#52686802 · 11 May 2018, 03:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ELguja90 @ 11 May 2018, 01:03 ) | SPLIYVI "მწვრთნელები შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომ მოხდებოდა თანხის გადანაწილება, რადგან ბიუჯეტი არ არის შეუზღუდავი. მწვრთნელის ზოგ კატეგორიას აქვს ხელფასი, ხოლო ზოგს არა. არის შეზღუდვები კვოტირებაში – მაგალითად 5 მწვრთნელზე მეტს ვერ დაუნიშნავ ბიუჯეტიდან ხელფასს, ხოლო საქმეს კი 10 ან 20 მწვრთნელი აკეთებს. თავად ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომ აიღებდნენ ამ ფულს და მოხდებოდა გადანაწილება. პირობითად, თუკი ერთ მწვრთნელს ექნებოდა ხელფასი 1000 ლარი, ის რაღაც თანხას შემოიტანდა ფედერაციაში და მეორე მწვრთნელი აიღებდა. ფედერაცია ამ ამბავში იყო შუამავალი, რომ ვინმეს ისე არ ეგრძნო თავი, თითქოს სამადლოდ იღებდა ფულს. ამ დოკუმენტში წერია შემომტანების სახელები და გვარები, თანხებით და ასევე ფულის მიმღებებიც. ორივე მხარე აწერს ხელს."
ხელმოწერებით აქ ვინც დადო ხელფასიდან ფული და ვინც აიღო მერე ის ფული |
45 წუთი ვერ ვუყურებ, შენს ამ გადმოცემულს დავეყრდნობი...
კრიმინალია: 1. საბუღალტრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის კანონით დადგენილი წესის, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ (დაუცველად) წარმოება; იკვეთება ე.წ. შავი ბუღალტერია, ოფიციალურად აღურიცხავი თანხა საბოლოო მიმღებ ადრესატებზე, რომლებიც დასაქმებულებად არ ფიგურირებდნენ, ან თუ ფიგურირებდნენ, მაშინ უხელფასოდ ვერ იქნებოდნენ, სახეზე იქნებოდა ტრეფიკინგი და მითითება 5 მწვრთნელზე მეტის დაფინანსების აკრძალვაზე არავალიდურია, კანონის საწინააღმდეგო ნებისმიერი კანონქვემდებარე აქტი ბათილია, კანონს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და ასევე, კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს მისი დარღვევისას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. 2. ყალბი დოკუმენტაციის წარმოება; ამაზეც მუხლია და ეს იკვეთება კონტექსტში ხელფასების (პირობითად, 200 ლარის ნაწილში) თავდაპირველ და საბოლოო მიმღებთა ხელმოწერილი დოკუმენტების შედარებით ჭრილში _ საბოლოო მიმღებთა დოკუმენტი აყალბებდა პირველად მიმღებთა დოკუმენტაციას და საერთოდ, დაუშვებელია, უბრალოდ შეუძლებელია სიყალბის გარეშე ერთი კონკრეტული თანხის ორჯერ და მეტჯერ ხელფასად გაცემა. და 3. დანაშაულის შეუტყობინებლობა. კიდევ ამაზეც მუხლია, თანაც დანაშაული იყო სისტემურად ორგანიზებული და ჯგუფურად ჩადენადი, ბევრს (მოცემულ დანაშაულში უშუალოდ არმონაწილეს) უნდა სცოდნოდა ამ დანაშაულებრივი სქემის შესახებ და უნდა განეცხადებინა ამაზე საგამოძიებო ორგანოებისთვის.
მოკლედ, ფედერაციას, მის სხვადასხვა თანამდებობრივ პირებს დანაშაულთა მთელი თაიგული აუკიდებიათ და საქმის სრულყოფილად შესწავლისას შესაძლოა კიდევ გაფლანგვის და სამსახურებრივი გულგრილობის, უფლებამოსილებათა გადამეტების ან ბოროტად გამოყენების დანაშაულებრივი ნიშნებიც გამოიკვეთოს...
This post has been edited by kodeqsi on 11 May 2018, 03:24
--------------------
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...
|