არ დავუშვებთ, რუსეთმა სხვა ქვეყნების ნაცვლად გადაწყვიტოს, რა უსაფრთხოების მექანიზმები ჰქონდეთ მათ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, ალიანსმა მონტენეგროს მაგალითზე აჩვენა, რომ რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება მონტენეგროს გაწევრიანების თაობაზე და ის მომავალშიც ასე გააგრძელებს.
„ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ. რუსეთისთვის ეს მიუღებელია, ვინაიდან მას სურს, ჰქონდეს პრივილეგიის ზონები, ბუფერული ზონები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა სხვა ქვეყნების ნაცვლად გადაწყვიტოს, თუ რა უსაფრთხოების მექანიზმები ჰქონდეთ მათ.
ეს არის ის მიმართულება, სადაც ნატო-ს და რუსეთს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ალიანსმა მონტენეგროს მაგალითზე აჩვენა, რომ რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მონტენეგროს გაწევრიანების თაობაზე. ნატო მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.