Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > ლომისობა ეს კერპთაყვანისმცემლურია თუ ქრისტიანული


Posted by: _k_a_n_t_ 18 Jun 2008, 14:01
მაინტერესებს ლომისობა მართმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა?




მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm

Posted by: NAVARA 20 Jun 2008, 16:18
QUOTE
თქმულება
კიდევ კარგი.

Posted by: _k_a_n_t_ 20 Jun 2008, 16:20
მიმაჩნია რომ კერპია ლომისა და ხალხი კერპს ეთაყვანება

Posted by: მნათეუსი 20 Jun 2008, 16:32
QUOTE
მიმაჩნია რომ კერპია ლომისა და ხალხი კერპს ეთაყვანება


კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც smile.gif

Posted by: Taba 20 Jun 2008, 16:36
მნათეუსი
QUOTE
კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც 

და ნებისმიერი კერპი ჩააყენო ქრისტეანობის სამსახურში wink.gif

QUOTE
მშვიდობა იწყება ღიმილით smile.gif

მშვიდობა კი არა მეგობრობა , სამყარო კი ლურჯი წყაროდან smile.gif

Posted by: NAVARA 20 Jun 2008, 16:41
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს. ნებისმიერი კომპრომისის მცდეოლობა მაგ სფეროში მარაზმამდე დადის საბოლოოდ.

Posted by: მნათეუსი 20 Jun 2008, 16:44
QUOTE
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს. ნებისმიერი კომპრომისის მცდეოლობა მაგ სფეროში მარაზმამდე დადის საბოლოოდ.


იმიტომ, რომ ქრისტიანობა უფრო ფსიქოლოგიურ-პნევმატური რელიგიაა...

Posted by: _k_a_n_t_ 20 Jun 2008, 16:50
QUOTE
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს.

საინტერესოა რატომ აღიარებს კერპებს თუ ეწინაღმდეგება
* * *
მნათეუსი
QUOTE
კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც

ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე უფალია

Posted by: მნათეუსი 20 Jun 2008, 16:56
QUOTE
საინტერესოა რატომ აღიარებს კერპებს თუ ეწინაღმდეგება


კერძოდ?

QUOTE

ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე უფალია


ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე აბსოლუტური პიროვნებაა, რომელიც იმავდროულად არის სრული სიყვარული, ადამიანი კი მისი ხატია, რომელიც მოწოდებულია სრულიყოს smile.gif

ის არ არის ქვაში ამეტყველებული, დროს დაქვემდებარებული ღმერთი... smile.gif

Posted by: _k_a_n_t_ 20 Jun 2008, 16:59
მნათეუსი
QUOTE
კერძოდ?

ლომისა

Posted by: NAVARA 20 Jun 2008, 17:00
_k_a_n_t_
მარტივადაა საქმე. ხსენებულ რეგიონში ქრისტიანობამდელი რელიგიის(ცხოვრების წესის/მსოფმხედველობის/მორალის რაც გინდათ ის დაუძახეთ) ჩაკვლა უფრო პრობლემატური იყო ვიდრე კერპების(იმიჯების) "ჩაყენება ქრისტიანობის სამსახურში". შესაბამისად გადაწყვეტილებას ვინც იღებდა მოიქცა როგორც რიგითი ჰუმანი და წავიდა მარტივი და ეფექტური გზით. ორიგინალური რელიგიის კონცეპტი როგორც წესი ყველგან და ყველა დროში ეკიდა ყველა მმართველს. როგორც საეროს ისევე სასულიეროს. სვისატი პციჩევა პალёტა ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ასე რომ მათ დაძრახვას ნამეტანი ნუ იჩქარებთ.

Posted by: მნათეუსი 20 Jun 2008, 17:01
QUOTE

ლომისა


ასე უცბად ნუ შეაფასებ, რამდენადაც ქრისტიანული თეოლოგია ებრძვის არა მხოლოდ დოგმატურ ცდომილებას, არამედ ეკლესიის შიგნით, მითოლოგიურ წარმონაქმნს... ლომისაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს იქ ეკლესიური ცნობიერების გავლენა ძალიან სუსტია, ადგილობრივი მოსახლეობა მძლავრ წარმართულ-ტრადიციულ გავლენას განიცდის...

საზოგადოდ, მთიანი საქართველო... smile.gif

Posted by: _k_a_n_t_ 20 Jun 2008, 17:09
NAVARA
QUOTE
ორიგინალური რელიგიის კონცეპტი როგორც წესი ყველგან და ყველა დროში ეკიდა ყველა მმართველს. როგორც საეროს ისევე სასულიეროს. სვისატი პციჩევა პალёტა ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ასე რომ მათ დაძრახვას ნამეტანი ნუ იჩქარებთ.

რომ ეკიდათ ამიტომ მივიღეთ ეს ფორმა ხარს ეთაყვანებიან
yes.gif

Posted by: NAVARA 20 Jun 2008, 21:27
_k_a_n_t_
QUOTE
რომ ეკიდათ ამიტომ მივიღეთ ეს ფორმა ხარს ეთაყვანებიან
მარტო ხარს არა. ავტორიტარულ პერსონებს ამ პერსონების გვამის კუსოკებს და შმოტკებს gigi.gif, ნახატებს, სკულპტურებს, შენობებს და ათას წვრილმანს. თაყვანისცემის ფორმები და ობიექტები საზოგადოებაზე იძლევა წარმოდგენას.

ვოპშემ რელიგიას ვინც ქმნის და ასაპორტებს მათთვის რელიგია არის მართვის ინსტრუმენტი, საშუალება და არა მიზანი. რათქმაუნდა როცა კონტროლს დაამყარებ მერე შეგიძლია დახვეწო გემოვნების მიხედვით. მარა მანამდე აუცილებელია გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდეს. ერთერთი პირობაა სამიზნე აუდიტორიაზე ოპტიმიზაცია. რაც უფრო ახლო დგას რელიგია საზოგადოებაში გავრცელებულ პარადიგმებთან მით უფრო ადვილია ამ საზოგადოებისათვის ამ რელიგიის თავზე მოხვევა.

Posted by: sidhartha 20 Jun 2008, 22:09
NAVARA
QUOTE
ვოპშემ რელიგიას ვინც ქმნის

ვინ ქმნის რელიგიას?

Posted by: _k_a_n_t_ 20 Jun 2008, 22:24
NAVARA
QUOTE
მარტო ხარს არა. ავტორიტარულ პერსონებს ამ პერსონების გვამის კუსოკებს და შმოტკებს , ნახატებს, სკულპტურებს, შენობებს და ათას წვრილმანს. თაყვანისცემის ფორმები და ობიექტები საზოგადოებაზე იძლევა წარმოდგენას.

კი მაგრამ საქრისტიანოს სახარება გვამცნობს
საქმენი თავი 7
47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.

48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:

49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?

50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“

51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.

52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.

53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.


რომაელთა თავი 1
22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;

23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,


საქმენი თავი 17[B]
24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.

25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.

1კორინთელთა თავი 10
14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.

15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.


NAVARA
ეს მათ ვისაც ხელფეხი აქვს გადატყაული პირჯვრის წერით ლომისას ნიშის დანახვისას, თავისივე მოძღვრების წინააღმდეგობაში მოდიან და გაუგებარია baby.gif

Posted by: NAVARA 21 Jun 2008, 00:44
_k_a_n_t_
არ გვინდა ეს ციტატები და ბავშვობა. პაგავარიმ კაკ ვზროსლიე ლюძი.

sidhartha
QUOTE
ვინ ქმნის რელიგიას?
აბა თუ გამოიცნობ smile.gif

Posted by: _k_a_n_t_ 21 Jun 2008, 01:44
NAVARA
QUOTE
არ გვინდა ეს ციტატები და ბავშვობა. პაგავარიმ კაკ ვზროსლიე ლюძი.

კატეგორიული ხარ უძალიანესად lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: scudo 24 Jun 2008, 01:00
QUOTE
ლომისობა ეს კერპთაყვანისმცემლურია თუ ქრისტიანული, ხარი რომელმაც ხალხი გადაარჩინა წმინდა გახდა

წიქარაზე ზღაპარი ამ თქმულებიდან ხომ არ წამოვიდა?

Posted by: goga1986 19 Apr 2010, 11:21
ლომისობა (აღდგომის მე-7 კვირა) - ლომისას დღესასწაულს წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას.

Posted by: GITANA 19 Apr 2010, 11:25
NAVARA
QUOTE
ვოპშემ რელიგიას ვინც ქმნის და ასაპორტებს მათთვის რელიგია არის მართვის ინსტრუმენტი, საშუალება და არა მიზანი. რათქმაუნდა როცა კონტროლს დაამყარებ მერე შეგიძლია დახვეწო გემოვნების მიხედვით. მარა მანამდე აუცილებელია გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდეს. ერთერთი პირობაა სამიზნე აუდიტორიაზე ოპტიმიზაცია. რაც უფრო ახლო დგას რელიგია საზოგადოებაში გავრცელებულ პარადიგმებთან მით უფრო ადვილია ამ საზოგადოებისათვის ამ რელიგიის თავზე მოხვევა.


+ 1
2kiss.gif
* * *
_k_a_n_t_
QUOTE
ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.



QUOTE
25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.


აქედან რა დასკვნა?

Posted by: Jkzzz 19 Apr 2010, 16:45
და ჯაჭვი საიდან გაჩნდა ?










? ვინმემ იცით ? და რატო იკიდებენ მხრებზე?

Posted by: TEnGo-LAKE 19 Apr 2010, 16:56
ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობთ როდესაც ამბობთ, რომ ქრისტიანობა კერპებს აღიარებს?

ხალხმა საყდარი წმინდა გიორგის საპატივცემლოდ ააგო და არა ხარის საპავტიმცემლოდ, ხოლო ტაძარს მოიხსენიებენ ლომისას წმინდა გიორგის ტაძრად, ეს სახელი ქართველებმა უწოდეს ამ ხატს, რადგან არ დავიწყებოდათ თუ რასთანაა დაკავშირებული ის!

Posted by: cinemamu 19 Apr 2010, 17:23
რამეთი ხომ არ უკავშირდება ლომისა ღმერთის ერთ ერთ სახელს ვედებში, რომელსაც ქვია ნარასიმჰა (ლომისთავა)? ესაა ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობიული ავატარი...

Posted by: TEnGo-LAKE 19 Apr 2010, 17:41
QUOTE
რამეთი ხომ არ უკავშირდება ლომისა ღმერთის ერთ ერთ სახელს ვედებში, რომელსაც ქვია ნარასიმჰა (ლომისთავა)? ესაა ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობიული ავატარი...


საიდან უნდა უკავშირდებოდეს? .... drug.gif

Posted by: Rosemarys baby 21 Apr 2010, 21:28
Jkzzz


ჯაჭვი აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ ლექსებშიც გავრცელებულია. მაგალითად ”ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა”
ლომისის კულტი არის ქრისტიანობაზე დაშენებული წარმარული თქმულება.


Posted by: Max Fisher 21 Apr 2010, 21:55
Jkzzz
QUOTE
და ჯაჭვი საიდან გაჩნდა ?

? ვინმემ იცით ? და რატო იკიდებენ მხრებზე?

რამდენიმე ვერსიაა smile.gif

ერთ-ერთი ასეთია: ლომისასთან ახლოს ორი ძმა ცხოვრობდა და ერთ-ერთი მძიმედ გახდა ავად. მეორე ძმამ ღმერთს(თუ წმინდა გიორგის, არ მახსოვს ზუსტად) სთხოვა, ოღონდ ძმა მომირჩინე და ჯაჭვი რომ მაქვს, ყელზე შევიბამ და ისე ავალ მონასტერშიო. თხოვნა აუსრულდა და ასეც მოიქცა. იმის მერე ჯაჭვი იქაა. ამბობენ რომ თავიდან ეს ჯაჭვი 105 კგ იყოო, მაგრამ ნაწილი მოიპარეს და სადღაც 30 კგ-მდე დარჩაო.



http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm აქ წერია კიდევ ასეთი ვერსია:

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.


ვინც დადის, ისინი ამბობენ, ზოგჯერ ჯანღონით სავსე კაცები ვერ წევენ ჯაჭვს, პატარა ბავსვები კი თავისუფლადო. ადრე სამჯერ უვლიდნენ ეკლესიას, ეხლა კი ბევრი ხალხი ჩადის ხოლმე და ტაძარში მდებარე ბოძს უვლიან გარშემოო.

ასასვლელად ძნელია და ზოგი ვერტმფრენით ადის ხოლმე, მაგრამ ამბობენ, მასეთებს ლომისა არ წყალობსო. კიდევ, ვინც რწმენით არ მიდის, და არ სჯერა რომ თხოვნა აუსრულდება, ტაძარში შესვლისას ცუდად ხდებაო yes.gif user.gif war.gif

Posted by: შიიტი 22 Apr 2010, 00:08
_k_a_n_t_
QUOTE
მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.


ჯერ ხვარაზმი ცოტა ჩრდილოეთითაა ხორასნიდან

მეორე - ჯალალ 'ლ-დინი არ დაბრუნებულა არც ხვარაზმში და არც ხორასანში და მით უმეტეს, სულთნად - იქ უკვე მონღოლები იყვნენ, ესე იგი ხატიც არ წაუღია

ქურთისტანის მთებში მოკლეს

Posted by: RAO RAO ? 22 Apr 2010, 02:22
_k_a_n_t_
QUOTE
უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია.

QUOTE
სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა.

QUOTE
რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს.


QUOTE
მიმაჩნია რომ კერპია ლომისა და ხალხი კერპს ეთაყვანება
.

თქმულებაში ჩანს, რომ ხატმა კვარცხლბეკად ხარი აირჩია. ანუ ხატის ძალამ ატარა ხარი. ხარი დაეცა, მაგრამ ხატი დაფრინდა.

ასე რომ არავინ ეთაყვანება ხარს. ეს აშკარაა. ხატს ეთაყვანებიან, რომელმაც ხარს მიანდო თავი გურჯისტანში დასაბრუნებლად და არა იმ 7000 ტყვე ადამიანიდან რომელიმეს. ხარი დალოცვილია წმინდა გიორგის ხატისაგან ისევე როგორც ფუტკარი ქრისტეს მიერ.

ხარს ლომა რქმევია, ეს ,,ლომა" ხვარაზმ-ხორასნული წარმოშობის სიტყვაა თუ თქმულების დანამატი, იქნებ ჯალალ ად დინ -მა ეგეც გააყოლა ხელს არაგვიდან და ხარს ამიტომაც შემორჩა სახელად ,,ლომა"?

სხვათა შორის შიიტი მართალია. ჯალალ ად დინი ქურთისტანში მოკლეს დადევნებულმა მონღოლებმა.


Posted by: შიიტი 22 Apr 2010, 08:16
RAO RAO ?
QUOTE
ხარს ლომა რქმევია, ეს ,,ლომა" ხვარაზმ-ხორასნული წარმოშობის სიტყვაა თუ თქმულების დანამატი, იქნებ ჯალალ ად დინ -მა ეგეც გააყოლა ხელს არაგვიდან და ხარს ამიტომაც შემორჩა სახელად ,,ლომა"?


ლომი, მიხედავად იმისა რომ ვაინახურშიც იგივე მნიშვნელობა აქვს, ვგონებ თურქესტანული, ანუ სწორედ შუა აზიური წარმოშობისა უნდა იყოს

სპარსულად ლომი არის შიარ

Posted by: heilos 22 Apr 2010, 10:56
QUOTE
სხვათა შორის შიიტი მართალია. ჯალალ ად დინი ქურთისტანში მოკლეს დადევნებულმა მონღოლებმა.



აკი ქურთმა საკუთარ სახლში მოკლა მძინარე ჯალალ ედინიო

Posted by: Seth 22 Apr 2010, 11:01
QUOTE
რამდენადაც მახსოვს იქ ეკლესიური ცნობიერების გავლენა ძალიან სუსტია, ადგილობრივი მოსახლეობა მძლავრ წარმართულ-ტრადიციულ გავლენას განიცდის..



სასწარფაოდ უნდა მოახდინოთ დესანტირება და მაგ ხალხის სწორ გზაზე დაყენება rolleyes.gif












ნავთი არ დაგავიწყდეთ biggrin.gif

Posted by: ხარება და გოგია 22 Apr 2010, 14:15
Seth
QUOTE
სასწარფაოდ უნდა მოახდინოთ დესანტირება და მაგ ხალხის სწორ გზაზე დაყენება

lol.gif lol.gif lol.gif


ჭეშმარიტ ღმერთზე უნდა ესაუბრონ თუშ-ფშავ-ხევსურებს lol.gif lol.gif lol.gif

:ხანჯალზეწამოცმულისსმაილიკი:

თუთბერიძე გაუშვით "განსანათლებლად", სასტაულებს მოახდენს რო იკივლებს დეკნები, დეკნი მოადგილეები და ბიზMესმენებიო

Posted by: RAO RAO ? 22 Apr 2010, 16:01
შიიტი

რომელ აღმოსავლურ ენებს ფლობთ არაბულის გარდა?

Posted by: შიიტი 22 Apr 2010, 16:16
RAO RAO ?
QUOTE
რომელ აღმოსავლურ ენებს ფლობთ არაბულის გარდა?


ფლობით არცერთს

მეტად მწირად ფარსს და უფრო მწირედ - თურქულს

Posted by: RAO RAO ? 22 Apr 2010, 17:47
შიიტი
QUOTE
რომელ აღმოსავლურ ენებს ფლობთ არაბულის გარდა?

ფლობით არცერთს

მეტად მწირად ფარსს და უფრო მწირედ - თურქულს

ყურანს რა ენაზე კითხულობთ, არაბულად? არაბული ორივე იცით ძველიც და ახალიც? თუ თარგმანს ენდობით წმინდა წერილის კითხვისას?

Posted by: შიიტი 22 Apr 2010, 18:22
RAO RAO ?
QUOTE
ყურანს რა ენაზე კითხულობთ, არაბულად?


კი, არაბულად

QUOTE
არაბული ორივე იცით ძველიც და ახალიც?


ძველი, ანუ კლასიკური უფრო კარგად


Posted by: RAO RAO ? 23 Apr 2010, 10:31
შიიტი

რომელ ენაზეა შესრულებული ყველაზე კარგად წმინდა ყურანის თარგმანი?

Posted by: badzudzu 25 May 2010, 17:18
ესეთი სისულელები იფიქრო კაი მარა კიდე რომ დაწერო საზოგადოებას გაუზიარო დანაშაულია საზოგადოების წინაშე.
ისეთი ლაპარაკი როგორიცაა თუთბერიძე გაუშვი, ხარს ეთაყვანებინ და სხვა სისულელეები ჩემი აზრით ყველამ თავის თავის გარეთ არ უნდა გამოიტანის.
ხვალ ლომისობაა და ვინმე წამოდით და აგვიხსენით თურმე რომ ხარს ვეთაყვანებით და ... (რის ტაყვანის ცემას დაიწყებთ მერე ვნახოთ)

შეეწიოს ყველა ურჯულოს დიდ ლომისას წმინდა გიორგის მადლი.

Posted by: mtiuli444 16 Oct 2010, 00:56
აქ ვგონებ ძალიან დილეტანტები განიხილავთ ამ თემას! ლომისა არის წმინდა გიორგი ანუ მის სახელზე აგებული ტაძარი რომელსაც ბევრი სასწაული უკავშირდება და ეხა ვინმეს თუ საკლავის კვლა წარმართობად მიაჩნია 1 კახეთის გულ ალავერდში ალავერდობას დაესწროს!

Posted by: Prana 16 Oct 2010, 05:11
კეეჰ აბა რაა

ჩემს სოფელში 23 ნოემბერს 500შუბლშეტრუსული ცხვარი რომ იკვლება(ცხვრის მხარი თუ რაღაც ნაწილი მღვდილისაა. biggrin.gif) სულ ქრისტიანულია კი.biggrin.gif

ეკლესიის(ნიშაა უფრო სწორად) გარშემო ადგილს კი რატომღაც კოპალა ქვია. biggrin.gif

Posted by: Oldboy 16 Oct 2010, 10:59
mtiuli444
QUOTE
ეხა ვინმეს თუ საკლავის კვლა წარმართობად მიაჩნია 1 კახეთის გულ ალავერდში ალავერდობას დაესწროს!

წარმართობა თითქმის ყველა კუთხეშია, ახალ ამბავი არაა ეგ

Posted by: gurabe 16 Oct 2010, 12:13
ხალხნო ვინ ერკვევა ნორმალუარდ ამ საკითხში?
მითხრეს კერპი არ არისო და თუ იცით მოკლედ ამიხსენით რაა........

Posted by: mtiuli444 16 Oct 2010, 15:02
არაა არანაირი კერპი ლომისა ადრე ქრისტიანობამდე იყო ღვთაება და შემდGომში ის ღვთისშვილად იქცა და წმინდა გიორგის სახელს დაუკავშირდა. როგორც ბევრი ღვთის შვილი(ხატი) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წმინდა გიორგის ნაწილად ითვლება, ლომისა წმინდა გიორგის მკლავად ითვლება (ამიტო იძახიან ჩხუბი უყვარსო )))
რაღაც განსხვავებულ რიტუალებს კი მოიცავს მაგრამ კერპთან და მსგავს ურჯულო გამონათქვამებთან არავითარი კავშირი არ აქვს!

Posted by: Oldboy 16 Oct 2010, 15:24
mtiuli444
QUOTE
რაღაც განსხვავებულ რიტუალებს კი მოიცავს მაგრამ კერპთან და მსგავს ურჯულო გამონათქვამებთან არავითარი კავშირი არ აქვს!

მსხვერპლშეწირვა არაქრისტიანულია და წარმართული გადმონაშთი აქვს. რიტუალში თუ რამე ურევია პატარაზე მაინც წარმართული, ქრისტიანულად ვერ ჩაითვლება

Posted by: tete- 16 Oct 2010, 15:27
რაც არ უნდა იყოს მანდ ისეთი საშინელება ხდება ლომისობაზე არასოდეს ავალ!


Posted by: mtiuli444 18 Oct 2010, 19:56
Oldboy
მსხვერპლშეწირვა სხვა რამეა იქ დაკლულ ცხვარს ჭამენ მთიდან კი არ აგდებენ. ლომისა ღვთის შვილია და განკითხვა არ შეილება ვისაც რწმენა არ აქვს იქ არც უნდა ავიდეს და შხვისი რწმენის განსჯა ლამაზი არ არის.

მაშინ გახსენით თემა ალავერდობაზე და ასე შემდეგ.

Te0
არც არავინ გეძახის თუ არ გწამს არც უნდა ახვიდე.

Posted by: wossapy 18 Oct 2010, 20:29
mtiuli444
QUOTE
არც არავინ გეძახის თუ არ გწამს არც უნდა ახვიდე.

+1213131313
აი რა რაც არ მესმის რა...ვინმე რამეს აძალებს ამ ხალხს??
გამოვლენ და ეს სისულელეა.ეს კერპთაყვანისცემლობაა..ეს მოხუცი კაცი რეებს ბჟუტურებს...
ვინმე ძალით გასმენინებთ?ან გაყურებინებთ?ან გაძალებენ ადითო?

Posted by: arvedui 20 Oct 2010, 01:49
QUOTE
არაა არანაირი კერპი ლომისა ადრე ქრისტიანობამდე იყო ღვთაება და შემდGომში ის ღვთისშვილად იქცა და წმინდა გიორგის სახელს დაუკავშირდა. როგორც ბევრი ღვთის შვილი(ხატი) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წმინდა გიორგის ნაწილად ითვლება, ლომისა წმინდა გიორგის მკლავად ითვლება (ამიტო იძახიან ჩხუბი უყვარსო )))
რაღაც განსხვავებულ რიტუალებს კი მოიცავს მაგრამ კერპთან და მსგავს ურჯულო გამონათქვამებთან არავითარი კავშირი არ აქვს!


და ამას ქრისტიანობასთან რამე კავშირი აქვს?
თუ იმას იძახი, ადრე სხვა რამ იყო, მერე ქრისტიანულად აქციეს და უბრალოდ, სახელი შემორჩაო?

Posted by: Beelphegor 20 Oct 2010, 03:53
QUOTE (Te0 @ 16 Oct 2010, 15:27 )
რაც არ უნდა იყოს მანდ ისეთი საშინელება ხდება ლომისობაზე არასოდეს ავალ!

მოგვიყევით გეთაყვა დეტალებში, მაიცათ პოპკორნსმოვარბენინებ და დაიწყეთ აღწერა yes.gif

Posted by: strelicia 20 Oct 2010, 14:34
Te0
QUOTE
რაც არ უნდა იყოს მანდ ისეთი საშინელება ხდება ლომისობაზე არასოდეს ავალ!



rolleyes.gif ეგ საშინელებები მე გამომრჩა???

ზეგარდის წმინდა გიორგობა, ალავერდობა, საჯვარეობა.... მანდაც ხდება ეგ საშინელებები???


Posted by: mtiuli444 20 Oct 2010, 21:24
QUOTE
და ამას ქრისტიანობასთან რამე კავშირი აქვს?
თუ იმას იძახი, ადრე სხვა რამ იყო, მერე ქრისტიანულად აქციეს და უბრალოდ, სახელი შემორჩაო?

ლომისა ისეთივე სახელია როგორც ალავერდი მაგალითად ეს სახელი იმ ხარისგან მოდის რომელმაც ლომისის წმინდა გიორგის ხატი მაგ მთაზე აიტანა და ისე წმინდა გიორგის საელობისაა. როგორც მაგალითად ბოდორნის ღვთისმშობელი და ა.შ და ცხვრის დაკვლა დანაშაული მგონი არ არის და შეწირვა ერქმევა თუ რა ერქმევა რა აზრი აქ იმ ცხვარს კლდიდან კი არ აგდებენ ხარშავენ და ჭამენ .

თვითონ ილია მეორემ იქადაგა ლომისობაზე მლეთაში ქვედა ლომისის ეკლესიაში.
* * *
და ის განსხვავებები თუ რამე არის იმიტომ არის რო ლომისა არა მარტო უბრალო ეკლესია იყო და არი არამედ სათემო სალოცავი იყო აქ წყდებოდა სამხედრო პოლიტიკური საკითხები ლომისის გარშემო იყვნენ გაერთიანებულ ახლა უკვე მთიულებად წოდებული ცხავატელები ხადელები ხანდოელები ჭართლელები და ასე შემდეგ. ყველა ლაშქრობა ლომისიდან იწყებოდა და მთავრდებოდა

Posted by: Oldboy 21 Oct 2010, 00:46
user posted image

yawn.gif

Posted by: mtiuli444 22 Oct 2010, 20:24
სასწრაფოს შეატყობინეთ ცხოველთა დაცვის სამსახურს biggrin.gif biggrin.gif:D biggrin.gif

Posted by: strelicia 21 Jun 2011, 00:22
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm
აქ მოთხრობილი ამბის ვერ მჯერა. არ გავს იქაურობა მე-13 საუკუნიდან დაწყებულს.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ამ ნანგრევების ასაკი ზუსტად ბერებმაც არ იციან, "ამბობენ მე-5 საუკუნიდან უკვე ყოფილან აქ ბერებიო" ასეთი პასუხი მივიღე. მე-5 საუკუნეში ბერები იქ .."?"
Oldŭboi
წელს მსხვულფეხა ცხოველებიც არ დაინდეს. ასეთი სისხლი ნამდვილად არ ყოფილა, ეს სურათი ვინმემ გააფერადა??? ))))))))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)