#55468133 · 11 Nov 2019, 11:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.
დამატებით გაეცანით სამოქალაქო საოროცესო კოდექსის 59_ე მუხლს.
თავდაპირველად შეგიძლია დაურკეკოთ თანაშემწეს და მიიღოთ ინფორმაცია , შემდგონ წერილობით მიმართოთ სხდომის დანიშვნის თაობაზედ , თუ რეაგირება რ არის მაშინ შეგიძლია მიმართოთ სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს და მოსამარტთს მიმართ მოითხოვოთ დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრება.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|