მოკლედ ასეთი სიტუაციია:
რამდენჯერ აქვს უფლება მამას ნახოს შვილი?
ცოლ-ქმარი განქორწინდნენ. მამა ცხოვრობს სხვა ქალაქში. საქართველოშია მაგრამ თბილისიდან შორსაა. აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს სასამართლოს წესით შვილმა დროის რარაც ნაწილი მასთან გაატაროს.
სიტუაცია ასეთია:
ეს მამა ალიმენტს არ იხდის. თუმცა მისთვის ოფიციალურად არავის მოუთხოვია.
ბავშვი როგორც ასეთი ფეხებზე კიდია.
საქმე იმაშია რომ დედასთან ცხოვრობს და ამ დედას უნდა ხოლმე ბავშვის ნახვა (ბებიას)
ნახულობდა კიდეც
თვეში 1 ხელ ბავშვი რამდენიმე დღეს ბებიასთან და ამმასთან ატარებს.
მაგრამ ბოლო პერიოდში ბებიას დაეწყო წიკები, ბავშვის დედას ლანძღავს ბავშვის თანდასწრებით (ბავშვი 5 წლისაა)
ეს ბავშვის ფსიქიკაზე ბუნებრივია ძააალიან ცუდად აისახება
ხოდა
დედამ გადაწყვიტა აღარ გაატანოს მამამისს სახლში დასატოვებლად ბავშვი არც ერთი დღით!!!
აქვს თუ არა ამის უფლება
სასამართლოზე მხოლოდ განქორწინების საკითხი გადაწყდა დანარჩენზე თვითონ უნდა შეთანხმებულიყვნენ.
თუ კიდევ ჩატარდება სასამართლო
აქვს თუ არა ბებიას მოითხოვოს რომ ბავშვი მასთან დარჩეს ხოლმე ღამით. ანუ წავიდეს რაიონში?
მამას ბავშვის ნახვას არავინ უკრძალავს
არც ბებიას.
ოღონდ არა ღამით რომ დაიტოვოს რაიონში.
ერთი სიტყვით
რა უფლებებია აქვს მამას? უფრო სწორად ბებიას?