ჩემი დისშვილის შემოქმედება, სკოლაში რომ დადიოდა იმდროინდელი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს იმ დროს მოხდა, როცა ავთო ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა, ავტობუსი ჯერ კიდევ 25 თეთრი ღირდა, 25 თეთრად ჯერ კიდევ შეიძლებოდა ღვეზელის ყიდვა, მოსწავლეები კი, ჯერ კიდევ კი არა როგორც ყოველთვის სიამოვნებით იტყაპუნებდნენ ავტობუსის ფულს ღვეზელისათვის, მძღოლები კი გაშმაგებულნი ნადირობდნენ ასეთ მოსწავლეებზე, რაც ზოგჯერ წატყაპუნებითაც კი მთავრდებოდა იმ ლოყებზე, რომლებიც მალე იმ ღვეზელით გამოიტენებოდა.
დაახლოებით ასეთი რამ შეემთხვა 42-ე სკოლაში 39-ით მიმავალ ავთოს, სავარაუდოდ წატყაპუნების გარეშე, თუმცა მაინც გარკვეული დაძაბულობის თანხლებით, რამდენადაც, შეტყაპუნება იქეთ იყოს და მგონი არც ჰქონდა 25 თეთრი. შემდგომში კი ამ ინციდენტმა ავთოს ჯერ ცნობიერებაში და შემდეგ შემოქმედებაში (ან შეიძლება პირიქითაც) ასეთი ასახვა ჰპოვა:
==========================
დილასა ადრე ავდეგი მოყმე მხნე, ლაღად მავალი,
კაბა ჩავიცვი ჭრელ-ჭრელი, ჩექმა - შორ გზაზე სავალი,
ორმოცი ლარი ჩავიდევ, თეთრიც ზედ მივრთე მრავალი,
სახლიდან გავე, ჩემი სცნეს ასავალ-ვერ-დასავალი.
ავტობუსის გაჩერებას მივაწივე, იქვე დავდეგ,
ოცი წუთი ავტობუსი არ მოვიდა, ტყვილადა ვდეგ,
როს მოვიდა, ბევრი ხალხი მიესია, რიგში ჩავდეგ,
მე ადგილსა არ მითმიან, თუ-ცა კარსა ახლოსა ვდეგ.
როს მოვიდა ჟამი ჩემი ავტობუსით გარდახდომა,
წინა კარსა გადმოვედი მწადდეს თუცა ჩამოხდომა,
მაგრა მძღოლმა შემომკადრა - ოც-და-ხუთი თეთრი მთხოვა,
გა-ცა-ვწყერი, მუშტი დავკარ: ლომმან თხისთვის ვით იდროვა!
შემომეხვივნეს ურიცხვი კაცი და ქალი მთხოველი,
ნუღა მოკლავო - მვედრიდნენ, აწვიმეს ცრემლი მთოველი,
მართ დავუმადლე, არ მოვკალ მე მეთავხედა რომელი,
საბოძვარს გავსცემ გულ-უხვად, მუნ დავამდიდრე ყოველი...
This post has been edited by maxo127 on 11 Mar 2018, 01:44