forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> GAMING PC, რჩევა
DJ_PUNK
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 193
წევრი No.: 49375
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 20:16  #55258935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

მინდა რომ ჩემს შვილს GAMING PC ვუყიდო. ფასებს რომ გადავხედე საკმაოდ ძვირია განსაკუთრებით მზა აწყობილი კომპიუტერული ბრენდები როგორებიცაა არეა 51, ელიენვეარი, ა.შ.

დღეს ვიყავი ალტაში, და ივერსში. ალტამ საკმაოდ დიდი თანხა მითხრა, 4500 ლარიდან ზევით და ივერსმა 3600 ლარი დაახლოებით.

მე ვიყავი დიდი ხანი აიტი სფეროში მაგრამ უკვე რამოდენიმე წელია მაკბუქზე ვარ გადასული და აღარ მაქვს შეხება ახალ ტექნოლეგიებთან.

გთხოვთ დამეხმაროთ. ეს არის ის მონაცემები რაც მირჩიეს რომ ააწყონ გეიმინგ კომპიუტერი ივერსში.
1) 9 თაობის I5 პროცესორი 2) კეისი წყლით გაგრილებაზე 3) 16 GB RAM, 4) SSD - 1 TB 5) video karta GTX 1650 -4g, 6) კლავიატურა მექანიკური, 7) მონიტორი მინიმუმ 27 ინჩიანი Full HD. ფასი 2600 ლარი

თქვენ რას მირჩევთ? მე მაქვს ძველი კომპიუტერი რომლის მონიტორიც ნუ მუშაობს და დროებით შემიძლია დავტოვო თუ მონიტორის ფასად უკეთესი მონაცემები მომივა საგრძნობლად.

ძირითადი თამაშების მოთხოვნა აქვს რომ გაქაჩოს Fortnight, Cyberpunk, GTA 5, ა.შ.

მადლობა წინასწარ და გთხოვთ მირჩიოთ თქვენი აზრით უკეთესი რამ.

sabasaba24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 567
წევრი No.: 142320
რეგისტრ.: 29-January 12

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 20:23  #55258968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK
გამარჯობა , ჩამოტანა თუ გაწყობს ნაწილ ნაწილ ან ადგილზე ყიდვა გირჩევ კაი კეისს ააწყობ .

ერთიანად აწყობილი ივერსში ან ალტაში გამოვა უაზროდ სუსტი და ძვირი
stinky
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11152
წევრი No.: 129527
რეგისტრ.: 2-April 11

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 20:30  #55259000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK

წყლით გაგრილება რატო? ჰაერი ჯობია და ვიზუალს თუ ძაან არ აქცევ ყურადღებას თავი დაანებე წყალს.

ვიდეო უკეთესი აიღე აუცილებლად 1660 მაინც. მაგხელა მონიტორი და თან full hd ცუდია გამოსახულებისთვის. 24 ინჩიანი აიღე, 144 სიხშირიანი, 1ms full hd.

ერთი კაი რჩევა კიდე. რაიზენი აიღე

https://www.amazon.com/AMD-Ryzen-Processor-...=ryzen+7&sr=8-3

ეს თავისი ლამაზი გაგრილება მოყვება და მთლიანად ყოფნის.



This post has been edited by stinky on 17 Sep 2019, 20:33


--------------------
We are at the center of the galaxy only in our own tortured minds.
..
I'm older, the world is uglier, but it's always worth to live.
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 36458
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 21:14  #55259176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
GAMING PC

QUOTE
3600 ლარი

QUOTE
GTX 1650

no.gif


--------------------
Gilardino la può tenere anche vicino alla bandierina, cerca l'uno contro uno, Gilardino, dentro Del Piero, Del Piero... Goooooooool! Goooooool! Aleeeex Deeel Piero!!! Chiudete le valigie, andiamo a Berlino! Andiamo a Berlino! Andiamo a prenderci la coppa! Andiamo a Berlino!
DJ_PUNK
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 193
წევრი No.: 49375
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 21:25  #55259232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
stinky დიდი მადლობა რჩევისთვის. სხვა რას მირჩევთ ამ მონაცემებზე? რაიმეს ხომ არ შეცვლიდით?sabasaba24 ჩამოტანას დრო სჭირდება და მინდა მალევე ვიყიდო.

24 ინჩიანისგან განსხვავებით თუ 27 ინჩიანს ავარჩევ რომელ ვიდეო კარტას მირჩევთ? ან ზოგადად რომელ მაღაზიას მირჩევთ სად შეიძლება ავაწყობინო ან როგორ შევიძინო?

sabasaba24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 567
წევრი No.: 142320
რეგისტრ.: 29-January 12

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 21:35  #55259270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK
ნაწილ ნაწილ იყიდე მაშინ ზოგი ხელზე ზოგიც მაღაზიაში . მარტო კეისზე რამდენი გაქვს ბიუჯეტი და ჩამოვყრი ლინქებს
stinky
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11152
წევრი No.: 129527
რეგისტრ.: 2-April 11

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 22:15  #55259445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK

მაუსი უყიდე პატარა ხელისთვის, ბავშვი რამხელაა? ამ მაუსს გირჩევ

https://www.amazon.com/G203-Prodigy-Wired-G...itech+g2&sr=8-4

მექანიკური კლავიატურა კაია მარა ლურჯ სვიჩებზე ძაან ხმაურიანია. ყავისფერიანი ან წითელი აიღე.

სკამი ასევე მნიშვნელოვანია ნორმალური რო წელში მოხრილი არ იყოს.
DJ_PUNK
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 193
წევრი No.: 49375
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 23:04  #55259716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sabasaba24.stinky ბავშვი არის 14 წლის. ნაწილ ნაწილ რომ ვიყიდო მეშინია შემდეგ ვერ მოერგოს რომელიმე სოკეტს ან რაიმე შეცდომა არ დავუშვა და ამიტომაც მინდა რომ ავაწყობინო სანდო კომპანიას რომელიც პატიოსნად ააწყობს და ნორმალურ კომპლექტაციასაც შეადგენს და ეცოდინება ეს საქმე. ხვალ კი ვაპირებ რამოდენიმე მაღაზიაში მისვლას მაგალითად ალტა ძალიან ძვირია, ივერსში ვიყავი, პისიშოფჯიში 40 წუთი ველოდეთ და ყურადღება არვინ მოგვაქცია საერთოდ მანდ აღარ შევალ არასდროს, კიდევ ვიცი ორიენტლოჯიქ, ფისირუმ, რავიცი თუ მირჩევთ სადმე სადაც შეიძლება ნორმალური სერვისი და პროფესიონალები იყვნენ მომწერეთ და ასევე ფასებიც რათქმაუნდა.

sabasaba24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 567
წევრი No.: 142320
რეგისტრ.: 29-January 12

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 23:27  #55259844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK
პროცესორი https://www.mymarket.ge/ka/pr/13744276/proc...Core-i5---9400F 500დან 550 ლარამდეა ხელზე და პატარა მაღაზიებში. ალტა ივერსი და ეგეთები არ იგულისხმება
მაზერი https://ultra.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9...4DDR4%20LGA1151

https://www.mymarket.ge/ka/pr/13418713/deda...WiFi--bluetooth
ეს მაზერი ბევრად ჯობია უფრო იაფიცაა და ახალიაო უწერია https://www.mymarket.ge/ka/pr/13818138/deda...370-Gaming-Plus
პროცესორსაც ყიდის ეგა და ერტად დაგიკლებდა
კეისი შენი გემოვნებით ეს თუნდაც [ეს
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=74392
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=75212

ქულერი https://ultra.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9...iversal__Cooler
კვება http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=73414

სსდ http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=74033

ოპერატიული http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=75154 2 ცალი აიღე ეს 240 ლარი ანუ.

ვიდეობარათი https://www.mymarket.ge/ka/pr/13586701/vide...192-bit-HDMIDP-

ყველა ნაწილი რაც დავწერე არის მაღაზიიდან და ახალი . ნუ ვიდეოს და პროცესორს ყიდულობ ხელზე დანარცენი არის ივერს ულტრას ლინქები. მიონის შენობაა რომაა ბელიაშვილზე ერთმანეთის გვერდიტაა ეგ მაღაზიები ..

ესაა სულ ახალი და ყველაზე კაი ვარიანტი რაც შეილება რომ ააწყო. ნუ ფასიდან გამომდინარე ვამბობ თორე ბიუჯეტი თუ მეტია უკეთესს გირჩევდი.

მონიტორიც ყველა ვარიანტში მაღაზიაში იყიდე დელის მონიტორებს გავუწევდი რეკომენდაციას ხარისხიანია და გამძლე

This post has been edited by sabasaba24 on 18 Sep 2019, 00:28
DJ_PUNK
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 193
წევრი No.: 49375
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 01:41  #55260512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sabasaba24 დიდი მადლობა ესეთი დეტალური ინფორმაციისათვის.

საქმე იმაშია რომ მე განვადებით მინდა რომ ვიყიდო ეს კომპიუტერი. ასევე არ მყავს არავინ რომ ამიწყოს. ვინაიდან ეს ახალი ნაწილებია მე არ მინდა გავრისკო და რაიმე შეცდომით დავაზიანო ან არ გამოვიდეს. ივერსიში მითხრეს რომ ვიდეო კარტა არ აქვთ 6 გეგაბაიტიანი და მხოლოდ 4 იანი აქვთ რაც საკმარისიაო. რაც შენ მონაცემები დამიწერე დაახლოებით 2500 ლარი გამოდის. მონიტორი მაქვს ძველი კომპიუტერის. რას მირჩევ მონიტორი ვიყიდო 27 ინჩიანი თუ ეს თანხა დავუმატო და კიდევ გავაძლიერო კომპიუტერი და მონიტორი სხვა დროს ვიყიდო როდესაც ფული მექნება? ასევე მითხრეს 27 ინჩიან მონიტორს ძლიერი ვიდეო კარტა უნდაო რომ გაქაჩოსო. ძირითადად თამაშებისთვის უნდა ფორთნაითი, საიბერ პანკი, რეინბოუ 6, ა.შ. მსგავსი თამაშები. GTA 5, . ასევე მითხრეს 24 ინჩიანს თუ იყიდი უფრო იაფფასიანი ვიდეო კარტაც ეყოფაო. კლავიატურა მექანიკური მირჩიეს.
stinky
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11152
წევრი No.: 129527
რეგისტრ.: 2-April 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 02:11  #55260604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK

ინჩი არის ზომა და მაგას მნიშვნელობა არ აქ ვიდეოსთან. მთავარია რეზოლუცია. full hd მონიტორი
შეიძლება 27 ინჩიანი იყოს ან 24 იანი ან თუნდაც 40 ინჩიანი. რაც უფრო იზრდება ზომა გამოსახულებაც ფუჭდება ფულლ ჰდს რადგან პიქსელების რაოდენობა არ ეყოფა. მაგიტო დაგიწერე ზემოთ რო. 24 ინჩიანზე უფრო კარგად გამოჩნდება ფულლ ჰდს გამოსახულება.

This post has been edited by stinky on 18 Sep 2019, 02:12
nineve
Non Nocere


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4295
წევრი No.: 122821
რეგისტრ.: 22-October 10

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 02:20  #55260626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK
QUOTE
ასევე მითხრეს 27 ინჩიან მონიტორს ძლიერი ვიდეო კარტა უნდაო რომ გაქაჩოსო.

მონიტორის ზომას არ აქვს მაგ კუთხით მნიშვნელობა. 27-იან 1080p-სა და 24-იანს შორის არავითარი სხვაობა არაა წარმადობის კუთხით რადგან პიქსელები ერთი და იგევე რაოდენობისაა. ასევე 24-იან 1440p მონიტორს უფრო მძლავრი ბარათი დაჭირდება ვიდრე 27-იან 1080p-ს. მე გირჩევდი, რომ რაკი უკვე გაქვს მონიტორი ეგ ფული კომპიუტერს დაახარჯო და სხვა დროს როცა გექნება მერე იყიდი კარგს,რადგან კარგი მონიტორი იაფი ნამდვილად არაა,მით უმეტეს ჩვენ მაღაზიებში.
RedBulla



*********
ჯგუფი: Members
წერილები: 59179
წევრი No.: 122324
რეგისტრ.: 10-October 10

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 04:07  #55260726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეორადი იყიდე არის რამოდენიმე კომპანი თბილისში რომელიც კარგ მეორადებს ყიდიან გარანტიით

2250 ლარად ვიყიდე რამოდენიმე თვის წინ ეს ქეისი მარტო
ი5 8500
გტხ 1070
16 ოპერატიული
ჰდდ 500 გიგაბაიტი
სსდ 240


--------------------
✔ CPU: I7-8700K
✔ RAM: 32GB
✔ GPU: GTX 1080 TI
✔ HDD: 1TB
✔ SDD: 500GB
sabasaba24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 567
წევრი No.: 142320
რეგისტრ.: 29-January 12

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 09:39  #55260977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DJ_PUNK
აწყობა არ იყო პრობლემა 20 ლარად ნებისმიერი ფირმა აგიწყობდა და გაგიმზადწბდა მარა აბა განვადება გდომებია და ეგ თავიდანვე ჯობდა გეთქვა. მაშინ პც რუმი რომაა მანდ მიდი აი ეს ვარიანტი კაია მაგრამ ზერელედ უწერიათ მონაცემები და სანამ შეუკვეთავ ზუსტი მოდელები ამოგიბეჭდონ

დედაპლატა - 1151 Socket - DDR4 – Z370
✔️ პროცესორი - i5 8400
✔️ გაგრილება - Deep Cool
✔️ ოპერატიული - 8 GB - DDR4
✔️ ვიდეო კარტა - 8 GB - GTX 1070
✔️ ვინჩესტერი - 500 GB - Sata + SSD 240 GB
✔️ კვების ბლოკი - 700 Watt - Deep Cool - 80 Plus
✔️ კეისი - Gaming
✔️ სისტემა - Windows 10 Pro - 64 Bit

გაგრილება ბუნდოვანია რომელს გიყენებენ ,ასევე ზუსტი მოდელი კვების და ვიდეობარათის. სსდ ახალი თუ ნახმარი . ყველაფერი კითხე ასევე მაზერი რა ფორმაა . ფბ ზე რომ ჩაუგდო ეგენი მოგწერენ პასუხს და თუ რამე ვერაა გადავაკეთებთ. პ.ს განვადება მაგრად გაგიძვირებს ფასს. თუ ხელფასი გერიცხებათ და გავს განვადების დამტკიცების იმედი მერე მიდი მაგ მაღაზიაში და ბოლომდე სადაც გაგიშვებენ განვადწბაზე დაათვლებინე ზემოდან რამდენს იხდი ფულს რადგან სესხი შეილება ნაკლები დაჯდეს და ქეშად უკეთესი მოდის იმ მხრივ მე რაც დავდე ზევით რადგან სულ ახალი ნაწილები იქნებოდა . 2330 ლარი უწერიათ მაგ კომპზე. 16 გბ სასურველია თუ ბიუჯეტში ჩაეტევი მარა 8 ეხლა ეყოფოდა თუ ონლაინში არ აპირებს ბეთელფილდის თამაშს. 8 გბ აიღებ თუ 16 იანს ყველა ვარიანტში მოსთხოვეს რომ 2 ცალი ოპერა ჩადონ. ანუ 1 16 იანი პლანკა ან 1 8 იანი არ ჩაადწბინო. 2#4 ზე ან 2#8 ზე. თამაშებში ეგეც მოქმედებს . ნუ სხვა მხრივ მეც მქონდა ეგ ვიდეო პირადად და ფულლ ჰდ ზე კაი ხანი ყველაფერს ულტრაზე ათამაშებს . ხო მაგათთან თუ იყიდი კიდე საბოლოოდ სახში რომ მოიტან დრაივერი გადამოწმე ვიდეობარათის ერთმა იყიდა აქ და ძველი იყო ჩაწერილი. ნუ მაგას შენც მოახერხებ .

სსდ ყველა ვარიანტში ჯობია ახალი ჩაადებინო რადგან რესურსი აქვს . თუ სულ სათამაშოდ უნდა და რამე ინფორმაციები არ უნდა შეინახოს 500 იანი ვინჩესტერი სულ ამოაღებინე და მაგ ფასად სსდ მოცულობა გაზარდონ ან ოპერატიული მოგივათ მაგ ფასში.

მონიტორს რაც შეეხება არაა აქ გაბერილი ფასები იგივე ჯდება რაც რომ ჩამოიტანო დაჟე აქ უფრო იაფია . დელს ვემხრობი პირადად მაქვს და ვინც საკმაოდ ერკვეოდა იმან მირზცია მე 530 მივეცი ივერსში იანვარში. ეხლა ივერს ეგ მოდელი არ აქვს დაგიწერ მაგასაც. კლავიატურას კიდე როცა გექნება ფული 40 დოლარად თუნდაც ამაზონიდან კაის ჩამოუტან. ეგეთ ღამეებში ეხლა ზედმეტი ფულის ხოდა როცა ესე ხარ ბიუჯეტში შეზღუდული უაზრობაა.

ეს თუ გაძვირება 400 ლარის მოკლებით შედარებით სუსტის აღებაც შეილება .
* * *
DJ_PUNK
ამ მაღაზიაში კიდე შედარებიტ იაფი გამოდის სულ ბოლო ვარიანტი რომ აიღო მცირე ცვლილებებით

https://www.mymarket.ge/ka/pr/13428625/Desk...g-kompiuterebze

PC 6 ფასი 1690 ₾
* დედა დაფა - 1151 სოკეტი
* პროცესორი - Intel Core I5 8400
* ოპერატიული მეხსიერება - DDR 4 2x4 8GB
* ვიდეო დაფა - GTX 1070 8GB
* მყარი დისკი - 500 GB
* პროცესორის გაგრილება - Intel
* კვების ბლოკი - შესაბამისი, მაღალი ხარისხის
* ქეისი - სტანდარტული
აქაც 100 ლარი უწერიათ ოპერატიულის გაზრდაზე და 120 ლარი უწერიათ 240გბ სსდ-ზე. გაგრილება მაგას ესე 60 ლარიანი უნდა და კვება მაინც რომ დააზუსტო მაქსიმუმ 100 ლარამდე მაგას დაამატო. 2100 ლარი გამოვა 16 ოპერებიტ კაი კვებიტ გაგრილებიტ და სსდ-თი . კაი ფასია საგარანტიო დააზუსტე მაგატანაც და ზუსტი დეტალები

აი მონიტორიც უბრალოდ გადამოწმე აქვტ თუ არა მარაგში https://adashop.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83...ps-210-apwu_ge/

This post has been edited by sabasaba24 on 18 Sep 2019, 11:16
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0253 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]