revaza88უფრო დაწვრილებითი ნახაზი, როგორც ზემოთ ვთქვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
ეს რაც გავიხსენე ისაა. ყველაფერი გამოთვლილი მქონდა და უამრავი ლიტერატურა გადაქექილი. სპეციალური წიგნი მქონდა მიკრო ჰესების. გამოთვლებით და ნახაზებით. ეს წიგნი სადაა და ვინ იყო ავტორი, სამწუხაროდ არ ვიცი ამჟამად.
თუმცა... ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ინფორმაციის მოძიების საკითხში. დაგუგლე micro hydro power და უამრავ სასარგებლო რამეს ნახავ.
მართალია უმრავლესობა რეკლამას იკეთებს და გეუბნება, რომ ჩემი პროდუქცია იყიდეო. მაგრამ ცოტა საინჟინრო ამბებში თუ ერკვევი და პატარ-პატარა გამოთვლების ჩატარებაც შეგიძლია, მაშინ აიღებ რაიმე კონკრეტულ იდეას, დახვეწავ, მოარგებ შენს კონკრეტულ შესაძლებლობებს (ფული, მდინარის შესაძლებლობა, გეოგრაფიული მდებარეობა .. და ასე შემდეგ) და განახორციელებ ჩანაფიქრს.
თუ ჩხირკედელაობა არ გიყვარს, თუ ელემენტარული გამოთვლების ჩატარება არ შეგიძლია, თუ არ იცი სიმძლავრე რომ ენერგია გაყოფილი დროზეა.... მაშინ ჩემი რჩევა იქნება გამზადებული ელ-სადგული იყიდო და დაამონტაჟებინო ვინმეს
.
თუ მაინც არ იშლი და შენი ხელით გინდა აწყობა, მაშინ ჩემგან რამოდენიმე რჩევა საჩუქრად:
(სამწუხაროდ მე არ ვიცი შენი ცოდნის დონე ფიზიკაში. ასევე არ ვიცი რამდენად გეხერხება "არაფრისგან რაიმეს შექმნა". არაფერში იგულისხმება სხვის მიერ გადაყრილი საგნები, რომელებსაც სხვებისთვის კაპიკის ფასი არა აქვს და "ინჟინრისათვის" აუწონელი ოქროა.
მოკლედ. პირველი რითიც იწყებ, ესაა მდინარის (წყლის) ბუნებრივი შესაძლებლობები, ანუ სიმძლავრე. ეს გამოითვლება ასე:
P= mgh/t m არის მასა (კგ); g=9.8 მ/წმ^2; h სიმაღლეთა სხვაობა წყლის დონეებს შორის. t დრო.
გადავწეროთ ეს ფორმულა "ადამიანურ ენაზე";
P = Qgh. აქ უკვე Q-ში იგულისხმება ე.წ. წყლის ხარჯი: ლიტრი/წამში.
მდინარის წყლის ხარჯის გასაზომად იყენებენ ასევე ფორმულას:
Q= S*V სადაც S არის მდინარის კალაპოტის განიკვეთის ფართობი, V მდინარის სიჩქარე მოცემულ განიკვეთის ფართობზე.
S-ის გაზომვა მთლად მარტივი არაა და ასევე არც ძალიან რთული. აქ უკვე ცოტა შემოქმედებითად უნდა მიუდგე და მდინარის ისეთი მონაკვეთი შეარჩიო გასაზომად, სადაც დინება თანაბარია და რაიმე ერთგვაროვან არხისმაგვარ "კალაპოტში" მიედინება.
სიჩქარის გაზომვა, მემგონი ძალიან მარტივია. გადაზომე მენძილი, ჩააგდე ჯოხი და მოიმარჯვე წამზომი. ოღონდ სდაც სიჩქარე გაზომე, განიკვეთის ფართობიც იქ იზომება.
ან შენ თვითონ მოიფიქრე რამე უფრო ეფექტური გაზომვის გზები. მთავარია რომ Q გამოთვალო შეძლებისდაგვარად მინიმარული ცდომილებით.
ჰიდრო ტურბინის არჩევისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ვარდნის სიმაღლესაც, ისევე როგორც წყლის ხარჯს (Q).
თუ დიდი Q გაქვს(> 50 ლ/წმ), და H პატარა (<10მ), მაშინ ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ჰიდრო ტურბინა ეფექტურია. თუმცა ეს ტურბინა აღარ ვარგა 10-15 კილოვატის ზემოთ. უფრო სწორი იქნებოდა დამეწერა, რომ სხვა დიზაინი უფრო ეფექტური იქნება დიდ სიმძლავრეებზე.
არის შემთხვევები, როცა H < 1 მ. მაგრამ Q კოლოსალურად დიდია. ამ შემთხვევაშიც სხვა დიზაინია ეფექტური...
იქნებ დაწერო, კონკრეტულად რა შესაძლებლობები აქვს მდინარეს. დამხელაა მიახლოებით მდინარის სიდიდე (განიკვეთი: საშუალო სიღრმე, სიგანე და სიჩქარე ამ მონაკვეთზე); რა მაქსიმალური სიმაღლეთა სხვაობის მიღება შეიძლება. ასე რაღაც წარმოდგენა მექნება და დახმარებასაც უფრო შევძლებდი.
როცა სიმძლავრე 15 კილოვატზე მეტია, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული გამოთვლები და სერიოზული პროექტირება ჭირდება მაგ საქმეს. მოყვარულის დონეზე "ჩალიჩი" აღარ ივარგებს.
* * *
http://www.wvu.edu/~exten/infores/pubs/ageng/epp13.pdfსასარგებლო ლინკია.