forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიუნხენის ბაიერნი, რეკორდმაისტერის ფან-კლუბი
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18105
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

  გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 18:34  #51733528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი
დაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანს არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მისამართი: ზაბენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547
ტელეფონი: (089) 699310
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.fcb.de

ისტორია

ადრეული წლები (1900-1965)

მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ბაიერნის დაარსება ბერლინერ ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები იყვნენ გაწევრიანებულები.
დებიური საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის გაზრდამ მიუნხენელებს საშუალება მისცა 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა.
პირველი წარმატებას ბაიერნმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, გაიმარჯვა რა სამხრეთი რეგიონალლიგაში, მაგრამ გერმანიის ჩემპიონისთვის ბრძოლაში მათ ლაიპციგის ფორტუნასთან წააგეს. 2 წლის მერე გუნდმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, მაგრამ ½-ფინალში ისევ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ გუნდში ბრწყინავდა იოზეფ პიოტინგერი, თავდამსხმელი, ვინც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა.
პირველი საჩემპიონო ტიტული ბაიერნმა 1932 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმჟამად ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ამას გარდა გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შმედეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ. წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა.
ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.


ოქროს ხანა (1963-1979)

1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ჩაირიცხა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა. მალე ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა.
1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერნი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი. ჩემპიონთა თასზე გუდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტ ეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია.


1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დროი დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიის ყველა დროის უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა. წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი), აი, ბუნდესლიგაში კი კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.


FC ჰოლივუდი (1979-1998)

80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანადებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ გუნდი მაინც მაღა შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1981 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო, მაგრამ 1994 წელს გარდატეხა მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგება. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერფრანცმა თანმდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.


აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე

1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა იწყება. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2.
2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო.
2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთ ალიგაშ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.
2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არადამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა.
2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.
2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.
2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.
სამაგიეროდ 2012/2013 წლების სეზონში, ბაიერნს ბადალი არ ჰყავდა ევროპაში. ჰაინკესის გუნდი წარმოუდგენლად ძლიერად ათამაშდა, სეზონი სტაბილურად განვლო ჩავარდნების გარეშე და აჩვენა სუპერ-შემტევი ფეხბურთი. ბუნდესლიგისა და პოკალის მოგება არავის გაჰკვირვებია, ჩემპიონთა ლიგაზე კი გზად ფინალისკენ "არსენალს", "იუვენტუსს" და განსაკუთრებით "ბარსელონას" უშანსოდ მოუგო. გერმანულ ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთზე არიენ რობენის გოლის წყალობით იმარჯვა და სანუკვარ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ის გუნდში 3 წელი გაჩერდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო მისი მოღვაწეობა, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა მისი წარმატებული სეზონის მაგრამ მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევრო სარბიელზე კი ესპანელი მწვრთნელი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის 1/2, საბოლოოდ კი არ ისურვა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ინგლისში გადაბარგდა.
2016 წლის ზაფხულიდან კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, მისი პირველი სეზონი მთლიანობაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ბაიერნმა შეძლო ბუნდესლიგის ტიტულის შენარჩუნება, თუმცა ლიგიდან ადრეულ ეტაპზე, 1/4 ფინალიდან გამოვარდა, ხოლო თასის 1/2 ფინალში კი დორტმუნდთან დამარცხდა. ამავე სეზონში გუნდი დატოვეს და პენსიაზე გავიდნენ ბაიერნის ლეგენდა ფილიპ ლამი და ესპანელმა ნახევარმცველი ხაბი ალონსო.
ანჩელოტიმ პოსტი შეინარჩუნა და 2017-18 წლების სეზონშიც ბავარიას ის დამოძღვრავს. გუნდს რამდენიმე ახალწვეული ჰყავს - ჰოფენჰაიმიდან ბაიერნს შეუერთდნენ ნიკლას ზულე და სებასტიან რუდი, მადრიდის რეალიდან - ხამეს როდრიგესი, ხოლო ლიონიდან - კორენტინ ტოლისო. კლუბს ახალი კაპიტანი ეყოლება, მანუელ ნოიერის სახით, ხოლო ვიცე-კაპიტანი თომას მიულერი იქნება.
ანჩელოტი და დიდი იმედგაცრუება: მისმა გუნდში მოსვლამ გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას დიდი იმედი ჩაუსახა რადგან 3 ჩემპიონთა ლიგის მომგებ მწვრთნელს დიდი გამოცდილება და თამაშის წაკითხვის კარგი უნარი უნდა ქონოდა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა ანჩელოტი ვადაზე ადრე მოხსნეს მწვრთნელობის კანდიდატურიდან, გარდა საშინელი სეზონის სტარტისა ფეხბურთელებშიც დაკარგული ქონდა ავტორიტეტი და ხელმძღვანელ პირებთანაც, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იგი ვადაზე ადრე დაეთხოვა მწვრთნელის პოსტიდან, ხელმძღვანელობის თხოვნით 6 ოქტომბრინდან გუნდს სათავეში კვლავ ჩაუდგა იუპ ჰაინკესი, მან შეძლო 10 თამაშიდან 9 თამაშის მოგება, პოკალზე გასვლაზე ლაიფციგის დამარცხება ბუნდესლიგაში 5 ქულიანი უპირატესობის ამოქაჩვა და გუნდის ცხრილის სათავეში დაბრუნება, ლიგაზე კი 3 თამაშის გადაბმულად მოგება,

სტადიონი

1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მინიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი შეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა.

1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რიგო რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა.

2002 წლის 21 ოქტომბრიდან მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანს არენის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ 3 წელს გასტანა და სტადიონზე პირველი თამაში 2005 წლის 31 მაისს გაიმართა მიუნხენის ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებს შორის , სტადიონის ტევადობა 71 000 კაცით განისაზღვრება.
მიუნხენის ბაიერნი არის "ალიანს არენას" ერთადერთი მფლობელი, ხოლო საფეხბურთო კლუბი "მიუნხენ 1860" რომელიც თავდაპირველი მონაწილე იყო სტადიონის მშენებლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე არენდით იქნება


კლუბის ხელმძღვანელობა:
პრეზიდენტი - ული ჰიონესი
საპატიო პრეზიდენტი - ფრანც ბეკენბაუერი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - კარლ-ჰაინც რუმენიგე
სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი
ვიცე-პრეზიდენტები - დიტერ მაიერი, ვალტერ მენეკესი

კლუბის პარტნიორები:
მთავარი პარტნიორები: დოიჩე ტელეკომი , ადიდასი, Allianz, Audi
ასევე: The Coca-Cola Company, DHL, goodyear, hamad international airport, Paulaner, Lufthansa, SAP, tipico, giorgio armani, MAN, P and G, philips, adelholzener, aral, bayern3 radio, beatsbydre, bodyandsoul, easports, hublot, nestle Schöller, siemens, thomassabo, veuve-clicquot, HypoVereinsbank, gigaset


კლუბის შემადგენლობა:

user posted image

user posted image

user posted image


ბაიერნის მწვრთნელები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბაიერნის კაპიტნები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
surati_bolo.jpg


--------------------
ახლანდელი გეოპოლიტიკური კლიმატი აიძულებს ყველა ევროპულ ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ მაგრამ იტალიელები არა რა მაგათ ვერ ვიტან :D

სანამ ბავშვი ფეხბურთში გაერკვევა მოუყევით 1934, 1938, 1968, 1982, 2006, 1985 წლების შესახებ, რომ მომავლისთვის სწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს :)

ჩასაბოღმი კიდევ ბევრია!!!
mais
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2084
წევრი No.: 35677
რეგისტრ.: 30-May 07

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 22:18  #51734895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ რამეს ვიტყვი ძმებო, რაც სამწუხაროა გლადბახთან არ უნდა წაგვეგო, მაგრამ რას იზამ .... "უნდა" ერთია და რეალობა მეორე, მე გლადბახზე იმდენად არ მწყდება გული რამდენადაც მომავალი ლიგის თამაში მაწუხებს პსჟ სთან და ვფიქრობ რომ ასეთი შესუსტებული შემადგენლობით შანსი აღარ გვაქვს.... სამწუხაროდ.

This post has been edited by mais on 26 Nov 2017, 22:34


--------------------
Mia San Mia
TOTALMAN
ანდროს ანალიზი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23541
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 22:41  #51735069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალხის დაბრუნებამდე ბუნდესის ლიდერობა შეგვენარჩუნებინოს up.gif
და დორტმუნდი დაგვეგდოს პოკალზე


ჰაინკესმა დარჩენა გამორიცხა
კონტრაქტი 2018 წ ივნისამდე მაქვს და ჰიონესი ტვინს ნუ ტყნავსო biggrin.gif

This post has been edited by TOTALMAN on 26 Nov 2017, 22:44


--------------------
25.05.2013.
--
13.07.2014.
5unnyday
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2714
წევრი No.: 223457
რეგისტრ.: 1-September 16

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 22:46  #51735104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჰაინკესმა დარჩენა გამორიცხა


რა გულის კაცია,

პენსიიდან ბაიერნისთვის დაბრუნდა,
თავისი რეპუტაცია, შედეგები სასწორზე დადო.

ცხადია რა შედეგიც არუნდა მოხდეს ყველა გვეყვარება, მაგრამ მაინც love.gif

ისევ ლიგით უნდა წავიდეს რა user.gif

This post has been edited by 5unnyday on 26 Nov 2017, 22:47
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1722
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 23:27  #51735414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჰაინკესმა დარჩენა გამორიცხა


რა გულის კაცია,

პენსიიდან ბაიერნისთვის დაბრუნდა,
თავისი რეპუტაცია, შედეგები სასწორზე დადო.

ცხადია რა შედეგიც არუნდა მოხდეს ყველა გვეყვარება, მაგრამ მაინც 

ისევ ლიგით უნდა წავიდეს რა


სადმე სამხრეთ ამერიკაში გამოჩხრიკონ კაი 10-ანი და კაი თავდამსხმელი,
მაგათ შეეძლებათ ლიგაზე თამაში

ბრაზილიელები არ მოათრიონ ოღონდ, თუ მეორე ჯოვანი ელბერს ნახავენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში

ბაიერნმა წელს ლიგა რომ მოიგოს, უმთავრესი 2 კრიტერიუმია ფეხბურთელების ტრავმიანობა და ყვითელი ბარათები,
ამ ორივე კრიტერიუმში თუ ყველაფერი კარგად იქნა, ბაიერნი წელს ლიგას დადებს
ერთ-ერთი
აქაური


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1749
წევრი No.: 137888
რეგისტრ.: 31-October 11

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 14:12  #51737765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gege84
მაქვს ახალი შემადგენლობა გაკეთებული, ვერ ვტვირთავ უბრალოდ უფუჭდება ხარისხი და შემილია პმ გამოვუშვა რამე შეარინგით
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18105
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 14:20  #51737797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ-ერთი
იყოს ეხლა ეს და მერე ატვირთე სადმე ახალი თემისთვის,
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7051
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 14:52  #51737991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
According to Bild, Joachim Löw is the preferred candidate for Bayern to take over after Jupp Heynckes.
The plan is that Löw leaves the national team after the World Cup and takes a one year sabbatical, while Bayern convince Jupp to stay until summer 2019, then Löw takes over.

ოპანა 2019-მდე იუპი და მერე ლიოვიო.


ეტყობა მაინც ვერ ენდნენ ტუხელს.


--------------------
1.არის რამდენიმე ევრო ნაკრები
ბრაზილია, სადაც დელეგირებულია ბარსელონას და რეალის შემადგენლობა
2.რომლის შემადგენლობა და ფეხბურთელებია ძლიერი © giat






TOTALMAN
ანდროს ანალიზი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23541
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 15:09  #51738089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰიონესმა იბაზრა
ნუ ანჩელოტისთან პრობლემები იმდენად არ გვქონდა
მაგრამ მაგის ასისტენტები ერთმანეთში მუდმივად ჩხუბობდნენ
დაჟე იმაზე ჩხუბობდნენ სათადარიგოთა სკამზე ვინ რა ადგილას დაჯდებოდაო lol.gif lol.gif
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1722
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 16:44  #51738716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
2019-მდე იუპი და მერე ლიოვიო.


ეტყობა მაინც ვერ ენდნენ ტუხელს.


ლიოვი არაფერი ტრენერი არაა, მეტსაც გეტყვით, საკლუბოში ეგ საერთოდ ვერ გაქაჩავს,
ასე იყო ბერტი ფოგტსიც,
ფოგტსი კიდე სჯობდა ამ ლიოვს,
ეს სულ მთლად სირია

QUOTE
ჰიონესმა იბაზრა


ეგ ყველაფერს იკადრებს,
და ის არ იბაზრა ? ღორი რომ ვარო ?
natan fredkin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1503
წევრი No.: 86661
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 17:14  #51738876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზე რობერტოს კარიერა დაუსრულებია 43 წლის ასაკში. კლასნი იყო ზე
TOTALMAN
ანდროს ანალიზი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23541
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 21:05  #51740227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხლა შევამჩნიე და
გუნდის ისტორია რატო გადაწერე, გეგე ? mad.gif

კოხტად მქონდა პეპზე დაწერილი user.gif
musenbezi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1660
წევრი No.: 157739
რეგისტრ.: 22-December 12

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 00:06  #51741338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პსჟ სთან ვინ არ გვეყოლება ტიაგო და რიბოს გარდა?


--------------------
FC Bayern München <3
TOTALMAN
ანდროს ანალიზი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23541
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 04:42  #51742163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
youtube მა გამახსენა biggrin.gif love.gif

ერთ-ერთი
აქაური


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1749
წევრი No.: 137888
რეგისტრ.: 31-October 11

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 15:24  #51744167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TOTALMAN
QUOTE
ეხლა შევამჩნიე და
გუნდის ისტორია რატო გადაწერე, გეგე ?

კოხტად მქონდა პეპზე დაწერილი

lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, პირველივე სეზონში მან ბუნდესლიგა და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 1/2 ფინალს უწია.
მეორე სეზონში გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 თვით ადრე გაინაღდა ბუნდესლიგის ტიტული, თუმცა სეზონის დასკვნით ეტაპზე გუარდიოლას არ გაუმართლა - მას ერთბაშად 3-4 საკვანძო ფეხბურთელი დაემტვრა, რასაც შედეგად თასისა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებების 1/2 ფინალური ეტაპებიდან გამოვარდნა მოჰყვა.


QUOTE
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ის გუნდში 3 წელი გაჩერდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო მისი მოღვაწეობა, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა მისი წარმატებული სეზონის მაგრამ მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევრო სარბიელზე კი ესპანელი მწვრთნელი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის 1/2, საბოლოოდ კი არ ისურვა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ინგლისში გადაბარგდა.

ქოსა სოვდაგარის იგავად გადაუკეთა lol.gif lol.gif lol.gif
რუსთვაი2 და იმედი იყო

This post has been edited by ერთ-ერთი on 28 Nov 2017, 15:25
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5382 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]