#61112830 · 25 Mar 2024, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინც თავს მარტოსულად გრძნობთ და არ გყავთ გვერდით გამზიარებელი და საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ემოციურად რეალიზდებით,
როგორ ცდილობთ ან რით იქცევთ თავს, რომ ემოციური დაკმაყოფილება განიცადოთ?
ხომ არ გააზიარებდით თქვენს საქმეს, გატაცებას, ჰობის ან სხვა რამეს, რაც თქვენში ასეთ დაკმაყოფილებას იწვევს?
ძალიან მჭირდება ახალი იდეები. იქნებ მე ვერ ვაგნებ რამეს ისეთს, რაც ასეთ განმუხტვას მომცემდა.
სრულიად მარტო ვარ ცხოვრებაში და რამდენიმე მეგობართან (ძირითადად გოგოებთან) საუბარიც აღარ მშველის. რამდენიც არ ვეცადე, ინიციატივები გამოვიჩინე და მიბრძოლია ურთიერთობებისთვის, საბოლოოდ არავის ვუნდივარ. ოჯახი რომ ვერ შევქმენი და სიყვარული ვერ მივიღე, უბრალოდ სხვა ვეღარაფერს ვაკეთებ, უმიზნოდ ვარსებობ. ადამიანებთან ემოციური კონტაქტის დამყარება კი შემიძლია, მაგრამ ტკივილისგან თავის დასაცავად ვიხშობი ისევ და ვეღარავისთან ვრეალიზდები ემოციურად. ადამიანებთან ძლიერი და გულიანი ჩახუტებაც კი მომენატრა. და შიგნიდან გაბზარვა დავიწყე მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მაგრად მეჭირა თავი. მაქვს გატაცებები, რაც განმუხტვას მაძლევს, მაგრამ იქნებ სხვა იდეებიც მიმეღო.
თქვენ რით ივსებით, როცა ემოციურად არარეალიზებულები ხართ?
--------------------
"რუნებს იპოვი და შეიცნობ ნიშნებს, უძლიერეს ნიშნებს, უმტკიცეს ნიშნებს..." (უფროსი ედდა)
|