"მერანი" ლიდერთან დამარცხდა
იყო დრო, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გუნდებს ყველას უჭირდა მარტვილიდან ქულების წაღება, მათ შორის "დინამოსაც" და "მერანელები" უშეღავათო ორთაბრძოლას უმართავდნენ მეტოქეს, მაგრამ განახლებულ "მერანს" დრო უნდა იმისთვის, რომ გუნდი ჩამოყალიბდეს, შეთამაშდეს და წარმატებული გახდეს..
1-4 დამარცხდა დღეს "მერანი" და გარდა ანგარიშისა თამაშითაც გვაჯობეს "დინამოელებმა" და ეს არც იყო გასაკვირი, გასაგები მიზეზების გამო, ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს გუნდი დამარცხებული გუნდის ფსიქოლოგიური წნეხიდან და ერთი გამარჯვება არის საჭირო იმისთვის, რომ ბიჭებმა საკუთარ თავში ძალები ირწმუნონ და ეს ცუდი სტარტი დავიწყებას მიეცეს.
დღევანდელ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც თბილად დახვდნენ მარტვილში..
მატჩი კი საკმაოდ გახსნილი, სახიფათო ეპიზოდებით დატვირთული გამოდგა. წინა შეხვედრაში "მერანის" კარს თორნიქე ზარქუა იცავდა, თუმცა ტრავმის გამო მისი ადგილი დღეს სევოსტიანენკომ დაიკავა.
მატჩი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა დათა ციცხვაიას შეექმნა გოლის გატანის რეალური შანსი, გამოცდილმა ციცხვაიამ შენიშნა, რომ ბეგაშვილი გამოსული იყო კარიდან და თითქმის მოედნის შუაგულიდან სცადა მასზე თავზე გადაეგდო ბურთი და ცოტა ზუსტად, რომ დაერტყა "მერანელს", კურიოზულ გოლსაც იხილავდა გულშემატკივარი.
ორ წუთში ჯერ ლევან კუტალიამ ითამაშა კარგად, როცა მეტოქე მცველები ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარში დაარტყა, მეორე ეპიზოდში კი რუხაიამ დაჯაბნა თანაგუნდელი სისწრაფეში და საჯარიმოშიც შეაღწია, მაგრამ იქ წაიქცა ისე, რომ მის წინაშე თამაშის წესები არ დაურღვევიათ.
საპასუხო იერიში იაშვილმა წამოიწყო და რომ არა "მერანის" საჯარიმოში "დინამოელების" შეუთანხმებელი თამაში ანგარიში გაიხსნებოდა.
ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხეს სტუმრება გოლის გატანა, 45-ე წუთზე უბერებელმა ალექსანდრე იაშვილმა თავზე დაასვა ბურთი გიორგი ქვილითაიას და ამ უკანასკნელმაც თანაგუნდელს კარგი პასი დაუფასა 0-1.
მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" ჰქონდა უფრო მეტად ბურთი და უპირატესობას ფლობდნენ სტუმრები, "მერანი" დაცვაში არ ჩამჯდარა. ლობასმა მეორე ნახევარში ვაკო გოგოლიძე, ალექსანდრე პაპადოპულოსი და გიგა წურწუმია შემოიყვანა. საკმაოდ აქტიური იყო გოგოლიძე, რომელიც ტექნიკური თამაშით ცდილობდა იერიშების წამოწყებას, თამაში გამოაცოცხლა პაპადოპულოსმაც, ბერძენი კარგი პასებით გამოირჩა და რამდენიმე კარგ კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
მანამდე კი მეორე გოლი მიიღო ჩვენმა გუნდმა და ამჯერადაც იაშვილმა გაუკეთა კარგი პასი ქვილითაიას, რომელმაც ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა 0-2.
76-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ საბოლოო იმედი გადაუწურა მასპინძლებს და ეფექტური დარტყმით 0-3 გახადა ანგარიში.
პრესტიჟის გოლი ლაშა ჯღამაიას ანგარიშზეა, 81-ე წუთი იყო როცა ჯღამაიამ "დინამოს" საჯარიმოში შეინავარდა, ორი მცველი ტქნიკურად ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა თავის ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი ბეგაშვილს.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა, მისი სუსტი დარტყმა თითქოს მარტივად უნდა აეღო სევოსტიანენკოს, თუმცა აშკარად შეცდა მასპინძელთა კიპერი ამ ეპიზოდში და საბოლოო ანგარიში 1-4 დაფიქსირდა.
"მერანი" თავის მომდევნო შეხვედრას სამტრედიაში ადგილობრივი "სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს 20 სექტემბერს.
"მერანი" - "დინამო" (თბილისი) 1-4 (0-1)
11 სექტემბერი. 16:00. მარტვილი
გოლი: 0:1 ქვილითაია 45’ 0:2 ქვილითაია 56’ 0:3 ცინცაძე 76’ 1:3 ჯღამაია 81’ 1:4 ჯიღაური 90’
გაფრთხილება: ჭელიძე 63’ ჯღამაია 64’ ხორგუაშვილი 66’
მერანი: სევოსტიანენკო, პაჭკორია, შალიკაშვილი, რუხაია, ი. ციცხვაია, შალამბერიძე (პაპადოპულოსი 75), ხორგუაშვილი, აშორტია (გოგოლიძე 46), ჯღამია, კუტალია, დ. ციცხვაია (წურწუმია 68)
სათადარიგო: გვაზავა, წურწუმია, გოგოლიძე, პაპადოპულოსი, ფაილოძე, წოწონავა, დარციმელია.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი
დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ტვილდიანი 46), რენე, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 61), ქვილითაია (არაბული 77)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მსაჯი: ა. ბასლეჰლო............-------........--- ედემ ელარჯია
* * *
ლევან კობიაშვილი მარტვილში