Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > OPTIONS TRADING FAQ


Posted by: Magana1 22 May 2017, 11:30
ვინაიდან როგორც შევატყვე ამ მიმართულებით დაინტერესება მატულობს, გადავწყვიტე ეს ტოპიკი შემექმნა. სადაც გავაზიარებ ჩემს მიერ აღებულ პოზიციებს, Option contract-ები მაქვს მხედველობაში. ეს არ არის რეკომენდაციები. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და არ ნიშნავს რომ, ჩემი ქმედებები სწორია ან არასწორია.
რაც შეეხება დისკუსიას და კამათს. ეს მხოლოდ მისასალმებელია.

ჩემი მიდგომა შემდეგია.
1. ყოველი პოზიცია არ აღემატება $500-ს. ( ვიღაცისთვის ეს ზომა უფრო დიდია ან უფრო პატარა ) ანუ რისკი ტრეიდზე არის $500-ი.
2. ვიანიდან Option-ები ძალიან ვოლატილურია, არ ვხმარობ არანაირ სტოპ ორდერს. $500 დოლარი მიმაჩნია რომ ეგრევე განულდა. ეს მიდგომა გავს Shooting-ს ან გავარტყი მიზანში ან ავაცილე. უპირატესობა არის ის რომ მშვიდად ვარ.
3. მენეჯმენტს უკეთებ მომგებიან პოზიციებს და არა წამგებიანს. წამგებიანი პოზიციები მიდის 90% შემთხვევაში 0-ამდე.
4, ხშირად ვხმარობ სტრატეგიას Roll Up. (ამაზე პროცესში ვისაუბრებთ)

და კიდევ ერთი. მათთვის ვინც შეიძლება არ იცოდეს ის თუ ამ ტოპიკში განხილული თემა რას ეხება, ეს არ არის ბინარული Options. და ჩვენ არავითარ შემეთხვევაში არ ვსაუბრობთ რაღაც ფორექსზე. smile.gif
* * *
OK. ამ დროისთვის მიჭირავს მხოლოდ ერთი პოზიცია რმელიც პარასკევს გავხსენი.

GOOGL 970 Call. ერთ კონტრაქტში გადავიხადე $2,1.

Posted by: barambo1999 22 May 2017, 13:00
ტდსააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 14:29
Magana1

call ის ყიდვა თუ გაყიდვა? და რომ ვერ გაარტყა მიზანში no.gif ამ 500$ სულ გეკარგება?

Posted by: Magana1 22 May 2017, 15:35
bes_ka888
call-ი ვიყიდე. 970 სტრაიკის.
რომ ვერ გავარტყა ნელნელა დავა ნოლამდე. კი მეკარგება.

საერთოდ მე თუ მკითხავს კაცი option trading-ს რაც შეეხება და იმას რომ ყიდულობ ან ყიდი შიშველ Option-ს ? ჩემი პასუხი ესეთია:
სტოპ-ის დაყენებას არ აქვს აზრი. რატომ? იმიტომ რომ 1 დოლარი შეძლება დავიდეს 0,1 ცენტამდე და მერე ავიდეს 3 დოლარამდე. და ეს მოხდეს სულ რაღაც ნახევარსაათში. ეს გავს სროლას. ან გაარტყამ ან ვერა. მთავარია იცოდე როდის არის კონკერტული სტრაიკის ობციონის ფასი იაფი ან ძვირი

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 15:47
Magana1

970 ზევით თუ წავა ფასი? მერე რაღა ხდება მაგ შემთხვევაში ?

Posted by: Magana1 22 May 2017, 16:01
bes_ka888
მერე მხოლოდ შენი ობციონის ფასი იზრდება და იზრდება. მაგრამ მას ზევით თუ წავიდა ვხურავ პოზიციას და მოგებიდან მცირე ნაწილს ვდებ 980 ან 990 სტრაიკზე. ეს არის სწორედ Roll Up
* * *
970 რომ გახდეს დღს ფასი ჩემი ობციონი გახდება დაახლოებით 6-7 დოლარი, ანუ 400% ით ზრდა ჩემი 500 დოლარის. ვხურავ პოზიციას და ვაკეთებ ROll Up-ს იაფიანი სტრაიკის ობციონ ფასით.
* * *
ოკ GOOGL მნიშვნელოვანია 964-965 ნიშნული
CMG - 488 ნიშნული
NTES - 292 ნიშNული
AMZN - 966 ნიშნული
* * *
17:48
დავიმატე AAPL 157.5 call 0.34 ცენტად
* * *
18:01
დავხურე GOOGL 970 Call. 3$ ად
* * *
18:28
ვიყიდე NTES 302.5 call $1.20

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 20:40
Magana1

რა ანალიზის დაყრდნობით აკეთებ რაიმე call/put გარიგებას? აი მაგალითად American Capital Senior Floating ტიკერით ACSF იხდის დივიდენდს თან არც ისე ძვირად ღირებული აქციაა 13.55$ და დივიდენდი აქ 0.097$ თანაც დღეს აქციამ მოიმატა 1.1 % ით ანუ იაფიანი აქციაა და და დივიდენდსაც ნორმალურად იხდის . ოფციონ გარიგებებზე ეს კომპანია რას იზავდა? მოიმატებდა ხო ანუ ქოლ ოფციონის მყიდველი გააქტიურდებოდა ხო?


http://radikal.ru




Posted by: Magana1 22 May 2017, 21:04
მოკლედ ამ კომპანიის 15.5 call ეხლა ღირს 0,40 ცენტი. კონტრაქტი არის 25 დღიანი.
ეს იმას ნიშნავს რომ 25 დღეში 13,55 ფასიდან თუ არ გახდა 15,50 ცენტი ამ კონტრაქტს ძალა ეკარგება ანუ 2 დოლარით უნდა მომატოს ეს ამ აქციის ფასის 20 % იანი ზრდაა. და ამ შემთხვევშიც კი შეიძ₾ება არ იყოს მომგებიანი. ნი ტო შტო 1,1% იანი ზრდა. ეს არის დაბალფასიანი აქცია ამ ფასის აქციებზე არ ღირს ობციონებით ვაჭრობა არანაირად

ობციონებით ვაჭრობა ღირს დიდი ფასის მქონე აქციებზე. amzn. GOOGL. AAPL. LNKD. NTES. CMG. და ა.შ.

ნუ გარდა იმ შემთხვევისა თუ შენ ზემოხსენებული აქციის ყიდვა არ გაქვს განძრახული იმიტომ რომ რაღაც სერიოზული ინფო გაქვს. ტრეიდერობა მაგ ტიპის აქციებზე არანაირად არ ღირს თან არალიკვიდულრია

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 21:10
Magana1

ანუ კარგი მომენტია ლიკვიდურობას რომ არ უყუროდ ეს აქცია დავშორტოთ (მაგალითად) იმიტომ რომ უკვე დივიდენდი გადაიხადა ამ კომპანიამ და რაღაც კაპიტალ კლება აქ, და შესაბამისად ოფციონზეც ფუთის კანტრაქტორები გააკტიურდებიან?

Posted by: Magana1 22 May 2017, 21:52
ამ კომპანიის ობციონებზე არავინ არ გააქტიურება თუ ვინმემ არ იცის რამე ძალიან მნიშვნელოვანი

Posted by: Lilith 22 May 2017, 22:16
Magana1
QUOTE
GOOGL 970 Call. ერთ კონტრაქტში გადავიხადე $2,1.

აი ეს კარგად ვერ გავიგე... $2.1-ად იყიდე 970 კონტრაქტი? 500$ როგორ გამოდის რისკი? რაღაც სისულელეს ვკითხულობ, გული მიგრძნობს, მაგრამ თუ არ დაგეზარება იქნებ ახსნა ორი სიტყვით რა პრინციპით ითვლი ამ ყველაფერს?

$2.1-დან $3-მდე $0.9 ანუ ~43%იანი ზრდაა, $500-ზე $215 გამოდის მოგება?

Posted by: Magana1 22 May 2017, 22:23
Lilith
970 სტრაიკი ვიყიდე $2.1-ად სულ ვიყიდე 2 კონტრაქტი ანუ $420 დამიჯდა, 2*$2.1=$420 და გავყიდე 3 დოლარად ანუ 600 დოლარად 2-ვე კონტრაქტი.
ამ დროისთვის მიჭირავს:
AAPL 157.5 call ვიყიდე 0.34 ცენტად. ვიყიდე 10 კონტრაქტი ჯამში $340. ვადა კვირის ბოლომდე
NTES 302.5 call ვიყიდე $1.20-ად. ვიყიდე 3 კონტრაქტი ჯამში $360. ვადა კვირის ბოლომდე

Posted by: Lilith 22 May 2017, 22:26
Magana1
QUOTE
970 სტრაიკი

ნიშნავს, რომ ყიდულობ "ფსონს" (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე) რომ ფასი მივა 970-მდე, და ცალ კონტრაქტში 100 ცალი ოფციონია სტანდარტულად, ანუ ნაკლებს ვერ იყიდი. გასაგებია, მადლობა, წარმატებები!

Posted by: Levan_i 22 May 2017, 22:39
Lilith
QUOTE
ნიშნავს, რომ ყიდულობ "ფსონს" (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე) რომ ფასი მივა 970-მდე

კი ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ მარტო მაშინ იგებ როცა 970-ზე ავა ფასი, ჩვეულებრივად იცვლება კონტრაქტის ღირებულება მაგრამ იმ რაოდენობით რაც დელტაა, დელტა თუ 0,6-ია მაშინ აქციის 1 დოლარზე ოფციონის ფასი 60 ცენტით იცვლება და ა.შ. თავის მხრივ დელტაც განიცდის ცვლილებას, რომელსაც ცალკე კოეფიციენტი განსაზღვრავს, gama ან theta აღარ მახსოვს ზუსტად

Posted by: Lilith 22 May 2017, 22:45
Levan_i
მაშინ კონტრაქტის ღირებულება როგორ ითვლება? ანუ დელტა თუ არის 0.1, მაშინ ოფციონის მიმდინარე ფასი ყოველთვის არის აქციის ფასი*0.1, ანუ 10-ჯერ ნაკლები?

+++++++
QUOTE
თავის მხრივ დელტაც განიცდის ცვლილებას, რომელსაც ცალკე კოეფიციენტი განსაზღვრავს, gama ან theta აღარ მახსოვს ზუსტად

ეს ეხლაღა დავინახე, ოკ, ანუ ასე მარტივადაც არ ყოფილა

Posted by: Levan_i 22 May 2017, 22:56
Lilith
QUOTE
ეს ეხლაღა დავინახე, ოკ, ანუ ასე მარტივადაც არ ყოფილა 

კი საკმაოდ რთულია, ამ ყველაფრის გარდა implied volatility -იც მოქმედებს კონტრაქტის ფასზე, რაც ნიშნავს იმას რომ თუ აქციის მაღალი ვოლატილობაა მოსალოდნელი (მაგალითად ერნინგების წინ) ოფციონიც ძვირდება.

Posted by: Magana1 22 May 2017, 23:21
მოკლედ ობციონების ვაჭრობის დროს ერთი მნიშვნელოვანი ინფო არის ყურადსაღEბი
user posted image

ეს არის GOOGL აქციის ობციონების დიაგრამა. დააკვირდით პირველ მწვანე ხაზს. 940 სტრაიკის კონტრაქტის Bid Ask ღირს 22,50 და 23,30. ანუ 940 სტრაიკის ყიდვა შეიძლება 23,30 დოლარად მაშნ როდესაც ამ მომენტში თვითონ აქციის ფასია $962 ეს მარცხნივ მაღლა არის ჭითლი ოვალით მონიშნული ანუ მიმდინარე ფასსა ($962) სა და სტრაიკ ფასს ($940 რასაც ვყიდულობთ) შრის გნსხვავება არის $22 ხომ. ამ სტრაიკის ყიდვა შეგვიძ₾ია 23,30 ანუ ამ სტრაიკის რეალურ ღირებულებასა და მიმდინარე ფასს შორის სხვაობა არის 1,30 დოლარი. ეს არის Exstrincic value. ჭარბი ღებულება ხოლო 22 დოლარი არის intriscick value ანუ რეალური ღირებულება . სინემდვილეშ ეხლა ეგ ობციონი 22 დოლარი უნდა ღრდეს.

ეხლა დააკვირდით მეორე მწვანე ხაზს 962 ღირს 5 დოლარი მაშნ როცა ფასი არის 962.29 ანი 5 დოლარში 0,29 არის რეალური ღირებულება და 4,61 არის ჭარბი ღირებულება. სინამდვილეშ ამ ობციონის ფასი 0,29 უნდა იყოს რაც უფრო მოიმატებს ფასი აქციის მით უფრო არარეალური ღირებულება გადადის რეალურ ღირებულებში. ამ მომენტების გარჩევით ზოგჟრ შეგიძ₾ია დაასკვნა როდის არის კონკრეტული ფასი სტრაიკძე ძალიან იაფი და როდის არის ძლაინ ძვირი. ეს ყველა კარგმა ტრეიდერმა იცის.
დააკვირდით ორივე სტრაიკის დელტას 940 ის დელტა არის 0,93 ანი ყოველ ერთი დოლარის მატებაზე ეს სტრაიკის ფასი იზრდება 0,93 ცენტით ანი თითქმის იმეორებს აქციის დოლარით მატებას. ხოლო მეორე სტრაიკზე 0,50 ცენტიია .

Posted by: Magana1 22 May 2017, 23:45
ვიყიდე ისევ GOOGL 970 str. $2,40
ხვალისთვის მიჭრავს
AAPL 157.5 call ვიყიდე 0.34 ცენტად.
NTES 302.5 call ვიყიდე $1.20-ად.
GOOGL 970 str. $2,40


Posted by: temuka999 23 May 2017, 10:08
ფული მასესხეტ რა

ბინატექსზე მინდა ვივაჭრო და დაგიბრუნებთ ისევ
მალევე

Posted by: Levan_i 23 May 2017, 11:10
Magana1
გასაგებია რომ extrinsic value ყოველთვის მეტია OTM ოფციონებში მაგრამ კონკრეტულად რას გვაძლევს ეს ინფორმაცია ვერ მივხვდი, შეიძლება სიტყვაზე სტრაიკის შერჩევაში დაგვეხმაროს ეს? ან ორი კომპანიის ოფციონების შედარებაში

Posted by: Magana1 23 May 2017, 13:55
Levan_i
1 სტრაიკის შერჩევაში გეხმარება
2 საერთოდ გეუბნება ძვირია თუ იაფია დელტას და ფასის მატებას ერთად თU შეხედავ და მერე კონკრეტული სტრაიკის ობციონი რამდენად არის შესაბამისობაშI გაზრდილი ანუ ჩAრჩOდან ამოვარდნას. არაბუნებრივ მატებას ან პირიქით რომ უნდა იყოს მომატებული და არ არის იმას განახებს

* * *
გავყიდე:
GOOGL 970 Call at 4.70----------------$2.40

Posted by: bes_ka888 23 May 2017, 19:23
Magana1

ეს მოგებიდან რაღც გარკვეული % მოგებაში რომ გახვედი Roll Up რომ გააკეთე კიდევ მოგებაში გახვედი. მაგარიააააააააააა up.gif up.gif

Posted by: Levan_i 24 May 2017, 00:35
ჩემი პირადი რეკორდი risk/reward-ის ამბავში so far, წეღან დავამყარე boli.gif

Posted by: bes_ka888 24 May 2017, 21:00
http://radikal.ru


მეგობრებო ახალი დემო ექაუნთი შევქმენი და აქციებს ვერ ვყიდულობ ეგება დამეხმაროთ რააა filled_ს რატომ მიწერს ვერ ვხვდები

Posted by: Levan_i 25 May 2017, 08:32
bes_ka888
QUOTE
filled_ს რატომ მიწერს ვერ ვხვდები

filled ნიშნავს რომ ორდერი "შეივსო" ანუ დაკმაყოფილდა, failed-ში არ აგერიოს

Posted by: Levan_i 25 May 2017, 21:40
ძაან ადვილად "მოინელა" მარკეტმა წინა კვირის კორექცია, როგორც ჩანს საინტერესო ზაფხული გველის. მე პირადად ქოლლებში ვზივარ და ველოდები popcorn.gif
სურათზე დოუ ჯონსი და სპ500

Posted by: daikidebebe 26 May 2017, 02:50
ძირითადად straddle სტრატეგიას ვიყენებ ხოლმე earning-ების დროს აქციებზე და იშვიათად SPY-ზე თუ ავიღო Call კორექციის დროს. Crude-ს ოფციონები ძვირია თორემ დემოში უკვე მოვხსენი ყველა რეკორდი boli.gif

ეხლა რამე გრძელვადიანს ვარჩევ 2018-19-მდე, ძირითადად ტექნოლოგიურ სექტორში.

Posted by: Levan_i 26 May 2017, 13:37
daikidebebe
straddle არა მარა strangle ვცადე ერთხელ და არ მომეწონა, ცოტა შორი სტრაიკები მქონდა ნაყიდი და პატარა პლიუსში დავიხურე. implied volatility რო არ აჩმახებდეს კაი იქნებოდა

Posted by: absentee 1 Jun 2017, 10:28
Magana1
სტრატეჯი დესკს ხმარობ ისევ?
მე როგორ უნდა ვიხმარო, ჩამოვტვირთე მარა ვერ შევდივარ.

Posted by: Magana1 1 Jun 2017, 21:13
absentee
გააუქმა ეგ ამერიტრეიდმა აღარ არსებობს

Posted by: Levan_i 3 Jun 2017, 09:51
After spending many years in Wall Street and after
making and losing millions of dollars I want to tell you this: It never was my thinking
that made the big money for me. It always was my sitting.
Got that? My sitting tight! It
is no trick at all to be right on the market. You always find lots of early bulls in bull
markets and early bears in bear markets. I’ve known many men who were right at
exactly the right time, and began buying or selling stocks when prices were at the very
level which should show the greatest profit. And their experience invariably matched
mine that is, they made no real money out of it. Men who can both be right and sit tight
are uncommon. I found it one of the hardest things to learn. But it is only after a stock
operator has firmly grasped this that he can make big money. It is literally true that
millions come easier to a trader after he knows how to trade than hundreds did in the
days of his ignorance.
The reason is that a man may see straight and clearly and yet become impatient or
doubtful when the market takes its time about doing as he figured it must do. That is
why so many men in Wall Street, who are not at all in the sucker class, not even in the
third grade, nevertheless lose money. The market does not beat them. They beat
themselves, because though they have brains they cannot sit tight. Old Turkey was dead
right in doing and saying what he did. He had not only the courage of his convictions but
the intelligent patience to sit tight.

Jesse Livermore

Posted by: bes_ka888 3 Jun 2017, 16:53

Levan_i

მოკლედ რომ ითქვას მთავარია $$$$$$ არ წააგო და საჭირო დროს შესაბამისად მოიქცე smile.gif

Posted by: Levan_i 3 Jun 2017, 17:44
bes_ka888
sitting tight - რაზეც საუბრობს ეგ ტიპი დაახლოებით ნიშნავს მოთმინებას/სიმტკიცეს ან რაღაც ეგეთს. ანუ რაც ოდესმე მომიგია იმიტომ კი არ მომიგია რომ სწორად შევდიოდი ბაზარზეო, იმიტომ ვიგებდი რომ მოთმინების უნარი მქონდა კარგი და ვიცოდი რომ მარკეტს დრო ჭირდება რომ გააკეთოს ის რაც წესით უნდა გააკეთოს და უოლსტრიტელი ბიჭების დიდი ნაწილი იმიტომ აგებს რო მაგარი სუსტები არიან ამაშიო. ნუ ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, გამოუცდელი ტრეიდერი საბედისწერო შეცდომას უშვებს როცა სწრაფად ხურავს მომგებიან პოზიციას იმის შიშით რომ პლიუსი მინუსად არ იქცეს და მინუსიან პოზიციას დიდი ხანი ტოვებს ღიას იმის იმედით რომ ოდესღაც გაპლიუსდება.

Posted by: bes_ka888 3 Jun 2017, 18:29
Levan_i

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: Levan_i 21 Jun 2017, 13:08
ეიფლი და ტექ. სექტორი.
ვოლუმი ბოლოს 2016 წლის დასასრულისკენ იყო ამ მოცულობის, მგონი ტრამპი რო აირჩიეს მაშინ. ძვირი სტრაიკები აქვს ეიფლს თორე დიდი ალბათობით ვიყიდდი

Posted by: Magana1 21 Jun 2017, 19:48
ჩემი გახსნილი ტოპიკი ცოცხალი ყოფილა. ეს ტოპიკი გავხსენი არა განსახილველად არამედ რეალური ტრეიდები დასადებად შემდეგ როცა განხილვების და მოსაზრებების გაზიარების სახე მიიღO აღარ ვდებდი არაფერს ეხლა დავდებ და პერიოდულად დავდებ ჩემს რეალურ ტრეიდებს.

დღევანდელი ტრეიდების ისტორია. გუშIნ და გუშინწინ აღEბული პოზიციები

Posted by: Magana1 21 Jun 2017, 20:13
1.5 საათის შემდეგ ზოგი პოზიცია დავხურე ახალიც გავხსენი.


Posted by: Magana1 21 Jun 2017, 22:13
ესეც მოგვინებით დავხურე ცოტა პოზიციები.

* * *
გუშინ გავხსენი პოზიცია REGN 520 call გადავიხადე კონტრაქტში $1,75 დღეს დავხურე $3,00 ეხლა ღირს $8,35
გუშინ ვიყიდე CELG 130 call $0.20 ცენტად დღეს დავხურე $1.50 ად ეხლა ღირს 3,10/ ეს 1000% ზე ბევრად მეტია .

Posted by: Magana1 22 Jun 2017, 00:06
და ბოლოს დავიმატე.
BIIB 287.5 Call $0.73 ად
BABA 147 Call $0.39 ად

დღის ბოლო დაიხურა შემდეგი პოზიციებით და შესაბამისად მოგებით. ჯერ კიდევ მიჭირავს ფარმა სექტორის აქციებზე call ობციონები.


Posted by: Levan_i 22 Jun 2017, 16:44
მაინც შემომეყიდინა გუშინ ეიფლი, 13 ცენტად 157 სტრაიკი. 150-155 ზონაში არიან სელერები, თუ ძლიერი რეაქცია ქონდათ დავხურავ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ 160 ნიშნულამდე გავუშვებ

Posted by: bes_ka888 22 Jun 2017, 22:08
Magana1
განხილვაზე sorry ჯერ კიდევ კარგად ვერ გავერკვიე.....
ერთი ვიდეო ბლოგი ჩაწერე რაა ამ ოფშენებზე

რა კრიტერიუმებოთ არჩევ call ის ყიდვა/გაყიდვა და ასევე put ის ყიდვა/გაყიდვა,
მინდა რო კარგად დავამუღამო ოფციობების მარკეტი.

Posted by: Volkssturm 22 Jun 2017, 23:00
თუ სწორედ მივხვდი, Call Option - ნიშნავს რომ ყიდულობ ოფციონს იმ იმედით და ოფციონის საბაზო აქტივის ფასი გაძვირდება, ხოლო Put Option ნიშნავს, რომ ყიდულობ ოფციონს იმ იმედით, რომ ოფციონის საბაზო აქტივის ფასი დაეცემა. საბაზო აქტივი შეიძლება იყოს აქცია, ფიუჩერსი და სხვა.

მაგრამ, როგორც ვხვდები, ასევე შესაძლებელია Call ოფციონის გაყიდვა და Put ოფციონის გაყიდვაც. ამ შემთხვევაში პირი, ვინც ყიდის Call ან Put ოფციონს, იღებს პრემიას ოფციონების მყიდველებისაგან. თუ ფასი საბაზო აქტივზე არ შეიცვალა, ან ვთქვათ Call ოფციონის შემთხვევაში დავარდა, ან Put ოფციონის შემთხვევაში გაიზარდა, პრემია მთლიანას რჩება ოფციონის გამყიდველს.

მაგრამ, რა ხდება თუ ფასი გაიზარდა (Call ოფციონის შემთხვევაში) ან დავარდა (Put ოფციონის შემთხვევაში). ასეთ დროს, ოფციონის გამყიდველი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ როგორც ვხვდები ფინანსური დანაკარგები Call ან Put ოფციონის გაყიდვის შემთხვევაში სხვადასხვა იქნება.

Call ოფციონის გამყიდველის რისკი არ არის ლიმიტირებული, ხოლო Put ოფციონის გამყიდველის რისკი არის ლიმიტირებული, რადგან აქტივი ვერ დაეცემა 0 ქვემოთ.

აქ, კარგად გამოდგება ანალოგი სადაზღვევო კომპანიასთან. ვთქვათ, ვიღაცას აქვს მანქანა და უნდა მისი დაზღვევა, შესაბამისად ის მიდის სადაზღვევო კომპანიაში და აზღვევს გარკვეულ რისკებს. სადაზღვევოსაგან ის ყიდულობს პოლისს და კომპანიას ყოველ თვე უხდის პრემიას. თუ მანქანას, არაფერი დაემართა, მთელი ეს თანხები რჩება სადაზღვევოს, ხოლო თუ დადგა პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა, მაშინ სადაზღვევო კომპანიას უწევს სერიოზული თანხების გაღება.

სწორედ გავიგე თემა? smile.gif

Posted by: Levan_i 22 Jun 2017, 23:11
Volkssturm
ყველაფერი სწორად გიწერიაsmile.gif და ისე ოფციონის გამყიდველი რო იყო ბევრი ჩალიჩი დაგჭირდება ბროკერთან, რთულად იძლევიან მაგის უფლებას

Posted by: bes_ka888 22 Jun 2017, 23:21
Levan_i

შენ გააქ მაგის უფლება შენ ბროკერთან? ამერტრეიდი ძაან მკაცრია რისკებთან დააკავშირებით ისევ და ისევ ჩვენ სასიკეთოდ.

Posted by: Magana1 22 Jun 2017, 23:26
bes_ka888
ერთი ვიდეოთი ეს საქმე არ გამოვა. კრუტერიუმი? სხვადასხვაა. მთავარი ინფორმაციაა ანალიტიკა მერე სექტორი მერე აქცია მერე აქციის რომელი სტრაიკი რა პერიოდის და მერე პოზიციია აღEბა.
გუშის ფარმა სექტორი იყო აქტიური ძალიან ერთ დღეში დაახლოებით $9000 მოვიგე. ზემოთ დავდე სქრინშოთEბი. და ეს დემო ანგარიშI არ არის. smile.gif

დღეს პაუზაა ამ სექტორში გუშინდელი აღმასვლის მონელება აღამსვლა სავარაუდოდ გაგრძელდება ნიუსებს გააჩნია, რაღAცეებს ველოდები და ასევე უყურებ ფასის ფლუქტუაციას როგორ მოძრაობს უყურებ ამ სექტორში როგორ იტვირთEბა ქოლი და პუთი. ვეძებ უჩვეულო მოცულობის კონტრაქტების ყიდვას არა ერთი ორდერით არამედ წამის დანსხვავების უამრავ ორდერს და ჯამშI ბევრს. ეს სხვა სახის ინფორმაციაა ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის დიდი ორდერი დაყოფილი პატარ პატარ ნაწილებად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ კრიტერიუმები უამრავია.


* * *
ისე ამ ფორუმზე ერთ რამეს ვაკვირდები. და ესე მგონია. რამოდენიმე უზერი არის რატომღAც დაინტერესებული იმაშI კი არა რომ საკითხი განიხილებოდეს. დაინტერესებულია იმაშI რომ თემა არ მოკვდეს. როცა განხილვა დაპაუზდება შემოაგდებს კითხვას. დილეტანტურს და მერე აბობოქრდება ისევ ფორუმი ეს იწვევს ვიზიტორების გააქტიურებას და შესაბამსისად საიტის რეიტინგი TOP.ge ზე მაღლა იწევს. დიდიხანია აქ ვადევნებ თვალყურს უსერებს რამოდენიმე წელია. და ერთ ცხადია საერთო ცოდნის დონე ამ მხრივ არანაირად არ მაღლდება. ისევ ის კითხვები იჩითბა. მაგალთად სანდო ბროკერს ხომ ვერ მირჩევთ. ამ ბროკერზე ხომ არ გსმენიათ რამე და 10000 სისულელე.


Posted by: bes_ka888 22 Jun 2017, 23:50
QUOTE (Magana1 @ 22 Jun 2017, 23:26 )
მთავარი ინფორმაციაა ანალიტიკა მერე სექტორი მერე აქცია მერე აქციის რომელი სტრაიკი რა პერიოდის და მერე პოზიციია აღEბა.

ხოდა აი ეგ არის ყველაზე საინტერესო ჯერ სექტორი > აქცია >სტრაიკი> პოზიციის აღება

აი გუშინ რა გააკეთე? რო დაწერო შეიძლება სანამ იმოქმედებდი ბაზარზე
როგორ გაიგე რომ ამ ფარმა სექტორში შეედინებოდა $$$
* * *
QUOTE (Magana1 @ 22 Jun 2017, 23:26 )


* * *
ისე ამ ფორუმზე ერთ რამეს ვაკვირდები. და  ესე მგონია. რამოდენიმე უზერი არის რატომღAც დაინტერესებული იმაშI კი არა რომ საკითხი განიხილებოდეს. დაინტერესებულია იმაშI რომ თემა არ მოკვდეს. როცა განხილვა დაპაუზდება შემოაგდებს კითხვას. დილეტანტურს და მერე აბობოქრდება ისევ ფორუმი ეს იწვევს ვიზიტორების გააქტიურებას და შესაბამსისად საიტის რეიტინგი TOP.ge ზე მაღლა იწევს. დიდიხანია აქ ვადევნებ თვალყურს უსერებს რამოდენიმე წელია. და ერთ ცხადია საერთო ცოდნის დონე ამ მხრივ არანაირად არ მაღლდება. ისევ ის კითხვები იჩითბა. მაგალთად სანდო ბროკერს ხომ ვერ მირჩევთ. ამ ბროკერზე ხომ არ გსმენიათ რამე და 10000 სისულელე.

მე გამომივიდა სწორედ ეგეთი დილეტანტური კითხვა facepalm.gif facepalm.gif, განვითარებას რც შეეხება შე კაი კაცო გადაავლე წინა თემემებს თვალი და ბევრს ისწავლი.

Posted by: Magana1 22 Jun 2017, 23:57
არა მაგის დაწერა არ შემიძლია ეგ უნდა ნახო. ნიუსები უნდა იკითხო.
მაგ გუშინ ეს ნიუსი იყო დრაივერი. https://mobile.nytimes.com/2017/06/20/health/draft-order-on-drug-prices-proposes-easing-regulations.html?referer=https://t.co/CHj6BbchFj
გუშინწინ კიდე სკანირებამ მაჩვენა დიდი ორდერები ფარმა სექტორში. რამოდენიმე პოზიცია ავიღე ამის გამო გუშინ ამ დიდ ორდერებს ეს ნიუსი მოყვა რამაც მეტი არგუმენტი მომცა პოზიციები არ დამეხურა. დღეს სიჩუმეა მაგრამ გუშIნდელი ნიუსი რაც ზემოთ დავტოვე კუდები მოყვება მომდევნო კვირაში რაც ასევე არგუმენტია . ეს არის ანალიტიკა ინფორმაციის და ვოლუმის ერთად კითხვა. ვიღAცა მაკდი ხაზებს უყურებს ვიღAცა ბოლინგერ ბანდს მე ესე უყურებ. მე ვჯობივა სხვას. არა უბრალოდ მე ესე ვქმედებ ესე ავეწყვე. ესე დავამუღAმე. ესე ვკითხულობ ინფორმაციას. გუშIნ რა გავაკეთე? მქონდა გეგმა ავიღE პოზიცია რამოდენიმე და კაი კუშიც მოვხიე. მეტი რატომ არ ვიყიდე ჩემს რისკ ფაქტორშI არ ჯდებოდა მეტის ინვესტიცია.


* * *
bes_ka888
არა ტო. შენზე რატომ ღებულობ?

მე არაფრის სწავლა არ მინდა აქ. და ვერავინ ვერ მასწავლის ამ საკითხში რამეს, უფრო პირიქით არის ეგ საკითხი. ჩემგან შეიძლება ისწავლოს ვინმემ რამე,

Posted by: bes_ka888 23 Jun 2017, 00:08
Magana1

რაც არის იიმას ვამბობ დაგისვი კითხვა რაც ყველაზე ძაან მაინტრტესებს და მოყვა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება იმიტო გამოიწვია რომ მხოლოდ მე არ მაინტეტესებს მაგი თემა

Posted by: Magana1 23 Jun 2017, 00:25
bes_ka888
კიდევ ავღნიშნავ აქ, ფორუმზე უამრავი ადამიანი სვამს კითხვას, უამრავი. და მგონია ზოგი ადამიანი სხვა მიზანი ამოძრავებს მეთქი, დარწმუნებით რომ ვიცოდე პირდაპირ ვეტყოდი. კითხვის დასმა არ არის პრობლემა, აი პრობლემა იცი რა არის? ერთი და იგივე კაცი, დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, შინაარსით ერთსა და იმავეს რომ კითხულობს. მხოლოდ გრამატიკულად და წინადადების სტრუქტურული ნაწილით. განსხვავებულად. ამის სკანირებასაც ვახდენ შემთხვევით. და შენ თუ ხედავ შენს თავს ამ დეფინიციაში მაშინ ოკ. თუ ვერ ხედავ, მაშინ მე უბრუნდები პირველ კითხვას, შენს თავზე რატომ ღებულობ თქო. smile.gif

Posted by: bes_ka888 23 Jun 2017, 00:42
QUOTE (Magana1 @ 23 Jun 2017, 00:25 )
bes_ka888
კიდევ ავღნიშნავ აქ, ფორუმზე უამრავი ადამიანი სვამს კითხვას, უამრავი. და მგონია

ეს ადამიანები სხვადასხვა უზერებსაც იყენებენ ერთი გავფაქტე მსგავს საკითხში უბრლოდ ყურადღებას არც ვაქცევ.

Posted by: Levan_i 23 Jun 2017, 00:57
bes_ka888
არა არ მომცეს, რამდენიმეჯერ ვცადე მაგრამ უშედეგოდ

Posted by: bes_ka888 23 Jun 2017, 11:31
ცოტაც და დავიწყებ ტრეიდინგს ჯერ კიდე სწავლა სწავლა და სწავლა.

Posted by: Volkssturm 23 Jun 2017, 12:16
QUOTE (Levan_i @ 22 Jun 2017, 23:11 )
Volkssturm
ყველაფერი სწორად გიწერიაsmile.gif და ისე ოფციონის გამყიდველი რო იყო ბევრი ჩალიჩი დაგჭირდება ბროკერთან, რთულად იძლევიან მაგის უფლებას

Levan_i, Magana1

თქვენ გეცოდინებათ მაშინ რა მოთხოვნები აქვს ამერიტრეიდს, რომ უფლება მოგცენ სტოკ ოფციონები გაყიდო.

მე, როგორც ვხვდები, აქ უფრო მომგებიანია ოფციონების გაყიდვა და პრემიების აღება, ვიდრე ოფციონების ყიდვა.

Levan_i, რა მაინტერესებს კიდევ, ოფციონის ყიდვის შემთხვევაში, როგორ აჰეჯირებ პოზიციას? Straddle, Strangle?

რასაც მე ვუყურებ რამოდენიმე კვირაა, არის ის რომ შედარებით ყველაზე მომგებიანი არის Iron Condor-ი. რისკი შედარებით ლიმიტირებული გაქვს და მოგება რისკთან შედარებით მეტი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ბროკერი მოგცემს უფლებას ოფციონების გაყიდვის.

როგორც აქ ქვემოთ სურათზეა. ეს არის კომპანია TAL Education Group. ეს არის ივნისის ოფციონი. თუ Iron Condor-ის სტრატეგიას გამოვიყენებთ, ჩვენი მაქსიმალური რისკი არის 80 დოლარი, ხოლო მოგება 300 დოლარზე მეტია.

Posted by: GrigolS 23 Jun 2017, 12:47
ჩაინიკური კითხვა: რა პლატფორმებს იყენებთ (ანუ სად დავრეგისტრირდე, რა გადმოვწერო)? რომელიმეს რამე საცდელი ვარიანტი აქვს რომ აზრზე მოსვლა შეძლოს ადაიანმა ვისაც ეგ არ უკეთებია და არ იცის როგორ ხდება? ვთქვათ საშუალება რომ ქონდეს $100-$150-ით შევიდეს ან მოდელირებული ვერსია რომ სცადოს?

Posted by: bes_ka888 23 Jun 2017, 12:55
Volkssturm
დიდი ცოდნა არ უნდა მანიმენეჯმენტი უნდა გიქაჩავდეს + ოპიტი

Posted by: Magana1 23 Jun 2017, 13:39
GrigolS
100-150 დოლარით თუ ცდილობ და დაწყებას. ეხლავე გირჩევ, შეეშვი მცდელობას.
დემო ვერსია https://www.thinkorswim.com/t/pm-registration.html სერიოზული პლატფორმის. 60 დღე ივაჭრებ.
რომელი პლატფორმა ჯობია. და რომელია ტოპ საბროკეროები შეგიძლია დაგუგლო. best online stock/option brokerage companyes. და ამოგიყრის საუკეთსოებს მერე შენ გაანალიზე რომელი გირჩევნია. მეტატრეიდერს და მისთანა იდიოტობებს არ გაეკარო იყოს ამერიკული კომპანია.
შეეშვი ფორექს პლატფორმებს. და მათ ძიებას. შეეშვი ოფშორებში გახსნილ ფირმებს. საბროკერო კომპანია უნდა იყოს რომელიმე სერიოზული ბანკის შვილობილი კომპანია და კარგი იქნება თუ ამ საბროკერო კომპანიის აქციებიც ივაჭრებოდეს საფონდო ბირჟაზე. ამ შემთხვევაში ესეთი კომპანია სერიოზული ფინანსური რეგულაციების ქვეშ არის და შესაბამისად მისი სანდოობა და პროფელიონალიზმი მაღალია.


Posted by: GrigolS 23 Jun 2017, 14:54
Magana1
მადლობა ინფორმაციისთვის. $150ს ვამბობდი დემო ვერსიის პონტში smile.gif მეც მესმის რომ $150 არაფერი არ არის არცერთ საქმეში smile.gif

Posted by: Levan_i 23 Jun 2017, 15:12
Volkssturm
QUOTE
თქვენ გეცოდინებათ მაშინ რა მოთხოვნები აქვს ამერიტრეიდს, რომ უფლება მოგცენ სტოკ ოფციონები გაყიდო

არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ მე ვვარაუდობ რომ მცირე დეპოზიტის გამო არ მომცეს უფლება

QUOTE
რა მაინტერესებს კიდევ, ოფციონის ყიდვის შემთხვევაში, როგორ აჰეჯირებ პოზიციას?

არ ვაჰეჯირებ, მხოლოდ ქოლს ვყიდულობ და ზოგადად არ მომწონს სპრედები, იმიტომ რომ ლიმიტირებული მოგება აქვს და რისკ/რევარდის იმ მაჩვენებელს არ იძლევა რაც მე მინდა. შენი დადებული სურათი ცუდი არაა მაგრამ საკითხავი ისაა გაგიხსნის თუ არა ბროკერი მაგ პოზიციას, რადგან სავარაუდოდ გაბერილი ფასები ექნება ასკზე იმ ოფციონებს რომლებსაც ყიდი და median ფასის მიხედვით ანგარიშობს პლატფორმა, შესაბამისად მაგიტომ გაქვს მცირე რისკი. ანუ ეგ 80 დოლარი არარეალურიაsmile.gif დემოზე ცადე მაგის გახსნა და მიხვდები რასაც ვამბობ, სავარაუდოდ არ გაგიხსნის

Posted by: ვეგა 23 Jun 2017, 16:41
იქნებ ვინმეს ჭირდებოდეს
სინკორსვიმთან სამუშაოდ მეც მოვინიშნავ




Posted by: bes_ka888 23 Jun 2017, 22:23
ვეგა
ვა საღოლ ესენი არ მაქ ნანახი

Posted by: Levan_i 26 Jun 2017, 19:23
ძაან ცუდად იქცევა ეიფლი, დავხურე ყიდვის ფასზე 1 ცენტით ნაკლებად, აღარ მომწონს სიტუაცია.

Posted by: bes_ka888 2 Jul 2017, 12:55
QUOTE (Levan_i @ 26 Jun 2017, 19:23 )
ძაან ცუდად იქცევა ეიფლი, დავხურე ყიდვის ფასზე 1 ცენტით ნაკლებად, აღარ მომწონს სიტუაცია.

144.02 $ ღირს ეიპლი და ერთი ცენტით ნაკლებად რომ დახურე რამდენი $ წააგე? რა ალგორითმით იანგარიშება ოფციონრბი?

Posted by: Levan_i 2 Jul 2017, 15:08
bes_ka888
ოფციონი მქონდა ნაყიდი, აქცია არა. 13 ცენტი გადავიხადე და 12 ცენტად გავყიდე, ნაყიდი მქონდა 8 კონტრაქტი ანუ 800*0,01=8$ წავაგე

Posted by: bes_ka888 3 Jul 2017, 11:28
Levan_i

ეგ როგორ ვერ გავიგე 13 ცენტი 1 კონტრაქტი???? მაგრამ ერტი კონტრაქტი ხომ 100 აქციაა ანუ 144.02 $ * 100 ესე არ უნდა იყოს? მე როგორც ვიცი ოფციონ მარკეტზე 1 კონტრაქტი 100 აქციააა. და 13 ცენტი როგორ გადაიხადე?

Posted by: Levan_i 3 Jul 2017, 12:08
bes_ka888
ერთი კონტრაქტი არის 100 ოფციონი და გაძლევს უფლებას იყიდო ან გაყიდო 100 აქცია. ერთი კონტრაქტი დამიჯდა სულ 100*0.13=13 დოლარი, 8 კონტრაქტი რვაჯერ მეტი დაჯდებოდა შესაბამისად.

Posted by: bes_ka888 3 Jul 2017, 14:32
Levan_i
ააა მე მეგონა 1 კონტრაქტი 100 აქცია იყო. ეხლა გავიგე ამომწურავი პასუხი იყო . ეხლა სტრაიკი როგორც იქნება იმისდამიხედვით ივაჭრებ მაგალითად 14 ცენტი შეიძლება იყოს და ავიდეს 18 ამდე გასაგებია.
* * *
7 დან 17 ივლისამდე რომ აქ ეიპლის კონტრაქტები მანდ ვიყიდე coll სტრაიკია 142 da 4 დღში გაუდის კონტრაქტს ვადა . ნუ რატქმაუნდა paper mony (დემო)

ვნახოთ რა იქნება


http://radikal.ru

Posted by: Levan_i 4 Jul 2017, 09:23
WTF Apple???
______________
______________

Posted by: gelagulo 4 Jul 2017, 09:43
Magana1 გამარჯობა, მაინტერესებს რომელ ბროკერულ კომპანიას იყენებ? ქართულ ბროკერულ კომპანიებს: გალტი, კავკასუს კაპიტალი და თბს კაპიტალს გავეკარო თუ უცხოური ბროკერი ავირჩიო?

Posted by: Levan_i 4 Jul 2017, 13:20
რაღაც არასწორი დატა ყოფილა ტერმინალებზე http://www.marketwatch.com/story/finance-sites-erroneously-show-amazon-apple-other-stocks-crashing-2017-07-03

# AAPL GOOG AMZN

Posted by: jabajuba 4 Jul 2017, 17:54
gelagulo
www.tdameritrade.com
პლატფორმა thinkorswim
მალე ვაპირებ მე2 ასბროკეროში ანგარიშის გახსნას http://international.schwab.com/public/international/us_investing

Posted by: gelagulo 4 Jul 2017, 18:20
jabajuba ეხლა გავხსენი მანდ დემო ექაუნთი. ქართველ ბროკერებთან ღირს ზგახსნა თუ არა ხომ არ იცი?

Posted by: Magana1 10 Jul 2017, 14:34
თუ კითხვა გექნებათ შემომიერთდით ტვიტერზე. @stocktradege ვარ აქტიურად.
აქ ვაუპმებ ჩემს უზერს.

Posted by: Osaikomi 10 Jul 2017, 20:31
მაგანას გაუმარჯოს!!! რა ხდება? აქციებს რატომ დაანებე თავი? ოპციონებით ვაჭრობა ძალიან რთულია , და სიმართლე თუ გინდა თავის ატკივებათ არც ღირს , დამწყებს ხომ საერთოდ ძალიან პატა შანსი აქვს ფული გააკეთოს. თუ ყიდი ოპციონებს , მაშინ უფრო უკეთესი შანსი გაქვს , თუ უკვე საკმარისი თანხა გააკეთე აქციებზე , მაშინ ოპციონებიც უფრო ადვილი სატრეიდოა.

Posted by: Levan_i 13 Jul 2017, 23:45
ჰე ჰე vik.gif

_________________________

Posted by: bes_ka888 14 Jul 2017, 02:02
Levan_i

ყოჩაღ შენ jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Lilith 14 Jul 2017, 05:41
Levan_i
wow.gif აი მესმის R/R... ძალიან მაგარია!

ჩავუჯექი მეც როგორც იქნა ოპციონებს. ჯერ ბევრი არაფერი მესმის და ისევ აქციების პრინციპით ვუდგები. ეხლა ორ სიმბოლოს ვადევნებ თვალყურს, უფრო სწორედ ვიყიდე ორივეს ოფციონები:

ECA - Strike 9, 18 AUG, CALL, price .70$
GTXI - Strike 5, 18 AUG, CALL, price .90$

Paper Money-ა რა თქმა უნდა...

Posted by: bes_ka888 14 Jul 2017, 10:21
Lilith
მე კი ჯერჯერობით და მაინც და მაინც თავს არ ვიტკიებ ობციონების შესწავლით თუ ამ საქმით ხარ დაკავებული დრო და მოთმინებაა მთავარი დანარჩენი თავად მოვა მე რასაც ვაკვირდები ეგრეა

Posted by: Magana1 14 Jul 2017, 11:59
Lilith
5 და 9 დოლარიანი აქციის ობციონებით ვაჭრობას არანაირი აზრი არ ააქვს.
ობციონით ივაჭრე იმ აქციებზე რომლის ფასი არის $150 და ზევით. კარგი სავაჭროა:
GOOGL
PCLN
NVDA
AMZN
IBB
NTES
TSLA
BIDU
GS
CELG

შენ იყიდე GTXI 5 სტრაიკი 90 ცენტად ეს რას ნიშნავს ? შენ აამით ამბობ რომ ამ ობციოის რეალური ღირებულება იქნება 0,90 ცენტი მაშნ როდესაც აქციის ფასი იქნება 5,90. ანუ შენ ამ აქციის ფასის ზრდას ვარადუობ 6 დოლარის რომ მოიდო 0,10 ცენტი? ეს სისულელეა. უნდა გქონდეს რისკ რევარდი 1:3 ანუ 90 ცენტად ნაწიდი ობციონის 2,7 ად გაყიდვას უნდა ფიქრობდე და 2,7 რომ ამ ობციონის ფასი გახდეს აქციის ფასი უნდა გახდეს 7,70 და ეს აქციის ფასის 50% აინი ზრდაა და შენ გგონია რომ ამ აქციის ფასი 50% ით გაიზრდება??
* * *
აი მაგალითადGOOGL. ან PCLN ეს აქციები ჩვეულებრივად იმატებსნ ან იკლებენ ფასში 60. 70. 80. დოლარს იგივე AMZN ხოლო სტრაიკენს შორის სხვაობა არის 2,5 დოლარი ეს არის ობციონებით სავაჭრო ინსტრუმენტი თუ ამ აქციის ფასები გაიზრდება 60 დოლარით კონკრეტული აუტ ოფ მონეყ სტრაიკი შეიძ₾ება გაიზარდოს 1000% 3000% ით აი ეს მესმის და ესეთ დიდ მოძრაობას ეს აქციები ძალიან ხშირად აკეთებენ დააკვირდი დიაგრამას და მიხვდები. ამას ვამბობ
5 დოლარინი აქცია რამდენითუნდა გაიზარდოს?
დიდფაისნი აქციებისთვის 15-50 დოლარინი მატება აქციის ფასის 3-5 % იანი მატებაა. რაც ძალიან ხშირია. შენ დებ იმაზე რომ აქციის ფასი 50% ით უნდა გაიზარდოს რომ სარგებელი ნახო.
მე ვდებ იმაზე რომ აქციის ფასი უმნიშვნელოდ უნდა გაიზარდოს რომ ძალიან დიდი სარგებელი ვნახი ვიდრე შენ. ეს არის მთვარი
ამიტომ დიდ ფასიანი აქციებზე ჟობს ობციონებით ვაჭრობა

Posted by: Levan_i 14 Jul 2017, 12:14
Lilith
სამაგიეროდ მანამდე ზედიზედ 4 პოზიცია მინუსში დავხურეsmile.gif
ფინვიზზე მოძებნე ხოლმე აქციები 100 დოლარზე ზემოთ და 500000 მინიმალური ვოლუმით, მერე პლატფორმაში გადაიტანე და ვოჩ ლისტი გააკეთე

Posted by: bes_ka888 14 Jul 2017, 13:00
Levan_i
ლევან სწორი მიდგომაა ზუსტად ეგრე ვაკეთებ როდესაც ობციონებით ვვაჭრობ ხოლო აქციებს რაც შეეხება ფორდის აქციებით ვტრეიდერობ იაფია და ვოლუმიც კარგი აქ მცირე კაპიტალით რომ შევიდე მოგებას ვნახავ.

Posted by: Lilith 15 Jul 2017, 00:34
Magana1
მადლობა, სიმართლე გითხრა არ მეგონა თუკი ძვირიანი აქციის ოფციონის ყიდვა შესაძლებელი იყო თუნდაც 1$-ზე ნაკლებ ფასში. ეხლა შაბათ-კვირას უფრო მეტ დროს დავუთმობ და ცოტა თეორიულ მასალასაც მოვიძიებ.

Levan_i
აჰა, გასაგებია, ვოჩ-ლისტსაც მოვსინჯავ რა ხილია biggrin.gif მადლობა

რა მაინტერესებს, სტრაიკს რის მიხედვით არჩევთ - ოფციონის ფასის მიხედვით, ანუ იაფს ანიჭებთ უპირატესობას, თუ იმისდამიხედვით რამდენად რეალურია მითითებულ ფასს მიაღწიოს აქციის ფასმა?

ასევე მაინტერესებს ოფციონის deadline-ს არჩევის პრინციპი - ყოველთვის ერთ "დიაპაზონში" მუშაობთ, თუ ისევ აქციიდან და პოტენციალიდან გამომდინარე?

Posted by: Levan_i 15 Jul 2017, 01:16
Lilith
პირადად მე იაფიც მინდა, მაქსიმუმ 20 ცენტი რომ ღირდეს, და რეალურიც რომ იყოს ფასის მიღწევა. გრაფიკის მიხედვით სვინგის საშუალო "სიგრძეს" ვზომავ ხოლმე და ვცდილობ სტრაიკი ამ ზონაში მოვახვედრო, მაგალითად ამ აქციაზე 115 სტრაიკი ვიყიდე მაშინ როცა ფასი 108-ზე იყო და სვინგებს თუ დააკვირდები (წითელი ხაზებით სადაცაა) აქციას 10 დოლარის გავლა თავისუფლად შეუძლია, ანუ 108-დან 115-მდე ასვლა თავისუფლად იყო შესაძლებელი:

*** ვადას რაც შეეხება 20 დღეზე ნაკლები ვადით ოფციონს არ ვყიდულობ

Posted by: Lilith 24 Jul 2017, 19:32
ტაკს, თან თემა ამოვწიოთ, თან შეკითხვა მაქვს:

წინა კვირაში ვიყიდე CEO 18-Aug, Call, Strike 120$ თითო კონტრაქტში გადავიხადე 0.25$. ეს აქცია წავიდა კორექციაზე და შესაბამისად ჩემი ოფციონის ფასი დაეცა 0.08$-მდე დღეს დილით. თუმცა როდესაც მე ვცადე იგივე ოფციონის ყიდვა, ყიდვის ფასი იყო 0.45$

რატომ? ანუ რატომ არის ჩემი პოზიციისთვის ფასი 0.08, ხოლო ყიდვის ფასი 0.45?

Posted by: Levan_i 24 Jul 2017, 21:24
Lilith
QUOTE
ფასი დაეცა 0.08$-მდე

ეს მაჩვენებლი ყოველთვის ზუსტი არაა, მაგალითად თუ ბიდ/ასკ არის 0/2.00 (ბირჟა როცა იხსნება, დაბალ-ლიკვიდურ ოფციონებზე სულ ასეა ასკ ფასი გაბერილი) მაშინ პლატფორმა ავტომატურად ითვლის საშუალო ფასს ანუ 1.00-ს და ამ ფასს გიწერს, რაც არარეალურია, ვერ დახურავ ამ ფასში პოზიციას, მოთხოვნა ნოლზეა. ამიტომ ბირჟის გახსნისთანავე არ იყიდო არაფერი, რამდენიმე საათი მოიცადე და ნაკლებს გადაიხდი უფრო.

QUOTE
თუმცა როდესაც მე ვცადე იგივე ოფციონის ყიდვა, ყიდვის ფასი იყო 0.45

ესეც ზუსტად მაგიტომ იყო გაბერილი ზემოთ რაც დავწერე, ამ წამს ვუყურებ და 0.25-ზეა, დიდი ალბათობით კიდე ჩამოვა სესიის ბოლომდე.

ლიკვიდური აქციები შეარჩიე აუცილებლად, შენს აქციას საკმაოდ დაბალი ლიკვიდურობა აქვს. ან შეგიძლია ოფციონის open interst-ს დააკვირდე, მანდაც ძაან ცუდი მდგომარეობაა:


Posted by: Lilith 24 Jul 2017, 23:22
Levan_i
QUOTE
ეს მაჩვენებლი ყოველთვის ზუსტი არაა, მაგალითად თუ ბიდ/ასკ არის 0/2.00 (ბირჟა როცა იხსნება, დაბალ-ლიკვიდურ ოფციონებზე სულ ასეა ასკ ფასი გაბერილი) მაშინ პლატფორმა ავტომატურად ითვლის საშუალო ფასს ანუ 1.00-ს და ამ ფასს გიწერს, რაც არარეალურია, ვერ დახურავ ამ ფასში პოზიციას, მოთხოვნა ნოლზეა. ამიტომ ბირჟის გახსნისთანავე არ იყიდო არაფერი, რამდენიმე საათი მოიცადე და ნაკლებს გადაიხდი უფრო.

მადლობა, ეს კარგი ინფოა.

დილით მოკლედ გადავდე limit buy ორდერი 0.05-ზე, აი ეხლა მოვიდა შეტყობინება რომ შეივსო, არადა გრაფიკზე ფასი თითქოს ზევით წამოვიდა... ცოტა გაუგებარია რატომ დაეცა ოფციონის ფასი ასე, არადა შენი თქმის არ იყოს 0.25ზე იყო, როდესაც აქციის ფასი დღის მინიმუმზე იყო ფაქტიურად. მე ვფიქრობ paper money-ზე რახან ვვაჭრობ იმიტომ, თორე რეალურად ამ ფასად სავარაუდოდ ლიკვიდობა არ იქნებოდა და არავინ მომყიდიდა ასე იაფად...

Posted by: Levan_i 25 Jul 2017, 14:09
Lilith
არა ხდება ხოლმე მასეც, დემოს ბრალი არაა. სანამ გრაფიკზე ზევით წავიდოდა მაგ პერიოდში შეასრულა ორდერი ალბათ. ისე დაბალი დელტა და ლიკვიდურობა როცა აქვს კონტრაქტს აქციის ფასის მცირედით მომატება ხშირად მაშინვე არ აისახება ოფციონის ფასზე და ხანდახან პირიქითაც ხდება. ოღონდ ხაზს ვუსვამ - მცირედით მომატება და არა რამდენიმე დოლარით ზრდა (თუმცა არის კომპანიები რომელთა ოფციონებიც მცირედ ცვლილებაზეც კი რეაგირებენ რადგან ძალიან მაღალი ლიკვიდურობა აქვთ, მაგ. გუგლი ეიფლი ნეტფლიქსი და ა.შ.). ზომიერი და სტაბილური მატება როცა აქვს ფასს ყველაფერი წესრიგში დგება ხოლმე, მე ჯერ არ მქონია შემთხვევა რომ აქციის ფასი სოლიდურ ზრდას განიცდიდეს მაგრამ ოფციონი არა.

Posted by: Gadareulli_uzomod 25 Jul 2017, 16:06
Levan_i

იქნებ დამეხმაროთ რა. აქციებით ვაჭრობაზე ინფორმაცია სად შეიძლება მივიღო ?

Posted by: Levan_i 25 Jul 2017, 19:51
Gadareulli_uzomod
სასწავლო ინფორმაციას გულისხმობ ხო ალბათ. ქართულ ენაზე გაგიჭირდება სრულად რომ მიიღო, ინგლისური და რუსული თუ იცი მაშინ იუთუბზე ნახე.

Posted by: Gadareulli_uzomod 25 Jul 2017, 20:39
Levan_i

ინგლისურად წავა. პროსტა ჩავწერო ყოუთუბზე ხო? მადლობა. ფორქსში რაღაც დონეზე ვერკკვევი და რამე გამოვა მაგ ამბიდან თუ შევეშვა ეგრევე biggrin.gif

Posted by: Levan_i 25 Jul 2017, 21:03
Gadareulli_uzomod
შენზეა დამოკიდებული, მე გამომდის და სხვა რას იზავს არ ვიციsmile.gif ხო stock trading lessons ან რამე მასეთი ჩაწერე.
https://www.tradeguider.com/mtm_251058.pdf ესეც კარგი წიგნია ძაან

Posted by: Gadareulli_uzomod 25 Jul 2017, 21:07
Levan_i

დიდი მადლობა. შეგიძლია მირჩიო რამე საბროკერო უცხოური?? სადაც ვივარჯიშებ. ბოდიში შეწუხებისთვის.

სადაც აქციებითაც შევძლევბ ვაჭრობას და ვალიუტაზეცsmile.gif

თან ინფორმაიცებს ვაგროვებ და იზვინი თუ ძაან ჩაინიკურად გამომდის კითხვები

Posted by: Levan_i 25 Jul 2017, 21:19
Gadareulli_uzomod
U're welcome.
www.tdameritrade.com - დემო აქვს 60 დღიანი, ვალუტებიც აქვს. დემოზე აქ დარეგისტრირდი https://www.thinkorswim.com/t/pm-registration.html

Posted by: Gadareulli_uzomod 25 Jul 2017, 21:21
Levan_i

ძალიან დიდი მადლობა ძმაო. წარმატებებს გისურვებsmile.gif
* * *
Levan_i

ერთი კითხვა მაქვს რა კიდევsmile.gif ფორექსისთვის ეს ჯობს რაც მირჩიე თუ იმენა ფორექსის პროგრამები? ეს რაღაც უფრო რთული მეჩვენაsmile.gif

Posted by: Levan_i 26 Jul 2017, 17:12
Gadareulli_uzomod
ამ პროგრამას გირჩევ ცალსახად.

Posted by: Lilith 26 Jul 2017, 20:09
მოკლედ ამ CEO-ს ფასი ზევით და ზევით მიიწევს, ოფციონი არ ჩქარობს მაინცადამაინც იგივე გზას გაუყვეს smile.gif

Posted by: daikidebebe 27 Jul 2017, 00:33
ამ ერნინგებზე საერთო ჯამში დადებითი მოლოდინია, რაც ინდექსებს კიდევ უფრო all-time high-ზე აიყვანს ხოდა, მეც Nasdaq 100 ზე მაქვს პოზიცია, 11 აგვისტოს call ოფციონი @ 144.5 -ზე.

ისე რასაც ვუყურებ EPS-ბს, თითქმის არც-ერთ დიდ კომპანიას არ გაუმაზია. ყველამ იმაზე მეტი დადო ვიდრე სთრითის მოლოდინი იყო. ძაან მაგრად მიდის ეს სეზონი და ზოგადად ეს წელი. VIX - ს ინდექსი ისე დაბლაა დაცემული მგონი ვეღარც ადარებენ როდის იყო ბოლოს ესეთი სიმშვიდე lam.gif


* * *
QUOTE (Magana1 @ 14 Jul 2017, 11:59 )
Lilith
5 და 9 დოლარიანი აქციის ობციონებით ვაჭრობას არანაირი აზრი არ ააქვს.
ობციონით ივაჭრე იმ აქციებზე რომლის ფასი არის $150 და ზევით. კარგი სავაჭროა:
GOOGL
PCLN
NVDA
AMZN
IBB
NTES
TSLA
BIDU
GS
CELG

შენ იყიდე GTXI 5 სტრაიკი 90 ცენტად ეს რას ნიშნავს ? შენ აამით ამბობ რომ ამ ობციოის რეალური ღირებულება იქნება 0,90 ცენტი მაშნ როდესაც აქციის ფასი იქნება 5,90. ანუ შენ ამ აქციის ფასის ზრდას ვარადუობ 6 დოლარის რომ მოიდო 0,10 ცენტი? ეს სისულელეა. უნდა გქონდეს რისკ რევარდი 1:3 ანუ 90 ცენტად ნაწიდი ობციონის 2,7 ად გაყიდვას უნდა ფიქრობდე და 2,7 რომ ამ ობციონის ფასი გახდეს აქციის ფასი უნდა გახდეს 7,70 და ეს აქციის ფასის 50% აინი ზრდაა და შენ გგონია რომ ამ აქციის ფასი 50% ით გაიზრდება??
* * *
აი მაგალითადGOOGL. ან PCLN ეს აქციები ჩვეულებრივად იმატებსნ ან იკლებენ ფასში 60. 70. 80. დოლარს  იგივე AMZN ხოლო სტრაიკენს შორის სხვაობა არის 2,5 დოლარი ეს არის ობციონებით სავაჭრო ინსტრუმენტი თუ ამ აქციის ფასები გაიზრდება 60 დოლარით კონკრეტული აუტ ოფ მონეყ სტრაიკი შეიძ₾ება გაიზარდოს 1000% 3000% ით აი ეს მესმის და ესეთ დიდ მოძრაობას ეს აქციები ძალიან ხშირად აკეთებენ დააკვირდი დიაგრამას და მიხვდები. ამას ვამბობ
5 დოლარინი აქცია რამდენითუნდა გაიზარდოს?
დიდფაისნი აქციებისთვის 15-50 დოლარინი მატება აქციის ფასის 3-5 % იანი მატებაა. რაც ძალიან ხშირია. შენ დებ იმაზე რომ აქციის ფასი 50% ით უნდა გაიზარდოს რომ სარგებელი ნახო.
მე ვდებ იმაზე რომ აქციის ფასი უმნიშვნელოდ უნდა გაიზარდოს რომ ძალიან დიდი სარგებელი ვნახი ვიდრე შენ. ეს არის მთვარი
ამიტომ დიდ ფასიანი აქციებზე ჟობს ობციონებით ვაჭრობა

არასწორად უდგები საკითხს, თუმცა სწორად მსჯელობ.

ზოგადად ოფციონს ყიდულობ ორიდან ერთი მიზნით. ერთი, მე რასაც ვეძახი სპეკულაციური მიზნით ან უშუალოდ exercise-ს გააკეთებ და გადმოიბარებ იმ აქციებს რომლებზეც უფლება გაქვს(და არა ვალდებულება) რომ, იყიდო.

შენი პოსტიდან ჩანს რომ მხოლოდ ერთი მაგალითი მოიყვანე, ანუ ის შემთხვევა როცა exercise უნდა გააკეთოს და მართალი ხარ. ანუ აქციის ფასი მინიმუმ ოფციონის ყიდვის ფასის რაოდენობით უნდა გაიზარდოს, რაც არის შენი breakeven.

თუმცა მე რატომღაც ვფიქრობ რომ, Lilith-ს ოფციონის იაფად ყიდვა და შემდეგ გაყიდვა პატარა მოგების დაფიქსირებით ჰქონდა მხედველობაში, ამ შემთხვევაში შენი მაგალითი არ გამოადგება რადგან ოფციონის ფასზეა დამოკიდებული, ხოლო ეგ ბევრ ფაქტორზეა, Implied Volatility, უშუალოდ აქციის ფასი და ა.შ. ამ ქეისში კი, breakeven-ის დათვლა შემდენაირად მოუწევს რაც ბევრად მომგებიანი მგონია, ჩემს მაგალითზე თითო ოფციონში $6-ს ვიხდი ყიდვა+გაყიდვაზე, შესაბამისად ოფციონის ფასს +/- $0,06 რაც საერთო ჯამში არ არის წარმოუდგენელი და რთულად გადალახვადი თუ ოფციონების ვოლატილობას გავითვალისწინებთ.

Posted by: Lilith 27 Jul 2017, 05:55
daikidebebe
QUOTE
თუმცა მე რატომღაც ვფიქრობ რომ, Lilith-ს ოფციონის იაფად ყიდვა და შემდეგ გაყიდვა პატარა მოგების დაფიქსირებით ჰქონდა მხედველობაში, ამ შემთხვევაში შენი მაგალითი არ გამოადგება რადგან ოფციონის ფასზეა დამოკიდებული, ხოლო ეგ ბევრ ფაქტორზეა, Implied Volatility, უშუალოდ აქციის ფასი და ა.შ. ამ ქეისში კი, breakeven-ის დათვლა შემდენაირად მოუწევს რაც ბევრად მომგებიანი მგონია, ჩემს მაგალითზე თითო ოფციონში $6-ს ვიხდი ყიდვა+გაყიდვაზე, შესაბამისად ოფციონის ფასს +/- $0,06 რაც საერთო ჯამში არ არის წარმოუდგენელი და რთულად გადალახვადი თუ ოფციონების ვოლატილობას გავითვალისწინებთ.

არა, უნდა ვაღიარო რომ ამ შემთხვევაში ძალიან სპონტანურად ვიქცეოდი. უბრალოდ პირველი ნაბიჯი გადავდგი ასე ვთქვათ. ეხლა CEO-ს 110$-იანი აქციების ოფციონები ბევრად უფრო იაფად ვიყიდე, ვიდრე GTXI-ის 5$ აქციის ოფციონი. და ამ შემთხვევაში CEO-ს ოფციონს ბევრად დიდი გასაქანი აქვს მინიმალური რისკის შემთხვევაში, რაც უზარმაზარი პლიუსია.

Posted by: bes_ka888 27 Jul 2017, 12:50
Lilith
მალადეც კარგად აიღე ალღო დემოზე ხარ თუ რეალურზე?

Posted by: Levan_i 27 Jul 2017, 13:07
Lilith
ვნახე CEO, ნორმალურად მიდის, კიდევ რამდენიმე დღე მასეთ ტემპში და რაც შემდეგ მოხდება გულგრილს არავის არ დატოვებს gigi.gif სტრაიკის ზემოთ უკვე ძაან კარგი დელტა აქვს ოფციონს, და თუკი თავიდან აქციის 5 დოლარით აწევამ +200-300 დოლარი მოგცა, მერე უკვე 1 დოლარზე გაძლევს 800-1000ს და ძაან დიდი სტრესია, პატარა კორექციაზეც დიდი თანხა გაკლდება და პოზიციის სწორად დახურვა ძნელდება.

Posted by: Magana1 27 Jul 2017, 14:12
daikidebebe
ყველა ისე ვაჭრობს როგორც არის მიჩვეული. ამიტომ არის ეს ბიზნესი საინტერესო და ამოუწურავი. მე დაახლოებით 12 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. და ბევრჯერ შევცვალე მიდგომა სწავლების პერიოდში. სწავლა და შეცნობა ეხლაც არ დამიმთავრებია.
ჩემი ხედვა შემდეგია:
მე არასდროს არ ვყიდულობ ობციონებს იმიტომ რომ აქციებში გადავახურდაო EXP DaTe ს შემდეგ. მე ვვაჭრობ და არ ვაკეთბ ინვესტიციას.
კომპანიის აქციებზე მიჭრავს გრძელვადიანი პოზიციები სავარაუდო, ვიმეორებ სავარაუდო კორექციას ვაზღვევ ობციონებით Put ს ვყიდულობ ძრითადად. ეს არის ჰეჯირება.
როცა Naked ობციონს ვწიდულობ ყოველთვის სასპეკულიანტოდ. არ ვხმარობ სტოპებს. ჩემი მიდგომა ესეთია 100% იანი რისკი. არ ვყიდულობ იმ კომპანიის ობციონებს რომელთა ფასი 200 დოლარზე ქვემოთ არის. და ვოლუმი აღემატება 1,5 მილიონს. სარისკოა ჩემი მიდგომა. კი. მაგრამ მე ამ საკითხში კომფორტულად ვგრძნობ თავს, ესე ვარ მიჩვეული.
EPS ებს რაც შეეხება ამ ინფოზე ობციონებით ვაჭრობას არავის არ ურჩევ. კი ძრითადად ყველა კომპანია აქვეყნებს კარგ EPS აჩვენებლებს ამ დროს მთვარია არა მხოლოდ EPS მონაცემები ასევე მთავარია და ალბათ უმთვრესი guide-ს დადებს კომპანიის მენეჯმენტი მომავალი ბიზნესოპერირების შედეგად, ანუ რას ელოდება. ამას ყველა კომპანია არ ასაჯაროებს. მხოლოდ რჩულები. ეს მენეჯმენტის მაღალ კვალიფიკახიაზეც და პროფესიონალიზმზეც მიუთითებს.

და მთავარია ანალიზი. აი მაგალითად ბოლო ერთი კვირაა დიდი ბიჭები ყიდულობენ და დიდი მაშტაბებით ყიდულობენ სექტემბრის და ოქტომბრის SPY call ბციონებს. ამასაც უყურებ დიდი ინტერესით. და ასევე რა სექტორებზე შედის ობციონებშ დიდი კაპიტალი. ერთი მიზეზია ის რომ კომპანიები კარგ EPS ებს აქვეყნებენ და მეორეა ის რომ სენტიმენტი კარგია. VIX-ს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ადრე ვაქცევდი ეხლა არა. VIX მა შეიძ₾ება კვარტლები გაატაროს 9,00 დამ 11,00 იან დიაპაზონში და ამ პერიოდშ მარკეტმა 7-8% იანი მატება განიცადოს. საფონდო ბირჟა აღარ არის ის რაც იყო 5-10 წლის წინ. მუტაციას განიცდის, იცვლება, ყოველთვის იცვლება. და ეს უნდა იგრძნო ტრეიდერმა. ეს მნიშვნელოვანია.

* * *
------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოკლედ ერთ იდეას შემოგთავაზებთ. რამოდენიმე დღის წინ კომპანია Goole-მა გამოაქვეყნა მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მშვენიერი ციფრები დადო. expactation - გადააჭარბა. აქციის ფასის ვარდნა სხვა გარემოებით იყო გამოწვეული. ამაზე არ ვისაუბრებ შორს წამიყვანს.
მოკლედ კომპანიის მოგება ერთ აქციაზე EPS კარგი ციფრი იყო.
დღეს Facebook მა გამოაქვეყნა ფინანსური მაჩვენებლები ამ დროისთვის აქციის ფასი მომატებულია 8% ით ეს 12 დოლარიანი მატებაა.
ვიცი ისიც რომ ინტერნეტკომპანიები მშვენიერ მოგებას აგენერირებენ მე2 კვარტლის მაჩვენბელბით ვიცი ის რომ ნეთფლიქსმაც მშვენიერი მაჩვენებლები დადო.
რას გვაძლევს ეს?
დღეს საღამოს ჩნური კომპანია BIDU ფინანსურ მაჩვენებლებს და ასევე აქვეყნებს კომპანია amazon-ი ის ფაქტი რომ ამ ბიზნესების მთავარი შემოსავალი ონლაინ რეკლამებით გაკეთბული იუზერების კლიკებზე დგას და ანალოდიურმა კომპანიებმა უკვე დაგვანახეს მომხმარებლების დიდი აქტივობა ამ სახის ბიზნესებზე სავარაუდოა ის ფაქტი რომ BIDU და AMZN მშვენიერ მოგების მაჩვენებლებით წარსდგებიან ეს არის იდეა რომელზეს ღირს რეაგირება ამისთვის მე მაქვს გახსნილი შემდეგი 2 პოზიცია
BIDU ზე მაქვს ნაყიდი 220 სტრაიკზე Call ობციონი გადახდილი მაქვს ერთ კონტრაქტზე $0.75 ცენტი eqspiration მომდევნო კვირა აქ ცოტა დროც არის საჭირო ამ კონტრაქტს ვადა ეწურება 4 აგვისტოს. მომდევნო კვირას
AMZN ზე მაქვს ნაყიდი 1100 სტრაიკზე CAll ობციონი გადახდილი მაქვს ერთ კონტრაქტზე $4.25 ექსპირაცია მიმდინარე კვირა ანუ ამ კონტრაქტს ვადა ეწურება პარასკევს 28 ივლისს

გასართობად დემო ანგარიშებზე ვისაც გაქვთ აიღეთ ეს პოზიციები და დაელოდეთ შედეგებს.

Posted by: Lilith 27 Jul 2017, 18:34
Levan_i
QUOTE
ვნახე CEO, ნორმალურად მიდის, კიდევ რამდენიმე დღე მასეთ ტემპში და რაც შემდეგ მოხდება გულგრილს არავის არ დატოვებს  სტრაიკის ზემოთ უკვე ძაან კარგი დელტა აქვს ოფციონს, და თუკი თავიდან აქციის 5 დოლარით აწევამ +200-300 დოლარი მოგცა, მერე უკვე 1 დოლარზე გაძლევს 800-1000ს და ძაან დიდი სტრესია, პატარა კორექციაზეც დიდი თანხა გაკლდება და პოზიციის სწორად დახურვა ძნელდება.

biggrin.gif ვნახოთ, ჯერ 3 კვირაა კიდევ წინ, არ ვიცი სიმართლე გითხრა სტრაიკს თუ მიაღწევს, არ ვარ დარწმუნებული.

Trading Grid-ში რა მონაცემებს ვხედავ შეგიძლია ორი სიტყვით ამიხსნა? Market Depth-ს რატომღაც არ მიჩვენებს, არ ვიცი ეს paper money-ს შეზღუდვაა თუ რა არის...
ანუ მარცენა მხარეს გადადებული Buy Order-ებია, მარჯვენა მხარეს Sell Order-ები? ანუ მიუხედავად იმისა რომ ოფციონის ფასი 0.2$ ნიშნულზეა, რეალურად 0.05-ზეა მხოლოდ მყიდველები?

user posted image

Magana1
QUOTE
გასართობად დემო ანგარიშებზე ვისაც გაქვთ აიღეთ ეს პოზიციები და დაელოდეთ შედეგებს.

up.gif მადლობა, ავიღებ ორივე პოზიციას "ინტერესისთვის" smile.gif
* * *
bes_ka888
QUOTE
მალადეც კარგად აიღე ალღო დემოზე ხარ თუ რეალურზე?

დემოზე ვარ ჯერ ჯერობით.

Posted by: Levan_i 27 Jul 2017, 19:11
Lilith
trade grid და market depth ერთი და იგივეა, ბიდზე და ასკზე რა ორდერები დგას ეგ ჩანს ორივეში.
QUOTE
ანუ მიუხედავად იმისა რომ ოფციონის ფასი 0.2$ ნიშნულზეა, რეალურად 0.05-ზეა მხოლოდ მყიდველები?

ეგ ბოლომდე მეც არ მესმის, 0.2 არის საშუალო ფასი, და ყოველთვის საშუალო ფასზე ვაყენებ ხოლმე ორდერებს და ძირითადად მალევე ასრულებს. ანუ ბიდ/ასკ 5/45-ზეა მარა მაინც 20-ზე ყიდი და ყიდულობ, და ვინ დგას მეორე მხარეს - ტრეიდერი თუ მარკეტ მეიკერი უკვე ვეღარ ვიგებ. თუ საშუალო ფასად შეიძლება ორდერის გახსნა მაშინ ასკზე რატოა 0.45 პირდაპირ 0.20 დაწერონ
* * *
Lilith
QUOTE
CEO 18-Aug, Call, Strike 120$

ეხლა შევხედე კარგად გრაფიკს, ძაან შორსაა 120, არამგონია ავიდეს

Posted by: Magana1 27 Jul 2017, 19:34
ოოოოპ
AMZN 1100 სტრაიკზე CAll ობციონი რომელიც ვიყიდე $4.25 გავყიდე $14.35 ად smile.gif ეს არის ტრეიდი
* * *
ეგრევე ვიყიდე ვიყიდე AMZN 1130 სტრაიკზე CAll ობციონი $5 ად (ეს არის Roll Up) სტრატეგია ფაქტიურად უფასოდ ვიყიდე ეს პოზიცია დავა ნოლამდე არც ვდარდობ 100% რისკი
BIDU 220 სტრაიკზე Call ობციონი რომელიც ვიყიდე 0.64 ად ეხლა ღირს 1.49 ჯერ მიჭირავს ეს პოზიცია

Posted by: Lilith 27 Jul 2017, 19:42
Magana1
QUOTE
AMZN 1100 სტრაიკზე CAll ობციონი რომელიც ვიყიდე $4.25 გავყიდე $14.35 ად  ეს არის ტრეიდი

მართლაც რომ, ამ წუთას 200 კონტრაქტი გამოიტანა ვიღაცამ 11.3$-ად გასაყიდად

BIDU-ს ფასი ძალიან სტაბილურად მიცოცავს ზევით, 1.9$-ზეა ყიდვის ორდერები ამწუთას.
* * *
Levan_i
QUOTE
ეხლა შევხედე კარგად გრაფიკს, ძაან შორსაა 120, არამგონია ავიდეს

113-114$ თუ გაარღვია მაშინ ავა, ძლიერი დონეა ისტორიას თუ გადავხედავთ. თუმცა 3 კვირაც არაა პატარა დრო, ვნახოთ, 0.117$-ია ჩემი Avg.Price-ი

Posted by: Magana1 27 Jul 2017, 19:53
ვიყიდე BABA 165 სტრაიკი $0.10 ად

Posted by: Magana1 27 Jul 2017, 21:44
უჰ
დღეს სერიოზული დღე მქონდა 10k

* * *
შესანიშნავი დღე, შესანიშნავი smile.gif) ჰაჰ
* * *
85 წუთში 10.000 დოლარის მოგებას რომ დააგენერირებ შესაNისნავი არ არის ვინ არ მეთანხმება smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: bes_ka888 27 Jul 2017, 23:20
Magana1
ვაააა
შენი პოსტები მაგარ სტიმულს მაძლევს წარმატებები

Posted by: Magana1 28 Jul 2017, 01:22
ოკ
AMZN იძირება -33$ ვარდნა ძალიან ცუდი რეპორტი
BIDU აღმამავალია +15% კარგი ფინანსური მაჩვენებლების გამო
ასევე მიჭIრავს BABA PUT ობციონი.
პოზიციები ჰეჯირებულია მარკეტის დაღასვლის შემთხვევაში დაზღვეული პოზიციებიც მიჭრავს AVGO Put. და BABA put ობციონები.
ვნახოთ რა ოხდება

Posted by: Lilith 28 Jul 2017, 02:20
Levan_i
Magana1
თუკი მე ვერ გავყიდე ჩემი CALL ოფციონი ვადის გასვლამდე, რა ხდება ამ დროს? აქციები "მეტენება" სტრაიკის ფასად? თუ ჯარიმას ვიხდი სტრაიკის ფასსა და მიმდინარე ფასს შორის სხვაობაზე? ხო ხვდებით რა მაინტერესებს, რაღაცა რომ მოხდეს და ოფციონი ვერ გავყიდო, რამხელა რისკის წინაშე ვდგევარ? ანუ ოფციონის ფასში რა რისკიც მქონდა გათვალისწინებული, იმაზე რამდენით მეტი ზარალი შეიძლება მივიღო?
* * *
QUOTE
აქციები "მეტენება" სტრაიკის ფასად?

ვნახე პასუხი, ანუ აქციების ყიდვა სტრაიკის ფასად ევალება ოფციონის გამყიდველს. მყიდველი პრინციპში რაც გადაიხადა ოფციონში - ფასი+საკომისიო, მხოლოდ ამას ზარალობს ნებისმიერ ვარიანტში.

Posted by: T-72 Sim1 28 Jul 2017, 21:20
Magana1

რომელ საიტზე ვაჭრობ ?

Posted by: Lilith 28 Jul 2017, 22:05
Magana1
QUOTE
BIDU აღმამავალია +15% კარგი ფინანსური მაჩვენებლების გამო

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე...! © BIDU 6.25$ ამ წუთას... up.gif

Posted by: Levan_i 30 Jul 2017, 09:40
Lilith
რამდენი R დადე? smile.gif

Posted by: bes_ka888 31 Jul 2017, 18:26
ს&პ500, ნასდაქ, დოუჯონსს რა ჭირი ეცა, $ დასუსტებამ გამოიწვია?

Posted by: Lilith 1 Aug 2017, 00:34
Levan_i
QUOTE
რამდენი R დადე?

მე 1$-ად ვიყიდე (დემოზე) 10 კონტრაქტი.

შეკითხვა: რატომ არ მოხდა დღეს BIDU-ზე არანაირი ცვლილება? 4 აგვისტოს ოფციონი მაქვს მხედველობაში. საერთოდ არცერთი ორდერი არაა არცერთ მხარეს და ფასი რასაც ჰქვია არ განძრეულა ადგილიდან მთელი დღის განმავლობაში. არადა აქციაზე იყო მოძრაობა ჩვეულებრივად.

Posted by: kaniga 1 Aug 2017, 01:17
QUOTE (Magana1 @ 27 Jul 2017, 21:44 )
უჰ
დღეს სერიოზული დღე მქონდა 10k

* * *
შესანიშნავი დღე, შესანიშნავი smile.gif) ჰაჰ
* * *
85 წუთში 10.000 დოლარის მოგებას რომ დააგენერირებ შესაNისნავი არ არის ვინ არ მეთანხმება smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))

რა უნდა ვისწავლო რომ გავიგო რას ლაპარაკობთ lol.gif

Posted by: Levan_i 1 Aug 2017, 21:27
ეიფლის ერნინგ რეპორტი იდება დღეს, თუ არ ვცდები ჩვენი დროით ღამის 1:00-ზე

ქოლები მაქ ნაყიდი მე პირადად

user posted image

Posted by: daikidebebe 1 Aug 2017, 21:29
QUOTE (Levan_i @ 1 Aug 2017, 21:27 )
ეიფლის ერნინგ რეპორტი იდება დღეს, თუ არ ვცდები ჩვენი დროით ღამის 1:00-ზე

ქოლები მაქ ნაყიდი მე პირადად

user posted image

მეც ქოლი მაქვს ნაყიდი ოღონდ QQQ ETF-ზე რომელშიც ყველაზე მეტი წონა მაგას აქვს.

Posted by: Levan_i 1 Aug 2017, 22:55
daikidebebe
კაია მარა ეტფ-ებს პატარა ვოლატილობა აქვთ

Posted by: Lilith 2 Aug 2017, 02:17
Levan_i
up.gif 160$-ზეა afterhours ფასი

Posted by: gigaboku 2 Aug 2017, 04:53
რამდენიმე შეკითხვა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით,იმედი მაქვს გამცემთ პასუხს და ბოლოს მოუღებთ ჩემს ცნობისმოყვარეობას.

1.რაში ჭირდებათ ისეთ მაღალშემოსავლიან კომპანიებს როგორიცაა Macdonalds,Apple და ა.შ აქციების გაყიდვა, როცა მათი შემოსავალი რამდენიმე მილიარდს აღწევს?

2.ამბობენ ''ზოგიერთი'' კომპანია აქციის მეპატრონეეებს უხდის დივიდენტს? რამდენს იხდის Apple ან სხვა მაღალი დონის კომპანია და შეიძლება ეს დივიდენტი ვაქციო ჩემი შემოსავლის წყაროდ?

3. როგორც ზევით ვახსენე "ზოგიერთი" კომპანია იხდის დივიდენტს. რა აზრი აქვს ისეთი კომპანიის აქციების ყიდვას თუ ისინი დივიდენტს არ იხდიან? ანუ მათი ქონა მე რას მარგებს.

4. კომპანიის აქციების რაოდენობა შეზღუდულია? ანუ მაგალითად ეიფლს ულევი აქციის გაყიდვა შეუძლია თუ გარკვეული რაოდენობის?(მაგ:10000)

5.როცა ვყიდულობ რომელიმე კომპანიის აქციას, ეს ნიშნავს იმას,რომ მე ავტომატურად ამ კომპანიის მეწილე ვხდები?

Posted by: Levan_i 2 Aug 2017, 09:32
Lilith
Market is my bitch boli.gif biggrin.gif

gigaboku
1. ეგ თავიდან აკეთებენ ოფერს როცა ipo აქვთ, რომ სახსრები მოიზიდონ ინვესტორებისგან. მაგ სახსრებით აქვთ მერე ეგ მილიარდები მიღებული. ეს იგივეა ფული რომ ესესხო ვინმეს და მერე ეგ ფული სხვადქსხვა წარმოების საშუალებებში ინვესტირებისთვის და ზოგადად შენი ბიზნესის გაფართოვებისთვის გამოიყენო
2.კი, დივიდენდებს იხდიან ოღონდ ყველა არა. თავისუფლად შეგიძლია აქციო ეს შემოსავლის წყაროდ, თავისუფლად რა, რამდენიმე მილიონი გინდაsmile.gif ან რამდენიმე ასეული ათასი
3.აქციის ფასის ზრდაც ხო ხდება, ეგეც გაძლევს მოგებას. იყიდე 10 დოლარად გაყიდე 20-ად
4.შეზღუდულია, კონკრეტულად ეიფლის აქციების რაოდენობა მაგალითად არის 5.214 მილიარდი 21 აპრილის მდგომარეობით.
5.კი მასეა

Posted by: Lilith 2 Aug 2017, 20:55
gigaboku
QUOTE
1.რაში ჭირდებათ ისეთ მაღალშემოსავლიან კომპანიებს როგორიცაა Macdonalds,Apple და ა.შ აქციების გაყიდვა, როცა მათი შემოსავალი რამდენიმე მილიარდს აღწევს?

კომპანია როგორც ასეთი არ ყიდის აქციებს. რაღაც მომენტში საბჭო წყვეტს რომ გამოუშვას აქციები, ეს აქციები წილობრივად ვისაც რამდენი ეკუთვნის გადანაწილდება კომპანიის მფლობელებს შორის და შემდეგ მფლობელები როცა მოისურვებენ ყიდიან. ხოლო ეხლა უკვე რაც იყიდება ყოველდღიურად უკვე კერძო პირები და ფონდებია, რომლებსაც კომპანიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, თუმცა
QUOTE
5.როცა ვყიდულობ რომელიმე კომპანიის აქციას, ეს ნიშნავს იმას,რომ მე ავტომატურად ამ კომპანიის მეწილე ვხდები?

კი, და თან არა. შეიძლება იყო მეწილე შეიძლება არა.

QUOTE
2.ამბობენ ''ზოგიერთი'' კომპანია აქციის მეპატრონეეებს უხდის დივიდენტს? რამდენს იხდის Apple ან სხვა მაღალი დონის კომპანია და შეიძლება ეს დივიდენტი ვაქციო ჩემი შემოსავლის წყაროდ?

ეს ძალიან განზოგადოებული თემაა. წარმოიდგინე კომპანიას გააჩნია $1მლნ აქტივები 2017 წლის 1 იანვრისთვის. წლის განმავლობაში მოგებამ შეადგინა 200,000$, ანუ 20%. სულ კომპანიას ბრუნვაში გამოშვებული აქვს 100,000 აქცია. ანუ წლის დასაწყისში აქციის ღირებულება იყო 10$, ეხლა არის 12$. წლის ბოლოს (ან შემდეგი წლის დასაწყისში) შეიკრიბება აქციონერთა კრება, რომელზეც გადაწყდება 1) საერთოდ გავცეთ თუ არა დივიდენდები, 2) თუ გავცემთ, მოგების რა ნაწილს. ანუ შეიძლება საერთოდ არ გასცენ დივიდენდი, შეიძლება გადაწყდეს რომ მოგების 20% გაიცეს დივიდენდის სახით, რაც იქნება 40,000$, ან 0.4$ თითო აქციაზე, აქციის ღირებულება ამ შემთხვევაში 11.6$ იქნება, ვინაიდან ახალი წლიდან აქტივები 1,200,000 - 40,000 = 1,160,000$ იქნება.

QUOTE
3. როგორც ზევით ვახსენე "ზოგიერთი" კომპანია იხდის დივიდენტს. რა აზრი აქვს ისეთი კომპანიის აქციების ყიდვას თუ ისინი დივიდენტს არ იხდიან? ანუ მათი ქონა მე რას მარგებს.

დივიდენდს გასცემს თუ არა, თუ კომპანია მოგებაზე გადის, შენი აქციის ღირებულებაც იმატებს.

4. კი. აქციების გამოშვება არის პროცესი, რომელიც ნებისმიერ დროს კომპანიას შეუძლია წამოიწყოს. მაგ თუ დამატებითი ფული სჭირდება წარმოების გასაფართოებლად.

5. ზევით დავწერე უკვე, არის სხვადასხვა ნიუნსები, მთავარია რას თვლი "მეწილე"-დ? აქციონერთა კრებაზე რომ მიიღო მონაწილეობა არის მინიმალური პაკეტის ცნება და მინიმუმ იმდენი აქცია უნდა გქონდეს რომ რაღაცა გადაწყვეტილების მიღებაში გქონდეს ხმის მიცემის უფლება.

Posted by: gigaboku 2 Aug 2017, 22:05
ანუ ვის რაში აწყობს ისეთი აქციის ყიდვა რომელიც არაფერ მოგებას არ იძლევა? ნუ გასაგებია რომ შEმდეგ უფრო ძვირად გაყიდო მაგრაამ რატოო ყიდულონთ რატომ

Posted by: Levan_i 2 Aug 2017, 23:17
gigaboku
დივიდენდის გადახდა კვარტალში ერთხელ ხდება, ხოდა ზოგს ურჩევნია რამდენიმე დღით ან თუნდაც საათით იყიდოს აქცია და გაყიდოს. ამასთანავე დივიდენდის მოცულობამ ნორმალურ ოდენობას რომ მიაღწიოს გაცილებით დიდი კაპიტალის ინვესტირება გჭირდება, რაც ასევე პრობლემაა რიგ შემთხვევებში.

Posted by: Lilith 2 Aug 2017, 23:28
gigaboku
QUOTE
მაგრაამ რატოო ყიდულონთ რატომ

QUOTE
ნუ გასაგებია რომ შEმდეგ უფრო ძვირად გაყიდო

spy.gif biggrin.gif

Posted by: bes_ka888 3 Aug 2017, 09:52
ბიჭებო 1 რაღაც ვერ გავიგე კომპანია თუ დივიდენდს არ იხდის მაშინ მისი აქცია უეჭველად ძვირდება?

Posted by: Vishal 4 Aug 2017, 17:37
სად ყიდულობთ მაგ ოპციონებს? რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის საქართველოს მოქალაქეებზე?

Posted by: Rezzik0 4 Aug 2017, 19:19
ბიჭებო, პლატფორმა ვერ ვიპოვე.. დამილინკეთ რა

Posted by: bes_ka888 4 Aug 2017, 20:32
QUOTE (Rezzik0 @ 4 Aug 2017, 19:19 )
ბიჭებო, პლატფორმა ვერ ვიპოვე.. დამილინკეთ რა

https://www.thinkorswim.com/t/trading.html

Posted by: Vishal 9 Aug 2017, 22:28
აუუუ, ეს რა კუხნა გაქვთ გახსნილი? https://www.tdameritrade.com/home.page აქ რა თქვენს გარეშე ვერ დავრეგისტრირდები?

Posted by: Lilith 10 Aug 2017, 00:43
-------------------------------------------------------------------------------

Posted by: ვეგა 15 Aug 2017, 13:51
ტოსში ღია ინტერესის დამატებას ვცდილობ


უნდას იყოს ესე, ვოლუმზე უნდა აჩვენებდეს


user posted image

მაგრამ ჩემტან არ აჩვენებს და რაშია საქმე ხომ ვერ მეტყვით

user posted image

Posted by: bes_ka888 15 Aug 2017, 20:54
ვეგა

ოსცელატორები, უნდა მერე სხვადა სხვა პერიოდებს უნდა მითითება შონ როგორც გაწყობს ისე რომ მოირგო.

Posted by: ვეგა 18 Aug 2017, 00:12
bes_ka888
არ აჩვენებს ვაბშე ეგე სქრინზეც N/A წერს... ინფუთიც ცარიელია და ვერაფერს მიუთითებ


Posted by: bes_ka888 18 Aug 2017, 20:39
Mashin vizualidan iqneba damaluli washale da xelaxla miainstalire an settingebi daaresete

Posted by: ვეგა 19 Aug 2017, 15:14
bes_ka888
2გან მაქვს პლატფორმა და ორივეგან იგივეა, არც თავიდან დაინსტალირებამ არ უშველა

შენთან აჩვენებს?

Posted by: bes_ka888 20 Aug 2017, 18:00
Gamortuli geqneba im kvirashi chaval saxshi da videos gadavigeb rogor unda daayeno

Posted by: Volkssturm 22 Aug 2017, 11:13
ბოდიში off topic-თვის მაგრამ უნდა ვიკითხო:

ეხლა ვნახე ამერიტრეიდს მნიშვნელოვნად დაუწევია საკომისიოები ფიუჩერსებზე, პრაქტიკულად გაუნახევრებია მოსაკრებელი და გამოდის, რომ დაახლოებით იმდენივეს გადავიხდი, რამდენსაც ამჟამად ვიხდი ჩემს ბროკერთან, ეს არის პოზიციის გასხნა-დახურვაში $ 5. მაგრამ, ამის გარდა მე ვიხდი მოჭრილად ყოველთვიურ მოსაკრებელს ჩიკაგოს ბირჟაზე. ამერიტრეიდს ამის შესახებ არაფერი უწერია და მაინტერესებს კომპეტენტური ხალხისაგან აზრი, განსაკუთრებით მივმართავ Levan_i, Magana1-ს, მომიწევს ამ ყოველთვიური მოსაკრებლის გადახდა, თუ ამერიტრეიდზე გადავედი?

Posted by: Levan_i 22 Aug 2017, 13:58
Volkssturm
მე არაფერს ვიხდი რავიცი, არანაირ მოსაკრებელზე არ მსმენია არაფერი

Posted by: Lilith 23 Aug 2017, 01:58
Volkssturm
ვიცი რასაც გულისხმობ, ვერ ვნახე ვერაფერი მსგავსი ვერც ამერიტრეიდის და ვერც thinkorswim-ის საიტზე. სავარაუდოდ საკომისიოებშია გათვალისწინებული ყველა ბირჟის მოსაკრებელი. კარგი კითხვაა ნამდვილად, კიდევ დავძებნი იქნებ სადმე რამე იყოს ნახსენები up.gif

Posted by: Volkssturm 23 Aug 2017, 08:51
Lilith, Levan_i დიდი მადლობა, გაიხარეთ!

Posted by: lilu777 23 Aug 2017, 18:25
გამარჯობათ, თუ შეიძლება ვიკითხო ამ თემაში და იქნებ ვინმემ მიპასუხოთ

როდესაც ვყიდულობთ რომელიმე კომპანიის აქციებს (როგორც დილეტანტი) და ვცდილობთ გაგვიმართლოს

რა ძირითადი კრიტერიუმებია რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? smile.gif

Posted by: Lilith 23 Aug 2017, 18:39
lilu777
გააჩნია შენ რა მიზანი გაქვს, რისთვის ყიდულობ? რა ტიპის ანგარიშზეა საუბარი - ჩვეულებრივი brokerage თუ IRA/401k?

Posted by: lilu777 23 Aug 2017, 19:14
Lilith

ჩვეულებრივი brokerage შემთხვევაში

Posted by: Lilith 23 Aug 2017, 19:48
lilu777
დიდი თემაა და ერთ და ორ დღეში ვერავინ ვერ გასწავლის ვაჭრობას. ძირითადი პრინციპი ძალიან მარტივია - იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად. ამის იქეთ ყველას თავისი შეხედულება და თავისი მიდგომა აქვს. თუ გაქვს ინტერესი იაქტიურე, დასვი კონკრეტული შეკითხვები, ზირითადი ინფორმაციის მოძიება მაინც შენით მოგიწევს და თუკი ფიქრობ რომ ეს ის სფეროა, სადაც რაღაც მომენტში ფეხს ფეხზე გადაიდებ და დატკბები ცხოვრებით - ეს ასე არ არის, სხვა თუ არაფერი ტრამპს შეხედა, რა ეტყობა დასვენებულის? biggrin.gif

Posted by: lilu777 23 Aug 2017, 20:10
Lilith


biggrin.gif არა ყიდვა გაყიდვით არ მინდა დავკავდე , უბრალოდ მინდა რაიმე ნორმალური აქციები შევიძინო საიდანაც დივიდენდების სახით მექნება შემოსავალი და რომლის ფასი შესაძლოა აიწევს.

ან ისეთი რომელიც იაფი ღირს და მომავალში შეიძლება წლების მერე გაძვირდეს. ლატარიაა და მინდა ვცადო მხოლოდ რაღაცეები მინდა გავითვალისწინო რაც ზოგადად წესია და ყველამ ასე თუ ისე იცის.

ამ რამოდენიმე თვის წინ ერთი მილიონერი გახდა მასე არასდროს იცი სად გაგიმართლებს.

ამერიკა რომ დავინახე იმიტომ შემოვედი. ნიუ იორკში ვაპირებ ვნახო რა ხდება, გადავხედო რა შეიძლება და რისი შეძენა smile.gif აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა

კონკრეტულ კითხვებს ალბათ მომავალში უფრო დავსვავ smile.gif

Posted by: Lilith 23 Aug 2017, 20:32
lilu777
QUOTE
ამერიკა რომ დავინახე იმიტომ შემოვედი. ნიუ იორკში ვაპირებ ვნახო რა ხდება, გადავხედო რა შეიძლება და რისი შეძენა  აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა

smile.gif აქ მე და შენს გარდა სხვა ყველა საქართველოშია smile.gif ასე რომ ნიუ-იორკში იქნები თუ თბილისში დიდი სხვაობა არაა, ნუ ერთადერთი ის რომ საბუთების გაგზავნა საქართველოს ფოსტით არ მოგიწევს და ანგარიშს შედარებით მარტივად გახსნი.

QUOTE
ამ რამოდენიმე თვის წინ ერთი მილიონერი გახდა მასე არასდროს იცი სად გაგიმართლებს.

ეს დაივიწყე.

QUOTE
ბრალოდ მინდა რაიმე ნორმალური აქციები შევიძინო საიდანაც დივიდენდების სახით მექნება შემოსავალი და რომლის ფასი შესაძლოა აიწევს.

დაიწყე ამით:
https://www.simplysafedividends.com/high-dividend-stocks/

თითოეული აქციის გრაფიკი შეგიძლია გადაამოწმო http://finance.yahoo.com/ ან https://tradingview.com/ საიტებზე. როგორც უკვე დავწერე ეს არ არის პატარა თემა, ნებისმიერ აქციაზე როგორც მინიმუმ უნდა დაითვალო ყველაზე მაღალ წერტილში რომ გეყიდა მიმდინარე ფასზე გათვლით რამდენს დაკარგავდი, დაითვალო რამდენს მიიღებდი დივიდენდის სახით, დაითვალო ბოლო თვეში, კვარტალში და 12 თვეში როგორ და რამდენით შეიცვალა ფასი. ეს მოგცემს მიახლოებით წარმოდგენას თუ რა რისკთან და რა პოტენციურ შემოსავალთან გაქვს საქმე კონკრეტული აქციის ჭრილში.

Posted by: lilu777 23 Aug 2017, 20:55
Lilith

მადლობა, ვნახოთ რა გამოვა იმედია გავერკვევი

Posted by: gelagulo 23 Aug 2017, 21:58
ხვალე მივდივარ გალთ& თაგართში ანგარიში უნდა გავხსნა. რამე რჩევას ხო არ მომცემთ რა ვკითხო და საერთოდ ღირს თუ არამანდ გახსნა?

Posted by: Levan_i 23 Aug 2017, 22:53
gelagulo
მგონი ამ თემაში არავის არ აქ ანგარიში მანდ

Posted by: gelagulo 24 Aug 2017, 00:11
Levan_i ცუდია.... ამერთრეიდზე მინდოდა გახსნა სულ თავიდან მაგრამ მეზარება ამდენი საბუთის შეკრება, თან გალთს უფრო იაფი აქვს თრეიდი და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: Lilith 24 Aug 2017, 01:16
gelagulo
QUOTE
თან გალთს უფრო იაფი აქვს თრეიდი

იაფი არ ნიშნავს კარგს

Posted by: ვეგა 24 Aug 2017, 01:43
რამე open interest შემცვლელი სახელით ხომ არ იცით რომელიც ორდერების გახსნას და დახურვას ანახებდეს პატარა ტაიმფრეიმზე, open interest D1 და მაღალზე აჩვენებს

Posted by: bes_ka888 24 Aug 2017, 09:18
gelagulo

გალთი& ტარგეთი ნორმალური საბროკეროა ადრე წწავიკითხე რომელიღაც ფრანგული ფრანგული ბანკის შვილობილია,

Posted by: absentee 24 Aug 2017, 14:43
bes_ka888
საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შედის როგორც ვიცი, საქსოსთან აქვთ ხელშეკრულება და მათი მეშვეობით გადიან ბირჟაზე, ნორმალური საბროკეროა ოღონდ მაღალი საკომისიოები აქვთო ასე ვიცი.

gelagulo
საქსოს არც შევადრი ამერიტრეიდს, ჯერ მარტო პლათფორმები უნდა ნახო როგორ განსხვავდება, ძაან პრიმიტიულად მეჩვენა საქსოს პლათფორმა. და დარწმუნებულ იხარ რომ იაფია გალთ ენდ თაგართში ორდერების გახსნა, მე როგორც მახსოსვ თითო ორდერზე 19 დოლარია საჭირო. (ნუ დაგეზარება ამერიტრეიდში ან რომელიმე სხვა ნორმალურ ბროკერში ანგარშის გახსნა, ამობეჭდავ ერთ კონტრაქტს, მერე მეორე პატარა კონტრაქტს, მიამატებ საბანკო ამონაწერს, პირადობის მოწმობის ასლს და ბანკის ფილიალის დირექტრორი დაგიდასტურებს საცხოვრებელ მისამართს, ამეებს გააგზავნი დიეიჩელით და დაელოდები. სამაგიეროდ რა პლაფორმააა ..... იფ)

ვეგა
ვოლუმი აჩვენებს მოცულობებს, ან კიდევ დააკოპირე ოფციონის სტრაიკი და იქ აჩვენებს როდის რა ფასში ივაჭრებოდა ოფციონი და რამხელა მოცულობები იყო)

Posted by: ibo 24 Aug 2017, 15:05
Levan_i
QUOTE
რომელსაც ცალკე კოეფიციენტი განსაზღვრავს, gama ან theta

გამმა არის ეგ, ფასის მეორე წარმოებული ანდერლაინგის მიმართ, ანუ დელტას პირველი წარმოებული აბდერლაინგის მიმართ.+


QUOTE
ყველაფრის გარდა implied volatility -იც მოქმედებს კონტრაქტის ფასზე

ეს პირიქით არის, იმპლაიდ ვოლაზე მოქმედებს ფასი smile.gif
სახელიც გეუბნება თვითონ, ფასში იმპლიცირებული ვოლატილობა.
ანუ იმპლაიდ ვოლა ითვლება საბაზრო ფასიდან ბლექ-სკოულზის ფორმულით.
მერე ეგ იმპლაიდ ვოლა შეგიძლია გამოიყენო ო-თი-სო ოფციონების ფასის განსასაზღვრად იგივე ანდერლაინგზე, ანუ იმ ოფციონების რომლებზეც ბაზარზე არ ვაჭრობენ (მაგ. სტრაიკი თუ აქვს სხვა ან მათურიტი, ან კიდე ექსოტიკური თუა)
* * *
daikidebebe
QUOTE
ძირითადად straddle სტრატეგიას ვიყენებ ხოლმე earning-ების დროს აქციებზე

ამას იყენებენ როცა ვოლატილობის გაზრდას ელოდებიან. ერნინგებს თუ ელოდები სტრადდლის Pუტ ნაწილი რაში გჭირდება? smile.gif

Levan_i
QUOTE
და ისე ოფციონის გამყიდველი რო იყო ბევრი ჩალიჩი დაგჭირდება ბროკერთან, რთულად იძლევიან მაგის უფლებას 

ქოლ ოპციონს ვერ გაყიდი იმიტომ რომ თეორიულად შესაძლებელია უსასრულოდ დიდი თანხის გადახდა მოგიწიოს რასაც ვერ გაქაჩავ.
* * *
Magana1
მეგობარო ცოტა იმაზეც წერე რამაც არ გაამართლა თორე მარტო გამართლებულებზე რომ წერ შეიძლება ვინმემ იფიქროს იაფი ფულის საშოვნელი მანქანა მიპოვნიაო და სიმწრით შეგროვილი თანხა მიაკარგოს biggrin.gif

იმედია ცუდად არ გამიგებ.

Posted by: Levan_i 24 Aug 2017, 15:50
ibo
QUOTE
ეს პირიქით არის, იმპლაიდ ვოლაზე მოქმედებს ფასი

მაშინ ერნინგ რეპორტის მერე რატომ ეცემა implied volatility მიუხედავად იმისა რომ ფასი 10 დოლარით და ხან მეტითაც იცვლება

Posted by: ibo 24 Aug 2017, 15:54
Levan_i
ზუსტად მაგიტომ რომ ფასი იცვლება smile.gif ბლექ სკოულსის ფორმულა იპოვე გუგლში ოფციონის ფასის გამოსათვლელი, პატარმეტრებს რომ შეხედავ ერთერთი არის ვოლატილობა. ოფციონის ფასი არის ის რაც ბაზარზე ივაჭრება ანუ მოცემული გაქვს. მაგ ფორმულას რომ გარდაქმნი ვოლატილობის გამოსათვლელად, მაგ გამოთვლილ ვოლას ქვია იმფლაიდ ვოლა

აი აქ წერია ცოტა მაგ თემაზე

https://quant.stackexchange.com/questions/7761/how-can-the-implied-volatility-be-calculated

Posted by: gelagulo 24 Aug 2017, 16:05
absentee ეხლა მოვედი, იმედგაცრუებილი არ დავრჩი. ეხლა ვადარებ პლატფორმებს ერთმანეთს ფასებით და ყველაფრით. როგორც პლატფორმა რათქმოუნდა thinkorswim ი მირჩევნია მაგრამ მე ჯერჯერობით მაინტერესებს ოფშენებით ვაჭრობა, ამერტრეიდზე წავიკითხე და თითო სთოქ ოფშენი 6,95$ ღირსო გალთში 3$. სთოქზე მითხრეს საწყისი 10 $ და მერე გააჩნია რამდენი ხანი გექნება ანგარიშზეო.

Posted by: absentee 24 Aug 2017, 16:13
QUOTE
თითო სთოქ ოფშენი 6,95$ ღირსო გალთში 3$. სთოქზე მითხრეს საწყისი 10 $ და მერე გააჩნია რამდენი ხანი გექნება ანგარიშზეო.

ვაა, მაგარია. მე ადრე დავრეკე და ალბათ იმის მერე შეამცირეს ფასები. წარმატებები.

Posted by: Lilith 24 Aug 2017, 16:26
absentee
QUOTE
საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შედის როგორც ვიცი, საქსოსთან აქვთ ხელშეკრულება და მათი მეშვეობით გადიან ბირჟაზე

კი ეგრეა
QUOTE
ნორმალური საბროკეროა ოღონდ მაღალი საკომისიოები აქვთო ასე ვიცი.

ქართული და ნორმალური შორი-შორსაა ერთმანეთისგან, სამწუხაროდ.

მაინც არ მესმის ამდენი "გადაგდებული" ადამიანის შემყურე რომელიმე ქართულ კომპანიას ასე ბრმად როგორ ენდობით, ვერ ვხვდები...

Posted by: gelagulo 24 Aug 2017, 17:07
absentee გაიხარე.

Posted by: Osaikomi 24 Aug 2017, 20:38
მოკლედ უნდა ჩავერთო და დაგარიგოთ სანამ არ მიაფშვენით ფულები , ოპციონები ხუმრობა არაა მეგობრებო , ძნელი სატრეიდოა და დამწყებისათვის ბევრი ფულის ჩადება არ ივარგებს. დაანებეთ ამ ბლაკ-სკოლეს წიგნებს და იმპლაიდ ვოლატილიტის , პირველ რიგში გრაფების კითხვა უნდა იცოდეთ საფუძვლიანად , იტერიდეთ კვირის იაფასიანი კონტრაქტები სპაი და აპპლი , მაგაზე მეტი არც არის საჭირო , მთავარია ემოციური და ფსიქოლოგიური მიდგომა , მერე მიუმატებთ ნელ-ნელა.

tastyworks კარგი ბროკერია , ვინც სინკორსწიმი დააარსა იმის დაარსებულია ესეც.

Posted by: ვეგა 24 Aug 2017, 23:37
absentee
არა მეგობარო ღია ინტერესი ცოტა სხვა რამეს აჩვენებს, რა ოდენობით გადის საქმიდან კონტრაქტები და ახლები იხსნება, ვოლუმზე ანალიზი შეიძლება და მეც შემიძლია ასე თუ ისე მაგრამ ეს დიდ ტაიმფრეიმებზე, მე პატარა ტაიმფრეიმის მაჩვენებლები მაინტერესებდა უშუალოდ აქტივზე და არა ობციონზე

Posted by: gelagulo 25 Aug 2017, 00:26
absentee ამერითრეიდზე 2000$ უნდა მინიმალური დეპოზიტიო თეისთისაც იგივე რაოდენობა ჭირდება..... weep.gif weep.gif სხვა პლათფორმას ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: bes_ka888 25 Aug 2017, 01:36
მე თუ მკითხავთ ნოვიჩკებმა აქციებით უნდა ივაჭეონ თანაც პენი აქციებით და ხშირი გარიგებებისაგან თავი შეიკავოს.ოპციპნები კი შემდეგი საფეხურია რადგანაც ძაან მერთულება ბევრი პატარა დეტალი.
პ.ს. როგორც იქნა ამოტივტივდა ეს თემა მოკლედ შემდეგ თვეს ვგეგმავ ამერტრეიდთან თანამშრომლობას და ვისაც გაქვთ ანგარიში დამაკვალიანოთ როგორ ხდება და კიდე 1 კითხვა თქვენ ვინებმაც გაქაჩეთ და ასე თუ ისე ტრეიდერობთ ეამდენი შეიტანეთ $$$$ თუ საიდიუმლო არააა. და თუ მაინც დამაინც პმ მომწერეთ.

Posted by: Levan_i 25 Aug 2017, 12:42
bes_ka888
QUOTE
კითხვა თქვენ ვინებმაც გაქაჩეთ და ასე თუ ისე ტრეიდერობთ ეამდენი შეიტანეთ $$$$ თუ საიდიუმლო არაა


$500-ით სულ რაღაც, ადრეც ბევრჯერ დავწერე.

QUOTE
დამაკვალიანოთ როგორ ხდება

პასპორტის, ბანკის ამონაწერის (აუცილებლად ინგლისურ ენაზე და აუცილებლად შენი მისამართით ზედ) და ამერიტრეიდის კლიენტის ანკეტის დასკანერებული ვერსიები გაუგზავნე იმეილით. 2-3 კვირაში მოგივა პინ კოდი ფოსტით და იმით შეხვალ კლიენტის კაბინეტში. შეგიძლია პინს არ დაელოდო, ოფისში დაურეკო და ტელეფონით გეტყვიან დროებით პაროლს რომელსაც შესვლისას შეცვლი. თუ რამე შეგეშლება ან გამოგრჩება მაგასაც მოგწერენ და გაასწორებ

Posted by: bes_ka888 25 Aug 2017, 17:48
Levan_i

ლევან შენ აქ ერთ ერთი წარმატებული ტრეიდერი ხარ ეს 500$ აქციებში დააბანდე? თუ ოფციონებში?

Posted by: Levan_i 25 Aug 2017, 18:29
bes_ka888
ოფციონებში, სხვას არაფერს არ გავკარებივარ

QUOTE
ლევან შენ აქ ერთ ერთი წარმატებული ტრეიდერი ხარ

სამსახურიდან თუ წამოვალ ამას მერე ვიტყვიsmile.gif

Posted by: bes_ka888 25 Aug 2017, 21:39
Levan_i


თუ კაი სამსახურია არ წამოხვიდე

Posted by: Levan_i 26 Aug 2017, 02:54
bes_ka888
შეიძლება ისეთ ციფრებზე ავიდე რომ უბრალოდ აღარ მიღირდეს მუშაობა

Posted by: bes_ka888 26 Aug 2017, 09:19
Levan_i

ღმერთმა ქნას smile.gif

Posted by: 1 ღერი nervi 29 Aug 2017, 22:27
გამარჯობათ, რომელიმე low deposit ბროკერს ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: Levan_i 30 Aug 2017, 12:54
1 ღერი nervi
ამერიტრეიდს არ აქვს შეზღუდვა დეპოზიტზე

Posted by: 1 ღერი nervi 30 Aug 2017, 23:54
QUOTE
ამერიტრეიდს არ აქვს შეზღუდვა დეპოზიტზე

ოფციონებით ვაჭრობაზე 2000$ აქვს.

Posted by: Levan_i 31 Aug 2017, 01:34
1 ღერი nervi
მე თვითონ მაქვს 500 დოლარით დაწყებული და ამ წუთას 2000-ზე ნაკლები მაქვს დეპოზიტზე

Posted by: gelagulo 31 Aug 2017, 10:56
1 ღერი nervi ანგარიშის გასახსნელად საჭირო მინიმალური დეპოზიტი 2000$

Posted by: absentee 31 Aug 2017, 12:05
user posted image

დღეს ვათვალიერებდი და დიდი მოცულობების ორდერები არის შესული spx-ში, ოღონდ ვერ ვხვდები ნაყიდი აქვს თუ გაყიდული კონტრაქტები.

ამ სტრატეგიას ქვია კომბო. იგივეა რაც ინდექსის ყიდვა ან გაყიდვა, იმით განსხვავდება რომ ლევერიჯს იყენებს.

Posted by: T-72 Sim1 1 Sep 2017, 12:58
ამერიტრეიდზე როგორ დავრეგისტრირდე ???

ან რა პროცედურებია გასავლელი თანხის გადასარიცხად ?!

Posted by: Levan_i 1 Sep 2017, 13:13
T-72 Sim1

QUOTE
ამერიტრეიდზე როგორ დავრეგისტრირდე


QUOTE
პასპორტის, ბანკის ამონაწერის (აუცილებლად ინგლისურ ენაზე და აუცილებლად შენი მისამართით ზედ) და ამერიტრეიდის კლიენტის ანკეტის დასკანერებული ვერსიები გაუგზავნე იმეილით. 2-3 კვირაში მოგივა პინ კოდი ფოსტით და იმით შეხვალ კლიენტის კაბინეტში. შეგიძლია პინს არ დაელოდო, ოფისში დაურეკო და ტელეფონით გეტყვიან დროებით პაროლს რომელსაც შესვლისას შეცვლი. თუ რამე შეგეშლება ან გამოგრჩება მაგასაც მოგწერენ და გაასწორებ



თანხის გადარიცხვას რაც შეეხება რეკვიზიტებს მოგცემენ და იმის მიხედვით გადარიცხავ

Posted by: Levan_i 8 Sep 2017, 22:52
# AMZN

კაი ხანია ამ მომენტს ველოდები

user posted image
* * *
დღეს პირველად ვხსნი calendar spread-ს, რისკი $53, მაქსიმალური მოგება სადღაც $2000-მდე

user posted image

Posted by: Lilith 8 Sep 2017, 23:11
Levan_i
QUOTE
# AMZN

ოი... რა ვიცი, რა ვიცი... tom.gif

Posted by: Levan_i 8 Sep 2017, 23:30
Lilith
ფუნდამენტალურშია რამე ნიტოდ?

Posted by: Lilith 8 Sep 2017, 23:54
Levan_i
ნუ ორი ამბავი, რაც მე ვიცი - ერთი ის რომ სულ ცოტა ხნის წინ იყიდეს wholefoods-ი და რამდენიმე დღისწინ ფასები დააკლეს სხვადასხვა პროდუქციაზე, ანუ შემოსავალი შეიმცირეს. მეორე - ესეც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს მეორე headquarters-ის აშენების შესახებ და ძალიან ნეგატიურად შეხვდნენ ამ ამბავს.

Posted by: Levan_i 9 Sep 2017, 01:15
Lilith
ფასის ამბავზე მეც ვნახე სადღაც ინფო, ქოქოსზე და რაღაცეებზე რო დააკლეს, არამგონია ამხელა კომპანიაზე ამან იქონიოს სერიოზული გავლენა. ნეგატიური განწყობას ფასზე ვერ ვხედავ რავიცი, არანაირი ვოლიუმ სპაიკი არაა გაყიდვებში პირიქით პატარა სპრედებით და კლებადი ვოლუმით ეცემა ეს დღეები სულ. თან ეს პატერნი მაგრად მევასება, მცდარ გარღვევას ვეძახი მე პირადად. ვითომ ტრენდის ხაზს რო არღვევს მარა მალევე რომ ბრუნდება შიგნით

Posted by: jorjone 13 Sep 2017, 18:42
Levan_i
რა შედეგი გაქვს ამაზონის ოპერაციაზე?

Posted by: Levan_i 13 Sep 2017, 20:01
jorjone
ჯერ მხოლოდ +30 უსდ.

Posted by: gelagulo 14 Oct 2017, 18:54
რატომ დავივიწტეთ ეს თემა?? ამოვქაჩეთ აბა ვის რა პოზიციები გვაქს რამე კარგი ვარიანტი მინდა თორე წავედი წაგებაში

Posted by: bes_ka888 15 Oct 2017, 21:51
gelagulo

რატო კაცო, რატო წახვედი - ში?

Posted by: gelagulo 16 Oct 2017, 23:19
bes_ka888 კარგ პოზიციებს ნაადრევად ვხურავ ცუდებს ვტოვებ იმ იმედით რომ გამოსწორდებიან

Posted by: Levan_i 17 Oct 2017, 13:05
აგვისტოს მერე მეც სულ ვაგებ, ნორმალური Gain ვერ დავდე. აგერ რამდენიმე კვირაა ORCL-ს "ვუსადკავებ", წინა კვირას უკვე გაუვიდა ვადა ჩემს რამდენიმე კონტრაქტს, რამდენიმე დარჩენილი მაქვს კიდევ
user posted image

Posted by: gelagulo 18 Oct 2017, 20:37
ერთი მაინტერესებს რა განსხვავებაა ქოლლ ოფშენის გაყიდვასა და ფუთ ოფშენის ყიდვას შორის? რომელი ჯობია?

Posted by: Levan_i 18 Oct 2017, 21:20
gelagulo
ქოლის გაყიდვის დროს განუსაზღვრელი რისკი გაქვს და ფიქსირებული მოგება, ფუთის ყიდვის დროს ფიქსირებული რისკი და განუსაზღვრელი მოგება; ნუ მთლად განუსაზღვრელი არა, იმიტომ რომ აქციის ფასის მინიმალური ნიშნული 0-ია.

Posted by: gelagulo 18 Oct 2017, 22:21
Levan_i მადლობა

Posted by: bes_ka888 19 Oct 2017, 16:08
user posted image

გამარჯობათ. ოფშენებს არ ეხება მაგრამ მგონი საინტერესო ანალიზი შეიძლებ გაკეთდეს ამ კომპანიის skyf თიკერით მომავლის დექნოლოგიაა და ძაან ბევრი სეილები აქვს. თანაც ძაან იაფია მისი აქციის ფასი დე მემგონი კარგად გაიზრდება ღირს თვალყურის დევნება.

Posted by: Levan_i 27 Oct 2017, 22:38
ამაზონის option chain ამ წუთას:

user posted image

Posted by: T-72 Sim1 29 Oct 2017, 22:51
olymptrade

რას მეტყვით ამ საიტზე ??

Posted by: bes_ka888 30 Oct 2017, 15:21
1 რა მოხდება გაზრდის საპროცენტოს აშშ?
საბანკო სექტორი აიწევს მაღლა?

Posted by: T-72 Sim1 31 Oct 2017, 19:04
QUOTE (T-72 Sim1 @ 29 Oct 2017, 22:51 )
olymptrade

რას მეტყვით ამ საიტზე ??

>??????????????????
---------------

Posted by: absentee 31 Oct 2017, 20:25
bes_ka888
უფრო მეტი შანსია რომ დეკემბერსი აწევენ, ისე მაგას შენთ მიხვდი თუ წაიკითხე სადმე? (ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიებს რომ აწყობთ დოლარის გაძვირება)

T-72 Sim1

მაგ შეკითხვაზე არ გაგცეს პასუხი მიტომ რომ არ ეხება ეგ კითხვა ამ თემას.

Posted by: Levan_i 31 Oct 2017, 20:44
QUOTE
მაგ შეკითხვაზე არ გაგცეს პასუხი მიტომ რომ არ ეხება ეგ კითხვა ამ თემას

ეგეც არის მაგრამ მე პირადად წარმოდგენა არ მაქვს მაგ საიტზე და იმიტომ ვერ გავეციsmile.gif

Posted by: absentee 31 Oct 2017, 21:38
Levan_i

აი თუ გექნება დრო გადახედე, ლონდონში ჩამოიარეს და ერთ დღეში დახურეს ერთმანეთის მიყოლებით ბინარული ოფციონების ოფისები, ეგ არ არის ვაჭრობა, არის ჩვეულებრივი გემბლინგი.

https://www.leaprate.com/binary-options/broker/london-police-raid-20-binary-options-offices-day-of-action/

პ.ს. ხოდა რა დროს გემბლინგია როცა ესეთი ცხელია ბაზარი, აშშ-ში რეალრი მშპს ზრდა წელს იქნება ორჯერ მეტი ვიდრე ნავარაუდები იყო, დღესაც ნასადაქმა რეკორდი მოხსნა, თუ მოაბეს საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებას თავი ხო ვაბშე სასწაულები მოხდება, თან გაქანებული ერნინგების სეზონია.

Posted by: Levan_i 31 Oct 2017, 23:34
absentee

QUOTE
ლონდონში ჩამოიარეს და ერთ დღეში დახურეს ერთმანეთის მიყოლებით ბინარული ოფციონების ოფისები


ხო ვნახე ფეისბუქზე მეც. კარგად მოქცეულან : )

Posted by: bes_ka888 3 Nov 2017, 00:12
QUOTE (absentee @ 31 Oct 2017, 20:25 )
ისე მაგას შენთ მიხვდი თუ წაიკითხე სადმე?


აშკარად იუმორის კარგი გრძნობით გამოირჩევი smile.gif))) lol.gif lol.gif

Posted by: shakhalo1 3 Nov 2017, 14:34
მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ ვაჭრობა ფინანსურ ბაზარზე კომპანია Sachs Investment და მის ბრენდ - Menelaus Financial Holding-თან ერთად. ამ თემით დაინტერესებული ბევრი ადამიანი ვნახე აქ, რომლებიც თვითონ ვაჭრობთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი კომპანიაც საინტერესო იქნება თქვენთვის.

მენელაუს ფინანსური ჰოლდინგი, წარმოადგენს საერთაშორისო კორპორაციას, რომელიც პრიორიტეტულად ახდენს ინვესტირებას ფინანსურ სექტორში. ამჟამად ჰოლდინგის მფლობელობაშია რამდენიმე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანია. მენელაუს ფინანსური ჰოლდინგი გთავაზობთ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე აქტივების მართვის სპეციალურ პროგრამას, რაც გულისხმობს თქვენი დეპოზიტის მართვას გარანტიებით და მაღალ ყოველთვიურ სარგებელს. მენელაუს ფინანსური ჰოლდინგი გთავაზობთ შუამავლობას შვეიცარიულ ბანკ Swissquote-თან.
Swissquote-ის მომსახურებით თქვენ შეძლებთ ვაჭრობას საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე.

Swissquote Bank არის შვეიცარული ლიდერი პროვაიდერი ონლაინ ფინანსებისა და ტრეიდინგის სერვისებში. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 300,000-ზე მეტ ტრეიდერს აერთიანებს, ხოლო ბანკში განთავსებული დეპოზიტების ჯამური თანხა 21 მილიარდზე მეტია. Swissquote Group Holding 2000 წლის 29 მაისიდან არის შვეიცარიის საფონდო ბირჟის ლისტინგში, Swissquote-ის სათაო ოფისი მდებარეობს გლანდში, ხოლო ოფისები არის ციურიხში, ბერნში, დუბაიში, მალტაზე, ჰონგკონგსა და ლონდონში. ჯგუფში ამჟამად დასაქმებულია 550 თანამშრომელი. Swissquote Bank გთავაზობთ 20 წლიან გამოცდილებას ონლაინ სავაჭრო ბაზარზე, დაცულ დეპოზიტებს და გლობალურ ლიკვიდურობას

მენალაუს ფინანსური ჰოლდინგის მთავარი ანალიტიკოსი და ტრეიდერი - ამირან აზალაძე. ამირან აზალაძის მცირე ბიოგრაფია და საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება:

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის 10 წლიანი გამოცდილება;
პირველი ქართული წიგნის ავტორი Forex- ის შესახებ;
Yale University-ის ფინანსური ბაზრებისა და რისკის მენეჯმნეტის ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
საერთაშორისო ბაზრებზე რისკების მართვის ექსპერტი;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების ლექტორი;

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის თემაზე, კვირაში ერათხელ ტარდება მასტერკლასები, ამირან აზალაძისგან. სასაუბრო თემა შეეხება საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობასა და მიმდინარე მოვლენების ანალიზს. მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია.

დეპოზიტების მართვის სერვისი მენელაუსისგან

დეპოზიტების მართვა არის სპეციალური სერვისი მენელაუსის ფინანსური ჰოლდინგისგან, რომელიც მოიცავს დეპოზიტების მართვას საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, შვეიცარიული ონლაინ ფინანსების ლიდერი კომპანია SwissQuote-ის შუამავლობით. ჩვენ გთავაზობთ სავაჭრო ანგარიშის მართვას გარანტიით:
თქვენ განკარგავთ თქვენს თანხას და შეუზღუდავად ახდენთ სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანას და გატანას;
სავაჭრო ანგარიში იხსნება თქვენს სახელზე და გადარიცხვებს აკონტროლებთ მხოლოდ თქვენ;
ჰოლდინგი იძლევა გარანტიას თქვენი დეპოზიტის უდანაკარგოდ დაბრუნებაზე, გარანტიას ექნება იურიდიული ძალა;

როგორ მუშაობს დეპოზიტების მართვა ?
1. მენელაუსის დახმარებით, ხსნით შვეიცარიულ ბანკში თქვენს საკუთარ ანგარიშს.
2. თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას მართავს კომპანიის გამოცდილი ტრეიდერი, რაც თვის განმავლობაში დაახლოებით 20- 30%-ით ზრდის დეპოზიტს.
3. თვის ბოლოს, არსებული მოგებიდან, საკომისიოს (50%) - უხდით კომპანიას გაწეული მომსახურებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პირადში და დეტალებზე უკვე იქ დავილაპარაკოთ.

Posted by: bes_ka888 3 Nov 2017, 17:25
shakhalo1

ჰმმმმმ ამ თრმაში ბროკერებს არ განვიხილავთ.
სხვა თემა გახსენით და გააპიარეთ. ეს თემა ობციონებს და ზოგჯერ აქციებს განიხილავს.
* * *
https://www.facebook.com/groups/DayTradersClub/




კაი ნაკოლს იძლევიან სნაიპერები

Posted by: absentee 25 Nov 2017, 11:16
ამაზონი ჩვეულ ამპლუაშა შავ პარასკევს. გუშინ რომ აღსრულდა იმ ოფციონებიდან ზოგმა 2500% მოიმატა.
ეს პირველი დეკემბრის არის

Posted by: gelagulo 7 Dec 2017, 02:38
გამარჯობა მაინტერესებს საიდ შეიძლება Probability ITM ის ნახვა როგორც არის thinkorswim ის პლათფორმაზე. ეხლა ვიყენებ გალთ ანდ თაგართს და ამათ არ ააქვთ ეგ მაჩვენებელი, thinkorswim ის დემო ექაუნთს კიდე ვადა გაუვიდა. მადლობა

Posted by: absentee 8 Dec 2017, 11:14
gelagulo
ახლიდან შეგიძლია გახსნა სინქორსვიმის დემო რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ
chups.gif

Posted by: Magana1 28 Dec 2017, 12:25
ES ფიუჩერსების ღირებული არეალის გამოთვლა.
ეს მიდგომა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, S&P500 ინდექსის ES ფიუჩრსების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებები, რაც შემდგომში დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ აქციებზე პოზიციის აღება დახურვის დონეები. მარტივად რომ ავხსნა, ეს მიდგომა რეალურად გაჩვენებთ თუ რა ხდება საფონდო ბაზარზე, არა მხოლოდ ES ფიუჩერსის ვიზუალრი დიაგრამსი ანალიზით, რაცას უმრავლესობა ტრეიდერებისა და ინვესტორებისა მმართვს და რაც ჩვენ მიგვაჩნია რომ დიდი შეცდომაა, არამედ იმის ანალიზით თუ რა ხდება სინამდვილეში ფარდის მიღმა, რამდენად რეალურია ინდექსის აღმასვლა თუ დაღმასვლა. ხშრია სიტუაციები როცა, სულ რამოდენიმე კომპანიის აქციის ფასის ზრდის ხარჯძე ხდება ინდექსის აღმასვლა, ეს არმცოდნე ინვესტორისთვის თითქოს სიგნალია, რომ საფონო ინდექსები მაღლა მიდიან. გამოცდილისთვის კი ეს საკმარისი არ არის, ამიტომ რა ხდება ინდექსის უკან, შეედინება თუ არა რეალურად კაპიტალი მარკეტზე, და რამდენად მოცულობითია ის კაპიტალი? სწორედ ამის განსაზღვრაა ამ ვიდეობლოგის მიზანი.

იხილეთ ვიდეო ამ საიტზე.

http://jdinvestment.ge/ka/news/19

Posted by: Jarvis 1 Jul 2019, 16:18
ბინარულ ოფციონებში გარკვევა მინდა და

ბინარული ოფციონების თემაა თუ ეს სხვა ოფციონებია რამე?

Posted by: Human 1 Dec 2019, 20:02
მოგესალმებით,
ვცდილობ გავერკვე ოფციონებით ვაჭრობაში.
პირველ პოსტში ასეთი რამ წერია:
"1. ყოველი პოზიცია არ აღემატება $500-ს. ( ვიღაცისთვის ეს ზომა უფრო დიდია ან უფრო პატარა ) ანუ რისკი ტრეიდზე არის $500-ი. "

როგორ უნდა მოხერხდეს ზუსტად 500 დოლარის ორდერის გაკეთება ან ზუსტად 1000 დოლარის, მანდ ხომ კონტრაქტების რაოდენობით ითვლება ორდერი?...

ანუ მინდა რომ ერთ ჯერზე გავრისკო ზუსტად 500 დოლარი, ოპციონის ფასი არის 3.5 დოლარი... ერთი კონტრაქტი 350 დოლარი გამოვა... ორი - 700 დოლარი.. როგორ უნდა მოვახერხო რომ ორდერი ზუსტად ჩავტიო მოცემულ თანხაში.

წინასწარ მადლობა პასუხისთვის.

Posted by: Human 4 Dec 2019, 14:16
ვერსად ვნახე პასუხი...
არავინ იცით რამე?...


.......................................................................................


Posted by: აპოლდა 4 Dec 2019, 22:42
Human


დამოკიდებულია პლატფორმაზე, სადილინგოზე. ზოგს ფიქსირებული აქვს თანხის მოცულობა, ზოგან ტაავდ შეგიძლია მიუთითო.

Posted by: Human 5 Dec 2019, 09:05
აპოლდა
მაგალითად tdameritrade-ზე და interactivebrokers-ზე როგორ უნდა მივცე ორდერი ისე რომ ზუსტად ჩავჯდე დავუშვათ 500 დოლარში ან 1000დოლარში?...
* * *
მანდ ხომ კონტრაქტებით ითვლება... 1 კონტრაქტი - 100 ოფციონი, 2 - 200 ოფციონი და ასე შემდეგ....

Posted by: Ersoy 17 Aug 2022, 17:03
ოფციონის ყიდვა მინდა და ეს ორდერი რას ნიშნავს ვინც ერკვევით რა შემთხვევაში მოვიგებ ან წავაგებ ფულს ბირჟაზე?
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)