Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > იაფი შანსი საქართველოსთვის გახდეს ბრენდი


Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 11:13
არის ერთი გლობალური დაჯილდოება, რომელსაც არ მიჰყვება სხვა დაჯილდოება ქვედა დონეზე.



ეს არის ნობელის პრიზი, მას არ ახლავს თავისი სატელიტი "ოქროს გლობუსი".

(ოქროს გლობუსი ოსკარის სატელიტია)




მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.


მათ არ აღიარებს ნობელის კომიტეტი.



არადა მათი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს.


კაცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს- ჩვენს თანამედროვეებს:
ბურთულიანი პასტის,
ცელოფნის,
დეზოდორის,
მობილური ტელეფონის,
თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების,
ჰიბრიდული მოტორის,
ქსეროქსის,
ლსდ მონიტორის,
ბეტონის გზის დამგების,
ქაფბეტონის,
ერთჯერადი შპრიცების,
ტუალეტის რულონების,
სერვერების,
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის,
ბეტონის პომპის,
თაჩსქრინის
თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,

და ათასი სხვა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე გამოგონებათა ავტორებს.




უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი

თბილისში
გლობალპროგრეს ევორდ.


სიმბოლურია,
ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის მომხმარებელი ქვეყანაა, ისევე როგორც ქვეყანათა 80%.
საქართველოს მიერ ამ პრიზების გაცემა
იქნება;


- განვითარებადი ქვეყნების არაფორმალური, მაგრამ სამართლიანი მადლობა პროგრესული ქვეყნების მიმართ.

- წახალისება არაელიტარული ქვეყნების მეცნიერთათვის,

რომელთათვისაც ნობელის პრემია მხოლოდ ზეგანვითარებული ქვეყნების ექსკლუზიური კლუბური ტრადიციაა.

-მსოფლიოს მოსახლეობა, მასა გაიცნობს უამრავ კარგ ადამიანს და იქნება მათი მადლიერი, მადლიერება კი მასა აამაღლებს, გახდის უფრო მეტად სოციალურად აქტიურს კაცობრიობის პროგრესის მიმართულებით.

- პროგრეს ევორდი იმდენად საინტერესო იქნება თავისი შინაარსით, რომ დაიმსახურებს გლობალური მასმედიის ყურადღებას. ეს თავის მხრივ საქართველოს პრომოცია იქნება.





ნომინაციები:

ეკოლოგია და ეკონომიურობა

კომუნიკაცია

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

ჯანმრთელობა

მატერიალური რესურსი

უსაფრთხოება

დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება

მომავალზე ორიენტირებული

ეკო ეფექტური არქიტექტურა

წარმატებული ნგო

საკვების პროდუქცია (აგრო, მელიორაცია, თევზჭერა,კონსერვაცია).

სოციალური





ჟიური:
გლობალური ავტორიტეტები
ჰოკინგსი
ტეტრაპაკის ოჯახი
კემერონი რეჟისორი
მადლენ ოლბრაიტი
კოელიო
მურაკამი
პამუკი
ბუტროს ბუტროს
მანდელა
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი



+ ინტერნეტ გამოკითხვის სტატისტიკა.
ეტქ.




ბიუჯეტი

არანაკლებ 10 მლნ ლარი. ყოველწლიურად.
სარგებელი კონკრეტულად ძნელი დასათვლელია მაგრამ უდავოდ გადააჭარბებს ხარჯს.
სარგებელში იგულისხმება როგორც ფინანსური სარგებელი ( ტურიზმი, ინვესტიციები) ასევე არამატერიალური სარგებელი - ქვეყნის რენომეს მატება, ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა, აგრესიული, არასტაბილური, უწესო ქვეყნის იმიჯი შეიცვლება ნოვატორი, რეფორმატორი, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯით.




პროგრეს ჯილდოს იმსახურებენ ჩემი შეფასებით


ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
მპ3
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
ბურჯ ხალიფა
კომპ მულტფილმის




ეტქ. პიონერები.





მთავრობა შეიძლება დავაინტერესოთ
იმით რომ, პირველ ხანებში პრიზი იყოს ვთქვათ ბინა ბათუმში, შემდეგ ლაზიკაში.
(ბათუმის და ლაზიკას პრომოცია)
შემდეგ ეტაპებზე ლაზიკას მშენებლობა და პროგრეს ევორდი შეიძლება მჭიდროდაც დაუკავშირდეს ერთმანეთს.
ორმხრივი სარგებელი. ლაზიკა ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო ნოვაციების ქალაქი.





ჰა. განვავრცოთ?

Posted by: Dedi Co 23 Jan 2012, 11:20
მშვენიალური იდეაა.
up.gif

აი, რა კარგია, როცა არაფრისმაქნისი ფილოსოფიური მსჯელობიდან ბოლოსდაბოლოს
გადავდივართ ყველასთვის სასარგებლო პრაქტიკულ აზროვნებაზე. yes.gif

Posted by: Shagrent 23 Jan 2012, 11:20
axalirevolucia
საინტერესო იდეაა, ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი და თავისი ხარჯებით ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთოს არ უნდა? user.gif

Posted by: forumeli64 23 Jan 2012, 11:24
QUOTE
მშვენიალური იდეაა.



სანამ არქიფოა პრეზო მანამდის მაგ იდეის განხორციელების დაწყებას აზრი არა აქვს.

არქიფო მოინდომებს იყოს ყველაფერი ახლის გამომგონებელი, შემქმნელიც, ავტორიც, ნოვატორიც, პიონერიც, შემოქმედიც და ა.შ... (და საბოლოოდ ან შეცერდება პროექტი, ან კიდევ გამოვა რაღაც ლეღვობა "შლოპანციანი კვერცხების" პონტში)

იგი შინაგანად ვერ აიტანს საქართველოში მცხოვრებ მასზე წარმატებულ და პოპულარულ ადამიანს... boli.gif


ასე რომ სანამ არქიფო ქეჩოშია
QUOTE
ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი


არ შეიტენის.
კარგად იცნობს მის მოდგმას და ჯილაგს help.gif

Posted by: ვაინერ ლეო 23 Jan 2012, 11:24
არ არის ცუდი აზრი

შეიძლება ეგეთი ფონდის შექმნა და ფულის მოზიდვა მაგ საქმეზე.
* * *
forumeli64
QUOTE
სანამ არქიფოა პრეზო მანამდის მაგ იდეის განხორციელების დაწყებას აზრი არა აქვს.

არქიფო მოინდომებს იყოს ყველაფერი ახლის გამომგონებელი, შემქმნელიც, ავტორიც, ნოვატორიც, პიონერიც, შემოქმედიც და ა.შ...

იგი შინაგანად ვერ აიტანს საქართველოში მცხოვრებ მასზე წარმატებულ და პოპულარულ ადამიანს...

პრობლემა იმაშია, რომ მარტო პრეზო არაა ეგეთი.

პრეზო ტიპიური ქართველია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით.

ტყუილად გამოგყავთ სხვა პლანეტიდან ჩამოსულად.

ეგეთი ნაკლი ქართველების 99,9% აქვს.

Posted by: analgin 23 Jan 2012, 11:29
axalirevolucia

კარგი იდეაა ნამდვილად, ოღონდ ცოტა შესწორებებით. smile.gif

ჯერ ერთი არ არიან ეგ ხალხი მთლად უყურადღებოდ მიგდებულები. smile.gif

http://web.mit.edu/invent/a-main.html
http://www.epo.org/news-issues/european-inventor.html

და საერთოდაც ა: http://www.inventhelp.com/inventor-awards-and-competitions.asp

smile.gif

რაღაცა ეჭვი მეპარება ბათუმში ბინის გადაცემა, მითუმეტეს უცხოელისთვის ისეთი კაი პონტი იყოს, როგორც მაგალითად 500 000$.

თუმცა იდეის პლუსი არის ის, რომ შეგვიძლია უფრო მასშტაბური და წარმომადგენლობითი გავხადოთ, შეიქმნას უკომპეტენტურესი ჟიური, რომელშიც მაგალითად მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო საზოგადოებების ლიდერები შევლენ, გაუკეთდეს მაგარი პრომო, მიიღოს შოუს სახე და დაწესდეს გრან-პრი, რომელიც მინიმუმ 1 000 000$ იქნება. smile.gif

შენს მიერ წარმოდგენილ ჟიურის ვერ დავეთანხმები, ტრაკის თამაშს დაემგვანება და სერიოზულ კონკურსად ვეღარავინ აღიქვამს მერე, რადგან ყველა ეგ ადამიანი არაკომპეტენტურები არიან და საკუთარი გემოვნებით და სუბიექტური აზრით მოუწევთ შეფასება და არა ობიექტური კრიტერიუმებით. smile.gif

Shagrent
QUOTE
საინტერესო იდეაა, ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი და თავისი ხარჯებით ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთოს არ უნდა?

თუ მიშა არ მიეთრევა და "ჩვენ გავაკეთეთს" არ დაიწყებს, რატომაც არა? smile.gif

Posted by: jangi 23 Jan 2012, 11:34
მახათის გამომგონებელს არ მივცეთ პრიზი?.........................

Posted by: forumeli64 23 Jan 2012, 11:38
QUOTE
პრობლემა იმაშია, რომ მარტო პრეზო არაა ეგეთი.

პრეზო ტიპიური ქართველია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით.



კი მასეცაა
მაგრამ ამ ჩვენს პრეზოს მაინც რაღაც განსაკუთრებული ჭია აქვს შემძვრალი ერთ ადგილზე.... gigi.gif



კაცი უნამუსოდ ხსნის სხვების მიერ აშენებულ ობიექტებს (თან ვის მიერ აშენებულ-დაფინანსაბულის) და გამოგონებებს არ მიითვისებს?

მას სჭირდება მსოფილიო სახელი givi.gif

Posted by: cybervirtual 23 Jan 2012, 11:40
axalirevolucia
იდეა კარგია მაგრამ
QUOTE
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
კომპ მულტფილმის

ამათ არ ყავთ 1 გამომგონებელი, ისევე როგორც კომპიუტერს, თან ამ "გამოგონებების" უმეტესობას საფუძველი 60 იანებში ჩაეყარა
ანუ აი მაგალითად ცელოფნის გამომგონებელი ვინაა? ვინც პოლიეთილების შენაერთი აღმოაჩინა/გააკეთა(სავარაუდოდ 19-20 საუკუნე) თუ ვინც ცელოფანი გააკეთა? ამიტომ ძნელია ასეთი რაღაცეების პერსონიფიცირება... ამასთან ამ ტიპის გამოგონებები ხშირად ბევრი სხვა გამოგონების თავისთავადი შედეგია ....
ძაან ძნელი იქნება ობიექტურობის დაცვა ამ დროს

Posted by: badriany 23 Jan 2012, 11:41
საინტერესო იდეაა...
თუმცა ვეჭვობ სათანადო რესურსი არსებობდეს ქვეყანაში.
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამასთან არაფულადი რესურსის დეფიციტი უფრო მნიშვნელოვანია...
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: UMTS 23 Jan 2012, 11:41
საქართველოში არ გამოვა მაი ამბავი,

ჩაწყობებს ვგულისხომობ,

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 11:50
Dedi Co
QUOTE
ბოლოსდაბოლოს
გადავდივართ ყველასთვის სასარგებლო პრაქტიკულ აზროვნებაზე.

ვაინერ ლეო
QUOTE
არ არის ცუდი აზრი

Shagrent
QUOTE
საინტერესო იდეაა,

analgin
QUOTE
კარგი იდეაა ნამდვილად, ოღონდ ცოტა შესწორებებით.




მადლობა, შემაქეთ ფაქტიურად.




analgin
QUOTE
არ არიან ეგ ხალხი მთლად უყურადღებოდ მიგდებულები.

http://web.mit.edu/invent/a-main.html
http://www.epo.org/news-issues/european-inventor.html

და საერთოდაც ა: http://www.inventhelp.com/inventor-awards-...ompetitions.asp

ჩვენი ნიშა მოინახება, თანაც სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში კარგა მაღლა იერარქიაში.

QUOTE
შენს მიერ წარმოდგენილ ჟიურის ვერ დავეთანხმები, ტრაკის თამაშს დაემგვანება და სერიოზულ კონკურსად ვეღარავინ აღიქვამს მერე, რადგან ყველა ეგ ადამიანი არაკომპეტენტურები არიან და საკუთარი გემოვნებით და სუბიექტური აზრით მოუწევთ შეფასება და არა ობიექტური კრიტერიუმებით.

რო შევთანხმდეთ?
მეცნიერებიც და ფეისებიც.

აი უყურე, თუკი პრიზი გადაეცემა ავტორს "კაცობრიობის სახელით" მაშინ აქ აკადემიურობა მეორე პლანზე უნდა იყოს გადაწეული, და შესაბამისად ტაჩსკრინის მომგონს უპირატესობა უნდა მიენიჭოს პლაზმურიბეტატრონის კვაზარების აღმრიცხველის გამომგონებელთან შედარებით.

ანუ გამოგონების პრაქტიკული ასპექტი პრიორიტეტული უნდა იყოს.

Posted by: Starsailor 23 Jan 2012, 11:52
ნიჟარაძის მეტი ვერავინ მოიგებს. ასე რომ დაივიწყეთ ეგ იდეა

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 12:02
cybervirtual
QUOTE
იდეა კარგია მაგრამ
QUOTE
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
კომპ მულტფილმის

ამათ არ ყავთ 1 გამომგონებელი, ისევე როგორც კომპიუტერს,


ობიექტური პრობლემაა. მაგისთვის გვჭირდება კვალიფიციური ჯგუფი, ვინც ღირსეულს აღმოაჩენს.


QUOTE
ანუ აი მაგალითად ცელოფნის გამომგონებელი ვინაა?

აი, კამათში ჭეშმარიტება იბადება. ცელოფნის როგორც ქიმიური ნაწარმის ავტორს ვერ მივაგნებთ, მაგრამ კაცი, რომელმაც ცელოფნის თარგი და დაზგა მოიგონა შვედია, ცნობილია. იქნებ ცოცხალიც არის, სურათი მაქვს ნანახი, 10 წლის წინ მოხუცი იყო.
badriany
QUOTE
საინტერესო იდეაა...
თუმცა ვეჭვობ სათანადო რესურსი არსებობდეს ქვეყანაში.
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამასთან არაფულადი რესურსის დეფიციტი უფრო მნიშვნელოვანია...
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.

QUOTE
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.

შენ დაიწყე კონცეფციაზე მუშაობა, მიდი.


UMTS
QUOTE
საქართველოში არ გამოვა მაი ამბავი,

ჩაწყობებს ვგულისხომობ,

გამოვა.
1. ჟიური იქნება საერთაშორისო
2. ბიუჯეტი იქნება წინასწარ მკაცრად გაწერილი
3. ქართველების მონაწილეობა იქნება მხოლოდ ორგანიზაციული.
* * *
QUOTE
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება.

რატო.
ვთქვათ
5 მლნ ორგანიზება
5 მლნ საპრიზო ფონდი
10 ნომინაცია
ყველა გამარჯვებულს 500000


გლობალური ყურადღება გარანტირებული გაქვს.




Categories
Awards are presented in five categories:

Industry
SMEs
Research
Non-European countries
Lifetime achievement


The jury
After an EPO panel has narrowed the entries down to a shortlist for each category, carefully checking that the related patents are still valid and all the other competition criteria are met, a high‑profile international jury nominates three inventions from each shortlist.
http://www.epo.org/news-issues/european-inventor/about-1.html
კარგი მაგალითი. მადლობა ანალგინს.

Posted by: ElGeorgia 23 Jan 2012, 12:17
axalirevolucia
შემოსავალი რა იქნება მარტო ტურისტები?

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 12:22
ElGeorgia
QUOTE
axalirevolucia
შემოსავალი რა იქნება მარტო ტურისტები?

ტურისტები მეხუთე რიგში.
მანამდე კი:
1. ქვეყნის რენომე- საერთაშორისო პოლიტიკა
2.ქვეყნის რენომე-ინვესტიციები
3.ქვეყნის რენომე- აფხაზები სოსები
4.ქვეყნის რენომე - ჩვენ ქართველები

Posted by: badriany 23 Jan 2012, 12:46
axalirevolucia
QUOTE
შენ დაიწყე კონცეფციაზე მუშაობა, მიდი.
არა, მადლობა, ალბათ სხვა აჯობებს... smile.gif

Posted by: Chxikvia 23 Jan 2012, 12:54
QUOTE
კაცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს- ჩვენს თანამედროვეებს:
ბურთულიანი პასტის,
ცელოფნის,
დეზოდორის,
მობილური ტელეფონის,
თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების,
ჰიბრიდული მოტორის,
ქსეროქსის,
ლსდ მონიტორის,
ბეტონის გზის დამგების,
ქაფბეტონის,
ერთჯერადი შპრიცების,
ტუალეტის რულონების,
სერვერების,
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის,
ბეტონის პომპის,
თაჩსქრინის
თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,

და ქალბატონ გიულის დიდი მადლობა wink.gif

Posted by: m e r a 23 Jan 2012, 12:57
20 წლის წინ, ბავშვი რომ ვიყავი ანალოგიური აზრები მომდიოდა, დაჟე უკეთესიც.




ეგ არაფერი, გაივლის.

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 13:01
QUOTE
20 წლის წინ, ბავშვი რომ ვიყავი ანალოგიური აზრები მომდიოდა, დაჟე უკეთესიც.

m e r a
მე მხოლოდ ბავშვიი მიყავრდა შენშიიი.

m e r a
კსტაწი, ის აიქიუ შენი იყო?
მოაშთეს ის თემა, არ გაცალეს პასუხის გაცემა.


QUOTE
არა, მადლობა, ალბათ სხვა აჯობებს...

badriany
ზარმაცო.

Posted by: Sophist 23 Jan 2012, 13:03
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი
--------------------

ესენი რატომ უნდა იყვნენ ჟიურიში? რომელი კომპეტენტური ექსპერტები ესენი არია?

Posted by: Robin Hood 23 Jan 2012, 13:03
კარგი იდეაა.. და პრიზი იყოს ოქროს ბორბალი.....

როგორც სუ სუ პირველი გამოგონება რომელმაც დაუდო საფუძველი ადამიანის განივთარებას


ბორბალი რო არ ყოფილიყო არც ვინჩესტერი იქნებოდა არც ვინტილიატორი და არც სამარშრუტო ტაქსი და არც მეტრო და არც რეაქტიული თვითმრინავი იმაშიც ტურბინა ტრიალებს და ეგეც ბორბალია......

ოქროს ბორბალი ჰა როგორ ჟღერს?

გოლდენ ვიიიილლლლ გოუს თუ მისტერ......... ან.. როულს თუ მისტერ......

.

Posted by: markes 23 Jan 2012, 13:04
axalirevolucia
QUOTE
ჟიური იქნება საერთაშორისო

QUOTE
სანდრა

????????
და დანარჩენი "ქალები" სიაში პროფორმისთვის გყავთ ჩაწერილი ( გენდერული ბალანსისთვის)

კერძოდ იდეას რაც შეეხება
მორიგი პიარია

მადლობა ყურადღებისთვის
smile.gif

Posted by: ImereTinski 23 Jan 2012, 13:16
QUOTE
ტურისტები მეხუთე რიგში.
მანამდე კი:
1. ქვეყნის რენომე- საერთაშორისო პოლიტიკა
2.ქვეყნის რენომე-ინვესტიციები
3.ქვეყნის რენომე- აფხაზები სოსები
4.ქვეყნის რენომე - ჩვენ ქართველები


love.gif

Posted by: cybervirtual 23 Jan 2012, 13:20
axalirevolucia
QUOTE
ობიექტური პრობლემაა. მაგისთვის გვჭირდება კვალიფიციური ჯგუფი, ვინც ღირსეულს აღმოაჩენს.

მაგას ვამბობ, ხშირად ღირსეულის აღმოჩენა პრინციპულად შეუძლებელია smile.gif. ხოლო კუდები და ქილიკი ამნაირი საქმისთვის კიდე დამღუპველია

Posted by: marta007 23 Jan 2012, 13:23
axalirevolucia
მაგარი იდეაა!

ათასჯერ ჯობს ყველა ერთჯერად მუსიკალურ ღონისძიებას.


Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 13:24
Sophist
QUOTE
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი
--------------------

ესენი რატომ უნდა იყვნენ ჟიურიში? რომელი კომპეტენტური ექსპერტები ესენი არია?

ქალთმოძულე ხარ?
markes
QUOTE
კერძოდ იდეას რაც შეეხება
მორიგი პიარია

ანუ ქიხია, ხო?

cybervirtual
QUOTE
მაგას ვამბობ, ხშირად ღირსეულის აღმოჩენა პრინციპულად შეუძლებელია

კი გეთანხმები. იმედი მაქვს ხშირ შემთხვევაში მოგვეხმარება პატენტები, სერთიფიკატები, სტატიები და.. თარიღები.
ImereTinski
wink.gif

Posted by: ხარონი 23 Jan 2012, 13:26
QUOTE
კარგი იდეაა.. და პრიზი იყოს ოქროს ბორბალი.....

ბორბალი არადა ფულად პრემიასთან ერთად ოქროს საწმისი არაა ცუდი იდეა
სხვა ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად ქვეყნის ისტორიის და მასთან დაკავშირებული დიდი ლეგენდის პრომუშენი იქნება smile.gif



Posted by: gvelis_wiwila 23 Jan 2012, 13:26
axalirevolucia

up.gif

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 13:28
Robin Hood
QUOTE
კარგი იდეაა.. და პრიზი იყოს ოქროს ბორბალი.....

როგორც სუ სუ პირველი გამოგონება რომელმაც დაუდო საფუძველი ადამიანის განივთარებას


ბორბალი რო არ ყოფილიყო არც ვინჩესტერი იქნებოდა არც ვინტილიატორი და არც სამარშრუტო ტაქსი და არც მეტრო და არც რეაქტიული თვითმრინავი იმაშიც ტურბინა ტრიალებს და ეგეც ბორბალია......

ოქროს ბორბალი ჰა როგორ ჟღერს?

გოლდენ ვიიიილლლლ გოუს თუ მისტერ......... ან.. როულს თუ მისტერ......


მაგას მე ვერ გავბედავდი, ნარცისიზმში ჩამეთვლებოდა
http://cartveli.blogspot.com
გუგლში ურმის ბორბალი მქვია.
ქართ ვილ Cart Wheel = ურმის ბორბალი (ინგლ)

არადა მაგარი სახელია - ოქროს ბორბალი.
ჯანაშიას მუზეუმში ხო უძველესი ბორბალი გვაქვს (ერთერთი უძველესი).

Posted by: cybervirtual 23 Jan 2012, 13:35
axalirevolucia
QUOTE

მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.


მათ არ აღიარებს ნობელის კომიტეტი.



არადა მათი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს.



ისე რამხელა უსამართლობაა ... ეგ ხალხი იმსახურებს მათზე არანაკლებ დაფასებას smile.gif
აღმაშენებელი ყველამ ვიცით მაგრამ ვის მხრებზეც გადაიარა იმ ყველაფერმა არცერთი smile.gif
აღმოვაჩინოთ ჩვენი დროის ზედგენიძეები biggrin.gif

Posted by: The Good 23 Jan 2012, 13:36
იდეა კარგია, მაგრამ კონკურსის ორგანიზების კომპეტენცია ეჭვქვეშ დადგება და კონკურსი წონას დაკარგავს.

პამპერსია დასამატებელი axalirevoluciaს ჩამონათვალზე. ქალები დამეთანხმებიან. biggrin.gif

Posted by: ImereTinski 23 Jan 2012, 13:37
Robin Hood

QUOTE
ოქროს ბორბალი ჰა როგორ ჟღერს?


up.gif

QUOTE
არადა მაგარი სახელია - ოქროს ბორბალი.


სახელიც და იდეაც yes.gif

Posted by: Mateo Falcone 23 Jan 2012, 13:38
იდეა შესანიშნავია.... მარა


ქვეყნისგან, რომელსაც ტრაკში კურკლი უხმება და თელ ევროპაში ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს, ქვეყანა რომელშიც უბრალოდ სამართალი არ არსებობს ასეთი რამ უადგილოა და ფანტანების ასოციაციას იწვევს... თორემ ჰა, იდეა კარგია.
* * *
ბორბალი არა ჰიდროელექტროსადგური ...

ოქროს საწმისი ან ვერძი და ვსო...

Posted by: ImereTinski 23 Jan 2012, 13:45
QUOTE
ბორბალი არა ჰიდროელექტროსადგური ...


ბორბალი იმიტომ რომ გამოგონებაზეა აქცენტი yes.gif

QUOTE
ოქროს საწმისი ან ვერძი და ვსო.


smile.gif

Posted by: ბესიკის26 23 Jan 2012, 13:48
axalirevolucia
მაგარი იდეების გენერატორი ხარ! ნიკიც შესაბამისი გაქვს! up.gif

22 წლის უკან ვნახე პირველად სილიკონი(მკერდის კი არა,ტექნიკური smile.gif) და ვთქვი:

ნობელის პრემიის ჟიურში ვიყო ამის გამომგონებელს -მივანიჭებდი მეთქი...

ასევე, პლასტმასის სანტექნიკის გამომგონებლებს yes.gif

და კიდე პრაქტიკული დანიშნულების ინვენტარისას და არა აბსტრაქტული თეორიების ავტორებს ...

Posted by: markes 23 Jan 2012, 13:54
axalirevolucia
QUOTE
QUOTE
კერძოდ იდეას რაც შეეხება
მორიგი პიარია

ანუ ქიხია, ხო?

no.gif

ტრენინგზე იყავი?

მე ვაძლევ ხოლმე მსგავს დავალებებს ტრეინის იდეის გენერირებას როცა ვასწავლი
smile.gif
სკოტჩის შემქმნელის სახელიც გკითხეს იქ?
biggrin.gif

Posted by: Lelea 23 Jan 2012, 14:00
cybervirtual
QUOTE
cybervirtual
შტანგელფარგალი

+1

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 14:07
markes
QUOTE
ტრენინგზე იყავი?

რაი?
QUOTE
მე ვაძლევ ხოლმე მსგავს დავალებებს ტრეინის იდეის გენერირებას როცა ვასწავლი

სკოტჩის შემქმნელის სახელიც გკითხეს იქ?

კიდევ - რაიი?

QUOTE
მე ვაძლევ ხოლმე მსგავს დავალებებს ტრეინის იდეის გენერირებას როცა ვასწავლი



ჩვენც გვასწავლე რაია, რატომ გაგვიბრაზდი.

ხო, სკოჩის შემქმნელი... სიკვდილსაც დავიწყებია, რა თქმა უნდა ეკუთვნის ერთი ოქროს ბორბალი. იცი ვინაობა?

ბესიკის26
QUOTE
სილიკონი(მკერდის კი არა,ტექნიკური ) და ვთქვი:

ნობელის პრემიის ჟიურში ვიყო ამის გამომგონებელს -მივანიჭებდი მეთქი...

ასევე, პლასტმასის სანტექნიკის გამომგონებლებს 

დიახაც.

QUOTE
ისე რამხელა უსამართლობაა ... ეგ ხალხი იმსახურებს მათზე არანაკლებ დაფასებას

cybervirtual
QUOTE
აღმაშენებელი ყველამ ვიცით მაგრამ ვის მხრებზეც გადაიარა იმ ყველაფერმა არცერთი
აღმოვაჩინოთ ჩვენი დროის ზედგენიძეები

ხო.


Posted by: markes 23 Jan 2012, 14:18
axalirevolucia
QUOTE
რაი?

არაფერი
ეს თემა სავარჯოიშოს გავს -"პროვოკაცია მოზგოვოი დეიატელნოსტი"
მეტი "რაი" აღარ დამიწერო, შენზე ბევრად უფრო მაღალი წარმოდგენა მაქ
smile.gif
QUOTE
ხო, სკოჩის შემქმნელი... სიკვდილსაც დავიწყებია, რა თქმა უნდა ეკუთვნის ერთი ოქროს ბორბალი. იცი ვინაობა?

არ ვიცი
smile.gif
ბურთულიანი კალის გამომგონებელზე რარაც ფილმი ვნახე "დისქავერიზე", სხვატაშორის საკმაოდ ტექნოლოგიური წარმოება ყოფილა - მიკრონებში იზომება ყოველი ბურთულა

Posted by: axalirevolucia 23 Jan 2012, 14:22
markes
QUOTE
მეტი "რაი" აღარ დამიწერო, შენზე ბევრად უფრო მაღალი წარმოდგენა მაქ

რას გვერჩი გორელებს.
კაი, მეტს აღარ ვიზამ.


QUOTE
ბურთულიანი კალის გამომგონებელზე რარაც ფილმი ვნახე "დისქავერიზე", სხვატაშორის საკმაოდ ტექნოლოგიური წარმოება ყოფილა - მიკრონებში იზომება ყოველი ბურთულა

ანუ შემოხვედი პოლემიკაში ხო?

Posted by: prologic 23 Jan 2012, 14:27
axalirevolucia
QUOTE
უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი

თბილისში
გლობალპროგრეს ევორდ.



იდეა მომწონს, თუმცა ეგ ტექნოლოგიები მსხვილი კომპანიების, რესერჩ ცენტრებმა შექმნეს, რამოდენიმე ა10ული ადამიანის მონაწილეობით,კაკ მინიმუმ.

QUOTE
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი



ესენი რა შუაშია,თუ სანდრა არ გინდოდა "მარტო და ეულად" ყოფილიყო და კომპანია გაუჩითე.
აი,აი,აი



ზოგადად ევენთები კარგია ქვეყნის პიარიც არის და ფულიც შემოაქვს.

Posted by: axalirevolucia 24 Jan 2012, 11:44
prologic
QUOTE
ზოგადად ევენთები კარგია ქვეყნის პიარიც არის და ფულიც შემოაქვს.

დასტურ



QUOTE
ეგ ტექნოლოგიები მსხვილი კომპანიების, რესერჩ ცენტრებმა შექმნეს, რამოდენიმე ა10ული ადამიანის მონაწილეობით,კაკ მინიმუმ.

არაა პრობლემა. ასეთ შემთხვევაში კომპანიას გადაეცემა პრიზი.

Posted by: tornike74 24 Jan 2012, 11:57
axalirevolucia


საინტერესო იდეაა, მომწონსsmile.gif
მაგრამ რა მაინტერესებს
QUOTE
დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება


რას გულისხმობთ? რაიმე მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?

Posted by: LARSI 24 Jan 2012, 12:01
axalirevolucia

10 ჯერ ათი მილიონი დაჯდება ეს იდეა,ამავე დროს უდავოდ კარგი იდეაა.smile.gif

Posted by: 7171 24 Jan 2012, 12:04
QUOTE
აცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს- ჩვენს თანამედროვეებს:
ბურთულიანი პასტის,
ცელოფნის,
დეზოდორის,
მობილური ტელეფონის,
თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების,
ჰიბრიდული მოტორის,
ქსეროქსის,
ლსდ მონიტორის,
ბეტონის გზის დამგების,
ქაფბეტონის,
ერთჯერადი შპრიცების,
ტუალეტის რულონების,
სერვერების,
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის,
ბეტონის პომპის,
თაჩსქრინის
თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,

და ათასი სხვა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე გამოგონებათა ავტორებს.





facepalm.gif facepalm.gif

ფეისპალმის მნიშვნელობას ვინც ვერ მიხვდება არ მკითხოს, ახსნა მეზარება.


თუმცა არ ინერვიულოთ, იქ, მაღლა შეიძლება მოეწონოთ.

Posted by: dega 24 Jan 2012, 12:10
ედისონის და მიშას ძეგლი უნდა დაიდგას გვერდიგვერდ თბილისში,,,
აი მაშინ გაგვიცნობს თელი მსოფლიო

Posted by: cybervirtual 24 Jan 2012, 12:16
დაიწყო თემაში მოჯმა?

boli.gif .

Posted by: Shevchenko andrei 24 Jan 2012, 12:19
axalirevolucia
მაგარი კაცი ხარ, ძალიან მაგარია

Posted by: iakhsari 24 Jan 2012, 12:51
axalirevolucia
QUOTE
ჟიური:

ანჯელინა ჯოლიც უნდა იყოს ჟიურიში....

Posted by: anichqa 24 Jan 2012, 12:58
axalirevolucia
ვაახ ახალი რევოლუცია სულ მომწონხარ და ავღნიშნავ, მარა ამაზე ჩესნად აღვფრთოვანდი. აი უძალიანესად
არაჩვეულებრივი იდეაა თავისი არსით.
რომელი ქვეყნის ფორუმზეც არ უნდა დადებულიყო, იგივე გრძნობა მექნებოდა.
მართლა მაწუხებს ეგ გლობალური უმადურობა.

==============
არც მე მესმოდა მოსწავლეობა- სტუდენტობისას გვარების მნიშვნელობა და ფაქტიურად არ ვიმახსოვრებდი, მწერლების გვარებსაც და ა. შ.
იგივე შევნიშნე ჩემს შვილს და როცა ეგ უმადურობის თემა განვავრცე მისი და მისი მეგობრებისთვის, როცა ზუსტად იმას შევეხე, რა მოტივზეც შენი იდეაა აგებული, ზოგს ცრემლიც კი მოადგა, ნუ ყოველ შემთხვევაში გვარებს აუცილებლად რო დაიმახსოვრებენ და ამოჩიჩქნიან კიდეც ამის შემდეგ, ეგ ვიცი.
აი ვის ამოჩიჩქნასაც ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ უამრავი ერთობლივი ტვინი მუშაობდა უსახელოდ, მათ მიმართ მადლიერება როგორ უნდა გამოხატულიყო, ეგ იდეა შენ დადე smile.gif) (ზოგადად "ორკესტი ხმაშეწყობილად უკრავდა" "იყო შაშვი მგალობელიდან" ღრმა ბავშვობიდან ჩამრჩა biggrin.gif)

სხვა მოტივიც ანუ სწორედ საქართველო გახდეს ამ იდეის განმახორციელებელი, ეგ ხო გლიჯამს.
რა ვი, ეგ არის საქმე, რომლისთვისაც მაქსიმალურად დავიხარჯები, როგორც აბსოლუტური თანამოაზრე 2kiss.gif bis.gif

Posted by: web_nts 24 Jan 2012, 13:00
QUOTE
დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება

ამ კატეგორიაში მუდმივი ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს yes.gif

QUOTE
მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.

QUOTE
ჟიური:
გლობალური ავტორიტეტები
ჰოკინგსი
ტეტრაპაკის ოჯახი
კემერონი რეჟისორი
მადლენ ოლბრაიტი
კოელიო
მურაკამი
პამუკი
ბუტროს ბუტროს
მანდელა
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი

ღმერთო წისქვილის ქვა ჩამცხე facepalm.gif რა კომპეტენტური ხალხია გამოგონებების შესაფასებლად biggrin.gif

axalirevolucia
შენი ავატარაიც მივამატოთ ჟიურიში, ბრიტანული აქცენტით რამე სირობებს დააბრეხვებს ხოლმე biggrin.gif


anichqa
QUOTE
ვაახ ახალი რევოლუცია სულ მომწონხარ და ავღნიშნავ, მარა ამაზე ჩესნად აღვფრთოვანდი. აი უძალიანესად
არაჩვეულებრივი იდეაა თავისი არსით.

სასტაულია პირდაპირ yes.gif

ასეთი დონის დაჯილდოება რომ ჩაატარო ჯერ ასეთ შეფასებებს არ უნდა გაძლევდნენ http://forum.ge/?f=29&showtopic=34348295

Posted by: axalirevolucia 24 Jan 2012, 13:11
tornike74
QUOTE
დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება



რას გულისხმობთ? რაიმე მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?


ქსეროქსმა , ვიდეომაგნიტოფონმა დაანგრია საბჭოთა კავშირი რეიგანმა კი არა.

ეს 20 წლის წინ.

ახლა კი ფორუმი, ბლოგები, სოციალური ქსელები
LARSI
QUOTE
10 ჯერ ათი მილიონი დაჯდება ეს იდეა,ამავე დროს უდავოდ კარგი იდეაა.

ანუ გემეტება, თუუუ არ გემეტება.


7171
QUOTE
ფეისპალმის მნიშვნელობას ვინც ვერ მიხვდება არ მკითხოს, ახსნა მეზარება.


კაი, შენ შეგიძლია იყო მადლიერი მზის, მთვარის, ბიოქიმიის გენეტიკის, ატმოსფეროსი და გრავიტაციის.

anichqa
QUOTE
ანუ სწორედ საქართველო გახდეს ამ იდეის განმახორციელებელი, ეგ ხო გლიჯამს.
რა ვი, ეგ არის საქმე, რომლისთვისაც მაქსიმალურად დავიხარჯები, როგორც აბსოლუტური თანამოაზრე

ვიცოდი, შენი იმედი მქონდა.



web_nts
QUOTE
ღმერთო წისქვილის ქვა ჩამცხერა კომპეტენტური ხალხია გამოგონებების შესაფასებლად


მოიცა მოიცა, ყურადღებით წაგეკითხა იქნებ პირველი პოსტი.
პრიზი ნოვატორებს თუ გამომგონებლებს გადაეცემათ არა კომპეტენტური ჟიურის სახელით,
არამედ
კმაყოფილი მომხმარებელი კაცობრიობის სახელით.
ძნელია?

რაც შეეხება ჟიურის კომპეტენტურ სეგმენტს, ისიც იგულისხმება რომ ნომინირებული ხალხი ათას ფილტრში იქნება გატარებული სწორედ კომპეტენტური საბჭოს მიერ.

სხვა მხრივ ყაბულს ხარ?
iakhsari
QUOTE
ანჯელინა ჯოლიც უნდა იყოს ჟიურიში....

იყოს, გაეროს მშვიდობის ელჩია თავისებურად.

Posted by: dega 24 Jan 2012, 13:12
მთავარია ყველაფერი ქართულ;ი დავივიწყოთ,წარსულს მივაფურთხოთ,ჩასარეცხები ჩავრეცხოთ.
ქაფიანიძე რომ მოკვდება მესამე დღეს გამოვაცხადოთ სადღაც ღამის 2 საათზე ტერმინატორის ცქერისას უცებ ჩართულ ქრონიკაში.
სამაგიეროდ მადლობა ვუთხრათ იმათ ,ვინც ის გამოიგონა რაც უკვე დაწერილი და გამოგონებული იყო წლების მანძილზე და უბრალოდ დრომ მოიტანა.......
გეუბნებით დადგით მიშას და ედისონის ძეგლი.
იდეა+გამოგონება
საუკეთესო მესიჯი იქნება თელი მსოფლიოსთვის

Posted by: axalirevolucia 24 Jan 2012, 13:18
QUOTE
სამაგიეროდ მადლობა ვუთხრათ იმათ ,ვინც ის გამოიგონა რაც უკვე დაწერილი და გამოგონებული იყო წლების მანძილზე და უბრალოდ დრომ მოიტანა.......

გისურვებ გამოიგონო ის რაც დრომ უკვე მოიტანა. ნახე რა მაგარი რაღაც გისურვე.
მე წარგადგენ ოქროს ბორბალზე.

Posted by: dega 24 Jan 2012, 13:27
[quote]გისურვებ გამოიგონო ის რაც დრომ უკვე მოიტანა. ნახე რა მაგარი რაღაც გისურვე.
ყველაფერი გამოგონებულია წლების წინ,,,,
მიდის გაუმჯობესება,სხვა არაფერი

Posted by: anichqa 24 Jan 2012, 13:33
dega
QUOTE
მთავარია ყველაფერი ქართულ;ი დავივიწყოთ,წარსულს მივაფურთხოთ,ჩასარეცხები ჩავრეცხოთ.
ქაფიანიძე რომ მოკვდება მესამე დღეს გამოვაცხადოთ სადღაც ღამის 2 საათზე ტერმინატორის ცქერისას უცებ ჩართულ ქრონიკაში.

არა დეგა, მე არც ეგ მომწონს კი არადა, უფრო მეტიც ნერვებზე მთხრის.
ერთი წელიწადნახევრის წინ მქონდა პოსტები სწორედ ქართველებისადმი გამოჩენილ უმადურებაზე
ფორმაც მოვიფიქრე ჩვენიანებისთვის მადლიერების გამოსახატავად. უფრო უკეტესის მოფიქრებასაც ვითხოვდი.
შენ წარმოიდგინე კანტი კუნტად, სუ ორი- თუ სამი გამოხმაურება ჰქონდა ამ იდეას
არ არის პოპულარული მადლიერების გამოხატვის იდეა და თანამოაზრეების გარეშე კიდე ვერაფერს გახდება კაცი.
ეგ გულიდან უნდა მოდიოდეს და არა გრანტიდან.
გრანტი რო ყოფილიყო, იცოცხლე , გაჩნდებოდა ტანამოაზრეები sad.gif((

Posted by: dega 24 Jan 2012, 13:43
anichqa
QUOTE
ერთი წელიწადნახევრის წინ მქონდა პოსტები სწორედ ქართველებისადმი გამოჩენილ უმადურებაზე

დღეს უმადურობის პიკია ქვეყანაში,,,
ამიტომ დავწერე,ჯერ ჩვენი დავაფასოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ვინ ვინ იყო და მერე ვეძებოთ ერთჯერადი შპრიცების გამკეთებლები,
თან შპრიცმა დღევანდელი სახე მიიღო ათასი ადამიანის სხვადასხვა დროს გამოგონებების ჯამით,,
ნუ მე ვამბობ რომ ძალიან ბევრისთვის გვაქვს მადლობა გადასახდელი და ძნელი იქნება ნომინანტების დასახელება
smile.gif
QUOTE
ეგ გულიდან უნდა მოდიოდეს და არა გრანტიდან.

yes.gif

Posted by: axalirevolucia 24 Jan 2012, 14:04
dega














ბეტონის პამპის გამომგონებლისთვის მაინც გაიმეტე მადლობა, რომლითაც მართლმადიდებლურ ეკლესიებს ნაღდი ქართველები ორ კვირაში ასხამენ.

Posted by: dega 24 Jan 2012, 14:07
axalirevolucia
QUOTE
მართლმადიდებლურ ეკლესიებს ნაღდი ქართველები

ეგ რამ დაგაწერინა,,,
დეტსკი სადში გადახვედი ამოდენა თემის და იდეის ავტორი??
,,,
ისე ეგ ბეტონის პამპი რაზე დგას??რითი მუშაობს?ჩამოთვალე აბა ყველა დეტალი და ნახავ სადამდე მიხვალ,იმათაც მადლობა არ ეკუთვნის??

Posted by: axalirevolucia 24 Jan 2012, 14:24
dega
QUOTE
დეტსკი სადში გადახვედი ამოდენა თემის და იდეის ავტორი??

ააა, აღიარებამ გამოსჭვივა. კარგია.



QUOTE
ისე ეგ ბეტონის პამპი რაზე დგას??რითი მუშაობს?ჩამოთვალე აბა ყველა დეტალი და ნახავ სადამდე მიხვალ,იმათაც მადლობა არ ეკუთვნის??

რატომაც არ ეკუთვნით, შარშან მესხეთში ჩოჩიალა ურემს ჩავუარეთ ზარზმის გზაზე. კინაღამ გადავკოცნე მეურმე რომ კიდევ ხმარობს.


რატომ გგონია რომ სხვა ერები არ ამაყობენ თავისი ჭანჭიკებით?
თანაც ჩვენც რომ ვიყენებთ ეგეთი გამოგონებებით.

ლაიბნიცმა ორობითი სისტემა მეთექვსმეტე თუ მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოიგონა და...'

გვაქვს დღეს ინტერნეტი დღეს მე და შენ.
ცუდი ტიპი ყოფილა?

Posted by: dega 24 Jan 2012, 14:43
axalirevolucia
QUOTE
მეთექვსმეტე თუ მეჩვიდმეტე საუკუნეში

მერე მეც ეგ არ ვთქვი??
თან ჩვენი თანამედროვეები არიან ესენი?smile.gif
10 მლნ ჩადეთ საფეხბურთო სკოლებში წელიწადში და ყოველ წელს მინიმუმ 5 ისეთ ბავშვს გაზრდით რომელიც საქართველოს გარეთაც ასახელებს და შიგნითაც,
yes.gif
თან არც სანდრა დაგვჭირდება და არც ალიევაsmile.gif

Posted by: anichqa 24 Jan 2012, 15:09
dega
QUOTE
ამიტომ დავწერე,ჯერ ჩვენი დავაფასოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ვინ ვინ იყო და მერე ვეძებოთ ერთჯერადი შპრიცების გამკეთებლები,

ერტი მეორეს ხელს არ შეუშლის.
ეგ თქვენც იცით.
თავად ახალი რევოლუციის იდეას, როგორც ასეთს, არ იწუნებთ და ეს კარგია. smile.gif)))))

სხვა რამესაც მივაქცევ შენს ყურადღებას:
შემოთავაზებული იდეა მხოლოდღა ზნეობრივი აქტი არ არის.
იგი პრაქტიკულ სარგებლიანობაშიცაა შეფუთული.
და ეს პრაქტიკული სარგებლიანობა იმ (პირობითად) ათ მილიონს აპრავებს.

ასე რომ, ღირს ამ პროექტისადმი ყურადღების მიქცევა მათთვისაც, ვინც მხოლოდ ეკონომიკური სარგებლიანობითაა მოტივირებული,
იმათთვისაც, ვისთვისაც ზნეობრივი ორიენტირია წარმართველი და მხოლოდ
და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ამ ორივე მოტივაციას ცნობს, სამოქმედოდ ითვალისწინებს და ყველა პროექტს ამ ორი ნიშნის მიხედვით თვლის.

Posted by: ლლევ 24 Jan 2012, 15:44
მაგარი იდეაა!
-------------------------------------------

Posted by: axalirevolucia 25 Jan 2012, 20:08
dega
QUOTE
10 მლნ ჩადეთ საფეხბურთო სკოლებში წელიწადში და ყოველ წელს მინიმუმ 5 ისეთ ბავშვს გაზრდით რომელიც საქართველოს გარეთაც ასახელებს და შიგნითაც,

ილუზიაა. მოკლე ფეხები გავქვს, ჩვენი პერსპექტივა ჭიდაობა, შაში და კიორლინგია, ფეხბურთში ფეხი არ ჩაგვივა.

ლლევ
QUOTE
მაგარი იდეაა!

wink.gif

anichqa
QUOTE
შემოთავაზებული იდეა მხოლოდღა ზნეობრივი აქტი არ არის.
იგი პრაქტიკულ სარგებლიანობაშიცაა შეფუთული.

წაიკითხეთ თავიდან ანიჩქას რეზიუმე.

Posted by: anichqa 25 Jan 2012, 23:05
ან კააი დასწერეტ, ან ცუდი ინტელექტუალური ფორუმის თანამეკლავიატურენო
სულერთია, ოღონდ შემოით smile.gif))

რა არის რაა, ძუძუსთავებზეუკბინაჭორთემა რატო უნდა იყოს ამაზე ატასგზის პაპულარული : (((

Posted by: 7171 25 Jan 2012, 23:11
სხვისი ფულებით დაფინანსება სერთოდ გამიგია ადვილია. იდეებიც უფრო კარგი და შთამბეჭდავი, მომგებიანიც მოსდის ამ დროს კაცს თავში.

ეს საკუთარი ფულს რომ ვხარჯავთ, მაშინ გვერხევა ხოლმე.

Posted by: Ninelku 26 Jan 2012, 00:58
axalirevolucia
იდეა მომეწონა, თანაც ძალიან.
ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ამ იდეას
აიტაცებდა, ზედმიწევნით განიხილავდა,
დაამუშავებდა და დიდ სარგებელსაც მოუტანდა
ქვეყანას.
არაფერი უტოპიური არ არის ამ იდეაში.
ცხადია, ჩემი აზრით.

რას მოვესწარი. გაიხსნა თემა, რომელშიაც ერთმანეთის გადა#მა- გადაფურთხება
( ჯერჯერობით ) ნაკლებად შეინიშნება. biggrin.gif
ნუ, პატარა წაკბენებს თუ არ ჩავთვლით.

Posted by: axalirevolucia 30 Jan 2012, 11:55
Ninelku
QUOTE
იდეა მომეწონა, თანაც ძალიან.
ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ამ იდეას
აიტაცებდა, ზედმიწევნით განიხილავდა,
დაამუშავებდა და დიდ სარგებელსაც მოუტანდა
ქვეყანას.
არაფერი უტოპიური არ არის ამ იდეაში.
ცხადია, ჩემი აზრით.

რას მოვესწარი. გაიხსნა თემა, რომელშიაც ერთმანეთის გადა#მა- გადაფურთხება
( ჯერჯერობით ) ნაკლებად შეინიშნება. 
ნუ, პატარა წაკბენებს თუ არ ჩავთვლით.


7171
QUOTE
სხვისი ფულებით დაფინანსება სერთოდ გამიგია ადვილია. იდეებიც უფრო კარგი და შთამბეჭდავი, მომგებიანიც მოსდის ამ დროს კაცს თავში.

ეს საკუთარი ფულს რომ ვხარჯავთ, მაშინ გვერხევა ხოლმე.

სხვისი კი არა,ჩვენი ფულით დავაფინანსოთ. საქართველოს საერთო ფულით. ასე ექნება ფასი, უფრო მეტი ვიდრე მეგაპიარფეიერვერკებს.

Posted by: dega 30 Jan 2012, 11:59
axalirevolucia
QUOTE
ფეხბურთში ფეხი არ ჩაგვივა.

რათა რათა???
smile.gif

Posted by: vaniko1978 30 Jan 2012, 12:57
დავრწმუნდი რომ ამ თემის ავტორი სხვა პლანეტიდან პოსტავს

Posted by: forumeli64 30 Jan 2012, 13:45
QUOTE
იაფი შანსი საქართველოსთვის გახდეს ბრენდი


მიხეილ სააკაშვილი – კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო მსოფლიო ბრენდი გახდა (ნეტარი ავგუსტინე gigi.gif)
11:55 30-01-2012
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება უამრავ ქვეყანას სურს, - ქართული რელეკომპანიების ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.
ამასთან, საქართველოს პირველი პირი მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნზეც ესაუბრა, რომელშიც საქართველოზე, როგორც კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითზეა საუბარი.
"წიგნს აწერია, რომ ამის ოფიციალურად გამოქვეყნება ზეგამდე არ შეიძლება – ზეგ კი ვაშინგტონში მას დიდი ზარზეიმით წარადგენენ. წიგნი "საქართველო, როგორც მაგალითი კორუფციასთან ბრძოლის" – მსოფლიო ბანკმა მოამზადა. პრეზენტაციის შემდეგ ამის პოპულარიზაცია მოხდება. არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, აფრიკის ან აზიის სახელმწიფოებს, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებსაც კი ძალიან აინტერესებთ ამ გამოცდილების გაზიარება. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიო ბრენდი გახდა და ეს ძალიან საინტერესოა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შევხდება.


იპნ

Posted by: zuziko 30 Jan 2012, 13:51
axalirevolucia
რესფექთ, up.gif

მაგარი იდეაა

Posted by: axalirevolucia 6 Feb 2012, 10:16
vaniko1978
QUOTE
დავრწმუნდი რომ ამ თემის ავტორი სხვა პლანეტიდან პოსტავს



ჰმ, გამოიცან.
ჩვენს შორის მხოლოდ რადიოტალღებით შეიძლება კონტაქტი დამყარდეს. მე მანდ ვერ ჩამოვალ და ვერაფერს გავნებთ. უვნებელი ელიანი ვარ.

http://cartveli.blogspot.com/2008/03/blog-post_18.html

აი, ალანზო მოზლის სტატია წაიკითხე, იქაა დადასტურებული, რომ უცხოპლანეტელები მხოლოდ კეთილგანწყობილ მესიჯებს გავაგზავნით ერთმანეთთან. სხვა ვერაფერს.




forumeli64
შენ იცინე და .. უსმენენ.
მაგრამ ხეზე ასვლას მათაც არ ასწავლის .




დავუბრუნდეთ თემას?

Posted by: anichqa 6 Feb 2012, 10:40
axalirevolucia
QUOTE
დავუბრუნდეთ თემას?

ცხადია!
-------------------------------------------------

ყველაფერი "რა სისულელეათი" იწყება ჩემო ახალო რევოლუცია.
ახალს და უჩვეულოს ყოველთვის ამას აგებებენ, უნდობლად ეკიდებიან და ვიცით ეგ.

მერე მოდის "რატომაც არა, არის ამაში რაღაც საინტერესო და ჭკუასთან ახლო" საფეხური.
და სუ ბოლო სტადიაზე კი -" მაგას რა ცოდნა- მიხვედრა უნდა, ეს ვინღა არ იცის! რა თქმა უნდა ეგრეა, ეგ უნდა გავაკეთოთ"" - აი ამად გარდაიქმნება smile.gif))

ეგ თემა- პროექტი ახლა ხალხის მხრიდან "რა სისულელეას" სტადიაშია.biggrin.gif

ადამიანები, ვისაც არ ეშინია "რა სისულელეა'-ს ავტორობა, იწყებენ!


ნუ დაწყებისთვის ნიადაგის შემზადებაც ჭკვიანების ხელოვნებაა, და მთლად აყალოზე თესლის დაყრას არ შეუდგებიან,
ყოველშემთხვევაში რომ გაარკვევენ რო აყალოა, ვიდრე შავმიწა ნიადაგის შემოტანაში არ წაიმუშავებს და სხვებიც არ წაეხმარებიან, პაუზას აკეთებს .
მერე უბრუნდებიან.
ვცადოპთ კიდევ ერთხელ და მერე კიდევ ერთხელ...

Posted by: axalirevolucia 15 Feb 2012, 17:32
დღეს იმ შენობას ჩავუარე, სადაც თვეში ერთხელ მივდიოდი, სამ რიგში ვიდექი ჩემსავით შეწუხებულ ხალხთან, ვიხდიდი დენს, ტელეფონს ( ორ რიგში) და ვკარგავდი ერთ ძვირფას თავისუფალ დღეს.

პეიბოქსების მოგონების შემდეგ ფულის გადახდა ჰარი ჰარალეა.
ოქროს ბორბალი მის გამომგონებელს.
მერე რა რომ ქართველი არ არის, გაუმარჯოს.
გაიხაროს ცოლშვილში, პირად ცხოვრებაში და სამსახურში, დე მისი ოჯახი ყვაოდეს და ყველა სიახლე მოსალოცი ჰქონდეს.

Posted by: axalirevolucia 11 Aug 2012, 20:01
კორონარების სტენტის მომგონს, თაჩსქრინის მომგონს, ტედ.ცომ-ს, კჰანაცადემი.ორგ (ხანისაკადემია)-ს,
თვითმფრინავების ნავიგაციის პროგრამის ავტორს.
ვასლის პალმეტური გაშენება/წვეთოვანი რწყვა.


მე ამისთვის
http://cartveli.blogspot.com/2009/07/blog-post.html



ეტქ.

Posted by: rusa1960 11 Aug 2012, 20:08
ძალიან მომეწნონა იდეა.
დავხვეწოთ..
რესურსი ამისათვის არის აქაც...

Posted by: MASU 11 Aug 2012, 20:29
axalirevolucia

რაც ჩამოტვალე , იქედან ზოგიერთი აბინძურებს და დიდ ზარალს აყენებს ეკო სისტემას.....
როცა ტექნიკური პროგრესი გვაქვს ეკოლოგისს ხარჯზე, არ უნდა წახალისდეს.


მე2
კარლა ბრუნი და ბრიჯიდ ბარდო.......... რა ექსპერტები მყავს რომ ტექნოლოგიების პროგრესულობა და ვარგისიანობა განსაძღვრონ!

Posted by: IUNGER 11 Aug 2012, 20:36
ვაინერ ლეო
QUOTE
პრეზო ტიპიური ქართველია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით.

ტყუილად გამოგყავთ სხვა პლანეტიდან ჩამოსულად.

ეგეთი ნაკლი ქართველების 99,9% აქვს.

+100000000000


გადასარევი იდეაა და არც უსაშველოდ ძვირი არ დაჯდება. კომისია უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური ოღონდ.
საპრიზო თანხის ეტაპობრივად გაზრდაც მოხერხდება პოპულარობის მიხვეჭის მერე

Posted by: SIDCFC 11 Aug 2012, 20:37
analgin
QUOTE

რაღაცა ეჭვი მეპარება ბათუმში ბინის გადაცემა, მითუმეტეს უცხოელისთვის ისეთი კაი პონტი იყოს, როგორც მაგალითად 500 000$.

up.gif
ეგრეა. რომ მაჩუქო არ ავიღებ (ბინას).

Posted by: neitrali 11 Aug 2012, 20:50
ძალიან მაგარი იდეაა smile.gif დაჯილდოვება უნდა მოხდეს ბათუმში ჩემი აზრით, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ეს ქალაქი. ბინის გადაცემა არა მგონია სწორი იდეა იყოს, უკეთესი იქნება თუ ფულს გადავცემთ, გარდა ამისა ფული დაგვჭირდება იმისთვისაც, რომ ეს ჯილდო პოპულარული გახდეს და გაპიარდეს, ამისთვის საჭირო იქნება ჟიურიში გავლენიანი შემეცნებითი ჟურნალების და არხების ხელმძღვანელობის ჩართვა. რეალურად შესაძლოა 30-40 მილიონი გახდეს საჭირო ამ პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ თუ ეს მოხერხდა, მაშინ სერიოზული პიარი იქნება საქართველოსთვის, ფაქტიურად იმიჯს შევიცვლით და მარტო რევოლუციებით და ომებით არ მოვხვდებით უცხოურ მედიაში.
* * *
ისე ეგეც მშვენიერი იდეაა, რომ მთვარი პრიზი ოქროს ბორბალი იყოს.

Posted by: giogrigolia 11 Aug 2012, 21:11
მართლაც მაგარი იდეაა დასაფიქრებელი და ბევრი რამ ჩამოსაყალიბებელი მაგრამ როგორც იდეა თავისი აზრით ძალიან კარგია. ხო ისე რაღაცა საიტი არსებობს ჩემი თბილისი თუ რაღაცა მსგავსი და მერია ანიჭებს მაგალითად მოთხოვნას: ''დ.დიღმიდან ორთაჭლის მიმართულებით ავტობუსის დანიშვნა'' - 10 000 ხმას და თუ მოაგროვებს ეს იდეა ამ ხმებს შემდეგ ხდება განხორციელება smile.gif (2თვიანი ვადაა მგონი ხმების მოსაგროვებლად) ხო არ გინდა რომ დადო მანდ შენი იდეა ?

Posted by: ME 11 Aug 2012, 21:14
მშვენიერი იდეაა, და ძალიან იაფი!

Posted by: neitrali 11 Aug 2012, 21:27
ძირითადი რესურსი მანდ ამ დაჯილდოვების გაპიარებაზე და პრესტიჟის აწევაზე დაიხარჯება, მაგრამ ყველა ვარიანტშია მომგებიანი იქნება საქართველოსთვის.

Posted by: axalirevolucia 13 Aug 2012, 16:48
ჰა, ინტრიგა გვინდა თემაში, თორემ ნამეტანი დავტკბით და დავიძინეთ.

თქვით თქვენი კანდიდატები ოქროს ბორბალისთვის.

Posted by: axalirevolucia 22 Oct 2012, 08:06
კიდევ ერთი კანდიდატი ოქროს ბორბალზე


გოოგლეარტპროჯექტ.ცომ

გუგლის არტ პროექტი:
140 მუზეუმი 32000 ნიმუში, 40 ქვეყანაში
ყველა მუზეუმი შენია, გუგლერსის სთრითვიუს ტექნოლოგიით დადიხარ.
სურათები სუპერ ხარისხის, ზოგი გიგაპიქსელიანი.
ძაან მაგარია.
არ დაიზარო, ნახე


Posted by: gimmelle 22 Oct 2012, 08:22
QUOTE
უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი

თბილისში
გლობალპროგრეს ევორდ.


შესანიშნავი იდეაა, აუცილებლად დავასპონსორებ მილიარდერი როცა გავხდები. სომხეთის "ტრუბა" უნდა გავაკონტროლო. (ყაზახეთის "ტრუბა", სამწუხაროდ, უკვე დაკავებულია.)

Posted by: anatoreli 22 Oct 2012, 08:30
გენიალური იდეაა,ორონდ ლაზიკის გარეშე biggrin.gif

Posted by: suxo7700 22 Oct 2012, 09:55
რა უნდა გითხრატ ,
თუ ამდენი ფული გაქვთ
ქარხნები ააშენეთ მაგ ფულით
აჭარაში და გურიაში მანდარინის პარაფინირაბის 10 ქარხანა, ჩაის წარმოება.
აგრეთვე წვენების 10 ქარხანა
სამეგრელოში, გურიაში და აჭარაში თხილის სატეხი ქარხანა. აგრეთვე დაფნის და ევკალიპტის დამზადების და შემდგომი რეალიზაციის ქარხანა
ქართლში ვაშლის დამზადების და შეფუთვის ევრო სტანდარტზე აყვანის პრობლემებზე ზრუნვა. ტურიზმი ბაკურიანში, ბორჯომში,საირმეში,ბახმაროში.
იმერეთში, გრუზინსკაია გორდოსტ - რუსკოე გორე რო იყო არ მახსოვს სახელი КАЗ ერქვა მე მგონი მაგის აღდგენა
კახეთში ღვინის ქარხნები ავაშენოთ
სვანეთში და დანარჩEN საქართველოში ტურიზმი
ამ პროექტს იაფი კრედიტი სჭირდება საშეღავათო 5 წლიანი პეროდით 10 -15 წელზე გაწერილი.
ამ რეალურ პროგრამებზე და მის რეალიზაციაზე იფიქრეთ
ღრუბლებში , ღრუბლები ღრუბელი დავნო პარა პრიზემლიტსა ბრატია კროლიკი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)