე თუ გავიდა არ ჩანს ამით რამე ვიყიდე,დავალიანება გადავფარე თუ უბრალოდ სალაროდან ჯიბეში გავაქანე , ვეცადე გლეხურად ამეხსნა ))

კი კარგად ახსენით smile.gif მადლობა

ანუ შეიძლება არ დაბალანსდეს გარკვეული თანხით და არა სრული 23 მილიონით.
ფულის მხარეს თუ იყო 23 მილიონი და შემდეგ ხელფასები გაიცა, მივლინებაში წავიდა ხალხი, გადასახადები გადავიხადეთ მიწა ვიყიდეთ დაუშვათ და შემოვიდა 22 მილიონი.... ანუ არ დაალანსდა 1 მილიონით, ასეა?

Posted by: bususxuna 17 Feb 2021, 00:23
David-F4X
ფულის მოძრაობის რაკურსით თუ შევხედავთ დაახლოებით ეგრეა კი.

Posted by: David-F4X 17 Feb 2021, 01:15
QUOTE (bususxuna @ 17 Feb 2021, 00:23 )
David-F4X
ფულის მოძრაობის რაკურსით თუ შევხედავთ დაახლოებით ეგრეა კი.

განმანათლე smile.gif მოკლედ საინტერესო თემაა

Posted by: Red Hot Chili Peppers 22 Feb 2021, 15:35
მოგესალმებით,
თუ მარკეტი ("შპს XXX") არ ახორცილებს სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების წარმოებას, რა სანქციები შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: Nightmаre 28 Feb 2021, 10:21
ვისაც ბუღალტერი გჭირდებათ ონლაინ შეილება ყველაფრის დალაგება.
მიწერეთ დაგეხმარებიან, მე როცა დამჭირდა მაღაზიის თემაზე მომიგვარეს და დამილაგეს ყველაფერი.
https://ants.ge/

Posted by: Smart3 1 Mar 2021, 17:25
ინდმეწარმემ დეკლარაცია წინა წლის ამ წლის რომელი თვის რომელ რიცხვამდე უნდა შეავსოს?

Posted by: Wisemаn* 12 Apr 2021, 12:29
Nightmаre
დაგეხმარნენ შენც კარგად და ჯიგრულად ხო? კარგა ხანია ვთანამშრომლობ როცა მჭირდება ხოლმე

Posted by: 蓝天-天蓝 27 Apr 2021, 21:20
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორიზებული პირის დაჯარიმდების შემთხვევაში, ჯარიმა იანგარიშება ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე).

თავის მხრივ, საგადახადო კოდექსის ერთობლივი შემოსავალი იანგარიშებოდა ძველი მოგების გადასახადის მიზნებისათვის, თუმცა ახლა რადგან ახალი სისტემაა, საწარმოები ხო აღარ აბარებენ მოგების სტანდარტულ დეკლარაციას. ფასს-ებს გადავხედე და არც ერთი არ ითვალისწინებს ზუსტად საგადასახადოს მსგავს ერთობლივ შემოსავალს (ამონაგებია მითითებული ფასს-ში). მაინტერესებს, თუ საწარმოს არ აქვს ვალდებულება აღრიცხოს ერთობლივი შემოსავალი მოგების გადასახადის მიზნებისათვის (რადგან საგადასახადოს წინაშე აღარ აქვს ვალდებულება მსგავსი მეთოდით აღრიცხვის), კომპანიის ბუღალტერი როგორ ანგარიშობს ამ თანხას. ანუ ფასს-ის რომელიმე გრაფა არის ისეთი რომ საგადასახადოს მიზნებისთვის დათვლილ ერთობლივ შემოსავალს პასუხობდეს ზუსტად - თანხა იგივე რომ დაჯდეს.

იქნებ დამაკვალიანოთ, ვერ გავიგე ვერაფერი.

Posted by: ბუღალტერი 27 Apr 2021, 23:28
蓝天-天蓝
ერთობლივი შემოსავლის ცნება დარჩა მხოლოდ მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში. ერთობლივი შემოსავალი რისგან შედგება, ამაზე სსკ-ის მე-100 მუხლით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი" ვფიქრობ მაგ მუხლზე მიუთითებს. თუმცა, რადგან ესტონურ მოდელზე გადასული იურიდიული პირებისთვის ერთობლივი შემოსავლის ცნება აღარ არსებობს, უნდა ვიგულისხმოთ მთლიანი წლის ბრუნვა, ანალოგიურ პრინციპზე დაყრდნობით, რასაც მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლი.

Posted by: 蓝天-天蓝 28 Apr 2021, 00:03
ბუღალტერი

დიდი მადლობა.

შეიძლება ტექნიკურად არის დარჩენილი ეს ნორმა, მაგრამ მე ვერ გავიგე, ზოგადად, კომპანია ხომ ფასს-ის სტანდარტებს იყენებს და მანდ რაც არის შემოსულობა/ამონაგები არ არის იდენტური სსკ-ის მე-100 მუხლის. გამოდის რომ ამ კანონის მიზნებისთვის, ბუღალტერმა ცალკე უნდა დათვალოს სსკ-ის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი კიდე დამატებით, მიუხედავად იმისა რომ აღარ ევალება?

Posted by: ბუღალტერი 29 Apr 2021, 21:00
蓝天-天蓝
თავად მარეგულირებელთან არ გიცდიათ საკითხის დაზუსტება? ზოგადად როცა კანონში ლაფსუსებია ინსტრუქციებით რეგულირდება ხოლმე.

Posted by: 蓝天-天蓝 1 May 2021, 22:30
QUOTE (ბუღალტერი @ 29 Apr 2021, 21:00 )
蓝天-天蓝
თავად მარეგულირებელთან არ გიცდიათ საკითხის დაზუსტება?

ჯერ არ მიმიმართავს.
მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: Riljarouz 7 May 2021, 00:32
გამარჯობა რა მაინტერესებს ვებსაიტიდან რო გამოვიწერო რამე ტექნიკა, მაგალითად მონიტორი ან აიფონი დავიბეგრები?

Posted by: ბუღალტერი 22 May 2021, 19:16
Riljarouz
თუ 300 ლარს სცდება კი, იმპორტისას საბაჟოზე.
თუ კომერციული მიზნებისთვის გინდა ყველა ვარიანტში კი.

Posted by: Erovnuli_ligaa 2 Jul 2021, 20:03
ესფგჰტეცგჰვდწახცჰყრესსდდსსსფვვცცცცცცცცც
* * *
ესფგჰტეცგჰვდწახცჰყრესსდდსსსფვვცცცცცცცცც

Posted by: NიNო 9 Jul 2021, 16:57
მოგესალმებით მეგობრებო,

თუ კომპანია ყიდულობს საქონელს, რომლის ნაწილზეც საბუთს წერენ, ხოლო ნაწილს უსაბუთოდ გატანენ იმ ახსნით რომ მასაც უსაბუთოდ აქვს ნაყიდი, როგორ იქცევით? რაღა თქმა უნდა იმ ნაწილზე რომელზეც საბუთს არ წერენ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსაც არ გვაძლევენ :?

Posted by: sevastopol 2 Aug 2021, 22:02
სალამი მეგობრებო,

უცხოეთში შესრულებულ ოპერაციებზე მაინტერესებს ვინმემ თუ იცის როგორ მოქმედებს დღგ.

ვარ ინდ მეწარმე და მსურს მაგ. ისეთი ოპერაციის შესრულება რომელიც იყიდის ვინდოუსის ლიცენზიას უცხოური ვებსაიტიდან და შემდეგ გაყიდის ამას.

ამ შემთხვევაში როგორ ხდება დაბეგვრა? რამდენიმე ბუღალტერს ვკითხე და არ ვიცითო...

Posted by: Top-Gun 3 Aug 2021, 17:38
sevastopol
არარეზიდენტისგან თუ შეიძენ პროგ. უზრუნველყოფის ლიცენზიას მოგიწევს უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა. თუ დღგ-ს გადამხდელად იქნები რეგისტრირებული - მაშინ ჩაითვლი კიდეც იმავე ოდენობის დღგ-ს, თუ არა - მაშინ ვერ ჩაითვლი და გადახდა მოგიწევს.

შემდეგ აქ როცა გაყიდი - თუ დღგ-ს გადამხდელად ხარ რეგისტრირებული - მაშინ დაბეგრავ დღგ-ით, თუ არა - მაშინ არა.

Posted by: TheSonofMan 16 Aug 2021, 15:19
გამარჯობა , ექსპორტზე გავიტანე ჩაი და თანხა დამირიცხეს კოოპერატივის ანგარიშზე. როგორც ვიცი ექსპორტი არ იბეგრება , მაგრამ ანგარიშიდან თანხის გატანის დროს რამე დანიშნულებაში უნდა მივუთითო? ან ხომ არ უნდა დავაფიქსირო სადმე რომ გავიტანე ?

Posted by: MasterJC 19 Aug 2021, 15:19
მცირე მეწარმეზე მაქვს შეკითხვა

1. სამკერვალოა, მცირე მეწარმის სტატუსის აღება შეუძლია წესით.
რა უპირატესობები ექნება ინდმეწარმესთან შედარებით?
მგონი ბუღალტერია არ უნდა და სალაროს აპარატის ვალდებულებაც არ აქვს

დეკლარაციები მაინც უნდა შეავსოს?

2. მცირე მეწარმისთვის თავისი საბანკო ბარათებიდან ერთ-ერთი რომ გამოიყენოს და შესაბამისი ანგარიში, შეიძლება?
თუ ცალკე რამე სტატუსი სჭირდება ანგარიშს?

Posted by: gugusha-l 20 Aug 2021, 22:23
QUOTE (TheSonofMan @ 16 Aug 2021, 15:19 )
გამარჯობა , ექსპორტზე გავიტანე ჩაი და თანხა დამირიცხეს კოოპერატივის ანგარიშზე. როგორც ვიცი ექსპორტი არ იბეგრება , მაგრამ ანგარიშიდან თანხის გატანის დროს რამე დანიშნულებაში უნდა მივუთითო? ან ხომ არ უნდა დავაფიქსირო სადმე რომ გავიტანე ?

ექსპორტი არ იებგრება მაგრამ მოგება ან ხელფასი კი.

როგორც ვხვდები ბუღალტერიას საერთოდ არ აწარმოებ რაც რისკია.
* * *
QUOTE (MasterJC @ 19 Aug 2021, 15:19 )
მცირე მეწარმეზე მაქვს შეკითხვა

1. სამკერვალოა, მცირე მეწარმის სტატუსის აღება შეუძლია წესით.
რა უპირატესობები ექნება ინდმეწარმესთან შედარებით?
მგონი ბუღალტერია არ უნდა და სალაროს აპარატის ვალდებულებაც არ აქვს

დეკლარაციები მაინც უნდა შეავსოს?

2. მცირე მეწარმისთვის თავისი საბანკო ბარათებიდან ერთ-ერთი რომ გამოიყენოს და შესაბამისი ანგარიში, შეიძლება?
თუ ცალკე რამე სტატუსი სჭირდება ანგარიშს?

დეკლარირება გასაკეთებელი იქნება.

უპირატესობა მთავარი არის გადასახადი რომელიც შეადგენს 1 % ბრუნვიდან


ფიზიკური პირის ბარატI იგულისხმება ?

იდეაში ცალკე ანგარიში უნდა ქონდეს, თუმცა როგორც ვიცი იყენებენ პირადსაც

Posted by: MasterJC 22 Aug 2021, 00:17
gugusha-l
მადლობა პასუხებისთვის
love.gif

Posted by: f57 27 Aug 2021, 00:19
რესტორნებში ხშირად ვხედავ ჩეკში "დამატებითი გადასახადების" პუნქტს, რომლის მიხედვითაც ემატება საერთო ჯამის 10-12%.
რა გადასახადებს ითავალისწინებს ეს პუნქტი? რისი ხარჯს ითვლიან ამ გვარად რესოტრნები?

Posted by: chele23 1 Sep 2021, 22:53
სალამი მეგობრებო.

ვაპირებ პატარა ბიზნესის დაწყებას. ბრუნვა ალბათ 2000-2500 ლარს არ ასცდება თვის განმავლობაში.

მაინტერსებს ამ შემთხვევაში მიკრო მეწარმედ უნდა დავრეგისტრირდე თუ მცირე მეწარმედ?

ბიზნესი ეხება ვაჭრობას, ანუ იყიდე გაყიდეს თემაა. ნაყიდის გადამუშავებას და მერე გაყიდვას არ ვაპირებ. პირდაპირ, ვიყიდი გავყიდი.


სად შემიძლია დავრეგისტრირდე?

ორივეს შემთხვევაში რა გადასახადები მეკისრება?

დამჭირდება თუ არა სალარო აპარატი?


წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Pepelac 3 Sep 2021, 11:39
მიკრო მეწარმედ ვერ დაგარეგისტრირებენ რადგანაც ვაჭრობა აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალში შედის მიკრო მეწარმესთვის.
ჯერ ინდივიდუალური მეწარმედ უნდა დარეგისტრირდეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, ამის შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართავთ შემოსავლების სამსახურს, რომელიც წესით მოგანიჭებთ მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
სერთიფიკატის მონიჭების შემდეგ შემოსავლის 1%-ით დაიბეგრებით.
თუ ვაჭრობას ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენთ და არა გადარიცხვებით და საბანკო ტერმინალით მაშინ სალარო აპარატი აუცილებელია.

Posted by: chele23 3 Sep 2021, 22:28
Pepelac
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ერთ კითხვასაც დაგისვამთ..

სალარო აპარატი რომ არ მქონდეს და უბრალოდ ჩ. გ. დ. გამოვიყენო შეიძლება?

თვის განმავლობაში მაქსიმუმ ათჯერ დამჭირდეს ჩეკის ამორტყმა და არ მინდა ამისთვის სალარო აპარატის შეძენა.

Posted by: Pepelac 3 Sep 2021, 23:25
ჩგდ ამ შემთხვევებში შეგიძლიათ გამოიყენოთ

- პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში - ჩგდ).

ასევე ჩგდ გამოყენება შეიძლება შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით

- გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე;

- კანონმდებლობით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებებისა და სხვა სანოტარო მომსახურების განხორციელებისას;

- დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევისას;

- და აგრეთვე გარკვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისას.

ასე რომ სალაროს აპარატი დაგჭირდებათ.

Posted by: Internet_Contraband 4 Sep 2021, 00:43
მეგობრებო, ერთი ასეთი რამე მაინტერესებს

დავუშვათ არის პეტრე, რომელსაც უწყვია პავლეს მაღაზიის პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში

პეტრემ გაუყიდა პავლეს მაღაზიიდან რაღაც, კურიერი მივიდა პავლეს მაღაზიაში, აიღო პროდუქტი და მიუტანა კლიენტს, ასევე პავლემ გადაუხადა კურიერს ღირებულება

ეს ყველაფერი მოხდა უნაღდო ანგარიშსწორებით

მაგრად მაბნევს ამ დროს ზედნადებს ვინ წერს ან ვისთვის - ჩემი აზრია რო საერთოდ არც არავინ არაფერს წერს?!

პავლე გამოუწერს ინვოისს პეტრეს, რომელსაც პეტრე ანაზღაურებს და მორჩა?

თუ რაღაც გამომრჩა?!

Posted by: chele23 4 Sep 2021, 12:04
QUOTE (Pepelac @ 3 Sep 2021, 23:25 )
ასე რომ სალაროს აპარატი დაგჭირდებათ.




პირიქით, არ დამჭირდება.


თანხის აღებას მომხმარებლის ტერიტორიაზე ვაპირებ, ანუ მაღაზიებში. დისტრიბუციას უნდა "მივაწვე " : ))

Posted by: buuuzzz 7 Sep 2021, 22:23
მოგესალმებით
თუშეგიძლიატ გამცეთ კომპეტენტური პასუხი შემდეგ კითხვაზე:
ვარ ფიზიკური პირი, შევიძინე 2 წლის წინ კომერციული ფართი რომელსაც ვაქირავებ , ეხლა ვაპირებ რომ გავყიდო. ვიბეგრები რაიმე გადასახადით? საშემოსავლოთი, ან ქონების ან რა ვიცი კიდევ რა არის?
გთხოვთ მიპასუხოთ ან მირჩიოთ ადგილი სადაც კვალიფიციურ კონსულტაციას გამიწევენ გადასახადებთან, ბუღალტერიათან დაკავშირებით.

Posted by: bususxuna 7 Sep 2021, 22:32
buuuzzz
ნამეტი თანხიდან დაიბეგრები, მაგ 100 ლარად იყიდე და ეხლა ყიდი 120 ლარად, 20 ლარიდან გადაიხდი საშემოსავლო ვინაიდან ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდი მაგ ფართს,საცხოვრებლად რომ იყოს რეესტრში რეგისტრირებული არ დაიბეგრებოდი .

Posted by: buuuzzz 7 Sep 2021, 22:37
bususxuna
ცოტა რთულად მაქვს სიტუაცია, ანუ მიწის ნაკვეთი ვიყიდე, რომელზეც იყო ძველი შენობა, ის მერე იპოთეკით დავტვირთე , გავარემონტე და გავაქირავე. - ეხლა კი მხოლოდ ამ მიწაზე მდგომ შენობას ვყიდი - მიწის გარეშე. რათქმაუნდა იმაზე ძვირად ვიდრე მიწიან შენობიანად გადავიხადე. ამ შემტხევაშიც ვიბეგრები?

Posted by: bususxuna 7 Sep 2021, 22:45
შემოსავალს - დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯები ,თუ ვერაფერს დაადასტურებ უბრალოდ გონივრულ ფარგლებში ''ჩატეხე " biggrin.gif , სანამ შენამდე მოვა ვინმე და ერთჯერადი ოპერაციების შემოწმებას დაიწყებენ იქამდე ხანდაზმულობაც წამოგეწევა, მე ბევრს არ გადავიხდიდი yes.gif

Posted by: buuuzzz 7 Sep 2021, 22:52
bususxuna
biggrin.gif ანუ ნაკლები დავაფიქსირო ან იგივე? ჩუქება ან 1 ლარად გაყიდვაც ხომ შეიძლებბა რომ გაკეთდეს? თუ ეს ძაან საეჭვო იქნება?

Posted by: bususxuna 7 Sep 2021, 22:55
buuuzzz
QUOTE
ანუ ნაკლები დავაფიქსირო ან იგივე?

ახლოს რა, ჩათვალე რომ იგივე მდგომარეობაში რომ იყოს როგორც იყიდე , რამდენადაც გაიყიდებოდა ისე დავაფიქსირებდი მე . ჩუქება და 1 ლარად დაივიწყე .

Posted by: iko-iko 15 Sep 2021, 11:17
მოკლედ ასეთი დილემის წინაშე ვდგავარ, მაქვს შპს და ვაწარმოებ პროდუქტს, რომელიც უნდა წავიღო აგრარულ ბაზარში, მაგრამ საბუთს ვაჭრებზე ვერ ვწერ არავის არ უნდა... როგორ მოვიქცე რო საბუთი გამართული იყოს, როგორ ავტვირთო და დავარეგისტრირო გაყიდული პროდუქტი რომელსაც ვაჭრებს ჩავაბარებ?

Posted by: georgia1988 17 Sep 2021, 08:45
მეგობრებო მოგესალმებით. ბუღალტერია მინდა ვისწავლო და რამდენად რთული სპეციალობაა? ღირს ამ საქმით დაკავება?

Posted by: Essiittaaa 3 Oct 2021, 17:43
გამარჯობა, მცირე მეწარმედ რომ დავრეგისტრირდე და იქ დამირიცხონ ხელფასი როგორც ფრილანსერს, ხელფასს 22% მაინც უნდა გადავიხადო თუ შემიძლია როგორც საკუთარი ანგარიში ჩვეულბრივ გამოვიყენო და 1%-ით დავიბეგრო?

Posted by: Pepelac 4 Oct 2021, 20:09
თუ ხელფასზეა საუბარი, მაშინ მცირე და მიკრო მეწარმეობა არაფერ შუაშია, ვინც გიხდით ხელფასს მან უნდა დაგიკავოთ 20%, თუ სხვა რამეა და არა ხელფასი მაშინ ბერვი ვარიანტია და კონკრეტულ ქეისზე შეიძლება მხოლოდ მსჯელობა.

Posted by: chele23 10 Oct 2021, 13:55
user posted image


სალამი მეგობრებო,

გამოყენებული ჩგდ როგორ უნდა ავტვირთო თუ აღვრიცხო რს-ზე?


Posted by: Chito89 19 Oct 2021, 19:48
გამარჯობა.

გთხოვთ, დამეხმაროთ სანამ სახელმწიფომ გამატყავა, მადლიერი დაგრჩებით smile.gif
მოკლედ პირველად მოვხვდი 40.000 ზე მეტი შემოსავლის მქონედ (არამეწარმე ფიზიკურ პირში) და მთხოვენ დეკლარაციის ჩაბარებას. უძრავი ქონების სახით მაქვს მხოლოდ სახლი და მანქანა, მეტი არაფერი.
მითხრეს რომ დარეგისტრირებისას ან საოჯახო პაკეტი უნდა აირჩიო, ან ინდივიდუალურიო. ან ერთად შეავსე შენ, და მეუღლეც მიუთითე, ან ორივემ ცალ-ცალკე შეავსეთო.
მითხარით, რა ჯობს მე ცალკე დავრეგისტრირდე და ცალკე შევავსო დეკლარაცია და მეუღლემ ცალკე? (რამდენი პროცენტი უნდა გადავიხადოთ ქონების გადასახი ორივე შემთხვევაში?)

პ.ს ეს შემოსავლების სამსახური "კანონიერ ქორწინებაში მყოფ ცოლ-ქმარს" ერთ ოჯახად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცოლ-ქმარი ერთად არ ცხვორობდეს, მაგრამ ხელი გაწერილი არ ჰქონდეთ ?
ანუ უფრო იმის კითხვა, მინდა რომ შემოსავლების სამსახური გარდა ხელფასის ჩარიცხვებისა საიდან ადგენს რომ 40,000 ზე მეტი ბრუნვა რომ აქვს ოჯახს? ჩემს მეუღლეს 40,000 წლიურად არ გამოსდის თავისი ხელფასით, ჩემი აღებული კრედიტით ვუყიდე მანქანა და თანხასაც ვურიცხავდი მის პირად ანგარიშზე და ეჭვი მაქვს მაგიტომ მოსთხოვეს მასაც ეს დეკლარაციის წარდგენა.
ან საიდან იგებენ 40,000 ზე მეტი თუ დაუგროვდა შემოსავალი თუ კი სახელფასო ჩარიცხვებით და გზავნილებით მაგდენი არ გამოდის, მხოლოდ პირად ანგარიშზე გადარიცხვით შეიძლება გამოვიდეს მაგდენი და ბანკი აძლევს მაგ ინფოს რა თანხები ერიცხებოდა ყოველთვე?
გამარკვიეთ რა.
idea.gif :

Posted by: Pepelac 20 Oct 2021, 14:53
თუ თქვენი და თქვენი მეუღლის ერთობლივი შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში 40,000 ლარზე მეტია მაშინ ინდივიდუალურს ვეღარ აირჩევთ, უკვე არასწორია, საოჯახო უნდა შეავსოთ. აქ ერთი მომენტია დავუშვათ თქვენ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ და თქვენ მიიღეთ 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი და არ გაქვთ თქვენს სახელზე სახლი ან ავტომობილი და ისინი თქვენი მშობლების საკუთრებაა ამ შემთხვევაში მაინც გადაიხდით ქონების გადასახადს.

თუ თქვენ მეუღლეს ურიცხავდით თანხებს ეს ქონების დასაბეგრ ბაზაში ნამდვილად არ შევა.

ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი კერძოდ:
- ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
- დარიცხული ხელფასი; (აქ იგულისხმება არა ჩარიცხული თანხა არამედ საშემოსავლოც და საპენსიო ფონდის დაკავებებიც, შეიძლება დაზღვევაც გაქვთ სამსახურიდან, დაზღვევის თანხას ხომ არავინ გირიცხავთ ბანკში, მაგრამ ის ერთობლივ შემოსავალში შედის).

ასე რომ ბანკში რა ჩაგერიცხათ იმას კი ნუ დაითვლით, თქვენს ბუღალტერს თხოვეთ 2020 წელს რა იყო დარიცხული ხელფასი და თუ გადააჭარბა 40,000 ლარს და ამასთანავე ფლობთ შენობა-ნაგებობას და ავტომობილს მაშინ უნდა გადაიხადოთ ქონების გადასახადი საბაზრო ღირებულებიდან (40,000 ლარიდან 100,000 ლარამდე 0,2% ხოლო 100,000 ლარი და მეტი 1%). თქვენს შემოსავლებს დაუმატეთ მეუღლის შემოსავლები და ნახეთ რომელ კატეგორიაში მოხვდებით.

შემოსავლებში არ შეიტანება:
- ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
- ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
აქ ბევრია ჩამონათვალი და ყველა რომ ჩამოვწერო უფრო დაგაბნევთ.

Posted by: Chito89 20 Oct 2021, 19:45
Pepelac

მადლობა პასუხისთვის.
რამოდენიმე ნაწილში ჩაგეკითხებით. მეუღლის წლიური შემოსავალი არ ცდება 10.000-ს. მაშინ მას არ უწევს წესით დეკლარაციის ჩAბარებაო ასე თქვეს კონსულტაციისას. ხოლო პირადად მხოლოდ ჩემი შემოსავალი მეუღლის შემოსავლის გარეშე არის 40.000 ზე მეტი და მე მითხრეს უნდა ჩააბაროო. უძრავ ქონებას კი მხოლოდ მე ვფლობ.

1. ინდივიდუალური რომ შევავსო მაშინ რატომ უნდა იყოს პრობლემა?
2. მე თუ კანონიერ ქორწინებაში ვიმყოფები > უპირობოდ - ხომ არ ნიშნას რომ მეუღლესთან ერთად ვეწევი სამეურნეო საქმიანობას ? (ოჯახის წევრობა-ნიშნავს,რომ მასთან ერთად ეწევი სამეურნეო საქმიანობასო) არ ვცხოვრობ მეუღლესთან და საოჯახო დეკლარაციაც რატო უნდა შევავსო? idea.gif

Posted by: Pepelac 20 Oct 2021, 22:19
ბარსელონას საშინელი თამაშის ყურებას ჯობია თქვენ გიპასუხოთ smile.gif

1. ინდივიდუალურად შევსებისას იმ შემთხვევაშია პრობლება თუ მეუღლე ოჯახის წევრია და ცალ-ცალკე აპირებთ შევსებას, დავუშვათ თქვენ გქონდათ შემოსავალი 25,000 ლარი, მეუღლეს 22,000 ლარი და ავსებთ ცალ-ცალკე, უფრო სწორედ არ ავსებთ, იმიტომ რომ თუ არ გადააჭარბეთ 40,000 ცალ-ცალკე გამოდის რომ დეკლარაციის ჩაბარების ვალდებულებაც არ გაქვთ, ხოლო თუ ოჯახის წევრია და ერთად ცხოვრობთ მაშინ შემოსავალი 40,000 ლარს აჭარბებს და საოჯახო დეკლარაცია უნდა შეავსოთ, რადგან ცალ-ცალკე არცერთს არ გეკუთვნით და გადასახადის თავიდან არიდებას ცდილობთ (თუ მეუღლესთან ერთად ცხოვრობთ და ოჯახის წევრად მიიჩნევთ), თუ არ თვლით ოჯახის წევრად კი ბატონო მაგრამ მთლად მასეც არაა არ ვთვლი და მორჩა, რეალობაც ასეთივე უნდა იყოს.

თქვენს შემთხვევაში, როგორც ამბობთ მარტო თქვენ გაქვთ 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი, მეუღლეს 10,000 ლარი და ამ შემთხვევაში რომელ დეკლარაციას ჩააბარებთ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც 40,000 ლარს გადააჭარბეთ და ქონებასაც თქვენ ფლობთ. მეუღლის 10,000 ლარი შემოსავალი აღარაფერს ცვლის თუ მის სახელზე არაა რაიმე ქონება გაფორმებული.

2. მეუღლესთან, ან მშობლებთან ერთად ეწევით თუ არა სამეურნეო საქმიანობას ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს, ეხლა ხომ ქონების გადასახადზე ვსაუბრობთ, საგადასახადო კოდექსში კი წერია:
ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი კერძოდ:
- ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
- დარიცხული ხელფასი;
...
თქვენმა მეგობარმა ან არა ოჯახის წევრმა რომ გაჩუქოთ 41,000 ლარი, აქ არც სამეურნეო საქმიანობასთან გვაქვს საქმე და არც ეკონომიკურ საქმიანობასთან, მაგრამ ქონების გადასახადის გადამხდელი ხდებით, იგივე ითქმის ხელფასზე.

თუ თქვენ წლის განმავლობაში მიიღეთ ხელფასი 39,000 ლარი (დარიცხული) და თქვენმა დედამ ან მამამ რომელიც თქვენთან ცხოვრობს პენსია 1,500 ლარი მაშინ ვალდებული ხართ საოჯახო ქონების დეკლარაცია შეავსოთ. ქონების გადასახადის დათვლისას ვითვალისწინებთ ოჯახის ნებისმიერ შემოსავალს. ოჯახის წევრად ვის მიიჩნევთ და რეალურად ვინ არის ეს ინფორმაცია უკვე თქვენგან მოდის და თუ არ თვლით მეუღლეს ოჯახის წევრად კი ბატონო ამის დამტკიცებაც უნდა შეძლოთ. smile.gif

Posted by: bvb 25 Oct 2021, 18:46
QUOTE (Chito89 @ 20 Oct 2021, 19:45 )
Pepelac

მადლობა პასუხისთვის.
რამოდენიმე ნაწილში ჩაგეკითხებით. მეუღლის წლიური შემოსავალი არ ცდება 10.000-ს. მაშინ მას არ უწევს წესით დეკლარაციის ჩAბარებაო ასე თქვეს კონსულტაციისას. ხოლო პირადად მხოლოდ ჩემი შემოსავალი მეუღლის შემოსავლის გარეშე არის 40.000 ზე მეტი და მე მითხრეს უნდა ჩააბაროო. უძრავ ქონებას კი მხოლოდ მე ვფლობ.

1. ინდივიდუალური რომ შევავსო მაშინ რატომ უნდა იყოს პრობლემა?
2. მე თუ კანონიერ ქორწინებაში ვიმყოფები > უპირობოდ - ხომ არ ნიშნას რომ მეუღლესთან ერთად ვეწევი სამეურნეო საქმიანობას ? (ოჯახის წევრობა-ნიშნავს,რომ მასთან ერთად ეწევი სამეურნეო საქმიანობასო) არ ვცხოვრობ მეუღლესთან და საოჯახო დეკლარაციაც რატო უნდა შევავსო? idea.gif

საკითხი არის მარტივად - თუ იმყოფებით კანონიერ ქორწინებაში 40 000 ზღვარის დათვლისთვის უნდა შეიტანოთ ორივე ანაზღაურების ჯამი (თან დარიცხული თანხა, რომელიც მოიცავს საშემოსავლოსაც, ანუ ხელზე მირებული თანხა უნდა გავყოთ 0.8ზე). დეკლრაცაის ოჯახურს წარადგენთ თუ ინდივიდუალს სულ ერთია, შედეგი ერთი და იგივეა

Posted by: Lolipopebi 30 Oct 2021, 00:03
გამარჯობა, მაქვს მეტალოპლასტმასის საამქრო და ვარ მიკრომეწარმე მესამე წელია, თავიდან როცა მიკრომეწარმე ვხდებოდი მითხრეს რომ არანაირი გადასახადი და ბუღალტერია არ მეხებოდა, შესაბამისად ვყიდულობ ამდენი ხანია მასალებს ჩემს სახელზე და აზრადაც არ მომსვლია რომ ყოველწლიური დეკლარაცია მაინც უნდა შემევსო, ახლა ჩემი ზედნადებების ჯამი (წლიური) რომ ვნახე 30000 ლარს გაცდენილია და მინდა რომ მცირე მეწარმე გავხდე და შემოსავლის 1% ვიხადო ჩვეულებრივ.

მაინტერესებს როგორ მოვიქცე რომ მცირე მეწარმე გავხდე ისე რომ თავიდან ავირიდო დაჯარიმება (არც ვიცი დაჯარიმებას ვექვემდებარები თუ არა).
ერთი ვარიანტი პირდაპირ მივიდე და ვუთხრა რო მიკრომეწარმედან გადამიყვანონ მცირე მეწარმედ
მეორე ვარიანტი გავაუქმო ჩემი მიკრომეწარმეობა და თავიდან გავხდე მცირე მეწარმე
თქვენ როგორ მირჩევთ როგორ ჯობია რომ მოვიქცე??
მადლობა წინასწარ

Posted by: Pepelac 3 Nov 2021, 20:31
მცირე მეწარმე რომ გახდეთ, ჯერ ინდ. მეწარმე გახდით (თუ უკვე არ ხართ) და მერე განაცხადს შეიტანთ მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭებაზე.

არის ფინანსთა მინისტრის ბრძანება N999
მუხლი #8 - მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმება
პუნქტი 4. თუ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრობიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრობიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

სხვა რამე სანქცია არ არის და ეს მუხლიც პირდაპირ არ გეხებათ, არა მგონია თქვენით დაიწყონ კანონიერი ქვეყნის მშენებლობა.

უბრალოდ შემოსავლების სამსახურში განაცხადეთ, რომ თქვენმა ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 30,000 ზღვარს და გინდათ სტატუსის გაუქმება (თუ ინდ. მეწარმე არ ხართ) თუ ინდ. მეწარმე ხართ მაშინ მოითხოვეთ მცირე მეწარმის სტატუსი, თუ შემოსავლების სამსახურში მიხვალთ განაცხადი 20 ლარი ღირს, ასევე შეგიძლიათ ვებ გვერდიდან, უკვე უფასოდ https://videocall.rs.ge/ ონლაინ დაგარეგისტრირონ და ელექტრონულ განაცხადსაც შეავსებთ, ეს უკვე თქვენზეა რომელი მეთოდი უფრო ადვილია თქვენთვის.

Posted by: dragendo 5 Nov 2021, 07:47
QUOTE (Essiittaaa @ 3 Oct 2021, 17:43 )
გამარჯობა, მცირე მეწარმედ რომ დავრეგისტრირდე და იქ დამირიცხონ ხელფასი როგორც ფრილანსერს, ხელფასს 22% მაინც უნდა გადავიხადო თუ შემიძლია როგორც საკუთარი ანგარიში ჩვეულბრივ გამოვიყენო და 1%-ით დავიბეგრო?

საერთოდ რომ არ დაბეგრო ვერა? რატომ ირთულებ ცხოვრებას

Posted by: Essiittaaa 5 Nov 2021, 14:50
dragendo
ისე 22%-ის გადახდა მიწევს...

Posted by: qaosi 13 Nov 2021, 21:18
გამარჯობა,

მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს ...

ფეისბუქ გვერდის საშუალებით, როცა ყიდიან რაღაც "ნივთებს" სავალდებულოა, რომ გადამხდელათ იყოს დარეგისტრირებული ტიპი ?

Posted by: gugusha-l 14 Nov 2021, 17:23
QUOTE (qaosi @ 13 Nov 2021, 21:18 )
გამარჯობა,

მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს ...

ფეისბუქ გვერდის საშუალებით, როცა ყიდიან რაღაც "ნივთებს" სავალდებულოა, რომ გადამხდელათ იყოს დარეგისტრირებული ტიპი ?

თუ ეს რეგულარულ ხასიატს ატარებს.


ნიშნავს რომ არის მეწარმეობა. და როდესაც მეწარმეობაა აუციელებელია რეგისტრაცია.

საკიტხია ისაა გამოგიჭერენ თუ ვერ, თუ კი მაშIნ პრობლემ smile.gif

Posted by: SACHKHERE 19 Nov 2021, 23:14
გამარჯობათ, აქ ალბათ ბევრი ბუღალტერი ხართ და ერთი კითხვა მაქვს, ესეიგი ვმუშაობ სამსახურში სადაც ხელფასს ვიღებ 1400 ლარს, ეხლა ვნახე რომ ამ სამსახურიდან საპენსიო ფონდში მერიცხება 7 ლარი და 78 თეთრი ყოველთვიურად, ვანგარიშობ და არანაირად არაა 1400 ლარის 6 პროცენტი ეს თანხა smile.gif რასთან მაქვს საქმე? ასევე გადაამოწმეს სხვა თანამშრომლებმაც და იგივე ხელფასის პირობებში ზოგს 1 ლარი და 87 თეთრი ერიცხება, ზოგს 2 ლარი და 27 თეთრი, შევაწუხოთ ჩვენი ბუღალტერი თუ აზრი არ აქვს?

Posted by: AVP 8 Dec 2021, 16:21
ონლაინ ბუღალტერია, ან მსგავსი ფინანსური მომსახურეობა თუ დაგჭირდებათ რეკონენდაციას ვუწევ, რამდენჯერმე დამჭირდნენ და ყველაფერი გემრიელად მომიგვარეს.

https://ants.ge/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

Posted by: MONTY 10 Dec 2021, 04:31
სალამი
2 კითხვა მაქვს
1.reportal.ge ზე კომპანიის შემოსავლები დღგ თი არის თუ დღგს გარეშე ?
2. მაგალითად ბლოკს თუ ვაწარმოებ და ვყიდი საბითუმოდ დღგ ს ჩათვლით 1 ლარად,
მყიდველი არის საცალო მოვაჭრე და მასაც ხო მოუწევს დღგ ს ჩათვლით გაყიდვა და რატომ ხდება 18%+18% დღგ საცალო ტარიფში ?


Posted by: maverick16 10 Dec 2021, 14:47
MONTY
1. თუ დღგეს გადამხდელია კომპანია მაშინ რა ციფრებსაც უყურებ ყველაფერი არი დღგს გარეშე, ხოლო თუ არაა დღგს გადამხდელი, მაშინ დღგს ჩათვლითაა ყველაფერი.
2. 18 +18 არ ხვდება მაგრამ ხანდახან არის რომ მეტიც ხვდება, შენ რო ბლოკს ყიდი თვითღირებულებას და პლიუს მოგებას ზემოდან ამატებ დღგს, მთავრობა გეუბნება ჩემი წილიც გამოართვიო და ლარად თუ გაყიდი დღგ არის მაგაში 15 თეთრი რომელსაც შენ იხდი ბიუჯეტში.
ხოლო მყიდველი თუ ასევე დღგს გადამხდელი კომპანიაა იბრუნებს ბიუჯეტიდან ამას ეწოდება დღგს ჩათვლა, პროდუქტის თვითღირებულება გამოდის 1/1,18= 0.85 ახალი პატრონი ამას ამატებს თავის მოგებას რაც უნდა რო დარჩეს, მხოლოდ შემდგომ ამატებს დღგს(დამატებული ღირებულების გადასახადი)- მაგალითად თუ უნდა რო 30 თეთრი დარჩეს მოგება გასაყიდი ფასი უნდა იყოს 1.15+პლიუს დღგ 0.21 თეთრი= 1.36 ესაა ახალი გასაყიდი ფასი. ანუ აქ ვხედავთ რო 18+18 არ არის, თუმცა თუ ახალი პატრონი 30 თეთრის მაგივრად 3 ლარს დაამატებს მაშინ მეტიც გამოვა რადგან მზარდი გადასახადია რაც მეტი გაქვს მოგება მეტია დღგ. კონკრეტულაც ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ მოგებაზე მეტი გადასახადია, რაც ქმნის ბევრ პრობლემას რადგან არსებობს ისეთი სფეროები რომლებიც პროცენტულად დაბალ მოგებაზე მუშაობენ და 18% (რომელიც საკმაოდ დიდია) დღგს რო დაამატებ, შეიძლება სულ აღარ ღირს იმ ბიზნესის მუშაობა, თუმცა მთავრობას ეგ არ აინტერესებს რადგან პრინციპში ნებისმიერი გადასახადის და განსაკუთრებით დღგს ნამდვილი გადამხდელი ისაა ვინც დღგს ვეღარ ჩაითვლის ანუ ხალხი, ხოლო ფირმებს სახელმწიფო გადასახადის ამომღებ ინსტრუმენტებად იყენებს.

Posted by: MONTY 10 Dec 2021, 22:08
maverick16
ანუ ყველა საცალო გამყიდველ დღგ ს გადამხდელს, შეუძლია მოითხოვოს დღგ ს ჩათვლა ხო ?
მადლობა პასუხისთვის

QUOTE
1. თუ დღგეს გადამხდელია კომპანია მაშინ რა ციფრებსაც უყურებ ყველაფერი არი დღგს გარეშე, ხოლო თუ არაა დღგს გადამხდელი, მაშინ დღგს ჩათვლითაა ყველაფერი.

კი დღგ ს გადამხდელია და შემოსავალს +18% რამდენად სწორი იქნება
მაგთის შემოსავალი არის 456 172 000 და რაღაც რაოდენობა კლიენტი ეყოლება ისეთები ვინც დღგ ს არ იხდიან და უმეტესობა ისეთი ვინც დღგ ს იხდის
და შემოსავალი 456 172 000 + 69 585 559 დღგ ს ჯამი რეალობასთან ახლოს იქნება ?


Posted by: maverick16 15 Dec 2021, 20:20
MONTY
QUOTE
მაგთის შემოსავალი არის 456 172 000 და რაღაც რაოდენობა კლიენტი ეყოლება ისეთები ვინც დღგ ს არ იხდიან და უმეტესობა ისეთი ვინც დღგ ს იხდის
და შემოსავალი 456 172 000 + 69 585 559 დღგ ს ჯამი რეალობასთან ახლოს იქნება ?

შემოსავალი თუ ეგ თანხაა დღგ ყველა ვარიანტში იქნება 82,110,960, იმ შემთხვევაში თუ ეს შემოსავალში რამე შეღავათიანი შემოსავალი არ ურევია რაც დღგსგან განთავისუფლებული არაა. მაგთის შემოსავალი უმეტესობა იქნება ფიზიკური პირებისგან რომლებსაც "დღგს გადამხდელები" არ ეწოდებათ მარა ეგენი იხდიან დღგს სინამდვილეში და დანარჩენი იურიდიული პირებისგან, რომლებიც იბრუნებენ დღგს. ჩვენ სამსახურის ნომრები გვაქ მაგალითად და გვეგზავნება ანგარიშფაქტურა რის საფუძველზეც ვითვლით დღგს.

Posted by: uno e due 21 Dec 2021, 15:04
გამარჯობათ რა მაინტერესებს მეგობარმა მთხოვა დამეწერა. მარკეტი მაქვს და ვყიდი სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც. მთლიანმა ნავაჭრმა შეადგინა 35600 ლარი. სუფლის მეურნეობის პროდუქცია რაც გაიყიდა არის 3400 ლარის. დღგს დეკლარაციაში რა სად რამდენი უნდა ჩაიწეროს შეგიძლიათ დამეხმაროთ?

Posted by: Pakusa1 22 Dec 2021, 20:53
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:
1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.

2. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება აღნიშნული სახის გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე.

გამარჯობა.
მაინტერესებს, ქართულ კომპანიებს შორის შესაძლებელია თუ არა დოლარით ანგარიშსწორება, ქართული როდესაც სატრანსპორტო კომპანია სთავაზობს სერვისს ქართველ მეწარმეს?
(მაგალითად ჩინეთიდან ჩამოაქვს ტვირთი) ეს არის საერთაშორისო გადაზიდვა და არა ქვეყნის შიგნით გაწეული მომსახურება


Posted by: random1234 26 Dec 2021, 15:25
გამარჯობათ,
მცირე ბიზნესის შემოსავალი თუ სცდება 100k-ს უკვე, შემდეგი ეტაპი რა არის? შპს უნდა დავაფუძნო? გადასახადი რამდენი იქნება შპს-ს შემთხვევაში ისიც რო დაწეროთ სად ვნახო, მადლობელი ვიქნები

Posted by: _Lali_ 27 Dec 2021, 11:15
random1234
100 ათასი ადრე იყო, ეხლა 500 ათასია ზედა ზღვარი

Posted by: random1234 27 Dec 2021, 12:41
QUOTE (_Lali_ @ 27 Dec 2021, 11:15 )
random1234
100 ათასი ადრე იყო, ეხლა 500 ათასია ზედა ზღვარი

ოღონდ 100-ს თუ აცდება დღგ-ს გადამხდელად უნდა დავრეგისტრირდე ხო? რამდენიმემ მითხრა საზღვარგარეთიდან თუ ირიცხება თანხა არ არის საჭირო დღგ-ს გადახდაო და რამდენად სწორია?

Posted by: R I O 6 Jan 2022, 13:39
მოგესალმებით,

კომპანია მიფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, იჯარის კონტრაქტში მითითებულია გროსს თანხა და ის რომ თანხა მოიცავს შესაბამის გადასახადებს - მათ შორის დღგ-ს.
გამქირავებელი ვარ ფიზიკური პირი - არ ვარ დღგ-ს გადამხდელი. შეიძლება ეს ჩანაწერი ჩემთვის რისკის შემცველი იყოს? ანუ დღგს გადახდა მომიწიოს (შესაბამის ბრუნვაზე წ-ში არ ავდივარ). ამ ჩანაწერის გამო შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მომადგეს საგადასახადო - უნდა დარეგისტრირებულიყავი დღგ-ს გადამხდელადო, ან რაიმე სხვა რისკები თუ ახლავს ასეთ ფორმულირებას - თუ შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ.

Posted by: gigaloz 31 Jan 2022, 23:28
Pro Accounting Georgia

ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულად თქვენი კომპანიისთვის საჭირო სერვისებს.
• მთავარი ბუღალტრის სერვისი
სააღრიცხვო პოლიტიკა
ზედმეტი გადასახადების თავიდან აცილება
ბუღალტრული აღრიცვხის ყოველთვიური კონტროლი და დეკლარირება.
• კადრების შერჩევა თქვენი მოთხვონით
• ადმინისტრაციული ფუნქციები
ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვის წარმოება, არქივაცია
• ფინანსური ანგარიშგების მომზადება
კონკრეტული პერიოდის ფინანსური ანგარიშგების უწყისების დამუშავება სხვადასხვა მომხმარებლისთვის
• სახელფასო მოდული
სახელფასო საბენეფიტო სტრატეგიის შექმნა
სახელფასო უწყისების წარმოება
დაბეგვრის ოპერაციები
თანამშრომლების ბაზის შექმნა და მართვა
• დეკლარაციების შესაბამისობა
გასული პერიოდის დეკლარაციების სისწორის შემოწმება

დაგვიკავშირდით: 595151581

https://www.facebook.com/ProAccGeorgia

Posted by: user24 4 Feb 2022, 22:24
მოგესალმებით.
სალაროს ნაშთზე მაინტერესებს , ადრე იყო დაშვებული რომ წლიური საკასო ხარჯების 10% გქონოდა სალაროში.
რამე შეიცვალა 2022 წლიდან ?

Posted by: Pepelac 10 Feb 2022, 13:03
user24

ამ ბრძანების მე-9 დანართი უნდა ნახოთ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება, დანართი #9 - მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ.

Posted by: DATK@ 10 Feb 2022, 14:15
თუ, გადამხდელის შესახებ საინფორმაციო ბარათში, მონიშნე ამა თუ იმ დეკლარაციის ჩაბარების ვალდებულება და იმ თვეში არ გადააგზავნე დეკლარაცია, სულაც რომ არ გიწევდეს დეკლარაციის გაგზავნა, ჯარიმდება 100 ლარით.
ამის მომგონის დებილი დედა #####ან. ანუ, თუ შეჩერებული გაქვს საქმიანობა და ბრუნვის არ ქონის გამო, მაგალითად არ გიწევს დღგ-ს დეკლარაციის გაგზავნა, ამ შემთხვევაში, რადგან გადასახდელი თანხა ნულის ტოლი იყო, დეკლარაციის დაგვიანება/გაუგზავნლობის გამო სანქცია არ გეკუთვნის, მაგრამ რადგან იქ ,,მოტიჩკული დაგრჩა" წინა პერიოდიდან მოყოლებული, გაჯარიმებენ 100 ლარით, თითოეულ პერიოდზე

Posted by: Wisemаn* 11 Feb 2022, 12:03
R I O
კომპეტენტურ ხალხს კითხო ეგ ჯობია.
დაურეკე გაიარე კონსულტაცია და გაიგებ ზუსტად. თუ რამე დაგეხმარებიან კიდეც.

https://ants.ge/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

Posted by: shark1988 13 Mar 2022, 19:37
მოგესალმებით, ესეიგი რა ხდება
"ინფორმაცია არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის და სპეციალური წესის თაობაზე" ამ ცვლილების თაობაზე ყველა ნახავდით თქვენს ერესებზე. აუდიტორიული შემოწმება მიმდინარეობს კომპანიაში, ჯერ არ დამთავრებულა პროცესი, თუმცა 50 000 ზე მეტს გვედავებიან და გვიწევს დღგ-ს სპეციალური წესის გამოყენება.
თებერვლის თვის იმ ანგარიშ-ფაქტურებს რომლებიც მარტში გავწერე ვერ ითვლიან მომხმარებლები, გამწვანების ველი აქვს ამ ფაქტურებს მაგრამ მიწერს, რომ სანამ ამ ფაქტურების დღგ-ს არ გადავიხდით ვერ გავამწვანებ. ამასთან დღგ მაქვს პლიუსში.
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ უნდა გადავიხადო ეს დღგ(აუცილებლად ბანკიდან უნდა გადავრიცხო თუ მეტობის გამოყენებაც შემოძლია)?

Posted by: AVP 24 Mar 2022, 22:29
shark1988
https://ants.ge/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/


დაურეკე კითხე wink.gif

Posted by: Nicewishes 3 Apr 2022, 23:11
გამარჯობა ) სათამაშო ბიზნესის ბუღალტერიას ვინმე აკეთებთ? ონლაინ კაზინოზე მაქვს კითხვები. კონკრეტულად შემოსავლის აღიარებაზე. შემოტანილი თანხა, დადებული ფსონი, მოგება/წაგების გატარებები როგორ იქნება? გამომეხმაურეთ

Posted by: аnderson 7 Jul 2022, 13:12
ბუღალტერიას რამდენად ეხება, არ ვიცი, მაგრამ რაღაც უცხოურ პროექტზე ვმუშაობ. და მითხრეს რომ კომპანია დაარეგისტრირე და იქ გადაგიხდითო X_X

საერთოდ არაფერი არ ვიცი ამაზე.

დეველოპერია და ალბათ, ურჩევნია კომპანია კონტრაქტორად დაიქირაოს, ვიდრე თანამშრომელი აიყვანოს (makes sense). მაგრამ როგორ უნდა დავარეგისტრირო. რა. რანაირად. რაღაცები გავარკვიე რომ საშემოსავლოში უნდა მივიდე და მცირე მეწარმედ დავრეგისტრირდე - მარა ცარიელი სიტყვებია. ვინმე უფრო კონკრეტულად თუ დამაკვალიანებდა ძალიან მადლობელი ვიქნებოდი.

აქამდე პირდაპირ მიხდიდნენ სულ, ფეიფალზე ვიღებდი ყველანაირ შემოსავალს ან ვაირ ტრანსფერებით და ეხლა ერთ-ერთმა დამკვეთმა კომპანია მომთხოვა :/

Posted by: varan 3 Aug 2022, 15:21
სალამი მეგობრებო

ხომ არ იცით, როგორ ხდება ცვეთის თანხის გადაანგარიშება წრფივი მეთოდის გამოყენების დროს აქტივის კაპიტალიზაციის შემთხვევაში?

ანუ რას ვგულისხმობ.

მაქვს 1000 ლარის ღირებულების აქტივი
ვარიცხავ ცვეთას 10 წელზე 100 ლარს
მეხუთე წელს აქტივს ვანავაროტკებ და ვუმატებ 500 ლარს. ანუ საწყისი ღირებულება მეექვსე წლის დასაწყისში მიხდება 1500 ლარი
რა იქნება ცვეთა დარჩენილ თითოეულ წელზე?

1 - 150 ლარი დარჩენილ 5 წელზე და სხვაობა 250 ლარი ვადის ბოლოს თუ
2 - 200 ლარი

ამ კითხვას იმიტომ ვსვავ რომ პროგრამა პირველ მეთოდს იყენებს და მაინტერესებს ახარვეზებს თუ მასეა სწორი


მადლობა წინასწარ

Posted by: kamikadze_teroristi 15 Aug 2022, 19:51
გამარჯობა,
მომსახურების სფეროსთვის რომელ საბუღალტრო პროგრამას მირჩევთ რომ მარტივად აღვრიცხო შესყიდვები, რეალიზაციები და ნაშთები?
ასევე ინვოისების გენერირებაც რომ იყოს შესაძლებელი.
მადლობა

Posted by: დათიკო 21 Oct 2022, 18:43
გამარჯობა
აი ასეთი მესიჯი მომივიდა. წელიწადში 40 კ ზე მეტი თუ გაქვს უნდა შეავსო რაღაცაო. საერთოდ ვერ ვერკვევი ამეებში და დამაკვალიანეთ რა.
რა მოხება თუკი 40 კ ზე მეტი მაქვს შემოსავალი და დავიკიდებ მაგის შევსებას?
თუ არ დავიკიდებ და შევავსებ, რამის გადახდა მომიწევს თუ არა?
მადლობელი

Posted by: MasterJC 11 Nov 2022, 10:20
სალამი ყველას

საწვავის გაწერა/ჩამოწერას როგორ და რის მიხედვით ახდენთ?

რაც ვნახე, ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და 2 ადამიანი ორ განსხვავებულ რაღაცას ამბობს

დილა-საღამოს ვინიშნავ ოდომეტრის მონაცემებს
მოვნახავ ქარხნულად რამდენს უნდა წვავდეს ეს მოდელი და შევადარებ

მერე?

Posted by: FUJIN 11 Nov 2022, 21:23
დამფუძნებლებმა საწესდებო კაპიტალი შეიტანეს ბანკში- როგორ უნდა გატარდეს ?

Posted by: AaronPaul 12 Nov 2022, 02:41
ვეძებ ბუღალტერს რომელიც შპს-ს წლიურ ანგარიშგებას გააკეთებს rms.reportal.ge ზე

Posted by: Flying Dutchman 88 3 Dec 2022, 23:25
მოგესალმებით

ორისიდან მხოლოდ ერთი წლის ასლი როგორ უნდა ავიღო? დიაპაზონს რომ ვნიშნავ და ასლს ვიღებ მაინც მთლიანი ბუღალტერიის ასლს აკეთებს, მხოლოდ ერთი წელი ან თვე მჭირდება

Posted by: Saturn 5 Dec 2022, 13:47
დათიკო
QUOTE
რა მოხება თუკი 40 კ ზე მეტი მაქვს შემოსავალი და დავიკიდებ მაგის შევსებას?

თუ შეგამოწმებენ და აღმოაჩენენ მაგ ფაქტს, დაჯარიმდები.

QUOTE
თუ არ დავიკიდებ და შევავსებ, რამის გადახდა მომიწევს თუ არა?

დიახ, შენზე ან ოჯახზე (თუ საოჯახო ვარიანტს შეავსებ) გაფორმებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების მიხედვით მოგიწევს გადახდა. რაც მეტია ქონება, მით მეტია გადასახადი.

Posted by: X_men 5 Dec 2022, 16:35
მირჩვდნენ ისწავლეო ბუღალტერია

მაგრამ არ ვისწავლე

ეხლა რაღაცნაერად მიტყდება

Posted by: Copula 12 Dec 2022, 17:06
მეგობრებო ერთი კითხვა - ავანსს დღგ-თი ბეგრავ, გავიგე. მაგრამ ავანსის გადამხდელი თუ ითვლის ავანსზე გამოწერილ ფაქტურას? მადლობა.

Posted by: akaki_77 9 Feb 2023, 16:34
გამარჯობა,

სააღრივხვო პროგრამა " INFINATI " -ში ვინმეს ხომ არ გიმუშავიათ ???

მაინტერესებს როგორი პროგრამაა, ღირს თუ არა მისი ყიდვა სამუშაოდ ???

წინასწარ მადლობა
* * *
Copula

კი, ავანსის გადამხდელი ითვლის ავანსზე გამოწერილ ფაქტურას

Posted by: Vevo 7 Jun 2023, 08:24
ერთი ბუღალტრული კითხვა მაქვს.

მაგალითად მაქვს ორი ბიზნეს ანგარიში სხვადასხვა ბანკში

ერთი ანგარიშიდან მეორეზე რომ გადავრიცხო თანხა, ბუღალტრულად ჭირდება გატარება რამეს?

Posted by: busines 8 Jun 2023, 11:44
ხელფასების ათვლა თვის რომელი რიცხვიდან ითვლება? რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე უნდა ვიმუშაო, რომ სრული ხელფასი ავიღო?

Posted by: AlexaINC 8 Jun 2023, 14:26
QUOTE (busines @ 8 Jun 2023, 11:44 )
ხელფასების ათვლა თვის რომელი რიცხვიდან ითვლება? რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე უნდა ვიმუშაო, რომ სრული ხელფასი ავიღო?

შეთანხმებაზეა დამოკიდებული, დამსაქმებელი და დასაქმებული რაზეც შეთანხმდებიან ისე აითვლება.

Posted by: busines 9 Jun 2023, 23:21
AlexaINC
ძალიან დიდი მადლობა. სულ იმას მეუბნებიან პირველი რიცხვიდან ითვლებაო.

Posted by: AlexaINC 10 Jun 2023, 10:35
QUOTE (busines @ 9 Jun 2023, 23:21 )
AlexaINC
ძალიან დიდი მადლობა. სულ იმას მეუბნებიან პირველი რიცხვიდან ითვლებაო.

ეგ კანონით დადგენილი წესი არ არის, ალბათ კომპანიაში დააწესეს, შიდა საქმეა.

Posted by: busines 10 Jun 2023, 11:54
AlexaINC
ცბიერები არიან, თუ 20 რიცხვში დაიწყებ მუშაობას, პირველ რიცხვამდე რაც იმუშავე არ გითვლიან და პირველიდან იწყებენ დათვლას ანუ 10-11 დღე უფასოდ გამუშავებენ

Posted by: AlexaINC 12 Jun 2023, 21:20
QUOTE (busines @ 10 Jun 2023, 11:54 )
AlexaINC
ცბიერები არიან, თუ 20 რიცხვში დაიწყებ მუშაობას, პირველ რიცხვამდე რაც იმუშავე არ გითვლიან და პირველიდან იწყებენ დათვლას ანუ 10-11 დღე უფასოდ გამუშავებენ

არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადად როცა შუა თვეში დაიწყებ მუშაობას ან ნებისმიერ სხვა შემთხვვაში, ანარიშდება დღეზე ანაზღაურება და ნამუშევარი დღეების რაოდენობა ჯამდება და ისე ირიცხება, ნორმალურ კომპანიაში 5 დღემდე არ აქცევენ ყურადღებას და სრულად მთელი თვისას რიცხავენ თანამშრომელთა მოტივაციისთვის.

მაგალითად თუ მუშაობა დაიწყე 5 რიცხვში და ხელფასებს კომპანია რიცხავს 1 რიცხვში, შენ უნდა დაგერიცხოს 5დან პირველამდე ნამუშევარი დღეების მიხედვით თითო დღეზე რაც გეკუთვნის. ძირითადად ასე ხდება ნორმალურ კომპანიებში.

არის კიდევ მეორე პრაკტიკა რომელსაც კომპანიები იყენებენ იშვიათად, იმ ნამუშევარ დღეებს ინახავენ და გეუბნებიან რომ როცა შეწყვეტთ ხელშეკრულებას(წესების დაცვით), მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება,
ეს ძირითადად ხდება კომპანიის დასაცავად რადგან ხელშეკრულებას დასაქმებული არ აქცევს ყურადღებას და ხშირად არღვევს, მაგ. დაერიცხება ხელფასი და თან მიდის სამსახურიდან smile.gif ამ შემთხვევაში თანამშრომელი ცდილობს არ დაარღვიოს ხელშეკრულება და წინასწარ შეატყობინოს დამსაქმებელს სამსახურიდან წასვლაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით ადრე რომ ეს ნამუშევარი დღეები არ დაკარგოს

Posted by: busines 13 Jun 2023, 06:56
AlexaINC
QUOTE
ნორმალურ კომპანიაში

ნორმალურში ხო, მაგრამ მე არანორმალური კომპანიები მაქვს მხედველობაში. კანონში ხომ არის ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებაში ერთნაირი ხელფასი უნდა ქონდეთ დასაქმებულებს? მაგრამ მოცულობას ვინ ითვლის? მაგალითად ერთი თანამშრომელი, მუშაობს თვეში 50 საათი, აქვს 1000 ლარი ხელფასი და მეორე მუშაობს თვეში 200 საათი და 1300 ლარი აქვს. გამოდის, რომ პირველ თანამშრომელს საათში აქვს 20 ლარი და მეორეს 6,5 ლარი. აქ ირღვევა თუ არა მეორე დასაქმებულის უფლებები და კანონი? არანორმალური კომპანია ამას ასე უყურებს ვინც მეტს მუშაობს იმას ხო მეტიც აქვს თვეში?

Posted by: AlexaINC 13 Jun 2023, 18:27
QUOTE (busines @ 13 Jun 2023, 06:56 )
AlexaINC
QUOTE
ნორმალურ კომპანიაში

ნორმალურში ხო, მაგრამ მე არანორმალური კომპანიები მაქვს მხედველობაში. კანონში ხომ არის ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებაში ერთნაირი ხელფასი უნდა ქონდეთ დასაქმებულებს? მაგრამ მოცულობას ვინ ითვლის? მაგალითად ერთი თანამშრომელი, მუშაობს თვეში 50 საათი, აქვს 1000 ლარი ხელფასი და მეორე მუშაობს თვეში 200 საათი და 1300 ლარი აქვს. გამოდის, რომ პირველ თანამშრომელს საათში აქვს 20 ლარი და მეორეს 6,5 ლარი. აქ ირღვევა თუ არა მეორე დასაქმებულის უფლებები და კანონი? არანორმალური კომპანია ამას ასე უყურებს ვინც მეტს მუშაობს იმას ხო მეტიც აქვს თვეში?

თუ კომპანია ერთს უხდის 20ლარს ხოლო მეორეს 6ლარს, ესეიგი ამაზე შეთანხმდენ, შესაბამისად იქნება კვალიფიკაციაში სხვაობა, როგორ ფიქრობ რომ არსებობდეს კომპანია, რომელიც იგივე საქმეში 6ლარზე მეტს გადაუხდის ხომ წავიდოდა იმ კომპანიაში სადაც მეტს უხდიან smile.gif

დამსაქმებელი და დასაქმებული რაზეც შეთანხმდებიან ეგ არის წესი, რომელიც ორივემ უნდა დაიცვას და პერიოდულად გადაიხედება თუ დასაქმებული მოითხოვს და დამსაქმებელიც მიხვდება რომ მეტი უღირს კონკრეტული თანამშრომელი შეცვლიან შეთანხმებას

Posted by: busines 13 Jun 2023, 22:50
AlexaINC
QUOTE
კვალიფიკაციაში სხვაობა

სხვაობა არის ნამდვილად, ოღონდ პროდუქტიულობაში და მეორე თანამშრომლის სასარგებლოდ. თუმცა საქმეც არარის ისეთი, რომ ამხელა სხვაობა დადოს ვინმემ თუნდაც კვალიფიკაციით.

Posted by: GIOID 18 Jun 2023, 22:12
გამარჯობათ,

2 კითხვა მექნება, მადლობა წინასწარ.

მაქვს იტ კომპანია(შპს), რომელიც მომსახურებას უწევს უცხოურ კომპანიებს. მყავს რამდენიმე პროგრამისტი, რომელთაც ანაზღაურებას ვუხდი როგორც მცირე მეწარმეს, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
1) მათთვის სხვა სახის კონტრაქტის გაფორმება ხომ არ არის საჭირო დამატებით თუ მხოლოდ მიღება ჩაბარების აქტიც საკმარისია?

დანარჩენი მოგება კი მინდა გავიტანო ისე რომ ზედმეტი გადასახადი არ მქონდეს (არა დივიდენდის ან ხელფასის სახით. ანუ თავი რომ ავარიდო ზედმეტ გადასახადს).
2)რას ფიქრობთ მაგალითად ჩემს დას(მცირე მეწარმეს, რომელიც არ არის ამ სფეროში) რომ ჩავურიცხო თანხა მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, ვითომ მართლა შემისრულა ის მომსახურება სერიოზული საფრთხე შეიძლება მოჰყვეს?

რას მირჩევთ?

Posted by: kotlaka 26 Jun 2023, 17:25
QUOTE
ორისიდან მხოლოდ ერთი წლის ასლი როგორ უნდა ავიღო? დიაპაზონს რომ ვნიშნავ და ასლს ვიღებ მაინც მთლიანი ბუღალტერიის ასლს აკეთებს, მხოლოდ ერთი წელი ან თვე მჭირდება



კონკრეტულ დიაპაზონზე ასლს ვერ აიღებთ. დროის ჭრილში შეგიძლიათ ექსელში ექსპორტი მოახდინოთ ბრუნვების, ბარათების და ა.შ.

Posted by: mkgnmc 28 Oct 2023, 10:54
გამარჯობა!
2 კითხვა მაქვს:
1. თანამშრომლის დარიცხული ხელფასია X ლარი, საშემოსავლო იქვითება და რჩება 0,8X, საპენსიო 2% აკლდება X ლარს თუ 0,8X ლარს?
2. დააწესებულებამ მიიღო გარკვეული თანხა უცხოური კომპანიისგან, დაწესებულებაში გარკვეული ხარჯები იქნა გაწეული, რომელიც უნდა დაიფაროს მიღებული თანხიდან და დარჩენილი თანხა დადგენილი პროცენტულობით უნდა განაწილდეს დაწესებულებაზე და თანამშრომლებზე (ეს არ არის ხელფასი, ერთჯერადი დამატებითი მოსახურების საფასურია). უცხოური კომპანიიდან ჩარიცხული თანხა რამენაირად იბეგრება (საწყის თანხას რამე უნდა დააკლდეს და მერე დაიწყოს ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები)? თანამშრომლების ნაწილი საშემოსავლოთი (20%) ხომ იბეგრება? საპენსიო მხოლოდ ხელფასს აკლდება თუ თანამშრომელზე გაცემულ ნებისმიერ თანხას?
მადლობა წინასწარ!

Posted by: аnderson 30 Nov 2023, 12:27
რსჯიდან მომივიდა სმს რომ დავალიანება მაქვს 100 ლარი.

შევედი საიტზე, პროფილი მქონია თურმე არც ვიცოდი და შეტყობინებებიდან ვხედავ რომ პირველი დავალიანება მარტშია მოსული. სმს მარტო დღეს გამომიგზავნეს.

ვერსად ვერ ვნახულობ რისი დავალიანებაა, რატომ მაქვს, რა დავარღვიე თუ რის გამო დამეკისრა. სამსახური მქონდა მაგ დროს და ჩემი ხელფასიდან დამსაქმებელს უნდა გადაეხადა საშემოსავლო. გამოწერით, სულ 50$ ნივთები მაქვს გამოწერილი 2023 წლის მარტის ჩათვლით.

საიტზე არსებული "კომუნიკატორიდან" კი გავაგზავნე შეტყობინება მარა ეჭვი მეპარება ვინმემ უპასუხოს რადგან ტელეფონსაც არ პასუხობენ. როგორ გავიგო რა დავალიანებაა და რატომაა, ან საიდან გავასაჩივრო

Posted by: D1m1try 8 Dec 2023, 16:15
ორისის გატეხილი ვერსიის შოვნის შანსი არსებობს? ან ვინმე ხომ არ ყიდით?

Posted by: kotlaka 21 Jan 2024, 16:14
QUOTE
ორისის გატეხილი ვერსიის შოვნის შანსი არსებობს? ან ვინმე ხომ არ ყიდით?

კი, ბევრს აქვს ე.წ. კრეკები, მეც მქონდა, თუ ვიპოვე მოგცემ. გატეხილი ვერსიით "აწყობილ" ოპერაციებს ვერ შეასრულებ
* * *

аnderson
მიწერე rs.ge - ს კომუნიკატორის მეშვეობით ოპერატორს (დარეკვა ბევრ დროს წაგართმევს) , თეორიულად ბევრი რამეშეიძლება იყოს მიზეზი დავალიანების. ან გახსენით პირადი გვერდი და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს (კარგი იქნება კვალიფიციური ბუღალტერი თუნდაც) ასწავლებინეთ როგორ ნახოთ პირადი აღრიცხვის ბარათზე თუ რისი დავალიანება ან ზედმეტობა გაქვთ
mkgnmc
1. ჯერ საპენსიო უნდა მოაკლო დარიცხულ ხელფასს და სხვაობის თანხიდან ამოაკლო 20% საშემოსავლო
2. ამ მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ:
ა)უცხოური კომპანიისგან მიღებული თანხა აღიარდება შემოსავლად დღგ-ს მიზნებისთვის
ბ) თანამშრომელს და ნებისმიერ პირს თუ აძლევ სარგებელს - უნდა დაბეგრო შესაბამისად - ამ შემთხვევაში 20% და შესაბამისი საპენსიო.
გ) საპენიოს გადახდა პრაქტიკაში შეთანხმებაზეა დამოკიდებული. კომპანიების უმრავლესობა თვითინ იხდის დასაქმებული 2% ს, თავის 2%-თან ერთად.

არ გეწყინოს, მაგრამ შენი "ქეისი" ბევრ დაზუსტებას და ნიუანსების გათვალისწინებას მოითხოვს, ამიტომ ეს სივრცე არ გამოგადგება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციურ ბუღალტერთან ან საგადასახადო კონსულტანტთან


Posted by: RZ-S TT 25 Jan 2024, 14:23
სალამი, ალბათ ბევრჯერ დაიწერებოდა მაგრამ ვერ ვიპოვე და ამიტომ ვიკითხავ, უშუალოდ ექსელის ფორმულა მინდა, როგორ დავთვალო საშემოსავლო და საპენსიო =(ხელზე ასაღები ხელფასი)/0.98/0.8, რაღაც ასე იწყება, მერე დამავიწყდა facepalm.gif baby.gif

ან ლინკი ჩამიგდეთ სადაც ახსნილია როგორ გამოითვლება აგროსვ-დაგროსვა user.gif givi.gif

Posted by: Mrsorter 5 Feb 2024, 16:29
სალამი, იქნებ დამეხმაროთ, ვარ შპსს მეწილე და ამავე კომპანიაში ტექ. დირექტორი, გვინდა მსუბუქი ავტომლბილის შეძენა რომლის გამოყენებასაც შევძლებთ, როგორც საქმის ასევე პირადი მიზნებისთვის. რა გვევალება და რა დაგვევალება სამომავლოდ? მადლობა წინასწარ

Posted by: kotlaka 8 Feb 2024, 00:06
QUOTE
სალამი, იქნებ დამეხმაროთ, ვარ შპსს მეწილე და ამავე კომპანიაში ტექ. დირექტორი, გვინდა მსუბუქი ავტომლბილის შეძენა რომლის გამოყენებასაც შევძლებთ, როგორც საქმის ასევე პირადი მიზნებისთვის. რა გვევალება და რა დაგვევალება სამომავლოდ? მადლობა წინასწარ


დავალებით არაფერი, მთავარია რასაც გააკეტებთ შესაბამისი ინსტრუქციით იმოქმედოთ - აღრიცხოთ და დაადეკლარიროთ. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ სიტუაციის შესაბამისად ბუღალტრები.
შეგიძლიათ მანქანა შეიძინოთ კომპანიის სახელზე და პირადი მიზნებისთვის გამოყენება დაბეგროთ შესაბამისად, ხოლო მასზე გაწეული ხარჯები დაადასტუროთ დოკუმენტურად.

პ.ს. კითხვა ძაან ზოგადია და პასუხიც შესაბამისია ((
* * *
QUOTE
სალამი, ალბათ ბევრჯერ დაიწერებოდა მაგრამ ვერ ვიპოვე და ამიტომ ვიკითხავ, უშუალოდ ექსელის ფორმულა მინდა, როგორ დავთვალო საშემოსავლო და საპენსიო =(ხელზე ასაღები ხელფასი)/0.98/0.8, რაღაც ასე იწყება, მერე დამავიწყდა 

ან ლინკი ჩამიგდეთ სადაც ახსნილია როგორ გამოითვლება აგროსვ-დაგროსვა 

=X/0.8/0.98 - ეს არის ხელზე აღებული თანხის აგროსვა საშემოსავლოს და საპენსიოს ჩათვლით.
X - ხელზე ასაღები თანხა

Posted by: gio022 28 Mar 2024, 21:07
ინდმეწარმე ვარ, 2019 წელი დავასრულე ზარალით, ამ ზარალის გამოქვითვის ვადა არის ხუთი წელი, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს 10 წლამდე განცხადების საფუძველზე. მაინტერესებს ხომ არ დავაგვიანე განცხადების დაწერა იმიტომ რომ ამ ხუთი წლის მანძილზე ვერ მოვახერხე ზარალის გამოქვითვა.

Posted by: kotlaka 8 Apr 2024, 19:10
gio022
5 წლიანი ვადის გასვლამდე უნდა დაიწეროს განცხადება ვადის გახანგრძლივებაზე, თუ ვადა არაა გასული შეგიძლიათ დაწეროთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)